გაქცეული /9/
ორსაათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ მანქანა ჩერდება, მაგრამ მძღოლი თვალებიდან სახვევს ჯერ კიდევ არ გხსნის, რომელიც იმ მიზნით გაგიკეთა, რომ ვერ გაგეგო სად მიჰყავდი. როგორც კი მანქანიდან გადმოხვედი სახეში ცივი ჰაერი მოგხვდა. ყოველი ნაბიჯის გადადგმას კი გამხმარი ხისა და ფოთლების ტკაცუნთან ერთად ბუების სტვენა ერთვოდა. გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე და სმენა უფრო დაძაბე მეტი, რომ გაგეგო. ნესტოებში ფიჭვის ხეების სუნი გეცა, რაც კიდევ უფრო ადასტურებდა იმას, რომ ტყეში იყავი. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა და ამ სიჩუმეში საკუთარი გულისცემა გაცილებით ხმამაღალი გეჩვენებოდა ვიდრე სინამდვილეში იყო. გამტაცებელს სადღაც მიჰყავდი და როცა სიარული შეწყვიტა თვალებიდან სახვევი მოგხსნა. ტყის შუაგულში ძველი მიტოვებული სახლის ერთ-ერთ ოთახში შეგიყვანა და სკამზე თოკებით მიგაბა. თანაც ისე, რომ სიტყვაც კი არ დასცდენია. ყველაფერს რობოტივით ხმის ამოუღებლად აკეთებდა.თითქოსდა სწორედ ასე ყოფილიყოს დაპროგრამებული. შენ კი თვალებს დაბნეული აცეცებდი ირგვლივ და შიშისგან სიტყვას ვერ ძრავდი. კაცი პირდაპირ თვალებში გიყურებდა, თითქოს ამით შენს გაშიფვრას ცდილობდა. მერე მზერა მოგაშორა და შენს პირდაპირ მდებარე სკამზე ჩამოჯდა. - ლენა გინდა იცოდე აქ რატომ ხარ?? უეცრად ალაპარაკდა შენ კი მოულოდნელობისგან შეცბი, რადგან არელოდი , რომ საუბარს პირველი ის წამოიწყებდა. შიშისგან მთელი სხეული გიცახცახებდა. - მინდა! ნერწყვი მძიმედ გადაყლაპე, მოსალოდნელი პასუხი გაშინებდა. - ასეც ვიფიქრე, შენს ადგილას მეც მომინდებოდა გამეგო მიზეზი იმისა თუ რატომ გამიტაცეს. - ეს ვინ დაგავალა? - მაპატიე, მაგრამ ამის თქმის უფლება არ მაქვს. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ შენი აქ მოყვანისთვის ძალიან დიდი თანხა გადამიხადეს და ვაღიარებ ეს მარტივი საქმე სულაც არ ყოფილა. მთელი ექვსი თვე შენს ძებნას შევალიე. - რატომ? რაგინდა ჩემგან? უნდა მომკლა? - არა არაა, შენი მოკვლა ნამდვილად არაა ჩემი საქმე. ვფიქრობ ეს მისი გადასაწყვეტია, ვინც შენი მოძებნა შემიკვეთა. სწორედ ის გადაწყვეტს იმას თუ როგორ იძიოს შენზე შური! დამნაშავე ამ ყველაფერს ისე აუღელვებლად და მშვიდად გიყვებოდა გეგონებოდა ძილისპირულს ჰყვებაო. შენ კი გაურკვევლობისგან ნელ-ნელა ჭკუიდან იშლებოდი. - ვის უნდა უნდოდეს ჩემზე შურისძიება?? - იქნებ იმას , ვისაც ცხოვრება დაუნგრიე? - ვის დავუნგრიე ცხოვრება? მე მსგავსი არაფერი ჩამიდენია. რას ბოდავ? - მგონი დღეისთვის საკმარისია! ხვალ საქართველოში მივდივართ,ცოტაც მოითმინე ყველაფერს იქ შეიტყობ. - არა, საქართველოში არ დავბრუნდები! ვინ არის შენი უფროსი? მითხარი ამას რატომ აკეთებ! - არშემიძლია მეტს ვერაფერს გეტყვი! უარის ნიშნად ხელები გაასავსავა და ფეხზე წამოდგა. - არა უნდა მითხრა! მოიცადე სად მიდიხარ?? აქ არ დამტოვო! როგორც ჩანს ის შენთვის არაფრის მოყოლას აღარ აპირებდა, რადგან ოთახი მაშინვე დატოვა როგორც კი შენი უკმაყოფილება და ბრაზი შენიშნა. თავში კი უამრავი კითხვა გიტრიალებდა,რომლებზეც პასუხს გამტაცებლის თქმით საქართველოში მიიღებდი, მაგრამ შენ წასვლა არ გინდოდა. იქაურობასთან არაფერი გაკავშირებდა, გარდა წარსულისა, რომლითაც ოდნავადაც არ ამაყობდი. შენი სამშობლოში დაბრუნების მიზეზს ვერ ხედავდი. იმასაც კი ვერ ხვდებოდი თუ ვის შეიძლება მოენდომებინა შენზე შურისძიება. შენ ხომ მტრები არასდროს გყოლია, რატომ უნდა გაეტაცებინე ვინმეს? ერთისული გქონდა როდის აეხდებოდა სიმართლეს ფარდა და როდის შეხვდებოდი შენს იდუმალ მტერს, რომელსაც შენთან ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი. ახლა უკვე აღარ იყავი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი, რადგან სხვაგვარად სიმართლეს ვერ გაიგებდი. შენ კი სიმართლის გაგება გჭირდებოდა. უფლება გქონდა გცოდნოდა ვისთან გქონდა საქმე, რათა თავის დაცვა შეგძლებოდა. *** ისევ დაბმული ხარ , თვალებს მძიმედ ახელ და რას ხედავ მთელი ოთახი წითელ ალშია გახვეული. საშინლად გცხელა და სუნთქვისთვის ჰაერი არ გყოფნის. კვამლი კი ფილტვებს გივსებს და ნელ-ნელა გგუდავს. დაბმული ხარ და თავს ვერ შველი , მხოლოდ ის შეგიძლია, რომ იყვირო იოგების ჩაწყვეტამდე, მაგრამ ვაი, რომ ესეც ამაოა, რადგან შენი არავის ესმის. მოულოდნელად კი ვიღაც კარებს ფეხის ერთი დარტყმით ტეხს და ოთახში შემოდის. წითელი ალის ფონზე მისი სახის ნაკვთების გარჩევა გიჭირს. ის კი თანდათან უფრო გიახლოვდება. ახლა უფრო დაჟინებით უყურებ და ცდილობ მისი სახე ვინმეს მიამსგავსო. ღმერთს ემუდარები ნეტავ ანდრე იყოსო, რადგან იმის იმედი გაქვს, რომ ის შენს გადასარჩენად მოვიდოდა. ადანიანის სილუეტი კი თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება და როცა ერთმანეთს მზერას უსწორებთ ყველა იმედი გიქარწყლდება, რადგან ანდრეს ნაცვლად ხელში ვიღაც დამწვარსახიანი კაცი გრჩება, რომელიც შენი დახმარების ნაცვლად ნავთის ბოთლს სახურავს ხსნის და მთელს სხეულზე გასხამს. თავად კი გიჟივით ხარხარებს სიამოვნებისგან. შენ კი ტკივილისგან ღრიალებ და ბოლო რამ რაც გონებაში ღრმად გელექება დამწვრის სუნია. დამწვარი ხორცის სუნი. ის სუნი, რომელიც ცოცხალი სხეულის დაწვის შედეგად რჩება. - არააა! შეშინებული ახელ თვალებს და სხეულზე იხედები. ამოწმებ ყველაფერი რიგზე გაქვს თუ არა. ნესტოებში კი ჯერ კიდევ გრძნობ დამწვარი ხორცის სუნს. ვერიჯერებ, რომ ეს მხოლოდ მორიგი კოშმარი იყო და მეტი არაფერი. მერე კი შიშისგან ისტერიულ ტირილს იწყებ და ხელების გახსნას ცდილობ გინდა, რომ იმ ბნელ სოროს თავი დააღწიო, სადაც გამოგკეტეს, მაგრამ შენივე უძლურობა გაიძულებს გაჩერდე და ბედს შეეგუო. ტირილს წყვეტ და გონებაში სიზმრის აღდგენას ცდილობ. გინდა გაიხსენო იმ ადამიანის სახე, ვინც ცეცხლი წაგიკიდა, მაგრამ არაფერი გამოგდის. მხოლოდ მისი საშინლად დამწვარი სახე და არაბუნებრივად თეთრი კბილები გაგონდება. ამიტომაც გახსენებას წყვეტ და თავს აიძულებ ამაზე აღარ იფიქრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.