შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის სხივები ყინულის ტბის წიაღში


27-02-2019, 19:55
ავტორი sunriseN
ნანახია 1 093

გაყინული ტბა... მზის სხივები...სარკე
მე და შენ ნაცრისფერი სახლიდან გავყურებთ ზამთრის დღის მიერ შექმნილ საოცარ კომპოზიციას... ვცდილობდით გამოგვეცნო,როდის შეძლებდა ზამთრის სხივები ტბის წიაღში ჩაწვდომას, ცა კი მის სარკესავით არეკვლას და უამრავ თეორიას განვიხილავდით... მიმტკიცებდი, რომ ზამთარში მზის სხივები ცივია და დიდიხანი მოცდა მოგვიწევდა... მე კი გპასუხობდი, რომ მზის სხივები მუდამ თბილია, მხოლოდ დედამიწა იღებს მას ცივად და მოსახლეობას არ სწამს ზამთარში მზის გაბრწყინების.
ზამთრის ცივ დღეებში პლედებში გახვეულები ვისხედით ერთმანეთის პირისპირ და განვიხილავდით სამყაროს შეცვლის თეორიებს... ერთმანეთს მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმებოდით... ჩვენ ერთად შეგვეძლო მისი შეცვლა. რაც უფრო მეტს ვმსჯელობდით, მით უფრო ემატებოდა ნაცრისფერ სახლს ფერები და ჩვენს არეკლილ ხმებს სამყაროს ,,ყრუდ" გადასცემდა. შენი თვალები ძალიან გავდა იმ ყინულის საფარის ქვეშ ამღვრეულ ტბას, რომელსაც გავყურებდით... ეს ყინული კი ზამთრის ცივ დღეებში ბუხრის წინ საუბრისას ლღვებოდა.
სამყაროს შეცვლა სახლით დავიწყეთ, ის ზედმეტად ნაცრისფერი იყო... ამიტომ ის სამყაროში არსებულო ყველა ფერით მოვხატეთ... სახლი გარედან ნაცრისფერი შიგნიდან ცისარტყელის ფერებში ეს ჩვენი დამსახურება იყო, მზის სხივები რომლებიც ზამთარშიც ჩვენთან იყვნენ კედლებს უფრო დიდ სიდიადეს სძენდნენ და ცისარტყელას შინგით დაფარული ძნელად შესამჩნევი წვეთები სააშკარაოზე გამოჰქონდათ.
სახლის შუაში პიანინო იდგა, დილას ყოველთვის მისი სასიამოვნო ჟღერადობით ვიწყებდით, შენი თითების შეხებისას როიალი ცისარტყელას ფერებს ირეკლავდა და შენ სამყაროს მელოდიას უკრავდი, ისე რომ ვერც კი აცნობიერებდი... მელოდიის დასრულების შემდეგ შენ და მზის სხივები ერთად მოდიოდით ჩემსკენ. შენს ირგვლივ მუდამ იგრძნობოდა ფერადი ნოტები და ჩვენი სწორედ მათი და მზის დახმარებით ვცდილობდით სამყაროს შეცვლას
ტბა გალღვა ვყვირი ხმამაღლა, მზის სხივებმა ეს შეძლო ვტრიალდები რადგან დავინახო შენს თვალებში ტბის დნობა... შენ კი ზიხარ გაყინული მზერით და ასევე გაყინული თვალებით... შენ სამყაროს შეცვლას აპირებდი და სამყარომ შეგცვალა შენ ახლა ეს ნაცრისფერი სახლი სიცარიელის შუაგულშია , კედლები ისევ ცისარტყელის ფერებშია მაგრამ მას აღარ აქვს ის იდუმალი წვეთები ისიც ცარიელია... პიანინოს კი მტვერი დასდებია... ცას გავხედე ის გაბზარულა მაგრამ მაინც ირეკლავს ტბის წიაღში ჩაღწეულ მზის სხივებს...
მე ვდგები და დაკვრას ვიწყებ.... ვუკრავ ნელა და ვხვდები რამდენად მომნატრებია მისი სასიამოვნო ჟღერადობა.... კანზე წვეთებს ვგრძნობ... ეს ის იდუმალი წვეთებია ის ცისარტყელას დაუბრუნდა მზემ ისევ გვიპოვა, წვეთებმა შენი თვალების გალვით ჩემამდე მოაღწია... შენ დაბრუნდი, მე და შენ ერთად ვცეკვავთ ამ იდუმალი წვეთებით შექმნილ წვიმაში და პიანინოსთან ჩვენი ადგილი მზემ დაიკავა... ეს სახლი სამყაროს შუაგულშია და ისიც ცოცხლობს მაშინ როცა ჩვენ ვავსებთ მას და სიცარიელეს ადგილს არ ვუტოვებთ... შენმა ფერადმა ნოტებმა კიბე შექმნა ჩვენ ერთად მივაღწიეთ ცამდე და ამოვავსეთ მისი ბზარები. ცამ მადლობის ნიშნად შემოდომის ფოთლების წვიმა გვაჩუქა მზემ კი ის იმედით შეავსო და ახლა ვიცით თუ როგორ შევცვალოთ სამყარო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent