შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„მდაჰ“ (თავი 2)


4-03-2019, 02:01
ავტორი Pepi Pepi
ნანახია 970

და აი ბოლო 5 წუთი რჩება სემინარის დასრულებამდე და ნანატრი თავისუფლებაც. ჩაფიქრებული გამოვდივარ უნივერსიტეტიდან და ნელი ნაბიჯებით მივუყვები ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალ გზას. შემოდგომის თბილი სიო გადატვირთული ჭავჭავაძის გამზირი. სრული იდილია. ძლივს ძლიობით ავდივარ ავტობუსში და ისევ ნაცნობი სახე. ბებია, რომელიც სულ მხვდება. მის სახეზე ნაოჭები აღწერს ცხოვრებისეულ ტრამვებს, მაგრამ მისი თბილი გამოხედვა გავიწყებს ყველანაირ პრობლემებს. არ ვიცი რატომ მაგრამ სულ იქცევს ეს მოხუცი ქალბატონი ჩემს ყურადღებას. ჩავდივარ ჩემს გაჩერებაზე ანალოგიურად, „ღრმადპატივცემული“ სამეზობლო, ავდივარ კიბეებზე და შევდივარ სახლში. ღრმად ვსუნთქავ და ცარიელ სახლს ვუყურებ. თვალებს მაგრად ვხუჭავ და წარმოვიდგენ სახლში მოსიარულე მხიარულ, მომღიმარ დედას. სულ მხიარულს, ქოთქოთას. თვალებს ვახელ და ლოყაზე ჩამოვარდნილ ცრემს ვიწმენდ. ვუყურებ დაცარიელებულ სახლს და ვცდილობ საკუთარ თავში მარტოობის მოკვლას. არ მიყვარს ეს შეგრძნება. დედა ერთი წლის წინ დავკარგე. მამა მაშინ, როდესაც ვღუღუნებდი და აღუს თქმას ვცდილობდი. ავტოავარიას ემსხვერპლა. არ გეგონოთ რომ თავს გახვევთ ჩემს პრობლემებს, და არც იფიქროთ, რომ მარტო, გაჭირვებაში ვცოვრობ. მყავს მამიდა, რომელსაც არაჩვეულებრივი კარიერა აქვს ამერიკაში. ის ექიმია და ყოველთვიურად მეხმარება. თან მეც ვმუშობ. ცოტა მიჭირს უნივერსიტეტთან შეთავსება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ყველანაირად ხელს მიწყობენ. მოკლედ შევდივარ სამზარეულოში ყავას ვადუღებ და ვჯდები მარტო, სამზარეულოში. ვუკიდებ „პაპიროს“ და ვიწყებ ფიქრს. არც ის იფიქროთ, რომ მწეველი ვარ. უბრალოდ ხანდახან ვცდილობ, რომ დარდი სიგარიტის ნამწვავებს გავატანო. მაგრამ სიგარეტი იწვება დარდი კი რჩება. ჩემდაუნებურად ტელეფონის განათებულ ეკრანს ვუყურებ და ვიაზრებ, რომ სულ ცოტა ხანში ჩემი გოგოები მოვლენ მე კიდევ ჯერ არ გამიკეთებია ფრანგული „ბლინები“. სასწრაფოდ ვდგები და ვიწყებ ჩემი საყვარელი დესერტის მომზადებას. სულ მალე ზარის ხმა მწყვეტს და მაბრუნებს იმ რეალობაში, რომელშიც სუნთქვა მიჭირს. ცხადია, პირველი ლიზა მოვიდა. კარს ვაღებ და...
- შემოდი ლიზა. როგორ ჩაიარა დღემ?
- მოსალოდნელად, არაფერი განსხვავებული. ისევ ვაკვირდებოდი დაჩის ლექციაზე. დღეს არაჩვეულებრივი პრეზენტაცია გააკეთა. ვუსმენდი და ვიძირებოდი მის მწვანე თვალებში.
- ლიზა, გამოფხიზლდი, ხომ ვთქვით უკვე, რომ არაფერი გამოვა.
- ვიცი და ნერვები მეშლება, რაღა მაინცდამაინც ჩემი ძმის ძმაკაცი უნდა შემყვარებოდა...
- და თან თავდავიწყებით.. (მე)( ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო და ლიზას მაგრად ვეხუტები) ხომ იცი, რომ არაფერი არ გამოვა. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდება თუ ყველაფერს ალექსანდრე გაიგებს. ყურებს დაგაჭრის...
- აუ, არ ვიცი და გულს როგორ ვუბრძანო?
- ეგ არც მე არ ვიცი. ქალბატონ თათულის ვკითხოთ.
- ხოო ნახევარ საათში ვიქნებიო მომწერა.
- ჩაი თუ ყავა?
- ჩაი.
- კაი გაიცინე რა ლიზა, ვერ ხვდები, რომ მთელი ახალგაზრდობის წლებს უაზროდ ატარებ.
- ვიცი მაშო ვიცი.
- ხოდა მოდი დავივიწყოთ დაჩი რაა და საერთოდ სულ არ მომწონს ჩვენი ახლანდელი რეალობა. როდის დავემსგავსეთ იმ გოგოებს, რომლებიც განუწყვეტლივ ბიჭებზე საუბრობენ?
- არ ვიცი. მაგრამ აშკარააა, რომ დაჩი ძალიან საყვარელია. მწვანე თვალებით.
- არა შენ მე გადამრევ რა დაჩი..
კარზე ზარის ხმა გვაწყვეტინებს მეტად „საინტერესო კამათს“..
-მიდი კარები გააღე, იქნებ დაჩია.. ხომ ხედავ ფქვილში ვარ ამოგანგლული.
-აუ ნუ დამცინი..
ლიზა მიიზლაზნება კარისკენ კარს აღებს და ხედავს ერთ წითელ ვარდს. სიცილით შემორბის ოთახში.
- რა გაცინებს? თათული სად არის?
- არც თათული ვიცი სად არის, არც დაჩი მაგრამ შენთან ვიღაცას მოსვლა ნამდვილად უნდა..
- რას ბოდიალობ?
წითელ ვარდს მანახებს და გაკვირვებული სიცილით მეუბნება
- რას ნიშნავს ყოველივე ეს?
- ეს რა არის?
- მე შენ გეკითხები.
- მე კიდევ შენ.
- არ ვიცი შენს კარებთან დადო ვიღაცამ.
- უთუად თათული იქნება და მაგას მოხვდება. რით ვერ გაიზარდა.
- არამგონია თათული იყოს.
- რატომ?
- ეხლა მომწერა, რომ ცოტა შემაგვიანდებაო.
- ანუ რა გამოდის?
- გამოდის, რომ ვიღაც...
- გამოდის, რომ ვიღაც ცდილობს ბანალურად მოისყიდოს ჩემი გული და თან საერთოდ არ მიცნობს ..
- პირდაპირ გაოცებული ვარ
- რა სითავხედეა?
- რა არის სითავხედე? პირიქით ძალიან გამბედავია
- რას ნიშნავს გამბედავია?
- აბა შენისთანა ყინულის გალღვობას ერთი ცალი ვარდით რომ იწყებს
- აქ ვარდის რაოდენობაში არ არის საქმე
- აბა რაშია?
- უბრალოდ ვარდი არ მიყვარს. ორივე ვიცინით..
- მართალი ხარ. პირდაპირ ბრილიანტის ბეჭედი..
- კარგი კარგი ეხლა ჩაიც მზად არის. დღეს ხომ დარჩები ჩემთან?
- აბა მარტო როგორ დაგტოვებ? ღრმადპატივცემული „პაკლოვნიკებისგან უნდა დაგიცვა“ ...
ორივე ვიცინით და ვუყურებთ ერთცალ ვარდს...
- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქალბატონი ნიკოსთან ერთად არის.(ლიზა)
- აუ არ ვიცი მაგ გოგოს რა ეშველება.
- ჯერ შენს ვარდს მიხედე.
- კაი გვეყო ალბათ შეეშალა ვინმეს..
- კი კი როგორ არა ..
- კაი და თათული როდემდე აპირებს ნიკოსთან ესეთი უაზრო ურთიერთობის გაგრძელებას არ ვიცი..
- რამე უნდა მოვუხერხოთ..
- შენ შენს დაჩის მოუხერხე რამე. ისე ხანდახან წარმოვიდგენ ალექსანდრე ორივეს რომ გახევთ ყურებს....
- მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა.. რას ამბობ ხომ არ გაგიჟი? თანაც მე მიყვარს დაჩი თორემ დაჩის ეხ..
- კაი ხოო გვეყო. უკვე გვიანია ნეტავ ეს ქალბატონი რას აპირებს?
- ყურმილსაც არ იღებს?
ამ დროს კარზე ბრახუნი არ წყდება. მე და ლიზა შეშინებულები მივრბივართ კარებთა. ლიზა უკან ბრუნდება სამზარეულოში და ტაფით ხელში მორბის.. კარებთან დგება და მანიშნებს მზად ვარო...
- სულ გარეკე ხო?
- იქმებ მანიაკია?
-რა მანიაკი. რა უნდა მანიაკს ჩემთან..
- მიდი მიდი გააღე..
კარს ვაღებთ და ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს. სახლში შემორბის თათული გვეხუტება და იწყებს ტირილს......



დიდი იმდენი მაქვს ძალიან დიდ სისულელედ არ ჩათვლით. <3 <3 <3



№1  offline წევრი fluctus Oceani

ოოოოო კაი რა სისულელე მე არ მინახავს ჯერ აქ ეჰ როგორ არ აფასებენ ეს ხალხი თავიანთ ნიჭს:დდ მოკლედ დაიაა გელოდები და ნუ დააგვიანებბ ხო მე მომწონსსსსსსსსსს თათულის ამბავი მაინტერესებს და კიდევ ის ვინც ვარდი დაუდო კარებთან

 


№2  offline წევრი Pepi Pepi

I love you baby
ოოოოო კაი რა სისულელე მე არ მინახავს ჯერ აქ ეჰ როგორ არ აფასებენ ეს ხალხი თავიანთ ნიჭს:დდ მოკლედ დაიაა გელოდები და ნუ დააგვიანებბ ხო მე მომწონსსსსსსსსსს თათულის ამბავი მაინტერესებს და კიდევ ის ვინც ვარდი დაუდო კარებთან

დიდი დიდი მადლობა <3 ძალიან გამახარეთ <3

 


№3  offline წევრი Kesane_one

Jobia gazardo tavebi dzalian pataraa 3 amxela mainc unda iyos.

 


№4 სტუმარი სტუმარი Liza

Rodis dadeb? COtadidi tavebi dade gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent