შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცეული /7/


27-02-2019, 17:40
ავტორი BIG DREAMER
ნანახია 1 101

შეხვედრა სადა და ლამაზი ინტერიერის მქონე რესტორანში დაუნიშნა. იმ რესტორანში, სადაც ხალხმრავლობა თავს არ აგატკიებს. ეს იყო ადგილი , რომელსაც შეყვარებული წყვილები ხშირად სტუმრობდნენ. წყნარი მუსიკა, მშვიდი გარემო და რაც მთავარია, შესანიშნავი მენიუ. უგემრიელესი იტალიური კერძებით და არამხოლოდ იტალიური.
ერთისიტყვით რესტორანი “ Virginiae “ მათი შეხვედრისთვის ზედგამოჭრილი იყო. დანიშნულების ადგილზე პირველი ანდრე მივიდა და ცოტაოდენი ლონიდის შემდეგ ჰორიზონტზე ლენაც გამოჩნდა. მას შავი ტყავის მოტმასნილი კაბა ეცვა, რომელიც მუხლს ოდნავ ასცდენოდა და მის იდეალურ ნაკვთებს უსვამდა ხაზს. სწორი თხელი წაბლისფერი თმა კი მხრებზე თავისუფლად ჩამოშლოდა. სახეზე მსუბუქი მაკიაჟი ესვა, რომელიც მის ბუნებრივ სილამაზეს ერწყმოდა. რესტორანში თავაწეული მოაბიჯებდა და იმ ღიმილით აჯილდოვებდა ირგვლივ მყოფთ, რომელიც მხოლოდ თავდაჯერებულ და ამაყ ქალებს სჩვევიათ. მაგიდას ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა. საბოლოოდ კი, როცა მზერა ანდრეს გაუსწორა ტუჩები ერთმანეთს დააშორა და გაღიმებულმა თავაზიანად მიესალმა.

- გამარჯობა ანდრე.
- გამარჯობა ლენა, კეთილი იყოს შენი მოსვლა. შესანიშნავად გამოიყურები!
- მადლობა. აქაურობა ძალიან ლამაზია არმეგონა , რომ ასეთი სასიამოვნო გარემო დამხვდებოდა.
- მოგეწონა?
- კი, ძალიან დახვეწილი და სადა ადგილია.
- მიხარია ამის მოსმენა. ეს ჩემი საყვარელი რესტორანია.
- ანუ აქ სხვა ქალებიც დაგყავს?
- არა, არასწორად გამიგე. ეს რესტორანი ჩემთვის განსაკუთრებულია. ამიტომ აქ ძალიან იშვიათად მომყავს ვინმე. ძირითადად მარტო მოვდივარ.
- და რითაა ეს ადგილი შენთვის ასეთი განსაკუთრებული? იმის გარდა, რომ ძალიან ლამაზია .
- ეს რესტორანი ჩემს დიდი ბაბუას ფედერიკოს ეკუთვნოდა.
აქაურობამ სახელი მისი რეცეპტებით გაითქვა. მისი კერძები დღემდე მენიუს განუყოფელი ნაწილია.
- მშვენიერია! ახლა მესმის რატომაც გიყვარს ეს ადგილი ასე .
- ხო, ჩემთვის აქ სიარული ერთგვარი ოჯახური ტრადიციაა, რომელსაც არასდროს ვარღვევ.
- მშვენიერი ტრადიციაა!
- ნამდვილად.
- და ახლა ვის საკუთრებაშია რესტორანი?
- ჩემი დის ლილიენის. ეს ადგილი გაკოტრებას მან გადაარჩინა. სხვათაშორის პიცას მასსავით ვერავინ ამზადებს!
- მართლა? ისეთი გატაცებით საუბრობ მის პიცაზე, რომ უკვე ძალიან მომშივდა. ერთი სული მაქვს როდის დავაგემოვნებ.
- მაშინ რაღას ვუცდით შევუკვეთოთ. პიედრო ლილიენის საფირმო პიცა მოგვიტანე და გადაეცი საქმეს, რომ მორჩება შემოგვიერთდეს. მინდა ვიღაც გავაცნო!
- კარგი ახლავე გადავცემ.

- სანამ პიცას მოგვიტანენ, მანამდე შენს დაზე მომიყევი რამე.
- სიამოვნებით! მოდი დავიწყოთ იქედან , რომ ლილიენი ჩემზე 4 წლით უფროსია და გარდა იმისა, რომ ფლობს ამ შესანიშნავ ადგილს. ამასთან ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და ვაჟი ემანუელი, რომელიც ძალიან საყვარელი და ცელქი ბავშვია. დანარჩენს კი თავადაც მოგიყვება, როცა გაგაცნობ. გაფრთხილებ ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარს!
- არიდარდო ერთმანეთს კარგად გავუგებთ.
- ეჭვიც არ მეპარება ძალიან მოეწონები!
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- რადგან შეუძლებელია ვინმემ შემოგხედოს და არ მოეწონო.
- მარტო გარეგნობით ვერ შეაფასებ ადამიანს ხომ მართალი ვარ?
- მართალიხარ, მაგრამ იმაშიც არ მეპარება ეჭვი, რომ მშვენიერ სხეულთან ერთად მშვენიერი სულის პატრონიც იქნები.
- გეყოფა ანდრე , ნუ მაწითლებ!
- არ გაგაწითლებდი ასე ძალიან , რომ არ გიხდებოდეს!
- კარგი რა, შეხედე ჩვენი პიცა მოაქვთ!

- ინებეთ თქვენი შეკვეთა. შეფმა გადმოგცათ, რომ ძალიან დაკავებულია და თქვენს ნახვას რესტორნის დახურვამდე ვერ შეძლებს, მაგრამ თუ მანამდე მოიცდით აუცილებლად შემოგიერთდებათ. ბოდიშის ნიშნად კი თეთრი ღვინით გიმასპინძლდებათ.
- კარგი პიედრო მადლობა გადაეცი შენს შეფს. სხვა დროს კიდევ ვინახულებთ.
- რატომ სხვა დროს? სადმე გვეჩქარება?
- არა, მაგრამ მის გრაფიკს თუ გავითვალისწინებთ შუაღამემდე ვერ მოიცლის ჩვენთვის.
- მერე რა დაველოდოთ.
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით!
- კარგი, როგორც იტყვი.
- მმმ პიცა მართლაც უგემრიელესია.
- ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.
- იცი ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდსმე ასეთ უგემრიელეს პიცას შევჭამდი თანაც ლეღვით. ამაშია მისი განსაკუთრებულობა არა?
- მარტო მაგაშიც არა!

მოულოდნელად მაგიდას შეფის თეთრ ფორმასა და ქუდში გამოწყობილი ახალგაზრდა ქერათმიანი ქალი მიუახლოვდა, რომელსაც წითელი ტუჩსაცხი ესვა და მუქ თაფლისფერ თვალებს ინტერესით ავლებდა რესტორანში თავმოყრილ სტუმრებს.
დრო და დრო კი სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა.

- ლილიენ? მეგონა დაკავებული იყავი.
- როგორც ხედავ მოვიცალე.
- ჰო, ნამდვილად გამაკვირვე.
- შენზე მეტად გაკვირვებული მე ვარ იმით, რომ აქ პირველად მოხვედი ქალთან ერთად. აბა ერთმანეთს არ გაგვაცნობ?
- რათქმაუნდა, ლილიენ ეს ლენაა.
- მიხარია თქვენი გაცნობა. ანდრე ბევრს მიყვებოდა თქვენზე . თქვენმა პიცამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
- კომპლიმენტისთვის მადლობა ლენა. ოღონდ გთხოვ თქვენობით აღარ მომმართო.
- კარგი.
- გამიხარდა შენი გაცნობა, ახლა კი სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ ბევრი შეკვეთა მაქვს. ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე. გესმის ანდრე? ნუ დაიკარგები!
- მესმის დაო, მესმის ჯერ არ დავყრუებულვარ.
- იმედი მაქვს, რომ ასეა!

- აბა ამ ადგილს ხშირად ვსტუმრობო?
- ასეც არის, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან დაკავებული ვიყავი სამსახურში და ვეღარ მოვიცალე აქ მოსასვლელად.
- რას საქმიანობ?
- დეტექტივი ვარ!
- მართლა? საინტერესო პროფესია გქონია.
- ასეა , შენზე რას მეტყვი?
- მე უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია, თუმცა აქამდე ბევრ ადგილზე მიმუშავია, მაგრამ ახლა საჩემოს ვერაფერს ვპოულობ.
- სად გინდა, რომ იმუშაო?
- სულერთია, შემიძლია მიმტანი ვიყო ან თუნდაც დამლაგებელი. არაფერს ვითაკილებდი რამე, რომ გამოჩენილიყო.
- ვფიქრობ შენს დახმარებას შევძლებ!
- როგორ?
- ჩემს დას ვეტყვი და რამეს მოგიძებნის. დარწმუნებული ვარ რესტორანში ზედმეტი მუშა ხელი არ აწყენს.
- სერიოზულად? ამას ჩემთვის მართლა გააკეთებ?
- რათქმაუნდა ამაში ხომ რთული არაფერია.

იმდენად გაგახარა ამ ახალმა ამბავმა , რომ ემოციებს კონტროლი ვერ გაუწიე და მაშინვე ფეხზე წამოხტი სიხარულისგან. მერე კი ანდრესაკენ დაიძარი და მადლობის ნიშნად ინსტიქტურად ჩაეხუტე. ის კი გაშეშებული იდგა და თვალებს ვერ უჯერებდა.
ხოლო, როცა გონს მოეგე მისი მკლავებიდან თავი დაიხსენი და მოუბოდიშე.

- მაპატიე, სიხარულისგან თავი ვერ შევიკავე და მგონი ზედმეტი მომივიდა .
- სულაც არა!
- რა?
- ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის ლენა. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ არა?
- მეგობრები?
- ჰო, რაიყო განა არ ვართ მეგობრები?
- რათქმაუნდა მეგობრები ვართ. მე უბრალოდ ცოტა დავიბენი.

მეგობრები.. მე-გო-ბრე-ბი…. მთელი გზა გონებაში მხოლოდ ეს სიტყვა გიტრიალებდა.
ისე თითქოსდა გინდოდა ამ სიტყვის არს ღრმად ჩასწვდომოდი, მაგრამ მასში ხომ არაფერი იყო ჩასაღრმავებელი. თქვენ ხომ უბრალოდ მეგობრები იყავით და მეტი არაფერი?! ერთმანეთს თითქმის არ იცნობდით და მეგობრების სტატუსიც ახლახანს მოირგეთ. განა მეტი რა გინდოდა? ახლა თავს მარტოსულად აღარ იგრძნობდი, მაგრამ ამით მაინც არ იყავი ბედნიერი, რადგან ჯერ კიდევ ვერ შესჩვეოდი უცხო ადამიანის არსებობას შენს ცხოვრებაში.
ის ფაქტი, რომ არსებობდა ვიღაც, ვინც შენს დახმარებას შეძლებდა გეუცხოებოდა და დაჯერება გიჭირდა. გეშინოდა იმის, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით ერთი ლამაზი სიზმარი არ აღმოჩენილიყო და ერთ დღესაც სულ სხვა რეალობაში არ გაგეღვიძა.
იმ რეალობაში, რომელიც სულს გიხუთავდა.


პს. არვიცი ამ ისტორიას რამდენი ადამიანი კითხულობს, მაგრამ მინდა იმ რამოდენიმე ადამიანს მაინც მოვუბოდიშო იმის გამო, რომ ახალი თავების ატვირთვას ყოველდღე ვერ ვახერხებ და მკითხველს ვალოდინებ. ვიმედოვნებ, რომ ამის გამო კითხვის სურვილს არ დაკარგავთ და ბოლომდე მომყვებით. მე კი ვეცდები თქვენი მოლოდინი გავამართლო.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მე ყოველთვის დაგელოდები, მომწონს ეს ისტორია ძალიან.
აი ლენამ დამაბნია. კი მაგრამ ამ გოგოს მოსაკლავად დასდევენ და იმალება, და ახლა რა თავისუფლად დანავარდობს: დდ
უცებ საცოდავი ქალიდან თავისუფალ და მიმზიდველ ქალად გადაიქცა. საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს. გელოდები, როცა შეძლებ????

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

Chikochiko
მე ყოველთვის დაგელოდები, მომწონს ეს ისტორია ძალიან.
აი ლენამ დამაბნია. კი მაგრამ ამ გოგოს მოსაკლავად დასდევენ და იმალება, და ახლა რა თავისუფლად დანავარდობს: დდ
უცებ საცოდავი ქალიდან თავისუფალ და მიმზიდველ ქალად გადაიქცა. საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს. გელოდები, როცა შეძლებ????


მიხარია, რომ მოგწონს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ❤❤❤

 


№3  offline წევრი Rania

Gelodebi da ardaagbiano raaa
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline წევრი BIG DREAMER

Rania
Gelodebi da ardaagbiano raaa


მადლობა, ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო.

 


№5 სტუმარი Nana

Dzalian momwons imedia ditxans ar gvalodineb

 


№6  offline წევრი BIG DREAMER

Nana
Dzalian momwons imedia ditxans ar gvalodineb


მადლობა, ვეცდები არ გალოდინოთ დიდხანს! ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent