შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენც იპოვი შენს თვეს


5-03-2019, 15:55
ავტორი sunriseN
ნანახია 951

ჩამქვრალი თვალები, სევდანარევი ღიმილი, გაცვეთილი ფურცლები.

შენს ცივ გულზე გადაკრული ლამაზი სხეული, ჩემს თვალში სამყაროს აკნინებს. ხმას მუდამ თან დევს მსუსხავი სიო,რომელიც ისე ადვილად აღწევს გულთან მისი ბგერებით, გრძნობა მიჩნდება ვიღაცის ცივი ხელები რაც უფრო მაგრად უჭერს ხელს მისი ბიძგები მით უფრო ნელდება.
შენი გული ბრჭყალებით გარშემოტყმულა, არაფერს დადებითს მასთან არ უშვებს... მყინვარებას კი გზას დიდი სიამოვნებით უთმობს. მართლაც ამაზზრზენია, როდესაც შენნაირ ადამიანს გარგუნა ღმერთმა სრულყოფილი სხეული და ადამიანები უმანკო სულით, კედლის ბნელ კუთხეში მიმალუნან, რომელიც შენნაირ ადამიანებს გაუშავებიათ, მათი სრულყოფილი ბაგეებიდან წამოსული მყრალი სიტყვებით.
დადიხარ თვითკმაყოფილი ღიმილით, შენ ცივი გული კი სამყაროს ტვირთად აწევს, რომლის ტარებაც თანდათან გაუსაძლისი ხდება,მაგრამ ისინი შენს მაგივრად აკეთებენ ყველაფერს... ცდილობენ ეს შავი ყინულის გული ნათელი სიტყვებით მიჩქმალონ... შენ კიდევ უფრო ,,ძლევამოსილი" ხდები. ხალხი კი, რომელთაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ... ან ეშინიათ საკუთარ აზრზზე მოსალოდნელი კრიტიკის ფეხებს გიკოცნიან და შენს გაღიმებასაც ,,დამსახურებულად" იღებენ. ნათელი სახეები შენს გაბატონებულ სიშავეში, ხსნის გზას ეძებენ და ცდილობენ შენი არსებობა დაივიწყონ... მაგრამ შენნაირები მრავლდებიან, და მათ კედელს უქმნიან, რაც მათივე სულის ფერია.
გული მწყდებოდა,როცა ასეთს გიყურებდი, უგრძნობს და რაღაცით შეპყრობილს,რასაც სიშავე მუდამ თან სდევდა. თავიდან ვცდილობდი,ხალხი შენგან დამეცვა... არმიმეცა მათთვის უფლება ოცნებებზე უარი ეთქვათ...მუდამ შენს წინააღმდეგ ვიბრძოდი,მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, უეცრადი შენდამი ზიზღი სიბრალულმა ჩაანაცვლა, იქნებ შენ შეგეძლო შეცვლა, იქნებ უბრალოდ გჭირდებოდა ვინმე ვისთანაც გაიხსნებოდი,მაგრამ ჩემი თეორიები მცდარი აღმოჩნდა...შენთან საუბრის მცდელობისას არარაობად ჩამთვალე, ჩემი გული ხოჭოსავით გასრისე ერთი ფეხის დარტყმით.
ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი გელოდა წინ, ამიტომ ვცადე შენთან საუბარი შენ კი სიცილად არ გეყო ჩემი მცდელობა მეგობრობისკენ... სამყაროში უამრავი გზაა შენ კიდევ ყველაზე მარტივს დაადექი,მაგრამ მარტო მიუყვებოდი,ყველა შენს ირგვლივ ყალბი იყო...გზა კი ისევ ადვილი.
არავინ ვიცით ცხოვრება რას გვიმზადებს, შენს ადვილ გზასაც კი გაუჩნდა წინ დაბრკოლება, გჭირდებოდა მეგობრის დახმარება, მაგრამ შენ მეგობრები არ გყავდა. შენს სიამაყეს ვერ გადააბიჯე... დახმარება ვერ ითხოვე და ისევ შეინარჩუნე შენი ,,იმიჯი". ვხედავდი, რომ რაღაც გჭირდა... ირგვლივ არავის იკარებდი, უფრო აგრესიული გახდი და შენი დამცინავი სიცილიც ისე გაქრა, სახეზე კვალიც კი არ დატოვა. ისევ ვცადე შენთან საუბარი, მე შემეძლო გამეგო... ერთი და იგივე გასაჭირი გვაერთიანებდა, ადამიანებს კი ერთნაირ გასაჭირზე მეტად არაფერი აახლოვებთ... თუმცა შენმა სიტყვებმა იმდენად მატკინა, სიარული მიჭირდა, მას შემდეგ ჩემი ყველანაირი გასამართლებელი თეორია დაიმსხვრა და ახლოს აღარ გაგკარებივარ.
იმ დღის შემდეგ რამდენიმე კვირა ოყო გასული, ნოემბრის წვიმიანი საღამო იყო, შენ კიდევ ჩემი სახლის წინ იდექი, პირველად გასწორებოდა შენი თვალები მიწას... ჩემს წინ იდექი წვიმიან ნოემბერში თავდახრილი, შენივე შექმნილ სიშავეში ნათელ წერტილად წვიმიან საღამოს ჩემთან გრძნობებისგან დაცლა ჰპოვე. პირველად გხედავდი ასეთ უსუსურს, ვერ ვიჯერებდი რომ შენ ის პიროვნება იყავი ვინც რამდენიმე კვირის წინ სხვების ტკენის გარდა არაფერზე ფიქრობდა. შენი სული, რომელიც დასახიჩრებულიყო, ახლა წვიმის წვეთების ნაზი შეხებით გაკვალულ გზას დასდგომოდნენ გამთელებისაკენ. მაშინ ვიგრძენი ბედნიერება, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა... მე შენ დაგეხმარე ნათელი გზის პოვნაში, რასაც შენივე თხოვნით ერთად მივუყვებით...
დასასრული.
დაამთავრა კითხვა ჩემს წინ მჯდარმა ხანში შესულმა ქალმა, და აქამდე ჩამქვრალ თვალებში ნათელი სხივი შევამჩნიე, რომელიც ოთახში ახლახან შემოსულ კაცს გამოეწვია ხელში ნახატით ოთახის კუთხეში რომ დადგა, ნახატზა აგრესიული მოზარდი გამოესახა რომლის მხარზე მშვიდი გოგონას ხელი იდო, გოგონასი რომელიც მის აგრესიულ თვალებს ვერ შეჰყურებდა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და დავინახე ის ნოემბრის საღამო, როცა ერთმანეთი იპოვეს და მას შემდეგ თვალები ნაცნობი სოლუეტის გამოჩენისას იღვრება ნოემბრის მზედ.



№1  offline წევრი Maryam_

ძალიან ლამაზად და საინტერესოდ წერ.. პატარა ჩანახატია და ამ "ორიოდე სიტყვით", უამრავ ემოციას აღძრავ მკითხველში❤


•"ადამიანებს კი ერთნაირ გასაჭირზე მეტად არაფერი აახლოვებთ..." ❤


"წვიმიანი ნოემბერი" "ნოემბრის მზე"
ძალიან საყვარლად წერ ^^ სუსხიან ნოემბერზე ისე თბილად წერ.. ნოემბერი გათბა^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent