შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.თავი 10.


1-03-2019, 01:20
ავტორი zia-maria
ნანახია 10 700

მიდის და თავადაც არ იცის სად,მაგრამ მიდის.სული მიიწევს დიდი სისწრაფით წინ,გრძნობდა თვალებში ბლანტ სითხეს,მაგრამ არ შეჩერდა და გზამ იქ მიიყვანა სადაც სიჩუმეში სულის კვნესა და ტკივილისგან გამოწვეული გოდება ესმით მათ,ვისაც ძალიან სტკივათ.სიჩუმეს დრო და დრო ფოთოლთა შრიალი ფანტავდა,იქვე ახლოს კი სამრეკლო იყო და სალოცავში შევიდა საანთლები დაანთო,ილოცა და როცა გარეთ გამოვიდა თითქოს სიმსუბუქე იგრძნო,შემდეგ კი მამის საფლავს მიუახლოვდა
-ყველა გზა კარგია, მაგრამ გზა, რომლესაც სახლისკენ მიჰყავხარ, ყველაზე საუკეთესოა.მე ეს გზა დამეკარგა მამიკო მაგრამ ვიცი,რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე ბევრ გზებს გავივლით,მაგრამ მათ შორის საუკეთესო,ყველაზე თბილი და ნათელი სახლისკენ მიმავალი გზა არის.სახლი რომელიც აღარ მაქვს,სახლი სადაც მხოლოდ შავი კედლები გადაურჩა იმ ტკბილ მოგონებას,სახლი სადაც ბუნდოვნად მახსოვხარ,მახსოვს შენი ღიმილი მაგრამ ეს ღიმილი ჩემთვის აღარ იღიმის.აქ სიმარტოვეა და სიმყუდროვე,შე კი ძალიან ადრე შეუერთდი სიმარტოვეს.ალბად დილით ხედავ როგორ ეფინება თეთრი ნისლი გარემოს,შემდეგ ნელა-ნელა ეს ნისლი ზეცას უერთდება.წარმომიდგენია რა სილამაზეა ამ დროს ცის კაბადონზე აქა-იქ გაბნეული ნისლით,მაგრამ ამ მშვენიერ სამყაროში და სილამაზეში ძალიან მტკივნეულია როცა მარტოსულად გრძნობ თავს.მტკივა,უშენობა მტკივა მამა.მარტო არ ვარ მაგრამ უთქვენობა ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია.მალიბუმ ადგა,კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მამის გაღიმებულ ფოტოს და წავიდა,მისი წასვლიდან რამოდენიმე წუთში დავითის საფლავზე ლაერტი მივიდა,და გააკვირა სულ ახალმა მიტანილმა ყვავილებმა და ანთებულმა სანთელმა.დაფიქრებული დაბრუნდა განყოფილებაში,კომისართან შევიდა და უხმოდ დაჯდა მის წინ.
-გისმენ ლაერტი.
-ნიკოლოზი სად არის.
-მეც აქ ვარ,ვიღაცამ მახსენა.
-მოდი რაღაც ეჭვი გამიჩნდა და უნდა ვთქვა.
-გისმენთ.
-დავით ბიბილურის მეუღლე ინდირა ვერულაშვილი ცოცხალია.
-ცოცხალია? შენ საიდან იცი,ვინ გითხრა და როდის.გაოცებისგან ფეხზე დადგა კომისარი.
-დამშვიდდი,ჩემი ეჭვებია.დღეს დავითის საფლავზე ვიყავი,იქ მხოლოდ დავითის და 4 წლის ბავშვის ფოტო არის,ინდირა რომ მომკვდარიყო იქ მესამე საფლავიც იქნებოდა,მათ გვერდით დააფაფლავებდნენ შვილისა და ქმრის გვერდით ისიც იქნებოდა.
-გეთანხმები,ლოგიკურია იქ სხვა ადამიანს არ დაასაფლავებდნენ.
-კომისარო,ვის შეეძლო ამ ყველაფრის ორგანიზება თუ არა გაგა რუხვაძეს.თქვა ნიკამ და ზაზას შეხედა.
-ნიკა ორივეს გეთანხმებით,რადგან ორივე კარგად მსჯელობთ.გაგა რუხვაძეს ძლიერი და მყარი ზურგი აქვს,მას შეეძლო ისე მოეწყო ყველაფერი რომ ინდირა ცოცხალი გამოიყვანა იმ კედლებიდან და შეუთანხმდა,რომ.....................
-სიჩუმის სანაცვლოდ თავისუფლება,ცოცხალია მაგრამ სად არის,სად უნდა იმალებოდეს მთელი ეს წლები.თქვა ლერტიმ და ჩაფიქრდა.
-ის აქ არ არის,ის ქვეყნიდან გაიყვანეს რომ აქ არავის ენახა და ვფიქრობ,რომ ის ლონდონშია.არა,არ ვფიქრობ მე დარწმუნებული ვარ რომ ინდირა ლონდონშია და ჩვენ შეგვიძლია ის ინტერპოლის საშუალებით ვიპოვოთ,რას ვაგებთ? ნიკამ კომისარს შეხედა და ლაერტიმ დაასწრო კომისარს.
-არაფერს არ ვაგებთ კომისარო,გავიგებთ სიმართლეს.
-გეთანხმებით,რას დალევთ რას შევუკვეთო.
-არაფერს დავლევ, მე არაფერი არ მინდა.
-კარგი,მყას ძალიან ახლო ნაცნობები და მათ დაველაპარაკები,გპირდები ვიპოვით ჩვენ ინდირას.დროდადრო, რა თქმა უნდა, ყველა ვბრაზდებით,მაგრამ ბრაზი, რომელიც კონტროლს აკარგვინებს გაგას, შეიძლება ცუდადაც დასრულდეს მისთვის.გაგა გაბრაზებული მივიდა ალექსანდრესთან მაგრამ ალექსანდრემ გაკვირვებულმა შეხედა და უთხრა.
-შეიძლება გავიგო რას დაეძებ და რის გარკვევას ცდილობ? დრო უკან არ ბრუნდება შეცდომა რომ გამოასწორო გაგა.
-ვიცი,რომ დრო უკან არ ბრუნდება,ბედნიერი ვიქნები რომ შემეძლოს იმ გამოუსწორებელი შეცდომის გამოსწორება,მაგრამ ეს შეუძლებელია.
-ჩემთან რატომ მოდი,აქ ნიკოლოზმა რომ დაგინახოს როგორ ფიქრობ არ მოგიწევს ახსნა რისთვის მოდი და რა გინდა ან რას ითხოვ?მინდა გავიგო,ნუთუ შენში არსებობს ან შემორჩა რამე ადამიანური?
-ალექსანდრე როგორ მხედავ,ქვისგან ვარ გამოთლილი?
-ქვისგან არ ხარ,მაგრამ გული გაქვს ქვად გადაქცეული.
-სცდები,მეც მაქვს გრძნობები და მაწუხევს სინდისი.არის ღამეები,როცა.....
-როცა ვერ იძინებ,რადგან სინდისი გაწუხებს? 22 წლის მერე იგრძენი სინდისი გაგა? ყოველ ღამე უნდა შეგაწუხოს შენმა ჩადენილმა უსინდისობამ და იქნებ მიხვდე რა არის ტკივილი.რა გინდა,რის მიღწევას ცდილობ,მალიბუს რატომ არ უშვებ სამსახურიდან,მას უნდა წამოვიდეს თქვენგან და იცი რატომ? მას თქვენი ეშინია, გაგა ეშინიაააა.
-მალიბუს აქვს ძალიან კარგი სამსახური,მაღალი ხელფასით.
-როდის მერე შეგტკივა მალიბუ და მისი მდგომარეობა,როცა გაზრდილი დაინახე და უნივერსიტეტიც დაამთავრა? სად იყავი აქამდე,სად იყო მალიბუზე მზრუვნელი გაგა და რატომ არ სჩანდა ნეტავ? არ გაფიქრებს რომ გაიგოს სინამდვილე ვინ ხარ,როგორ ფიქრობ ყელზე მოგეხვევა?
-ვერ გაიგებს.მტკიცე იყო გაგას ხმა.
-რატომ გყავს ასე ახლოს.
-ხომ გითხარი აქვს ყველაფერი ის,რაც მას სჭირდება.
-არა,არ გინდა გამოტყდე,მაგრამ მე ვიცი სიმართლე.
-რა სიმართლე,რას გულისხმობ.
-გინდა ინდირას წინ ვალმოხდილი დადგე.
-ინდირა?
-არ მითხრა,რომ არ ფიქრობ ინდირაზე.შენ გეშინია,გაგა გეშინია ინდირა არ დაბრუნდეს თორემ შემდეგ უნდა ეძებო სადმე დიდი ფუღურო შენი ძმა რომ გადამალო და ასევე შენც დაიმალო მასთან ერთად.
-22 წელი გავიდა,ინდირა ამდენი წლის შემდეგ რატომ უნდა დაბრუნდეს ალექსანდრე.
-რატომ? ვერ ხვდები რატომ,რა დარჩენია აქ რომ დაბრუნდეს? ის დედაა,თუ დაგავიწყდა შემიძლია შეგახსენო,რომ ის დედაა გაგა.დედა რომელსაც წაართვი დედობა, მაგრამ მას შვილი ჰყავს,შვილი რომლის აღზრდა და გაზრდა შენ და შენმა ოჯახმა არ დააცადეთ.სიცოცხლე აჩუქე,მაგრამ შენ მას ცხოვრება წაართვი,საყვარელ ადამიანს მოწყვიტე და როგორ ფიქრობ ის დავითის საფლავს არ ნატრობს თუნდაც ერთხელ ნახოს? ამიტომ გეშინია მისი დაბრუნების და გინდა ჩემგან მიიღო ინფორმაცია,არა მე არ ვეკონტაქტები ინდირას მაგრამ მას ჰყავს აქ თავისი ხალხი.
-და შენ გჯერა,რომ მე ინდირას დაბრუნება მაშინებს?
-არა? გინდა თავი მომაჩვენო,რომ არ გეშინია.როგორც კი შანსი გაგიჩნდა მალიბუ სამსახურში მოაწყვე,კარგი პირობები შეუქმენი და ეტყვი,რომ მე ყველაფერი გავაკეთე შენი შვილისთვის,მასზე ვიზრუნე და ის კარგ პირობებში მყავს.ამიტომ,სწორედ ამიტომ გააკეთე გაგა ეს ყველაფერი და მალიბუ გვერდით დაისვი.
-ძალიან ეჭვიანი ხარ,მაგრამ უნდა გითხრა ინდირა არ დაბრუნდება,მისი საქართველოში დაბრუნება ჩვენს მოლაპარაკებაში არ ყოფილა და თუ დაბრუნდა,ის ვეღარ შეძლებს რამე დაამტკიცოს რადგან უამრავმა წელმა გაიარა მას შემდეგ.
-ისევ ისეთი ამაყი ხარ და ეს სიმაყე გიასმაგდება რადგან იცი ძლიერი ადამიანი გიმაგრებს ზურგს.
-იმაზე მეტი ძლიერი ვარ,რაც წლების წინ ვიყავი.
-მე არ მაინტერესებ უკვე ვინ ხარ და რა შგიძლია გააკეთო,მაგრამ მე გაფრთხილებ რომ ჩემს შვილებისგან შორს დადგე,არც შენი ფული მაინტერესებს და არც კომპანია,მხოლოდ დაიმახსოვრე შორს დადექი ჩემი ოჯახიდან.
-შევამჩნიე,რომ მალიბუს და თორნიკეს შორის რაღაც ხდება.
-რა უნდა მოხდეს ორ სიცოცლით სავსე ახალგაზრდას შორის,გარდა იმისა რომ შეუყვარდეთ ერთმანეთი,მაგრამ შენ ეს უცნაურად მოგეჩვენა რადგან არ იცი რას ჰქვია ან რა არის სიყვარული,შენ ხომ არასოდეს გყვარებია.ქონების და სიმდიდრის,ასევე სახელის გამო დაქორწინდი ქალზე რომელთანაც დღემდე არ გაქვს ცოლ-ქმრული ურთიერთობა.არც არასდროს გიცდია გაგეგო იასთვის და გეცადა მასთან ცხოვრება აგეწყო,მაგრამ არა იმდენად ეგოისტი გახდი უყურებ როგორ შრება და ნელა-ნელა ჭკნება მისი სილამაზე.შენ სიყვარულზე სიტყვას ნუ იტყვი,შენ სიყვარული არ იცი რა არის გარდა ფულის სიყვარულისა.იას დღემდე მისი პირველი სიყვარული უყვარს და ის სიყვარულიც შენ წაართვი,შენ მოუკალი ის და მოკალი თავად ია ცოცხლად კლავ და არ გინდა ეს დაინახო.
-ია მიყვარს,მას არ ვუყვარვარ.
-ვერ გავამტყუნებ,ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ შენს გვერდით ყოფილიყო,სისხლშიდაც კი გაისვარე ხელი.ალექსანდრე და გაგა მწარედ კამათობდნენ ინდირას დაბრუნება არ დაბრუნებაზე,ამ დროს კი ინდირამ გულის ფრიალით დააბიჯა მონატრებულ მიწას ფეხი და ტაქსი აიყვანა.თვალი გაუშტერდა და გზას უცქერდა რომელსაც მის წინ ტაქსი მიაპობდა.ქართველი სადაც წასულა,ყოველთვს დაუბრუნდა მის ფესვებს ეს ოდითგან ყელაზე სანუკვარი სურვილი შინ დაბრუნება იყო და არის მათთვის.გამონაკლისი არც ინდირა ყოფილა და ის დაბრუნდა.დიახ,22 წლის შემდეგ დაბრუნდა.ინდირა თავის ნება-სურვილის გარეშე ჩაითრეს ბინძურ თამაშში და ის ჩაახჩო რუხვაძეებმა ყელამდე სისხლში და ტკივილში.ტაქსი რუხვაძეების უზარმაზარ სახლთან გაჩერდა,ინდირას მძღოლმა მოეხმარა ბარგის გადმოტანაში და მან რობერტი დაინახა,რომელსაც დაუძახა.
-რობერტი.რობერტიმ უკან მიიხედა და გაოცებული უცქერდა შავებში ჩაცმულ ქალს.
-ინდირა?
-ხო ინდირა ვარ რობერტი.
-დაბრუნდი?
-დავბრუნდი ჩემო მეგობარო
-იმედი გაქვს რომ გაპატიებს?
-იმედი მაქვს,ამ იმედთ ვცოცხლობ რობერტი.
-მეც იმედი მაქვს.
-ყველაფერს რომ გაიგებს თავად მაპატიებს ჩვენს შორის არსებულ სიშორეს,დრო მოვიდა რობერტი რომ სიმართლე ითქვას და გაირკვეს.
-ჩემთან წამოდი,აქ არ უნდა დაგინახოს ვინმემ.
-ვეღარ მოვისვენე,22 წელი გავიდა და მინდოდა ახლოს მენახა.
-რამდენჯერ გითხარი რომ მალიბუ კარგად არის,ის გაგასთან მუშაობს კომპანიაში.
-კომპანიაში? საიდან და როგორ,რა აქვს ჩაფიქრებული უნდათ რომ თავიანთ ბინძურ საქმეებში ის უცოდველი ბავშვიც გარიოს?
-არა,უნდა რომ დაიცვას.
-ვისგან,რისგან უნდა დაიცვას.მკვლელები და მგლები თავად არიან და ვისგან იცავს.
-ზვიადისგან.
-ჯერ ყველაფერი წაართვა და ახლა უნდა რომ დაიცვას? დაგვიანებული ხომ არ არის მასზე ზრუნვა,ის კომპანია ჩემს შვილს ეკუთნის,გაგას ადგილზე ის უნდა იყოს დღეს.
-მოვა მაგ დროც,ახლა ალექსანდრეს უნდა დავურეკო და ვუთხრა რომ აქ ხარ,ალბად რამე იგრძნო თავად მირეკავს.
-გისმენ ალექსანდრე.
-რობერტი დღეს გაგას შევხვდი.
-ალექსანდრე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს.
-რა მოხდა,მალიბუს რამე შეემთხვა?
-არა,ინდირა დაბრუნდა.
-რაააააა,რა ქნა?
-დაბრუნდა და დაიწყო პრობლემებიც.
-სად არის,სად გაჩერდა.
-აქ მოვიდა,მაგრამ აქ საშიშია მისი ყოფნა,რა ვქნათ?
-რამე უნდა მოვიფიქროთ რობერტი.
-ვფიქრობ,მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე ალექსანდრე.
-რობერტი შენი ბინა თუ გაქირავებული გაქვს?
-კარგად მოიფიქრე,სულ დავიბენი იქ წავიყვან.
-მეც იქ მოვალ,უკვე გამოვდივარ.ალექსანდრე სახლიდან გავიდა,არავისთვის არაფერი არ უთქვია.მიდიოდა და ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა,არ იცოდა რას ეტყოდა ან როგორ მოიქცეოდა.მივიდა და შეხედა თუ არა ინდირას სიტყვები გაიბნა,ცრემლი მოერია თვალზე და შემდეგ ცრემლნარევი ხმით უთხრა
-დაუჯერებელია,არ მჯერა რომ 22 წლის შემდეგ ისევ აქ ხარ,ჩემს წინ და ახლოდან შემიძლია შეგხედო.ინდირა როგორ ძლიან მომენატრე ჩემო მეგობარო.
-ალექსანდრე ჩემო ერთგულო მეგობარო,არ შეცვლილხარ ისევ ის ხარ,მხოლოდ თმები გაგთეთრებია და გიხდება კიდევაც.
-შენ? შენ შეიცვალე და უკეთესობისკენ,კარგად გამოიყურები.
-კი,ჩემი საუკეთესო წლები მარტოობამ შეჭამა,ერთადერთი რაც მახარებს ჩემს შვილზე ფიქრია.
-გაგამ დააწინაურა მალიბუ და მის პირად მდივნად აიყვანა.
-მიკვირს ძალიან, რატომ ან რისთვის გააკეთა ეს.
-ინდირა გაგას ძალიან ეშინია.
-გაგას ეშინია? კარგი რა ალექსანდრე გინდა დავიჯერო რომ გაგას ეშინია? ვისი ან რისი,ყველაფერს ის განაგებს.
-შენი დაბრუნების ეშინია.
-ფიქრობს რომ დავამარცხებ მათ?
-დაამარცხებ,ამჯერად გამარჯვება შენსკენ იქნება,მაგრამ არ უნდა დაბრუნებულიყავბი ჯერ.უნდა გეკითხა და გეტყოდი,რომ ცოტა კიდევ მოგეთმინა.
-მთელი ეს წლები მხოლოდ ჩემს შვილზე და დავითზე ვფიქრობდი,ვფიქრობდი და გადაწყვეტილებაც მივიღე ეს ყველაფერი სიცრუე უნდა დავამარცხო და სიმართლემ იზეიმოს.უნდა გავანადგურო ყველა ალექსანდრე როგორც მე გამანადგურეს,წამართვეს ყველაფერი და ყველაზე მთავარი,სიცოცხლე წამართვეს.22 წელმა გაიარა,როგორ არ რცხვენია იმ სახლში რომ ცხოვრობს დღემდე.ის სახლი ჩემია,კომპანია ჩემია,როგორ ფიქრობ მე ქუჩაში დავრჩები და მათ იქ დავტოვებ?
-ყველაფერს დრო აქვს,არაფერი არ არის ჯერ დასრულებული,პირიქით ყველაფერი აწი იწყება.
-ახლა რაც მინდა,მინდა ჩემი შვილი ვნახო.
-არა,ეს შეუძლებელია დაივიწყე.
-ვეთანხმები რობერტის ეს ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვა,გამოაშკარავდება მაგრამ სიჩქარე არ გვინდა.
-მე უნდა წავიდე,არ მინდა ჩემი სახლში არ ყოფნა შეამჩნიოს ვინმემ.
-კარგი,წადი რობერტი და მადლობა ყველაფრისთვის.
-ალექსანდრეს მოუსმინე და მარტო არსად არ გახვიდე.
-გასაგებია,თქვენ როგორც იტყვით.რობერტი წავიდა და ალექსანდრემ ინდირას შეხედა.
-დაგვიბერდა ჩვენი რობერტა ჩვენი ყველაზე უფროსი და ერთგული მეგობარი.
-ძალიან ეტყობა ასაკი,უხდება კიდევაც კეთილი მოხუცია.ჩაეღიმა ინდირას.
-მაშ ასე,კარზე ზარი რომ იქნეს არ გააღო,ჩვენ თუ მოვალთ ჩვენი გასაღები გვაქვს და შემოვალთ.
-იზაბელა?
-იზაბელასაც მოვიყვან ერთ დღეს,მაგრამ უნდა მოვერიდოთ ნიკას და მალიბუს.დამიჯერე,ჯერ ადრე არის შენი გამოჩენა.ნიკოლოზი იძიებს თქვენს ამბავს,ბევრჯერ დავუშალე მაგრამ არ დაიშალა.
-ეს კარგია თუ ცუდი.
-კარგიც არის და ცუდით,დაველოდოთ შედეგებს.
-ალექსანდრე მინდა ჩემი სახლი ვნახო.
-იქ რა არის რომ ნახო ინდირა.
-ის რაც დარჩა.
-კარგი წავიდეთ და მაღაზიაშიც შევიდეთ დაკეტილ ბინაში არაფერი აქვს რობერტის და ვიყიდოთ ის რაც დაგჭირდება.
ჩაშავებული,სევდიანი კედლები აღიმართა ინდირას წინ,არ ემღერება მაგრამ გულში ის მელოდია ამღერდა დავითთან ერთად რომ მღეროდა გიტარაზე.ეს მელოდია უკვე 22 წელია მისთვის სიმარტოვის მელოდიად იქცა,ის მელოდიაა ეს კედლები ამდენი წლებია მოლოდინით რომ ელოდებიან.ის მელოდიაა რომელსაც ჩუმად ღიღინებს გული და იმედზე უფრო იმედიანი რომ არის,მაგრამ აგურ-აგურ იშლება ყოველ წლიურად კედლები და უფრო და უფრო სუსტდება.რთულია იმის წარმოდგენა, რომ ვინც არ იცის დაიჯეროს აქ ბედნიერი ოჯახი ცხოვრობდა,რადგან საშინელი სანახავი იყო მდუმარედ ქცეული კედლები,რამოდენიმე ადამიანთან ერთად ყველაზე კარგად მხოლოდ ამ კედლებმა იცოდა დიდი საიდუმლო.საშინელი სანახავი იყო ეს საშინლად ქცეული კედლები ინდირასათვის აქ ხომ მისი სიცოცხლე დუღდა და ჩქეფდა ძარღვებში სისხლი,ახლა კი ყვავების საბუდარი გამხარიყო.დარდიანი კედლები თითქოს პატრონს ელოდებიან,თქმით კი არაფელს ამბობენ რადგან აქ სიტყვებიც ზედმეტია.
-ვერა,მე ამ სახლს ვერ მივატოვებ,ვერ შეველევი თუნდაც ამ გაშავებულ კედლებს.აქ ჩვენი ფიქრები და ოცნებები დაიბადა,სხვა ამ კედლებს ვერავინ გაუგებს.გულს მიკლავს ტკივილიანი მოგონებები და დამძიმებული მხრებით დავდივარ,წარსულის ხეს გაყვითლებული ფოთლები ჯერ კიდევ შერჩენიათ და ეს ის ნიშანია რომ მე აქ უნდა ვიყო,მე ეს სახლი უნდა აღვადგინო,მე და ჩემი შვილი აქ ერთად ვიცხოვრებთ.აქ იყო ჩემი ოჯახი და ჩემი ცხოვრება,რომელიც გულიდან წამართვეს და წამგლიჯეს.
-არ უნდა მოსულიყავი ჯერ აქ,არ იყავი მზად ჯერ ამ ყველაფრისთვის.
-უნდა მოვსულიყავი,უნდა მენახა 22 წელია მაწვალებს და მაწამებს ეს კადრები ალექსანდრე.
-წავიდეთ,დიდი ხნით აქ ვერ გავჩერდებით ვიღაც შეგვხედავს და ეს კი შენთვის არ ვარგა.
-მივენდე,გაგას მივერნდე და მან გამყიდა ალექსანდრე ყველაფერი ისე გააკეთა,რომ მე ჩემი ქმრის და შვილის მკვლელის სახელით გამასამართლს,შემდეგ რა გააკეთა? ჩემი სახლი,დედაჩემის სახლი თავის სახელზე გადაიფორმა.ეს ყველაფერი რაც ჩემს თავს დატრიალდა,მან თავის თავზე გამოიყენა მისი ცხოვრების მოსაწყობად,რომ მის ცოლს და შვილს კომფორტი ჰქონოდა.წამართვა ჩემი კუთხე და ჩემი შვილი თავშესაფარში გაიზარდა.ეს როგორ შევძლო და ვაპატიო მას,შეიძლება ამ ყველაფრის პატიება?
-დაწყნარდი,წავიდეთ აქედან.მთავარია,რომ შენი შვილი ცოცხალია და იცი სადაც არის.
-კი ცოცხალია,მაგრამ არ იცის დედა სად არის,ვინ არის.ის ჩემგან შორს ცხოვრობს და ეს ყველაზე დიდი ტკივილია.დედა რომელიც ცოცხალი ჰყავს,ის მკვდრად თვლის და უფრო მეტიც,იცის რომ მისი დედა მკვლელია,რომ მე მოვუკალი მამა,რომელიც ყოველ ღამით ზღაპარს უკითხავდა მის პრინცესას.
-ყველამ საკმაოდ ვიტანჯეთ ეს წლები ინდირა.
-არა,გამიახლდა ყველაფერი და თქვენ მთხოვთ დავივიწყო ჩემი ტკივილი? არა,არ შემიძლია,ვერ დავივიწყებ იმას რაც გამოვიარე.
-ვერც წარსულის ტკივილით ვიცხოვრებთ,უნდა ვიფიქროთ აწმყოზე და მომავალზე.მალიბუ კარგად არის,ის ძალიან ჭკვიანია და ნაწილობრივ სიმართლე იცის,ყველაზე მთავარი ეს არის.
-კარგი,როგორც შენ იტყვი,ახლა წამიყვანე აქედან,შესაძლებელია ვინმემ დაგვინახოს.
ცხოვრების წესით ცხოვება ეს დაღლა არ არის,მთავარია თავს ნუ დავხრით და ნუ მოვიწყენთ,მაგრამ არის ადამიანები რომლების უსაქციელობით თვით მზეც კი იღლება და სწორედ ამ ადამიანების რიგში უნდა ჩავსვათ უძლეველი და დაუმარცხებელი გაგა რუხვაძის ძმა,ზვიადი.ის როგორც იქნა დაუბრუნდა კომპანიას და თავის კაბინეტში ტელეფონში თამაშობით ირთობდა თავს,რომ ხმიანი შეტყობინება მიიღო,გახსნა და მოუსმინა.
-ცეცხლი მოედო სახლს და სულ მალე ცეცხლის ალში გაეხვია,მეგონა წლებთან ერთად ეს მოგონებებიც გაქრებოდა,მაგრამ არა,როცა გავიგე იქ 4 წლის ბავშვი თქვენი, ძმები რუხვაძეების ბრძანებით დაიწვა,მას შემდეგ ცეცხლი მთელ ჩემს ტანს ედება და ვიწვი.ცეცხლის ალიდან სიკვდილის ხელები მიქნევს ხელს და მეძახის ,,აქ მოდი,ნახე როგორ ვიწვი ეს ტკივილი შენც უნდა შეიგრძნო''ეს ყველაფერი 22 წლის წინ მოხდა,სახლის დაწვა გაგას არ უბრძანებია,ეს შენი ბრძანება იყო.შენ გააუპატიურე ყველას წინაშე გულშეღონებული ინდირა და შემდეგ ასევე გულშეღონებული გამოიყვანე სახლიდან,იქ კი დატოვე დავითი და 4 წლის ბავშვი რომლებიც ცეცხლმა ნაცრად აქცია.ამ ცოდვას როდემდე გინდა გაექცე,როდემდე გინდა დაემალო ზვიად რუხვაძე.გაშეშდა,გაშავდა,ენა დაება,სუნთქვა დაეკეტა და სიტყვა ვერ თქვა,მხოლოდ ტელეფონს დასჩერებოდა შიშისაგან გაფართოვებული თვალებით.შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა და როგორც იქნა ადგა,გაგასთან შევიდა ტელეფონით ხელში და მასაც მოასმენინა შეტყობინება,რომელმაც გაგაც დააფიქრა
-არ გამიშვი,დამიშალე არ მომეკლა და აი ხედავ? ის ჩვენ ჩაგვიშვებს და ყველას გაგვყიდის.
-სიმშვიდე შეინარჩუნე ზვიად.
-ისევ სიმშვიდეზე მიმითითებ? ყოველი დღე იმის შიში უნდა ვიყო რომ პოლიცია მოვა და დამაკავებს?
-პირველი,რომ რაც მოხდა შენი ძალიან დიდი დანაშაულია.მეორე,ეს შეტყობინება პოლიციას რომ ჰქონდეს უკვე აქ იქნებოდნენ,აქამდე მოვიდოდნენ შენს დასაკითხად.არ უპასუხო,გიცნობს და იცის რომ ადვილად კარგავ სიმშვიდეს,ეს უნდა მათ და შენ კი ვერ ხვდები.ზვიადიმ შინაგანი სიმშვიდე დაკარგა,სასოწარკვეთილია, მაგრამ ხმას არ იღებს.აგრესიული და მოძალადე ბუნების მიუხედავად,სწყუროდა მას შინაგანი სიმშვიდე,მაგრამ მოუსმედა თუ არა შეტყობინებას გონებას კარგავდა და შიში უფრო და უფრო უძლიერდებოდა.
-როგორ ხარ,მოკლედ მითხარი.
-კარგად ვარ მეგობარო,მადლობა.
-საქმე როგორ მიდის რუხვაძესთან.
-შემომთავაზა მნიშვნლოვანი ადგილი კომპანიაში.
-რა თქმა უნდა არ დათანხმდი,ჯერ-ჯერობით.
-არა,არ დავთანხმდი.
-კარგია,ეს მომწონს.
-ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
-ვიცი და ფრთხუილად იმოქმედე,არ ჩუვარდე მგელს გაღებულ ხახაში.
-არა,ის თავად ჩავარდება მგლის ხახაში და ამას ის გვიან მიხვდება,ძალიან გვიან.
-კარგი,მე წავედი.
-ჩემზე არ იდარდო,ჩემს როლს კარგად ვასრულებ.
-შენი არ მეშინია,ვიცი რომ საქმეს ბოლომდე მიიყვან,დროებით ხატია.
-დროებით,შეხვედრამდე ლაერტი.
-საყვარელო არასოდეს გაიფიქრო სიტყვა ,,მე დავეცი'' ჩვენ მეგობრები რისთვის ვარსებობთ?
-ლანა ამჯერად რა ჩაიფიქრე?
-ძალიან კარგი რამ და საღამოს ჩემთან მოხვალ ნიკოლოზიც წამოიყვანე.
-არ ვიცი რა ჩაიფიქრე,მაგრამ მოვალთ.საღამოს მალიბუ ნიკოლოზთან ერთად ესტუმრა ლანას და ლაშას.
-დღეიდან გაქრება დარდიანი თვალები,თვალები რომლებსაც ვხედავ დიდმა სევდამ მოაკითხა და ღამეები მძიმე ლოდებივით აწევს ზემოდან,ჩვენ შეგვიძლია გავაქროთ ის სევდა
და დარდი.
-ლანა რა გჭირს,კარგად ხარ?
-იცი რას ვფიქრობ ეს დღეები? ფული თუ გაქვს მდიდარი ხარო,რა არის ფული და სიმდიდრე,მოდი რაც გვაქვს ის გავიღოთ.ხომ ვაქვს ღიმილი,ჰოდა ღიმილი გავიღოთ.ხომ შეგვიძლია სიკეთე გავაკეთოთ? ჰოდა,მოდი ყველამ ერთად სიკეთე გავაკეთოთ.სითბო ხომ გვაქვს? ჰოდა,მოდი ეს სითბო სხვებსაც ვუწილადოთ და ამ ჩვენით გაწმენდილ,გაკაფულ გზებზე სათნოება გავცეთ.რამდენი წელი ვიცოცხლებთ 70? 80 თუ 90? მოდი ჩვენი წასვლის შემდეგ დავტოვოთ ჩვენი დიდი სახელი,დრო მოვა და ჩვენც დაგვაფასებენ.
-ლანა გთხოვ დაჯექი და ამიხსენი რის თქმას ცდილობ,რა გაქვს ჩაფიქრებული.
-ვიცი გაგიკვირდებათ,მაგრამ,რომ არ დაიხუროს და რომ არ გაუქმდეს მე და ლაშამ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ იას აღორძინებულ თავშესაფარს.
-როგორ,ეს როგორ შეიძლება,ლაშა შენ შეგიძლია ეს გააკეთო?
-შევძლებთ,ჩემი მშობლებიც თანახმაა ჩვენს გვერდით დადგნენ და ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ იმ ბავშვებს,რომლებსაც ქუჩაში ცხოვრება ემუქრებათ.
-და მაინც როგორ,ამიხსენი რომ კარგად გავერკვიო,ჩვენ რა გვევალება.
-მალიბუ ძალიან ბევრი რამ,ჩემი მშობლები მზად არის დაგვეხმაროს რძის ნაწარმით,მე ფულს ჩავდებ რომ ხარჯები გავასწოროთ,თქვენ კი შეგიძლიათ ტანისამოსი იყიდოთ და ასე წელში გავტეხავთ გაჭირვებას რომელიც თავშესაფარს თავს დაატყდა დღეს-დღეობით.შემდეგ გამოჩნდება ვიღაც ვისაც დახმარების სურვილი გაუჩნდება,მაგრამ ჩვენ ამის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ,ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.თქვა ლაშამ და ნიკოლოზს შეხედა,მაგრამ ლანამ გაბრაზებულმა შეხედა ლაშას.
-ეეეეეეე,ვირო ეს ჩემი ალუბლის წვენი იყო.თქვა და ცოტა დააკლდა ატირებას.
-მაპატიე საყვარელო,ახლავე მოგიტან ახალს.
-შენ ჩემს შვილს წვენი დაულიე.
-კარგი რა,მოგიტანთქო ხომ გითხარი თან ახლა ჩვენ სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ.
-ჩემი შვილს არ აღიქვამ შენ სერიოზულად?
-ღმერთო გაძლება მომეცი.თქვა ლაშამ და მალიბუმ ლანას თვალები დაუბრიალა.
-კარგი,კარგი დაჯექი გააგრძელე საუბარი მერე მივიღებთ წვენს.
-სიმართლე გითხრა გამაოცე,არ ვიცოდი ქველმოქმედებას თუ ეწეოდი,მადლობა მართლა არ ვიცი რა გითხრა.
-არაფერი არ თქვა, ნიკა იმ ბავშვებს ვინც იქ იზრდება აკლიათ სითბო.ზოგს ჰყავს დედაც და მამაც,მაგრამ იძულებულები არიან შვილი იქ გააჩეროს.ზოგი მიტოვებული ბავშვია და საერთოდ არ იცის მშობლის ალერსი და სიყვარული.ზოგი ობოლია,ზოგიც დედინაცალმა ვერ იგუა,ზოგი უბედური შემთხვევის გამო მოხვდა იქ,ზოგი მთვრალი მძღოლის გამო და მოდი ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ,რომ ისინი იყოს ბედნიერები.
-გავაკეთოთ,ვისაც რა შეგვიძლია გავაკეთოთ.
-მადლობა,მადლობა ჩემო საყვარელო.უთხრა ლანამ ლაშას და მოეხვია,მაგრამ ლაშამ გაოცებულმა შეხედა ლანას,ნიკას კი თვალი ჩაუკრა და უთხრა.
-უკაცრავად?
-რა უკაცრავად,მადლობა გადაგიხადე.
-გამიკვირდა,მადლობების თქმას შენგან არ ვარ ჩვეული.
-ჰოდა,აღარასოდეს გეტყვი.მალიბუ შეგიძლია შენს უფროს დაურეკო და შეხვედრა დაუნიშნო,ხვალ ოთხივე შევხვდებით და ვისაუბრებთ ყველა იმ წვრილმანებზე,რაც კი თავშესაფარს შეეხება.
-ია? ღამით ქუჩაში დავეძებ ჩემს ცოლს და შენ როგორ ფიქრობ ეს ლოგიკურია?
-რას ხედავ არა ლოგიკურს,ის რომ ღამით სახლიდან გამოვედი თუ შენს დაუკითხავად რომ ვარ ამ დროს აქ.
-არ ვგულისხმობ ამ დროს რატომ გამოდი სახლიდან,ია ღამით ჩემს ცოლს ქუჩაში დავეძებ და ესაა გასაკვირი რას იტყვის ხალხი აქ რომ დაგინახავს ვინმე ნაცნობი.
-დაჯექი,ცოტა ხნით დაჯექი აქ და შეხედე ამ ხალხს,რას ხედავ ჩვენსა და მათ შორის განსხვავებას,ისინით ხომ ისეთივე ადამიანები არიან,როგორებიც ჩვენ ვართ.როგორც მახსოვს,ახალგაზრდობაში სულ გარეთ იყავი და ადვილად ივიწყებ წარსულს,ბედნიერი ხარ,მე კი არ შემიძლია დავივიწყო წარსულის ტკივილი.
-არ დამვიწყებია,ყველაფერი მახსოვს.
-ალბად ისიც კარგად გახსოვს,როგორ ვიბრძოდი და დაუღალავად ვშრომობდი თავშესაფარი რომ გამეხსნა.სახლში პატარა შვილი მყავდა,მე კი გვიან ღამემდე ვმუშაობდი,მაგრამ შევძელი მარტომ გავხსენი და მარტომ ავაღორძინე ის რაც ძალიან მინდოდა გამეკეთებინა. 18 წელია ვხელმძღვანელობ და ერთი საათითაც არ შემიწუხებიხარ არც ფულით და არც სხვა რამით,არც არასდროს გიკითხია თუ მჭირდებოდა რამე.
-დაწყნარდი,ყველაფერს ვიღონებ რომ კომპანია თუ არა,თავშესაფარი გადავარჩინო.
-არა,შენ არასოდეს დაინტერესებულხარ მე სად დავდიოდი,რას ვაკეთებდი და იცი რატომ? შენ მხოლოდ შენი თავი გახსოვს და სხვა არავინ,არც არაფერი.დრო ამოიწურა გაგა და ჩვენ უკვე გზის გასაყართან ვდგავართ.
-რას გულისხმობ,დრო ამოიწურა და გზის გასაყართან ვდგავართ.
-რას ვგულისხმობ? არ არის ძნელი გასაგები,მაგრამ შენ იგებ ძნელად ჩვენი ერთობლივი ცხოვრების წლები დასრულდა გაგა.ჩვენ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ და ყველაფერს ვიღონებ რომ ჩემი საქმე გადავარჩინო.
-არ ვაპირებ აქ გავაგრძელო საუბარი,მანქანაში გელოდები.გაგა წავიდა და იამ თვალი გააყოლა,ჯიბეში ტელეფონი ამღერდა და მალიბუს ზარს უპასუხა.
-გისმენ მალიბუ.
-ქალბატონო ია ვიცი რომ გვიან არის,მაგრამ უნდა დაგელაპარაკოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-გისმენ,მითხარი მაქვს დრო მოგისმინო.
-ქალბატონო ია თავშესაფარზე ჩემს მეგობრებს ვესაუბრე და მათმა შემნომთავაზეს დახმარება,რა თქმა უნდა თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით.
-რა დახმარებას ამბობ მალიბუ.დაიბნა ია თან გაუხარდა,რომ ვიღაც გამოჩნდა ვისაც დააინტერესდა თავშესაფრის თემა.
-მშობლები ფერმერები არიან და სურვილი გამოთქვეს რძის ნაწარმით თავშესაფარს უსასყიდლოდ დაეხმაროს,ასევე სხვა რაც დაგვჭირდება.მსურველები არიან,მხოლოდ თქვენი თანხმობაა საჭირო.მას თქვენთან უნდა შეხვედრა,მე ხვალ დილით დავიბარე რომ კომპანიაში გნახოთ.
-მალიბუ რას ამბობ,ხვალამდე დიდი დროა ახლავეს შევხვდეთ ერთმანეთს,მითხარი სად მოვიდე.მალიბუმ ლანას და ლაშას შეხედა და უთხრა.
-ახლავე უნდა თქვენთან შეხვედრა,სად შევხვდეთ?
-აქ მოვიდეს,მშვიდად ვისაუბრებთ ყველა წვრილმანზე.
-ქალბატონო ია მისამართს გამოგიგზავნით და აქ მობრძანდით.
-მისამართი მომწერე,მოვალ.ია წამოდგა,გაგასთან მივიდა და უთხრა.
-წადი არ დამელოდო,მანქანით ვარ და ახლა მნიშვნელოვან საქმეზე დამირეკეს,შეხვედრაზე უნდა წავიდე.
-მეც წამოვალ,რა შეხვედრაა ასე ღამეში რომ არის.
-მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს მათთან ვინც თავშესაფრის ტკივილი გულთან მიიტანა,მეც არ ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენს.
-არ იცი ვინ არის და შეხვედრაზე დათანხმდი?
-სახლში შევხვდებით ერთმანეთს რამოდენიმე საათში,ასე რომ შეხვედრამდე გაგა.მკაცრად უთხრა ბოლო სიტყვები გაგას და თავისი მანქანით წავიდა იმ მისამართზე,რომელიც მალიბუმ გაუგზავნა.ია მალე მივიდა და ბოდიშის მოხდით შევიდა ბინაში.
-ცარიელი ხელით მოვედი,ბოდიშს გიხდით.
-რას ამბობთ,ყველაფერი გვაქვს დაბრძანდით.ლანამ თეფში და ჭიქა მიუტანა იას და თავისუფლად ამოისუნთქა,როცა გაღიმებული მალიბუ დაინახა.
-ნაცნობი პოლიციელიც აქ ყოფილა.
-დიახ,ჩვენ მეგობრები ვართ და ერთად მოვილაპარაკეთ თუ როგორ დავეხმაროთ თავშსაფარს.უთხრა ლანამ და ლაშასთან სულ ახლოს მიიწია.
-მაშ ასე,ქალბატონო ია ჩვენ მეგიბრებმა გადავწყვიტეთ დავეხმაროთ თავშესაფარს და გადავარჩინოთ იქ მყოფი ბავშვები ქუჩაში ცხოვრებისგან,ამიტომ მე ჩემს მშობლებს ვესაუბრე და ისინი თანახმა არიან გვერდით დაგვიდგეს რძის ნაწარმით,ასევე გვყავს უამრავი მფრინველი და ბავშვებს ექნებათ ხორციც.ასე რომ რძის ნაწარმი,ხორცეული და შეძლებისდაგვარად ფულიც გვინდა ჩავდოთ ამ საქმეში,ისე რომ ჩვენ არ ველოდებით არანაირ მოგებას,ჩვენთვის მთავარია ის ბავშვები იყოს ბედნიერები ვისაც მშობლების,და-ძმების და ახლობლების სითბო,სიყვარული აკლიათ.
-გამოდის,თქვენ ძალიან დიდ ეკონომიურ შეღავათს უკეთებთ თავშესაფარს.
-და ეს ჩვენი სურვილით.გაუღიმა ლაშამ იას.
-არ ვიცი რა გითხრათ,მართლა არ ვიცი.
-იცით რაც უნდა გვითხრათ.უთხრა მალიბუმ იას და გაუღიმა.
-რა,რა უნდა გითხრათ.დაიბნა ია და თავადაც ვერ გებულობდა რას ამბობდა სიხარულისგან.
-უნდა დაგვთანხმდეთ,აქ საფიქრალი არაფერი არის ქალბატონო ია.
-მართალი ხარ,მალიბუ დავიბენი და რა თქმა უნდა თანახმა ვარ,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიოხადოთ.
-ქალბატონო ია ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ,მაგრამ სული გვაქვს მდიდარი.არ ვგავართ იმ ხალხს,რომლებიც მხოლოდ თავიანთ ჯიბეს და მუცელს ავსებს,ღარიბი ხალხი ასეთები ვართ და თუ ის ბავშვები ქუჩაში არ იქნებიან,ღამით მაძღრები დაიძინებენ ჩვენც ბედნიერები ვიქნებით.ასე რომ, ვფიქრობ ჩვენ კარგად გავუგებთ ერთმანეთს და კარგი პარტნიორები ვიქნებით.იამ იმ ღამით ძალიან კარგად მოილხინა,მოშივებულმა კარგადაც მიირთვა და წასვლაც არ უნდოდა სახლში სადაც მხოლოდ ფულზე იყო საუბარი.მხიარულება მალე დასრულდა,როცა ნიკას კომისარმა დაურეკა.
-ნიკა,ლაშას დაურეკე და მოდით განყოფილებაში
-სასწრაფოა?
-არც ისე,მაგრამ უნდა მოხვიდეთ.
-კარგი მოვალთ.ტელეფონი გათიშა და მოწყენილმა თქვა.
-ქალბატონო ია უნდა ვაღიარო,რომ გამაოცეთ.თქვენთან საუბარი ძალიან კარგი იყო,გავიცანი თქვენი რეალური სახე და ეს მიხარია რადგან არ წარმომედგინეთ ასეთი თავისუფალი,ახლა კი უნდა დაგტოვოთ,საქმე არ იცდის.
-ვიცი,ძალიან რთული პროფესია გაქვს ნიკოლოზ და ფრთხილად უნდა იყო,მე კი კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდი.
-ლაშა უფროსი გვიხმობს,მალიბუ გაგიყვანო სახლში?
-მამამ რომ გვითხრა ორივემ მნახეთო?
-მერე წამოდი,ვნახოთ და მე წავალ,შენ კი დარჩები სახლში.
-კარგი,ყველამ ერთად დატოვა ბინა და თავ-თავს გზას დაადგნენ.სიცილ-სიცილით შევიდნენ სახლში,მაგრამ იზაბელა გაბრაზებული დახვდათ.
-სად იყავით,სად დადიხართ ამ დრომდე.
-დედაააა? რა მოხდა,რატომ ბრაზობ.შეეკითხა მალიბუ.
-მამა სად არის,არ არის სახლში? იკითხა ნიკამ და სახლს თვალი მოავლო.
-არ ვიცი სად არის,ორი დღეა უცნაურად იქცევა.
-უცნაურად იქცევა? რას გულისხმობ,ღამე სახლში არ მოდის?
-მოდის,მაგრამ ძალიან გვიან,დილით გამოიცვლის სუნამოს დაისხამს და მიდის, სად დადის კი არაფერს ამბობს.
-უცნაურია,ახლა უნდა წავიდე მაგრამ დაელაპარაკები აუცილებლად რომ დავბრუნდები.ნიკა თავის ოთახში შევიდა,რაღაც საქაღალდე აიღო და უეცრად მობრუნებულმა მალიბუს დაეტაკა,საქაღალდე ხელიდან გაუვარდა და ფურცლები ძირს მიმოიფანტა.მალიბუმ საქაღალდიდან ქალის ფოტო ამოიღო და ნიკას შეეკითხა.
-ნიკა ვინ არის ეს ქალი,ძებნილია?
-ხო ძებნილია,მას ინტერ-პოლი ეძებს.
-რატომ,რა დააშავა.
-საქმეც ეს არის,რომ მან არაფერი არ დააშავა,მაგრამ სასჯელი მაინც მიუსაჯეს.
-რატომ,რისთვის.შეეკითხა ისევ მალიბუ და მთელი სხეული აუცახცახდა,რაღაც იგრძნო მისეული ამ ქალში და ეჭვი გაუჩნდა,რომ ის მისთვის ძალიან ახლობელია.
-მალიბუ შემომხედე,ჯერ ვერაფერს გეტყვი,მაგრამ მივიღებ თუ არა ზუსტ ინფორმაციას გეტყვი,გეტყვი ვინ არის ეს ქალი და სად არის.
-ნიკა ეს დედას ჰგავს,ძალიან ჰგავს.
-ვიცი და ამიტომ არ გითხარი არაფერი,ახლა უნდა წავიდე.
-მართლა მეტყვი რომ გაიგებ?
-გეტყვი,ჩვენ ხომ ერთად ვართ ამ საქმეში.ნიკა წავიდა და მალიბუ ფიქრებმა მოიცვა.ნიკა განყოფილებაში შევიდა,ლაშა უკვე იქ დახვდა.
-რა ხდება,რა არის კომისარო.
-ლაეტი მოვიდა?
-აქ ვარ,მეც შემოგიერთდით.
-მაშ ასე,დავით ბიბილურის მეუღლე ინდირა ვერულაშვილი ახლა სხვა სახელით და გვარით უკვე საქართველოშია,ინტერ-პოლმა მგვაწოდა ინფორმაცია.ეს კი მისი ახალი ფოტო არის,22 წლის შემდეგ.ის ახლა ეკატერინე წიკლაური არის და არა ინდირა ვერულაშვილი.
-არ შეცვლილსა ბევრად,ადვილდ ვიცნობთ.თქვა ნიკამ და ფოტო ლაშას გადააწოდა.მალიბუმ ვერ დაისვენა,ვერც სუნთქავდა ნორმალურად და ლანას დაურეკა.
-გისმენ საყვარელო.
-ცუდად ვარ.
-რატომ,რა გჭირს,რა მოხდა.ანერვიულდა ლანა.
-ლანა შესაძლებელია დედა საქართველოში იყოს,ამიტომ წავიდა ლაშა და ნიკა ინტერ-პოლიდან შეტყიბინება მიიღო კომისარმა.
-დაწყნარდი,ჯერ ხომ არ ვიცით,მალე გავიგებთ.
-გესმის რა გითხარი? ლანა შესაძლებელია დედა ცოცხალი იყოს.
-უცნაურად მეჩვენება,შეიძლება დამთხვევა იყოს.
-ასეთი დამთხვევა? თუ ის არის,რატომ ჩემამდე არ მოვიდა,რატომ არ მომძებნა.
-მალიბუ ჯერ დამშვიდდი,იქნებ არ იცის რომ შენ ცოცხალი ხარ.მშვიდად უნდა იყო,დაველოდოთ რა მოხდება,მაგრამ მე პირადად იმ სახლში მივიდოდი და მტელი ხმით ვიყვირებდი,მკვლელებო გამოდით მე აქ ვარ დავბრუნდი.
-არ ვიცი რა ვიფიქრო,შენც აგაფორიაქე.
-საათი გაქვს ხელზე,დაიხედე და ნახე რომელი საათია? ამ დრომდე სად ხარ,ვისთან გქონდა შეხვედრა.
-ეს შეხვედრა მთელი ცხოვრება მემახსოვრება,შეხვედრა რომელიც მომიწყო უბრალო ხალხმა,რომლებიც მზად არიან გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ პურზე და უზეთო სუპზე დანაყდნენ,იმიტომ რომ გადაარჩინონ ის 100 ბავშვი რომლებიც თქვენ მდიდრები და ფულიანები ქუჩაში გაყრას უპირებთ.
-ვინ არის ის ვინც გეხმარება,რა საქმიანობას ეწევა.
-ეს უკვე შენ აღარ გეხება,ნუ ეძებ რადგან ეს უკვე ჩემი საქმეა.
-ია გინდა ჭკუიდან შემშალო?
-მე ვდილობ ჭკუიდან არ გადავიდე,რადგან აწყობილი კომპანია გქონდა ხელში და ახლა ის გაკოტრების გზაზე არის,ვინ ხარ რამე მიბრძანო,სად წავიდა ის ფული რაც კომპანიას მოჰქონდა მოგებით.იცი რა? ჩემი ბრალია,რომ წლების განმავლობაში მე არ მიმიღია მონაწილეობა კომპანიის საქმეებში,მაგრამ ამიერიდან იმ ადგილს ვითხოვ,რომელიც კანონით მე მეკუთნის და შენ დაგითმე.
-გაგიჯდი? შენ რა გესმის კომპანიის მართვის.
-შენ თუ გესმის მიტომ გავკორტდით? არც შენ გესმოდა,ერთი ქუჩის ბიჭი იყავი რომელიც ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდა,ახლა? ახლა კი ისე მოგაქვს თავი თითქოს ამ შარვალ-კოსტუმით დაიბადე.
-ია მომისმინე.
-დავიღალე,შენი კოდექსების კითხვით დღვანდელ ჩემს მშვენიერ საღამოს ვერ შეძლებ და ვერ ჩამამწარებ.ასე ნუ ნერვიულობ,სულ მალე გაიგებ ვის შევხვდი და რატომ.ღამე მშვიდობის,მე უნდა დავისვენო.
-არ ივახშმებ? შერ გელოდებოდით სავახშმოდ.
-არა,უკვე ვივახშმე კიდეც და უნდა ვაღიარო ასეთი გემრიელი ვახშამი წლებია არ მიმიღია.გაოცებული უცქერდა გაგა ცოლს და შვილი დედას,მაგრამ ვერცერთი ვერ ამბობდა ვერაფერს.
-ალექსანდრე ცუდად ვარ,წყა....................
-რა მოხდა,რა მოგვიდა ფერი არ გადევს სახეზე.
-ვნახე,ჩემი შვილი ვნახე.
-შეხვდი? უთხარი ვინც ხარ? გაოცებული უცქერდა ალექსანდრე ინდირას.
-არა ვერ შევძელი,ვერ მივუახლოვდი.
-ინდირა როდემდე უნდა იყო დამალული,რაღაც უნდა გავაკეთოთ.იზაბელა ეჭვიანობს,ჰგონია რომ საყვარელი მყავს და ვღალატობ,ვფიქრობ ნიკოლოზთან სერიოზული საუბარი არ ამცდება.
-ყველა აგაფორიაქეთ,მაგრამ არ იცით და ვერც წარმოიდგებთ შვილს ხედავდე და ვერ შეეხო,რადგან არ გინდა შეაშინო,მას ხომ მკვდარი ჰგონიხარ,ნამდვილი მკვლელები კი თავისუფლად დადიან ქუჩაში და არა მარტო ქუჩაში,ის ვინც მამამისი მოკლა,ის ვინც გამაუპატიურა იგივე ჰაერით სუნთქავს ჩემს შვილთან ერთად ყოველ დღე. რას ვაკეთებ მე? რა შემიძლია გავაკეთო? არაფერი არ შემიძლია გავაკეთო,არც ის შევეხო,არც ის ვუთხრა რომ მე ცოცხალი ვარ.მე არ ვარსებობ ალექსანდრე რადგან ყველას მკვდარი ვგონივარ,უკეთესია მართლა დავასრულო ჩემი სიცოცხლე.
-ეს არ არის გამოსავალი,სიცოცხლე შენით დაასრულო.ის უფლის ნებაა როდის შეწყვიტავს შენთვის გამოყოფილ დროს,თუ ეს გააკეთე რუხვაძეებს კიდევ უფრო დიდ ძალას მისცემ და შენ კი შენს სიმართლეს ვერასოდეს დაამტკიცებ.ყველას ეგონება შენ ხარ მკვლელი და სინდისმა შეგაწუხა ამიტომ დაასრულე სიცოცხლე თვითმკვლელობით,ან ისე დაგასაფლავებენ ვერც გაიგებს ვინმე ვინ იყო ის უბედური ქალი რომელმაც დღეს დილით თავი მოიკლა.
-მალიბუ უნდა გნახო,სასწრაფოდ გარეთ გამოდი.
-ახლა,ამ დროს? ძალიან გვიან არის თორნიკე.
-ჩამოდი,გელოდები სალაპარაკო მაქვს შენთან.მალიბუმ ხალათი მოიმცვა და გარეთ გავიდა.
-რა მოხდა,ასე გვიან რატომ მოდი.
-დაჯექი,აქ ვერ დაგელაპარაკები.მალიბუ თორნიკეს გვერდით მოთავსდა და შიშით უცქერდა გზას და ვერ გარკვეულიყო სად მიჰყაბდა ის თორნიკეს მაგრამ ცოტა ხანში მისივე სახლის ნანგრევებთან მიიყვანა.
-მალიბუ ვიცი რომ რაღაც კავშირი გაქვს ამ სახლის ნანგრევებთან,ვგრძნობ რომ ისინი შენთვის ძალიან ძვირფასია,მიყვარხარ და მინდა დაგეხმარო,მითხარი ვინ ხარ სინამდვილეში.მალიბუ შეკრთა და თორნიკეს შეხედა.
-ის ვისაც მხედავ,ვისაც იცნობდი დღემდე.
-არა,შენ არ ხარ მალიბუ და არც არჯევანიზე არის შენი გვარი.
-რას ეძებ,რატომ იქექები სხვის წარსულში თორნიკე.
-იმიტომ რომ მინდა დაგეხმარო,რადგან მიყვარხარ.
-თუ გინდა დამეხმარო,შეეშვი წარსულის ქექვას.მეც მიყვარხარ თორნიკე მაგრამ არ მინდა ჩემს გამო შეგემთხვეს უბედურება,გთხოვ შეეშვი წარსულის ძიებას.
-რას ამბობ,რატომ არ მაძლევ უფლებას შენს გვერდით დავდგე.გესმნის შენი უარით,რომ ინტერესს უფრი მიმძაფრებ?
-შეეშვი,გაიგე რომ შეეშვი წარსულის ძიებას.
-ნიკოლოზ,ლაშა,ლაერტი ჩემთან შემოდით.სამივე კომისარის კაბინეტში შევიდა და ელოდნენ დავალებას,მაგრამ კომისარმა შეხედა მათ და მშვიდად თქვა.
-დარწმუნებული ხართ,რომ ამ ფოტოზე ნამდვილად ინდირა ვერულაშვილი არის?
-ეს ჯერ არავინ იცის,უნდა დავამტკიცოთ.
-თქვენ ხვდებით ეს ქალი რამხელა საიდუმოს ამოხსნის? მეც მინდა გავიგო რა მოხდა იმ ღამით,მაგრამ 22 წელი გავიდა და ჩვენ მას ისევ თავიდან უნდა ავუწეწოთ ცხოვრება.დაფიქრდით,ის ქალი უდანაშაულოა და რამხელა ტანჯვა აქვს გავლილი,მართალია გვაქვს ხელთ რაღაც სამხილები,მაგრამ ეს არ კმარა.
-გოგიტას ჩვენება?
-არ არის საკმარისი,ის შესაძლებელია სასამართლომდე სამუდამოდ გააჩუმოს მტერმა.
-მან იცის სიმართლე,მან შეხედა ვინ ესროლა და ვინ მოკლა მისი ქმარი.
-შეხედა,მაგრამ 22 წლის შემდეგ უნდა კი მას ამ თემაზე საუბარი? უნდა ისევ გაიხსენოს ის ტკივილი რაც გადაიტანა და გამოიარა? 22 წელია ის ხალხისაგან შორს არის,შორს ცხოვრობს და ეძებს წყნარ და მშვიდ ცხოვრებას,ჩვენ კი მოულოდნელად გამოვეცხადებით და ყველაფერი თავიდან დაიწყება,შესაძლებელია სხვა ცხოვრება აქვს,სხვა ოჯახი ჰყავს.მე არ მიმაჩნია სწორად ისევ გამოვიძიოთ თავიდან ეს ძველი საქმე.აქ მოვიყვანოთ ინტერ-პოლის დახმარებით და ისევ გავუახლოთ წარსული.ციხიდან გაქცევისთვოს რამოდენიმე წელს მიუსჯიან,ჩვენ მეორედ დავანგრევთ ბიჭებო მის ცხოვრებას.უნდა შევეშვათ მასზე სამხილების მოძიებას და მივუშვათ მის ნებაზე.
-რას ცდილბ გვითხრა კომისარო.
-შევაჩეროთ ძებნა და დავხუროთ საქმე.შევჩერდეთ,ის თუ ცოცხალია და უნდა სიმართლე თქვას,დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა,ის თავად მოვა ჩვენთან,ახლა კი შევაჩეროთ ყველაფერი და მოვდუნდეთ.
-უფროსობას რას ეტყვი კომისარო.
-მოვიფიქრებ რამეს,დახურეთ საქმე.
-ამდენი რამ მოვიძიეთ და ახლა უნდა შევჩერდეთ? თქვა ლაერტიმ.
-შენ გააგრძელე შენი საქმე ზვიადიზე კარგად მიდიხარ,ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ის მაინც მკვლელობისთვის გასამართლდება ეს დავით ბიბილური იქნება თუ სხვა,ის მაინც მკვლელია.ნიკუშ გააუქმე ყველაფერი,შენ დახურე საქმე და რაც სამხილები გვაქვს ყველაფერი შეინახეთ,ჩვენ ისინი გამოგვადგება.
-შეიძლება ბატონო გაგა?
-შემოდი ჩემო გოგო.
-საჩქაროდ გასაგზავნი საბუთებია და თქვენი ხელის მოწერაა საჭირო.
-იამ მითხრა თავშესაფრის შესახებ,მადლობა რომ გულთან მიიტანე იას ტკივილი.
-მე არაფერი ისეთი არ გამიკეთებია,ჩემს მეგობრებს ვესაუბრე და მათმა კი სერიოზულად შეხედეს ამ თემას.ბავშვები რომლებიც იქ არიან მათ სითბო და სიყვარული სჭირდებათ.
-გტკიოდა და ამიტომ უთხარი,როგორც შენ მათმაც მიიტანა გულთან ჩვენი საერთო ტკივილი,მადლობა მალიბუ.მე ვამაყობ შენით და მიხარია,რომ არ შევცდი შენში.
-დიდი მადლობა ბატონო გაგა.
-შეგიძლია ძალიან მაღლა ახვიდე,ფრთებს შლი ნელა-ნელა და თუ შენ გინდა უფრო მაღლა აფრინდე,მე ხელს შეგიწყობ.რას იტყვი,გინდა?
-არ ვიცი,სიმართლე გითხრათ მაკმაყოფილებს ჩემი სამუშაო,ხელფასი და არ მიფიქრია უფრო დიდ სიმაღლეზე ასვლა.
-დაფირდი შენ ნიჭიერი გოგო ხარ და ადვილად შეძლებ დიდ წარმატებას.
-არ ვიცი,ვერ გიპასუხებთ.
-და მაინც,რომ გქონდეს შანსი იფიქრებდი საქმიანი-ბიზნეს ლედი გახდე?
-ალბად ვიფიქრებდი,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.
-ესეც შენი პასუხი,ახლა წადი ხელს მოვაწერ და შეგატყობინებ.გაგას თვალებში იმდენად დიდი სიყვარული დაინახა მალიბუმ იმ წუთებში,რომ დაიბნა რადგან არ ელოდა გაგასგან ასეთ დიდ სითბოს.შესაძლოა ეს უჩვეულოდაც მოეჩვენა, მაგრამ ეს სინამდვილეა გაგამ დიდი სითბო გამოიჩინა მალიბუს მიმართ და როგორც მამა-შვილს ისე ესაუბრა.ინდირა სახლთან ახლო მდებარე კაფეში შევიდა და კაფეს სვამდა,თან ჟურნალს კითხულობდა,რომ მის წინ სკამი გამოიწია და მან მამაკაცის ხმა გაიგონა.
-გამარჯობათ ქალბატონო ინდირა.ინდირას წინ იდგა ნიკოლოზი და შეჰყურებდა,რამოდენა შიში იკითხებოდა იმ წუთებში ინდირას თვალებში.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხართ, ძალიან ვისიამოვნე, მადლობა.

 


№2  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია.მართლაც შესანიშნავად წერ.❤????სიტყვები არ მყოფნის.ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი Kobzaa

სასიამოვნო წასაკითხია და რაც მთავარია ჩამთრევი ისტორიააა.... უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება რომ გადაბმული გაქვს ზოგჯერ და უცბად ვერიხვდები სხვა გმირების დიალოგი როაა და დააშორე და კიდევ რატო მოდი და რატო წადი შეცვალე... ეს ჩემი მოკრძალებული თხოვნაა.... და ბოდიში თუ გაწყენინე

 


№4  offline მოდერი zia-maria

Kobzaa
სასიამოვნო წასაკითხია და რაც მთავარია ჩამთრევი ისტორიააა.... უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება რომ გადაბმული გაქვს ზოგჯერ და უცბად ვერიხვდები სხვა გმირების დიალოგი როაა და დააშორე და კიდევ რატო მოდი და რატო წადი შეცვალე... ეს ჩემი მოკრძალებული თხოვნაა.... და ბოდიში თუ გაწყენინე

heart_eyes გავასწორებ საყვარელო,დავუკვირდები აუცილებლად. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent