შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი...(თავი 2)


2-03-2019, 00:52
ავტორი None
ნანახია 8 849

-ვინ იყვნენ სტუმრები ლუკა?
-ნინა და დემეტრე ყიფიანები...
ბარბარეს ტყუპისცალის აღმზრდელი დედა და უფროსი ძმა...
-ანუ მას ტყუპი ყავდა?
-ხო, სწორედ აქედან დაიწყო მისი ტანჯვა, პირველი იმედგაცრუება, გაყიდული ძმა და მშობლები, რომელშიც მწარედ ცდებოდა... დღეისთვის საკმარისია სხვა დროს გავაგრძელებ-თქვა ბიჭმა და ფსიქოლოგის კაბინეტი, რაც შეიძლება სწრაფად დატოვა...

-ხედავთ ქალბატონო ფსიქოლოგო? როგორ დაგვაჯილდოვა მარტმა პირველივე დღეს ფიფქებით?-ფანჯარასთან მდგომი ბიჭი სიგარეტს ეწეოდა და არემარეს გაჰყურებდა. ოთახში, როგორც ყოველთვის უჩვეულო სიწყნარე სუფევდა
-ლუკა რა მოხდა შემდეგ?
-მარტი იყო მაშინაც, იმაზე უფრო მოქუფულიყო ამინდი, ვიდრე ჩვეულებრივ...

-ლუკააა გააღე ზარიაა....ლუკაა-იყვირა, თუმცა ბიჭმა ხმა არ გასცა და თვითონ მოუწია ადგომა
-დიახ?-კითხა კართან მდგარ ორ უცნობს
-ბარბარე ახვლედიანი ბძანდებით ხო მართალია?-კითხა ქალმა ჩამწყდარი ხმით
-დიახ...?-ამჯერად უფრო გაუკვირდა
-უნდა გელაპარაკოთ-გაისმა ბოხი, ცივი ხმა
-რა თქმა უნდა, მობრძანდით-შიგნით შეიპატიჟა
-ვინ იყო ბაიჩკა?-გამოვიდა წელს ზემოთ შიშველი ლუკა სააბაზანოდან
-ლუკ სტუმრები გვყავს ამ...-დაიბნა რადგან სახელები არიცოდა. უცნობ ბიჭს აშკარა გაღიზიანება დაეტყო
-მე ნინა ყიფიანი ვარ ეს კი ჩემი შვილია დემეტრე ყიფინია-გაეცნო ქალი
-ლუკა დევდარიანი სასიამოვნოა-ბიჭიც დაბნეული იყო-ცოტა ხნით დაგტოვებთ-თქვა და ოთახში შევიდა
-შეიძლება საქმეზე გადავიდეთ?-თქვა უხეშად ბიჭმა
-დემეტრე მგონი ჯობია ყველაფერი თავიდან ვუთხრათ-თვალები უბრიალა ქალმა-მოკლედ ბარბარე...
-უბრალოდ ბაია გთხოვთ-გააჩერა, ამაზე კი ბიჭმა თვალები აატრიალა
-კარგი ბაია, რაღაც უნდა გითხრათ, რაც სერიოზულია და მგონი ჯობია მარტო ვილაპარაკოთ-უთხრა და ახლად დაბრუნებულ ლუკას გახედა
-თუ თქვენთვის პრობლემა არ იქნება, მირჩევნია ლუკა დარჩეს...
-ნინა!-მკაცრად გაიჟღერა ხმამ
-კარგი, მოკლედ წლების წინ დაიწყო ეს ამბავი, თუმცა მე მხოლოდ თვეებია რაც ვიცი. ზუსტად 21წლის წინ მე შვილი უნდა მყოლოდა, ვიმშობიარე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ბიჭი მოკვდა. ზუსტად იმავე საავადმყოფოში იმ ღამეს 3ბავშვი გაჩნდა 2ბიჭი და ერთი გოგო...
-ვერ ვხვდები ამას მე რატომ მიყვებით-გააჩერა გოგომ
-უბრალოდ ბოლომდე მისმინე. ჩემმა მეუღლემ იფიქრა, რომ ამას ვერ გადავიტანდი ამოტომ საშინელ ხერხს მიმართა, მან სამივე ბავშვის, უფრო სწორად სამიდან ორი ტყუპები იყვნენ, ორივე მამას ელაპარაკა და მათ ფულის სანაცვლოდ ბავშვი თხოვა...ერთ-ერთმა მაშინვე უარი თქვა და ჩივილსაც აპირებდა ამის გამო, თუმცა მეორე დათანხმდა...მან თქვა, რომ ტყუპები ყავდა და ბიჭს დათმობდა სოლიდური თანხის სანაცვლოდ...სწორედ ასე აღმოჩნდა ჩვენთან საბა...შენი ძმა...-დაასრულა ქალმა
-რა? -წამოიძახეს ერთად ბარბარემ და ლუკამ
-ეს შეუძლებელია, მამა ამას არ იზავდა...-აღმოხდა-დედაჩემს რა უთხრა? სიმართლე? ეს ...
-მე ეს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიგე, მაშინ როცა ჩემი მეუღლე კვდებოდა. სწორედ მაშინ მომიყვა...
-თქვენ თქვით, რომ ორი იყო...-ამოილუღლუღა ლუკამ-ჯანდაბა...ბაია შემომხედე-გაქვავებულ გოგოს თავი აწევინა და ჩაიხუტა
-ახლა რატომ მოხვედით?-იკითხა გოგომ
-შენი დახმარება გვჭირდება-უთხრა უცნობმა ბიჭმა ისევ ცივი ხმით
-საბა რამდენიმე ხნის წინ ავარიაში მოყვა და სასწრაფოს თირკმელი ჭირდება, გთხოვ დაგვეხმარე...შენ ძმას დაეხმარე-უკვე ტიროდა სტუმარი
***
-რა მოხდა შემდეგ?
-იცი რა მწარეა იმის გაგება, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში გიცხოვრია?-ამოხედა ქვემოდან კაცმა, შემდეგ კი გააგრძელა-არა... რა თქმა უნდა არა, ხომ მართალი ვარ ქალბატონო ნიცა?-გაუღიმა-შენ ხომ ქალაქში ყველაზე გავლენიანი ფსიქოლოგი ხარ?-ისევ უღიმოდა ავად
-უბრალოდ განაგრძე შემდეგ რა მოხდა -დაბნეულმა ამოილუღლუღა ფსიქოლოგმა, რაზეც ბიჭმა ჩაიცინა
-რა თქმა უნდა, დათანხმდა! ჩემი ბაია ანგელოზია... თუმცა მანამ მშობლებთან წავედით...

-ლიკაა....ზურაა-ბარბარემ ყოფილი სახლის კარები შეგლიჯა, უკან კი ლუკა მოყვებოდა. პირველი შემთვევა იყო, როცა მშობლებს სახელებით მიმართა
-რა ხდება შვილო მშვიდობაა?-ორივე ფეხზე წამოდგა
-ეს რა ჯანდაბის გამო გააკეთეთ? თქვენ რა ადამიანები ხართ-უკვე ყვიროდა
-ბარბარე ნორმალურად ილაპარაკე-მკაცრი იყო ბატონი ზურას ხმაა
-ნორმალურად?-ჩაიცინა
-ბაია გთხოვ დამშვიდდი-ბიჭი ცდილობდა მეგობრის დაწყნარებას
-სად წაიღე ის ფული "მამიკო"-ჩაეცინა, ზურას ფერი ეცვალა
-რაზე ლაპარაკობ?-იკითხა მშვიდდად, ამ დროს ოთახში ლუკას მშობლებიც შემოვიდნებ
-რა ხდება?-იკითხა კაცმა
-თქვენც აქ ყოფილხართ, ყოჩაღ რეზო ძია თქვენ კარგი მამა აღმოჩდით-გაუღიმა
-ბარბარე რა ხდება აგვიხსნი?-უკვე დედამ კითხა
-აპირებდით გეთქვათ, რომ ტყუპი მყავს?- საერთოდ აპირებდით ამის თქმას?-იყვირა. ყველა გაფითრდა
-რა...საიდან...შენ როგორ?-ამოილუღლუღა ქალმა
-როგორ გავიგე? ახლავე გეტყვი...
-ბაია გთხოვ არ გინდა...-გააჩერა მამამ
-არა...მან არ იცის ხო მართალი ვარ?-გახედა თავ ჩაღუნულ მამას-არც თქვენ იცით ჰო? -ამჯერად მეგობრის მამას მიუბრუნდა-მითხარი დედა რა გითხრა მან ჩემ ძმაზე
-რომ ვერ გაუძლო, ზედმეტად სუსტი იყო და გარდაიცვალა-ამოილუღლუღა დაბნეულმა ქალმა
-ყოჩაღ ზურა! საერთოდ არ შეგცხვა, როცა თვალებში უყურენდი და ამას ეუბნებოდი?
-შენ რეზო? შენ რატომ დუმდი?-ამჯერად ლუკა მიუბრუნდა მამას
-ეს...ამას მე ვერ ვიტყოდი, ვწუხვარ
-შენ არ გადანაშაულებ, ნაწილობრივ! დედა ჩემი ძმა ცოცხალია, თუმცა რამდენი ხნით არ ვიცი. ის შენმა ქმარმა გაყიდა ჯერ კიდევ ერთი დღის! ახლა კი ის კვდება და მე ვაპირებ დავეხმარო-უთხრა გაფითრებულ ქალს და გარეთ გავარდა, ლუკა უკან გაყვა
-ლუკაა...-დაუძახა შვილს
-ახლა არა რეზო...ახლა არა

-ნახე უკვე კარგად დადო-ისევ ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა ლუკა-მარტი უყვარდა, ამის ბევრი მიზეზი ჰქონდა. ამ თვეში დავიბადეთ, ამ თვეში იპოვა მეორე ძმა, მარტი უყვარდა მისი ამინდებით...და შენ?
-რა მე?-დაიბნა ნიცა
-შენ გიყვარს მარტი?
-ჰო...
-და რატომ?-გამოხედა და თვალებში ჩააშტერდა
-შენ ხასიათს გავს...-აღიარა
-საავადმყოფოში წავედით-თავი შეაბრუნა და თხრობა განაგრძო



№1 სტუმარი nini

gaagrdzele sainteresoa.kargi ikneba tu tavs gazrdi

 


№2  offline წევრი Elea_Nora

ეხლა წავიკითხე ორივე თავი და ორივე ძალიან კარგია. ძალიან მომწონს ასეთი თხრობის სტილი უბრალოდ მოვლენები უფრო ზუსტად აღწერე და თავები გაზარდე. განცდები და ემოციები უფრო კარგად გადმოეცი. მეტი ისეთი არაფერი ჯერჯერობით სიუჟეტის განვითარება მომწონს და თანაც ინტერესით ვკვდები. გელი ახალი თავით!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent