შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი(თავი 6)


7-03-2019, 18:17
ავტორი dara
ნანახია 1 802

კლუბში შესვლისთანავე მყუდრო კუთხე მოძებნეს. დემეტრე სასმელის მოსატანად წავიდა.როცა დაბრუნდა გაკვირვებისგან პირი დააღო. ანას ხელში ტელეფონი ეჭირა და რაღაცას კითხულობდა.
-რას კითხულობ?
-ლექცის, ხვალ გამოცდა მაქვს.-ისე სხვათაშორის უთხრა.დიდი ხვეწნის შემდეგ ტელეფონი აართვა და წინ წვენი დაუდო. ანამ გაკვირვებულმა გახედა.
-არ მითხრა რომ ალკოჰოლს სვამ.-გაღიმებულმა გახედა ბიჭმა.
-კარგი ხო, არ ვსვამ!-გაიცინა ანამ.
-მომიყევი რა რამე შენზე.-საყვარლად გახედა დემემ.
-არ მინდა,მოდი შენ მომიყევი რამე.
-კარგი,მაშინ მე დავიწყებ და მერე შენ მოყვები.-ნიშნის მოგებით გახედა.
-კარგი ხო მიდი დაიწყე.-ისევ გაიცინა ანმ და თავისი თავი გამოიჭირა, იმაში რომ დემეტრე მუდმივად ახერხებდა მის გაღიმებას.
-რავი რა მოგიყვე?!მყავს უსაყვარლესი დედიკო მაია და მამიკო მიშო.-სიცილით მოახსენა.
-კაი დედაჩემსაც მაია ჰქვია.-მიუგო ანამ.
- კაი?სერიოზულად?მარტო ამას მეუბნები?-შეცბუნებული სახე მიიღო დემეტრემ.-კაი ხო შენთან არფერი არ ღირს,თანამდებობისთვის შეუფერებელი ეს!წამოდი მეცეკვე მაინც.-„გაბრაზდა“ დემე.
-კაი ხო წამო-სიცილით უთხრა ანამ.
ცეკვა დაიწყეს,ანა მუსიკას ისე აყოლებდა ტანს,დემეტრეს ჟრუანტელი უვლიდა.ეს გოგო აშკარად აგიჟებდა.
-ოჰ ღმერთო რა სასიამოვნო დამთხვევააა... ქალბატონო ანა თავს როგორ გრძნობთ?-ანას ყურებს ,ერთ დროს ყველაზე საყვარელი, ახლა კი ყველაზე საძულვევლი ხმა ჩაესმა.
„დაბრუნდა,ნუთუ დაბრუნდა.არა!ღმერთო გთხოვ ის არ იყოს,ნებისმიერი ოღონდ ის არა!ძლივს ოდნავ განვიტვირთე ახლა არა გთხოვ!გემუდარები!“
-გოგა?-აღმოხდა გოგონას და სასწრაფოდ შემობრუნდა უკან,მაგრამ ღმერთმა მისი ვედრება არ შეისმინა.მას ირონიული სახით მომღიმარი მაისურაძე შერჩა ხელში.-რატომ დაბრუნდი?არა!შენ არ უნდა დაბრუნებულიყავი!არა!არ გქონდა ამის უფლება!არ გქონდა გესმის?-ცრემლები წამოუვიდა,ნელნელა ხმას უმატა,ბოლოს კი ყვირილზე გადავიდა და ბიჭს მუჭების რტყმევა დაიწყო მკერდზე.
-რატომ დავბრუნდი?მომენატრე შენს გარეშე ვეღარ გავძელი,ვიფიქრე ჩემს ანუშკისაც მოვენატრებოდი-მეთქი,მაგრამ როგორც ვხედავ სასტიკად შევცდი.-არც ბიჭი იყო უკეთეს მდგომარეობაში.
მე გეტყვით ვინ იყო გოგა მაისურაძე.ანას კურსელი,“მაგარი ბიჭი“ყველას მასთან ურთიერთობა რომ უნდოდა ისეთი.თავიდან ანა ვერ იტანდა,თუმცა ისე მოხდა რომ მათი გრძნობები შეიცვალა.
გოგგას მიერ სიყვარულის ახსნა სრული შოკი იყო.აუდიტორიაში შესულ ანას იქ არავინ დახვდა.პირველკურსელი გოგო რა თქმა უნდა დაიძაბა,თუმცა უეცრად მუსიკა ჩაირთო,აუდიტორიაში გოგონები შემოვიდნენ.თითომ თითო ვარდი მიაწოდა.ამ ვარდებში კი ფურცლები იდო ასოებით :„მ“ „ი“ „ყ“ „ვ“ „ა“ „რ“ „ხ“ „ა“ „რ“ შემდეგ კი გოგა შემოვიდა და იყვირა „მიყვარხარ ანა დადიანო“
გოგონა გაკვირვებული იდგა და სიხარულით ცრემლები ცვიოდა.
აწმყო:
-როგორ შეძელი...ანა ნუთუ შგეძლო ასე დაგევიწყებინე-ისევ ირონიული ღიმილოთ დაიწყო საუბარი გოგამ.უნდოდა ანას შეხებოდა, თუმცა გოგონა უკან გახტა და დემეტრეს მკლავს ჩაეჭიდა.
-ანა დამშვიდდი!...ვინ არის?-დაიბნა დემეტრე.
-გემუდარები წავიდეთ რა!-სლუკუნით უთხრა ბიჭს.
-ვერსად ვერ წახვალ!სანამ არ ამიხსნი ვინ არის! თორემ ხომ იცი მეთვითონ გავარკვევ!ხომ იცი როგორც?- ხელში წვდა და თვალი ჩაუკრა გოგოს.
-ხელი გაუშვი!-კბილებს შორის გამოსცრა დემეტრემ,რომელსაც უკვე ყელში ჰქონდა გოგას სითავხედე.
-რომ არა რა?
დემეტრემ უბრალოდ გაუღიმა.მერე კი თავი დაარტყა,მაისურაძის ცხვირიდან სისხლმა დაიწყო დენა.
რას ვაკეთებდი ამ დროს?ვიდექი და დემეტრეს ტაშს ვუკრავდი,ვცეკვავდი და ჩემი ყროყინა ხმით ვმღეროდი.
...............................................
სანამ კლუბში ეს ამბები ტრიალებდა,ანანო ცხელი ჩაით ხელში მოკალათდა ტელევიზორთან და ფილმის ყურებას შეუდგა,მაგრამ რად გინდა,ვინ გაცდის რო?!კარი გააღო და სახლში ალექსანდრე შემოვიდა.
-რა მოხდა?-გაკვირვებულმა დახედა ბიჭს.
-უნდა მოგხედო!
-ბატონო?!-შეჰკივლა ანანომ.-ღმერთმა ნუ გამხადოს შენი მოსავლელი!
-ნუ წიკვინებ რა!...ანამ მთხოვა შენთვის მომეხედა.
-ვაი დადიანო მოხვალ შენ სახლში!-მერე დაიწყო გაუთავებელი რეკბა ანასთან,მაგრამ რა თქმა უნდა არ პასუხობდა.შემდეგ ალექსანდრეს უმტკიცებდა არ მჭირდება მოვლაო მაგრამ ბიჭი ადგილიდან არ იძვროდა.
-კარგი რაც გინდა ის ქენი მე ფილმს ვუყურებ!-თქვა გაბუსხულმა,ალექსი კი იცინოდა მის ქცევებზე და სიცილზე.
-აუუ მშია!-აწუწუნდა ანანო-წავალ და სპაგეტს მაინც გავაკეთებ.
-თუ ღმერთი გწამს მე გავაკეთებ თორემ გაციებას მოწამვლა დაემატება.-სიცილით უთხრა ალექსმა.
-კაი-სიხარულით დაეთანხმა ანანო.
ალექსი სამზარეულოში შევიდა და მზადება დაიწყო.
-რა ქვია შენს დას?-უეცარი კითხვა დასვა ანანომ.
-მართა.-ისე უთხრა კეთებისთვის თავი არ დაუნებებია.
-მაგარი სახელია!
-ბებიას სახელია.
-ანუ მამაშენმა დედამისის სახელი დაარქვა?
-არა მამაჩემმა სიდედრის სახელი დაარვა...გიჟ ოჯახში ვცხოვრობ!-სიცილით უთხრა ბიჭმა.
-ხედავ დღეს სულ იცინი?რაიყო რამე კარგი გაიგე?
-არა რატო?
-აბა რატომ იცინი?-დარცხვენით უთხრა ბრეგაძემ.
-მისმინე ანანო განგიმარტავ!ის რომ სერიოზული ვარ სულაც არ ნიშნავს იმას რომ არ ვიცინი!
-გიხდება ღიმილი!
-შენც გიხდება სიცილი!-მიუგო ბიჭმა ისე რომ არც ამჯერად მოუშორებია თვალი საჭრელი დაფისთვის.ანანო ცდილობდა ისე გაეტარებინა ეს კომპლიმენტი როგორც სხვისი,მაგრამ მე ხომ ვიცი რომ მისი გული სიხარულით სამბას ცეკვავდა,თუმცა რა თქმა უნდა ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს მისთვის.
-მომბეზრდა ასე ჯდომა დაგეხმარები მაინც!-წამოდგა,ბიჭთან მივიდა,პომიდორი ააცალა და გემრიელად მიირთვა.ამას ისევ ალექსის ღიმილი მოყვა.
-კარგიი!იმედია რამის დაჭრა მაინც იცი?-ალექსის სიტყვებზე რა თქმა უნდა ანანო გაბრაზდა,ისეთი სახე მიიღო ალექსანდრე უკვე მართლა ახარხარდა.გაგიკვირდებათ და ეს პატარა გოგო ახერხებდა გაუცინარი ალექსანდრე დევდარიანის ახარხარებას.
-ისევ ეს დაწყევლილი ტელეფონი არა არ მესმის სულ როგორ უნდა რეკავდეს!-წუწუნით წავიდა მისღებში.-ხო დე?როგორ ხარ?...რა?-სახე შეეცვალა.-კაი დე მოვდივარ ...არ ინერვიულო ხო შენ?მოვდივარ!
-რა მოხდა?-იკითხა ალექსმა როცა ანანოს აცრემლებული თვალები დაინახა.
-მამაჩემს...ინფარქტი აქვს!...უნდა წავიდე-ოთახში შეიკეტა.შემდეგ კი იქიდან გამოსძახა-შეგიძლია ტაქსი გამოიძახო?
-მე წაგიყვან!
-არ შეწუხდე უბრალოდ ტაქსს გამოუძახე რა!
-არ მიკითხავს ფაქტი გაგაცანი!-მკაცრად მოუჭრა.ანანოსაც წინააღმდეგობის თავი არ ქონდა და დაჰყვა მის ნებას.
მთელი გზა ფანჯრიდან იყურებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძააალიან მომწონს❤️მოუთმენლად ველი ახლა თავს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent