შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაიარევს (2)


3-03-2019, 21:42
ავტორი emilywells
ნანახია 916

5 წლის წინ.
თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა სამოქალაქოს ლექციიდან და მეხუთე კორპუსისკენ გავარდა, ინგლისურის სწერვა ლექტორისთვის რომ მიესწრო, რომლის სახეები სამი წუთის დაგვიანებაზე, უკვე ღამის კოშმარად ექცა.
მთელი მონდომებით ''მირბოდა'' კორპუსისკენ, თავაწეულმა ჩაუარა უსაქმური ბიჭების ბირჟას, გულში ერთი შეიკურთხა, რაღა დღეს მომინდა კაბაო და გზა გააგრძელა.
ცხოვრება ხომ ყოველთვის უნდა დაგცინოდეს.
ამოვარდა ქარი და ჩვენს პატარა ნინას თმები სულ სახეზე გადმოაყარა, მხედველობის არედან გამორჩა შავი მანქანა, რომლის სიგნალებიც ყურსასმენში არ ჩაესმა და ასე აღმოჩნდა იოანე ვიბლიანის ახალი E60-ის ცხვირზე.
გაგიკვირდებათ, რომ ვთქვა, გაითიშა - მეთქი?
აღმოჩნდა აბაშიძეზე, ჟორდანიას კლინიკაში, რამდენიმე მილში ახლართული და გადასხმის აპარატზე ''მიმაგრებული''.
ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა ვიბლიანი. სულ არ აწყობდა წარმატებული მამის შვილს, კრიმინალური ისტორია, ერთი გვამი და ავტოსაგზაო შემთხვევა შუაგულ ვაკეში, ათასი მოწმის წინ..
წინ და უკან სიარულით თავბრუ რომ დაეხვა, პალატაში შევიდა. უყურებდა პაციენტს და მისი მსხვერპლის შესწავლას ცდილობდა. პატარა ცხვირი, მოზრდილი წითელი ტუჩები, ოდნავ შესამჩნევი ლოყები, რომელიც ტკივილიანი ამოსუნთქვისას ეჩხვლიტებოდა და სახე ეღრუბლებოდა. შავი თვალ-წარბი იმდენად დიდ ეშხს სძენდა, ასაკის გამოცნობა ვერ შეძლო, თუმცა მისი ბავშვურად შეკრული კოპები, ტუჩების ცმაცუნი ძილის დროს, მოკლე ფრიალა კაბა და კედები, არ აძლევდა საშუალებას, ეფიქრა მასზე, როგორც ზრდასრულ ქალბატონზე.
ის იყო მის თხელ თითებს შეეხო და ლამის ლოცვა დაიწყო, ოღონდ გამოფხიზლდესო, ექიმი შემოვიდა.
- ბატონო იოანე, ბეწვზე ვართ გადარჩენილები, საკმაოდ სუსტი გოგონაა, ღმერთს ძალიან უყვარხართ, გისოსებისთვის რომ არ გაგწირათ.
- რა მდგომარეობაა ? - ჰკითხა ორმაგად ანერვიულებულმა.
- კარგად იქნება, რეაბილიტაციას სამი-ოთხი დღე დასჭირდება, მცირედი მოტეხილობები აქვს მარჯვენა ხელზე და ფეხებზე ჩალურჯებები, სავარაუდოდ დაცემის დროს მიიღო ეს ტრავმები. თავის ქალა გადარჩა და სწორედ ამან გადაგარჩინათ თქვენ.
- ვინაობას ვერაფრით დავადგენთ ? იქნებ ახლობლებთან დაკავშირება შევძლოთ ძალიან ინერვიულებდნენ.
ის იყო ფიქრობდა, ვისთვის მიემართა, გოგონას მობილურის დამცავში სტუდენტური ბარათი შენიშნა.
- რა თქმა უნდა ! აქამდე როგორ არ მომაგონდა - შვებით ამოისუნთქა, როდესაც ბარათზე ნინა კანდელაკი ამოიკითხა - მშვენიერია, თავადის ქალო.
ექიმს მონაცემები მიუთითა, რომელიც მიმღებში გაემართა, ამ დროს კი ნინას მობილურზე შემომავალი ზარის ხმა გაისმა. უცნაურად და ორაზროვნად ეწერა ''გუგსი ბოსი'' - დიდი ალბათობით შეყვარებულს ელოდა, თუმცა როდესაც უპასუხა და სიტუაცია აუხსნა, ბიჭი ერთ საათში აბაშიძეზე იყო, ორ მისივე ასაკის ყმაწვილთან ერთად და გართულდა ნინას სატრფოს ამოცნობა, სამ ერთმანეთზე უკეთეს ყმაწვილში, რაც იოს საშინლად არ მოსწონდა, თუმცა, ვერ გეტყვით, რატომ.
- ჩემს ფერიას თმის ერთი ღერიც რომ აკლდეს, აქედან ნაწილებად გაგიტანენ იოანე ვიბლიაანო - უხეშად გამოსცრა ბიჭმა, რომელიც ხმაზე იცო, გუგა - თან ნინას თმაზე ეფერებოდა და დრო და დრო რაღაცას ჩასჩურჩულებდა.
- ნინა სამ დღეში გამოკეთდება, ხარჯებზე და სხვა დეტალებზე უკვე ვიზრუნე, თუ შეიძლება დაგტოვებთ და როცა გონს მოვა, თავად გადაწყვიტოს როგორ ''დამსაჯოს'' - ნიშნისმოგებით წაისისინა იოანემ და პალატა N206 უკანმოუხედავად დატოვა.
სამი მუშკეტერი იმაზე მეტ ტკივილს განიცდიდა, ვიდრე ხელმოტეხილი და ფეხნააღრძობი, უგონოდ მყოფი ფარატინა სხეული, რომელიც დრო და დრო წამოიკვნესებდა, თუმცა გაღვიძებას კატეგორიულად არ აპირებდა.
ორი დღე-ღამე სიჩუმეში გაილია, ''არსაიდან ხმა, არსით ძახილი.'' აღარც იოანე გამოჩენილა, თუმცა ექიმს დღეში ორჯერ ურეკავდა და ამბებს კითხულობდა, არ უნდოდა ბიჭების აგრესიის გამომწვევი ყოფილიყო, გოგონას სიმშვიდე სჭირდებოდა.
რა ხდებოდა ნინას მშობლიურ სახლში ? გაგიკვირდებათ და უმშვიდესად იყვნენ, გუგას ყოველთვის ენდობოდნენ და ამჯერადაც ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ გოგონას ტელეფონი ექსკურსიისას წყალში ჩაუვარდა, გუგასთან განხორციელებული ორი ზარისას კი ნინა ახლოს არ იყო და აუცილებლად გადმორეკვას ჰპირდებოდა ბიჭი.. დედის გული ვერ ისვენებდა, თუმცა არ უნდოდა დრამატიზირება, კანდელაკების ოჯახს ზედმეტი სპექტაკლები არ უყვარდა.
არ შეწყვეტილა აბაშიძეზე უცხო მანქანების და უცხო პირების მოძრაობა, ყველა საბოლოოდ მაინც საავადმყოფოსთან ჩერდებოდა, ნინა კანდელაკს კითხულობდნენ, პალატა N206 ათასნაირი ყვავილით ივსებოდა და ორ წუთში მძინარე ქალბატონს მარტო ტოვებდნენ.
ვიზიტების დრო უკვე გასულიყო, მორიგე ექიმმა შემოვლა დაასრულა და დასაძინებლად ცარიელ პალატას მიაშურა. სწორედ ამ დროს, ნაცნობი დაცვის დახმარებით, ქურდივით შემოიძურწა იოანე ვიბლიანი მეორე სართულზე და კარგად ნაცნობი კარისკენ გასწია. თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა, ოღონდ გოგონა არ შეეწუხებინა და თავის თავთანაც არ იმჩნევდა, ისე ეფერებოდა ღამისფერ თმაზე, მისი თხელი თითები ღონიერი მტევნით ჩაებღუჯა და თითქოს არ წამართვანო, ისე ჩასჭიდებოდა, ფიქრებით კი სადღაც შორს იყო.
- მოვკვდი და სამოთხეში ვარ? - ფიქრებიდან სუსტმა ხმამ გამოარკვია
- ნინა ? კეთილი იყოს შენი დაბრუნება -ერთდროულად გაოგნებული და გახარებული იოანე სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
- გთხოვ, არ დამიმალო, რაზიელი ხარ თუ მიქაელი ? თუმცა ეს ლამაზი ყვავილები, სასიამოვნო სურნელი, ანუ ჯოჯოხეთს გადავრჩი ? - ანცად ჰკითხა გოგონამ.
- სამი დღის წინ მანქანით დაგეჯახე, ჰო მე ვარ ის ''ბოროტმოქმედი'', ნუ მიყურებ მასე გაოცებული, მე.. მე მინდოდა - დაიბნა ბიჭი - გამეფრთხილებინე, სიგნალს არ ვწყვეტდი, თუმცა შენი ყურსასმენები.. მოკლედ ნინა, მიხარია, რომ დაბრუნდი - უფრო თავის გასაგონად ჩაიბურდღუნა, ზვირთებივით ამაღლებული მხრები შეციებული შოშიასავით მოებუზა და აღარ იცოდა გოგონასთვის ბოდიში რით გადაეხადა.
- ჩემს ბიჭებს დაურეკეთ, თუ შეიძლება - მკაცრად უთხრა გოგონამ და გვერდი იცვალა - და ჰო, საიდან იცოდით თეთრი ვარდებისადმი ჩემი გრძნობების შესახებ? თვალი კიდევ ერთხელ მოავლო გადათეთრებულ ოთახს.
- ბედია ნინა ყველაფერი, ბედი - თვალი ჩაუკრა და პალატა დატოვა.
დილით როგორი აჟიოტაჟი და ჟრიამულიც იქნებოდა, როდესაც სამი გადარეული ერთად მიაწყდებოდა ოთახს, ალბათ, ხვდებით. ნინამ არ მოინდომა დარჩენა, ექიმის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, დაჰპირდა რომ ''კარგად'' მოიქცეოდა და კვირის ბოლოს ვიზიტზე დასთანხმდა. პირველად დედას დაურეკა, ესაუბრა ''ყაზბეგიდან'' დარჩენილ შთაბეჭდილებებზე და ბიჭებმა სახლში მიაბრძანეს საბურთალოს პრინცესა.
ორშაბათიდან ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდა, მცირე თავბრუსხვევებს და მომაბეზრებლად შეხვეულ ხელს თუ არ ჩავთვლით, ისევ აგვიანებდა ნინა ინგლისურზე, ოღონდ ამჯერად ყურსასმენების გარეშე მირბოდა და გზაზეც ორივე მხარეს ზვერავდა.
ბინდდებოდა, ლექციებს რომ მორჩა, კურსელებს დაემშვიდობა და მეტროსკენ წავიდა. თავისი ჯგუფელი აკო წამოეწია.
- ნინაკო, მეც მეტროთი მოვდივარ და გაგაცილებ, საღამოვდება უკვე - ჯელტმენობა სცადა.
- ნინაკოს მე მივხედავ, თავისუფალი ხარ - მკაცრი ბარიტონი მოისმა მარჯვნიდან და ნინამ ბოროტმოქმედი ამოიცნო, რომელმაც ოთხი დღე პალატაში გაატარებინა - გამარჯობა თავადის ქალო.
აღელვებული გოგონა აკოს დაემშვიდობა და იოს დახმარებით მანქანაში მოთავსდა. ხმას არც ერთი იღებდა, ბოლოს კი სვანმა დაარღვია სიმშვიდე
- რატომ არ მიჩივლე ? - სანახევროდ ღიმილით ჩაეკითხა დადუმებულ გოგონას
- იმიტომ, რომ ორივე თანაბრად ვიყავით დამნაშავეები, მე არც ზებრაზე მივდიოდი და არც შუქნიშნის დასაშვებ ფერს დავლოდებივარ , მაშინ შენც უნდა გეჩივლა და ჩემი კარიერა დაგენგრია - ანთებული თვალებით და პატარა ბავშვივით ატიკტიკდა ნინა და იოანე გააოგნა მისმა ასეთმა სისუფთავემ და ბავშვურობამ, მისი ხელი ხელში მოიქცია და ნაზად ეამბორა. არ გამორჩენია გოგონას სხეულზე დაყრილი ტაო, ელექტრული დენივით ვენებში აჩქარებული იმპულსები და თავად გოგონას სახე, რომელიც ცისარტყელასავით ცვალებადი გამხდარიყო წამის მეასედში.
სადარბაზოსთან გაუჩერა და ლოყაზე აკოცა, არც მაშინ ამოუღია ნინას ხმა, ჩუმად გამოაღო კარი და გადავიდა, მადლობის თქმაც კი დაავიწყდა.
- ღამე მშვიდობის პატარა - გამოაფხიზლა გამხიარულებულმა ვიბლიანმა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.
ის საღამო იყო და მას შემდეგ სულ იყო იოანე და გვერდით ან ახლო-მახლო ნინა. თითქოს მართლა ბედი იყო მათი შეხვედრაა, თითქოს ეს ეწერა ორივეს. ნინასთვის გააზრებული ცხოვრება ავარიის დღიდან იწყებოდა და ალბათ გაგრძელდებოდა იმდენხანს, სანამ იოანე შეძლებდა არსებობას...
გაქვავებული იდგა სცენაზე და ყველაფერი ეს წამიერად, კადრებივით ჩნდებოდა მის გონებაში, თითქოს დროც არ გასულიყო, თითქოს ოთხი წელი ერთიანად ამოვარდა დროთა სვლიდან და თოვლივით გაუჩინარდა.. მოქმედების უნარი დაკარგა გოგონამ, იოანე კი ისევ იღიმოდა, მისი ღიმილი ისევ იგივე იყო, არც თავად განუცდია განსაკუთრებული ტრანსფორმაცია და ნინაც დარწმუნებული იყო, სახე თუ არა, მათი თვალები იმ წამს ერთმანეთს ცნობდნენ.
აზრზე მოსვლა მოახერხა თუ არა, არ ახსოვს, იმღერა თუ არა არც ეგ ახსოვს, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, ცივი ჰაერი რომ მიელამუნა შიშველ ლავიწებზე და მანქანის კარი გამოგლიჯა. სწრაფად მოსწყდა ადგილს და დედაქალაქის წყვდიადში გაუჩინარდა.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ის ღამე თეთრად გაათენა, აივანზე, ვისკით და სიგარეტით ხელში, ყველაფერზე ერთად ფიქრობდა, ყველა კადრს ათასჯერ მაინც იხსენებდა და ბოლოს დარბაზს უბრუნდებოდა, სადაც ყურებამდე გაღიმებული იოანე დატოვა, მისგან გამოიქცა, სწორედ ისე, როგორც ოთხი წლის წინ..
ღერს ღერი ემატებოდა, ჭიქას ჭიქა და თენდებოდა, მხოლოდ ის ეიმედებოდა რომ მეორე დღეს შაბათი იყო და თავდავიწყებით გადაეშვა მორფეოსის სამყაროში, როდესაც მზის პირველმა მოსჭრა თვალი.



№1  offline წევრი emilywells

დარინა
ის ბავშვური და ლარი ნინა მომეწონა, არ ვიცი რა როგორ მოხდა წარსულში და ახლა ცალკცალკე რატომ არიან, მაგრამ ეს წყვილი მომწონს, ხოდა მგონი ასეთი ნინა არ მომეწონა არ ვიცი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მართლა მაინტერესებს ძალიან.

მადლობა, რომ ჩემთან ხარ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent