შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსი და აღზევებული 18+ (5)


9-03-2019, 09:01
ავტორი Araswori
ნანახია 2 827

აქ სულ ტყე რატომ არის? მივაბიჯებ და თან გარემოს ვათვალიერებ. ცაში ახედვისას თეთრი ღრუბლების დანახვა მიჭირს, რადგან იმხელა ხეებია მზის სხივები ძლივს აღწევს მიწამდე. აქ არც ჩიტები და არც ცხოველები არ არიან. ტყეში მხოლოდ, ჩემი ნაბიჯებით გამოწვეული ფიჩხის მტვრევის ხმა ისმის. ძალიან გამიკვირდა როცა ტყიდან გავედი და ხალხი დავინახე. კაი ვღადაობ კაციშვილი არ არის აქ. უბრალო მინდორი რომლის იქითაც ტყე აშკარად არ არის.
დიდი მიხვედრა არ უნდა, ამ მინდორში გავედი და ცოტახანში სახლში გავიღვიძე. ჩემს ოთახში საწილზე ვიწექი. თავი მოვიწესრიგე და დაბლა ჩავედი. ჩემი ძმა ტელეფონზე ლაპარაკობდა როცა შემამჩნია გათიშა
-კარგად ხარ?
-ნორმალურად. ის სად არის?
-5 საათი ხომ არ დაგელოდებოდ?
-ხომ
-რა ხდებოდა იქით?
-ისეთი რაფერი-გავუღიმე ისევ ოთახში ავედი ჩავიცვი შავი კლასიკური შარვალი და ამავე ფერის მაისური, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი, თმა ავიწიე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და სახლი დავტოვე. ქუჩაში მივსეირნობდი, არაამქვეყნიურად არასწორ ხასიათზე. ვიღაცამ ხელი ხელში გამიყარა.
-რა გჭირს პატარა?-კაფე ბიჭია ცოტა არ იყოს გამიკვირდა მისი დანახვა.(პატარა ისევ მესიამოვნა)
-შენზე დიდი უნდა ვიყო თუ არ ვცდები-უხასიათოდ ვუპასუხე
-არ გეტყობა-იდაყვი გამკრა
-რაღაც გჭირს მაგრამ მე ვერც წარმოვიდგენ რა ხო?-გაიცინა
-ვერა-გამეღიმა
-აი ასე არ ჯობია?-თითით სახე შემომიხაზა
-ჯობია?-ჩავიცინე
-ჯობია პატარავ. მაგრამ როგორ მე ვერ წარმოვიდგენ-გაიცინა და მეც გავიცინე
-ბატონო ვერც წარმოიდგენ.აქ საიდან გაჩნდი?-მისკენ გავიხედე. მისი საყვარელი სწორი ცხვირი და ჭორფლიანი ლოყა, მეუბნებოდნენ მოდი და ერთი კოცნა გვაჩუქეო. მაგრამ პირველად რომ ჩემს ამ სურვილზე უარი ვთქვი. და უბრალოდ ყურებით დავკმაყოფილდი.
-ვიგრძენი რომ გამხიარულება გჭირდებოდა და ცოტა მაგია გამოვიყენე-ახლა მან მოაბრუნა თავი და მის ცისფერთვალებში ჩაძირვის უფლება მომცა. იცით მას ლოყა ეჩხვლიტება ისევე როგორც მე. ძალიან უხდება. ამ ბიჭის ჩაყლაპვა მინდა.
-სადმე წამიყვან?-თვალები ავათამაშე
-წაგიყვან-გამიღიმა და თხუთმეტ წუთში მისმა მანქანამ, პატარა რესტორანთან მიგვიყვანა. როცა დავსხედით უამრავი საჭმელი შევუკვეთეთ.
-აუ როდის მოიტანენ-პატარა ბავშვივით დავიწუწუნე.
-მალე-თითქოს დამაწყნარა თავისი ღიმილით
-კარგი ადგილია წყნარი-ჰაერი ღრად ჩავისუნთქე
-ადექი ვიცეკვოთ-ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. უყოყმანოდ გავყევი საცეკვაო მოედნისაკენ. მე ყელზე მან კი ზურგზე შემომხვია ხელები.პირველია ვინც საჯდომზე არ ჩამიცურა თავისი ტორები.
-კარგად ცეკვავ-აღნიშნა მე კი გადავიხარხარე
-ჩვენ ხომ მხოლოდ აქეთ იქით დავწიალობთ
-მე ასე არ ვთვლი-მხრები აიჩეჩა
-პირველად რომ დაგინახე შენს გალანძღვას ვაპირებდი-თემმა შევცვალე
-რამ გადაგაფიქრებინა?-სახეზე დაინტერესება შეეტყო
-პატარამ-ავხედე და გავუღიმე
-გაარკვიე ის რასაც იმ საოცარ წიგნში ეძებდი?
-წიგნით არა მაგრამ გავარკვიე
-მომილოცავს
-გაიხარე გენაცვალე-თავი დავუკარი
-იცი? სვანაირი ხარ
-შენც განსხვავებული ხარ სულ რაღაც მეორედ გხედავ და თავს ნორმალურად ადამიანად ვგრძნობ.-თვალები დავხარე და მერე ისევ ავხედე
-აი მოაქვთ შენი სიხარულები-თვალით მიმტანისკენ მანიშნა
-ხოდა წამოდი მივესალმოთ მათ-ხელი ჩავკიდე და მაგიდისაკენ წავიყვანე
-იცი ხომ მოწყენილ ქალებს რა შველით?-მაგიდას მივუჯექით და საჭმელად მოვემზად
-არ არსებობს ქალი ვისაც ჭამა არ უყვარს-საოცრად იღიმის და თავბრუს მახვევს. მხოლოდ მისი მოსმენა და მის წინ ჯდომაც კი მავიწყებს ს*ქსით გამოწვეულ სიამოვნებას, ეს უფრო მსიამოვნებს. მისი სახელიც არ ვიცი მაგრამ არც მჭირდება ის იდეალურია(ახლა ასე ვფიქრობ)
ცოტა გავერთეთ ვჭამეთ შემდეგ კი სახლში წამიყვანა.
-ესეც სახლი რამდენად საყვარელი არ ვიცი-დამშვიდობებისას ისევ გამიღიმა
-იმდენად საყვარელი თან საძულველი რომ ვერც კი წარმოიდგენ-გადავედი მანქანიდან და ხელის დაქნევით დავემშვიდობე
სახლში არავინაა. ტანსაცმელი გავიხადე და ისე ჩამოვჯექი სავარძელზე, თვალები დავხუჭე და ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი
-მე დემონი ვარ და მისტერ აქ საიდან გაჩნდი რას მიკეთებს? მე ადამიანი არ ვარ, მაგრამ მასთან ყოფნისას რაღაცეებს ვგრძნობ. მომწონს ძალიან მომწონს ეს გრძნობა. მაგრამ ის ჩვეულებრივ ადამიანად მთვლის. ცოტახანში ეს ქალაქი ისევ წამიჭერს ყელში და მომიწევს წავიდე. არ მინდა ის გაქრეს, ის არ სვავს ზედმეტ კითხვებს, არ მაბეზრებს თავს,ჩემთან მხოლოდ ს*ქსი არ უნდა. მაგრამ მე მას არ ვიცნობ და ყველაფერი რასაც მასზე ვფიქრობ, დიდი ალბათობით უაზრობაა-თვალები გავახილე და ნერვებმოშლილი ავედი ოახში წყალი გადავივლე და როგორც მჩვევია ზედმეტად ვულგარულად ჩავიცვი. იმ ღამით ერთერთ კლუბის ბიჭთან მეტნაკლებად მხურვალე ს*ქსით დავკავდი. არ არის ს*ქსისთვის შექმნილი.ამიტომ მალე დავტოვე მისი სხეულიც და სახლიც
მეორე დღეს მე თვითონ მივაკითხე ალქაჯს. მის წინ ვიჯექი და ველოდებოდი როდის მიპასუხებდა კითხვაზე"როგორ მოვკვდე ისე რომ არ მოვკვდე"
-ამას ძლევამოსილი ჯადოქარი სჭირდება-რაღაცეები მითხრა რაც სიმარე გითხრათ ვერ გავიგე, მაგრამ ვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ისე გამოვდენო ის ძალა ჩემი ორგანიზმიდან რომ არ მოვკვდე. მან კიდევ ბევრი რამ მითხრა, რამაც ძალიან გამაკვირვა.
სახლში როცა დავბრუნდი ჩემი ძმა დაბრუნებული დამხვდა
-დედა და მამა გენატრებიან?-უეცრად დავუსვი კითხვა
-რამ გაგახსენა დედა და მამა?-მკვლელი თვალებით გამომხედა
-უბრალოდ გეკითხები
-არა არანაირი გრძნობა არ მაქვს მონატრების-ისევ ეს მზერა
-დემონის მოკვლა შეუძლებელია როგორ მოკალით ისინი?
-ბუნებაში არ არსებობს არსება რომლოს მოკვლაც შეუძლებელია
-როგორ მოკალით?
-რა გინდა?
-სად არიან?
-საიქიოში-დამიღრიალა და გავიდა
ეხლა რატომ წამოვიწყე ეს ლაპარაკი. ალქაჯმა მითხრა დედაშენის ცრემლები მომიტანეო და როცა ვუთხარი რომ ისინი დაიხოცნენ, ჩაეცინა და ისე შემომთვაზა სხვა საშვალება, ჩემი ისე სიკვდილის რომ არ მოვკვდე. როგორც გავიგე როცა მოვკვდები ჯოჯოხეთში მოხვდება ჩემი სული. არა საიდან დაასკვნა რა. იქიდან კი ერთ-ერთი გამოსასვლელი და უკან დასაბრუნებელი საშვალება დემონის ცრემლებია, რომელმაც შვილი გააჩინა. რაღა სხვებში გვეძებნა ბარემ დედაჩემი ყოფილიყო ცრმლების "დონორი" მეორე გზა საჩემო არ არის ამიტომ არც ავხსნი.
გამოვიცვალე და თიკასთან ავედი სადაც საინტერედო სცენა დამხვდა



№1  offline მოდერი მარტო სახლში

კარგი იყო მალე დადე ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent