შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი... (თავი 1)


1-03-2019, 01:21
ავტორი None
ნანახია 1 184

-ბატონო ლუკა...
-დიახ ბოდიშით უბრალოდ ჩავფიქრდი
-თქვენი აზრით არ დადგა დრო, რომ ყველაფერი მომიყვეთ?-კითხა ფსიქოლოგმა და თვალებში ჩააშტერდა
-ქალბატონო ფსიქოლოგო რა სულსწრაფი ხართ?-გაუღიმა ცინიკურად
-ლუკა...-აღმოხდა ქალს
-ბარბარე...მას ბარბარე ერქვა-დაიწყო ცოტა ხნის დუმილის შემდეგ-თუმცა ვერ იტანდა ამ სახელს და ყველა ბაიას ვეძახდით. არც ერთი, საერთოდ არც ერთი დღე მახსოვს მის გარეშე...-წამით გაჩუმდა, ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო-ერთ დღეს დავიბადეთ, ერთ საავადმყოფოში და მის მერე არ მოვშორებივართ ერთმანეთს. ფაქტობრივად ტყუპები ვიყავით-ჩაეღიმა-ყველაფერი იდეალურად იყო სანამ მას შეხვდებოდა...-ხმა დაეძაბა და გაჩუმდა
-ვის მას?-ჩაეკითხა მას შემდეგ, რაც ხმა აღარ ამოიღო
-დემეტრე ყიფიანს...მის ბედნიერებას და სიკვდილს...
-როგორ დაიწყო ყველაფერი?
....

***

-ბაიჩკააა ადეე ქალოო გათენნდაა-მძინარე მეგობარს შეუვარდა ლუკა. მას შემდეგ, უნივერსიტეტში ჩააბარეს მშობლებმა ცალკე ბინა უყიდეს და ორივე იქ გადავიდა
-აუი ლუკაა დაგაკლავვ-ამოიზმუვლა და ძილი განაგძო. ბიჭი გვერდით მიუწვა და წვალება დაუწყო
-ლუკკ...ცუდათ ვარ?-ამოიფრუტუნა
-რა ხდება კვდები?-უთხრა "გახარებულმა" -რა ბედნიერებაა-ტაში შემოკრა რის გამო ჩარტყმაც მიიღო-ჰო კაი რა გჭირს-დასერიოზულდა
-წუხელ საშინლად ამტკივდა გულ-მკერდის არეში რაღაც, დღეს კი ზედმეტად სუსტად ვარ და ჯანდაბა ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ტკივილი არაა-ამოიოხრა
-გინდა ექიმთან წავიდეთ?-ჩაეკითხა ლუკა
-გამივლის იყოს
დღეები გადიოდა გოგო კი ისევ სუსტად იყო. მხოლოდ მაშინ მიხვდნენ ყველაფერს, როცა სახლში სტუმრები ეწვივენ
***
-ვინ იყვნენ სტუმრები ლუკა?
-ნინა და დემეტრე ყიფიანები...
ბარბარეს ტყუპისცალის აღმზრდელი დედა და უფროსი ძმა...
-ანუ მას ტყუპი ყავდა?
-ხო, სწორედ აქედან დაიწყო მისი ტანჯვა, პირველი იმედგაცრუება, გაყიდული ძმა და მშობლები, რომელშიც მწარედ ცდებოდა... დღეისთვის საკმარისია სხვა დროს გავაგრძელებ-თქვა ბიჭმა და ფსიქოლოგის კაბინეტი, რაც შეიძლება სწრაფად დატოვა...

***
ახალი ისტორიაა
იმედია მოგეწონებათ დასაწყისი
ველოდები შეფასებას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent