შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი სხვადასხვა თვალი [თავი 2]


10-03-2019, 22:59
ავტორი მარიამი24
ნანახია 1 032

ისტორია გოგოზე, რომლის მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ და ბიჭზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა.
ისინი ერთმანეთის პოვნით შეცვლიან თავიანთ ცხოვრებას.
პატარა სიყვარულის ამბავი.
ელ რაიანი & დილან სტიუარტი
------------------------


ხმაური... ვგრძნობ ვიღაც თავზე მადგება და მეძახის. თავის წამოწევა არ შემიძლია. თვალებს ძალა არ ეყოთ, რომ ის სახე შემეცნო, რომელიც თავს დამტრიალებდა. "გონი დაკარგა" - გავიგონე და მეტი აღარაფერი მახსოვს.
...
- დილან...
ვიღაც შემეხო... თვალები არ გამიხელია. ძალებს ვიკრებდი, სიტყვებს ვბოჭავდი.
- სად ვარ?
- ნუ გეშინია, შინ ხარ
მომესმა თითქოს ნაცნობი ხმა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი ვის ეკუთვნოდა.
- თავს ნუ გადაიღლი, დაისვენე... რამე ხომ არ გჭირდება?
- თქვენ ვინ ხართ?
ვიკითხე დასუსტებული ხმით.
- შინაური... მაგრამ ის არა ვისაც მოელოდი
თვალი გავახილე და ოთახს მოვავლე სადაც ვიწექი. ჩემი ოთახია. გვერდითმჯდომს გადავხედე და წუთიერი დუმილი ჩამოვარდა. ის მიღიმოდა, მე კი არ ვიცოდი ვინ იყო.
- რა მოხდა? ხომ კარგად ხარ?
ვცადე ტელეფონი ამეღო, მაგრამ არ დამაცადა.
- მისმინე, დამშვიდდი. ტელეფონი არაფერში გჭირდება მე შენს გვერდით ვარ.
- მე შენ არ გიცნობ.
შევბედე და მივხვდი, რომ ძალა მომივიდა. წამოდგომაც ვცადე.
- ელ რა გჭირს? მე ვარ სემი ოსტატის შვილი, რომელთანაც ორი წელია რაც დადიხარ.
- სემი? ჰო... სემი... სემი
სახეზე დავაკვირდი და ვიგრძენი, რომ ყველაფერი კარგად იყო.
- სემ... კარგი და აქ რას აკეთებ?
- სკოლაში საშინელ მდგომარეობაში გიპოვე. მაპატიე, მაგრამ იქ ისე ვერ მიგატოვებდი.
არაფერი მითქვამს. თვალები ოთახის კარზე გამიშეშდა და თვალწინ მისტერ როჩესტერი დამიდგა დილანთან ერთად, რომლებიც ერთმანეთს ეხვეოდნენ.
სემი გავისტუმრე და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი. რა მოხდა? რა მოხდა იმ გასარემონტებელ ოთახში? არ ვიცი... რატომ არ ვიცი, მეც ხომ იქ ვიყავი. რა მოუვიდა დილანს? რა გააკეთა დილანმა? რაზე უნდა აგოს პასუხი? ამ შეკითხვებით თავი ავიტკინე, მაგრამ შედეგი? - ისევ არაფერი... მე იქ ვიყავი... მაგრამ სინამდვილეში, მე არაფერი ვიცოდი, რაც იქ მოხდა...
ამ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. დილანი სკოლიდან წავიდა. იმის შემდეგ აღარ მინახავს. მგონი გაარკვიეს იმ ოთახში მომხდარის შესახებ, მაგრამ ბევრი რამ რჩევა კითხვის ნიშნის ქვეშ. "სკოლას უფლება არ აქვს ხელი მკვლელს დააფაროს"- ამბობს დირექტორი, მაგრამ მისი მოქმედება საპირისპიროს ამტკიცებს.
რა თქმა უნდა, რომ არა სკოლა დილანი დიდი ხნის დაჭერილი ეყოლებოდათ.
ბრენდონი მკვდარია... არ მინდა ბევრი რამ დავწერო იმაზე ვინც აღარ არის ამ ქვეყნად, მაგრამ არასდროს არ ყოფილა კარგი ადამიანი. ის აღარ არის და ჩვენც დავივიწყეთ წყენა რაც მას დაუთესია ჩვენს გულებში.
რაც შეეხება კენდალს, იმ ძუკნა ქერას, რომლის გამოც ბიჭებმა ერთმანეთი გაწირეს, ჩუმად ზის... არაფერს ამბობს... ამბობენ შოკი მიიღო და ვერ ლაპარაკობსო მაგრამ მე მისი არ მჯერა. ყოველთვის, როცა ვუყურებ, ვხედავ ქალს, რომელმაც ჩემთვის საყვარელი ადამიანი და კლასელი გაწირა, რომელიც საკუთარი თავის გადარჩენის გარდა არაფერზე ფიქრობს.
ერთ საღამოს გადავწყვიტე არაფერზე მეფიქრა. სახელოსნოდან წამოსული, დაღლილი ჩვეულ რიტმში ბილიკზე დავეშვი. მინდოდა გული გადამეყოლებინა. ირგვლივ ბუნებას ვაკვირდებიდი. ჩემი თვალები რაღაც უბრალოებას და თან იშვიათ სილამაზეს ეძებდა. რაღაც წამიერს, რომ გამოანათებს და რომ ჩაქრება, ფოტოგენურსაც. თვალი მომჭრა და მივხვდი, ის იყო, რასაც ვეძებდი. აპარატი ხელში ისე მოვიმარჯვე, როგორც მონადირე იარაღს ნადირის გამოჩენისას.
ეს იყო პეპელა: წამიერი სიციცხლით, მშვენიერი თხელი ფრთებით, იშვიათი ფერით... მსგავსი რომ აქამდე არ მენხა. როგორი ჰარმონიული ფრთების ფარფატით გამოირჩეოდა. ნელა დაეშვა ვარდის ფოთოლზე და ფრთების ჰაეროვნად ფარფატს მორჩა... კიდევ კარგი, რომ მისი "დასურათება" მოვასწარი. ფოთოლზე თხელი წვიმის წვეთივით ჩამოსრიალდა და სიმწვანეში შთაინთქა. ბუნებამ მისცა ფრენის ძალა და მანვე წაართვა.
ფოტო გულის ჯიბეში ჩავიდე და გზას გავუდექი. აღარ მინდოდა დილანზე მეფიქრა, ვიცოდი, რომ ქალაქს დატოვებდა და ასეც უნდა მომხდარიყო... მაგრამ მისი გული და სული აქ რჩებოდა, აქ, მის ქალაქში,სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც საოცარი თავგადასავლები გადახდა თავს ბავშვობაში. ეს ადგილი დაუვიწყარია ჩემთვის და მჯერა, რომ მისთვისაც. არ მინდა ვიცოდე სად ხარ, არ მინდა მოგძებნო, მოგიკითხო, ვიღელვო, მომენატრო, რადგან ვიცი პასუხად იგივეს ვერ დამიბრუნებ. ისევ ვეშვები ღრმა და ბნელ უფსკრ...
- ელ... ელი შენახარ?
მომესმა საიდანღაც. სვლა შევანელე და ირგვლუვ მიმოვიხედე. არაფერი არ ჩანდა. ტანში გამცრა, ფეხებმა კანკალი დამიწყეს თავს დავხედე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა დამმართნოდა.
- ელ...
ისევ განმეორდა ჩახრეწილი, უცნობი ხმა.
- ვინ არის? სად ხართ?
დავიძახე. ჩემს გარდა არავინ იყო. ეს ვიწრო გზაა, რომელსაც ფეხით ავდივარ და ჩამოვდივარ. მაღლა ჩემი სახელოსნოა. არანაირი დასახლება, შენობები, ხალხი,ბავშვები...
- მარტო ხარ ელი?
გაისმა ისევ ის ხმა. მგონი ამჯერად ბუჩქებიდან მოდიოდა.
- დიახ... აქ არავინაა
ავღელდი, მაგრამ თავი მოვთოკე, იმ უცნაურ გრძნობას მივენდე, რომელიც მითითებდა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ბუჩქებიდან ვიღაც გამოძვრა. თავიდან ძალიან მეუცხოვა: შავი ოდნავ დასვრილი სპორტულები, შავი ბოტასები თეთრი ძირით, მაგრამ ტალახს ისიც გაეშავებინა. თვალებს კეპი უმალავდა. გაოგნებული შევციცინებდი და ვერ მიმხვდარიყავი მის ვინაობას, მაგრამ მომიახლოვდა თუ არა ყველაფერი შეიცვალა...
- დილან...
დავიძახე და ამ ხმაში ისეთი სიძლიერე ვიგრძენი... მერე სახე მეწვოდა. კეპი მოიძრო და ახლა ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ და ერთმანეთს შევყურებთ. მის თვალებს მზერას არ ვაშორებდი... იქედან ისეთი სითბო მოდიოდა. ხან ლოყებზე, ხანაც ტუჩებზე, ყველგან შევავლე თვალი... ისე ავღელდი, რომ დამავიწყდა მისთვის რას წარმოვადგენდი. თავს ყველაფრის უფლება მივეცი, მაგრამ საკუთარმა თავმა ეს "ნება" უკუაგდო და აბრიალებულ ცეცხლზე ნავთის მაგიერ ცივი წყალი გადაასხა.
- ვიცოდი, რომ შენი პოვნა აქ შეიძლებოდა... შეიძლება ცოტა ვისაუბროთ?
ფიქრებიდან გამომარკვია მისმა თბილმა ხმამ და უეცრად ისეთი საყვარელი და სანატრელი გახდა ეს ხმა ჩემთვის.
- კი... მაგრამ...
- არაფერია... მე კარგად ვარ, არავინ არავის არაფერს არ ეტყვის.
- ყოჩაღ.
წამით დავდუმდით. მერე სიცილი დავიწყეთ. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი სიტყვები ახსოვდა. ის დღე... მისთვის კოშმარი იყო, მაგრამ მას ჯერ კიდევ შეეძლო გაეღიმა ცხოვრებისთვის და სწორედ აქ, ამ დროს, მან პირველად გამიღიმა. მის თვალებში არც სიხარული იკითხებოდა და არც უბედურება. ეს წამიერი მოგონება იყო, ტკბილი მოგონება. მაგრამ რა იყო ეს მისთვის?
- მეგონა ქალაქი დატოვე.
- დავტოვე კიდეც.
- მაშ? რატომ დაბრუბდი?
დუმდა. ისევ დუმს, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, რომ რამე არასწრორად ვკითხე. სახელოსნოს ბაღში შევიპატიჟე, იქ მშვიდად შეგვეძლო გვესაუბრა.
- აქაურობა ვერ ამოიგდე თავიდან, ხომ ასეა?
- მარტო აქაურობა არა... ის დღეც... ვერ ამოვიგდე.
"ვერც მე"- მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამის ძალა არ შემწევდა.
- მე რით შემიძლია დახმარება?
ფეხზე წამოდგა და მეც ავდექი.
- შენ ახლაც მეხმარები. შეიძლება კარგად არ გიცნობ და არც თავის დროზე გამიცნიხარ, მაგრამ ერთადერთი ხარ ვინც ცდილობს მომისმინოს.
ამ სიტყვებმა ამაღელვა.
-რას გულისხმობ? ქალაქში კიდევ შეხვდი ვინმეს?
მზერა ამარიდა.
- ასე აღარ მოიქცე დილან. ხომ იცი, რომ თავს საფრთხეში იგდებ. მისტერ როჩესტერის მაინც...
თავი ოდნავ ჩემსკენ შემოატრიალა და სახეზე დამაცქერდა. უცებ ისე გარდაიქმნა მისი სახე... ცივი, ეჭვიანი თვალებით მიმზერდა, ისე რომ თავი წამით ეჭვმიტანილი მეგონა, ის კი გამომძიებელი, რომელიც ფსიქოლოგიურად მავიწროვებდა.
- მისტერ როჩესტერი? ეგ რა შუაშია?
დავიბენი. არ მინდოდა გაეგო, რომ იმ დროს იქ მეც ვიყავი. რატომ წამოვროშო ეს სისულელე მეც არ ვიცოდი. როგორც ყოველთვის, ახლაც ვერ შევძელი ენას კბილი დამეჭირა. ისევ უსუსური მომეჩვენა საკუთარი თავი. ჩიხში შევედი და წასასვლელი არსად მქონდა. რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ რა? არა, ტყუილის თქმა არ გამომდიოდა... ამ უკანასკნელის მოფიქრებაც კი მაშინებდა.
- ელ?! რატომ დადუმდი? მისტერ როჩესტერმა...
- მისტერ როჩესტერმა გიკითხა... შენზე ნერვიუობდა... ეს ყველამ შევნიშნეთ.
ჩემს ხმაში ისეთი სევდა იგრძნობოდა... ვგრძნობდი და მტკიოდა. გული თუ სული არ ვიცი, მაგრამ ძალიან მტკიოდა. წამით თვალები დავხუჭე და რომ გავახილე ისევ ის დავინახე.
- წადი... რატომ არ ქრები... წადი...
მინდიდა დამეყვირა, ბევრი მეტირა ხმამაღლა და ხმამაღლა... მაგრამ ის არ მიდიოდა. მიყურებდა და არაფერს აკეთებდა. არანაირი ემოცია: სასოწარკვეთა, გაოგნება, გაღიზიანება... ბოლოს კი მოხდა ის... რაც მინდოდა და მჭირდებოდა.
- აქ მოდი...
ფრთხილად მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ეს ჩახუტება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. მისთვის კი მხოლოდ ნუგეშს? მხარდაჭერას თუ შებრალებას? მისმა რეაქციამ, ემოციამ თუ მიმიკამ ამის საშუალებაც კიარ მომცა, რომ ეს მის სახეზს ამომეკითხა. მინდოდა ძლიერად მომეხვია ხელები მისთვის და არ გამეშვა. ამან ბნელ უფსკრულში გადამჩეხა და ... ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რომ დიდხანს ჰქონოდა ჩემთვის ხელები მოხვეული.
სახე მეწვოდა. ცრემლები ისე მიშუშხავდა ლოყებს, რომ ეს ტკივილი სულს მწვავდა. გაჩერება შეუძლებელი იყო. მის მხარდაჭერას ვგრძნობდი, გულიდან დიდ სითბოს აფრქვევდა. მერე მისი გულის სიმხურვალე მწვავდა. თავი ავწიე და გულზე ხელი დავადე. შევიგრძენი მისი ფეთქვა... იმ გულისა, რომელიც სამყაროს მირჩევნოდა. მესმოდა მისი ძლიერი, მებრძოლი ხმა, მაგრამ არ შემეძლო, მეტს ვეღარ გავწვდებოდი.
- ელ...
ვდუმდით.
- რა ხდება შენს თავს?
მომმართა ისევ,მაგრამ არ შემეძლო მეპასუხა. ვუსმენდი მისი გულის ხმას და ვგრძნოვდი,რომ მის გვერდით აღარ ვიყავი "არაფერი" არამედ ვიყავი "რაღაც" რითაც მინდოდა მეცხოვრა.



№1 სტუმარი სტუმარი lika

ძაან კარგი ისტორიაა

 


№2  offline წევრი მარიამი24

სტუმარი lika
ძაან კარგი ისტორიაა

მადლობა ლიკა <3

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

კარგია მალე ადე

 


№4  offline წევრი მარიამი24

მარტო სახლში
კარგია მალე ადე

განვათავსე, შეგიძლია წაიკითხო მომდევნო თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent