ნაიარევს (1)
თბილისის გასასვლელში ერთ-ერთ უზარმაზარ რესტორანთან დაამუხრუჭა, თავსაბურავს დიდი სათვალეებიც დაუმატა და უცხო თვალისგან მაქსიმალურად შენიღბული გაემართა შესასვლელისკენ. ნაზი და გრაციოზული მიხვრა-მოხვრით, ამაყად მიაბიჯებდა და გრძელ, ღამისფერ თმას ქარი ურხევდა. ისეთი სანახაობა იქნებოდა შორიდან, ვერავინ მოსწყვეტდა თვალს, თუმცა თავადის ქალბატონი მალულად გადაადგილებას არჩევდა და შესასვლელსაც გვერდი აქცია, შენობის უკანა მხარეს გადაინაცვლა. - შემოდი, შემოდი, სად ხარ აქამდე? მთელი დარბაზი შენ გელოდება. - ახალი საქმე იყო, ცოტა გადატვირთული მოძრაობაც და საერთოდ, რატომ მახსნევინებ? დაგავიწყდა აქ ვისი სურვილით მოვდივარ? - მაპატიე ნინა, ვღელავ. დარბაზის უკიდურეს კუთხეში, ვიაიპი ზონის მაგიდაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმარი გვყავს, იმედებს ნუ გამიცრუებ. - მე მხოლოდ პირადი სიამოვნება მაღელვებს - მკაცრად უთხრა ''უფროსს'', მიკროფონი აიღო და ბნელ სცენაზე ცისკრის ვარსკვლავივით გამობრწყინდა. მიუხედავად დაფარული სახისა, უზადო სურვილებს იწვევდა პატარა ქალბატონი დარბაზში მსხომთა გონებაში, შეუქცევადად მდნობ მამაკაცთა ცოლებიც კი ვერ ინარჩუნებდნენ ბოლომდე პირქუშ სახეებს, რადგან როგორც კი პირველი ბგერა მოსწყდებოდა მის ბაგეებს, ჯერ მცირე, შემდეგ კი დაუსრულებელი ასტრალი იქმნებოდა, კიდევ უფრო სასიამოვნო ლაბირინთებით სავსე. არცერთ მსმენელს არ უნდოდა საღამო დასრულებულიყო და შინ დაბრუნებულიყვნენ. თითქოს მომღერალი სიყვარულის და ვნების ელექსირს ასხივებდა შემაღლებული სცენიდან. როგორც ყოველთვის, კვლავ ტრიალებდა დარბაზში ნინას ხმისა და მსმენელთა შენელებული სუნთქვით შექმნილი ჰარმონია, რომელიც ნინასთვის მაცოცხლებელი წყარო იყო. იმდენად თავდავიწყებით მღეროდა, იმდენად ფართედ გაშალა ფრთები, სულ გადაავიწყდა ბოლო მაგიდაზე მსხდომი ''მნიშვნელოვანი'' სტუმრები, არადა ინტერესი კლავდა მისი პროფესიიდან გამომდინარე, თუმცა შევთანხმდეთ, რომ ნინა კანდელაკი თავის იდენტობას მანქანაში ან კაბინეტის გამოსასვლელ კარში ტოვებდა. ბნელი მაგიდიდან კი ორი წყვილი თვალი თავიდან ბოლომდე სწავლობდა უზადო სხეულს და საოცარ ხმას, რომელიც ძალიან ნაცნობი, მაგრამ შორეული ეჩვენა იოანე ვიბლიანს. რიგით მერამდენე სიმღერა სრულდება არავინ იცის, თავად ნინასაც აერია სათვალავი, თუმცა ხვდება, რომ დღეისათვის ის მისი მაქსიმუმია და დარბაზს ტოვებს. ყრუდ ესმის აღფრთოვანებული წამოძახილები, ოვაციები და კიდევ ერთი შესრულებისკენ მოწოდება, რადგან შენობას ტოვებს და უდიდესი ადრენალინის მოზღვავებისგან მცირედ დაღლილობას გრძნობს, თუმცა წამებში მოსწყდა მანქანა ადგილიდან და არსაიდან მოსული ღვთაება, კვლავ შეერია მოსაბეზრებელ რუტინას და მის თანმხლებ საზოგადოებას. დაბნეულობას წერტილი თუ არა, მძიმე რომ დაესვას, გეტყვით, რომ ეს წყლის ნიმფასავით მომაჯადოებელი ქალბატონი, ნინა კანდელაკია, 24წლის, 1წელია რაც პროკურორობას მიჰყო ხელი, ოჯახის დაპირისპირების მიუხედავად ის მაინც სისხლის გამოძახილს გამოჰყვა დედაქალაქში, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ქალბატონი საკმაოდ წარმატებული და ცნობადი პროკურორია, მაგრამ არავინ არაფერი იცის მის ''გატაცებაზე'' , გარდა ზემოთხსენებული უფროსისა, რომელიც მის სამ მუშკეტერთაგან ერთ-ერთია, გუგა ახვლედიანი ნინას ''ძმადნაფიცია'', დღემდე სიცილით იხსენებენ, 7წლისებმა როგორ გადაწვიტეს ხელები გაეჭრათ და სისხლით დაკავშირებოდნენ ერთმანეთს, მიუხედავად წარუმატებელი მცდელობისა, შეხვეული ხელებისა და დატუქსული გუგასი(აბა ნინა გოგო იყო, ეგ ხომ ვერ მოიფიქრებდა) ისინი ერთად წამოვიდნენ ბაღიდან - სკოლაში, სკოლიდან კი უნივერსიტეტში, გუგას ბიზნესი მამისგან ''შერჩა'' და დროებით სამართალწარმოებას ჩამოშორდა (თუმცა კი გულის სიღრმეში მოსწონდა). აღტკინებული მიაქროლებდა ნინა თავის შავ რაშს თბილისის ცარიელ ქუჩებში, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა, ხალხისგან დაცლილი და ''სუფთა''. რუსთაველის გამზირს აუყვა და მრგვალი ბაღისკენ გასწია. კორპუსთან ფრთხილად გააჩერა და ქურდივით შეიპარა სადარბაზოში. ძველი შიშები არც ახლა დავიწყებია, ლიფტს გვერდი აუარა და ფეხსაცმლის წკაპუნით აიარა ექვსი სართული. დაქანცული და ბნელი მაგიდის ინტერესით შეპრობილი გონება, ყავის და სიგარეტის გარდა არაფერს მოითხოვდა, რაც სწრაფად მოაგვარა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა. 07:00 მაღვიძარას გულისგამაწვრილებელი ხმა მთელ ოთახს ფარავს და წვრილი ხელი მობეზრებით ახეთქებს კედელს უკვე მერამდენე მოწყობილობას, თავადაც არ იცის. ფართხა-ფურთხით ჩაატარა დილის პროცედურები. როგორც იქნა მოიფიქრა და შავი მუხლამდე კაბა, ტრადიციული საროჩკა და გრძელი, კრემისფერი მანტო შემოიცვა. მაკიაჟისთვის თავი არ შეუწუხებია ქალბატონ პროკურორს, წვრილ ქუსლებს თვალი მობეზრებით შეავლო და წუწუნით ჩაიცვა. ის იყო კარიდან გადიოდა, ტელეფონი აწკრიალდა. - რა დაგესიზმრა გუგა ამ ალიონზე რომ მირეკავ? - ჩაიცინა და ბიჭის საქმიანი ტონის მოსასმენად მოემზადა. - ვიცი, რომ ყველაფერი შენს სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა გაგახსენებ, როგორ ვცემე შენ გამო მეშვიდე კლასში ოთხი ბიჭი და ერთი თხოვნით დავასრულებ საუბარს. - ახლა წინ რომ ჰყოლოდა, იცოდა როგორი კნუტის თვალებით შეხედავდა მეგობარი და თავი საშინელებისთვის შეამზადა. - მაგვიანდება გუგა, დაუჩქარე. - ჩაჰკივლა. - მოკლედ, ჩემო ნინაკო, დღეს თუ არ იმღერებ, წყალი წაიღებს მამაჩემის ნაწვალებს და ჩემს სასტუმროს ჩალის ფასი დაედება. - ვერაფერი გავიგე, ცოტა გარკვევით არ შეგიძლია ? - გუშინდელი სტუმრები ითხოვენ, რომ ერთი საღამოც მოაწყო მათთვის, გთხოვ ნინა, მხოლოდ ფორმალობა იქნება, დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად, იმღერე, შენი გაისწორე და დატოვე დარბაზი. - ახალი საქმეა, ვერ შევძლებ - თავის დაძვრენა სცადა , თუმცა .. - ვატოს მე დაველაპარაკები, ვიცი რომ საყვარელი უფროსია, შენ მხოლოდ დამთანხმდი, თუ არა და სხვა გმირობებსაც შეგახსენებ - ვარსკვლავები აუთამაშდა მამაკაცს თვალებში. - მხოლოდ ერთხელ, გუგა, არც სახეს გამოვაჩენ, ზედმეტი პრეტენზია და დარბაზსაც დავტოვებ და შენც. - საუკეთესო ხარ, მიყვარხარ. პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო, ღიმილით ჩაიარა ექვსი სართული და სამსახურის გზას დაადგა. ათასი ფიქრი დასტრიალებდა მთელი დღის განმავლობაში თავს კანდელაკს, თუმცა ყველაფერი ბოლოს მაინც იმ უცხო სტუმრებს უბრუნდებოდა. როგორღაც გადაატარა ინტირიგით სავსე შვიდი საათი და რესტორანს მიაშურა. ტრადიციულად გადის სცენაზე, მთელი გრაციოზულობით და ვარსვკლავთა შარავანდედით მოცული მისი შინაგანი სამყარო ირგვლივ ხარბად იფრქვევა და მთელ ოთახში ბატონდება, რომლის ბნელი მაგიდაც ცარიელია. თავიდან იმედგაცრუება და ბრაზი იპყრობს, სითავხედე აუტანელია ჩვენი თავადის ქალისთვის, თუმცა გაოცებისგან და მოულოდნელობისგან მთელი სხეული ეყინება, როცა პირველივე მაგიდასთან, მისგან რამდენიმე მეტრში იოანე ვიბლიანს ხედავს. თადააააამ. მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი კალამი თქვენს გვერდზე... მე დიდი ხანია თვალს გადევნებთ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ, ამ საიტის შემოქმედნო, ბევრჯერ გადამარჩინეთ, ბევრი დარდიანი დღე ღიმილით გადამატანინეთ, მიყვარს თქვენი შემოქმედება და მიყვარხართ თქვენც... თითოეული, ვინც ამას კითხულობთ, ძალიან ღირებული ხართ ჩემთვის.. და ბოლოს, გადავწყვიტე მეც გამებედა და თქვენი აზრი მომეთხოვა.. ღირს ამ ყველაფრის გაგრძელება, თუ გადავიკარგო.. სიყვარულით, ნინაკო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.