შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა რომელიც შენამდე მოდის (დასასრული)


13-10-2015, 00:52
ავტორი keke11
ნანახია 3 718

გონდ რომ მოვედი პაალატაში ვიწექი. ძალიან მოთენთილი ვიყავი და ისევ ჩამეძინა.
-დედაა...დე...დედიკო-ამ ხმამ მომიყვანა გონს. თვალი გავახილე. ჩემი შვილი მეძახდა.უზომოდ ბედნიერი იდგა ჩემს წინ. მე კი უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი, რომ ისევ დედა გავხდი.
-დე.. იცი.. დეე-აღფრთოვანებული მიყურებდა ჩემი შვილი. ამ დროს პალატაში სახე გაბრწყინებული ლუკა შემოვიდა.
-რა ხდება?-ვიკითხე და მეც გამეღიმა. ლუკა მომიახლოვდა. ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია მეორე ხელი კი მუცელზე დამადო.
-დეეე... მე მალე ერთი აღარ ვიქნები-ჩამეხუტა ნატა. ყველაფერი გავაანალიზე.
-შვილი! მეორე შვილი! მეორე ბედნიერება! ორი გულისცემა. ცრემლი ვერ შევიკავე.
-არ უნდა ინერვიულო შენ ინ-მე და ნატა მოგივლით. შენ ოღონდ ინატრე.-მაკოცა ლუკამ.
-ჰო, აბა ბრა. მადლობა დე... მადლობა... მადლობა ლუკ-ისევ კახას ღიმილით გაიღიმა ნატამ.
მე ორის გულისცემა ვიგრძენი. მე დედობა განვიცადე, უკვე მეორედ. მე უფალმა სასწაული მაჩუქა. მეორე შვილი. ნეტავ გოგოა თუ ბიჭი? თუ გოგოა, ნატა მოუფიქრებს სახელს, თუ ბიჭი მე და ლუკა... ბედნიერს ჩამეძინა.
ცოტახანში პალატაში ვიღაც შემოვიდა. იმ წამს თვალი გავახილე.
-მეგონა გეძინა-გამიღიმა ლუკამ.
-შენ ხარ?-ნეტავ ვის ვუცდიდი.
-ჰო, ნატუკა გეგონე? სახლში გავუშვი. გამოიცვლის და მოვა.
-ლუკა დღეს უნდა ავდგე. ხვალ ნატას დაბადების დღეა.
-ინა, ექიმმა რთული ფეხმძიმობა აქვსო. ამიტომ არაფერს იზამ. მე მოვაგვარებ ნატას რესტორნის ამბავსაც და მენიუსაც-ისეთი დაღლილი ვიყავი,უარი არ მითქვამს.მერე ლუკას ვთხოვე მეძინებათქო და მანაც უხმოდ დატოვა პალატა.
ხვალ კახა ჩამოვა. ნეტავ მარტო თუ იმ ქალთან ერთად? უეჭველია, ნატასთან ვერ მოიყვანს. იქნებ სასტუმროში დატოვოს?ანდა იქნებ სულაც არაა ის ქალი კახასთვის მნიშვნელოვანი? ინა, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? შენ ხომ ოჯახი გყავს. იყოს ბედნიერი. უჩემოდ?-უცებ გამიელვა თავში, თუმცა აზრი იქვე ჩავახშე. ხო, ის აუცილებლად იქნება ბედნიერი ან ამ, ან სხვა ქალთან ერთად. უბრალოდ ეს ქალი აღარასოდეს იქნება ინა-ფიქრები მუცელზე მოვარდნილმა ნიაღვარმა ამიწეწა. მხოლოდ ვკიოდი და მუცელს ხელს ვუჭერდი. მეგონა რაღაც მომწყდა.
-სასწრაფოდ, რეანიმაციიის ბლოკში-გავიგონე ექიმის ხმა და ოთახიდან ესვისსისწრაფით გამაქანეს. პალატის გასასვლელში თვალები დავხუჭე და ღმერთს ჩემი შვილის გადარჩენა ვთხოვე. თვალი არ გამიხელია, მაგრამ ნაცნობი მზერა მაინც მწვდა. ამ სისწრაფეში შავმმა დიდმა თვალებმა ჩამირბინეს წინ. ხელი კვლავ თმაში შეიცურა და კვლავ შეიგინა.
-თქვენი დედები მოვ***ნ! ხალხი არ ხართ? ჩემი შვილის დედა კვდება-მე გამეღიმა. თუმცა ოდნავ, ძალიან ოდნავ. ამ ღიმილს მხოლოდ კახა თუ შეამჩნევდა.
გონს რომ მოვედი უამრავი რამით ვიყავი დაბმული. ხელით მუცელს წავეპოტინე. ისევ გაბერილიყო, სულ უმნიშვნელოდ.
-პატარავ, აქ ხარ?-ვკითხე და მუცელზე ხელი მოვისვი. ლუკაც შემოვიდა თვალები წყლიანი ჰქონდა.
-არაფერი მითხრა! გაჩუმდი!-ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა.
-ცოცხალია ინა! ცოცხალია! ჩვენი შვილი!-მომესმა ხმა სადღაც შორს. იმ წამს გონს მოვედი. ჩემი შვილი გადარჩა!-ჩამეძინა.
გათენდა ნატუკას დაბადების დღე. ექიმს იმდენი ველაპარაკე გამომიშვა რამოდენიმე საათით. მეც იმ წამს ლუკასთავ დავრეკე.
-ინა, ხომ კარგად ხარ? მე ნატას რესტორნის ამბებს ვაგვარებ. ის კახას გაყვა რაღაცეების საყიდლად და ალბათ სალაპარაკოდაც.-მითხრა ლუკამ.
-კარგია. მე ცოტახანას გამოვედი საავადმყოფოდან. დღეს ჩემი შვილის გვერდით უნდა ვიყო.
-სახლში მიდი. მეც მალე მოვალ. თანაც, კარგია რომ გამოხვედი. რესტორანში მარტო კახასთან არ დავტოვებდი ნატას და იქ ყოფნის დიდი სურვილი არ მქონდა. თუ შეძლებ შენ წადი.
-კარგი-ტელეფონი გავთიშე. ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. 20წუთში კარზე ხმაური გავიგონე. ლუკა მეგონა. ალბათ დბრუნდათქო. თუმცა ერთ ადგილს მივეყინე ნატას ხმა, რომ გავიგე.
-მოდი მა, არავინაა-კახას სილუეტი დავლანდე მისაღებში . მისი შავი თმა და წვერიც მალე შეეჩეხა ჩემს თვალებს.
-ვა, ნატ დედიკოც სახლში ყოფილა.-თქვა კახამ და გადამკოცნა. მთელს სხეულში ეკლებმა დამაყაარა. პირველი შეხვედრა გამახსენდა, პირველი ჩახუტება. მერე ნატუკას მოლოდინი. მოლოდინი..-მუცელზე ხელი მოვისვი. კახასაც თვალი მუცლისკენ გაექცა. მერე თავისი ღიმილით ჩაიცინა და თვალი ამარიდა. ამ დროს ნატაც შემოვიდა ოთახში.
-დე, მამიკომ რაღაცეები მიყიდა...ნახე-თითოეულ საჩუქარს მანახებდა ნატა. მე კი კადრებად ჩამიარა თვალწინ ჩვენმა წლებმა.
-დღეს რესტორანში წამოხვალ?-საუბრის დაწყება ვცადე.
-ჰო, აბა რას ვიზამ. შენ?
-ჰო მეც თუ შევძელი-მუცელს მოვეფერე.
-მა, დე, გოგოებს დავურეკავ და მოვალ-თქვა ნატამ.
არ ვიცი რა მემართებოდა, მაგრამ ვიცოდი ჩემი ოჯახისთვის ჯობდა კახასთან ცოტა დრო გამეტარებინა. ოთახიდან მეც გასვლას ვაპირებდი კახას ტელეფონის ზარმა ადგილს, რომ შემაყინა. ქალი ურეკავს, იქ რომ ქალი იყო, იმ ღამით-გავიფიქრე.
-ხომ, გითხარი მოვალთქო?-უთხრა გაღიზიანებულმა. იცი, რომ ბავშვთან ვარდა არ უნდა შემაწუხო-მუცელს კვლავ ნიაღვარი მოაწყდა და იქვე ჩავიკეცე.
-ინა, ინა რას მიკეთებ ეე?-გავიგონე ხმა. ხელში ამიყვანა. გულისცემა ვიცანი, არ შეცვლია.
იმ წელს ჩემს შვილს უჩემოდ მოემატა ერთი წელიწადი. მე ვერ დავესწარი დიდი საშიშროება იყო ბავშვის შენარჩუნებაზე, თუმცა ჩემი თხოვნით ნატუკას არაფერი უთხრეს და დაბადების დღე აღუნიშნეს. ღამით მუცელზე მოარდნილმა ნიაღვარმა ჩაიყუჩა.
დილით ხმაური ატყდა ფოიეში. ექიმები წინ და უკან დარბოდნენ. ამბობდნენ ახალგაზრდა კაცია დაჭრილიო, ვერ გადარჩებაო. მე ყველაფერს მაშინ მივხვდი ჩემს პალატაში ფერწასული ნატუკა რომ შემოვიდა.
-დე, რესტორანში უცებ იარაღით კაცი შემოვარდა. იმუქრებოდა, იგინებოდა დე. იმ ქალს მისაღებში, რომ იდგა ეუბნებოდა ეს ის საქმეა, რომ ვთქვი ისე არ დავტოვებო. ეს, რომ ლუკამ გაიგონა წამოხტა და იმ ქალის დასაცავად წავიდა. უცხო კაცმა იარაღი მისკენ გამოიშვირა და ისროლა დე.... მაგრამ... ტყვია მამას მოხვდა დე...-ცრემლები გადმოყარა ნატამ თვალებიდან. მე? მე კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ ლეშიღა ვიყავი.
-დე-განაგრძი ნატამ-მამამ იიცი რა უთხრა ლუკას? ეს შენი სისხლის საზღაურადო. ნატუკას მიმიხედეო და გაიღიმა დე, აქ მეტკინა-გულზე ხელი დაირტყა.
კახა მჭედლიძე! კაცი რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა. მაგრამ მმეე.. მე არასოდეს ვინანებ როცა ვთქვი "თანახმა ვარ!"
მას მერე 5 წელი გავიდა. ნატა უკვე დიდი გოგოა და კახა ჯერ მხოლოდ 5წლისაა



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მიუხედავად იმისა, რომ კახა არ მომწონდა მაინც ჩამწყდა რაღაცნაირად გულში... როცა წავიკითხე, მეც ჩამიარა მისმა სახემ და სისხლში მოთხვრილმა ხელებმა. შემზარავი იყო და სასტიკი კეკეს კვალობაზე sad ეს მე რომ ჩამედინა არ მეწყინებოდა, მაგრამ შენ?!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი keke11

ErckeMydass25
მიუხედავად იმისა, რომ კახა არ მომწონდა მაინც ჩამწყდა რაღაცნაირად გულში... როცა წავიკითხე, მეც ჩამიარა მისმა სახემ და სისხლში მოთხვრილმა ხელებმა. შემზარავი იყო და სასტიკი კეკეს კვალობაზე sad ეს მე რომ ჩამედინა არ მეწყინებოდა, მაგრამ შენ?!

odnav gansxvavebulliii ercke:p ragac ase mindoda :* male axals daviwyeb

 


№3 სტუმარი shorena glonti

მომიკლეს კახა :( არ გაპატიებ ამას კეკე არასდროოს :((
:D ნია მოგეკლა რაღა კახა გაწირე :((((

 


№4  offline წევრი keke11

shorena glonti
მომიკლეს კახა :( არ გაპატიებ ამას კეკე არასდროოს :((
:D ნია მოგეკლა რაღა კახა გაწირე :((((

bodishii :( ar mindoda shemomakvda :D

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

keke11
shorena glonti
მომიკლეს კახა :( არ გაპატიებ ამას კეკე არასდროოს :((
:D ნია მოგეკლა რაღა კახა გაწირე :((((

bodishii :( ar mindoda shemomakvda :D

შემომაკვდა მაგარი პასუხია :DDDDDDD
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6 სტუმარი Nino

Arcki vici ravtqva :( dzaanmagariiyo <3

 


№7  offline წევრი nini31323

ფუ მსგავსი დეგენერატობა ოდესმე თუ წამეკითხოს მე არვიყო არაფერი. აი წაკითხვადაც არღირდა ისე მომეშალა ახლა ნერვები. ფუ სუფთა ზღაპარი.აი სუფთა ზღაპარი რა. დეგენერატული ზღაპარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent