შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტარტ გულის ჩუყინგები. (1) (+18)


6-12-2017, 18:47
ავტორი ElisabethLee
ნანახია 2 650

-კიდე უფრო მაღლა აიწიე და ყველა სხეულის ნაწილს დაფარავ,-ვუბღვერ ნატუკას და დაწვრილებული თვალებით მუცლამდე აწეულ კაბაზე ვანიშნებ.
-აღარ ადის უფრო მაღლა, თორემ ავქაჩავდი, -"სინანულით" აქნევს თავს.
-ჰო ჰო, აქაჩე და ფეხბურთის ნაცვლად ყველა შენს ტრაკს, რომ დაუწყებს ყურებას მერე ვნახოთ,-კმაყოფილი ვასავსავებ თავს და დახეულ ჯინსს ოდნავ მაღლა ვიწევ.
-ნემსი და ძაფი წამოიღე და თუ რამეა ამომიკერე იქვე,-რას ფხუკუნებს ნეტავ? ისე ხომ არის ღირსი მართლა , რომ წავიღო?
-ნემსი და ძაფი არვიცი , მაგრამ გამახსენე ალიკაპი ჩავიგდო ჩანთაში თორემ შენ იქ , რომ დაიწყო ლაპარაკი და შენს გამო თამაშს ვერ ვუყურო პირდაპირი რეისით გისვრი ლუციფერთან-აჰჰჰ გვეღირსა! მანტოსაც იცმევს და მორჩება, განა მჯერავს?!
-შენ რას ჩაიცვი ეგ შარვალი ჩაგეცვა კაბა!
-არა გოგო რანაირად ჩავიცვამდი?! ფეხები გასაპარსი მაქვს და მიტყდება გამოჩენა!-მსახიობურად ვუყურებ ჩემს როგორც ნატუკა იტყოდა "ახვლედიანის ფეხებს" და ისეთი სახე მაქვს ლამისაა მეც დავიჯერო , რომ სიმართლეს ვამბობ.
-ოჰ , კარგი რა ლიზა!-განრისხებული მიყურებს წულუკიანი-იღლიებს , რომ არ იპარსავ მაგას კიდევ ვითმენ და ახლა ფეხებსაც ასე იტოვებ?
-შენს მშობლებს მე ვუთხრა თუ შენ ეტყვი მრავალწლიანი კურსების გავლა , რომ გჭირდება ფსიქოლოგთან?- თავის ქნევით ვეკითხები.
-არა კაცო, შენ როგორ შეგაწუხებ მაგაზე, მე ვეტყვი და თან ვთხოვ ორმაგი ფული მომცენ , შენც ხომ უნდა გადაგიხადო?-ამბობს და ძლივს გამოიხურა კარი და გავედით სადარბაზოში.
-უი, არადა მეც მაგას ვგეგმავდი მე გადავუხდი სად აქვს მაგდენი საშუალება, ისედაც ეკუნა და გიორგი(ნატუკას მშობლები) ნიკოლოზას(ნატუკას ძმა) ფულს იხდიან-თქო!
აღარაფერს მპასუხობს ისე ვიყინებით და სანამ ტაქსს დავიჭერთ ეჭვი მაქვს ჩავბეტონდებით. ჰოი საოცრებავ, გაფიქრებაა და არ გამომეცხადა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცივით ტაქსი?! ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მანქანა ოპელია და საჭესთან 60-წლამდე კაცი ზის. ნატუკა კარს აღებს და ისე ჯენტლმენურად იწევა გვერდით უკვე შესვლას ვაპირებ უცბად წინ , რომ მიხტება და პირველი შედის მანქანაში. ჰოა ღირსი თავი არტყმევინო ამ კარზე?! საქართველო-გერმანიის თამაშზე კუბოებით მიგვიყვანენ მალე თუ არ მორჩა ამხელა საცობი!
აალიიილუიაააააა! მივაღწიეთ! ცოცხლები ვართ !!!! მანქანიდან ვხტებით, ნატუკა მძღოლს ისე აძლევს ფულს როგორც ღიპიანი ბიძიები აძლევენ ხოლმე მეგობრებს "ჩაიდე , ბავშვებს კამფეტები უყიდეო" .
შევდივართ და კაკრააასსსს ცეცხლი აინთო თამაში დაიწყოოოო! პირველ ტაიმში საქართველოდან ერთი ლომგული ბიჭი აქტიურობს , ისე გააქვს გოლები როგორც ჩვენს მეზობელ ციცინოს ჭორები სამეზობლოში. ნატუკა მიშტერებულია ამ ბედოვლათ არსებაზე, რომელსაც თუ კარგად დააკვირდები მართლა არაჩვეულებრივი აღნაგობა აქვს..კაი ლიზა, ვის ატყუებ?! საერთოდაც ძლივს ხედავ მაგ ბიჭს იმიტომ, რომ საშინელ ადგილას ზიხარ! ნეტავ როგორია ასეთი ზე-სასწაული ნატუკა , რომ დააშტერა?!
მეორე ტაიმზე ვიღაც ახალი ემატებათ და როგორც კი მოედანზე შედის ყველა მას უყურებს, ყველა ნიშნავს ყველას ანუ სრულიად ყველას! ყველა მოთამაშე(ქართველები) მისკენ მირბიან შეძახილებით და ეხუტებიან. ვინ არის ეს ? ჰმმ სახელს მერე მოვუფიქრებ ახლა მეორე ტაიმი იწყება! მეორე ტაიმში ის ვინც პირველ ტაიმში აქტიურობდა ახლაც ძალიან კარგად თამაშობს და ამჯერად უკვე ის ახალი "უსახელოც" ერთვება და ისე გააქვს გოლები , როგორც კაი გამოცდილ ქურდებს გააქვთ ხოლმე ბანკი. ჰმმ, შენ უსახელო ეძახე ლიზუზუ და ნახე რას მგელობს! ვიღაც გოგო მიყურებს როგორ ვუყურებ თამაშს თან ჯოჯოხეთურ ცეცხლში მოელვარე თვალებს არ მაცილებს, რა უნდა გრძნეულია და სამუდამოდ მარტოობის ჯადოს მიკეთებს?! კიდევ ეგ მინდა მე?!
თამაში მთავრდება და ქართველები ვიგებთ მეც კმაყოფილი ქვემოთ ჩავდივარ და ის გოგო მხვდება წეღან , რომ მიყურებდა:
-მარგიანი აქეთაა,-გასახდელისკენ მანიშნებს და დაქალებთან ერთად სიცილით კვდება. მოიცა, ახლა ამან იღადავა? მე და ნატუკა ირონიით სავსე მზერით ვუყურებთ და თან აზრზე ვერ მოვდივართ ვინ ჩემი ფეხებია მარგიანი!
-ვაა, შენ რა მაგარი დისპეჩერი ყოფილხარ ეეე!-"გაოცებული" სახით ვუყურებ, თითქოს ახლახანს დაამტკიცა , რომ 2X2=4-ია.
სახეები აელეწათ მე კი ირონიით სავსე მზერას არაფრით არ ვაშორებდი:
-ლიზუზ , წამო თორემ ლამისაა ამეტიროს ამათი საცოდაობისგან!-მსახიობურ ნიჭს რთავს და "ცრემლებს" იწმენდს ნატუკა.
-არც ვაპირებდი აქ დგომით თავის შეწუხებას , ესენი დაელოდნონ იქნებ იმ მარგიანმა თუ ვინცააა ვაშლი მაინც ჩაუგდოს ხელში,-სინანულით ვიქნევ თავს.
-სტარტ გულის ჩუყინგ-ისევ ცრემლებს იწმენდს ნატუკა და გამობრუნებას ვაპირებთ ვიღაც მოზვინულ არსებას თავით მკერდზე , რომ ვეჯახები:
-ხელს ხომ არ გიშლი?-აღრენილი ვეუბნები გვერდით, რომ არ იწევა.
-არა რასამბობ, ძაან კომფორტულად ვარ.-მხრებს იჩეჩს.
ააჰააამ, აი მარგიანი თუ ვიღაც ლუციფერის ნაშიერი არსება! ეს ყოფილა , რომ ვთქვი გოლებს კაი გამოცდილი ბანკის მძარცველივით იტანს-თქო. უი, სახელი რამარტივი მოსაფიქრებელია ამ მაჩვისთვის! "ლუციფერის ნაშიერი" მგონი ძააან უხდება!
-კაი ახლა, არ გინდა გაფიცებ!-თვალების ტრიალით ვეუბნები და ბრბოში დაკარგულ ნატუკას ვეძებ , რომელიც სადღაც ჯანდაბაში წავიდა! ისეთი მოკლე კაბა ეცვა შეიძლება ვინმემ დასტაცა ხელი და ხვალ ორსული დამიბრუნონ!
პასუხის გაცემას აპირებს ნატუკას, რომ ვხედავ და თავ-ქუდ მოგლეჯილი არა, მაგრამ ტრაკ-ამოძუებული გავრბივარ მისკენ სანამ კიდევ ვინმეს გადავიმტერებ , მაგრამ ყველაფერს ხომ ბედი უნდა?!!!! სანამ ნატუკამდდე მივედი ვიღაცას თუ რაღაცას ფეხი წამოვკარი და სახით ჩავეხუტე ასფალტს!
-კარგად ხარ?-მეკითხება ვიღაც ბიჭი და ზემოდან დამყურებს.
-დონთ ვორი, ყოველდღე ვეხუტები ასფალტს ამის გარეშე ვერ ვიძინებ.-ვპასუხობ და გულში "ლამაზი" სიტყვებით ვამკობ ნატუკას უეცარი გაქრობისათვის!



№1 სტუმარი სტუმარი meko

dzalian dzalian momewona... bevric vicine :D aba shen ici ar daigviano da ar gaabandzo laa <3

 


№2 სტუმარი სტუმარი nutsa-mariam darbaidze

ძაან მაგარი იყო :D ბევრი ვიცინე <3 ველოდები შემდეგ თავს <3

 


№3  offline წევრი drogardasuli

კარგიააა ველოდებოდი შემდეგ თავს <3

 


№4  offline წევრი qeti.ii

სასაცილოა,:დ გააგრძელე

 


№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეე რა კარგი იყოოოოოო :)

 


№6 სტუმარი სტუმარი Elensioo

Vuiiirakargiaaa <3

 


№7  offline წევრი ElisabethLee

სტუმარი meko
dzalian dzalian momewona... bevric vicine :D aba shen ici ar daigviano da ar gaabandzo laa <3

მადლობები ????????

სტუმარი nutsa-mariam darbaidze
ძაან მაგარი იყო :D ბევრი ვიცინე <3 ველოდები შემდეგ თავს <3

მადლობა ????????????

drogardasuli
კარგიააა ველოდებოდი შემდეგ თავს <3

მადლობა ????

qeti.ii
სასაცილოა,:დ გააგრძელე

???????????? მადლობა

Anuki96
ვაიმეე რა კარგი იყოოოოოო :)

მადლობა <3

orioni
ეჰ როდის მოუგო საქართველომ გერმანიას?? ძალიან ოცნებებში ხარ

ოცნებას კაცი არ მოუკლავს ჰო ასეა? <3

 


№8 სტუმარი სტუმარი bells

dd dzaan magaria rodis dadeb shemdegs ??

 


№9  offline წევრი tatiko.1995

kargia dzalian gaagrdzele velodebi

 


№10  offline წევრი ElisabethLee

სტუმარი bells
dd dzaan magaria rodis dadeb shemdegs ??

დღეს <3

tatiko.1995
kargia dzalian gaagrdzele velodebi

მადლობა დიდი <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინიჩკა

წავიკითხე ვიცინე მარა მაინც ვერ მივხვდი რას ნიშნავს " სტარტ გულის ჩუყინგები" :დდდდ:დდ :-D

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სტუმარი ნინიჩკა
წავიკითხე ვიცინე მარა მაინც ვერ მივხვდი რას ნიშნავს " სტარტ გულის ჩუყინგები" :დდდდ:დდ :-D

დაიწყო გულის აჩუყება ... წაინგლისურო ტერმინითაა :დ

 


№13  offline წევრი Melancholic

ძალიან მომეწონა, ცუდია რატომ აღარ დებ?

 


№14  offline წევრი Occultist

Melancholic
ძალიან მომეწონა, ცუდია რატომ აღარ დებ?

სტუმარი ნინიჩკა
წავიკითხე ვიცინე მარა მაინც ვერ მივხვდი რას ნიშნავს " სტარტ გულის ჩუყინგები" :დდდდ:დდ :-D

tatiko.1995
kargia dzalian gaagrdzele velodebi

სტუმარი bells
dd dzaan magaria rodis dadeb shemdegs ??

orioni
ეჰ როდის მოუგო საქართველომ გერმანიას?? ძალიან ოცნებებში ხარ

Anuki96
ვაიმეე რა კარგი იყოოოოოო :)

qeti.ii
სასაცილოა,:დ გააგრძელე

drogardasuli
კარგიააა ველოდებოდი შემდეგ თავს <3


უძღები შვილი ბრუნდება.. ამ ექაუნთით ვაგრძელებ წერას, იმედია არ დაგვიწყებივართ ჩემი უნამუსობის მიუხედავად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent