შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომაკვდავი სამურაის სიზმარი


25-01-2018, 23:10
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 100

შორი ნაპირიდან.. ცისფერი სიშორე,
თავისკენ მეძახის.. მომხვიე ხელები...
თეთრი არემარე, საკურას ფოთლებქვეშ,
შევარდისფერდება და მზერას აკვდება.

თოვლისფერ სიხარულს, ოქროსფერ ხელებში
ავყავარ.. მიიწევს სახლისკენ ეული,
სული და აქა იქ ჩამოყრილ ნეკერჩხლის
ფოთლებქვეშ ანათებს სიცოცხლე სნეულის..

გადაღლილ გრძნობათა ზურმუხტფერ ჩარდახში,
ისვენებს სიკვდილი .. მიჯნურის ღიმილი
მაცილებს.. მეძახის.. მეწევა თავისკენ..
ქარვა კულულები ფიქრისფერ ხელებში...

ცისკარი.. მისანი.. ჰო, ვიცან, ის არის,
მიმიშვით, ძვირფასო, ნუ წახვალ უჩემოდ,
კვლავ ნუღარ დამტოვებ, ობლად ამ ტიფლისში,
ჟასმინის კვირტო და საკურას ფურცელო..

თვალი ეხუჭებათ გადავლილ ოცნებებს,
ეს მწვანე შორეთი სად მიდის, ვინ იცის..
მემთხვია ბაგეზე მზისფერი ოცნება,
და თავზე დაგვადგა ზღვისფერი ივნისი...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
Dzalian sasiamovno leqsikit wer...


დიდი მადლობა, შენი ახალი ლექსიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩავთვალე პირადული იყო და კომენტარს თავი ავარიდე ყოველი შემთხვევისთვის (

 


№2  offline მოდერი bla.ell

შენ ჩემ ფიქრებში ხარ?თუ ჩემი ფიქრებს მეთვალყურეობ:დდდ გუშინ მაგას ვწუწუნებდი...რავი ეს ბოლო პერიოდია ვერ ვწერ ლექსებს ვიწყებ და ვერ ვასრულებ და ვშლი არმიყვარს დიდი ხნით რომ ლექსს ვწერ...ამიტომ დროებით ვისვენებ ჩემი პოეზიისგან...კარგ მუზას ვეკოდები:დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent