შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვის არომატით (სრულად)


3-03-2019, 08:49
ავტორი Natiiaa33
ნანახია 7 027

-რადაბნეულიხარ შე ფეთხუმო, იდიოტივით დადიხარ!!
_თავის თავს, ელაპარაკება თამო და ქუჩაში მძიმედ მიაბიჯებს. უნივერსიტეტში ეჩქარება და ყველანაირად ცდილობს სწრაფად იაროს... ჰმმ.. საშინლად დააბიჯებს ვაღიარებ, მაგრამ ესრომ ვინმემ უთხრას, ალბათ ჩაყლაპავს... ჩანთაში რაღაცას ეძებს და თავის თავს გამუდმებით რაღაცას ებურტყუნება, ცოტა გაურკვევლად საუბრობს...თავის თავთან გამართული დიალოგი დასრულებული არ ჰქონდა როცა, ვიღაცას მთელი ძალით შეასკდა...
-ვაი თავიი _საშინელი კივილი მორთო..
-გოგონა გაახილე თვალები, იქნებ რას ეტაკები? _ბიჭმა შეწუხებული ხმით წარმოსთქვა..
-შენ თუ გახელილი გქონდა, რას დამეტაკე? თვალებმიკერებულივით რომ დადიხარ..._უეცრად ამოხეთქა თამომ..
-კაი დაწყნარდი პატარავ.. _ბიჭმა გაუცინა და მიახლოება გადაწყვიტა უკეთ რომ დაენახა თავზე რამე ხომ არ სჭირდა.
-გაიწიე იქეთ!! არ მომეკარო ,თორე ამ ჩანთას ხო ხედავ? ხო, ხო აშკარად ხედავ..ხოდა ამ სამ კილოიანი ჩანთით გაგიტეხავ თავს...
-ღმერთო ჩემო ამ გიჟს ვის გადავეყარე! რაც გინდა ის ქენი!! ბოდიში და კარგად იყავი... _ბიჭმა გზა განაგრძო.
-რაოო? რამითხრა? ეს ურცხვი ლამის თავი გამიტეხა და ვითომც არაფერი გზა განაგრძო...ჰმმ!!
_ ისევ განაგრძო თავის თავთან საუბარი და გზა გააგრძელა...ბიჭიც უკან გაჰყვა ჩუმად, აინტერესებდა ასე სად მიიჩქაროდა...ათ წუთიანი სიარულის შემდეგ დაინახა, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში შევიდა... გადაწყვიტა თვითონაც შესულიყო მაგრამ, უეცრად ნაცნობი ხმა მოესმა, რომელიც ეძახდა..
-ზურაა, აქ რას აკეთებ?
-ვაა ოთო, როგორხარ ბრატ..
_ ადრინდელი ნაცნობები, შეიძლება მეგობრებიც უწოდოთ ზურა და ოთო ერთმანეთს შეხვდნენ..
-კარგად ზურა შენ როგორხარ? აქ რას აკეთებ?
-იციი?ერთ გოგოს დავეჯახე შემთხვევით და დახმარება არ ისურვა ჩემი..ზრდილობის ამბავში უკან გამოვყევი...დიდი უცნაური ვინმე ჩანს...
-თამოზე ამბობ? _ჩაიცინა. -შენს წინ რომ მიდიოდა..
-ჰო, იცნობ?
-მაგას ვინ არ იცნობს ...ჩემი კურსელია... ძაან გიჟი გოგოა, აბა თუ ბიჭი ხარ რამე ცუდად უთხარი.
-მეც შევნიშნე ეგ...ისე კარგი გოგო ჩანს..
-რაიყო მოგეწონა?? კი კარგი გოგოა თან ლამაზია..
-მართლაც ძალიან ლამაზია...ნომერი იცი?
-კი, თუ გინდა არაა პრობლემა.
-ჰო აბა მიდი მომწერე მაგის ნომერი და მე წავედი ახლა.. სხვა დროს შევხვდეთ კიდე...
-კაი ძმაო, აბა შენ იცი მაგრად...
_ სახლის გზას დაადგა და მთელი გზა იმ უცნაურ გოგოზე ფიქრობდა..რამდენი გოგო ჰყოლია მაგრამ, მისნაირი არანორმალური არც ერთი.თანაც ზურა საკმაოდ ლამაზი ბიჭიიყო, ყველა გოგოსთვის სასურველი... მაღალი , ნავარჯიშევი სხეულით, შავგვრემანი, მუქი შავი თვალებით და საოცარი ღიმილით....ნუ არც ჩვენი თამო იყო ცუდი გოგო..ყოველთვის ბიჭების მოწონებას იმსახურებდა მაგრამ, ეს მას სულ არ აინტერესებდა..საკმაოდ კარგი ფიგურა ჰქონდა...მაღალი ფეხები, ვიწრო წელი და განიერი თეძოები..მოხდენილი მკერდი და ლამაზი, გრძელი შავი თმა...თვალებზე არაფერს არ ვამბობ, საოცარი თვალები და მზერა ჰქონდა...კვირაში ოთხ დღეს მაინც, აუცილებლად დარბაზში ატარებდა და ამის გარდა ყოველ დილით ადრე კუსტბაზე დარბოდა....
_ იმ დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული...მეორე დღეს დილით როგორც ყოველთვის, ირბინა და სახლში რომ დაბრუნდა გადაწყვიტა შხაპი მიეღო და მშვიდად დაეძინა...შაბათი დღე იყო და არანაირი განსაკუთრებული გეგმა არ ჰქონდა...შხაპი მიიღო, ხალათი მოიცვა და ლოგინისკენ გაეშურა ბედნიერი სახით რაგან ძილი საშინლად უყვარდა...რამდენიმე წუთში კარზე ზარია... არასასიამოვნო სახით წამოდგა და კარის გასაღებად გაეშურა...
-რომელიხარ?
-მარივარ, სად გიგდია მობილური
-მოდი მარი მოდი, საშინლად მეძინება _ამთქნარებს და ზანტი ნაბიჯებით მიიწევს ლოგინისაკენ..
-რადროს ძილია? დღეს ჩემი ძმის დაბადებისდღეა დაგავიწყდა???
-ვაიმეე ნიკაა!! როგორ დამავიწყდა, არმაპატიებს არასდროს ამას...
-დაწყნარდი, საღამოს წვეულებას ვაწყობთ და იცოდე მოდი თორე მართლა არ გაპატიებს ..
-აუცილებლად, ნიკუშას დაბადებისდღეს როგორ გამოვაკლდები...
-ჰო და იცოდე, როგორც გჩვევია ხოლმე ისე არ მოიქცე და ვინმე კომპლიმენტს თუ გეტყვის ცემით არ დაემურო...გაიგე?
-კაი კაი, ნიკას ხათრით თავს შევიკავებ...ნუ ვეცდები მაინცა..
-თამოო!!
-კაი ჩემო კუსა...მაკოცე ახლა და დავიძინებ ცოტას...საღამოს კი მოვალ...
_ აკოცა მარიმ და წავიდა წვეულებისთვის მოსამზადებელი ჰქონდა რაღაც დეტალები...თამომ დაიძინა...
ერთი საათის შემდეგ ზანტად წამოდგა საწოლიდან...სამზარეულოში ყავა გაიკეთა და თავის გარდერობს გადახედა...დაიწყო არჩევა საღამოსთვის რა უნდა ჩაეცვა...საუცხოო გემოვნება ჰქონდა და მისი ჩაცმულობა ყოველთვის იქცევდა ყურადღებას...
-აუ ისე დღეს საღამოს კაბა ხომარ ჩავიცვაა? თმა გავიშალო და მაკიაჟი გავიკეთო? ესეთი თამო რამდენი ხანია აღარ მინახავს...მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს... _შავი კაბა აიღო, საკმაოდ დახვეწილი იყო...სწორი, კარგად მომდგარი, მარცხნივ აჭრილი და ზურგ ამოღებული .. მაღალქუსლიანები ჩაიცვა...თმა მაღლა აიწია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, თავისი სილამაზის გამოსაკვეთად და საჩუქრის ასარჩევად წავიდა...ორი საათი არჩევდა საჩუქარს და ბოლოს ძლივს აურჩია... კარზე ზარი დარეკა და რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, კარი ზურამ გააღო...დაიბნა, არ მოელოდა და ვეღარ გაიგო რა ეთქვა...
-უკაცრავად ბინა შემეშალა..
-თამო მოიცადე არ შეგშლია...ნიკას ბინაა მაგრამ არ ვიცოდი ნიკას შენც თუ იცნობდი
-რაო? თუ იცნობდიო? ჩემი ბავშვობის მეგობარზე მეკითხები ამას? ხომართლა ჩემი სახელი საიდან იცი? -შემოდი თუ შეიძლება რას დამდგარხარ კარებში
-გამატარე და შემოვალ
-მობრძანდი როდის გადაგეღობე კარის ზღრუბლზე?
_ თამო შევიდა...ნიკას დაბადებისდღე მიულოცა, საჩუქარი გადასცა და მოსულ სტუმრებს მიესალმა...
-წამოდი თამო სალაპარაკომაქ შენთან..._მარიმ გვერდით ოთახში გაიყვანა.
-რახდება მარი?
-შენრა ზურას იცნობ?
-არა, უბრალოდ ქუჩაში დავეჯახე შემთხვევით და მეტი არაფერი
-არადა მეგონა ძლივს ბიჭი მოეწონათქო და გეგმებს ვაწყობდი ქორწილზე როგორ კაბას ჩავიცვავდი..._სიცილი დაიწყო მარიმ
-ვაიმე მარიი!! არდამასიკვდილებიო ახლა შენითავი
-კაიი ვსოო ვიხუმრე მორჩა.
-მეგობრებო მოდი ცოტა გავერთოთ და რამე ვითამაშოთ... _დაიძახა ნიკამ..
-კარგიაზრია..მხარი აუბა ზურამაც..
-აუ სიმართლე და მოქმედება მინდაა... _აწუწუნდა მარი
-ჩემს დას როგორ ვაწყენიებ? ვითამაშოთ.
-მოდით ბოთლი დავატრიალოთ...
_ბოთლი დაატრიალეს..
- ზურა კითხე თამოს (მარი)
- თამო სიმართლე თუ მოქმედება?
- მოქმედება
- ხოდა წამო მაღაზიაში წამყევი სიგარეტი აღარმაქვს...
_თამოს სახე აენთო, ეტყობოდა ჩხუბს აპირებდა მაგრამ, მარიმ დაუბრიალა თვალები და თამოც გაჰყვა ზურას...
- გითხარი დღეს ძალიან ლამაზი რომ ხარ? (ზურა)
- ....
- არაფერს მეტყვი?
- სათქმელი არაფერია
- ძალიან საყვარელიხარ
- ....
- ხმას რატო არ იღებ?
- მე აქ სიგარეტზე გამოგყევი და არა შენი ფლირტაობის მოსასმენად იდიოტო!! თუარც იყიდი კისერიც გიტეხია, უკან ვბრუნდები
_გაბრაზებული უკან წამოვიდა და ზურაც გამოჰყვა..
-რა გჭირს გოგო, შენ რა კანტუზიები გაწუხებს??
-ვაიმეე ადამიანო ბიძად მეკუთნი და შემეშვი რა!
-ბიძად? რაბიძად გოგო?!გაჩერდი ერთი წამით რომ მაყვირებ შუა ქუჩაში და მომისმინე
-გისმენ
-რამდენი წლის ხარ?
-22 ის მერე
-26 ის მევარ და რანაირი ბიძა ვარ შენ ხო კარგად ხარ?!
-ვაიმე...ბიძა ხართქო! და ვსო შემეშვიი..
-თამო ჭკუიდან ნუ გადაგყავარ თორე არვიცი ახლა რას გიზავ..
-რას მიზავ ნეტა რისი თავიგაქ აწი ალბათ პროტეზი დაგჭირდება...
-მოდი აქქ. _ ზურგზე მოიგდო და მანქანაში ჩასვა
-რასაკეთებ, გამიღე დროზე კარი..
-ცოლი მომყავს პატარავ!!
-ვაიმეე კარი გააღე თორე, ვერგადამირჩები
-ჩუმად გოგო!
-სად მივდივართ?
-ნუკივი დაწყნარდი...გგონია შენნაირ გიჟს მართლა მოვიტაცებ? უბრალოდ დავილაპარაკოთ მშვიდად..
-რამაქვს შენთან სალაპარაკო? არმესმის რაგინდა..
-ხოდა გაიგებ თუ დაწყნარდები...
-კაი, გისმენ...
-მოკლედ, შენთან მეგობრობა მინდა უბრალოდ...მეგობრობა მინდა რადგან, განსხვავებული გოგო ხარ..ყველასგან გამორჩეული...
-ეს იაფფასიანი საუბარი სად დაამუღამე?
-გოგოო! რომგეუბნები ანუ ასეა გაიგე?
-კარგი იყოს ასე...ვიმეგობროთ...მხოლოდ და მხოლოდ ვიმეგობროთ!!
-კარგი პატარავ, მე მხოლოდ ეგ მინდოდა...
-პატარას ნუმეძახი თამო მქვია!
-კარგი პატარავ..
-ღმერთო როგორ მიშლის ნერვეებს!!! დაბრუნდი ახლა უკან რა, რას იფიქრებენ..
-კარგი როგორც მეტყვით _თვალი ჩაუკრა...უკან დაბრუნების შემდეგ ყველა გაოცებული სახით უყურებდა...
-სად ბრძანდებოდით ამდენ ხანს? მაღაზია პარიზში გადაიტანეს? ჰჰმმ... (მარი)
_ ზურას გაეღიმა და მარის უთხრა
-თამოს ვიტაცებდი და არდამცალდა
-რატო ვინ შეგიშალა ხელი? გეთქვა ჩემი ხელით ჩაგისვავდი მანქანაში..(მარი)
-აუ ნეტა მცოდნოდა, ამ შანს არ გავუშვებდი (ზურა)
-აეეე თქვენ რაღაც ძაან გაგიტკბათ ხო ჩემზე საუბარი?....აბა დროზე ყვველა ადექით ვცეკვავთ ბოლომდე...
_ ხმამაღლა დაიყვირა და 200გრამიანი არყის ჭიქა დაცალა...
-ვააა, ესრა მაგარი გოგო ყოფილა ტო (ზურა)
-აბაა ყველა ვცეკვავთ...(ნიკა) _მუსიკას ბოლომდე აუწიეს და ვისაც როგორ უსწორდებოდა ისე ერთობოდა...ზოგი ეწეოდა, ზოგი სვავდა, ზოგი გოგოებს კერავდა და ა.ს.შ... ხოლო ზურა კი მთელი საღამო თამოს უყურებდა, როგორ სვავდა...უბრალოდ იჯდა თავისთვის და სვავდა...ისე მოვიდა ღამის 3 საათი რომ ვერავინ შენიშნა...ბოლოს როცა დაშლა გადაწყვიტეს და თამო სახლში წასვლას აპირებდა ზურამ შესთავაზა, რომ სახლამდე მიიყვანდა და თამოც ისეთი ნასვამი იყო დაუფიქრებლად დათანხმდა. მთელი გზის განმავლობაში ენა არ გაუჩუმებია...გაუთავებლად ლაპარაკობდა...ცოტა გაუგებრად მაგრამ მაინც...
-ზურა ძალიან გთხოვ სადმე სასტუმროში წამიყვანე...
-რავქნაააა?
-ხო რა გთხოვ .იქ დავრჩები რა თორე დღეს მამაჩემი ჩამოდიოდა ამერიკიდან, სახლში ესეთი რომ მნახოს გაგიჟდება...
-თუგინდა ჩემთან წაგიყვან...მარტო ვცხოვრობ და მაქვს თავისუფალი ოთახი...
-არ შეგაწუხებ?
-არა რას ამბობ..
-კარგი წამოვალ...
_ზურამ მანქანა გააჩერა და თამო ისეთი ნასვამი იყო გადმოსვლასაც ვერ ახერხებდა...
-გინდა დაგეხმარო სიარულში?
-როგორ?
-ხელში აგიყვან...
-არა ხომ ხედავ მშვენივრად დავდივარ _წაბორძიკდა
-კი აშკარად...მოდი აქ... _ხელში აიყვანა..
-კარგი დამსვი რა ვიღაც დაგვინახავს...
-დაგვინახოს მერე ცუდს რას ვაკეთებთ? მოდი აქ მიეყრდენი, კარი გავაღო.... _ კედელს მიეყრდნო თამო და ზურამ კარი გააღო...ხელში აიყვანა და დივანზე დასვა...
-დამელოდე ლოგინს მოგიმზადებ...
-დაიცა მეც წამოვალ..
-ხომ ხედავ რომ ვერ დადიხარ და დამაცადე მე მივხედავ..
-არა მეც უნდა წამოვიდე..
-კარგი ხო წამოდი და ფრთხილად.._ოთახში შევიდნენ და ზურამ ლოგინის გაშლა დაიწყო...თამო ვითომ ეხმარებოდა, არადა გადაფარებულ ზეწარს აძრობდა...
- თამო ახლა გაჩერდი თორე ვისარგებლებ შენი სისუსტით
- სუსტი მიწოდე? მე სუსტი არვარ და საერთოდ არც ვიცი რას ნიშნავს ეგ სიტყვა...
_ თამო კედელს მიეყრდნო...ზურა მიუახლოვდა..მათ შორის დისტანცია თითქმის არ იყო...წელზე ხელი მსუბუქად მოხვია და გულზე მიიკრა..თვალებში ჩახედა, რამდენიმე წუთი ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს... ზურამ თავი დახარა და ტუჩები თამოს ყურს მიუახლოვა..
-იცი? ვგრძნობ როგორ გაგიხშირდა სუნთქვა, მომენტებში იკრავ კიდევაც, შენი გულის ცემის ხმა მესმის...შენი თვალები სიყვარულს ასხივებს..შენი ტუჩები მწიფე მარწყვს ჰგავს, რომლის ყურება ძლიერ სურვილს გიჩენს და ფიქრს მხოლოდ მის დაგემოვნებაზე იწყებ.. ვიცი რომ არაღიარებ ახლა ამ ყველაფერს...მაგრამ ვიცი რომ ჩემს მიმართ გულ-გრილი არ ხარ და ერთ დღესაც ჩემი გოგო იქნები
-ჰმმ...გაიწიე იქეთ ნუთუ ვერ ხვდები რომ საშინლად მთვრალი ვარ და ყველაფერი რაც მჭირს სასმლის ბრალია?
-კარგი კარგი...ჯიუტი თხა ხარ...დაწექი ახლა გამოიძინე იქნებ გიშველოს...
-კარგი და შუქი უნდა ჩააქრო?
-ჰო რაიყო?
-მისაღებში დატოვე რა ანთებული თორე ვერ დავიძინებ...
-მისაღებში გადაიწვა და გამოცვლა დამავიწყდა...
-აუუ ისე ვერ დავიძინებ...
-თუგინდა სანამ დაიძინებ შენთან ვიქნები და მერე გავალ...
-ნუ თუ არ შეწუხდები სჯობს ..
-არა რაშეწუხებაა
_გვერდით დაუჯდა...თამომ თვალები დახუჭა... ფანჯრიდან შემომავალი ლამპიონის შუქი სწორედ რომ თამოს სახეს ხვდებოდა.ზურა კი უყურებდა ღიმილიანი სახით. თამოს მალე ჩაეძინა, ზურა კი თმაზე უსვავდა ხელს და ეფერებოდა.ბოლოს ისე მოხდა რომ ზურასაც იქვე ჩაეძინა...
დილით თამოს თავი ზურას მკერდზე იდო...გაღვიძებისას თამო გიჟივით წამოხტა და კივილი მორთო...
- ეს რა ჯანდაბაა? აქ რას ვაკეთეებ?
- მმმ...პატარავ!!! გუშინ რა მაგარი იყავი...
- რააააა? შეუძლებელია
- სულაც არა...ესეთი თბილი თუ იყავი არ მეგონა ნამდვილად.
- ზურა მოკეტე და დროზე სიმართლე მომიყევი მე აქ რა მინდა?
- თვითონ მთხოვე და მეც დაგთანხმდი
- რას ბოდავ? რა გთხოვე? მე მაგას არ ვიზავდი...
- კარგიი პატარავ...დაწყნარდი მოგიყვები...
_ზურამ ყველაფერი უამბო...თამო მოწყვეტით დაეშვა დივანზე და ამოისუნთქა...
-მეკი ვიფიქრე რომ..
-რომ ჩემთან იწექი? _გულიანად გაიცინა ზურამ
-დილით ისეთი სურათი იყო რომ სხვა რა უნდა მეფიქრა?
-კარგი დაწყნარდი. ვიცი ვის როგორ უნდა მოვექცე. მითუმეტეს ნასვამ ადამიანს ესე არასდროს არ მოვექცევი... მოკლედ ყავას დალევ? გინდა?
-აუ კიი და რამე მჟავე თუგაქ გამოაყოლე...
-კიტრის მწნილიმაქვს.
-აუუ რაკაიაა მიდი მოიტანე...
_კიტრის მწნილი მოიტანა ზურამ და თამო ისე გემრიელად მიირთმევდა ზურამ ცდუნებას ვერ გაუძლო და თვითონაც შეჭამა...
- აუ ჩემი წასვლის დროა...ალბათ მამა ნერვიულობს..
- ცოტახანს იყავი რა კიდევ..
- ისედაც მთელიღამე აქ ვიყავი..საკმარისია...
- დაიცა დაიცაა სად გარბიხარ?
მიუახლოვდა და წელზე ხელი მოხვია..
- რასაკეთებ?
- მე არაფერს...აი შენკი ასე უნდა წახვიდე?
- ვერ მიგიხვდი?
- მაკოცე ერთი და წადი...
- ხომარ გაგიჟდი?
- ლოყაზე, მხოლოდ ერთი...
_როცა თამომ ლოყისკენ საკოცნელად წაიწია ზურამ სახე გაატრიალა და ტუჩებში აკოცა...ორივეს გული ისე ცემდა ლამის ამოვარდნოდათ, ერთმანეთთან შეხებას ლამობენო...
თამოს არაფერი უთქვამს ადგილიდან ელვის სისწრაფით მოწყდა და ზურამ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო ისე ჩაირბინა თამომ კიბეები და წავიდა..
-მარი სასწრაფოდ გამოდი ჩემთან საქმე მაქვს
-რამოხდა თამო ესე ანერვიულებული რატო ხარ?
-გამოდი დროზეე, ცუდადვარ, შესაძლოა რამე საშინელება ჩავიდინო...
-დაწყნარდი ახლავე მანდ გავჩნდები...
_ნახევარ საათში მარი თამოსთან გავიდა...გავიდა არა უფრო სწორად გაფრინდა..
- რამოხდა გოგო რახმა გაქვს?
- საშინელება ჩავიდინე...
- მოყევი დროზე ვერ ვაზროვნებ ნერვიულობისგან...
- გუშინ ზურასთან დავრჩი..
- რაა?? მერე რამოხდა?
- დილით ჩახუტებულებმა გავიღვიძეთ, არა არაფერი არ მომხდარა მაგრამ როცა მაგ ბიჭს ვხედავ ცუდად ვხდები..ვერ ვსუნთქავ და თან....
- თან რაა?
- რომოვდიოდი მაკოცა
- ვაიმეე რამაგარიააა....
- მარი სულაც არაა მაგარი...
- რატო თუ უყვარხარ და გიყვარს ხელს რა გიშლით?
- არშემიძლია ახლა მე შეყვარებულზე ვიფოქრო...გახსოვს დედას რა დავპირდი სიკვდილის წინ? დავპირდი რომ საუკეთესო ვიქნებოდი სწავლაში და იმედს არასდროს გაუმტყუნებდი
- ხო მაგრამ...რომ გიყვარს და გვერდით არ გყავს იცი რამხელა ტკივილია?
- ვინ გითხრა რომ მიყვარს? სისულელეა...ჯერ ხომ არც ვიცნობ?
- საქმეც ეგაა რომ არც იცნობ და უკვე მის დანახვაზე ცუდად ხარ...
- არა, არმაქვს უფლება...
- კარგი მე ახლა უნდა გავიქცე და მაგაზე კარგად დაფიქრდი...სიყვარულს ვერ დაგეგმავ...
- დიახ დავფიქრდი...კაი დროებით...
_მარი წავიდა და თამო მარტო დარჩა...მამამისი ჯერ კიდევ არ ჩამოსულიყო და უახლოესი ორი კვირა კიდევ ვერ ჩამოვიდოდა..რამდენიმე დღე ისე გავიდა რომ არც თამო და არც ზურა ერთმანეთს არ შეხვედრიან, არც უსაუბრიათ...ორივე ერთმანეთზე ფიქრში ატარებდა დროს...
ერთ დილით ადრე თამო სასეირნოდ გავიდა...ყურსასმენი გაიკეთა, ბოლომდე აუწია და მიაბიჯებდა ფიქრებში გართული...უეცრად მხარზე ხელის შეხება იგრძნო...გულმა მუშაობის ტემპს მოუმატა და სუნთქვა დაეხშო...მიხვდა ვინ შეიძლებოდა ეს ადამიანი ყოფილიყო და ფრთხილად მოტრიალდა, ყურსასმენი მოიხსნა...
- რაგნებავს?
- არაფერი, უბრალოდ დაგინახე და გადავწყვიტე მენახე...
- გასაგებია.. _ძირს იყურება
- შემომხედე...
- გიყურებ
- არა, თვალს მარიდებ...
- რაში მჭირდება?
- აბა მერავიცი?
- თუ არაფერი გაქ სათქმელი წავალ..
- არც იფიქრო...
- რატო?
- ჩემთან იყავი რა...უბრალოდ არ დამტოვო ძალიან გთხოვ..თუნდაც ხმა არ ამოიღო, უბრალოდ გვერდით მედექი...
- ცუდად ხარ?
- ალბათ..
- ალბათ რატო?
- როცა ვერ გხედავ გული შუაზე მეყოფა...საშინლად ვხდები, უთქმელი სიტყვები მახრჩობს...არ შემიძლია შენთან საუბარი, შენი ყურება , შენი შეხება და ყველაზე მეტად რა მაგიჟებს იცი? შენი მარწყვივით ტუჩების შეხება რომარ შემიძლია...პირველი კოცნის შემდეგ, დიდხანს ვგრძნობდი გემოს და ვერ მივხვდი რისი არომატიიყო...მალევე მივხვდი რომ შენს ტუჩებს მარწყვის არომატი ჰქონდა...შენი შეხებისას ისეთი გრძნობა მეუფლება, გულამდე რომ აღწევს და მთელ სხეულს მითბობს...უცნაური შეგრძნება დამივლის ხოლმე და სიხარულით მავსებს..
- ზურა გთხოვ გაჩუმდი! არშემიძლია, არშემიძლია რომ მიყვარდე და გთხოვ გამიგე..
- ჰო გასაგებია ალბათ არვარ ისეთივე კარგი როგორც შენ, ალბათ არ ვარ ისეთივე მდიდარი როგორც, სხვა ყველა შენი თაყვანისმცემელი მაგრამ, ერთი ვიცი რომ მიყვარხარ ისე როგორც ვერავინ ვერასდროს ვერ შეგიყვარებს...
- ფული? ქონება? მე მსგავსი რამ არ მაინტერესებს...ჩემი მიზნები მაქვს და ვერ გადაუხვევ..მაპატიე მაგრამ, შენი შეყვარება ჩემთვის დამარცხების ტოლი იქნება.მე არ შემიძლია ვერ დავმარცხდები...
- კარგი რაკი ეგრეა შენთვის მაშინ გპირდები დღეიდან ვეღარასდროს დამინახავ.....
ზურა წავიდა...წავიდა მაგრამ მთელი მისი გული და სული იქ დარჩა, იმ ადგულას სადაც თამო დატოვა...საშინელი წუთიიყო ორივე მათგანისთვის...თამო გაბრაზებული გაიქცა სახლში, თავის ოთახში შევარდა და საკუთარ თავს ებრძოდა...გული და გონება ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და საბოლოო ჯამში თამო საშინლად იტანჯებოდა. ..
- ვიცი რომ მიყვარს და თანაც ისე მიყვარს რომ მის დანახვაზე ჩემი ყველა ორგანო სწრაფი ტემპით იწყებს მუშაობას...ვკვდები მაგრამ როგორ უღალატო დედაჩემს? ქალს რომელმაც გამაჩინა და გამზარდა..ქალს რომელიც ერთადერთ რამეს მთხოვდა ბოლომდე მესწავლა და არავისთვის მიმეცა უფლება ხელი შეეშალა...როგორ არ მოუსმინო გონებას? მაგრამ როგორ ვუარყო გული რომელიც მისთვის ცემს..რაგავაკეთო რა? _ქვითინებს..
_ზურა სახლში მივიდა და კარზე ზარის ხმაც გაისმა. ნიკა იყო...
-რაგჭირს ტოო, რატოხარ ესე..
-არაფერი გამოდის, თამომ საბოლოოდ დამაიგნორა...
-მოდი იცი რას გეტყვი? მოიტაცე ცოტახნით იქნებ მიხვდესრომ მისგარეშე მართლა არ შეგიძლია და დარჩეს...თანაც თვითონაც არაა გულგრილი...
-როგორ თუ მოვიტაცო
-ჰო რაა..რამდენიმე დღით მთაში...გადავრეკავ ჩემ ძმაკაცთან თუშეთში სახლიაქვს და ხვალისთვის ყველაფერი მზად იქნება...
-კაი ძმა.
_ნიკამ და ზურამ ყველაფერი დაგეგმეს და ახლა მთავარი თამოს მოტაცება იყო...ზურამ მარტივი გზა აირჩია ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე...დაურეკა თამოს
-თამო რაღაც უნდა გითხრა. არგამითიშო გთხოვ..
-კაი გისმენ
-ბოლო სურვილი მაქვს შენთან...გპირდები ამის მერე არასდროს აღარ მოვალ შენ ცხოვრებაში
-კარგი, მითხარი
-ხვალ სადღაც მინდა წაგიყვანო და წამოხვალ?
-სად?
-სიურპრიზია
-თურამეს არ მიწყობ..
-შენ სიცოცხლეს ვფიცავარ არაფერია ისეთი.
-კაი წამოვალ.
-კარგი სამი საათისთვის გამოგივლი.
_ყველაფერი მზად იყო, მთაში პატარა მყუდრო სახლს, მხოლოდ დანთებული ბუხარი და ლამაზი წყვილი აკლდა..მეორე დღეს გაუარა ზურამ თამოს და წავიდნენ...ზურას პროდუქტი ყველაფერი მზად ჰქონდა.
-სად მივდივართ?
-თამო გთხოვ არ მკითხო...
-კარგი და დღესვე დავბრუნდებით ჰო?
-სამწუხაროდ ვერა...
-რაა? ახლავე გააჩერე მანქანა!!
-დაწყნარდი გთხოვ ..
-ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს ვერ გადავდებ.
-გთხოვ დაწყნარდი ნუ მაიძულებ გაგკოჭო...
-კარგი მაგრამ სად მივდივართ ისმაინც მითხარი.
-ჩუუ! გაიგებ მალე...
_რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორციქნა მივიდნენ...თამოს ძალიან მოეწონა სახლი და გარემო მაგრამ როგორ შეეძლო ეღიარებინა. სახლში ზურამ ბუხარი დაანთო. სუფრა გააწყო და ერთად ივახშმეს. თამომ აალაგა და ზურას მიუჯდა გვერდით. ორივე ჩუმად იყო მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ და იმ წამით ტკბებოდნენ...
-კარგი წავალ დავწვები და სად დავიძინო??
_თამო ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა ოთახისკენ მაგრამ, ზურამ ხელი დაუჭირა და გულზე მიიკრა..
-სად მიდიხარ პატარავ?
-უნდა დავიძინო..
-ჩუუუ! _ტუჩებზე თითი მიადო..-არც იფიქრო ჩემი დატოვება... _მარჯვენა ხელით თმაში ეფერებოდა, მარცხენა ხელი კი წელზე მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული...
-რასაკეთებ? მიშვი ხელი..
-რატო ჭირვეულობ? შენც ისე გინდა ჩემი შეხება როგორც მე შენი...ვგრძნობ ჩემს შეხებაზე როგორ კანკალებ, ცოტახანს შეგიძლია დაივიწყო შენი სიამაყე და ისე ჩამეხუტო როგორც შენ გულით გინდა? გთხოვ.. უბრალოდ ისე ჩამეხუტე როგორც ეს მართლა გინდა...ჩვენ მეტი შანსი არ მოგვეცემა...
-მპირდები რომ, ეს ბოლო შეხვედრაა ჩვენი?
-რთულია ამის თქმა, მაგრამ გპირდები..
_თამომ მთელი ძალით მოხვია ხელები..თვალები ცრემლებით აევსო, ეხუტებოდა თან ტიროდა. ზურამ კოცნით შეუშრო ცრემლი,შემდეგ ტუჩები ღაწვებზე ჩამოანაცვლა და იმ მარწყვის არომატიან ტუჩებს, ისე დაეწაფა როგორც, უდაბნოში მოსიარულე კაცი, რომელიც დიდი ხნის სიარულის შემდეგ წყალს დაეწაფება ხოლმე.. მარჯვენა ხელი თმაში შეუცურა, ნაზად ეფერებოდა, მარცხენა ხელი კი წელზე მჭიდროდ, მოხვია...ორი გული ერთ რიტმში ძგერდა...
ზურამ ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა...
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა?
_თამო არაფერს ამბობდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი მხურვალედ აკოცა და პასუხი უკვე ნათლად ჩანდა...
ორი უზომოდ შეყვარებული ადამიანის სხეული, ერთმანეთის შეხებისკენ ისწრაფოდა...ფრთხილად მოაშორა ის დაბრკოლება სხეულს რომელიც ხელს უშლიდა, დაუფლებოდა მას...ნაზად უკოცნიდა სხეულს, წამებსაც კი წელავდა იმ მომენტის უკეთ დასამახსოვრებლად რომელიც ბოლო იყო მის ცხოვრებაში..წუთები რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილზე იქნება მის ცხოვრებაში...
და იმ დღეს, ეს ორნი, ერთ მთლიანად იქცნენ...ეს იყო, იმ უთქმელი სიყვარულის გამოძახილი, რომელიც, მათთვის შეუძლებელი ჩანდა..ეს იყო, ის წამები როცა, მთლიანად შეიცვალა მათი ცხოვრება...
მთელი ღამე ბედნიერების წუთებში გადაეშვნენ და დილით გამოღვიძებულ ზურას სულ სხვა სურათი დახვდა...იმ ბედნიერი წუთებიდან აღარაფერი დარჩენილიყო, გარდა გვერდით დადებული ერთი ფურცელისა, რომელიც თამოს წერილი იყო...
- მადლობა იმ წუთებისთვის,რომელიც მაჩუქე. მადლობა იმ ყოველი გრძნობისთვის რომელიც, მაგრძნობიე..მადლობა ყველაფერისთვის...ეს წუთები, ჩემს ცხოვრებაში დარჩება როგორც, ყველაზე დიდი სიყვარულის, ყველაზე ლამაზ გამოვლინებად...არ მომძებნო..იყოს ბოლო მომენტი საუკეთესოდ აღბეჭდილი, ჩვენს მეხსიერებაში...მადლობა რომ მე გუშინ, შენი დამერქვა!!
_ ზურამ იცოდა მსგავსი რამ რომ, მოხდებოდა მაგრამ, იმ წუთამდე ბოლომდე არ ეჯერა...თამოს იმ დილით შეხვედრა ჰქონდა..ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერიტეტთან კონტრაქტი გააფორმა და მალე ლექტორად იწყებდა მუშაობას...რამდენიმე საათში კი მამასთან გაემგზავრა ამერიკაში...
საშინელი პერიოდი იყო ორივე მათგანისთვის...არცერთი დღე არ ყოფილა, რომ არ ეფიქრათ ერთმანეთზე, იმ ბოლო წუთებზე და მარწყვის სურნელზე რომელიც მუდამ თან სდევდა ზურას.. თამო ცდილობდა აჰყოლოდა ახალ ცხოვრებას, მაგრამ მას ისევ ის წუთები და წამები უნდოდა, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარულის გამოძახილად მოიხსენია...დრო გადიოდა, თამოს კი დღითიდღე ეზრდებოდა მუცელი...მაშინ მიხვდა ეს უბრალოდ, სიმსუქნე რომ არ იყო, როცა მუცლიდან ძლიერი დარტყმა იგრძნო...მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა..ის სიყვარულის ნაყოფი იყო, ყველაზე დიდი სიყვარულის...
-მაა რაღაც უნდა გითხრა...
_თამოს მამა, ბატონი მერაბი, ძალიან კეთილი, თბილი და მზრუნველი კაცი იყო...მაგრამ მაინც ნერვიულობდა, ეს როგორ ეთქვა მისთვის...
-გისმენ ჩემო გოგო..
-მამა, ფეხმძიმედ ვარ..მალე ბაბუა გახდები...
-რააა? მამა ვინაა?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-შვილო, ბავშვი ხომ სიყვარულის ნაყოფია? თუ?
-კი მამა, სიყვარულის ნაყოფია, თან ძალიან დიდი სიყვარულის ნაყოფი...
-და რა გიშლის ხელს რომ ბავშვის მამა დამსახურებულად იყოს თავისი შვილის გვერდით?
-მაა, მე სიყვარულზე უარი ვთქვი რადგან დედას პირობა მივეცი..ხომ გახსოვს?
-შვილო, შენ გგონია დედაშენი ცოცხალი რომ იყოს ამას დაუშვებდა? მან იცოდა ნამდვილი სიყვარულის ფასი...მისი სიყვარული ჩემდამი, გულწრფელი იყო..
-ანუ ახლა რავქნა?
-წადი საქართველოში, ბავშვის მამა ღირსია იცოდეს სიმართლე...
-მაა მიყვარხაარ....
_ჩაეხუტა მამას, წამოფრინდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო...ბილეთიც დაჯავშნა და მეორე საღამოს, შვიდ საათზე უკვე ზურას სადარბაზოსთან გაჩნდა..გული აუჩქარდა...ექვსი თვის შემდეგ ისევ შეხვდებოდა თავის სიყვარულს. ლიფტი გამოიხადა და ხუთ წუთში ზურას კარზე ზარი გაისმა. ზანტი ნაბიჯით მიაბიჯებდა კარისკენ...გააღო და რას ხედავს...თვალებს ვერ უჯერებდა, რამდენიმეჯერ მოიფშვნიტა კიდეც ხომარ მესიზმრებაო...
-თამო?
-არ შემომიშვებ?
-მოდი..მაგრამ.
-რაიყო არ მელოდი?
_თამოს გრძელი მაისური ეცვა, მუცლის დასაფარად...
-რაგაცვია ეს? რაფორმაშიხარ როგორ გასუქებულხარ?
-ჰმმმ...მაგისთვის არ მოვსულვარ აქ...
-კარგი რამოხდა?
-რაღაც უნდა გკითხო..
-ჰო გისმენ...
-ისევ გიყვარვარ?
-.......
-ზურააა....მიპასუხე
-იმაზე ძლიერ, ვიდრე მაშინ...
-იცი რა მაინტერესებს?
-რა?
-გოგო გინდა რომ გყავდეს თუ ბიჭი??
-მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ თამო...და საერთოდ რაკითხვაა ეგ?
-ის კითხვაა რომ მალე მამა გახდები...
-მამა არა ის კი... რააააა????
-ხო, ფეხმძიმედ ვარ...
-ვაიმეეე, არ მჯერააა, ღმერთო ჩემოო!!!
_თამო ხელში აიყვანა და აბზრიალებდა...მერე დასვა და ძლიერ ჩაიკრა გულში...
-ბიჭოო რასშვები....ბავშვი ნუ გასრისე....
-ვაიმე, ბოდიში..გატკინე? აუუ რამე ხომარ მოუვიდა?
_ თამომ სიცილი დაიწყო ზურას რეაქციებზე....
-რატომ დამცინი?
-რადაფეთებულიხარ ბიჭო?
-რავქნა მამა ვხვდები მაამააა....
_იმ დღეს, მხოლოდ დიდი სითბო იგრძნობოდა იმ ორში, რომელიც ერთი მთლიანი იყო...რამდენიმე დღეში ვიზის პრობლემა მოაგვარეს და შემდეგ ამერიკაში დაბრუნდნენ ორივე....თამო სულ უფრო და უფრო იბერებოდა...ზურა კი მარტო არსად უშვენდა..სულ ხელჩაკიდებული დაჰყავდა...
დადგა ის მომენტიც როცა დრო მოვიდა დაეტოვებია ბავშვს ის პატარა სივრცე და გადმოენაცვლებია დიდ სამყაროში...თამო სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს...ზურა ამდროს სამსახურში იყო და გიჟივით გამოიქცა...საავადმყოფოში რომ მივიდა, თამო უკვე სამშობიარო ბლოკში იყო მაგრამ არ გაჩერდა და პირდაპირ შევარდა...ექიმმა მოთხოვა სასწრაფოდ დაეტოვებია პალატა მაგრამ მკაცრი უარი განუცხადა და თამოს მუხლთან ჩაიჩოქა, მისი ხელი დაიჭირა და იმ ტკივილს რომელსაც თამო გრძნობდა ზურაც ინაწილებდა....
-გოგოა..._ დაიკივლა ექიმმა და ბავშვის ხმაც გაისმა...
ბავშვი დედას მიუყვანეს დასაჭერად მაგრამ თამომ უარი განაცხადა .უნდოდა პირველი მამას დაეჭირა...
-მე? მე ვერ დავიჭერ, ძალიან პატარაა რამე რომ ვატკინო? (ზურა)
-აიყვანეთ, არაფერი არ დაემართება (ექიმი)
_ზურამ ბავშვი დაიჭირა და მისი გრძნობები იმ მომენტში აუღწერელი იყო....
და ის ორნი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულნი, გახდნენ სამნი...უბედნიერესი სამეული...ზურა, თამო და ლილე....



№2  offline აქტიური მკითხველი terooo

kargi iyo... magram bolo naucbatevi mechvena

 


№3  offline მოდერი Natiiaa33

სიყვარული გულს გვტკენს
უმაგრესიაა

მადლობაა

terooo
kargi iyo... magram bolo naucbatevi mechvena

ესეგამოვიდა :)

 


№4  offline წევრი Jein Eari

როგორ მიყვარს ეს ისტორიაა❤❤თბილი და გულში ჩამწვდომია❤

 


№5  offline მოდერი Natiiaa33

Jein Eari
როგორ მიყვარს ეს ისტორიაა❤❤თბილი და გულში ჩამწვდომია❤

<3 <3

 


№6  offline მოდერი მარტო სახლში

vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

 


№7  offline მოდერი Natiiaa33

მარტო სახლში
vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

ვაიი დიდი მადლობა საყვარელო ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent