შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90-იანების ბავშვები (6 თავი)


9-03-2019, 18:55
ავტორი Ioana
ნანახია 1 440

დილის 8 საათი ხდებოდა,ორი ღამის უძილარს სულ რამოდენიმე საათი იყო, რაც თვალები მოეხუჭა და ისიც ტელეფონის გაბმულმა ზარმა ჩაუშალა.ნამძინარევი და ემოციებისგან დაღლილი ხმა ისე განსხვავდებოდა მისი რეალური ხმისგან,რომ რთული იყო გარჩევა სანდროს ელაპარაკებოდი თუ სხვა პიროვნებას.
- ბატონო სანდრო,დილა მშვიდობის,ბოდიში,რომ ასე ადრე გაწუხებთ!
- გისმენ თენგიზ,რა ხდება?-ძლივს შეძლო ღრმა ძილის ფაზიდან გამოსვლა და ხმის ამოღება.
- გავიგეთ,რომ გოგონა აგიყვანიათ.არ მეგონა,ასე მოკლე ხანში თუ შეძლებდით მის დაჭერას! ყოჩაღ,კარგად მუშაობს საქართველოს შსს-თენგიზის ხმაში დიდი კმაყოფილება იგრძნობოდა,სანდრო უკვე გონებაში ნათლად ხედავდა მის გაბღენძილ გამომეტყველებას,რომელიც მსუქან გაწელილ სახეზე ამაყი ღიმილით გამოისახებოდა ხოლმე.
- როგორც ჩანს,თურქეთამდე მოუღწევია ახალ ამბებს,თქვენი აგენტურაც სწრაფად მუშაობს აშკარად-ირონიული და ცივი გაუხდა ხმა მამაკაცს.
- მოკლედ,ბევრი რომ არ ვისაუბროთ და თქვენც შეძლოთ ძილის გაგრძელება,ბატონ ოღუზს სურს,რომ იარაღის მთლიანი კონტეინერი თურქეთამდე ჩამოვიდეს და ბაბას ნაცვლად მას ჩაბარდეს,თუმცა მხოლოდ ეს არაა! გოგონაც სურს!-იმის გააზრებისას,რომ ამ თურქ ბარიგას რიას წართმევა სურდა ,ტვინში რაღაც დიდი შარიკი გადაუტრიალდა წამიერად და იმხელა მრისხანებამ დაიბუდა მასში,რომ რო არა თავისი თანამდებობა,ზუსტად იცოდა ეს კაცი,ვერც იარაღს მიიღეებდა და ვერც ქალს.
- ოღუზს გადაეცი,რომ იარაღი ადგილზე ჩამოვა,ამას მე ვუხელმძღვანელებ,ხოლო ქალი სახელმწიფო პატიმარია და მას ვერანაირად ვერ მიიღებს!-უკანასკნელი რამოდენიმე სიტყვა ისე გამოკვეთა,რომ თენგიზისთვის ნათელი იყო,საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა.
ტელეფონი გათიშა თუ არა,საწოლიდან მთელი სისწრაფით წამოხტა და რეკორდული დროით, თხუთმეტ წუთში შავ ჯიპში იჯდა და თან ტელეფონზე ნატას ელაპარაკებოდა.მართალია ეს გოგო დიდად გულზე არ ეხატებოდა,მაგრამ ახლა პირადი მოსაზრებების დრო არ იყო.მთავარია, რომ რია ენდობოდა და ესეიგი სანდო იყო.ნახევარ საათში ყველანი სანდროს მანქანაში ისხდნენ და მომლოდინე თვალებით შეჰყურებდნენ მამაკაცას.
- რა ხდება იტყვი თუ ვიძალადოთ?- ნატას ხმამ დაარღვია სიჩუმე.
- მოკლედ გეგმაზე უნდა გადავიდეთ,ოღუზს იარაღი სურს და რია,რა თქმა უნდა,ამ უკანასკნელის გარდა ყველაფერს მიიღებს.საზღვრამდე უნდა ჩაიტანოთ იარაღი,ჩემი ბიჭები უზრუნველყოფენ თქვენ უსაფრთხოებას.იქ თენგიზი დაგხვდებათ,იარაღს მას გადასცემთ და უკან დაბრუნდებით ისევ!
- და ეს ყველაფერი რატომ უნდა გავაკეთოთ,რა სარგებელი გვაქვს?-თათიამ ჯერ სანდროს შემდეგ კი გოგოებს გადახედა,თქვენც ხომ ელით აქედან რაიმე სარგებელსო?!
- მოკლედ,თუ თქვენ ამ საქმეს გამიკეთებთ,რა თქმა უნდა,სამივეს გარანტია გექნებათ,რომ არავინ დაგიჭერთ და შეგეხებათ,ხოლო რიას კი როგორმე ჩემს პირად აგენტად გავასაღებ,რომელსაც ეს ტვირთი სინამდვილეში ოღუზისთვის უნდა მიეტანა,მაგრამ შსს-მ ყველაფერი ცუდად გაიგო.
- ჯერ ეს ერთი,რიას ალბათ ურჩევნია მთელი ცხოვრება ციხეში გაატაროს,ვიდრე შენი მადლიერი იყოს,მეორეც მეეჭვება ეგ ამბავი ვინმემ დაგიჯეროს!-ირონიულად გაუღიმა ქერათმიანმა და კმაყოფილების ნიშნად თმა უკან გადაიყარა.
- ქერა რომ იყავი ვიცოდი,მაგრამ სულელი ნამდვილად არ მეგონე! ამ საკენკს,რა თქმა უნდა,მედიას და ხალხს დავუყრით,თორემ შსს საერთოდ არ აინტერესებს რია,მთავარია იარაღი ოღუზამდე მივიდეს!-მკაცრი და შეუვალი იყო სანდრო,ყოველთვის ისე თავდაჯერებულად საუბრობდა,რომ მასში ეჭვის შეტანა ძალიან რთული იყო.რაც არ უნდა ეთქვა,სულ წარმოუდგენელიც რომ ყოფილიყო,იმხელა ენთუზიაზმს დებდა ამაში,რომ ძალაუნებურად შენც გიწევდა ამის დაჯერება.
- ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ერთი პრობლემაა-ხმა ამოიღო წითურმა,რომელიც მთელი ეს პერიოდი ყურადღებით უსმენდა სამივეს-ბაბას ხალხი არ გაჩერდება,უკვე იარაღი იქ უნდა ყოფილიყო.გაიგო,რომ საქმე ჩავარდა და მუქარის წერილი უკვე გამომიგზავნა,შეიძლება აქაც ყავს უკვე ხალხი გამოგზავნილი და თუ რომელიმე გვიპოვეს,ზუსტად ვიცი ის დღე ბედნიერი არ იქნება-შეშინებული ჩანდა მარიამი.
- მაშინ სამივეს ჩემი დაცვიდან გამოგიყოფთ ხალხს და ოცდაოთხი საათი თქვენ სახლში იქნებიან,ნებისმიერი თავს გაწირავს,თუ ამას საქმე მოითხოვს.მთავარია თურქეთამდე ბარგი ჩავიტანოთ და ბაბასაც მივხედავთ!
- ეცადე ყველაზე სიმპათიურები ჩემთან გამოუშვა!-ეშმაკურად გაიცინა ნატამ და ტუჩები ისე გაილოკა,თითქოს რაიმე გემრიელი ეჭამოს.
რიას იმ დღის შემდეგ სანდრო არ უნახავს,მხოლოდ მარიამი იყო მის სანახავად მისული და დაკითხვას ესწრებოდა.რია ძირითადად ბუნდოვან და არაამომწურავ პასუხებს სცემდა,რითაც გამომძიებლის ნერვებზე სასწაულად უკრავდა,მაგრამ პრემიერ-მინისტრის შიშით ვინ გაბედავდა ხმის აწევას.რიამაც კარგად იცოდა ეს და მაქსიმალურად იყენებდა ყველა საშვალებას,რომ ხალხი მწყობრიდან გამოეყვანა.თავს უკეთ გრძნობდა,რადგან სხეული აღარ სტკიოდა და დალურჯებული თვალიც უკვე გამოჯანმრთელების გზას ადგა.თეთრი წელამდე თმა მუდამ გაშლილი დაჰქონდა და ამ რამოდენიმე დღეში ისე გამხდარიყო,რომ ნეკნების დათვლას შეძლებდა კაცი.
სამშაბათ დილით,იზოლატორში უნდა გადაეყვანათ,იქ მართალია მარტო იქნებოდა,მაგრამ სასამართლოს შემდეგ ციხეში გაუშვებდნენ,სანამ განაჩენი საბოლოო არ იქნებოდა.მარტო ყოფნას,ისევ იმ არაადეკვატურ ხალხთან ყოფნა ერჩივნა,დროის მოკვლა იქ უფრო მარტივი იყო,ვიდრე იზოლატორში.
მთელი რიგი პროცედურებისა და წესდების დაცვის მიხედვით დატოვა საავადმყოფო,ისე რომ სანდროს ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხავს.წესით მისნაირი ადამიანისგან ეს გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო,მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა,რომ გააცილებდა ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე,მაგრამ იმედები მაშინ მოუკვდა,როდესაც გისოსებს მიღმა,ცივ კედლებში სრულიად მარტო დარჩა.მაშინ გაიაზრა,რომ მთელი ცხოვრება რისთვისაც იბრძოდა,ამ წამს დაკარგა საკუთარივე ნებით.ეს უკანასკნელი კი თავისუფლება იყო.ემოციებისგან დაღლილი,ნამტირალები და ნაშიმშილები სხეულით გულაღმა დაწვა რკინის გრძელ სკამზე და ხვალინდელი სასომართლოსთვის იმაზე ფიქრი დაიწყო,თუ რა იქნებოდა ხვალის შემდეგ.
მთელი ეს დრო,სანდრო კონტეინერებს ტვირთავდა და ბიჭებსაც საჭირო აღჭურვილობას ატანდა.საქმეზე ნატა და თათია მიდიოდნენ,რადგან მარიამი ადვოკატი იყო ხვალინდელ სასამართლოზე.მთავარი იყო,რომ იარაღი ხვალამდე გადასულიყო საზღვარზე.
- ჩვენც გვინდა!
-რა?
-რა და ჟელიბონები,სანდრო! რა უნდა გვინდოდეს,იარაღი! შენი ბიჭების იმედად ვერ ვიქნებით,თავის დაცვა,რომ დაგვჭირდეს ამ ძაღლების ხროვას ველოდოთ?-ირონიულად უყურებდა ნატა მის ირგვლივ მდგარ სიმპათიურ მამაკაცებს.
-შანსი არაა!-მტკიცე იყო მამაკაცის პასუხი.
- მაშინ,სამწუხაროდ უარი უნდა ვთქვათ ამ საქმეზე,სიცოცხლეს ასე ვერ გავრისკავ!
-კარგი,ჯანდაბას!-დანებდა და გოგონებს ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი გადაულოცა.ორი კონტეინერი და ხუთამდე შავი ჯიპი სარფისკენ მიმავალ გზას დაადგა.

ვაჩე ოცდთხუთმეტი წლის მამაკაცი იყო,რომელიც სანდროს დაცვის უფროსი და საუკეთესო მეგობარი იყო.ერთადერთი ადამიანი,რომელსაც ენდობოდა და ზუსტად იცოდა,რომ თავის საქმის პროფესიონალი იყო.მაღალი და მომხიბვლელი,საკმაოდ ნავარჯიშებ მამაკაცას ქერა თმა და ზღვისფერი თვალები ჰქონდა,მიუხედავად მისი თბილი და მზრუნველი მზერისა მუდამ კოპებშეკრული და სერიოზული გამოხედვა ჰქონდა.ამიტომ,დაცვის სხვა წევრები მისგან მალულად „რობოტას“ ეძახდნენ,რადგან მისი მიმიკებისთვის უცნობი იყო ღიმილი და მითუმეტეს სიცილი.
-ვაჩე,შენთვის მნიშვნელოვანი დავალება მაქვს!
-ხომ იცი ჩემთვის ყველა დავალება მნიშვნელოვანია!
-ვიცი და ამიტომ გენდობი ყველაზე მეტად-მასთან საუბრისას სანდრო ყოველთვის თბილი და მეგობრული იყო.
-ამიტომაც ვარ შენთან წლებია და არა რომელიმე სხვასთან!-ვაჩეს პირქუში მზერის მიღმა თბილი ადამიანი იმალებოდა.
-ხო და მინდა,რომ მარიამ ორჯონიკიძის სახლში წახვიდე და მისი პირადი დაცვა გახდე,თან ნებისმიერი ერთი კაცი გაიყოლე და წუთითაც არ დატოვო მარტო,სანამ მე არ გავცემ ბრძანებას!
-და ვინ არის ქალბატონი მარიამი?
-რიას ბავშვობის მეგობარია და შეიძლება ნებისმიერ დროს ბაბას ხალხმა მიაკითხოს,ასე რომ მობილიზებულები იყავით!-ვაჩემ ყველაფერი იცოდა სანდოს წარსულის შესახებ და ის ფაქტი,რომ რიას ეხებოდა ეს საქმე,უკვე იმას ნიშნავდა,რომ ყველაზე ძვირფასი რამ უნდა დაეცვა.
წითური დილიდან აბაზანაში ნებივრობდა და გონებით ჯერ გოგოებთან,შემდეგ კი რიასთან იყო.ხვალინდელი სასამართლოსთვის ყველაფერს იმეორებდა და იცოდა,რომ შეცდომის დაშვების შანსი არ ჰქონდა,რადგან მის უკან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მომავალი იდგა.ამ ფიქრებში გართული იყო,როდესაც კარზე ზარის ხმა გაიგონა.თავიდან ვერ გაიგო,სანამ ზარს ბრახუნიც არ დაერთო და წამიერად შიშმა შეიპყრო.თუმცა იცოდა,რომ ბაბას ხალხი ამხელა ხმაურს არ ატეხდა,ამიტომ სველ ტანზე პირსახოცი შემოიხვია,სველი ხვეული თმა სწრაფად შეიკრა და კარები გააღო.მის წინ ახლაგაზრდა,საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იდგა,რომელიც ქალს პირდაპირ თვალებში უყურებდა და ერთხელაც არ გაქცევია მზერა,მისი თითქმის შიშველი სხეულისკენ.
-კიდევ კარგი გააღე,თორემ შემომტვრევას ვაპირებდი უკვე!-მკაცრი მზერით უყურებდა წითურს და სახეზე ცოტა გაბრაზებაც ეტყობოდა.
-და ვინ ბრძანდებით?-გაკვირვებული ქალი მის ნავარჯიშებ სხეულს ათვალიერებდა,რომელიც კლასიკური სამოსის მიუხედავად,მაინც აშკარა იყო.მარიამისთვის ყურადღება არც მიუქცევია,ერთი ხელის მოკიდებით ისე გასწია გვერდით და სახლში შევიდა.
-თქვენ რა დაყრუვდით? რა უფლებით იჭრებით პირად სივრცეში-გაკაპასებულ წითურს მთელ სახეზე სიწითლე მოკიდებოდა და კარებში გაჩხერილი ადგილიდან არ იძვროდა.
-კარები არ დაკეტო,გიგაც ამოვა!-მხოლოდ ეს უპასუხა და სავარძელში კონფორტულად მოთავსდა,სწორედ ამ დროს წამოადგათ ნახსენები გიგაც თავზე,ბიჭი შედარებით ახალგაზრდა იყო და ქალს სანდომიანად უღიმოდა.
-უკაცრავად,ხომ არ შეგაშინათ?-თითქმის ჩურჩულით იკითხა-ასე მტრულად ნუ მიყურებთ,ჩვენ სანდრომ გამოგვზავნა თქვენს დასაცავად-კიდევ ერთხელ გაიკრიჭა და მარიამს ანიშნა,თუ ნებას მომცემთ მეც შემოვალო.ქალმა ყველაფერი გაიაზრა და ცოტა დამშვიდდა,მაგრამ ვაჩეს უხეშობა და სითავხედე უკვე აღიზიანებდა.
-აქ დამელოდეთ,გამოვიცვლი და მოვალ!
-არც ვაპირებდით სადმე წასვლას!-მკაცრად მიუგდო მამაკაცმა პასუხი და მისაღებიდან გამავალ აივანზე გავიდა.
სანამ მარიამი ოთახში ტანსაცმელს იცვამდა,მანამდე ვაჩემ ყველაფერი დაზვერა და არც ისე დიდი სახლი სრული სიზუსტით შეისწავლა.
-მაგარი ტიპი ხარ რა ბიძაჩემო,ქალს გული გაუხეთქე-სავარძელზე უდარდელად მიმჯდარი ოცდახუთი წლის ბიჭი უდარდელად იცინოდა და თან ბიძას აკვირდებოდა.
-გიგა,მორჩი ამ ლაზღანდარაობას და დაბლა ჩადი,ტერიტორია დაზვერე!
-არის უფროსო-გაეჯგიმა თავისზე ათი წლით უფროს მამაკაცს და კარები გაიკეტა.მარიამს ნაცრისფერი სპორტულები ჩაეცვა,სველი თმაც გაეშორა და წითური ხვეული კულულები მხრებზე უდიერად დაეყარა.
-ცოტა მეტი ზრდილობა არ გაწყენდათ!-მაინც ვერ მოითმინა და მამაკაცას გვერდულად გახედა.
-ჩემი მოვალეობა შენი დაცვაა და არა ზრდილობიანად მოქცევა!-უდარდელად უპასუხა და სამზარეულოსკენ ისე წავიდა,რომ ქალისთვის არც შეუხედავს წესივრად.
-თავხედიი!-ჩუმად გამოსცრა მარიამმა და უკან აედევნა მამაკაცას-მე უფლება არ მომიცია,რომ შენობით მესაუბრო!-გაკაპასებული შესცქეროდა და ცოტა აკლდა,რომ რამე არ ესროლა მისთვის.
-მე კიდევ არც მითხოვია ამის უფლება!-კოპები უფრო მკაცრად შეკრა და ყავის მომზადება დაიწყო.
-სხვის სახლში არ გაქვთ უფლება,რომ ასე მოიქცეთ!
-მე შენი შეწუხება არ მინდოდა,თუ გინდა თავად გამიკეთე ყავა!-უდარდელად მიუგო და ხელში აღებული მადუღარ ისევ უკან დააბრუნა,თავად კი მისაღებისკენ წავიდა,თან მიაძახა-იურისტი უნდა იყოთო.
-რატომ დაასკვენით,რომ იურისტი ვარ!-უკვე საშინლად მოქმედებდა ვაჩე მის ფსიქიკაზე.
-უფლებებზე საუბრით დამღალეთ უკვე,რაც მოვედი!
-მანიაკი!-ცოტა ხმამაღლა მოუვიდა წითურს ჩალაპარაკება.
-მესმის!-გამოსცრა კბილებში-არ მიყვარს ადამიანები,რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ,ასე რომ დამდე პატივი და სანამ აქ ვიქნები,ნაკლებად ვისაუბროთ!-ექოსავით გაისმა ოთახში მამაკცის ხმა.
იმ საღამოს ორივე კონტეინერი უკვე საქართველოს საზღვართან იყო.სარფში პრობელემბი არ შექმნილა და არც თურქ მესაზღვრეებთან,რადგან ყველა მოსყიდული იყო.ეს საქმე უბრალო ვაჭრობა კი არა,სახლმწიფოს დონეზე გათვლილი საქმე იყო.რომლითაც ორივე მხარე საკმაოდ სოლიდურ ხეირს ნახულობდა.თურქეთში, დაპირებული თენგიზი, გოგონებს დახვდა და საქონელი ჩაიბარა,ისე რომ არც დაუთვლია.მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერა,ნატამ და თათიამ კი კარგად იცოდნენ,რომ ასეთ საქმეში მხოლოდ ყეყეჩები არ ცდილობდნენ ტავარის გადამოწმებას,რადგან საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდათ.
ორივე მშვიდობიანად გავიდა ქვეყნიდან და ასევე მშვიდობიანად დაბრუნდნენ უკან,როგორც ჩანს სანდროს გავლენა იმაზე ძლიერი იყო,ვიდრე იფიქრებდნენ.

პ.ს. აუ ბავშვებო დიდი ბოდიში,ისე მოხდა,რომ ეს რამოდენიმე დღე კომპიუტერი არ მქონდა და ძალიან დავიგვიანე.ხო და მაპატიეთ,სამგიეროდ ახალი პერსონაჟები გვყავს და იმედია მოგეწონებათ,მართალია რია და სანდრო არ არიან ამ თავში,მაგრამ ნუ მიწყენთ :დდ ველი კომენტარებს...[left][/left]



№1  offline წევრი დარინა

მეც ეგ უნდა აღმენიშნა რია და სანდრო არ არიანმრთქიი რა ვქნა დამაკლდაა აი ველოდები მათი ურთიერთობა წინ წაწევას მინდა რომ ამჯერად სანდროს ყველაფერი გამოუვიდეს და რია დაიცვას, მინდა ამ წყვილის ბედნიერი დასასრულიიი, ხოდა უკვე ვაჩეს და მარიამის წყვილი მომწონს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატუკა

ძალიან საინტერესოა

 


ოჰო, ძაან მაგარია, ველოდები შემდეგ თავს, ოღონდ შეეცადე შემდეგში, ალექსი და რია (ნინა) ერთმანეთთან ამყოფო, ან ერთმანეთზე ალაპარაკო, მოკლედ გერელოდებიი და არ დაიგვიანო

 


№4  offline წევრი Ioana

დარინა
მეც ეგ უნდა აღმენიშნა რია და სანდრო არ არიანმრთქიი რა ვქნა დამაკლდაა აი ველოდები მათი ურთიერთობა წინ წაწევას მინდა რომ ამჯერად სანდროს ყველაფერი გამოუვიდეს და რია დაიცვას, მინდა ამ წყვილის ბედნიერი დასასრულიიი, ხოდა უკვე ვაჩეს და მარიამის წყვილი მომწონს.


რია და სანდრო დაბრუნდებიან აუცილებლად შემდეგ თავში ❤️ დასასრულს წინასწარ ვერ გაგიმხელ,მეტი ეფექტი რომ ქონდეს❤️


სტუმარი ნატუკა
ძალიან საინტერესოა


დიდი მადლობა ❤️

სიყვარული გულს გვტკენს
ოჰო, ძაან მაგარია, ველოდები შემდეგ თავს, ოღონდ შეეცადე შემდეგში, ალექსი და რია (ნინა) ერთმანეთთან ამყოფო, ან ერთმანეთზე ალაპარაკო, მოკლედ გერელოდებიი და არ დაიგვიანო


კი,აუცილებლად ისაუბრებენ და ნელ-ნელა წარსულის ცოდვებსაც ავხდი ფარდას ❤️❤️ მადლობა რომ კითხულობ

 


№5  offline წევრი დარინა

აუ ძალიან არ გამიტეხო სანდროზე გული რააა, ჯერჯერობით ეს სანდროს პერსონაჟი მიყვარს ყველაზე მეტად, ხოდა ძალიან მინდა რომ რიასთან მისი დიდი შეცდომები გამოასწოროს, ხოდა მაგათ ეტყობათ ისეთი სიყვარული ქონიათ არა მგონია რომ რიას ნამდვილად ეზიზღებოდეს ეს ჩვენ გვაჩვენებს ასე, რიას გულში ჩაგვახედე რას ფიქრობს, სანდრო რომ გიჟდება რიაზე ეს ისედაც ჩანს, ხოდა მე ბევრი ბევრი თბილობა და ტკბილობა მინდა მე ამათიიი.

 


№6  offline წევრი Ioana

დარინა
აუ ძალიან არ გამიტეხო სანდროზე გული რააა, ჯერჯერობით ეს სანდროს პერსონაჟი მიყვარს ყველაზე მეტად, ხოდა ძალიან მინდა რომ რიასთან მისი დიდი შეცდომები გამოასწოროს, ხოდა მაგათ ეტყობათ ისეთი სიყვარული ქონიათ არა მგონია რომ რიას ნამდვილად ეზიზღებოდეს ეს ჩვენ გვაჩვენებს ასე, რიას გულში ჩაგვახედე რას ფიქრობს, სანდრო რომ გიჟდება რიაზე ეს ისედაც ჩანს, ხოდა მე ბევრი ბევრი თბილობა და ტკბილობა მინდა მე ამათიიი.


კიი,ეს უბრალოდ გულგატეხილი 15წლის რიას იარებია,რომლებიც აუცილებლად მოშუშდება ❤️ჩვენი სანდრიკო რომ ცუდი კაცი არაა ნათელია,ხო და ექნება ალბათ რამე მიზეზიც :დდდ

 


№7  offline წევრი mia miako 15

ძალიან საინტერესოა.მომეწონა ახალი პერსონაჟები .ისტორიაც ძალიან კარგია.წარმატებები.ველოდები ახალ თავს

 


№8  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან საინტერესოა მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent