შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი წილი ბედნიერება II


7-03-2019, 16:06
ავტორი ankatuna
ნანახია 1 285

-ჩემს მეტი მეგობარი მაინც არ გყავს და ამ ერთხელ გაგვისწორე ხასიათი,
-შენც თუ კიდე მეგობარი გქვია.
-რა თქვი?
-რას აპირებთთქო.
-რას და ბრმა პაემანზე გვინდა წასვლა ჩვენს პარალელ კურსელებთან ერთად.
-ეს ბრმა პაემანი რაღა ჯანდაბაა?
-რა და ერთმანეთის პირისპირ დავჯდებით სრულიად უცნობები და ჩვენ თავზე ცოტას მოვყვებით მერე იწყება არჩევა, ერთმანეთის მიმართულებით ხელს ვიშვერთ რომელიც მოგვეწონა და თუ დაემთხვევა არჩევანი ისინი მარტო წავლენ მერე სადმე.
-დიდი უაზრობა კი ჩანს.
-ოო მიდი რაა ერთი გვაკლდება, ისინი ოთხი არიან და მე, შენ, ნინი და თამთა ვიქნებით.
-კარგი ხოო, სად და რა დროს.
-ხვალ საღამოს 8 საათზე ხიდთან რომ კაფეა იქ.
-მაგ დროს ხომ იცი სამსახურში ვარ ხოლმე.
-მიდი ამ ერთხელ სთხოვე უფროსს ან გამოიპარე.
-კარგი რაიმე მოვიფიქრებ. -მართალია დაჰპირდა ანას მაგრამ ერთი წამითაც არ უფიქრია ლიზის ამ უაზრო შეხვედრაზე წასვლა.
….
-შენ რა სუნამოც გასხია? -უცნაურად ახედა ლუკამ კოტეს. -ვაა მაგარია. -კოტემ საკუთარ საყელოს დასუნა და აშკარად მოსწონდა თავისი სუნამო, კმაყოფილმა თავი გადააქნია და ბიჭებს გაყვა. გოგონები უკვე მოსულიყვნენ მაგრამ მხოლოდ სამნი არიან.
-გამარჯობა. -მისალმება თავის თავზე ნუკრიმ აიღო. -ბოდიში თუ დავაგვიანეთ.
-არაუშავს. ბოდიში ჩვენ უნდა მოგიხადოთ ჩვენს მეგობარს აგვიანდება დაა.
-არაუშავს, დაველოდოთ.
-სასწრაფოდ დაურეკე სადაა ამდენ ხანს. -გადაულაპარაკა თამთამ ანის.
-მაპატიეთ გავალ ერთი წუთით. -კუთხეში გავიდა ანი და ლიზის ნომერი აკრიბა. -სად ხან ლიზი, ხომ მითხარი მოვალო, მხოლოდ შენ გვაკლიხარ.
-იცი ანი, უნდა ვიმუშავო ვერ მოვახერხებ წამოსვლას,
-ვითომ რატომ ვერ წახვალ? -ლიზის უფროსის ხმა მოესმა ანის,
-არა აქ ხომ საქმეა.
-თუ მეგობრები გელოდებიან წადი.
-მიდი ლიზი რაღა იყო შენ კიდე, სულ მაინდ რომ ხარ.
-კარგი მოვალ.
-აი ასე, ლიზიც მალე აქ იქნება.
-რა მალე გოგო ეგ ქალაქის ბოლოდან როდის ჩამოვა.
-სამი ხართ თქვენ და იქნებ აგვერჩია ერთმანეთი და ბოლო დარჩება და ლიზის დაელოდება, რას იტყვით? -შეთავაზა გოგონებს ირაკლიმ.
-კარგი აზრია. -ერთად დაეთანხმნენ. ფაქტი იყო დარჩენა კოტეს მოუწევდა, არცერთს არ გაუხაედავ მისკენ მთელი ამ დროის განმავლობაში.
-კარგი მოდი სამ დათვლაზე ვირჩევთ პარტნიორებს. ერთი, ორი, სამი. -აღმოჩნდა რომ ბიჭები და გოგონების არჩევანი ერთმანეთს დაემთხვა, ანი და ირაკლი, ნინი და ლუკა, თამთა და ნუკრი, კოტეს კი ჰაერში გაუჩერდა ასარჩევად გაშვერილი თითი.
-კოტე შენ ლიზის დაელოდე. -მხარზე ცინიკურად დაჰკრა ნუკრიმ კოტეს ხელი და ასე სიცილით დატოვეს კაფე. რა ექნა კოტეს ვერ გაგეო, წავიდეს? რომ წავიდეს ის გოგოც მის დღეში აღმოჩნდებოდა და გულის სიღრმეში შეეცოდა, სკობდა დარჩენილიყო, მისი ყავა აიღო, ფანჯარასთან კუთხის მაგიდასთან გადაჯდა და ქუჩაში დაიწყო ყურება, კაფესთან მოახლოებული ყველა გოგო ლიზი ეგონა, ყურებით რომ დაიღალა, ჩანთიდან წიგნი ამოიღო და კითხვა დაიწყო.
-თქვენ ელოდებით ბრმა პაემანზე გოგოს? -წიგნში თავჩარგული კოტე ცოტა შეაშინა კიდეც ხმამ.
-დიახ მე...... -და სიტყვა გაუწყდა, მის თავში ამ გოგოს შესახებ ყველა მოგონებამ ერტად გაიარა.
-ვაა, მეტროს ბიჭი, არ მეგონა კიდევ თუ შევხვდებოდით. მე ლიზი. -გაუღიმა ლიზიმ კოტეს და ხელი გაუწოდა. დანარჩენები სად წავიდნენ? -კოტე წამოდგა და მორცხვად ცამოართვა ხელი.
-პარტნიორები აირჩიეს და წავიდნენ.
-ბევრი დრო არც ჩვენ გვაქვს წავიდეთ. დღეს ვაპირებ რომ მართლა ძალიან კარგად გავერთო. -გულის სიღრმეში კოტე შეაშინა ამ გოგოს ქარიზმატულობამ. პირველად ატრაქციონებზე წავიდნენ, კოტე ბავშვობის შემდეგ აღარ იყო ნამყოფი გასართობ პარკში. თავიდან შებოჭილი იყო, ეშინოდა კიდეც, ბოლოს განთავისუფლდა, გრძნობდა, რომ უხაროდა, ბედნიერი იყო და იცინოდა, ამ სულელმა გოგომ მისი ჩვეულებრივი ზედმეტად მოსაწყენი დღე დაუვიწყარ მოგონებად აქცია. -წავიდეთ ვჭამოთ ბევრი ენერგია დავხარჯე და ძალების ღდგენა მჭირდება.
-კარგი, როგორც იტყვით.
-თ? შენ რა დამცინი? რა -თ, ტოლები ვართ სახელით მომმართე. ისე ამდენი ხანი შენი სახელი რომ არ ვიცი არა?
-კოტე, უფრო სწორედ, კონსტანტინე ნემსაძე,
-სასიამოვნოა კოტე, ლიზი ლაბაძე. აბა კოტე რა ვჭამოთ? არ გინდა ქათმის ფრთები ტეხასურათ? ცხარეა, წვნიანი და უგემრიელესი.
-კარგად ჯღერს მაგრამ ცხარე საჭმელს ვერ ვჭამ.
-რაა? დამცინი ხო, როგორ შეიძლება კაცი ცხარე საჭმელს არ ჭამდეს.
-რა ვიცი ალბათ გამონაკლისი ვარ, ზოგადად ყველა ტიპის საჭმელსაც არ ვჭამ.
-ამ ერთხელ ჩვენი გაცნობის და დამეგობრებების ხათრით შეჭამე კარგი?
-კარგი, -სხვა გზა აღარ ჰქონდა კოტეს უნდა დასთანხმებოდა, ფრთხილად აიღო ერთი ნაჭერი, თეფშის კუთხეს ცხრაჯერ მაინც ჩამოუსვა რომ საწეელი მოეშორებინა. პირისკენ ხელი წაიღო მაგრამ გადაიფიქრა.
-აპ, აპ, როგორც იაპონელები იტყვიან არ დაიწყო რასაც ვერ დაამთავრებ. -სხვა გზა არარ ჰქონდა, პირში ჩაიდო ლუკმა და როგორრაც გადაყლაპა. არც ისეთი ცუდი იყო როგორც ელოდა და მეორეც გარისკა, ამჯერად ლიზიმ ტავად ჩაუდო ლუკმა პირში, რომელიც უფრო მეტი საწებლით იყო, ეს კი პიკია, ყელში ვერ გადაიტანა ისეთი ცხარე იყო, თვალები დაუწითლდა, წყლის ჭიქას ხელი დაავლო და ერთიანად გადაცალა, მაგრამ არ ეყო, პირი ისე ეწვოდა ეგონა მთელი ქილა წიწაკა ჩამაყარესო. გარეთ გავარდა გვერდით მაღაზიაში ნაყინის ყუთიდან უკიტხავად ამოყარა ნაყინები და ისე სასაცილო საყურებელი იყო ენაზე რომ ისმევდა ნაყინს, ლიზი სიცილისგან ჩაიკეცა და სულს ვეღარ ითქვამდა.
-კარგად ხარ კოტე?
-კი კარგად ვარ, ამოილუღლუღა ნაყინიანი პირიდან.
-რაღაც არ გეტყობა კარგად, რომ იყო.
-მართლა კარგად ვარ.
-გთხოვთ შემოგვიერთდეთ ცივი ლუდის ფესტივალზე ცხელ ზაფხულში მეგობრებო. -უცებ მოემა ხმა კოტეს და ცივის გაგონებაზე მოწყდა ადგილს. ლიზიმ უცებ მისცა ნაყინის ფული სანახაობით გაოცებულ გამყიდველ გოგონას და კოტეს გაეკიდა. -ერთი მონაწილე გვაკლია, აბა ვინ იქნება გამბედავი. ახლაღა მოკრა ლიზიმ კოტეს თვალი ორი მის სიმაღლე ა წონით სამი კოტეს ტოლ კაცებს გვერდით რომ მიუდგა და ჭიქას ხელი დაავლო.-და აი ისიც მეგობრებო, ახალგაზრდა მამაცი ბიჭი. -სასტვენის ხმა და შეჯიბრი დაიწყო. თვალის დახამხამებასი ცლიდა ლუდის კათებს კოტე. ლიზიმ ხმამაღლა დაიწყო გულშემატკივრობა. -და აი ისიც შეჯიბრის გამარჯვებული. პრიზი დიდი ლუდის კათხა და პლუშის სათამაშო. გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ სახლში ოღონდ დამატებით კოტე უგონოდ მტვრალი იყო. მარშუტში ფანჯრის მხარეს დააჯინა ლიზიმ და გვერდით მიუჯდა, რომ არ წაქცეულიყო. როგორ გამოფიტული იყო, მართლაც გიჟური და ყველაზე მხიარული დღე გამოუვიდათ. ასე ბედნიერი კარგა ანია აღარ ყოფილა, ყველაფერი კი ალბათ ამ უცნაური სათვალიანი და ბრეკეტებიანი მთვრალი ბიჭის დამსახურება იყო. ავტობუსი შეირყა და კოტეს თავი ლიზის მხარზე აღმოჩნდა, ლიზის თავი სულაც არ უგრძვნია ცუდად ამის გამო პირიქტით, რამოდენიმე წამში თვითონაც მიეხუჭა თვალები და თავი კოტეს დაადო, უცებ შეცბა, თვალები გაახილა და წამოხტა,.
-ჩემი გაჩერებაა.
-რა, რა მოხდა? -კოტემაც შეიფხიზლა.
-გაიღვიძე მე ჩავდივარ და შენს გაჩერებას არ გაცდე.
-კარგი.
-კოტე, მადლობა დღევანდელი დღისთვის, ნახვამდის. -კოტეს ლოყები გაუწითლდა და ჩუმად დაუქნია ხელი ლიზის. სახლში მისულს გაუკვირდა სიჩუმე რომ იყო, კარი შეაღო და გაეცინა, ნიკოლოზს ზედ ტავის ნოველაზე ეძინა. როგორც თვითონ იზახდა, ერთ დღეს ეს ნაწარმოები ბესტსელერი გახდებოდა, „მომკალი ან მიმკურნალე“. ძმის მაჯაზე და მხარზე სახვევი დაინახა, მერამდენედ მოდიოდა დასავებული ვეღარ ითვლიდა. ბევრჯერ უთხრა რომ მსენებლობაზე მუშაობისათვის თავი უნდა დაენებებინა მაგრამ, ასე მარტივი არ იყო სამსახურის შოვნა. ძმას პლედი დააფარა და ტავის ოთახში წავიდა. ლოგინზე გულაღმა დავარდა და სახეზე სასიამოვნო ღიმილი დასთამაშებდა. ერთი ამოიხვნეშა და ჩანთა გახსნა, რომ დაძინებამდე მანეკენის თავზე ცოტა კიდე წაემეცადინა. გაოცებული სახე ჰქონდა ჩანთაში თავის ნაცვლად ტეოფელის და კანონების წიგნი, რომ დახვდა. -ნეტა რას იფიქრებ ჩანთაში თავი, რომ დახვდება. -კოტეს კიდევ არაფრის ნახვის ტავი არ ჰქონდა, ოთახამდე ძლივს მივიდა, საწოლზე დაემხო და დილით სანამ ნათიამ თავში რაღაც არ ჩაარტყა არაფერი გაუგია.
-ეს თავი ვის მოაჭერი? შე საცოდავო გასაბერი ქალის მეტმა არავინ მოგცა?
-რაებს ბოდავ.
-რას და რა უნდოდა ამ ქალის თავს შენს ჩანთაში?
-შენ რა გინდოდა ჩემს ჩანთაში?
-შენი ყურსასმენები.
-მერე აიღე და გადი რაა თავი მისკდება.
-შენ მემგონი მართლა არ ხარ კარგად, დაუკაკუნებლად სემოსვლა არ გამიპროტესტე, შენს ყურსასმენებსაც მაძლევდი და მესამე უკიდურესობა უნივერსიტეტში დააგვიანე.
-რა ვქენი? -მხოლოდ ბოლო წინადადებამ გამოაფხიზლა კოტე. -ფუ შენი, უცებ წამოხტა, სასწრაფოდ მოიწესრიგა თავი, თავი ჩანთაში ჩააგდო და გავარდა სახლიდან, მარშუტში ცდილობდა აზრებისთვის თავი მოეყარა და ამოეცნო რა ხდებოდა, ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია გამოეცნო ვისი ჩანთა შეიძლებოდა ყოფილიყო. სხვა თუ არაფერი ლიზისთან კიდევ ერთხელ შეხვედრის მიზეზი გაუჩნდა.
-ბიჭებო შეგიძლიათ გუშინ, რომ გოგონებთან იყავით იმათგან ლიზის ნომერი გამიგოთ?
-ვაა კოტიკოს გოგო დაევასაა.
-არა უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს.
-ჩვენ გვაქვს ხოლმე გეთი საქმეები, უყურე შენ ამ ცუღლუტს. კი ძმა გაგიგებთ რა პრობლემაა. -დააიმედა ნუკრიმ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. -თამთა როგორ ხარ? არა დღეს ვერ შევხვდებით, იციი მე ლიზის ნომერი მინდა....არა თამთა მე არა კოტეს უნდა.. ხო იმ სათვალეებიან და ბრეკეტებიან ბიჭს.
......
-კიდე კლიენტი აღარ მინდა. -თავისთვის ჩაილაპარაკა ლიზიმ და თავი გადააქნია.
-გამარჯობა, შენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ აქ იქნებოდი. -ზურგს უკან აშკარად კოტეს ხმა მოესმა, ნელა მოტრიალდა და გაუკვირდა კიდეც. -შენი ჩანთის დასაბრუნებლად მოვედი, სიმართლე გითხრა ცოტა კი შემეშინდა მანეკენის თავი, რომ დავინახე მაგრამ არაუშავს.
-მადლობა კოტე.
-აქ მუშაობ ხოო? არაა გასაკვირი, შენ ხომ არტ დიზაინზე სწავლობ დაა.
-იცი კოტე მე არ ... - სიმართლის თქმა დააპირა ლიზიმ მაგრამ ტან ვერ გაბედა.
-ძაან მაგარია, მე ჯერ კიდევ დედა მიხდის სწავლის ფულს და მამა მაძლევს სახარჯო თანხას, მშურს შენი. -ცოტა ხნიტ უხეხულმა სიჩუმემ დაისადგურა. -ჰოო და ჩემი სად არის?
-აა ჩანთა, ახლავე მოგიტან.-მიაწოდა ლიზიმ ჩანთა და ისევ ის სიჩუმე, ორივეს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერცერთმა გაბედა,
-კარგი წავალ მაშინ მე.
-მოიცა, მოდი თმას დაგივარცხნი არ გინდა?
-სალონში თმა არასდროს გამიკეთებია.
-ეგრე არც ცხარე საწმელს ჭამ მაგრამ გუში გაჭამე.
-კარგი. -დაეთანხმა კოტე და მორჩილად გაყვა ლიზის. ლიზიმ ჯერ ნიჟარასთან დასვა დაგბანო. დაბანის პროცესში ათვალიერებდა კოტეს ნაკვთებს, მართალია ბრეკეტები აქვს და სათვალე მაგრამ მაინც საკმაოდ მიმზიდველი ბიჭია. როგორი დიდი ტუჩები აქვს, ასეა თუ ბრეკეტების ბრალია ნეტა? გონებაში საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ლიზი. თვალები? თვალები რა ფერია? მემგონი ყველა ფერია. კოტეც აპარებდა ლიზისკენ თვალს მაგრამ რცხვენოდა და მხოლოდ ის შენიშნა რომ ლიზის ძალიან დიდი და ლამაზი თვალები აქვს, ამის დანახვაწ წამით მოახერხა, როდესაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
-აი დაბანას მოვრჩი ახლა აქეთ გადმობრძანდით თუ შეიძლება.-სარკესთან ადგილი მიუთითა კოტეს, ისიც დათანხმდა. -მოდი დაგიხვევ თმას და თუ არ მოგეწონება დაიბან და ვსო. ბეკეკას არ დაგამსგავსებ.
-ისე ნუ გამიკეთებ მშობლებმა რომ არ მიცნონ და დანარჩენზე თანახმა ვარ თუ შენ ასე გინდა.
-კარგი, მაშინ დავიწყოთ. -ლიზიმ კოტესთვის უცხო რაღაცეები მოარბენინა სარკესთან და კოტეს ინტერესით დაუწყო თმაზე რაღაცის კეთება, ჯერ უკან, მერე გვერდეებზე და ახლა მხოლოდ სახის წინა მხარე დარჩა. -ნახე აი ასეთი ლამაზი იქნები რომ მოვრჩები. -მაგიდიდან ჟურნალი აიღო და ჯონი დეპის ფოტო აჩვენა ხვეულ თმაში.
-ის სიმპათიურია და ყველაფერი მოუხდება.
-შენც სიმპათიური ხარ კოტე. -მისდაუნებურად უცებ უპასუხა ლიზიმ, კოტემ ხელები შეიშმუშნა და ლოყები გაუწითლდა. ლიზის გაეცინა კიდეც კოტეს ამ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის. -ეს დავასრულე, ახლა ისრა დაგვრჩენი დაველოდოთ. -საათი აწიკწიკდა, ცოტა ხნით ჩუმად ისხდნენ მერე ლიზიმ გამაგრილებელი სასმელი გამოიტანა და ცოტა ისაუბრეს კიდეც წინა დღის შესახებ. -დრო გავიდა, ახლა ვნახოთ რა გამოვიდა. - ისევ სარკესთნ დასვა კოტე და თბენიდან სარჭების მოძრობა აიწყო, ბოლოს წინიდან დაუდგა რომ შუბლზე სწორად გაეკეთებინა თმა, დააფიქსირა როგორ უყურებდა კოტე და ხელები ცოტა აუკანკალდა, მანაც გააპარა კოტესკენ თვალი და ხმაც კი მოესმა როგორ მძიმედ გადაყლაპა კოტემ ნერწყვი, ამას ან ახლა გააკეთებდა ან ვეღარასდროს გაბედავდა, კოტესკენ დაიხარა და მის ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ გამახარე შენი გამოჩენით. ძალიან სახალისო ისტორიაა სახალისო პერსონაჟებით. მაგრამ მაინტერესებს წინა ისტორია არ გაგრძელდება? ხშირად ვამოწმებდი ხოლმე, მაგრამ უკვე იმდენი ხანი გავიდა, გადამავიწყდა კიდეც. იმედია არ დაგვეკარგები ისევ

 


№2  offline წევრი ankatuna

სტუმარი ქეთი
როგორ გამახარე შენი გამოჩენით. ძალიან სახალისო ისტორიაა სახალისო პერსონაჟებით. მაგრამ მაინტერესებს წინა ისტორია არ გაგრძელდება? ხშირად ვამოწმებდი ხოლმე, მაგრამ უკვე იმდენი ხანი გავიდა, გადამავიწყდა კიდეც. იმედია არ დაგვეკარგები ისევ

ვაპირებდი გაგრძელებას მაგრამ დამეკარგა ძველი თავები თავიდან რომ ამეტვირთა და ამიტომ შევწყვიტე...ამის წერის პროცესში და ვარ აღარ დავიკარგები ???? მადლობა შენ რომ კითხულობ ჩემს ნაწერებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent