შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტარტ გულის ჩუყინგები . (1)


5-03-2019, 19:02
ავტორი Occultist
ნანახია 1 127

ხალხო , მე ის უნამუსო მწერალი ვარ ამ ისტორიის წერა , რომ დაიწყო და მერე გაქრა...
ჩემი ძვირფასი თანამგზავრი სკლეროზის წყალობით , წინა ექაუნთის პაროლი დამავიწყდა , ჰოდა არ აღვადგინე და ბოდიში მსგავსი უნამუსობისათვის , მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს..
ამ თავით დავიწყებ და ამჯერად აღარ გავქრები , გპირდებით .
გადავაკეთე ბევრი სიტყვა და რამე , მაგრამ აზრით იგივეა , მადლობა თუ გამიძლებთ კიდევ მიუხედავად წინა შეცდომისა.

სტარტ გულის ჩუყინგები. (1)

-კიდე უფრო მაღლა აიწიე და ყველა სხეულის ნაწილს დაფარავ,-ვუბღვერ ნატუკას და დაწვრილებული თვალებით მუცლამდე აწეულ კაბაზე ვანიშნებ.
-აღარ ადის უფრო მაღლა , თორემ ავქაჩავდი.-"სინანულით" აქნევს თავს.
-ჰო , ჰო , აქაჩე და ფეხბურთის ნაცვლად ყველა შენს ტრაკს , რომ დაუწყებს ყურებას მერე ვნახოთ,-კმაყოფილი ბაბაიაგასავით ვასავსავებ გალანტურ თავს და დახეულ ჯინსს ოდნავ მაღლა ვიწევ , რადგან ესეც მძვრება , მეორეც მძვრება, მესამეც და საერთოდ რა ჯანდაბაა, როდის უნდა გამოუშვან ფირმებმა ჩემი ზომის შარვალი ?!
-ნემსი და ძაფი წამოიღე და თუ რამეა ამომიკერე იქვე.
რას ფხუკუნებს ?! ღირსი არ არის მართლა წავაჩანჩალო ნათელას ნაჩუქარი ნემსი და ძაფი ?!
-ნემსი და ძაფი არვიცი , მაგრამ გამახსენე ალიკაპი ჩავიგდო ჩანთაში , თორემ შენ იქ ლაპარაკი , რომ დაიწყო სანამ იმ ნემსით და ძაფით პირს ამოგიკერავ მანამდე კი დამთავრდება თამაში , ხოიცი ჩემი კერვის ამბები და...
ჰო, მადლობა წმინდაო ლუიზა ! გვეღირსა , მანტოსაც იცვამს და ალბათ დღეს გავალთ , თუ არადა წავალთ და სტადიონს მაინც ვუყურებთ.
-შენ რატომ ჩაიცვი ეგ შარვალი , ჩაგეცვა კაბა.
მოიცა, კიდევ აქეთ მეწუწუნება ?! ღმერთო , გამაკავე , რომ შემთხვევით არ შემომეფშხვნას ეს სიფრიფანა ინგლისის დედოფალი !
-ხომ იცი როგორ მიყვარს კაბები , უბრალოდ ფეხები მაქვს გასაპარსი და ეგ პონტია, რა.
ისე დამაჯერებლად ვუყურებ ჩემს როგორც ნატუსკუსი იტყოდა "ახვლედიანის" ფეხებს , რომ წამით მეც ვიჯერებ , თითქოს მართლა გასაპარსი მაქვს.
-კარგი რა , ლიზა ! იღლიებს , რომ არ იპარსავ მაგას კიდევ ვითმენ და ახლა ფეხებიც ?!
-შენს მშობლებს შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა მრავალწლიანი კურსის გავლა , რომ მოგიწევს ფსიქოლოგთან ? უფრო სწორად ერთი არ გეყოფა , ფსიქოლოგებთან...
-მაგაზე შეგაწუხებ , ლიზიკო ?! მე ვეტყვი და იმასაც შევაპარებ , რომ შენი ფულიც გადაიხადონ , ოღონდ დავამატებ , რომ შენ უფრო გართულებული ფორმა გაქვს.
-არადა ვფიქრობდი მე გადავუხდი-თქო , შენები მაინც შენი გადარეული ძმის ფულს იხდიან და ცოტას დავეხმარებოდი , მაგრამ რომ მოვაშორე შენი თავი და აქ წამოგიყვანე ეგეც ხომ დახმარებაა ?
აღარაფერს მპასუხობს და ჩვენც ჩუმად განვაგრძობთ ყინვას სტალინის აგებული კორპუსის წინ.
ჰო კარგი, სტალინი რამეს აგვიგებდა ?! მიშამ ააგო, ვენაცვალე მაგას, დახატული ბიჭია !
უვკე ვფიქრობდი გავიყინებით სანამ ტაქსი გამოჩნდება-თქო და უცებ ჰოი, საოცრებავ !
არ გამომეცხადა თეთრ რაშზე ამხედრებული ტაქსი ?
ოღონდ იმ განსხვავებით , რომ მანქანა ოპელია თანაც სავარაუდოდ აი , ის ოპელი სულ პირველად , რომ გამოუშვეს და წესით მუზეუმში უნდა ინახებოდეს, ამასთანავე მძღოლი 60-ს იქნება გადაცილებული , მაგრამ სიყვარულმა ასაკი და ფული არ იცის , ნატუკას გავურიგებ ამ თაფლივით "ბიჭს" !
გზაზე იმხელა საცობია, რომ ეჭვი მაქვს საქართველო-გერმანიის თამაშზე კუბოებით მიგვიყვანენ დროთა ჟამისგან ობდადებულებს.
ალიიილუიიააა !
მივაღწიეთ ! მანქანიდან ვხტებით თუ არა , ნატუკა მძღოლს ისე აძლევს ფულს , როგორც ღიპიანი-ჯიპიანი ბიძიები აძლევენ ხოლმე მეგობრებს:"ჩაიდე, ბავშვებს კამფეტი უყიდეო".
შევდივართ და კაკრას, ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო !
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებიდან ერთი ლომგული ბიჭი აქტიურობს , ისე გააქვს გოლები, როგორც ჩვენ მეზობელ ციცინოს ჭორები ერთი კორპუსიდან მეორეში , გამახსენეთ მერე, გავაცნობ ერთმანეთს , უკვე გითხარით , რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის ?
ნატუკა მიშტერებულია ამ ბედოვლათ არსებაზე , რომელსაც თუ კარგად დააკვირდები ვახტანგ გორგასალივით კარგი აღნაგობა აქვს.
კარგი , ლიზა, ვის ატყუებ ?! საერთოდაც, ძლივს ხედავ მაგ ბიჭს ან იქნებ გოგოა? ისეთ ადგილას ზიხარ სულ , რომ შენი მეზობელი ჟენია იყოს ახლა მაინც ვერ იცნობ !
მეორე ტაიმზე ვიღაც ახალი ემატებათ და როგორც კი მოედანზე შედის ყველა მას უყურებს, ყველა ნიშნავს ყველას ანუ სრულიად ყველას ! ყველაზე მოთამაშე (ქართველები) მისკენ მირბიან და შეძახილებით ეხუტებიან , ალბათ ასე გაუხარდა საქართველოს სააკაშვილის მოსვლაც სანამ კარგად არ გაიცნეს .
მეორე ტაიმი იწყება და ის ბიჭი , რომელსაც ნატუკა ახლაც პირველყოფილი აწითლებული ვაშლივით უყურებს , ისევ შესანიშნავად თამაშობს.
ახლა ის ახალი მოსულიც ერთვება და უკვე ეჭვი მიპყრობს გოლების გატანის რაოდენობით რომელი ჯობია , რომ გავაცნო ჟენიას.
ვიღაც გოგო მიყურებს როგორ ვუყურებ თამაშს და თან ისეთი ცეცხლოვანი თვალებით მიყურებს ნელ-ნელა ეჭვი მიჩნდება, რომ ორიენტაციაში ცოტა გადახრები უნდა ჰქონდეს .
თამაში მთავრდება და ქართველები ვიგებთ , მეც კმაყოფილი ისე ვტრაბახობ მოვიგეთ-თქო , თითქოს სულ მე გავიტანე გოლები და სულ მე ვასახელე იბერია .
ქვემოთ ჩავდივართ მე და ნატალი , რომ როგორმე აქედან გავაღწიოთ , თავი ისედაც მიტინგზე მგონია და უცბად , რომ ვხედავ ის ორიენტაცია გადახრილი გოგო როგორ მიახლოვდება უკვე ვფიქრობ , რომ ისიც გამოჩნდა ვის გამოც შეიძლება მიტინგი მოწყობილიყო .
-მარგიანი აქეთაა.
გასახდელისკენ მანიშნებს და დაქალებთან ერთად სიცილით კვდება , ალბათ ვალერიანს ვესვროდი , მაგრამ სამწუხაროდ თან არ მაქვს.
და საერთოდ, ამან ახლა რა ქნა , იღადავა ? მე და ნატუკა გაკვირვებულები ვუყურებთ ერთმანეთს და ვერაფრით ვხვდებით ვინ ჩემი ფეხებია მარგიანი !
-ვაა, შენ რა მაგარი დისპეჩერი ყოფილხარ , ეე!
"გაოცებული" სახით ვუყურებ , თითქოს ახლახანს დაამტკიცა , რომ 2X2=4-ს.
სახეები აელეწათ , ჰოდა, მე ნამდვილად დავრწმუნდი , რომ ან ორიენტაციაში აქვს გადახრები ან ფსიქოლოგიაში.
- წამო რა , ავტოგრაფი მინდა ერთის და ესენი დაელოდონ იქნებ ვაშლი მაინც ჩაუგდოს იმ მარგიანმა .
-სტარტ გულის ჩუყინგ.
"ცრემლებს" იწმენდს ნატუკა და კაბას ქვევით ქაჩავს, ხომ ვუთხარი მოკლეა-თქო ?!
გამობრუნებას ვაპირებ , ვიღაც მოზვინულ არსებას თავით მკერდზე , რომ ვასკდები , ეს მაიკლ ჯორდანის ვინმეა ?
-ხელს ხომ არ გიშლი? -აღრენილი ვეუბნები მაიკლ ჯორდანის "ვინმეს " და ლამისაა ხიდზე გადავიდე , რომ თვალებამდე მივაღწიო როგორმე .
-არა , რას ამბობ ? ძალიან კომფორტულად ვარ . -მხრებს იჩეჩს.
უი, ეს ის არ არის , რომ ვთქვი მერე შევიდა სტადიონზე და იმ პირველ გოლების გამტანს კონკურენციას უწევს ჟენიასთან ურთიერობაში-თქო ?
-კარგი, არ გინდა გაფიცებ !
თვალების ტრიალით ვეუბნები და ხალხში დაკარგულ ნატუკას ვეძებ, რაღაც ამ ბოლო დროს თვალები მაწუხებს, ბებიაჩემმა , რომ სათვალე დატოვა იმის გამოყენება მომიწევს მალე, ძველია , მაგრამ სამაგიეროდ ფანრიანი ნოკიასავითაა, სულ, რომ "მიაგიტლერკაპუტო" მაინც ვერ გატეხავ.
ნატუკას ისეთი მოკლე კაბა ეცვა შეიძლება ვინმემ ხელი დასტაცა და ხვალ ორსული დამიბრუნონ !
პასუხის გაცემას აპირებს ის ჟენიას მომავალი საქმრო ნატუკას , რომ ვხედავ როგორ მიქნევს ხელს და თავ-ქუდ მოგლეჯილი არა , მაგრამ ტრაკ-ამოძუებული გავრბივარ მისკენ სანამ კიდევ ვინმეს გადავიმტერებ , მაგრამ ყველაფერს ხომ ბედი უნდა ? და ყველაფერი ხომ მე უნდა დამემართოს როგორც უბედობის ჭეშმარიტ შთამომავალს ?!
სანამ ნატუკამდე მივედი ვიღაცას თუ რაღაცას ფეხი წამოვკარი და სახით ჩავეხუტე ასფალტს , ხვალ ან ზეგ იუთუბი ძალიან გაერთობა, შედით იქნებ თქვენც მიპოვოთ , როგორც კრახგანცდილი ახალგაზრდა !
-კარგად ხარ?
მეკითხება ვიღაც შერეკილი თმის მქონე ბიჭი და ზემოდან მიყურებს.
-დონთ ვორი , ყოველდღე ვეხუტები ასფალტს , ამის გარეშე ვერ ვიძნებ.
ვპასუხობ და გულში "ლამაზი" სიტყვებით ვამკობ ნატუკას , რომელიც სიცილისგან ლამისაა ძირს გაწვეს და ის კაბა კი შემოახია თვალებით იმ "ლომგულმა" ბიჭმა რამდენიმე სანტიმეტრის უკან , რომ დგას ნატუკასგან და მწველი მზერით უყურებს.
რაღაც დავბერდი ამ ბოლო დროს , როგორ ვერ შევამჩნიე , რომ აქ რაღაც სიყვარულის სუნი მცემს ? მოეწონათ მგონი გვრიტებს ერთმანეთი ...



№1 სტუმარი რონინი

კი ცდილობ იშუტკავო მარა მაგდენიც არაა საჭირო:) მეორე,გერმანიის თამაშებს უფრო ხშირად უყურე,ალჟირი არაა ასე პანტა-პუნტით გაუშვან გოლები,მაგრად მეცინებოდა კითხვისას:დდ

 


№2  offline წევრი Kalina

საქართველომ გერმანიას როდის მოუგო?
კალათბურთი ხომ არაა, ამდენი ბურთი გადიოდეს. :)
ჰო და კიდევ:
ზოგადად ბევრს უყვარს ასეთი დაქალური ნაწერები(აი, თითქოს დაქალს რომ უყვები). მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ავიწყდებათ ხოლმე მხატვრულობა და იუმორის დოზა.
ბათ, ითს ოქეი.

ვნახოთ, ვნახოთ.
წარმატებები:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატუკა

შოკი შოკი შოკი მალე დადე ახალი თავი თორემ ჩემი სიკვდილი შენი ბრალი იქნება,თან ჩემი სეხნიაა შენი დაქალი joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent