შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი ფსიქოლოგი (9)


10-03-2019, 00:04
ავტორი kesane123
ნანახია 9 986

*გაბრიელი*
მთელი დღე მორიგე ვიყავი, იმდენად გადატვირთული დღ მქონდა სესისთან დარეკვა ვერ მოვახერხე, ღამე მათემ დამირეკა აღელვებულმა სესის ვერ ვპოულობთო, მაშინვე მათი სახლისკენ გავიქეცი, ახლოს ვიყავი როცა ძირს დაგდებული ტელეფონი და მისი საყვარელი ბენდენა დავინახე. მივხვდი რომ უბრალოდ არ გამქრალა ჩემი სესი. მის მობილურს კოდი მოვხსენი და არაფერს დავწოლილვარ უცნაური ესემესები რომ ამომიხტა წავიკითხე და გეზი ვიცვალე. ამჯერად სესის სახლისკენ კიარა საგიჟეთისკენ წავედი. უფროსწორად მე ვეძახდი ასე, იმ ადგილს სადაც ჩემი მიზეზით გამოამწყვდიეს გოგო, სახელად მარიამი. მთელი ცხოვრება ვუყვარდი, ჩემ მეზობლად ცხოვრობდა, არასდროს იწვევდა ჩემში რაიმე გრძნობას გარდა ზიზღისა. იქ რომ მივედი მაშინვე მახარეს აქედან გაიქცაო. ჯანდაბა! ახლა ვიცი ვისი ნამოქმედარიცაა. იმედია სესის არაფერს დაუშავებს, მაგრამ ის დარწმუნებით ვიცი რომ არ გაუჭირდება. მთელი სამეგობრო მათესთან დამხვდა. იმ დღის შემდეგ კი ერთი კვირაა უგზოუკვლოს დაკარგულ ჩემ სესის დავეძებ. ერთადერთი ადგილი სადაც შეეძლო წასვლა თელავია. მთელი კახეთი გადავქექე მაგრამ მაინც ვერ მივაგენი. სასოწარკვეთილი დავიარები მთელი კვირაა. არც ვჭამ და არც მძინავს, ისვე როგორც დანარჩენებს. ყველაფრით ვიმხნევებ თავს მაგრამ თითქმის გადამეწურა იმის იმედი რომ ოდესმე კიდევ ვნახავ ჩემს სესის. ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ჩემს პუტკუნა, ლოყებწითელა სესის. მის ოთახში შევედი, კარადა გამოვაღე და მისი სურნელით გაივსო ოთახი, მისი იასამნის და მინდვრის ყვავილების სურნელი რიგრიგობით მიღიტინებდა ცხვირში. ვგრძნობ რომ ის სადღაც აქ არის, მისი გული ფეთქავს, მელოდება და მეც აუცილებლად ვიპოვი მას!
--გაბრიელ.-თითქმის ჩურჩულით დამიძახა მათემ.-გამომძიებელი მოვიდა.-თქვა და ისევ გავიდა ოთახიდან, ვიცი რომ მისი აქ შემოსვლა მხოლოდ სასოწარკვეთას მოუტანს მათეს. კარადა ისევ დავხურე და ოთახიდან გავედი. კიბეებზე უიმედოდ დავეშვი და გამომძიებლებს მივესალმე.
--ახალია რამე?-უკვე ფეთქდებოდა დაჩი.
--მანქანა ხრამშია გადაჩეხილი, ყაზბეგის გზაზეა,საბედნიეროდ მხოლოდ მანქანა დაგვხვდა და არანაირი მსხვერპლი, ახლომდებარე ტერიტორიებზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ალბათ მალე ვიპოვით. მაგრამ არც ის არის გამორიცხული რომ მდინარეს წამოეღო გვამები.
--აღარ გააგრძელოთ თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ბატონო გამომძიებელო! ის ცოცხალია გასაგებია? ჩემი სესი ცოცხალია!-კედელს მუშტი დაარტყა ანდრიამ.
--თქვენიც მესმის მაგრამ ყველაფერს რეალური თვალით უნდა შეხედოთ.-მისი სიტყვის დამთავრება და ჩემი აუტანელი ტკივილის დაწყება ერთი იყო. მტკიოდა, სუნთქვა მიჭირდა, მთელი სხეული ამეწვა, გული კი საშინლად ამტკივდა, მეგონა მალე გასკდებოდა.
--ააააა.-ვღრიალებდი ბოლო ხმაზე.-ცოცხალია! სტკივა! მალე იპოვეთ თორემ ყველას დაგხოცავთ!-ბოლო ხმაზე ვყვიროდი როგორც განრისხებული, დაჭრილი ცხოველი.
--გაბრიელ დაწყნარდი, საიდან მოიტანე რომ სტკივა? დამშვიდდი გთხოვ!- უშედეგოდ მაწყნარებდა თეკლა.
--მე მტკივა! მას რომ სტკივა მეც საშინლად მტკივა! ვიცი რომ არარის კარგად! ვიცი ის ავადმყოფი აწამებს! არ მადარდებს არაფერი გასაგებია?! ახლავე გაასმაგებული ძალებით უნდა მოძებნოთ! მეც მივდივარ ყაზბეგში!-მანქანის გასაღებს დავწვდი და კარისკენ წავედი. მანქანაში რომ ვჯდებოდი, გვერდით კარი გაიღო და მათე ჯამიჯდა მანქანაში.
--მარტო არწახვალ! მეც მოვდივარ! დანარჩენები მეორე მანქანით წამოვლენ, დაძარი თუ ღმერთი გწამს გაბრიელ!-მავედრებელი ხმით მითხრა და ცრემლიანი თვალებით მომაჩერდა. ამოიოხრა, მეც უხმოდ ჩავრთე ძრავა და ყაზბეგისკენ დავიძარი. გზაში ვფიქრობდი სად შეიძლება წასულიყო, ყაზბეგის სახლზე არც კი მსმენია რამე. ღმერთო! მაჩვენე გზა. გამთენიისას ჩავედით ყაზბეგში, ჯერ იმ ადგილას წავედით სადაც მანქანა იპოვეს, შემდეგ კი ყველა სახლი სათითაოდ შევამოწმეთ მაგრამ საეჭვო არაფერი გვიპოვია. საერთოდ არაფერი!
*სესილია*
თვალები რომ გავახილე ისევ აუტანელი ტკივილი ვიგრძენი, უფროსწორად წვა. საშინლად მტკიოდა ჭრილობები, სისხლი მდიოდა და საშინელი ჟანგის სუნი იდგა, ის ქერა არ შემოსულა, ტკივილის მიუხედავად წამოწევა ვცადე, მაგრამ მაშინვე ბეჭების უაზრო ტკივილი ვიგრძენი. თითქოს კანი გადამიხსნეს და მხოლოდ ძვლებიღა მქონდა დარჩენილი. გაბრიელზე მეფიქრებოდა, ჩემს ძმაზე და ყველა ი ადამიანზე ვინც ახლა ალბათ გაგიჟებული მეძებს. რატომ ვერ მპოულობენ? მე ხომ ვეძახი? ხომ ველოდები? ჩემი ერთადერთი სიყვარული, მალე მომიკათხავს მჯერა. ვიცი რომ მალე მო ვა და ამ ჯოჯოხეთიდან გამიყვანს. ისევ იმ უფანჯრო ოთახში ვიყავი, აშკარად ციოდა მაგრამ მე პირიქით გახურებული მქონდა კანი. ზედ დავიხედე, თეთრი კაბა მეცვა, უფროსწორად პერანგი. საკეტის ხმა გავიგე. ქერა არა მაგრამ ვიღაც ბიჭი შემოვიდა, აშკარად ძალით იყო ახლა აქ.
--ვინ ხარ? გთხოვ დამეხმარე..-ჩამწყდარი ხმით ვეხვეწებოდი.
--ვერ გაგიშვებ.-თავი ჩახარა.
--შენ ჰო იძულებით ხარ აქ? გეტყობა შენი ნებით არ ხარ აქ.-ცრემლები წამომცვივდა.
--მე მხოლოდ იმას შევძლებ რომ, შენს შეყვარებულს ამ სახლის შესახებ ვეტყვი. გპირდები აქედან მალე წახვალ და ამ ეშმაკსაც საკადრისს მიაღებინებ.-გამიღიმა.- ჭრილობებზე ვწუხვარ, იმედია ეშველება.
--მხოლოდ აქედან წასვლა მინდა. ჯანდაბას ჭრილობები! ვიცი რომ ამის გამო ჩემი მეგობრები ზურგს არ შემაქცევენ, სხვა კი არც არავინ მჭირდება.-გამეღიმა მათ გახსენებაზე. ასეთ დროსაც კი მათ გამო მეღიმება.
--კვალს მოაგნეს, გეძებენ. წერილი უკვე გავგზავნე. მალე მოვლენ და წაგიყვანენ. მეც წავალ, ავორთქლდები. მაგრამ მე არც არსად ვჩანვარ, მხოლოდ ამ ეშმაკს იპოვიან და მერე არ ასცდება ციხე ან საგიჟეთი.-ზიზღით თქვა ბოლო სიტყვები.
--მადლობა.-უარესად ავტირდი. მანქანების ხმა გავიგე, ბიჭი სწრაფად დამემშვიდობა და კარში გაუჩინარდა. მალე მანქანების ხმას სირენების ხმა დაერთო, სახლში ხმაური ატყდა. მრე ნაცნობი ხმებიც გავიგე რომ მეძებდნენ. ხმა წართმეული მქონდა ამიტომ ვერ ვყვიროდი, მხოლოდ ვხაოდი. გული სიხარულით მევსებოდა როცა ვაცნობიერებდი რომ ისინი ახლოს იყვნენ. მეძახდნენ, ჩემს სახელს ზედმეტად თბილად იძახდნენ. თან ხმაში ოდნავი სასოწარკვეთაც ერიათ. საბოლოოდ რომ გადამეწურა იმედი რომ ამ კარს მოადგებოდნენ, სახელური ჩამოიწია და იქიდან გაბრიელი შემოვიდა. დამინახა და ცრემლები წამოუვიდა, სწრაფად მომვარდა მაგრამ ხელს ვერ მკიდებდა, ნელა წამოიღო ჩემსკენ ხელი დაფრთხილად ჩამიკრა გულში.
--ჩემი სესი.. ჩემი ფეფუნა.. ჩემო პატარა ეს რა უქნია იმ სატანას.-თბილი ხმით მელაპარაკებოდა, მე კი მისი შეხება მალამოსავით მეცხობოდა მთელ სხეულზე. სწრაფად ამიტაცა ხელში და გარეთ გამიყვანა. ჰაერი... აი რა არის ბედნიერება. სუფთა ჰაერი რომელსაც გაბრიელის სუნი ერევა. ჩემი ბედნიერების არომატი.
--გაბრიელ რა სჭირს?- გავიგე დაჩის ხმა.
--მათეს დაუძახეთ ჩქარა.-ამოთქვა გაბრიელმა.
--ჩემო გვირილა, ეს რა დაგმართნია ჩემო გოგო.-ცრემლები მოსდიოდა ანდრიას. ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი გონებას.
--სესი, არ დაიძინო კარგი? ჩვენთან დარჩი ჩემო პატარა. იცი როგორ მომენატრე? ყველას სიგიჟემდე მოენატრე სესი. შენ გარეშე არც ერთი ვართ კარგად.-ჩემს თავთან ჩურჩულებდა ალექსანდრე. ამ დროს გაგიჟებული შემოვარდა მათე, დავინახე ოგორი გააფთრებული სახე ჰქონდა, ჩასისხლიანებული თვალები და დანამული ლოყები.
--ჩემო ერთდერთო, ჩემო პატარა. რა დაგმართა იმ სადისტმა სესი. ასე როგორ გატკინა? სესი ჩემი ჰომ გესმის?-ჩემ სახეს ხელებში იქცევდა მათე და ცრემლები სდიოდა.
--მესმის..-ამოვიხავლე და ხელი ძლივსძლივობით წავიღე მისი სახისკენ.-ჩემო ძამიკო.-გავუღიმე და ცრემლი გადმომივარდა.
--ჩემი სესი.. ჩემი გვირილა, ჩემი პატარა ბედნიერება ხარ სესი.-ხელზე მაკოცა და გამიღიმა. ახლა გაბრიელს გავხედე, ვანიშნე მოდითქო, მანაც არ დააყოვნა და მაშინვე ჩემს დივანთან გაჩნდა.
--ჰო ჩემო სიცოცხლე, უკვე მოდის სასწრაფო სესი. გაუძელი პატარავ, გთხოვ ამასაც გაუძელი რა.-ატირდა პატარა ბავშვივით, მე ჩემი გახურებული ხეისგული მივადე ლოყაზე, რომელზეც წვერი წამოეზარდა და უფრო მიმზიდველს და მამაკაცურს ხდიდა.
--წვერი გიხდება გაბი.-გავუღიმე.-მიყვარხარ გაბი, სულ მეყვარები.-ისევ გავუღიმე და ოდნავ წამოვიწიე, ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.. მერე? მერე იყო სიბნელე და ემი გონების დაკარგვა. აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ გაბრიელის ტუჩების გემო დამამახსოვრდა, სხვა ყველაფერმა კი აზრი დაკარგა.


აბააა მეგობრებო შემიფასეეთ <3 იმედია ძალიან არ დავაგვიანე <3 შემდეგსაც მალე დავდებ <3



№1 სტუმარი mari

Dzan kaia shemdegs rodis dadeb?

 


№2  offline წევრი kesane123

mari
Dzan kaia shemdegs rodis dadeb?

სავარაუდოდ დღეს ან ხვალ❣️

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგია მალე დადე

 


№4  offline წევრი kesane123

მარტო სახლში
ძალიან კარგია მალე დადე

ვეცდები❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent