შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი [2]


22-02-2019, 23:48
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 684

მისმა გულმა ზუსტად იცის,რა სურს,უფრო ზუსტად კი ვინ.ფიქრები მოსვენებას არ აძლევენ,სასოწარკვეთილი,მიყრუებულ ადგილზე,ხეებით გარშემორტყმულ სკამზე ზის და ხელებში თავი აქვს ჩარგული.გონებაში მისი სახელი ჩაესმის და ცრემლის გორგალი უვარდება მარჯვენა თვალიდან.ნუთუ შესაძლებელია მეგობრის ასეთი სიყვარული,არა ამ ქვეყნიურად ძლიერი და მტკივნეული.ხელებს სახიდან იცილებს,წელზე იხვევს და მძლავრად იბოჭავს,თითქოს საკუთარ თავს სჯის,მეგობარს სხვა თვალით რომ შეხედა,მხოლოდ მას შემდეგ,რაც ქალის ცხოვრებაში სხვა პიროვნება გამოჩნდა.უსუსურია საკუთარი გრძნობების მიმართ.
ათასჯერ გაუელვა თავში კესანეს ნათქვამმა და გულის სიღრმეში საშინელი იმედგაცრუება იგრძნო,არა საკუთარი თავის,არამედ კესანესგან.ქალი მის ხელის გულზე გაზრდილი ყვავილივითაა,მთელი განვლილი ცხოვრებაა მის გარდაქმნას უყურებს.პატარა,არც თუ მომხიბვლები გოგოსგან,საკმაოდ ლამაზი ქალი დადგა.როგორ გინდა დაუთმო სხვას ადამიანი,ვინც იმდენი ხანია შენს სიახლოვეს ტრიალებს საკუთარი სხეულის ნაწილადაა ქცეული.

ოხვრით წამოიმართა ხის სკამიდან და ნელი ნაბიჯით წავიდა წინ,ჩაუარა წვიმისგან დასველებულ ხეებს და ტროტუარზე გავიდა,მანქანა ახლოში გაეჩერებინა და მალევე მიუახლოვდა კიდეც,კარი გამოაღო და საჭესთან დაჯდა,სანამ დაძრავდა ტელეფონი ამოიღო და ნაცრისფერ ეკრანზე თითები აამოძრავა.
“დაგეხმარები,რომ გეგის დაუახლოვდე" -დაწერა და სანამ გაგზავნიდა ერთი ამოიგმინა და გაუშვა.
* * *
-რა ჯიუტი ვინმე ხარ,მე ხომ გითხარი,არ გაეკარო გეგის,ცუდი პიროვნებაა.
-კარგი რა ქეთი,ახლო ურთიერთობა არასოდეს გქონია,შენი ნათლიის შვილი რომ არის იმიტომ დაპატიჟე.
-ძალიან სამწუხაროა რომ ჩემი არ გჯერა,ვერც კი წარმოიდგენ რისი გაკეთება შეუძლია,ვატყობ საუბარს აზრი არ აქვს,სანამ არ გაიგებ რას წარმოადგენს.
-გავიცნობ,იქნებ სულ სხვანაირია, - აზრს არ იცვლიდა კესანე,მას სჯეროდა რომ გეგი თავს აჩვენებდა ყველას რომ ცუდია,სინამდვილეში კი პირიქითაა.
საწოლზე წამომჯდარიყო და ტელეფონს ხელში ათამაშებდა.ქეთიც იქვე,საწოლის კიდესთან იჯდა და შეჰყურებდა მეგობარს,რომელიც აშკარად დაჰიპნოზებული იჯდა და ფიქრები გეგისკენ გაურბოდა.
-გიორგის უთხარი?
-კი და დამპირდა რომ გეგისთან დამაახლოვებდა.
-რა? -მაღალ ხმაზე მოუვიდა თქმა -რა სისულელეა,გიორგი კარგად იცნობს გეგის,მისთვის არ გაგიმეტებს.
-თუ კარგად იცნობს და არ მიშლის,ესეიგი კარგი პიროვნებაა.
-როგორც გინდათ,ჩემთან ხმა არ ამოიღოთ არცერთმა,ახლა გიორგის მივწერ,მოვიდეს და თავისი პირით მითხრას გეხმარება თუ არა და რატომ.
-რა ჯიუტი ხარ,ქეთი,-აღშფოთდა კესანე - მომწონს და გავიცნობ,ჯერ ხო არ შემყვარებია,რატომ მეღობები წინ.
-როგორც გინდა, - ნაწყენი ხმით უთხრა და გიორგის მიწერა,რომ კესანესთან იყო და ისიც მოსულიყო.
-თუ შევატყობ რომ მართლა ცუდი პიროვნებაა,მოვერიდები -თქვა და საწოლიდან წამოდგა,ტელეფონი ტუმბოზე დადო და წიგნების თაროსთან მივიდა - ერთი საკმაოდ საინტერესო წიგნი დავკარგე,შენ ხომ არ იცი შემთხვევით,ვინმეს ხომ არ ვათხოვე ,-ხელი გადაუსვა წიგნებს.ქეთიმ მხრები აიჩეჩა,მათ არ ჰყავთ ისეთი ახლო მეგობარი,ვისაც კესანე წიგნს ანდობდა.კესანე ერთ ხანს ჩაფიქრებული იდგა თაროსთან,განა დაკარგულ წიგნზე დარდობდა,არა,გონებაში გეგიზე ფიქრმა გაუელვა.
-არ ვიცი,იქნებ სადმე კითხულობდი და ჩანთაში ჩადება დაგავიწყდა,-ქეთის ნათქვამზე თითქოს გონება გაუნათდა და კადრი წარმოუდგა წინ,როგორ დაკარგა წიგნი.
-გამახსენდა,-წამოიძახა -მეტროში,მგზავრობის დროს,კითხვაში გართულს ვიღაც მეცა და წიგნი წამგლიჯა,რომ გაიქცა გავეკიდე,მაგრამ ვერ დავიჭირე,სხვა ვაგონში შემასწრო და კარი დაიკეტა,რატომ წამართვა ვერ ვხვდები.
-აბა რა გითხრა,ალბათ ქურდობის ახალი წყაროა,დააგროვებს მეტროში აგროვებულ წიგნებს და მერე გაყიდის.
-შეიძლება.
-გიორგიმ მომწერა რომ მოვა.
-მაინც მიწერე? -წარბები შეეჭმუხნა -არ გადააფიქრებინო იცოდე,თორემ ხმას აღარ გაგცემთ.
-არაფერს ვამბობ,უბრალოდ მოვიდეს და სამივემ მოვიფიქროთ,რა ვქნათ.
-ვითომ?-ეჭვით შეხედა.
-ნამდვილად,კი -უპასუხა და წამოდგა -ცოტახნით აივანზე გავალ,-მიუგო და ოთახიდან გავიდა,სანამ აივნამდე მივიდა ნაცნობი ხმა მოესმა.
-ქეთი, რას შვებით?
-მე აივანზე გავდივარ,კესანე ოთახშია,თავის წიგნებს დაფოფინებს,-სიცილით მიუგო გიორგის და გადაკოცნა.
-კარგი,შევალ ვნახავ და შენც შემოდი.
-შემოვალ,წადი შენ.

გიორგი ოთახს მიუახლოვდა,ღრმად ჩაისუნთქა და კარგი შეაღო.კესანე ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა.
-როგორ ხარ? - მიუახლოვდა გიორგი.კესანე შემობრუნდა და გახარებული შემოეხვია გიორგის.
-კარგად,შენ? -სიხარულით მოიკითხა მეგობარი
-ძველებურად, -საწოლზე ჩამოჯდა -რა ხდება,რა გეგმა გაქვს გეგისთან დაკავშირებით ,-ეცადა გრძნობები დაემალა,სახე მოარიდა კესანეს.
-შენ რას მირჩევ,მეგობარი ბიჭი ხარ და უკეთ იცი.
-ჩემთვის ვერ შემიბია ქალი და შენ რა გირჩიო,-ძალდატანებით გაიცინა გიორგიმ - ჯერ არ მაქვს იდეა...სხვა თემაზე ვისაუბროთ,შეიძლება?
-რა გჭირს?
-არაფერი,უბრალოდ განწყობა არ მაქვს.
-კარგი,შევცვალოთ თემა,ქეთი მგონი აივანზე შერჩა.
-გადახტომას არ აპირებს იმედია.
-ნუ გაქვს ცუდი ფიქრები.
-ვიხუმრე,ვიცი რომ ჯერ არ გაგიჟებულა. ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით.
-მაგალითად ვისი?- თითქოს იეჭვა რომ გიორგი მას გულისხმობდა,თუმცა არ შეიმჩნია.
-ერთია რა... ლამაზისეული ,-მიუგო ღიმილნარევი ხმით და საწოლზე ხელის გულებით დაეყრდნო.



№1  offline წევრი n.k.

gaagrdzele veli shemdeg tavs

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

n.k.
gaagrdzele veli shemdeg tavs

გაგრძელდება,რა,თქმა,უნდა. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი დარინა

რატომ ამოიკვიატა ეს გეგი უაზროდ კესანემ ვერ ვხვდები, არადა გვერდზე რომ გაიხედოს და კარგად დააკვირდეს კი შეამჩნევს გიორგის გრძნობებს, მეცოდება გიორგი როგორია გიყვარდეს, მაგრამ ის სხვაზე ფიქრობს და თან გთხოვს რომ მის შებმაში დაეხმაროო.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნენე

საინტერესო ისტორიაა, მაგრამ პატარა თავებია. რაც შეეხება ამ პერსონაჟებს კესანე ერთ ჭირვეულ ბავშვს მაგონებს რომელსაც რაც არ უნდა უთხრა არა მაინც თავისას გაიძახის და დიდი იმედი მაქვს რომ ცხვირს ისე წაინტვრევს რომ გაიგოს რომ ხანდახან როდესაც რაღცას გეუბნებინა გაიგო და დაუჯერო. გიორგი მეცოდება ასეთი შტერი რომ ყავს გვერძე და უყვარს. კესოს მეგიბარიც კი კარგად მსჯელობს და ეუბნება სინამდვილეში რა როგორაა.
შენ კიდევ წარმატებები და ძალიან კარგად წერ.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნატა

იცით ერთ მოთხრობას ვეძებ,გოგოზეა რომელიც მეძავის შვილია და მოკლედ ეს გოგოც ბორდელში მოვა სამუშაოდ მაგრამ გამოიქცევა და გზაში დაჭრილ ბიჭს გადააწყდება ხოდა ეს გოგო სახლში წაიყვანს იქ უმკურნალებს და მოკლედ კაზინოში მივა სამუშაოდ და ეს ბიჭი დახვდება მგონი მეპატრონედ,ამ ბიჭს დედა ციხეში ყავს მამა პოლიტიკოსი.ბოლოს შეუყვარდებათ ერთმანეთი და გაქცევა მოუწევთ ქვეყნიდან.ხომ არ იცით? ბოდიში აქ რომ ვწერ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent