შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი [1]


19-02-2019, 01:06
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 687

ბიბლიოთეკაში,წიგნების უზარმაზარ თაროსთან დგას და წიგნს ინტერესით ფურცლავს,ყოველი წინადადება მეტ ინტერესში ითრევს და კითხვას თავს ვერ ანებებს.წიგნს ხურავს,ბიბლიოთეკარისკენ მიდის და ჩუმი ხმით ეუბნება.
- ამ წიგნს ავიღებ,-მიუგო და ბიბლიოთეკარს წიგნი მიაწოდა.ასაკიანი ქალბატონი ხის სკამიდან ზემოთ წამოიწია ოდნავ,სათვალე აიღო მაგიდიდან,გაიკეთა და ჯერ მის წინ მდგარ ქალს შეხედა,შემდეგ წიგნს და ხელიდან გამოართვა, მაგიდაზე დადო,დაჯდა კომფორტულად და უჯრა გამოაღო.
-სახელი და გვარი მითხარი,გენაცვალე?-ჰკითხა სანამ ძებნას დაიწყებდა
-კესანე დადიანი,-პასუხობს ქალი,ერთი სული აქვს წიგნი ხელში ჩაიგდოს.
მალევე მოიძია მისი ანკეტა ბიბლიოთეკარმა და შევსება დაიწყო.
-ხელი მომიწერე და თავისუფალი ხარ,-მიაწოდა ფურცელი და კალამი,კესანემ სწრაფად მოაწერა ხელი და წიგნი აიღო.
-ნახვამდის,-უთხრა ღიმილით და ბიბლიოთეკიდან სწრაფი სვლით გავიდა გარეთ.
-ოჰ,ეღირსა გამოსვლა ქალბატონს,-მიმართავს მანქანასთან მდგარი მამაკაცი კესანეს -ლოდინით ისე დავიღალე,ლამის წავედი.
-წასულიყავი მერე,რას მაშინებ,-უთხრა კესანემ ღიმილით -ტაქსის გავაჩერებდი და სახლში წავიდოდი,გიორგი !
-მეგობრობის ხათრით,ჩემო კესანე,-მიუგო გიორგიმ და მანქანის კარი გაუღო -მოდი,დაჯექი ჩვენი ქეთო იუბილარია,ხოარ დაგავიწყდა.
-არა,არ დამვიწყებია,საჩუქარი გუშინ ვუყიდე.
-რას ჩუქნი? -ინტერესი გაუჩნდა გიორგის -მე ყელსაბამი ვუყიდე.
-კარგი საჩუქარია ყელსაბამი,თუმცა მე უკეთესი რამ მაქვს,ტყუილად ნუ გაირჯები,არ გეტყვი.
-კარგი არ მაინტერესებს,-გული აუცრუვდა გიორგის,მანქანის კარი გააღო,სწრაფად ჩაჯდა და ღვედი გაიკეთა.კესანე აღარ შეყოვნებულა მანქანაში გიორგის გვერდით მოკალათდა და მანაც გაიკეთა დამცავი.
-გვიაქეიფია დღეს,-თქვა მამაკაცმა კმაყოფილი სახით -ბევრი არ დალიო იცოდე,მერე ჩემი სატარებელი გახდები,დედაშენი მე მისაყვედურებს,რას დაამსგავსე ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი შვილიო,-სიცილით თქვა და კესანეს სახეს დააკვირდა.
-როდის იყო მე ბევრს ვსვამდი,-იმედგაცრუებულმა ჩაიბუტბუტა.
-წინა წელს,ჩემს დაბადების დღეზე იმდენი დალიე სიყვარულის ახსნა დამიწყე,მე რა,თქმა,უნდა,არ დავიჯერე სიმთვრალეში ნაბჟუტურები.
-რა იცი,იქნებ წინა წელს სიმართლეც კი გითხარი,-თვალი ჩაუკრა და ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე.
-სერიოზულად?-წამოიწია გიორგი -გიყვარდი? -გაოცებული სახით ჰკითხა და სვლა ოდნავ შეანელა.
-ნუ ჩერდები,ვიხუმრე,-უპასუხა კესანემ -მალე მინდა მივიდეთ ქეთოსთან.
-აღარ იხუმრო მეორედ ასე,-გულდაწყვეტილი ხმით მიუგო გიორგიმ და გაზის პედალს ფეხი მიაჭირა.
-რა გულუბრყვილო ხარ,მეგობარო,-სიცილით მიუგო კესანემ.
-თმა ქერად რატომ შეიღებე,ტვინი სულ გამოგაცალა. . .
-ოხ ეს გავრცელებული ხუმრობა,ბავშვობის მეგობარი ხარ და საწყენად არ მივიღებ.
-შენი ბუნებრივი ფერი ბევრად ლამაზი იყო,-თვალწინ წარმოუდგა წაბლისფერ თმიანი კესანე.
-თაყვანისმცემლები არ მაკლია,-თქვა და თმა შეილამაზა,მერე სარაფანი გაისწორა და კმაყოფილებით აღსავსე გიორგის მხარზე მიეყრდნო.
-ნუ მეხუტები,საჭესთან ვზივარ,-ცივად მოკიდა ხელი და ჩამოიშორა.
-კარგი,-უკმაყოფილოდ მიიწია კესანე.
-მანქანიდან რომ გადავალთ,მერე შეგიძლია ჩამეხუტო კიდეც.
-მოინდომა,-ისევ მოვიდა ხასიათზე კესანე.
-არ გიკრძალავ,როცა გინდა შეეხე ჩემ დიად სხეულს,დაკუნთულს.
-არსად დაკარგო შენი კუნთები.
-გოგოებს ამით ვაბავ,სად უნდა დავკარგო.
-ქალების გულთამპყრობელი,რისხვა...
-აბა,აბა..,-მხრებში უფრო მეტად გაიშალა -დამცინე,დამცინე,დრო მოვა შემეხვეწები,მაგრამ მე უკვე ცოლი მეყოლება.
-შვილის ნათლია მე ვარ იცოდე.
-ვიმახსოვრებ..., -თვალი ჩაუკრა გიორგიმ.

* * *
-ოჰ,მობრძანდით როგორც იქნა,-შეეგება ქეთი მეგობრებს.
-ერთი საათი ბიბლიოთეკის კართან მაყურყუტა,-უკმაყოფილოდ უთხრა გიორგიმ.კესანეს არაფერი უთქვამს,მაგიდისკენ წავიდა და სტუმრებს მიესალმა.
მისი ყურადღება მაგიდის ბოლოსკენ მჯდარმა უცნობმა მამაკაცმა მიიქცია.საკმაოდ სოლიდურად ჩაცმული უცნობი თითებს მაგიდაზე ისე ათამაშებდა,თითქოს ვინმეს მოლოდინში იყო.
-ეს ვინ არის?-უჩურჩულა კესანემ ქეთის
-ჩემი ნათლიის შვილია,-უპასუხა ქეთიმ და სკამი გამოწია -მოერიდე,არც თუ კარგი ვინმეა,მე გულზე არ მეხატება.
-სიმპატიურია,-დაღონებით უთხრა კესანემ.
-ეგ კი.
-რაზე ჭორაობთ?-მიუახლოვდა გიორგი -მეც მითხარით.
-ქალების საუბარში ნუ ერევი გიო,-უთხრა კესანემ და მაგიდასთან დაჯდა.
-მიდი,მიუჯექი კესის გვერდით,-მიუგო გიორგის ქეთიმ -მეც აქვე ვზივარ.
-სულ ამის გვერდით ვარ და ვინმე ლამაზი გოგოს გვერდით რომ დავჯდე არ შეიძლება?!
-სადაც უნდა იქ დაჯდეს,ცოტახნით დავისვენებ.
-თქვენ არ იცვლებით,მოკლედ,მეგობრები კიარა კატა და თაგვი ხართ.
-კესანეს აქვს უჟმური ხასიათი,თორემ ხოიცი მე რა მხიარული ვარ,-ღიმილით თქვა გიორგიმ და კესანეს გვერდით ჩამოჯდა -შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველს,-დაამატა და ლამის მის გვერდით მჯდომ ბიჭს ჩაეხუტა,შიშით,კესანემ რამე არ ჩამარტყასო.
-აუტანელი ხარ,-უთხრა კესანემ და მაგიდასთან უფრ ახლოს მიიწია -მშია,ნუღა მელაპარაკები.
-მიირთვი გენაცვალე,ვინ დაგიშალა.
-მადლობ,რომ ნება დამრთე.
-მიირთვი,მიირთვი და ნაკლებად უყურე იმ ახალ ობიექტს,არ შეგამჩნიოს...-არც თუ კმაყოფილი ხმა ჰქონდა გიორგის.
-დიდი ვერაგი ვინმე ხარ,-სიცილით მიუგო კესანემ.
-ვითომ არ მიცნობდე.
-რომ გიცნობ,იმიტომ ვამბობ.
-არ მიიხედო,ის გიყურებს,ლამის თვალებით შეგჭამოს.
-ნუ სულელობ.
-მართლა გეუბნები,არც გაბედო მასთან დაახლოება,არ მომწონს ეგ ტიპი.
-შენ ხოარ ეჭვიანობ,შემთხვევით.
-რატომ უნდა ვიეჭვიანო,მეგობარი ხარ.
-უბრალოდ გკითხე,-თმა შეისწორა და უცნობ მამაკაცს გახედა.მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და კესანეს შეაჟრჟოლა,მამაკაცის უცნაურმა გამოხედვამ ააღელვა.მზერა უმალ მოარიდა და გიორგის თავი მხარზე მიაყრდნო.
-ცუდად ხოარ ხარ,-ანერვიულდა მამკაცი ქალის უეცარ შეხებაზე.
-არა,თავი ამტკივდა და ცოტახნით შენ მხარზე დავასვენებ,-შეეცადა მშვიდი ხმით ეთქვა.
გიორგი მაინც ვერ ისვენებდა,თითქოს გრნობდა რომ კესანე შეპყრობილი იყო იმ მამაკაცით.განა რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული,შავი თმა და თვალები ყოველ მეორე მამაკაცს აქვს.გიორგის კი საკმაოდ იშვიათი მწვანე თვალები და წაბლისფერი თმა ამშვენებს.ერთხანს უყურებს იმ შავ თმიანს და გულში ეცინება,დარწმუნებულია რომ კესანეს ის არ მოეწონება.
-ღვინოს დალევ?-ჰკითხა ფიქრებიდან გამორკვეულმა კესანეს და ბოთლი მოიმარჯვა ჩამოსასხმელად.
-დაასხი,-უპასუხა კესანემაც უყოყმანოდ.

* * *
-რა მემართება,-ლუღლუღებს მის ყურთან და კისერზე ეხვევა.
-მთვრალი ხარ ძალიან და იმედია ახლაც სიყვარულს არ ამიხსნი,-სიცილით ეუბნება და საწოლისკენ მიჰყავს -უფლება მომეცი რომ დაგაწვინო და წავიდე, თორემ გვიანია საკმაოდ.
-გაუხდელად ჩამაწვინე,კარგი?
-შენი შიშველი სხეულის ნახვის სურვილი არც მაქვს,ზღვაზე კუპალნიკებში ნანახიც საკმარისია,-მიუგო და საწოლზე დააწვინა.
-საუკეთესო მეგობარი ხარ მსოფლიოში.
-ვიცი.
-რაღაც მინდა გთხოვო,-ძლივს აბავს სიტყვებს.
-მთხოვე.
-დამეხმარე რომ გეგის დავუახლოვდე,ძალიან მომეწონა,-გიორგის ცივმა ოფლმა დაასხა,არ ესიამოვნა კესანეს თხოვნა,მაგრამ რას გააწყობს,უარი რომ უთხრას,კესანე რამეს იფიქრებს.
-შევეცდები,-თავს ძალა დაატანა რომ ერთი სიტყვა ეთქვა ახლა უნდა წავიდე,ღამემშვიდობის მეგობარო,-შუბლზე აკოცა და ოთახიდან ნელი ნაბიჯებით გავიდა.
კესანე ძლივს წამოიწია საწოლიდან,თავი გაბრუებული ჰქონდა,ტანსაცმელი ძლივძლივობით გაიძრო და ისევ დაწვა.

* * *
ოთახში შევიდა თუ არა გაუხდელად მიწვა საწოლზე,ხელები თავ-ქვეშ ამოიდო და ფიქრს მიეცა.
დააკავშიროს თუ არა კესანე გეგის.იმსახურებს თუ არა კესანეს.გონებაში ათასი აზრი უტრიალებს.იგი ხომ კესანეს მეგობარია და უნდა დაეხმაროს კიდეც,თუმცა ამდენი წლის შემდეგ,როცა პირველად გამოჩნდა ქალის ცხოვრებაში მამაკაცი,გიორგიმ სხვანაირი ფიქრი დაიწყო,რატომღაც ვერ თმობს კესანეს,არ უნდა რომ ვინმემ მისი ნახვა შეუზღუდოს.
მისი გული გონებას აღარ ემორჩილება,შეყვარებულია მეგობარზე,რომელსაც სხვა მოსწონს და გიორგი უნდა დაეხმაროს რომ დაახლოება შეძლოს იმ მამაკაცთან.
ძილი აღარ ეკარება,თავს საშინლად გრძნობს და უნდა რომ კესანეს ნათქვამი სიზმარი იყოს,ან სულაც სიმთვრალეში ნათქვამი სისულელე.
რთულია, გიყვარდეს მეგობარი სხვანაირად.
რთულია,გამოუტყდე,როცა წლებია მეგობრობთ.
გიორგის არ შეუძლია ამის აღიარება,.



№1 სტუმარი სტუმარი Kato

Sainteresoa. Aucileblad gaagrdzele da carmatebebi shen <3

 


ძაან მგარია , მოგელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent