შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 9


18-04-2015, 15:23
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 2 877

თვალები ფრთხილად გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე. საწოლში ვიწექი,თავი ბინტით მქონდა შეხვეული და ხელზეც რაღაც მალამო მესვა. საშინელი სუნი ასდიოდა. კინაღამ გული ამერია. თავი წამოვწიე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და უკანვე დავდე. ოთახში იოანე შემოვიდა. როგორც ყოველთვის, ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე.
-ერთი რამ მაინტერესებს ანაბელ!-მომახალა ეგრევე
-რა?
-რატომ გქონდა თავი გახეთქილი და ხელი დალურჯებული ?
-იმიტომ რომ სიბნელე იყო!
-რაშუაშია ეგ ?
-სიბნელის მეშინია..
-ანუ ?
- შოკში ჩავარდი ასე რომ ვთქვათ და სირბილი დავიწყე-მოვიბუზე... ვერ ვიტან როცა ჩემი სისუსტეების აღიარება მიწევს
-რაქენი ?
-სირბილი დავიწყე და უცებ ბრახ!
-ბრახ ?!
-ჰო დავეჯახე რა ანუ...
სიცილი აუტყდა.. კინაღამ ხელებში ჩამაკვდა, იატაკზე ხოხავდა და ბოლო ხმაზე ხარხარებდა..
-სხვათაშორის არ შეიძლება თავგახეთქილ და ხელჩალურჯებულ ადამიანს დასცინო!-ჩავიბურდღუნე ჩუმად
-უბბბრალლოდ ცუდაად ვარრ-თქვა სიცილით და ფეხზე წამოდგა
-ოჰ მორჩი ?
-კი-ისე თბილად გამიღიმა გეგონება მისი საოცნებო გოგო ვიყავი.
- კაი წამოვდგები მე მაშინ
-არ შეილება!
-რატო?
-თავბრუ დაგეხვევა და ისევ წაიქცევი. მე ექიმებზე დასახარჯი ფული არ მაქვს!
-გაეთრიე გველო! მომწყდი თავიდან!
-გველებს საერთოდ გოგოებს არ ეძახიან?
-მერე შენ...ისამ.... ჰო კაიი..-ჩავიფხუკუნე და იქით მხარეს გადავბრუნდი
-რა მე ისამ კაი ?
-არაფერი
-თქვი ეხა!
-არა-მეთქი!
-მიდი თქვი!
- არ გაბრაზდები?
-არა!
-დამპირდი!
-მიდი ჰო გპირდები!
-უნდა მეთქვა რომ... როდისმერე შენ და კაცი-მეთქი. -შევხედე და ირონიულად გავუღიმე... აი თვითონ რომ იცოდა ისე.
ერთი წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მერე ოთახიდან გავიდა და მარტო დამტოვა... გარედან კი რაღაცის მტვრევის ხმა გავიგონე. ამწუთას იოანე სულ ცალ ფეხზე მეკიდა, დავამთქნარე და ძილი გავაგრძელე.... სანამ "სიზმრებში წავიდოდი" გაბრიელი გამახსენდა... რა იქნება ეხა აქ იყოს-მეთქი ჩავიბუზღუნესავით... მერე ისევ ათასი უაზრო ფიქრი მოვიდა... სულ რაღაც 15 წუთში კი ვითომც არ გამიღვიძია ისეთ "ფერად" სიზმრებს ვნახულობდი.

....

ერთ-ორ კვირაში ჩემს თავსაც ეშველა და ფეხზე წამოვდექი. იოანე რასაცქვია მაწამებდა! სახლს მალაგებინებდა თავიდან ბოლომდე. იმ იდიოტს იქვე ბოსტანივით ქონია! გული კინაღამ წამივიდა... ვერ წარმოიდგენთ რამდენს მამუშავებდა. კიდევ კარგი დაბარვა არ დამავალა, მიხვდა რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ სანამ ეგ ვაჟბატონი მაგას მოისაზრებდა, ნახევარი საათი დავხტოდი ბარზე და თქვენ წარმოიდგინეთ ველაპარაკებოდი და ბოლო ხმაზე ვლანძღავდი კიდეც მიწაში რატომ არ ჩადიხარ-მეთქი. იოანე კი, როგორც ყოველთვის, ირონიული ღიმილით მაჯილდოებდა.გაბრიელი არ ჩანდა! არადა როგორ მენატრებოდა! მთელი ეს დრო მისი იმედი მქონდა, იმედი მქონდა რომ ამ იდიოტური ცხოვრების სტილიდან დამიხსნიდა. საწოლში რომ ვწვებოდი ფიქრის თავი აღარ მქონდა...
ისე რა ბედი მაქვს?! სამსახურში გაბრიელი მათევინებდა ღამეებს სათამაშოების გადარჩევაში აქ კიდე ეს იდიოტი!
განებივრებული იდიოტი!
ისე რას ერჩი თავიდანვე კარგად შევარქვი. ისე რა იქნებოდა აქედან წასვლა რომ შემეძლოს! იოანე ელისაბედის ნახვასაც მიკრძალავს... ჩემი პატარა დიაკოს ნახვას მიკრძალავს... მეზიზღება რასაცქვია! გულს მირევს მისი დიდი შავი თვალები და ასეთივე შავი თმა, მისი ვარჯიშისგან დაკუბიკებული ტანიც და ვნებამორეული გამოხედვაც...
როგორ მინდა რომ მოკვდეს!
ადამიანზე არასდროს არ მითქვამს ეს და პირველი იოანეა! ისე გამამწარა რომ სიცოცხლის სურვილი დამაკარგვინა! გაბრიელი მინდა... მენატრება...

მინდოდა განსხვავებული და საინტერესო ცხოვრება არა ?! მეზიზღებოდა სიმშვიდე არა?! ჰოდა ღირსიც ვარ ! იმ იდიოტს გავყევი ცოლად , რომლის მხოლოდ სახელი ვიცი... რომ მომეყოლა გაბრიელისთვის არა? მაგრამ ჩემ სიამაყეს ხო არ დავთმობდი!
მეზიზღება რა ეს ხალხი ! იოანემ მობილური მაინც დამიბრუნოს! რამდენი ხანია რაც მოწყვეტილი ვარ სამყაროს...მეზიზღება-მეთქი ეს ბიჭი ვამბობ! მეზიზღება!

არადა პირველ კვირაში მთელი დღე ეგ მელანდებოდა და გაცნობისდროინდელი საქციელის გამეორებაც კი მინდოდა!
არა! არ შეიძლება ასეთი უნამუსობა! ეს უკვე მეტისმეტია!დღეიდან სხვანაირი უნდა გავხდე! განებივრებული იდიოტის კოშმარად ვიქცევი! გველივით გესლიანი ენა მექნება! არაფერს შევარჩენ! სულ რომ მცემოს მაინც არ დავიხევ უკან! მაგას გონია ენა არ მაქვს ?! გული არ მტკივა?! ცუდად არ ვხდები ხოლმე?! ჰოდა დღეიდან ნახავს ვინც ვარ!


...

მომდევნო დღეები:

დღე პირველი

-ნუ იბღვირები!

-არ ვიბღვირები!

-მოკეტე!

-არა!

-რაგინდა ვაფშე შენ ჰა? რას მაწამებ ერთი თქვი!

-ნერვებს ნუმიშლი გოგო!

-არვარ ბიჭო მე შენი გოგო!

-არც მე ვარ შენი ბიჭო!

- რატო მიღრიალებ ?

-შენ თვითონ რატო მიღრიალებ ?

-რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე! განებივრებულო იდიოტო

- ნუ ატლიკინებ ენას! გოგო!

-მე რასაც მინდა იმას ვიზამ!

-ეგრე ხო?!

-ეგრე!

დასარტყმელად გამოიწია, მაგრამ ხელი ჩამოუშვა ორი წუთის განმავლობაში ჩუმად ვიყავით მერე კი სახლიდან გავარდა.


...

დღე მეორე:

-განებივრებული იდიოტი ხარ!

-ნუმიძახი გოგო ეგრე!მეზიზღება-მეთქი ხოგითხარი !

-მითუკეთესი! სულეგრე დაგიძახებ

-მეორეჯერ არ გავიგო თორე მოგკლავ!

-ვიცი არგაგიჭირდება!

-მართალი ხარ!არ გამიჭირდება!

-შენნაირ არაკაცს არაფერი გაუჭირდება!

-შენ გოგო სიცოცხლე მოგბეზრდა ?!

-კი ! მომბეზრდა! ყველაფერი მომბეზრდა!

-ეგრე თუ გინდა მალე დაესვება მაგას წერტილი!

-ჰოდა მინდა! მომკალი! შენთან ყოფნას ყველაფერი მირჩევნია!

გაჩუმდა და... ისევ სახლიდან გავარდა ...


...
დღე მესამე:

-დროზე საჭმელი გააკეთე !

-არა, თუ გშია შენთვითონ გააკეთე!

-გოგო დროზე-მეთქი!

-გგონია შენი თოჯინა ვარ და შენს ნებაზე ვივლი ?!

-ხო ხარ! ჩემი თოჯინა ხარ და თუ უნდა იყო კიდეც, არიქნები და შენს დას რაც მოუვა ნახავ!

-ნუღრიალებ!

-კიდე მევღრიალებ გოგო! დროზე გააკეთე-მეთქი!

-არა-მეთქი!

-დროზე!

-არა!

-სარდაფი მოგენატრა?

-კი ! იქ შენს სიფათს მაინც ვერ დავინახავ!

-ასე არა?!

-ჰო!

-სარდაფში ჩემთან ერთად დაიძინებ!

-რა?

-რაც გაიგე!

-განებივრებული იდიოტი ხარ! არაკაცი ხარ!

-გმადლობთ!

-არაფრის!

-დამიჯერე ანაბელ ამ ღამის მერე უფრო დარწმუნებული იტყვი მაგ სიტყვებს თუ არ მოკეტავ!

-არასდროს არ დაგემორჩილები!

-მაგასაც ვნახავთ! ახლა კი... -ხელში ამწია და სარდაფისკენ გამაქანა

იმ წუთას ვხვდებოდი რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტი დგებოდა.... მეშინოდა... ძალიან მეშინოდა.....

არა მაინც რატომ ვარ ასეთი დებილი?!





....


მოგწონთ ? დააკომენტარეთ რა თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია



№1  offline წევრი Black girl

კარგიი იყოო ძაანნ დაამაინტერესსაა <3 დზან მომწონსსსს love გაგრძელე რაა love

 


№2  offline წევრი Only DrEAmer

Black girl
კარგიი იყოო ძაანნ დაამაინტერესსაა <3 დზან მომწონსსსს love გაგრძელე რაა love

მადლობაა <3 ^^ შევეცდები

 


№3  offline წევრი Annee

ახლა ვნახე რომ თურმე გაგიგრძელებია და 9 მთას იქეთ გადაკარგული დაბრუნებულხარ :დდ ხოდა მე ისევ ვაგრძელებ კითხვას. უფრო საინტერესოდ მიდის მოვლენები და კაია. ისე მე იოანე უფრო მომწონსავით და რავიცი რავიცი.. აღარ შეწყვიტო წერა. სხვა თუ არავინ მე ვკითხულობ და ძაან მომწონს. ველოდები შემდეგ თავს:*:*

 


№4  offline წევრი Only DrEAmer

Annee
ახლა ვნახე რომ თურმე გაგიგრძელებია და 9 მთას იქეთ გადაკარგული დაბრუნებულხარ :დდ ხოდა მე ისევ ვაგრძელებ კითხვას. უფრო საინტერესოდ მიდის მოვლენები და კაია. ისე მე იოანე უფრო მომწონსავით და რავიცი რავიცი.. აღარ შეწყვიტო წერა. სხვა თუ არავინ მე ვკითხულობ და ძაან მომწონს. ველოდები შემდეგ თავს:*:*


აღარ შევწყვეტ არაფრის დიდებით <3

 


№5  offline წევრი Annee

Only DrEAmer
Annee
ახლა ვნახე რომ თურმე გაგიგრძელებია და 9 მთას იქეთ გადაკარგული დაბრუნებულხარ :დდ ხოდა მე ისევ ვაგრძელებ კითხვას. უფრო საინტერესოდ მიდის მოვლენები და კაია. ისე მე იოანე უფრო მომწონსავით და რავიცი რავიცი.. აღარ შეწყვიტო წერა. სხვა თუ არავინ მე ვკითხულობ და ძაან მომწონს. ველოდები შემდეგ თავს:*:*


აღარ შევწყვეტ არაფრის დიდებით <3


ძალიან კარგი :*:* ისე ღირსი კი იყავი გამელანძღე ამდენი ხანი რო არ ჩანდი და დაგვეკარგე . :Dდდ

 


№6  offline წევრი Only DrEAmer

ჰოვიცი :დდ აუცილებლად გავაგრძლებ დამადლობა რო კიდევ კითხულობ

 


№7  offline წევრი SaLoOme

Dges daviwye me es istoria da ragacnairad gansxvevebulia ramac moxibla ❤❤❤ aucilrblad male dade shemdegi tavi da mozrdili cotaaa ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent