შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი (2 თავი)


6-03-2019, 23:38
ავტორი -Unknown-
ნანახია 1 128

ადამიანებს 100%-ით ვერასდროს ვენდობოდი და მითუმეტეს "ბაბნიკ" დათოს.
გაინტერესებთ, თუ რატომ ვერ ვენდობი ადამიანებს??
4 წლის წინ, როდესაც 16 წლის ვიყავი, მყავდა შეყვარებული სახელად ლევანი. საკმაოდ სიმპატიური იყო, მაღალი, შავგრემანი, შავი დიდრონი თვალებით და ულამაზესი დიდი, ხშირი წამწამებით.. ასაკით,ჩემზე 2 წლით უფროსი იყო.. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ამიტომ ყოველდღე ვნახულობდი მას.. ის სკოლას წელს ამთავრებდა და განვიცდიდი,რადგან სასწავლებად თბილისში გადადიოდა.. ლევანი მამშვიდებდა, რომ არაფერი იყო სანერვიულო და ჩვენ მანძილი ვერ დაგვაშორებდა, მპირდებოდა, რომ, ხშირად ჩამოვიდოდა ჩემ სანახავად ბათუმში. თუმცა შემდეგ რამოხდა.. გაინტერესებთ??
23 მარტი, რა დამავიწყებს ამ დღეს და ამ თარიღს.. დღეს 22 მარტია,ხვალ კი ელენეს დაბადების დღეა და ჩემი გოგო 17_ის ხდება. ელენეს საკმაოდ დიდიხანია ვიცნობ. არც კი მახსოვს,როდის გავიცანი,ბავშვობიდან ერთად ვართ,სამივენი. ჯერ ბაღი,შემდეგ სკოლა; მოკლედ თითქმის 24 საათი ერთად ვიყავით, განუყრელი მეგობრები, "სამი მუშკეტერი": ბარბარე, ელენე და ლილე!
ამ წელს გადავწყვიტეთ მე და ლილემ, რომ ელესთვის განსაკუთრებულად მიგველოცა და ვაპირებდით, რომ ზუსტად 12 საათზე დავდგომოდთ, ტორტით, ბუშტებით და ამბებით.. თან დღეს მარტო იქნებოდა სახლში, მისი მშობლები ქალაქში არიყვნენ ამიტომ ბოლომდე დავიმხობდით სახლს თავზე.. უკვე თორმეტს 5 წუთი აკლდა, რომ მის სახლთან ვიდექით.. გასაღები გვქონდა და კარი ჩუმად გავაღეთ, რომ არგაეგო და არჩაგვშლოდა ჩვენი სიურპრიზი. სახლში ფეხაკრებით შევედით და მოვათვალიერეთ არემარე, შემოვიარეთ თითქმის მთელი სახლი, არსად ჩანდა:
-სად ჯანდაბაშია ეს ბავშვი? ჩურჩულით ვკითხე ლილეს
-დავიჯერო სძინავს? (ლილე)
საძინებლისკენ წავედით.. რაღაც გაურკვეველი ჰანგები შემომგვესმა...
-მოიცა.. სერიოზულად?? ეს, ხომ?? სიცილს ვერ ვიკავებდი.. პორნოს უყურებს???
-აუუ რა ღადაობაა, არარსებობს! პატარა შოკი.. (ლილე)
ორივენი გონებაში ვხითხითებდი და კარი დაუფიქრებლად შევაღეთ
-გარყვნილოო, გილოცაა.....
ადგილზე გავქვავდი.. ხელიდან ყველაფერი გამიციცდა.. თვალთ დამიბნელდა.. არვიცი რა დამემართა,უბრალოდ...გავქვავდი.. ნუთუ? არა, მეჩვენება.. მოლანდებები დამეწყო, ხო,ხო, ნამდვილად.. ჩემს წინ ჩემი "საუკეთესო" მეგობარი და ჩემი "შეყვრებული" იყვნენ.
მგონი ვერც კი შეგვამჩნიეს,იმდენად გართულნი იყვნენ სექსით.
-ჯანდაბააა (ლევანი)
-ბარბარე.. ბარბი.. აგიხსნი (ელენე)
მოიცა ახლა ამ არსებამ, მართლა ეს თქვა, თუ მომესმა??
-რაა? ბო*ო, ძუ*ნა, ნაბი*ვრებო, ჩა*ლახებო.. გამწარებული, შოკირებული, განრისხეუბული უკიოდა ლილე. მე კი გაუნძრევლად ვიდექი და იმდენად შოკირებული ვიყავი,რომ ვერაფერს ვამბობდი და ვერაფერს ვგრძნობდი. გამოვიქეცი.. და სად?! რატომ?! რას გავურბოდი, რატომ გავრბოდი, არც კი ვიცოდი...ვერ ვფიქრობდი. არაფერი მესმოდა.. როგორ ჩავირბინე კიბეები,როგორ გავედი სადარბაზოდან, როგორ ვკეთდი გზას...უბრალოდ მივრბოდი და განადგურებული ვიყავი.ვერ ვიჯერებდი, არმინდოდა დამეჯერებინა. ლილე უკან მომდევდა და,როგორც იქნა დიდიხანი დევნის შემდეგ დამეწია და გამაჩერა:
-ბარბარე! გაჩერდი! რას შვები, თავს იკლავ? კინაღამ მანქანამ გაგიტანა, უბრალოდ გაჩერდი,გთხოვ..
-ეს როგორ გამიკეთა? ეს როგორ გამიკეთეს? შენც ის დაინახე,რაც მე? იქნებ მომეჩვენა..იქნებ ბინა შეგვეშალა და არცერთი მათგანი იყო და უბრალოდ გავდნენ მათ, იქნებ რამე ხუმრობაა.. რა სისულელეებს ვამბობდი არც კი ვიცოდი.. რას ვგრძნობდი? ყველაფერს და ვერაფერს.. ვერც კი აგიხსნით, რახდებოდა ჩემში.. ლევანი,რომელიც ჩემი შეყვარებულია, უფროსწორედ მეგონა,რომ იყო, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა და ელენე,რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი და ჩემი დაქალი იყო.. ორი უსაყვარლესი ადამიანი,რომლებიც უზომოდ მიყვარდა.. ეს როგორ გამიკეთეს? როგორ შეეძლოთ?? გული მტკიოდა, სული მეწვოდა, ვიგუდებოდი, გულისრევის შეგრძნება მქონდა, შინაგანად ვკიოდი,ვბღაოდი.. სულ რაღაც წუთების წინ,როგორი ბედნიერი ვიყავი და ახლა? გაუბედურებული, ნაღალატევი,განადგურებული. ვერ ვხსნი,სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ან როგორ გადმოგცეთ? თუ რას ვგრძნობდი.. თქვენ.. თქვენ რას იგრძნობდით?
-ვიცი, მესმის, მაგრამ გთხოვ დამშვიდდი (ლილე)
-როგორ, როგორ დავმშვიდდე??
-წამოდი ჩემთან და...
საუბარი შევაწყვეტინე,რადგან ვხვდებოდი,რომ არიცოდა რაუნდა ეთქვა,უნდოდა,რომ დამმხმარებოდა, დავემშვიდებინე, მაგრამ როგორ არიცოდა
-ხო.. წამოვალ, ასეთ ფორმაში სახლში ნამდვილად ვერ მივალ
-კარგი საყვარელო, მაშინ ტაქსს გავაჩერებ
-არა,ფეხით მივიდეთ,არშემიძლია.. იქნებ დავირეგულირო როგორმე სუნთქვა.
-კარგი,როგორც გინდა
ჩუმად მივუყვებოდით, წვიმიან ბათუმს..თითქოს ამინდიც იზიარებდა ჩემს წუხილს და ტკივილს, ისიც ჩემთან ერთად ტიროდა.. 15-20 წუთში უკვე ლილესთან ვიყავით. სახლში გალუმპულები მივედით და ვიყინებოდი.. მაგრამ ეს არ შეედრებოდა ჩემს ტკივილს,ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევდი.. გავშრით,გამოვიცვალეთ და მე ღონემიხდილი დივანზე დავეგდე..
-ჩაის გაგიმზადებ,ხომ გინდა
-კი
ჩაი მალევე გაამზადა წინ დამიდგა და იქვე ჩამომიჯდა.. არვიცი ის რას ფიქრობდა,მაგრამ ვიცოდი,რომ მასაც ტკიოდა, ჩემი ეს მდგომარეობა,თუმცა არიცოდა რაუნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეშველა ჩემთვის,როგორ უნდა დავემშვიდებინე და რაუნდა ეთქვა..ამას მის თვალებში ვხედავდი.. ბრაზს,რისხს, სევდას.
-არც კი გამოგვყვნენ, ალბათ გააგრძელეს, ისს რასაც აკეთებდნენ.. ამის წარმოდგენაზე ისევ.. გულში მჩხვლეტდა, გულისრევაა, უჰაერობა... და უკვე აღარ შემეძლო,ვეღარ ვიტევდი ჩემში ამ ყველაფერს და ერთიანად ამოხეთქა.. ცრემლები წამსკდა და ვტიროდი.. არა ამას უფრო ბღავილი ერქვა.. ვბღაოდი.. ვსლუკუნებდი.. მინდოდა,რაღაც მეთქვა, თუმცა ტირილს ვერ ვწყვეტდი.
-დამშვიდდი, ვიცი, ძალიან გტკივა,მაგრამ იქნებ დამშვიდდე.. და გულში ჩამიკრა.. ისიც ტიროდა..
ამ ამბის შემდეგ თვეზე მეტი გასულიყო.. ელენეც და ლევანიც ცდილობდნენ,რომ დამლაპარაკებოდნენ,მაგრამ ამის საშუალებას ლილე არაძლევდა, ჩემამდე არუშვებდა და მისი მადლიერი ვარ, რადგან ალბათ იქვე ორივეს დავახრჩობდი, ბრაზისგან.. იმ ტკივილისთვის,რაც მომაყენეს..
თუმცა ერთხელ ეს მაინც, მოახერხეს.. ამ დღეს ლილე სკოლაში, არმოვიდა და ეს იმ დროს გავიგე,როცა უკვე იქ ვიყვი. მარტო ნამდვილად არ შემეძლო,იქ ყოფნა და მათი ყურება,ისე თოთქოს,ვითომ არაფერი მომხდსრა, ამიტომ გადავწყვიტე უკან გავბრუნებულიყავი და ჰოი,საოცრებავ.. ჩემს წინ ელენე და ლევანი იდგნენ
-უნდა ვილაპარაკოთ (ლევანი)
-ახსნის საშუალება მოგვეცი, რამდენიხანი უნდა გდიოთ? (ელენე)
-ვინ გეხვეწებათ?
-აგვახსნევინე (ელენე)
-რა აგახსნევინო? როგორ მიღალატა ჩემმა "შეყავრებულმა" ჩემს "დაქალთან"?
-მისმინე, ასე არარის, უფროსწორედ.. უბრალოდ აგიხსი ყველაფერს. არვიცი ეს,როგორ დამემართა.. არმინდოდა, მეე.. მე არ მიფიქრია, არმინდოდა,რომ გწყენოდა.. ვიცოდი,რომ ლევანი გიყვარდა.. ჯანდაბა,არც კი ვიცი რა დამემართა,უბრალოდ შემიყვარდა,სიგიჟემდე. ვცდილობდი მეთქვა,თუმცა ვერ ვბედავდი..არმინდოა რომ გამებრაზებინე და არ მიმდოდა,რომ გწყენოდა. ჩვენ უბრალოდ... უბრალოდ ჩვენ, შეგვიყვარდა ერთმანეთი..ვიცი ჩემს საქციელს არაქვს გამართლება,მაგრამ გთხოვ რომ მაპატიო,არმინდოდა, მართლა არმინდოდა. ხოიცი,რომ მიყვარხარ და თან ძალიან, ბავშვობიდან ერთმანეთს ვიცნობთ და არშემიძლია შენი დაკარგვა.. არმინდა.. ვიცი უპატიებელი შეცდომა დავუშვი, გამოუსწორებელი,საშინლად მოგექეცი,გული გატკინე და საშინელი ადმაიანი ვარ, ეს ვიცი. უბრალოდ არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა. იქნებ გამიგო.. იქნებ, გაგვიგო და შეეჩვიო.. შეეეგუო იმას,რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. არ გვინდოდა ასე გაგეგო ყველაფერი.. მაგრამ... ახლა რაღა აზრი აქვს.. უბრალოდ იქნებ გვაპატიო.. ლევანს თავიდან მართლა უყვარდი,მაგამ შემდეგ, შენ არაძლევდი საშუალებას,რომ შენთან ყოფილიყო.. რავი,უხეში იყავი ხშირად მის მიმართ.. ხოიცი,ნუუუ როგორ გითხრა,ისედაც ხომ იცი როგორი უკარება ხარ..შეყვარებულები არც კი იყავით, შენ გეგონა,რომ იყავით,მაგრამ არიყავით, უფრო მეგობრები იყავით. ხო ნამდვილად..
-რაა?
-რა გიკვირს, არაფრის საშუალებას აძლევდი,სულ დაძაბული იყო, ხელის გადახვევის საშუალებასაც კი არ აძლევდი, კოცნაზე,ხომ ზედმეტია საუბარი.. უბრალოდ .. ლევანი მის წუხილს,მე მიყვებოდა, მეკითხებოდა,თუ რატოიყავი ასეთი უხეში და უკარება, ასეთი დისტანციური,ზოგადად ბიჭებისბმიმართ.. უნდოდა,რომ ახლოს ყოლოდი,მაგრამ შენ არ აძლევდი ამის საშუალებას.. და ჩვენი ურთიერთობა აქედან დაიწყო, დავახლოვდით და ვერც კი მივხვდით,თუ როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი.
-მოიცა.. შენ? სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი, მისი,სიტყვები.. ვგრძობდი რომ ბრაზი მახრჩობდა, აქვე შემეძლო ორივე ერთმანეთზე დამეკლა. ეს ძუ*ნა და ეს *ლე მე მადანაშაულებენ?? იმიტომ გადავუყვარდი, რომ მასთან,როგორს ეს ბო*ი არ ვკოცნაობდი და არ ვ*იმაობდი?ეს??? ეს რა ჯანდაბა მითხრა?? სერიოზულად? ამდენად ჩათლა*ი როგორაა?? ეს ჩემი დაქალი იყო?? ან ეს ჩემი შეყვარებული? აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი? როგორ ვერ ვამჩნევდი,რომ ასეთი იყო??
არა აღარ შემეძლო, ბრაზისგან,ზიზღისგან, გული გამისკდებოდა,აღარ შემეძლო, ჯერ ის ვერ გადამეხარშა და ახლა მისი სიტყვები,მეგონა უარესი აღარაფერი მოხდებოდა,თუმც თურმა სად ხარ ბარბარე.. მთელი ძალით და ღონით ლევანს მივვარდი და მუშტების რტყმა დავუწყე, ვუყვიროდი და თან ვტიროდი,არვიცი რავ ვეუბნებოდი, უბრალოდ გამეტებით ვურტყამდი.. მერწმუნეთ,გამწარებულ ქალზე,საშიში,არავინაა.. ჩოჩქოლი ატყდა,ზოგი იცინოდა,ზოგი მამხნევებდა, თუმცა არავინ ცდილობდა ჩემს შეჩერებას.. მაგრამ უცებ ვიღაცამ შემაჩერა და ხელიდან გამომგლიჯა ლევანი.. ეს დემეტრე იყო.. იქაურობას მომაშორა და მანქანაში ჩამტენა რასაცქვია..
-რაგინდოდა?? აქ რა გინდა?? განრისხებული,დემეტრეს ვუყვიროდი.. (დემეტრე ჩემი ძმაკაცია, ამ ამბების შესახებ არიცოდა,უფროსწორედ მე არ მითქვამს, თუმცა რადგან აქ იყო ანუ ყველაფერი უკვე გაეგო)
-ლილემ დამირეკა და მითხრა,რომ წამომეყვანე..კარგ დროს მოგისწარი,თორე ალბათ მოკლავდი..
-ხოო
ახლა გამახსენდა ლევანის ჩალურჯებული თვალი და მიხვდი,რომ ეს დემეს დამსახურება იყო..
_ასეთი არასდროს მინახავხარ, შენ ისეთი წყნარი და გაწონასწორებული ხარ, რომ არვიცი ვერგცნობ ბარბი
-არგინდა..
ასეთ სიტუაციაში,მშვიდი და გაწონასწორებული როგორ უნდა ვყოფილიყავი? თქვენ,როგორ მოიქცეოდით მკითხველნო? თქვენ რას იზამდით,რას მოიმოქმედებდით?

...ახლანდელი დრო...
დღეს,რომ მკითხოთ მიყვარდა თუარა ლევანი, ვერ გეტყვით,რომ არა. ეს ბავშვური სიყვარული იყო,უფრო გატაცებას დავარქმევდი.
ის ფაქტი რაც მოხდა,მას ვერ დავივიწყებდი ვერასდროს.. მომხდარი,იმდენად "დიდი გადატრიალება" იყო ჩემთვის,რომ სწორედ ამის გამო,ვეღარავის ვენდობოდი. არც 4 წლის წინ ვიყავი ძალზედ გახსნილი ბიჭების მიმართ,თუმცა ახლა მეშინოდა,სასტიკად მეშინოდა ვინმეს შეყვარების. მეშინოდა,რომ ისევ მომატყუებდნენ,ისევ მიღალატებდნენ..მეგონა,რომ ვეღარ გადავიტანდი. ამიტომ ვინც ჩემს გარშემო,იყო მითუმეტეს ბიჭი,ჩემთან ახლოს არ ვუშვებდი, მათთან ბოლომდე გახსნილ არასდროს ვიყავი და ვერ ვენდობოდი..
ყოველთვის ვხვდებოდი თუ რას ფიქრობდნენ ჩემზე ადამიანები,მათთან ლაპარაკისას, კონტაქტისას და ურთიერთობის დროს, თვალები ხომ ყველაფრის მთქმელია. შეიძლება ადამიანმა მოგატყუოს სიტყვიერად,მაგრამ თვალები მათ ყოველთვის გასცემენ.. ალბთ თექვსმეტი წლის ასაკშიც შევამჩნევდი ლევანს და ელენეს რამე საეჭვოს,თუმცა მაშინ "ვარდისფერი სათვალე" მქონდა მორგებული, თუმცა ამჯერად სამყაროს თვალი გავუსწორე...
პირველმა დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული მომხდარა უნიში. ბავშვებმა გადავწყვიტეთ,რომ საქეიფოდ წავსულიყავით,სანამ შეგვეძლო და სამეცადინო თავზე საყრელად არ გვქონდა.. მოკლედ,სახლში მივედი, ვიმეცადინე, ცოტა სახლი მივალაგე.. აბა ჩემს გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა რადგან მარტო ვცხოვრობდი.. უკვე შვიდი საათი იყო და რვაზე ვიკრიბებოდით,ამიტომ მომზადება დავიწყე. კლასიკური შარვალი და კოფთა ჩავიცვი და ლაითი მაკიაჟი გავიკეთე. სანამ სახლიდან გავიდოდი დედას დავურეკე:
-დეე,რასშვები?? როგორ ხარ?? მომენატრეეე..მე თუარ დაგირეკე შენ არ უნდა დამირეკო?? სულ დაივიწყე,ხომ შენი ერთადერთი შვილი?
-კარგად დე, შენ როგორ ხარ? ოხხ ბარბარე, ბევრს ნუ ლაპარაკობ..დეე, ხო ჭამ კარგად?
-მეც კარგად. მაგაზე არინერვიულო არდავიკლებ ჭამას..
-აბა მომიყევი დახდებოდა უნივერსიტეტში, რაქენი?
-რავი დეე, ისეთი არაფერი, ჩვეულებრივად ჩაიარა დღემ,მამა როგორაა?
-კარგადაა მამა,ახალი მოსულია სამსახურიდან და ახლა ისვენებს
-გასაგებია.. დეე მისმინე დღეს ბავშვები საქეიფოდ მივდივართ და შეიძლება იქ ვერგავიგო ზარის ხმა და რორამე არინერვიულო
-კარგი დე,ჭკვიანად.. სახლში როგორც კი მიხვალ გამაგებინე,არდაგავიწყდეს.
-კაი დეე,როცა სახლში ვიქნები დაგირეკავ აუცილებლად,გკოცნი და მიყვარხარ
-მეც ჩემო საყვარელო..
ტელეფონი გავთიშე,ფეხზე ჩავიცვი, ჩანთა გადავიკიდე და გავეშურე.. და ზუსტად დროული იყო დეას ზარი, არა ზოგადად ეს ბავშვი სულ საოცარ დროს არჩევდა დასარეკად,მანდამაინც იმ დროს დამირეკა გზა რომ უნდა გადამეკვეთა, გვერდით მივიხედე და არ მოდიოდა მანქანა, ამიტომ დაუფიქრებლად გადავაჭერი და ტელეფონი ავიღე
-რაშვები? სადხარ?? მე მივედი უკვე
-ვა ვაა, სააღოლ შენ.. შენ და დროულად მისვლა? ნამდვილად შენ ხარ??ხოარ გამომიცვალეს დაქალი?
-ბევრს ნუ ტლიკინებ, სადხარ?
-გამოსული ვარ და მალე მოვალ
ამ დროს კი სიგნალის ხმა გავიგე გვერდით გავიხედე და პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა მანქანა..

P.S გამარჯობა.. ესეც მეორე თავი.. ველი თქვენს შეფასებას, დააფიქსირეთ თქვენი აზრი და თუ შენიშვნები გაქვთ დამიწერეთ.. გთხოვთ დამიკომენტარეთ.



№1 სტუმარი ciko

აი ეს მომწონს... ძაან მაგარი და საინტერესოა.არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო

 


№2  offline წევრი -Unknown-

ძალიან დიდი მადლობა ❤️ შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავი
ciko
აი ეს მომწონს... ძაან მაგარი და საინტერესოა.არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent