შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტის სიგიჟე


8-03-2019, 09:25
ავტორი tuna
ნანახია 1 283

სულ რაღაც 2 წუთის ჩაძინებული ვიყავი სიზმარში რომ ფუტკარი ბზუილით გამომეკიდა. თავის დაღწევა კი ვცადე, მაგრამ აბა შედეგი ? იქამდე მომდევდა და მეც იქამდე მივრბოდი სანამ არ გავაანალიზე რომ ფუტკარი კი არა, ჩემი მობილური ბზუოდა ასე გულისშემაწუხებლად. ‘ჯანდაბა! ისევ დამეძინა ხოოოო’ გავიფიქრე და ხელების ფათუნით დავიწყე მობილურის ძებნა საწერ მაგიდაზე, რომელზეც საკითხავი მასალა სამ ფენად ახვავებულიყო.
-ალიოო - არც დამიხედავს ისე ვუპასუხე მთქნარებით
-გოგოოო დაგეძინა შენ ? - გადაიხარხარა ჩემმა ერთადერთმა დაქალმა სოფიმ და მგონი ყურის ბარაბანიც დამიზიანა.
-რამხელა დიაპაზონია სოფიკოო(ვერ იტანს როცა ასე ვეძახი) - თან საწოლის ქვეშიდან ვცდილობდი გამომეღო ფეხსაცმლის მეორე წყვილი, რომელსაც ჯიუტად გადაეწყვიტა, რომ უნივერსიტეტის პირველ დღეს ჩემი დაგვიანების მიზეზი გამხდარიყო.
-ვაიმეეე რანაირი დღეაა - უცებ თავიც ავარტყი საწოლს და ახლა უკვე ცალი ფეხასმლითა და დიდი კოპით სრულ მზად ყოფნას ვაცხადებდი „მშვენიერი“ დღის ჩასატარებლად.
-სანამ გადაბუგე სახლი და შენთან კონტაქტის ყველანაირი გზა მომისპე იქამდე გეტყვი, რომ პირველი ლექცია გასვიანის გვაქვს და მაინც და მაინც მაგას ნუ დაუგვიანებ რაა - დამარიგა. მე და სოფი, მართალია ასაკით გავსხვადებოდით - ის ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და ჩემ ფსიქოლოგიასა და მის არქეოლოგიას ბევრი საერთო არ ჰქონდათ, თუმცა ერთ უნივერსიტეტში ჩაბარებამ და ჩვენს ბედად გამოგონილი თავისუფალი კრედიტების არსებობამ მოგვცა საშუალება, რომ დღეში 1-2 ლექცია ერთად ჩაგვტარებოდა.. რაც, მინდა მოგახსენოთ, რომ ლოკალურ კატასტროფას გულისხმობდა.. ამაზე მალე მოგიყვებით, თუმცა მთავარი ‘ბომბა’ ამბები წინ გელოდებათ.. ასეთ ალიაქოთში ძლივს მოვასწარი მაისურის გადაცმა მუქი ჯინსის შარვალზე და პირდაპირი გაგებით, ფეხასცმლის თასმების შეკვრით ჩავირბინე კიბეები. ვერ მოგატყუებთ, ერთი-ორჯერ ფეხი ამიცდა თუმცა თუ დილის კოპს არ ჩავთვლიდით შეიძლებოდა თქმა იმისა რომ ჩემი დღე იყო - არაფერი მომიტეხია. კიბეებე ბედად შემხვდა ჩემი ყოფილი რუსულის მასწავლებელი, ოთხმოც წელს მიკაკუნებული სტვეტლანკა, რომელმაც ფერად თვალის ფანქრების წასმაზე უკეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბიოგრაფია იცოდა.
-მეჩქარება სვეტა დეიდა რა - ბებია ‘მიტყდებაო’ ადრე გამაფრთხილა - საღამოს შემომიარეთ, ყავა დავლიოთ - და თითებზეც ნიჩვლიტები დავიდე. არა, არაფერი პირადული, უბრალოდ სვეტლანკას მსუბუქი სკლეროზის ნიშნები ჰქონდა და ჩვენც ყოველი შეხვედრისას თავიდან განვიხილავდით რატომ უნდა გავთხოვილიყავი მის ამერიკელ შვილიშვილზე და რატომ - არა. მე რომელს განვიხილავდი მიხვდებოდით ალბათ, აღარ გავაგრძელებ. ხოდა ასეთ ამბებში ვიყავი როცა ცხოვრებაში პირველად, ვფიცავ, ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე ლურჯი ავტობუსის მისასწრებად წითელზე გადასვლა როდესაც ჩემგან მარცხნივ ყური საშინელმა ხმაურმა მომჭრა, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. სულ მალე ცივი ასფალტი შევიგრძენი მთელი სხეულით, გამოსახულებაც აირია, თუმცა მაინც ცხადად ჩანდა ლურჯზე ლურჯი, ჩემსკენ მომზირალი თვალები და ტვინშერყეული ადამიანისათვისაც კი ძალიან მარტივად აღსაქმელი დინჯი, მაგრამ შეცბუნებული, საშინლად მიმზიდველი ხმა:
-თვალებს თუ არ გახეელ მოვკვდები, გეფიცები..
რაო? დღეს ჩემი დღეაო ?
ჰმ. ვიღაცამ მოვლენებს წინ გაუსწრო...

______________________________________________

გამარჯობა, მეგობრებო
ეს ისტორია მოუთმენლად ელის თქვენს შეფასებებს. ერთად გადავწყვიტოთ გაგრძელდება თუ არა.
პ.ს. იმედია ცოტა ისიამოვნეთ
წარმატებული დღე !



№1  offline წევრი Gemini mood

Ukve momwons es istoria ❤velodebi axal tavs da movlenebis ganvitarebas

 


№2  offline წევრი tuna

Gemini mood
Ukve momwons es istoria ❤velodebi axal tavs da movlenebis ganvitarebas

იმედებს არ გაგიცრუებთ, იმედია <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატუკა

საინტერესოა და არ შეწყვიტო

 


№4  offline წევრი tuna

სტუმარი ნატუკა
საინტერესოა და არ შეწყვიტო

ძალიან დიდი მადლობა ❣

 


№5 სტუმარი სტუმარი Nako

Dzalian kargad wer magram dzalian patara tavia ai dzaan

 


№6  offline წევრი tuna

სტუმარი Nako
Dzalian kargad wer magram dzalian patara tavia ai dzaan

საცდელი თავი იყო და იმიტომ ( აქამდე არაფერი დამიწერია). ინტერესის მიხედვით გავზრდი, რა თქმა უნდა ❣

 


№7 სტუმარი anno123

აუ, ძალიან კარგი დასაწყისია!❤ სასწრაფოდ ველოდები ახალ თავს ❤❤

 


№8  offline წევრი tuna

anno123
აუ, ძალიან კარგი დასაწყისია!❤ სასწრაფოდ ველოდები ახალ თავს ❤❤

ბევრს არ გალოდინებთ <3

 


№9  offline წევრი kesane123

ძალიან კარგიაა <3 იმედია მალე დადებ <3

 


№10  offline წევრი tuna

kesane123
ძალიან კარგიაა <3 იმედია მალე დადებ <3

აუცილებლად ! ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent