მე და სიკვდილი(თავი 10)
დღეს ჩვეულებისამებრ წყნარ, მშვიდ და სევდიან მუსიკებს ვუსმენდი, როდესაც გადავაწყდი სიმღერას "ხელოვნური სიყვარული". ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მეფიქრა იმაზე თუ რა იყო ეს, რა იყო ამის არსი და საერთოდ არსებობდა თუ არა. გავიხსენე ჩემი ძველი ისტორიები, ის დრო როდესაც იმედგაცრუების გამო სულ ვიღაცის დავიწყებაში და ახლის ძიებაში ვიყავი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ვერცერთზე ვერ ვიტყვი რომ მიყვარდა, რადგან ჩემი აზრით ეს სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ რაღაც უაზრობას გადმოგვცემს. როგორ შეიძლება გიყვარდეს და დაივიწყო, თანაც ასე უკვალოდ. მე რომ ვიდგე მთელი კაცობრიობის ადგილზე, ამ სიტყვას საერთოდ გავაქრობდი, გავაქრობდი ისე, რომ მომავალში არავის ეფიქრა ამ სიტყვის არსებობის შესახებ. შეიძლება ვინმე ძალიან მოგეწონოს, სიგიჟემდე მოგეწონოს, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი იყო ეს რაღაც, სიყვარული მაინც ვერ იქნება. ყველაზე სუსტი სიყვარულიც კი მირჩევნია იმას, რომ ვიღაც სიგიჟემდე მომწონდეს. თუმცა სიმართლე გითხრა არც სუსტი და ძლიერი სიყვარულის არსებობის მჯერა და უკეთესად რომ გამიგოთ გეტყვით რომ ყოველი ადამიანისთვის თავისი ერთი სიყვარული ერთნაირად ძლიერი და საოცარია. უბრალოდ ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს ამას და სწორედ ესაა ადამიანების პრობლემა. სულ ცოტა ხნის წინ ვთქვი ხელოვნური სიყვარული არ არსებობსთქო, სინამდვილეში ნამდვილად არ არსებობს, უბრალოდ არსებობენ ადამიანები ვისაც ამის რაღაცნაირად სჯერათ და იმდენად არწმუნებენ თავიანთ თავს ამაში, რომ შემდეგ მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრობენ, ისეთ ტყუილში რომელიც თავადაც სიმართლე ჰგონიათ. 10 წელი ვეძებდი ადამიანს რომელიც ნამდვილად მიყვარდა და მისი პოვნა შევძელი. მანამდე კი თავს ბევრი იმედგაცრუება და "ხელოვნური სიყვარული" გადამხდა. ვინ იყო ხელოვნური სიყვარული? არ ვიცი ჩემი ლექსები წაგიკითხავთ თუ არა, მაგრამ იქ ასეთებზეც მაქვს დაწერილი, თუმცა სამწუხაროდ იყო ისეთიც ვიზე დაწერის სურვილიც არც მქონდა, არც მაქვს და არც მექნება. მისი სახელია ანა, ოღონდ ანნა არა, ანა. დღემდე ვერ ვიტან მის გახსენებას, რადგან ენით აღუწერელი საშინელება იყო, არის და იქნება გარეგნულადაც და სულიერადაც. პირველი კლასიდან "მექალთანე" გახლავართ ![]() ქეთის "დავიწყების" შემდეგ ისევ ანნას დავუბრუნდი და განვაგრძე მასზე წერა. ვხვდებოდი იმას, რომ ეს აღარც ისეთი დიდი ძალის მუზა იყო ჩემთვის და იმასაც, რომ ის არ მყვარებია. მოკლედ რამდენიმე თვე ასე ვიყავი, ჩემს ლექსებთან მარტოდმარტო დარჩენილი უიმედო, მაგრამ ბედნიერი ადამიანი იმით, რომ ვხვდებოდი არავინ მიყვარდა და ვეღარც ვერავინ მეტყოდა უარს ![]() ასე გავიდა რამდენიმე თვე და ერთ დღესაც ჩემმა ძველმა, მაგრამ არც თუ ისე ძალიან ახლო მეგობარმა გოგომ, დეან(მედეამ) მომწერა. ეს ის გოგოა, რომლის გამოც ამ წამამდე ერთი წლით ადრე ბანაკში წავედი. სიმართლე გითხრათ, სოციალური ქსელის საშუალებით გამიცნო იმის შემდეგ რაც ბანაკში პირველად წავედი. იქ ერთმანეთს არ ვიცნობდით და შემდეგ მან გამოიჩინა ჩემთან დამეგობრების ინიციატივა. მივხვდი რომ კარგი ადამიანი იყო და მასთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნებოდა. ზაფხულში შემომთავაზა ბანაკში კიდევ ერთხელ წასვალ და მეც დავთანხმდი. მოკლედ დეას შემდეგ ამას პირველად თქვენ გეუბნებით: მიუხედავად იმისა, რომ ბანაკში არც მეორე წელს გვქონია დიდი რაოდენობით კონტაქტი, რაღაც გრძნობა გამიჩნდა, მივხვდი რომ ძალიან მომწონდა, თუმცა ამის გამხელა ჯერ ძალიან ადრე იყო იმიტომ, რომ ის სხვაზე ფიქრობდა და მე როგორც მეგობარი გოგოს დაკარგვაში "გამოცდილი" ადამიანი გავჩუმდი. ჩემი გაჩუმების კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ ვიცოდი ჯერ ანნას ვერ ვივიწყებდი და ამ ანგელოზისთვის ტკივილის მიყენებას ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. გავიდა დრო ისე, რომ კონტაქტი გავწყვიტეთ და მეც განვაგრძე სხვებზე ფიქრი და წერა. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ აღვადგინეთ მიმოწერა, ისევ მისი ინიციატივით. სიმართლე გითხრათ, აღარ მქონდა იმის განცდა რომ მომწონდა. ამას მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი რაც მიმოწერა დავიწყეთ. ერთმანეთს ვწერდით ერთი თუ ორი თვე, მომწონდა, თან ახლა სხვების მიმართ "აღძრული გრძნობებისგან" ყველანაირად თავისუფალი ვიყავი. მართლა ძალიან მომწონდა და აღარ ვიცოდი რა მექნა, რადგან არ მინდოდა მისი დაკარგვა. აღარ შემეძლო ასე, მაგრამ ამ ყველაფრის მიწერა არ მინდოდა, მერჩივნა ყველაფერი პირდაპირ მეთქვა. არ ვიცი, ალბათ რაღაც არსებობს, შეხვედრა შემომთავაზა, წელიწადზე მეტია არ გვინახავს ერთმანეთიო და მეც დავთანხმდი. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ორი ძველი მეგობარი: ბარბარე ბუცხრიკიძე(ბაბი) და თორნიკე ტოტიკაშვილი(ტოტიკა), რომლებიც გვერდში დამიდგნენ და ჩემს ბედნიერებაში დიდი წვლილი შეიტანეს. შეხვედრის წინა დღეს მე, ბაბი და ტოტიკა ამ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებს განვიხილავდით და მოკლედ ყველაფერი გადავწყვიტეთ: ჩავრაზეთ უკან დასახევი გზის ყველა კარი და გავრისკეთ. სხვათაშორის ძალიან სასიამოვნო რისკი აღმოჩნდა ![]() მიყვარს, ძალიან მიყვარს და მისი დაკარგვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია! უბრალოდ შეუდარებელი და შეუფასებელი, ერთადერთი და განუმეორებელია! მართალია მე არ ვარ ისეთივე იდეალური როგორიც ის და სამწუხაროდ ისე გამოდის, რომ არც თუ ისე იშვიათად ვტკენ გულს, მაგრამ რასაც მის მიმართ ვგრძნობ ეს სიყვარულზე მეტია! და იცით რა არის საკმარისი იმისთვის რომ სიკვდილს შევეკრა? საკმარისია რომ მიმატოვოს და დამივიწყოს, დამივიწყოს ისევ და ისევ ჩემი სულელური საქციელის გამო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.