ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 8)
მერვე თავი ჩემებოო. პ.ს. ???????? ............... უკვე საღამო იყო მე და იოანე მთაწმინდაზე,იმ ადგილას ვისხედით სადაც პირველად.თვალი არ მოუშორებია ჩემთვის და ბოლოს მითხრა -არ გინდა დაელაპარაკო? -არა იოანე -რატომ -იმიტომ,რომ მეშინია,რამე ისეთი არ ვუთხრა გესმის?მირჩევნია ესე დარჩეს ყველაფერი.მას აღარ უნდა.. თავი ძლივს შევიკავე არ ავტირებულიყავი. -მაგრამ ცუდად ხარ თათია,რა სახით დადიხარ უკვე ვნერვიულობ მეც და ბიჭებიც! -და ის?ვერ ხედავს რა დღეში ვარ?ხედავს..ყველაზე უკეთ მიცნობს,როგორ შეიძლება არ იცოდეს რას განვიცდი. -და ახლა რას იზამ? -არაფერს.. -ეს უარესად ცუდად გაგხდის. -რას ვიზამ.უნდა ავიტანო. -ნუ იქცევი ისე თითქოს კარგად იყო,ვიცი შინაგანად რასაც გრძნობ. -ჰოდა მოვრჩეთ.სხვას ვერაფერს იზამ. -კარგი,როგორც გინდა.მაგრამ გაიღიმე. გავიღიმე,თუკი ეს ღიმილი იყო. -წავიდეთ რა. -კარგი წამოდი -ოღონდ მარტო წავალ -არა არ ხარ კარგად თათია,მე მიგიყვან თან ერეკლეს ვნახავ შენთანარის. -მარტო მინდა ფეხით გავიარო -ვინერვიულებ -დაგირეკავ რომ მივალ. -კარგი ჰო.ნუღარ ინერვიულებ რა გთხოვ,ყველაფერი მოგვარდება. სახლში წამოვედი.ქუჩაში მოვდიოდი და ვფიქრობდი რატომ?ჰო ოსევდაოსევ ვფიქრობდი რატომ?მიზეზი რომ მცოდნოდა ალბათ უფრო ნაკლებად მეტკინებოდა გული მაგრამ ასე უეცრად.ასე უმიზეზოდ ადამიანებს ბეზრდებათ ურთიერთობები და მიდიან?რატომ?მე სიყვარულის მეშინოდა,იოანესი მეშინოდა,მაგრამ ლიზას საქციელმა გამანადგურა ერთი ხელისმოსმით.ნუთუ ასე უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი შემოსულიყო და მეორეს დაეტოვებინა ჩემი ცხოვრება.. ტელეფონი რეკავდა.თორნიკე -ჰო -თათ სად ხარ -სახლში მივდივარ. -არ წახვიდე რა მოვალ და ვილაპარაკოთ -თოკო არ მინდა რა.. -მე მინდა გელაპარაკო არ შეიძლება? -შეიძლება რათქმაუნდა,აბა ვიღას უნდა ველაპარაკო.. ცოტახანში თორნიკე მოვიდა მანქანაში ვისხედით რამოდენიმე ხანს არაფერი გვითქვამს. -თორნიკე -ჰო -შენი აზრით ამას ვიმსახურებ?არ დამიმალო მართლა გეკითხები იცი რა თუ ვიმსახურებ.. უკვე ხმა გამებზარა და ტირილისკენ მივდიოდი. თორნიკემ გულში ჩამიკრა და ტირილიც ვეღარ შევიკავე. -მისგან ამის ღირსი ვიყავი?-ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი. -კარგი დაწყნარდი.გთხოვ. როგორციქნა გავჩერდი და სახე შევიმშრალე. -მეც ვერ ვხსნი მის საქციელს თათია.ისე დადის თითქოს არც არაფერი გვაკავშირებდა მაგრამ შენ..შენ რატომ მოგექცა ასე არ ვიცი. -არცმე. -თან რას აკეთებს.ვისთან..კარგი აღარ მინდა. -ამაზე ლაპარაკი მიჭირს თოკო.მაგრამ ცუდად ვარ. -ვიცი.და ერთად გამოვალთ მდგომარეობიდან.იმასაც გავარკვევთ რა მოხდა. -არა არ მინდა გავიგო.მეშინია გული უარესად არ მეტკინოს. -კარგი რა -მეშინია თოკო -რისი? -ჩემი ხასიათის,მეშინია რომ ვერ ვაპატიებ რასაც აკეთებს. -კარგი წავიდეთ მოდი სახლში მიგიყვან. -იოანეს დავურეკავ ინერვიულებდა არ წამოვაყვანინე თავი -ველაპარაკე წეღან იცის რო ჩემთან ხარ. გამეცინა -ოოჰ -მაშ,ჩვენ თათია გვაერთიანებს!მიხარია მართლა თქვენი ამბები. -ჰო.. -წავიდეთ ერესთან? -ჩემთანაა იქ წავიდეთ. -ამ კოჭლი ფეხით სად დადის ერთი! -ჰო ვერ ისვენებს და რავუყო. სახლში მივედით,ერე ტელევიზორს უყურებდა.რაღაც მოვამზადეთ და ვივახშმეთ,თორნიკე სახლში აღარ გავუშვით და ჩემთან დარჩა.ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ლიზა მაკლდა.არასრული შემადგენლობით ვიყავით. -მე წავალ კაი? -უკვე?-გაუკვირდა ერეს -ჰო.თუ ვერ დავიძინე აქ ხართ და მოვალ! -კაიი ოთახში შევედი და კარადის თავიდან დიდი ყუთი გადმოვიღე.იქ მქონდა ყველა მოგონება , ყველა ნივთი შენახული,საჩუქრები ფოტოები.ვათვალიერებდი მათ და მეღიმებოდა.განა მხოლოდ ესენი უნდა დამრჩენოდა ლიზასგან?სამწუხაროა,სამწუხარო. იოანემ დარეკა. -როგორ ხარ? -კარგად კარგად.ბიჭები აქ არიან და მარტოც არ ვარ. -ძალიან კარგი.დიდი სიამოვნებით მოგიტაცებდი მაგრამ არვიცი,რა აზრის ხარ? -არა არა. -ეს ისე გკითხე.ჩამოდი გელოდები! -კარგი რა,ცუდ ხასიათზე ვარ თან მეძინება -ხომ ვიცი ვერ დაიძინებ.ჩამოდი რა,გავისეირნოთ.არ წავალ იცოდე. -კარგი კარგი! ცოტახანში ყუთი თავის ადგილას დავდე და ბიჭებთან გავედი ეძინათ. ერე გავაღვიძე -რა არის თათუ? -ცოტა ხნით გავალ იოანეა ქვემოთ და.. -კაი მიდი-კართან რომ ვიყავი დამიძახა-თათია -ჰო-მასთან მივედი -ლიზას გამო ცუდად ხარ ვიცი.მაგრამ მისმინე,თუ მას შეუძლია უშენოდ კარგად იყოს შენც კარგად იქნები!აუცილებლად,უფლებას არ მოგცემ ამას გადაყვე! -ასეც იქნება,უბრალოდ უნდა ვიცოდე რატომ. ერემ თავი დამიქნია და ქვემოთ ჩავედი. იოანე მანქანაზე,დაყრდნობილი მელოდა.რომ დამინახა გაეღიმა.მისი ღიმილი,როგორ შეუძლია მის ღიმილს ასე გამაბედნიეროს და გული ამიჩქაროს.შუბლზე მაკოცა.დაღლილი სახე ჰქონდა. -რამოხდა დაღლილი ხარ? -არა,ექიმი ვარ! -ანუ კი-გამეცინა. -ჰო -ბავშვობიდან მეშინოდა ექიმების,ვერ ვიტანდი ვერც ერთს. -ჰოო?ახლაც გეშინია მემგონი! -ნუ,იმდენად აღარ.ასე,რომ ვთქვათ არის ერთი,რომლისაც არ მეშინია. -თუ აღარ?-გვერდულად ჩამიღიმა -არვიცი!-ყოცელთვის ვიბნევი ასე რომ აკეთებს.-სად მივდივართ? -დაჯექი და ვნახოთ! მანქანაში ჩავჯექი და წავედით.ფანჯარაში ვიყურებოდი როცა დავინახე ლიზას უბნის მახლობლად,ის და მისი ახლად შეძენილი მეგობრები ღიმილიანი სახით მოსეირნობდნენ,შემდეგ გულიანად გადაკოცნეს ერთმანეთი და ლიზა მარტო გაუყვა გზას. -იოანე გააჩერე! -რა? -გააჩერე -რატომ-და მანაც ლიზა დაინახა -თათია. -მიდი გააჩერე. მანქანიდან გადმოვედი და ლიზას დავეწიე,წინ გადავუდექი. შეცბა და ვითომ არ შეიმჩნია ემოცია -სალამი -სალამი-გავიმეორე ირონიულად.-ჰმ.. ვხედავ ბედნიერი ხარ ახალ მეგობრებთან.გილოცავ!თუმცა ძველსაც ადვილად ივიწყებ თურმე,ასეა? -იცი შენთან რაც მაკავშირებს.. -ერთი წუთით-გავაჩერე-ჰო და ამიტომ გადაწყვიტე უსიტყვოდ დაგესრულებინა? -არა მე ეს არ მითქვამს. -საქმეც ეგაა არ გითქვმას.მე ხომ ერთხელ გითხარი თუ შენ ჩემთან მეგობრობა აღარ მოგინდება მოხვალ და ამას მეტყვი,მე სულ რომ გული დამეწვას არაფერს გეტყვი მეთქი?-თვალები ცრემლით ამევსო-ხომ ვთქვი?მაშინაც ასე მიპასუხე იცი რაც გვაკავშირებსო.მე ვიცი მაგრამ შენ?მე მგონია,რომ დაივიწყე. -არა ასე არ არის. -აბა როგორ არის?რამე არასწორად გავაკეთე? -არა.. -აბა რამოხდა? -არაფერი-გული ლამის ამომიხტა საგულედან.არაფერიო.. -გასაგებია!ბედნიერებას გისურვებ მომავალში. უკან წამოვედი მუხლები ამიკანკალდა.არაფერიო,არაფრის გამო გამცვალა სხვაში.მაგრამ სიბრაზისაგან იმხელა ძალა ვიგრძენი ვერ აღგიწერთ!უცებ მომინდა ბედნიერი ვყოფილიყავი,მაშინაც კი როცა მეგობარმა არაფრია გამო გადამიარა.თუმცა შიშიც შემეპარა-ვერ ვაპატიებ არა?-ჩემს თავს ვკითხე. მანქანაში ჩავჯექი.იოანეს გავუღიმე -რა მოხდა შერიგდით?-გაკვირვებულმა მკითხა -არა.საბოლოოდ გავწვიტეთ ურთიერთობა. ისე მიყურებდა როგორც მძიმე პაციენტს. -თუ გინდა სახლში.. -არა!გზა განაგრძე.ერთად განვაგრძოთ.ხომ დამეხმარები?-გავუღიმე,მანაც გამიღიმა და გზა გავაგრძელეთ... საკმაოდ გაგრძელდა ეს გზა და ბოლოს იოანეს ვუთხარი -სად მივდივართ თბილისს დიდი ხანია გამოვცდით. შემომხედა,გამიღიმა,დამადუმა და გზა გააგრძელა.ეს საქციელი თან მაცოფებს თან მომწონს,ღმერთო ჩემო. საათს რომ დავხედე უკვე ორი საათი ხდებოდა.უკვე მოთმინება რომ ამომეწურა მანქანა გააჩერა. -მოვედით. ფანჯარაში გავიხედე მაგრამ ვერაფერი დავინახე. მანქანიდან გადმოვედით,თოვდა.იოანე მომიახლოვდა. -ვიცი არც თვალების დამხუჭავი და არც ამხვევი არ ხარ,არც სიურპრიზები გიტაცებს მაინცდამაინც!და არც მე ვარ დიდად რომანტიკოსი,ამიტომ ასე გავაკეთებთ!-ხელი მტაცა,ცალი ხელით თვალები დამიფარა და გაიქცა. -დაგივარდები! -არასდროს!ძლივს გიპოვე! როგორც იქნა გაჩერდა და ჩამომსვა,ხელი არ მოუშორებია თვალებიდან. -გახსოვს პირველად რა გითხარი? გამეღიმა -კი მახსოვს,მაგრამ ხელი გამიშვი არ გინდა? -ნწ.მისმინე შენ ჩემი ვარსკვლავი ხარ,ერთი ცას რომ ვუყურებ მაშინ მეღიმება და მეორე,შენ რომ გიყურებ. თვალებიდან ხელი მომაშორა,ახლა მის თვალებს ვხედავდი.არაამქვეყნიურს,უღრმესს და უთბილესს. -მინდა რაღაც გაჩვენო. მაღალი კორპუსის სახურავზე ვიყავით.უდიდესი ფიფქებით თოვდა,თითქოს ვარსკვლავთცვენა იყო რადგან ზემოთ, დიდი ,მბზინავი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგვყურებდა... -ბევრნი თუმცა,არასრული შემადგენლობით არიან! ერთი ჩემს გვერდით დგას... ....... არასოდეს იყოთ ზედმეტი ჩემო კარგებო ❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.