შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიული (სრულად)


2-03-2019, 21:57
ავტორი Dead girl
ნანახია 3 932

მამის სახე,ოდნავ უხეში ხელები ბუნდოვნად მახსოვდა. ყოველ შემთხვევაში მინდოდა მხსომებოდა და გამუდმებით ვეკითხებოდი დედას მასზე.
*
- დე, მამა მოვა? - სამი წლის ვიყავი პირველად,რომ ვკითხე,მაგრამ მისი აცრემლებული თვალები,რომ დავინახე სათითაოდ დავუკოცნე თურმე ორივე. არც ეს მახსოვს ... დედა მიყვებოდა ხოლმე.
*
სკოლაში ... სკოლაში,რომ მივედი და ბავშვები მშობლებთან ერთად დავინახე გულში რაღაც ჩამწყდა და კვლავ ვკითხე დედას :
- დე,მამა მოვა? - ზუსტად იგივე რეაქცია ჰქონდა როგორც მაშინ და მე ისევ ვერ მივიღე პასუხი იმაზე,თუ სად იყო მამა და დედას რატომ დავყავდი კალთაზე გამობმული ყველგან.
მამის სახე,ოდნავ უხეში ხელები ბუნდოვნად მახსოვდა... მთავარია მახსოვდა და ღრმად მწამდა,რომ ოდესმე მოვიდოდა. ისევ ჩამიკრავდა გულში,როგორც პატარაობისას და ამჯერად აღარ წავიდოდა.
კიდევ ... კიდევ მისი წითელი თვალები მახსოვს და მეტი არაფერი. მეტი სულ არაფერი მახსოვს.
*
- არ შეიძლება ქეთათო ასე,რა .... აღარაა ბავშვი. იცის,რომ აღარ მოვა... ვეღარ მოვა,მაგრამ უნდა დაელაპარაკო და მოუყვე რა მოხდა! - დედას ცრემლები ახრჩობდა და ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ სალაპარაკოდ მიხმო.
ახლა... ქეთათოს საშუალებით უფრო კარგად გავიცნობდი მამას.
*
თავი მის კალთაში მედო და მოუთმენლად ველოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს.
- დე... - ღრმა ამოსუნთქვას აყოლებს ერთ სიტყვას და უკვე ხმა ებზარება,მაგრამ უნდა მომიყვეს... ვალდებულია მომიყვეს.
- მამაშენი,დე,მაქსიმე, მეშვიდე კლასში ვიყავი,რომ გავიცანი. ფეხებში ,,ბომბაჩკა’’ ამიფეთქა. თავიდან კარგად იცინა,მაგრამ მერე ატირებული,რომ დამინახა ბოდიში მომიხადა და დამპირდა აღარასდროს შეგაშინებ,ქეთათოო. ყველა ქეთას მეძახდა. მაქსიმეს მერე გავხდი მე ქეთათო. - აქ ეღიმება. - დიდი სამეგობრო ჰყავდა და ყველანი,დე! ყველანი,გეფიცები,უკლებრივ დარტყმულები იყვნენ! გაგიჟდებოდი და მაინც ვერ გაიგებდი სად იპოვეს ასე ერთნაირებმა ერთმანეთი. უბრალოდ სულ ერთად იყვნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა ზამთარი იყო,ზაფხული,ულხინდათ თუ უჭირდათ. მაქსიმე,ლერა,საბა,ვაჩე და ნინა სულ ერთად იყვნენ.
ივლისის პირველი იყო,ზუსტად მახსოვს,მათ ,,საიდუმლო რაზმში’’,რომ გავწევრიანდი და ფიცი დავდე,სამუდამოდ მათთან ვიქნებოდი. ბავშვები ვიყავით,რა... ყველაფერი გვიხაროდა და გვეგონა ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებდა. იმ დღის შემდეგ მეც მათი ნაწილი ვიყავი.
ჩვენი რაზმის მეცხრე დაბადების დღეს ავღნიშნავდით. ბავშვები აღარ ვიყავით,მაგრამ მაინც გვინდოდა ისევ ის ძველი დრო ყოფილიყო ერთმანეთს ხელს,რომ ჩავკიდებდით და უმისამართოდ დავწოწიალობდით უცნობ გზებზე. იმ დღეს იყო მაქსიმემ თავისი შეყვარებული,რომ გაგვაცნო და მივხვდი,ისე არ ვუყურებდი როგოც ვაჩეს და საბას. ანუ,მაქსიმე მეგობარზე მეტი იყო ჩემთვის. ამის გაანალიზებამ დამაბნია. იქიდან მალე წამოვედი. თავი გამოიდო,ქურხულმა გაგაცილებო,მაგრამ ერთი ვუთხარი,შეყვარებული არ დატოვო მარტო - თქო და უკან მოუხედავად გავიქეცი.
*
მთელ უბანში ერთი ამბავი ტრიალებდა :
- მაქსიმე,ბიჭო,ჩვენი მაქსიმე,წამალზე შეჯდა...
- გააფრენინა გელოვანმა ...
- მართლა ,,იჩხირავს’’?
მთელმა უბანმა კი არა,თბილისმა იცოდა,რომ ახლა უკვე ნარკომანად ირიცხებოდა ქურხული.
*
- რას აკეთებ ქეთათო? - დამიყვირა ბოლო ხმაზე ლუკასთან ერთად,რომ დამინახა და აქამდე ძლივსშეკავებულმა ცრემლებმა გადმოკვეთეს ჯებირები.
- რა გინდა მაქსიმე? - ხმაგამტყდარმა ვუპასუხე. ნერვები მეშლებოდა მის ქცევაზე.
არც ერთს გაგვიცია კითხვებზე პასუხი. ჩანთა გადავიკიდე და მის წინ ცხოვრებაში პირველად გავაბოლე პარლამენტის ერთი ღერი.
გაშრა.
შევამჩნიე როგორ დაებერა ძარღვები,მაგრამ არაფერი მითქვამს. ჩუმად დავუყევი ჩვენს ქუჩას. ჩვენი იმიტომ ერქვა,სულ აქ ვიკრიბებოდით,აქ გვიყვარდა თამაში. თუ რამე სერიოზული ხდებოდა ამ ქუჩაზე ავღნიშნავდით.მოკლედ... ჩვენი იყო რა.
*
ისე იყო...
მე,რომ ლუკას დავშორდი,იმ წამს დაშორდა ლანას მამაშენი,დე და გულში რაღაც ბედნიერების ნაპერწალი გამიკრთა,მაგრამ ჯიუტად არცერთი ვცემდით ხმას ერთმანეთს.
იმ დროს ...
უკვე ვიცოდი,რომ სიგიჟემდე მიყვარდა და ისიც ვიცოდი,ვერაფრით დავკარგავდი. ქურხული სხვა იყო ჩემთვის. ქურხული ყველასთვის რაღაც სხვა თემა იყო...
ვაჩე,საბა და მაქსიმე აი ისეთები იყვნენ რა ... ყველა,რომ გიჟდებოდა და აღმერთებდა. ესენი კიდე ჩვენზე გიჟდებოდნენ. სადაც ბიჭები იყვნენ,იქ იყო მთელი თბილისიც.
იანვრის ცამეტი იყო,დე,ჩემი დაბადების დღე ყველა ჩემთან ვიყავით. იმდენი დავლიეთ,ცხოვრებაში,რომ არ დაგვილევია და ერთმანეთს ისეთი რაღაცეები ვუთხარით,ცხოვრებაში,რომ არ გვითქვამს.
- მიყვარხარ,ქეთათო. - მხოლოდ ჩემგასაგონად ამოიჩურჩულა და მე გამეღიმა.
ქურხულმა უკვე იცოდა,რომ მეც მიყვარდა.
- შეეშვი რა... - ხმაჩახმეჩილმა ჩურჩულით ვუთხარი. მიხვდა რაზეც ვეუბნებოდი.
დამპირდა შევეშვებიო...
*
- ჩემი სული ხარ შენ. ცოლად გამომყვები,ქეთათო?
დავთანხმდი,რა თქმა უნდა.
მთელი თბილისი,გეფიცები,მთელი თბილისი ჩვენზე ლაპარაკობდა. მე ნერვები მეშლებოდა,მაქსიმე იცინოდა და მთელი ძალით ცდილობდა დავემშვიდებინე. ქალაქში,რომ გავრცელდა ქურხული და გელოვანი შვილს ელოდებიანო... აი იქ უნდა გენახა,დე , რა ამბავი იყო.
შენ,რომ გაჩნდი...ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო. მარტო ჩვენ ექვსნი კი არა,მთელი თბილისი აღნიშნავდა შენს დაბადებას. მაინც ჭორებს ავრცელებდნენ... მე აღარ მაინტერესებდა.
მიყვარდა მაქსიმე და მყავდი შენ.
*
შენი დაბადებიდან ერთი წლის თავზე...
მაქსიმემ პირველად დააგვიანა,
მაქსიმემ პირველად გამორთო ტელეფონი,
მაქსიმემ პირველად არ დაგვირეკა...
მე ავნერვიულდი.
- საბა... იპოვე,გეხვეწები,რა ... - ატირებული ვებღაუჭებოდი ჩემს ბოლო იმედს.
ქურხული ასეთი არ იყო.ასე არ იქცეოდა!
მალევე შევამჩნიე ნანემსარები ხელებზე და დავიშალე...მისმა სიყვარულმა დამშალა ნაწილებად და თავი შემზიზღდა,რადგან ვერაფერი შევამჩნიე და ვერ შევაჩერე.
- მიყვარხარ,ქეთათო,ხომ იცი? - გაუთავებლად მიმეორებდა.
*
ოცდასამ ოქტომბერს ბოლოჯერ მითხრა,დე, მიყვარხარო და მაინც წავიდა წამლის გასაკეთებლად...
იმ დღეს გაჩერდა მისი გული. მიყვარდა... მიყვარდა კი არა,დღემდე მიყვარს. ხომ ვთქვი,ჩემი მარადიული სიყვარულია - მეთქი. ასეც იყო.
*
ცრემლიან თვალებს ვიწმენდდი და დედის კაბას მთელი ძალით ვიყავი ჩაბღაუჭებული.

მამის სახე და ოდნავ უხეში ხელები კარგად მახსოვდა...იქვე ვხედავდი ჩასისხლულ თვალებს და შორიდან თითქოს მისი ,,მაპატიე’’ სწვდებოდა ჩემს ყურთასმენას.



№1  offline წევრი izabella

მომეწონა, პატარა იყო, მაგრამ ბევრის მთქმელი.

 


№2  offline წევრი Dead girl

izabella
მომეწონა, პატარა იყო, მაგრამ ბევრის მთქმელი.

მადლობა <333

 


ძალიან სასიამოვნო იყო

 


№4  offline წევრი Elea_Nora

ამატირე გეუბნები!

 


№5  offline მოდერი მარტო სახლში

vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

 


№6  offline წევრი Lu Miki

ოსევ სევდიანი ისევ ჭკუის სასწავლებელი... :(( რატომ იკლავს ეს ხალხი თავს.. რატომ ტოვებენ შვილებს და რატომ კლავენ საყვარელ ადამიანებს სულიერად .... :((
--------------------
θεόνα

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent