შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი [3]


7-03-2019, 20:09
ავტორი მორი-ელი
ნანახია 1 852

კესანეს დაუწყო თვალიერება,ღმერთმანი,როგორი რთულია მისთვის ამ თემაზე საუბარი,ჯერაც რომ ვერ დაულაგებია გონებაში აზრები,რა მოიმოქმედოს,როგორ გადააფიქრებინოს გეგისთან ურთიერთობის გაბმა.კესანე, ჯიუტად,არც კი ფიქრობდა რომ აზრი შეეცვალა,საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა,თუკი ურთიერთობა ექნებოდა გეგისთან.გიორგი ჩუმად იჯდა და უყურებდა.ერთი ხანი ფიქრობდა,პირდაპირ ეთქვა,რასაც გულით ფიქრობდა,თუმცა მან ძალიან კარგად იცის კესანეს ხასიათი და ურთიერთობის გაფუჭების მეტს ვერაფერს მიიღებდა,ამიტომ დუმილი და მისი დახმარება არჩია და კესანესთან მეტი სიახლოვთ ფიქრობდა რომ დროს იგებდა.
- ქეთის გარდა,საერთო ნაცნობი არავინ გვყავს,ვისთან შეიძლება რომ ვინახულო?
- პირდაპირ სახლში დაადექი,მისამართს ქეთი გეტყვის,ეცი და უთხარი რომ მოგწონს.
-ხუმრობ,ალბათ,არ შეიძლება ეგ სერიოზულ ნათქვამად ჩავთალო,ცანცარა!
-რატომ? მისი ნახვა მხოლოდ ასეთი ფორმით შეგიძლია,პირდაპირ მიხვიდე,ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე,არც შენ გაწვალდები და არც ის,შეიძლება მასაც მოსწონხარ და ვერ გეუბნება,სტრატეგიას არჩევს.
-სულელი ხარ,ქალის და კაცის ურთიერთობის არაფერი გაგეგება,ასე პირდაპირ არავინ მიდის მოწონების ობიექტთან.
-მე თუ არაფერი გამეგება,მაშ, შენ მოიფიქრე და განახორციელე.
-რა ჯიუტი ხარ,მე დახმარება გთხოვე შენ კი,ისეთ აფსურდულს მეუბნები,მგონია დამცინიხარ.
-კარგი რა,კესანე,რა საჭიროა საქმის გართულება,კვირების მოცდა,დღეების თვლა,როცა შეგიძლია,ადგე,მიხვიდე და ყველაფერი პირისპირ უთხრა.
-ჰო და მითხრას მერე,იცი რა, ჩემო კესანე მე სხვა მიყვარს და თავი ტყუილად შეიწუხე აქ მოსვლით-ო.
-ეგ ხომ მაინც გეცოდინება,რომ ტყუილად თავი არ დაიიმედო.
-დაგახრჩობ,იცოდე,ტვინი აამუშავე და დამეხმარე,სად შევხვდე.
-მაიძულებ,მასთან მე ვიარო პაემანზე და შენ „შემთხვევით“ გადაგვეყარო სადმე?
-თუნდაც!
-არ ვარ მისი მეგობარი,კესანე!
-მერე გახდი,გიორგი,მაგაზე ადვილი რა არის,ხომ იცნობ.
-ხოდა,რომ ვიცნობ,სწორედ მაგიტომ არ ვარ მისი მეგობარი,- კესანესთან დიალოგში იმდენად ჩაება,ვეღარ გაეგო გაბრაზებულიყო თუ არა.საწოლიდან წამოდგა და ქალთან ახლოს მივიდა,როგორც კი მისი სუნი იგრძნო გული აუჩქარდა და ხელები სიმწრისგან მომუჭა,თითქოს უნდოდა კედელზე მიერტყა და საზიზღარი განცდა ზედ შეეტოვა.კესანემ ზურგი აქცია და ფანჯარაში დაიწყო ყურება.მას ახლა,მხოლოდ ერთი ფიქრი ჰქონდა,კიდევ ერთხელ შეხვედროდა გეგის,რატომ ჰქონდა ასე ჯიუტად ამოჩემებული,ვერ ხსნიდა,მაგრამ ფაქტია ამ სურვილის განხორციელება ძალიან სურდა.
გიორგის სურვილი ჰქონდა შემოხვეოდა,და გულზე ზურგით მიეხუტებინა,ადრე ამას მეგობრულად ყოველგვარი ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე აკეთებდა,კესანე უფლებას აძლევდა ძმურად ჩახუტებოდა,განა ახლა დაუშლის,უბრალოდ გიორგის ახლა სრულიად სხვანაირი სურვილი ამოძრავებს,რომ მიიხუტოს გულიც გაუჩერდება,წინად თუ რეაქცია არ ექნებოდა.
- ხო იცი როგორ მიყვარხარ და არ მინდა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
-რას გულისხმობ?
-არ მწამს გეგისი!
-მითხარი თუ რამე იცი,რატომ მიმალავ,სულ იმას გაიძახი ცუდია,ცუდიო და მიზეზი ხომ უნდა ვიცოდე,რა მოხდა,რატომაა ცუდი?!
-ბოროტია,სადაც კი მის გვერდით აღმოვჩენილვარ,ყველგან საქმე გამიფუჭა.
-საქმიანი კავშირი სიყვარულთან რა შუაშია.
-საქმეში მოღალატე ადამიანი,სიყვარულშიც მოღალატეა,თუკი მას შეუძლია მოატყუოს ყველა და ამით მოიპოვოს ბევრი ფული,რა სარწმუნოა რომ ის საყვარელ ქალსაც არ გამოიყენებს და არ მოატყუებს.
-არ არის ეს დამაჯერებელი არგუმენტი,გიორგი,შეიძლება სამსახურში სიცივეს იჩენს,რეალურად კი,კარგი ადამიანი იყოს.
-არ აქვს აზრი,უფრო დამაჯერებელ არგუმენტსაც უგულებელჰყოფ,შენ უკვე ბნელით ხარ მოცული და ყურები გაქ დახშული,სულ რომ სიმართლე გელაპარაკო და მთელი დღე გეგის უარყოფითზე გესაუბრო,შენ ჭკუა-გონებამდე არაფერი დავა,იმიტომ რომ არ გინდა.
- მაგ ფიქრებით იარე მთელი ცხოვრება,თავი კიარ მძულს.
- რას გავიგებ,ბოლო კვირაა არეული ხარ.
- შენ უარესად ხარ,გგონია ვერ ვამჩნევ? უფრო უხეში გახდი და რატომ ცდილობ ვიჩხუბოთ?
-მე არაფერს ვცდილობ,კესანე,ჯიუტი ხარ და ვერაფერს გაგებინებ,ჯობია შენ საქმეს შენვე მიხედო,მე ჩამოგშორდები,ასე ჯობია,ღმერთს ვთხოვ არაფერი მოხდეს ცუდი,მაგრამ თუ მოხდება მაშინ დამირეკე და დაგეხმარები,სხვა შემთხვევაში აღარ შემაწუხო.
-როგორც გინდა,ღმერთმა ნუ დამაჭირვოს შენი უჟმური თავი.
-მადლობთ,გეთაყვა,ახლა წავალ მე და მარტომ იფიქრეთ ,- ჩამოშორდა და ოთახიდან გავიდა.კესანე ფანჯარას მოსცილდა და გიორგის უკან გაჰყვა დაბღვერილი სახით,უნდოდა გადაესწრო წინ დადგომოდა და ყელში სწვდომოდა.
გიორგიმ იგრძნო უკან რომ კესანე უკან მიჰყვებოდა,თუმცა არ გაჩერებულა,ნაბიჯს აუჩქარა და შემოსასვლელის კართან მივიდა.
- კარგად! - თქვა და კარი გააღო.
-ნახვამდის ! - დაემშვიდობა კესანეც და როდესაც გიორგი გავიდა სახლიდან,კარი მიხურა.

* * *
უცნაური საღამო იყო,თითქოს ცუდის მომასწავებელი,წვიმა წამოვიდა და ცოტა ქარმაც დაუბერა.კესანე გადახურულში კაფის წინ ხის სკამზე იჯდა და წიგნს კითულობდა,რა დროსაც ვიღაცამ გვერდით ჩაუარა და დაუჯდა.
-რას კითხულობთ? - ჰკითხა ნაცნობმა ხმამ და კესანე შეკრთა,ნელ-ნელა ჩამოწია წიგნი და გეგი რომ დაინახა ლამის წამოიყვირა - ნუ გეშინია,შენს დასაფრთხობად არ მოვსულვარ,აქვე ვიყავი და რომ შეგამჩნიე,ვიფიქრე მოვსულიყავი და მენახე,როგორ ხარ? - კესანე ჯერ კიდევ გაოცებული და აღელვებული შეჰყურებდა გეგის.
-კარგად,თავად?-მორიდებით ჰკითხა მან და წიგნი დახურა,ჩანთა აიღო და შიგნით ჩადო.
-მეც კარგად,ბოდიში რომ წიგნის კითხვაში ხელი შეგიშალე.
-არაუშავს,დღის შუქზე კითხვა ბევრად კომფორტულია,უბრალოდ ახლა მეგობარს ველოდებოდი და გადავწყვიტე დრო ამით მომეკლა,არც ისე სახარბიელოა ჩემი თვალებისთვის ნათურის შუქზე კითხვა.
-თვალების პრობლემა გაქვს?
-განსაკუთებული არაფერი,უბრალოდ ახლო მხედველი ვარ და ადვილად მეღლება და მერე ცრემლი მომდის.
-ოპერაციით არ გიცდია მხედველობის აღდგენა?
-არა!
-ცუდია,ასე მხედველობას დაიზიანებ.
-გიორგიც სულ მაგას მეუბნება,მაგრამ რატომღაც ვერ ვბედავ ოპერაციას.
-გიორგი?!
-ჩემი მეგობარი,აი ის,ქეთის დაბადების დღეზე,ჩემ გვერდით რომ იჯდა.
-გასაგებია,- არც ისე ნასიამოვნები ჩანდა გეგი - ვხედავ,ყავა შეგიკვეთავს,თუმცა ხელუხლებელია,ახალს შევუკვეთავ,დალევ?
-არ შეწუხდეთ,ხომ ხედავთ არც ეს დამილევია.
-მე შევუკვეთავ და თუ გინდა ნურც იმას მიირთმევ,ნამცხვარი გიყვარს?
-კი,თუმცა არ მინდა,მადლობა.
-ნუ გერიდება,ჩათვალე დიდი ხანია მიცნობ,რომელი ნამცხვარი შევუკვეთო?
-ტირამისუ მიყვარს.
-კარგი გემოვნება გქონია,მეც სიამოვნებით მივირთმევ ტირამისუს ,- სკამიდან წამოდგა და შესაკვეთად წავიდა.კესანე კი დაბნეული იჯდა და ვერაფერზე ფიქრობდა,აზრზე ვერ მოდიოდა რაზე უნდა ესაუბრა გეგისთან.ახლა რომ გიორგი ხედავდეს,ალბათ ცოფებს გადმოყრიდა.წარმოიდგინა მისი სახე და სიცილი აუტყდა.ერთი კვირის წინ ნაწყენი გაუშვა სახლიდან და ცოტა არ იყოს სინდისი ქენჯნიდა,რომ აწყენინა.
-რაზე ფიქრობ?-ხელი აუქნია სახესთან გეგიმ
-აჰ,არაფერი,ისე,თვალი გამიშტერდა.
-შევუკვეთე და მალე მოგვიტანენ,იქამდე კი შენზე მომიყევი ,- მოსასმენად შეემზადა გეგი,კოსტუმი შეისწორა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-რა გაინტერესებს? - ჰკითხა კესანემ და მიაცქერდა.
-რას საქმიანობ,რითი ხარ დაკავებული?
-პროფესიით ეკონომისტი ვარ და ჯერ-ჯერობით ბანკში ვმუშაობ.
-მეგონა ჯერ კიდევ სწავლობდი,რამდენი წლის ხარ?
- არც ისე დიდი ვარ,25-ის.
-მშვენიერი ასაკია,ჯერ ისევ ბავშვი ხარ.
-ბავშვი?- გაიოცა კესანემ - განა რამდენის ხარ რომ ბავშვად მთვლი.
-30-ის !
-მთლად ბაბუა ყოფილხარ, -მიუგო კესანემ და სიცილი დაიწყო,თუმცა გეგის არც ისე კმაყოფილი სახე ჰქონდა და რომ შეამჩნია სიცილი შეწყვიტა,- რა უჟმური ხარ.
-აქ სასაცილო არაფერი იყო,-მკაცრი ხმით მიუგო გეგიმ.
-ბოდიში!
-მიღებულია,ახლა გააგრძელე შენზე საუბარი,-კესანეს ხასიათი შეეცვალა,თითქოს აღარ სურდა მის გვერდით ჯდომა და საკუთარ თავზე რამის მოყოლა,თავს ძალიან უცხოდ გრძნობდა და საშინელ დისკომფორტს განიცდიდა,ასე არ წარმოედგინა,ფიქრობდა რომ უფრო ლაღი იქნებოდა გეგისთან,ახლა კი დამძიმებული აქვს მთელი სხეული და წელშიც ვერ სწორდება,შეშინეული წიწილივით არის მოფუზული და სერიოზული სახით უყურებს გეგის.გიორგისთან აქამდე შვიდჯერ მოიოხებდა გულს სიცილისგან.
-არაფერი მაქვს მოსაყოლი,მეჩქარება უნდა წავიდე,ბოდიში,-სკამიდან წამოდგა,ჩანთას დაწვდა და წვიმაში გავარდა.გეგი დაბღვერილი სახით უყურებდა მიმავალს.სიბრაზისგან მუშტიც დაარტყა მაგიდას,რაღაც ჩაიბურტყუნა და წამოდგა.

კესანე სულ დასველდა,თუმცა უკან მიბრუნების სურვილი არ ჰქონდა,არც ტაქსი გააჩერა,გადაწყვიტა ფეხით მისულიყო სახლამდე.
-კესანე!
-რა იყო გიორგი? - წამს იცვალა ფერი და ხასითზე დადგა გიორგის ხმა რომ გაიგონა.
-ამ წვიმაში სად მირბიხარ,რას გავხარ?- მივარდა და პიჯაკი მიაფარა
-აუფ,წვიმს,დავსველდი,ცეცხლი კიარ მიკიდია.
-არ გაცივდე.
-არ გავცივდები,შენ აქ საიდან? აკი რუსეთში მივდივარო?
-გადავიფიქრე,აქ მარტო როგორ დაგტოვებდი,შენ ხომ ბატი ხარ.
-მე ვარ ბატი?
-კი,ბატი ხარ,შუა წვიმაში უქოლგოდ დარბიხარ.
-მიყვარს წვიმა,მოდი მეცეკვე არ გინდა?
-წადი,დამეკარგე თუ ქალი ხარ,გაციებაღა მაკლდა.
-აი რა ფაფასოა ხარ,მოდი ბიჭო,რა გაციება,ზაფხულის წვიმა არ აციებს ,- პიჯაკი თავიდან მოიცილა და გიორგის ხელი ჩაავლო.მასაც მეტი რა გზა ჰქონდა,უძლური იყო კესანეს წინაშე,ხელი მოხვია წელზე და ცეკვაში აჰყვა.
-რამ გადაგრია? -ჰკითხა და თმაზე ხელი მოკიდა,-უკვე ძალიან სველი გაქვს.
-არაუშავს,დავსველდეთ,როგორც ბავშვობაში,მერე სახლში ავიდეთ,შენი ძველი ტანსაცმელი ისევ მაქვს,გამოვიცვალოთ,ცხელ ჩაის გავაკეთებ და არაფერიც არ დაგვემართება.
-რადგან შენ იტყვი ,- ღიმილით მიუგო გიორგიმ და მიიხუტა.კი,სველი იყო კესანე,მაგრამ მისი კანის სითბოს უფრო მეტად გრძნობდა გიორგი,ფაქტობრივად მიკრული ჰყავდა.



№1  offline წევრი დარინა

როდის უნდა შეამჩნიოს ამ სულელმა გოგომ რომ გიორგი მასზე გიჟდება, ამოიკვიატა ეს გეგი და სანამ თავს არ წაიმტვრევს მანამდე ვერ მიხვდება, რომ მის გვერდით ის ადამიანია ვისაც ნამდვილად და გულწრფელად უყვარს, ვეთანხმები გიორგის საქმეში თუ მოღალატეა ადამიანი ის ყველგან გიღალატებს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატუკა

გიორგი და კესანე არ დააშორო გემუდარები... joy

გიორგი და კესანე არ დააშორო გემუდარები... joy

გიორგი და კესანე არ დააშორო გემუდარები... joy

 


№3  offline წევრი ვიპნი

რატომ ხდება რომ ყოველთვის ეგრე იხიბლებიან გოგოები ცუდი ტიპებით :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent