შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი წილი ბედნიერება


11-03-2019, 12:24
ავტორი ankatuna
ნანახია 1 393

ამას ან ახლა გააკეთებდა ან ვეღარასდროს გაბედავდა, კოტესკენ დაიხარა და მის ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფა. კოტეს გული აუჩქარდა და შარვლის ტოტს მაგრად მოუჭირა ხელი. სიტუაცია ქუჩიდან შემოსულმა გაბმულმა სიგნალმა შეუშალა ხელი. ახლაღა მიხვდნენ რაც მოხდა მათთ თავს. ლიზიმ უცებ მოაცილა დარჩენილი რაღაცეები თავიდან და კოტეც უკანმოუხედავად გამოვიდა სალონიდან, ყურში ლიზის მიძახილი მოხვდა.
-სახლში, რომ მიხვალ დაიბანე თავი თორე თმა ეგრე დაგჩება. - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და მიუბრუნდა.
-შენ არ მიდიხარ სახლში?
-ჯერ აქაურობა უნდა დავალაგო.
-კარგი, ნახვამდის.
სახლისკენ მიმავალ გზაზე ლიზი თვითგვემაში იყო. ეს რატომ გააკეთა, რას იფიქრებდა ახლა კოტე. როგორ ვერ სეძლო საკუთარი თავის გაკონტროლება. მართალი გვიანი იყო რომ მივიდა მაგრამ ნიკოს არ ეძინა.
-სახლში ვარ. -უკბილოდ მიაძახა ძმას და მისთვის თავის არიდება სცადა.
-ქათმის ფრთები შეგინახე და შეჭამე.
-არ მინდა.
-ლიზი....
-რაა?
-ეჭვიც არ მეპარება რომ რაღაც უცნაური მოხდა.
-რას გულისხმობ? უბრალოდ არ მშია არ შეიძლება?
-ამ დრომდე რას აკეთებდი? ან რატომ არ გშია?
-არაფერი, მხოლოდ რაღაცეებს ვსწავლობდი.
-გოგოო..საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ? ვინ იყო ის ბიჭი რაღაცეებს რომ უკეთებდი თავზე?
-რაა?
-ხოო რა იყო? ის ფაქტი რომ გენდობი არ ნიშნავს რომ არ გამოწმებ ხოლმე. თანაც თავი რომ განდო ანუ საკმაოდ ძვირფასი ხარ მისთვის. შენთვისვეა უკეთესი მითხრა ვინ არის. -ლიზის წამოანათა სახეზე, გაახსენდა ისევ ის სულელური კოცნა.
-არავინ, მხოლოდ კლიენტია. -მიაძახა ნიკოს და თავის ოთახში დაემალა ძმის კითხვებს. დარჩა საკუთარ თავთან მარტო.
უკვე რამოდენიმე წუთია კოტე სააბაზანოში სარკეში თავის თავს აკვირდება. ხან თმაზე მოიკიდებს ხელს და ხანაც ტუჩებზე. რაც მეტედ ცდილობს არ გაიხსენოს იმდენად ბევრჯერ ახსენდება ლიზის რბილი ტუჩები და შოკოლადის არაომატიანი ბლესკის გემო. კიდევ ერთხელ ჩამოისვა თითი ტუჩებზე და უცნაური ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხესთან, რა ხდებოდა მის ტავს, რატომ იყო ორი დღის გაცნობილი გოგო მისთვის ასე მნიშვნელოვანი. სააბაზანო დატოვა და საძინებელს მიაშურა. მისთვის უჩვეულო იყო ამ დრომდე, რომ არ ეძინა.
-ვაიმე დედა, ვინ ბრძანდებით ქალბატონო?
-დედა, კოტე ვარ რა გჭირს?
-გამისკდა გული, რას გიგავს შვილო თავი?
-არაფერია, დილით გავისწორებ.
-არა ისე გიხდება ხომ იცი, რამ გადაგაწყვეტინა თმის დახვევა.
-არაფერია, მეგობარს დავეხმარე.
-კარგი როგორც გინდა. -კოტემ მიიხურა საძინებლის კარები. მაგრამ ნათიამ არ დაცადა.
-შენ თავს შეხედე, ღამის ორის თხუთმეტი წუთია, ჩემს მახსოვრობაში შენი პირველი ღამე როდესაც გარეთ შუაღამემდე იყავი.
-შუაღამე არ არის, დასაძინებლად ვემზადებოდი.
-თორმეტ საათს უკვე გადაცდა, ანუ შუაღამეა და შენ გარეთ იყავი. -კოტემ პატარა ბავშვივით გაიქნია ხელები და ბედნიერებისგან სიცილი ვეღარ შეიკავა. მისი ბრეკეტებიც კი აბრწყინდა სინათლის შუქზე. -რატომ იცინი ასე უცნაურად?
-რა არ შეიძლება თუ?
-ღმერთო რა აუტანელი ვარ. -დის სიტყვებისთვის აღარ მიუქცევია ყურადღება. საწოლს მიაშურა და ისე ცქმუტავდა აშკარად არ ეკარებოდა ძილი. დილაადრიან უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა, თითქოსყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა, საუძმე მოამზადა, თან ღიღინებდა კიდეც სამზადეულოში, რაზეც ნატიამ არაერთხელ გახედა ეჭვის თვალით. უნივერსიტეტში ისევ მეტროთი წავიდა მაგრამ ამჯერად, არც კონსპექტები ეჭირა ხელში და ყველას უღიმოდა. უნივერსიტეტის ეზოში საინფორმაციო დაფაზე განცხადებას მოკრა თვალი. წვეულება სტუდენტებისთვის, გელოდებით მეგობრებთან ერთად. მაშინვე ლიზი გაახსენდა. უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი და დაეპატიჟებინა. ლექციები რომ მორჩა პირდაპირ სახლში წავიდა. უკვე საღამო იყო ჯერ კიდევ ვერ გაებედა ლიზისთან დარეკვა. ბოლომდე მოიკრიბა გამბედაობა და ნომერი ამოძებნა, მაგრამ კარგს გახედა, ნათიას ეპატაჟური შემოსვლისგან თავი უნდა დაეზღვია, ფეხაკრებით მივიდა კარტან და გადაკეტა. ნომერი აკრიბა და ზარი გავიდა. მოულოდნელად შემოაღო ნათიამ კარები, ლამის ძირს დაუვარა ტელეფონი და მაინც მოასწრო გათიშვის ღილაკზე დაჭერა, ნათია თითზე ბედნიერი სახით ათამაშებდა გასაღებს. - რა იყო პორნოს უყურებდი?
-ოო კარგი რაა, არ შეიძლება ჩემს საკუტარ ოთახშ ცოტა ხნით მარტო დავრჩე? -გაბრაზებულმა უთხრა დასდა კაი ისევ ცხვირწინ მიუკეტა. ტელეფონზე ლიზის ნომერი დაეწერა, უნდა უპასუხოს, სხვა გზა არ აქვს. -ალო, როგორ ხარ ლიზი? რა ხდება?
-კარგად შენ როგორ ხარ? ეგ მე უნდა გკითხო შენ მირეკავდი.
-იციი, გუშინ სახლში მსვიდობით მივედი და მაინტერესებდა შენ ხომ არაფერი პრობლემა შეგქმნია.
-მხოლოდ ეგ გაინტერესებდა?
-არა..იცი...მე... არ ვიცი ხვეული თმის ბრალია თუ რატომ, მაგრამ გაცილებით მეტი შამპუნი დამჭირდა ვიდრე ჩვეულებრივ. მაინტერესებდა ეს ნორმალურია თუ არა, არა არანორმალური რატომ უნდა იყოს, ვფიქრობ ნორმალურია. და.. ხვალ საღამოს გცალია? -როგორც იქნა უთხრა რაც უნდოდა და პასუხის მოლოდინში ხელებიც კი აუკანკალდა. ტელეფონის მეორე მხრიდან უხერხული დუმილი იყო.
.....
-გცალია თამუ ორი წუთით?
-კი ნიკო რა მოხდა?
-მემგონი ლიზი ავადაა.
-ავად კი არაა მგონი შეყვარებული გაიჩინა.
-იმ ქალაბიჭას შეყვარებული ჰყავს? მაგას ვერ დავიჯერებ, ქალივითაც კი არ იცმევს.
-არც სჭირდება, ისედაც ლამაზია.
-ღმერთო, იმ ბიჭის ტვინში ჩამახედა ვისაც ეგ შეუყვარდა. მე მისი ზომები არ ვიცი და თუ შეგიძლია დაეხმარე რომ მოვა, რაიმე ლამაზი იყიდოს და ცოტა ქალს დაემსგავსოს. 20 წელია ვიცნობ და ზუსტად ვიცი ფული რომ მივცე არაფერ იყიდის ძვირიანს და განსხვავებულს. შენ მოგცემ რამდენიც საჭირო იქნება და გაიარეთ გოგონებმა, იქნებ მოგიყვეს კიდეც რაიმე.
-არ არის აუცილებელი. მალე ოჯახის წევრები გავხდებით, ასე რომ მე მინდა ქალურად დავეხმარო ლიზის. აი ისიც, მოვიდა უკვე. გამარჰობა ლიზი, გავიგე შეყვარებული გყავს.
-უფ, რა ჭორიკანაა ვაჟბატონი. არა, შეყვარებული არ არის.
-კარგი, როგორც შენ იტყვი, მოდი ეს კაბა მოიზომე, საჩუქრად მინდა რაიმე რომ გიყიდო.
-მაგისთვის მომიყვანე ხომ აქ? არაა საჭირო.
-შენ არავინ გეკითხება. რომ გეუბნები ესეიგი საჭიროა.
-უყურე ამას, როგორ გამითამამდა.
-მიდი მიდი, მოიზომე ვნახოთ როგორ გექნება.
-არა, ძლიან ძვირია.
-ფასს ნუ უყურებ. მთავარია ლამაზად იყო. -ძალით შეაჩეჩა ქითელი თეთრ კოპლებიანი კაბა თამუნამ და გასახდელ კაბინამდე მიიყვანა.
.....
-დედაა ჩემი ჯინსის პერანგი სადაა, ახლახანს რომ ვიყიდე.
-სარეცხის კალათაში იყო და მეც გასარეცხად მანქანაში შევაგდე. -გაბრაზბული გავარდა სააბაზანოში კოტე, მანქანა გააჩერა და ნახევრად გარეცხილი პერანგო ამოაძრო.
-რაღა ახლა მოგინდა გარეცხვა.
-მერე რაა, თეთრი პერანგი ცაიცვი, სიფთაა და აუთოვებული.
-ეგ ერთხელ მეცვა უკვე და იგივე პერანგს ვეღარ ჩავიცმევ.
-ვახშამა აღარ ჭამ იმიტომ რომ უკვე ისადილე? -გაბრაზებულმა მოაძახა დედამ. -როგორც იქნა ამორეცხა ზედა და ახლა მთავარია მისი გაშრობა, უთიოც სცადა, მერე ფენი და აი შედეგიც, გააშრო. მთავარია არ დაიგვიანოს.
-ადრე იმიტომ მოხვედი რომ, დაგვიანებისთვის თავი ცუდად ვიგრძნო?
-არა ეგ არც მიფიქრია, უბრალო მეე...
-კარგი ვიხუმრე, ვიცი რომ პუნქტუალური ბიჭი ხარ და ყველაფერს წესების მიხედვით აკეთებ. აბა, რა გეგმა გვაქვს დღეს, რატომ დამიბარე.
-ხომ იცი საღამოს უნივერსიტეტში წვეულებაა და შეიძლება ერთად წავიდეთ? -უნივერსიტეტის ხსენებაზე ლიზის სახე შეეცვალა. როდის უნდა ეთქვა კოტესთვის რომ არც კი არის სტუდენტი.
-არ ვიცი, მოვიფიქრებ.
-საჩუქარი გიყიდე. -ჩანტა გახსნა კოტემ და ლამაზად შეფუთული ოთკუთხედი რაღაც მიაწონდა ლიზის.
-ბითლზების ფირფიტა?
-ხოო სალონში დავინახე გრამაფონი დაა.
-რა მახვილი მხედველობა გქონია. ძალიან დიდი მადლობა.
-ანუ წამოხვალ საღამოს ჩემთან ერთად.
-შენ არ დამელოდო და თუ მოვედი, ეს შენს ყველა კითხვაზე დადებითი პასუხი იქნება და თუ არ მოვედი ესეიგი არა. -კოტე მიხვდა რა კითხვებზეც ეუბნებოდა ლიზი და გულში იმედი გაუჩნდა. ანუ ლიზისაც უფიქრია ამ ყველაფერზე.
-კარგი, მაშინ დროებით.
საღამოს, ლამაზად გამოწყობილი კოტე მაგიდასთან იჯდა ბიჭების გვერდით, ხშირად აპარებდა თვალს კარისაკენ, ლიზის მოსვლა რომ არ გამოპარვოდა.
-ყვავილი უყიდე?
-რა ყვავილი? -ფიქრებიდან ნუკრის ხმამ გამოაფხიზლა.
-ნახე, ყველამ ვუყიდეთ ჩვენს გოგონებს თითო ვარდი, თუ შენი არ მოვა.
-არა, მოვა. -თავისთვის ჩაილაპარაკა კოტემ და ყვავილის ასაღებად გავიდა. რომ დაბრუნდა, ბიჭებთან მოსულიყვნენ უკვე გოგონები და კარგადაც ხალისობდნენ. მის ადგილს დაუბრუნდა და უკვე უიმედობა მოეძალა.
-მოდი კოტე, ითამაშე ჩვენთან ერთად. -ირაკლიმ სახალისო თამაშებში ჩართვა შესთავაზა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.
-არა, უმჯობესია წავალ. -ყვავილს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა. კარის სახელურზე ხელი გასწია მაგრამ მეორე მხრიდან გააღეს და კოტე შედგა. ლიზი მოვიდა, თან ძალიან ლამაზი მოვიდა. მის მოლოდინსაც კი გადააჭარბა. აათვალიერა ლიზი და გაუკვირდა მისი კაბაში დანახვა. ლამაზი აღნაგობა ჰქონია. საოცრად უხდებოდა წითელი კაბა. საოცრად გაუხარდა მისი დანახვა და ტუჩებს თავი ძლივს მოუყარა, ისღა შეძლო რომ ყვავილი მიეწოდებინა მისთვის. ლიზიმ დაიმორცხვა და მადლობის ნიშნად თავი დაუქნია. კოტემ მისკენ ხელი გააპარა, მისი ხელი თითებში მოიმწყვდია და მაგიდისკენ წაიყვანა. შეუერთდნენ მეგობრებს. ერთადერთი ვისაც ლიზის იქ ყოფნა არ მოსწონდა თამთა იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ეს ორი ერთმანეთს ვერ ეწყობოდა და ანის დამსახურება იყო ისინი, რომ ხანდახან მაინც იყვნენ ერთად.
-ძალიან მიხარია მეგობრებო თქვენს მომღიმარ სახეებს რომ ვხედავ. მოდი ჩვენი დღევანდელი საღამო უფრო გავალამაზოთ და პატარა შეჯიბრი მოვაწყოთ საუკეთესო წყვილის გამოსავლენად. ცეკვის კონკურსი მოვაწყოთ. -ყველამ აიტაცა წამყვანის იდეა და მოცეკვავე წყვილები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სცენაზე.
-დღეს ხომ ჩვენი პირველი დღეა როგორც წყვილის, მოდი ჩვენც ვიცეკვოთ. - წყვილის გაგონებაზე კოტებს თვალებსი დაუბნელდა, უკვე სცენაზე იყო გონს რომ მოეგო. აყვა მუსიკის რიტმებს. და პრიზიც კი ამ ორმა მოიგო.
-მიესალმეთ, გამარჯვებულებს. გთხოვთ გაგვეცნოთ, რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ და რომელ კურსზე.
-ახლა მაგრად ვიცინებთ, ლიზი სტუდენტიც კი არ არის.



№1 წევრი დარინა

ძალიან მომწონს ეს წყვილი ზუსტად ისეთები არიან როგორც დღეს რეალურ ცხოვრებაში, ნამდვილები და რეალურები არიან და ეს მიზიდავს სწორედ, ძალიან მომწონს ისტორიის სიუჟეტიც და ველოდები განვითარებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent