შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 5


11-03-2019, 13:49
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 637

ჩემი და ვატოს ურთიერთობა კვლავ თავის კალაპოტს დაუბრუნდა. შეხვედრები კაფეში, ჩემსა და მის სახლში, სიახლე არაფერი შეგვიტანია თუკი ჩემს ფრანგულ კერძს არ ჩავთვლით, რომლის მომზადებაც კვირა საღამოს გადავწყვიტე.
ეს იყო კარტოფილის რულეტი ხორცის ფარშით, რომლის მომზდებას თითქმის ერთი საათი და თუკი ჩემსავით ზანტები ხართ საათნახევარიც კი სჭირდება. გაფრცქვენით კარტოფილი, გარეცხეთ, შეამშრალეთ და დაჭერით თხელ ფირფიტებად. გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი, მოაყარეთ მაგარი სახეობის გახეხილი ყველი (ნახევარი) და დაალაგეთ ერთმანეთთან მჭიდროდ კარტოფილის ფირფიტები. მოაყარეთ კვლავ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.ამასობაში მოამზადეთ გულსართი: დაჭერით ხახვი კუბიკებად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ ხორცის ფარში, გააგრძელეთ მოთუშვა. დაუმატეთ დაჭრილი დაკონსერვებული პომიდორი, დაჭრილი ოხრახუში პაპრიკა, მარილი და პილპილი. თუშეთ 3 წუთის განმავლობაში. მოთუშეთ ისპანახი ტაფაში, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და მოთუშეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში. ჯამში მოათავსეთ ყველი რიკოტა, ან ნადუღი, დაუმატეთ მოთუშული ისპანახი და აურიეთ.გამოიღეთ ღუმელიდან გამომცხვარი კარტოფილი, გაანაწილეთ ზემოდან ისპანახისა და რიკოტას მასა, შემდეგ ხორცის ფარშის მასა, მოაყარეთ გახეხილი მოცარელა და გადაახვიეთ რულეტად. შედგით კვლავ ღუმელში, ამჯერად მხოლოდ 10 წუთით.სუფრასთან მიტანამდე, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა შემიძლია თავი დავდო მის გემრიელობასა და განსაკუთრებულობაზე. სულ ეს იყო ორი კვირის რომანტიკაც, დაგეგმილი შეხვედრაც და პაემანიც, თუმცა ჩვენთვის შეხვედრა და პაემანი ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა.
ერთ დღესაც მეორე ცვლა ვიყავი. დილით ლექციებს დავესწარი, საღამოს მუშაობა კი ცოტა არ იყოს დამღლელი აღმოჩნდა. რვა საათის შემდეგ ხალხის ნაკადი შეწყდა და მეც ვიტრინაში საცობს მივადევნე თვალი. საღამოს ყვითელ ლამპიონებს განსაკუთრებით უხდება მანქანების წითელი შუქი, შიგადაშიგ სიგნალის ხმაც და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული მანქანათა დაუსრულებელი რიგიც.
კაფეში ვატო შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად. თვალი გავაყოლე, ვატოს საყვარელ მაგიდასთან არ დასხდნენ, ცალკე ორიან, საკმაოდ რომანტიკულ კუთხეში გადაწყვიტეს საღამოს გატარება. წინსაფარი გავისწორე, თმაში გაყრილი კალამიც გამოვიღე და მაგიდაზე დადებული პატარა გადასაშლელი ბლოკნოტიც გავიყოლე თან.
ჩვეულად გავუღიმე და შეკვეთის ჩასაწერად მოვემზადე. ვატომ არც კი შემიმჩნია. ისე მომექცა, როგორც რიგით თანამშრომელს, რამაც ცოტა არ იყოს გამაღიზიანა. შეკვეთაც უჩვეულო იყო ვატოსთვის : ავოკადოს სალათი ქალბატონისთვის, ნაგეთსი ვატოსთვის, ორი მოჰიტო და ნახევარ საათში კიდევ ორი ყავა ბეილისით და ორი ვაფლიც.
გაბრაზებული დავბრუნდი ბართან, შეკვეთის ფურცელი სამზარეულოში გადავაწოდე და შეკვეთას დაველოდე. თვალებით გავბურღე ვატო და მისი პარტნიორი, თუმცა მათ ერთხელაც არ შემოუხედავთ ჩემთვის.
***
წუთები ისე გაიწელნენ, მეგონა ყველა საათს ერთდროულად ამოაცალეს ელემენტი. მინდოდა მალე დავბრუნებულიყავი სახლში და ვატოსთვის პასუხი მომეთხოვა, მინდოდა გამეგო რატომ მივიღე მისგან სრული იგნორი, თუმცა დროსთან ერთად ჩემი ნერვებიც წყნარდებოდა და თავის ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.
ვერ ვხვდებოდი რატომ ვეჭვიანობდი, უფრო სწორად საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ეს ეჭვიანობა იყო და სხვა არაფერი.
თერთმეტი საათიც მოვიდა, კაფის მოგვა და დასუფთავება ჩვენს მოვალეობაში არ შედიოდა, ამიტომ სასწრაფოდ შევვარდი გამოსაცვლელ ოთახში და ტანსაცმელი გადავიცვი. სირბილით დავეშვი კიბეებზე და სუფთა ჰაერის ხარბად შესუნთქვისთვის მოვემზადე. ვატო კართან დამხვდა.
-საღამომშვიდობის, მართა - ზანტად წამოიწია ჩემკენ და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა
-მგონი დღეს უკვე მოგესალმე -გამოწვდილი ხელი თვალებით დავუწვი და ნელ-ნელა ძირს დავახრევინე
-წამოდი სადმე გავიაროთ და ცოტა ვისაუბროთ, ძალიან დაღლილი ვარ და თან დაღლილობაც მომეშვება, შენც არ უნდა გქონოდა მარტივი დღე, ვცდები?
-არა, ნამდვილად არ ცდები, მაგრამ მე სახლში წასვლა მირჩევნია
ბევრი ვინამიოკეთ, ბევრი ვიბრძოლეთ და ვიკინკლავეთ კაფის შესასვლელში, რადგან არც ერთი ვიხევდით უკან და არც მეორე, თუმცა ბრძოლა მაინც მე წავაგე და ფეხით გავუყევით პარალელურ ქუჩას, სადაც ვატოს თქმით საოცარ და ყველაზე განსაკუთრებულ ჩაის ამზადებდნენ.
ერთ ძალიან პატარა და ძველ კაფეში ამოვყავი თავი, იმ კაფეს ალბათ ორი-სამი ადამიანი თუ სტუმრობდა მხოლოდ, მეტი მაგიდაც კი არ იდგა იქ, თუმცა ინტერიერი ძალიან სასიამოვნო და გემოვნებით იყო შერჩეული. განსაკუთრებული ყურადღება კედლებმა მიიპყრო, აგურის კედლებზე ჩამოკიდებული ფერადკანიანთა სურათები ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე.
ორი იაპონური მწვანე სენჩას ჩაი შევუკვეთეთ. მიუხედავად ჩემი ცოდნისა კულინარიაში, სასმელებში ნამდვილად ვერ ვერკვეოდი და ამას თავისუფლად ვაღიარებდი კიდეც. ადამიანს საკუთარი ნაკლის აღიარება თუ არ შეგიძლია, მაშინ ვერასოდეს შეცვლი დამოკიდებულებას შენ მიმართ.
-სანამ ჩაის მოგვიტანენ მინდა ბოდიში მოგიხადო დღევანდელი უყურადღებობის გამო - დაიწყო ვატომ - თავის მართლებას არ დავიწყებ, უბრალოდ ასე მოხდა და მინდა მაპატიო. მართა, ჩვენ უამრავ თემაზე ვსაუბრობთ - უფრო ხმამაღლა და ომახიანად დაიწყო საუბარი - მსოფლიო მოვლენებს განვიხილავთ, თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ, მაგრამ იცი სად ვმუშობ? რა გვარი ვარ? რამდენი წლის ვარ? საოცარი ქალი ხარ, მხოლოდ იმიტომ ხარ ჩემთან, რომ თავს კომფორტულად გრძნობ, თუმცა როგორ არ გაინტერესებს ის დეტალები, რაც მე ჩემს თავად მაქცევს?
მისი შენიშვნა სრულიად მართებული იყო. თვეების განმავლობაში არ ვიცოდი, რომ ვატო მოსეშვილი იყო, არც ის ვიცოდი, რომ ქართული ღვინის კომპანიის მენეჯერად მუშაობდა, არც მისი მშობლების დაღუპვის ისტორიაზე მსმენოდა რამე და არც მის ძმაზე სამი წლის წინ ამერიკაში რომ წასულა.
-არც ის გეცოდინება, მართა, რომ ხვალ დაბადების დღე მაქვს, შენ არაფერი იცი ჩემზე.
-ვერ დაგეთანხმები - ჩემი ჯერი დადგა - მე შეიძლება არ ვიცოდე რა ფერს ანიჭებ უპირატესობას მუქ ლურჯსა თუ ნაცრისფერს, შეიძლება არ ვიცოდე რა ერქვათ შენს ბებია-ბაბუას და სად არიან ისინი დაკრძალულნი, შესაძლოა ისიც არ ვიცოდე, რომ ცოლი და სამი შვილი გყავს სადღაც მიტოვებული, შეიძლება შენ შესახებ არ ვიცოდე ასეთი ნიუანსები, თუმცა ვიცი მთავარი. ადამიანის შესაყვარებლად მე არ მჭირდება დოსიე, რომელიც ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია ამომიბეჭდოს, მე მჭირდება უფრო მეტის შეცნობა და შენ შემთხვევაში ეს შინაგანი სამყარო საუკეთესოდ შევისწავლე. ნუთუ ფიქრობ, რომ რამე შეიცვლება მას შემდეგ, რაც შენი გვარი გავიგე. შენ რომ ჭანტურია ან შავდათუაშვილი ყოფილიყავი რამე შეიცლებოდა? თუმცა დღეს კი ბევრი შეცვალე, შენ მე თავი არარაობად მაგრძნობინე და ჩემი წყენაც გამოიწვიე.
ვატო ჩემში ძლიერ მამაკაცად აღიქმებოდა, ისეთ მამაკაცად ბევრს რომ არ ლაპარაკობს თავისი საქციელის შესახებ, ამიტომ არც ბევრი ბოდიში მოუხდია, ამიხსნა მისი მოქმედების მიზეზი და თვითონ ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, შეფასებაც და დასკვნაც მთლიანად მე მომანდო.
წყენა გულში დამრჩა, თუმცა მასთან აღარაფერი შემიმჩნევია, მხოლოდ შიგადაშიგ მაინც მწარედ წამოვაძახე თავისი საქციელი, რამაც ღიმილი გამოიწვია.
***
ვატოს დაბადების დღისთვის საგანგებოდ მოვემზადე. სასწრაფოდ ავიღე დასვენების დღე და დილითვე მაღაზიებში წავედი კაბის შესარჩევად. როგორც ვატომ გამიმხილა საკმაოდ ძვირადღირებულ რესტორანში მივდიოდით მის მეგობრებთან ერთად, ასეთი დღისთვის კი კაბა ნამდვილად არ მოიძებნებოდა ჩემს გარდერობში, განსაკუთრებით, მომატებული ხუთი კილოს შემდეგ.
შუადღით უკვე მზად მქონდა კაბაც და ფეხსაცმელიც, სალონშიც შევლაც მოვასწარი და ისე, რომ ვატოს არ დავენახე სახლში ავიპარე. ეფექტი ერთიანი და აფეთქებადი უნდა ყოფილიყო და არა დანაწევრებული. ორი სართული გიჟივით ავირბინე და სახლში შესვლისთანავე სარკესთან დავჯექი. მაკიაჟის პროცესი იწყებოდა.
ტონალური საკმაოდ სქელ ფენად გადავისვი სახეზე, თუმცა თვალში ზედმეტის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, მუქი კონტურებით ლოყები და ცხვირი გამოვყავი, ღია კონტურით კი თვალის ირგვლივ მოვხაზე სამკუთხედი. თვალზე მოყავისფრო ჩრდილები გადავინაწილე და ლაინერის ხაზიც საკმაოდ მაღლა ავწიე, არც ხელოვნური წამწამები დამვიწყებია, რაც თვალს მეტ ეშხსა და სილამაზეს აძლევს. ტუჩისთვის კი მუქი ღვინისფერი შევარჩიე და საბოლოოდ მაკიაჟის დამაფიქსირებელი შევისხი მთლიან სახეზე. მე კმაყოფილი დავრჩი.
კაბა ძალიან სადა და ყველაზე უპრეტენზიო ფერი - შავი შევარჩიე. შუა წვივამდე სიგრძის კაბას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იდეალურად უხდებოდა.
ჩემმა სამზადისმა ორ საათში ჩაიარა და ექვს საათზე უკვე მზად ვიყავი, თუმცა დაგვიანება გადავწვიტე და ნახევარი საათის შემდეგ ჩავედი. „დაგვიანება ვიცით ქალებმა“.
კარზე დავაკაკუნე. კარი ვატომ გამიღო და აღფრთოვანებისგან ხელი პირზე აფარა.
-ნუთუ ეს სილამაზე ჩემი პარტნიორია დღეს საღამოს? - ხელზე მაკოცა და სახლში შემიპატიჟა - მეგობრებო - მიმართა მისაღებში მყოფ სამ მამაკაცს - ეს მართაა, დღევანდელი დღის დედოფალი.
კომპლიმენტები შევიფერე და მამაკაცების გვერდით ჩამოვჯექი.
***
რესტორანი იმაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა. არც კი ვიცოდი ვატოს ამდენი ფული თუ ჰქონდა, რომ დაბადების დღე აქ აღენიშნა. ის ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო, ანუ ეს მისთვის რიგით ოცდამეოხე დაბადების დღე იყო, თუმცა სამოცდაათი წლის მამაკაცის დაბადების დღეს ნამდვილად წააგავდა.
მადლობა ღმერთს ალაფრუშეტი მაინც არ დამხვდა და მთელი საღამოს გატარება ერთი შამპანურის ჭიქით ხელში აქეთ-იქით ბოდიალში არ მომიწია.
დაბადების დღის სუფრასთან მსხდომთა აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა, ოთხმოცდაათი პროცენტს მაინც, ორმოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცები შეადგენდნენ, სავარაუდოდ თავიანთივე მეუღლეებითურთ, ამიტომ მათ სასაუბრო თემას შეადგენდა ლარის კურსი, პოლიტიკურ შეხედულებები (თუმცა მკაფიო აზრს არცერთი იცავდა), საუბარი იყო წინა წლის მოსავალზე და იმავე წლის ამინდის პროგნოზზე, ასევე ცოტა ხანს ისაუბრეს გაურკვეველი ჯიშის მწერებზე, რომლებიც ქვემო ქართლსა და კახეთში ვენახს გასჩენია.
მუსიკამ ჩემი ტანჯვა იხსნა და ვატომ საცეკვაოდ გამიწვია.
საცეკვაო მოედნის შუაში ვიდექით, ჩემი ხელები მის კისერს მარგალიტის მძივივით ჩამოეკიდა, დიდი, შავი თვალები სიხარულისგან უციმციმებდა, ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორეს კი ზურგზე ზემოთ-ქვემოთ დაასრიალებდა მუსიკის რიტმის ცვლილებასთან ერთად, უეცრად მისკენ მთლიანად მიმწია და ტუჩები ყურებთან მომიტანა.
-მინდა გავიქცეთ, აღარ მინდა ეს ოფიციალური ღიმილი და სავალდებულო დაბადების დღის აღნიშვნა. შენ მე მატყვევებ, მართა - ხელებს სულ უფრო და უფრო მიჭერდა, როგორც სუროს სჩვევია - მე შენ მომწონხარ, მართა - მითხრა და მუსიკაც გაჩუმდა. გავშეშდით, შემდეგ მუსიკას არა, ჩემს პასუხს ველოდით ორივე. საცეკვაო მოედანი ჩაბნელებული იყო, ერთმანეთის სახეებსაც კი ვერ ვხედავდით, თუმცა მის აჩქარებულ სუნთქვას ვგრძნობდი, მის გულისცემას ღია ცისფერ პერანგს, რომ ანგრევდა და უეცრად დარბაზში Frank Sinatra-Killing me softly ჩაირთო, რაზეც ვატომ კიდევ უფრო მიმზიდა თავისკენ და ჩამიხუტა.
***
დაბადების დღე მივატოვეთ. შეუძლოდ ყოფნა მოვიმიზეზეთ და თითქმის ორ საათში დავტოვეთ რესტორანი ბევრი ბოდიშის და პატიების ფონზე. ვატო ნასვამი იყო, ამიტომ ფეხით გავუყევით გზას ტაქსამდე. ქალაქში უკვე საგრძნობლად თბილოდა, თუმცა ვატომ თავისი პიჯაკი მაინც მომახურა და ხელიხელ გამოდებულემა გავაგრძელეთ გზა.
-მართა, რა ლამაზი ღამეა, არა? - პატარა ბავშვივით გამოუვიდა ნათქვამი - ეს ხეები, სურნელი, შენი სურნელი - ჩამომხედა და გამიღიმა - შენი ღიმილი ყველანაირ ღამეს უხდება, ძვირფასო.
მე ხმას ვერ ვიღებდი. მივდიოდი და მინდოდა გზა არ დასრულებულიყო, მინდოდა არცერთ ტაქსს არ გამოევლო და მთელი ღამე სიარულში გაგვეტარებინა, მინდოდა ფეხშველას შემომეარა მთელი თბილისი და მეყვირა, რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერი არ ვიყავი სიყვარულის გამო, არც ვატოს გამო არ ვგრძნობდი ამ სიხარულს, მე ბედნიერი ვიყავი ცხოვრებით, რადგან ის ასეთი მრავალფეროვანი და მოულოდნელია.
ტაქსმა ჩვენს კორპუსთან შეუხვია და ჩამოვედით. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი, მაღალქუსლიანზე სიარულს მიჩვეული არ ვიყავი, ამიტომ კიბეებზე ასვლა ფეხშველამ გადავწყვიტე. უეცრად ვატო ზურგიდან მოვიდა და ხელში ამიტაცა.
სწორედ ხელშიაყვანილი მივედით ჩემს კარებამდე და შეჩერდა, ძირს დამსვა და წასასვლელად მოემზადა.
-იქნებ ჩემი საჩუქარი გენახა? - მკლავში ხელი მოვკიდე და უკვე წასასვლელად გამზადილი შევაჩერე - როგორ გგონია, საჩუქრის გარეშე დაგტოვებდი?
ოთახში შევედით. ვატო დივანზე დაჯდა, მე კი მაცივრიდან ჩემი ხელით მომზადებული ტორტი გამოვიღე, რომელსაც დილის ექვსი საათის შემდეგ ვაცხობდი.
რეცეპტი:
რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავუმატოთ 2ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1ჩ.ჭ ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამნეტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად ( დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება,ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი,დავაფაროთ მეორე ნახევარი,ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ . გვერდებზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი ან გახეხილი შოკოლადი.
შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
1 ჩ.ჭ შაქრის პუდრას შევურიოთ 50 გრ კაკაოს ფხვნილი,დავასხათ 0.5 ჩ,ჭ მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ.
300 გრ კარაქი ავზილოთ,გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას.
ტორტზე ერთი სანთელი ჩავარჭვე, ცეცხლი წავუკიდე და დაბადების დღის სიმღერაც წავიმღერე. ვატო პატარა ბავშვივით ცანცარებდა და ტაშს გამალებით უკრავდა. სამ დათვლაზე სურვილიც ჩაიფიქრა, სანთელიც ჩააქრო და ჰაერშიც დამატრიალა.
-შენ ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ამ ღამეს, ძვირფასო - ჩამჩურჩულა და ძირს მშვიდობით დამსვა.
-ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ჩემი სიურპრიზები, ვატო - ცელქი ბავშვივით დავეხსენი მკლავებიდან და მეორე ოთახიდან ლამაზად შეფუთილი ყუთი გამოვუტანე.
***
სამ საათამდე ჩემთან იყო ვატო, წითელმა ღვინომ იმაზე მალე იმოქმედა ჩემზე, ვიდრე წარმომედგინა. დაახლოებით სამი ჭიქის შემდეგ ფეხზე მყარად დგომა უკვე მიჭირდა, დილით კი სამსახურში უნდა გამოვცხადებულიყავი.
თავი საშინლად მტკიოდა, ამიტომ დილითვე გადავყლაპე ერთი აბი წამალი და სამსახურისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი.
-მართა, დღეს ახალი დავალება გაქვს - სამსახურში მისულს მენეჯერმა გამარჯობის ნაცვლად ეს სიტყვები დამახვედრა - ახალი თანამშრომელი გვყავს და ყველაფრის ახსნა შენზეა, ჩათვალე დღეს ის შენს მაგივრად მუშაობს. აბა შენ იცი, წარმატებები! - და გაბრუნდა.
მოთხოვნებს მიჩვეული არ ვიყავი, ამიტომ ძალიან მიჭირდა თავის შეკავება და ყველაფერზე ღიმილიანი სახის ქნევა, როგორც ამას ჩემი კოლეგები აკეთებდნენ. მათ არასდროს უჩნდებოდათ პროტესტის შეგრძნება, პირიქით, მენეჯერს რომ ეთხოვა დამატებით ორი კვირა იმუშავეთ უხელფასოდო, ესენი მაინც ბატებივით დააქნევდნენ თავს და არაფერს ეტყოდნენ.
-სამსახურიდან მივდივარ, უფროსო - სიტყვა გავაყოლე ზურგშექცეულ მენეჯერს და წამში გავაშეშე.
ბევრი კითხვების მიუხედავად თუ რატომ გადავწყვიტე ასე, პასუხი ვერც მენეჯერმა და ვერც მე ვერ მივიღეთ, თუმცა არ ვნანობდი.



№1  offline წევრი DI ANA

მომწონს შენი სტილი. ეტყობა რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის წერ და შემდეგ უკვე სხვებისთვის, ეს ძალიან კარგია.
არაა მართა სტანდარტული გოგო, არც ვატოა ტიპიური შეყვარებული ბიჭი და არც სიუჟეტია ბანალური. მომწონს ის ფაქტი რომ მართა არაა გარემო პირობებზე დამოკიდებული, სხვა მის ადგილას სამსახურს არ მიატოვებდა და სიტუაციას მოერგებოდა, ვერ გააკრიტიკებ ასეთ ხალხს იმიტომ რომ ეს ერთგვარი გადარჩენის ინსტიქტია თუმცა მართა არ შეშინდა, საკუთარი სურვილი ფულზე წინ დააყენა და არასასურველი სამსახური დატოვა. ვზივარ ვკითხულობ, ვიღიმი და პერსონაჟის ქცევებს ვუკვირდები. მართამ არ იცოდა ინფორმაცია ვატოს შესახებ რომელსაც ნებისმიერი პოლიციელი ამოუბეჭდავს თუმცა არამგონია ჩვენ, შენი მკითხველები პოლიციელები ვიყოთ, შესაბამისად არც ინფორმაციის მიღება შეგვიძლია შენს გარეშე, ამიტომ გთხოვ მეტი ინფორმაცია ჩადე მართას შესახებ, სად არიან მშობლები და რატომაა მარტო. თუ სწორად მივხვდი 19 წლისაა და ამ ასაკში საქმროც ყავდა და ამ უკანასკნელის მიტოვებაც მოასწრო რაც დიდ ინტერესს იწვევს.

სათქმელი გამიგრძელდა ეს ჩვეულებრივი ამბავია თუმცა ვრცელ შეფასებას მხოლოდ ერთეულებისთვის ვიმეტებ და მხოლოდ მაშინ თუ ნაწარმოები ძალიან მომწონს, მე კი შენით აღფრთოვანებული დავრჩი❤ წარმატებები ქეთა, ველოდები გაზაფხულის თბილ დღეებს და მზარეულის ახალ ჩანაწერს❤

 


№2  offline წევრი გაზაფხული

DI ANA
მომწონს შენი სტილი. ეტყობა რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის წერ და შემდეგ უკვე სხვებისთვის, ეს ძალიან კარგია.
არაა მართა სტანდარტული გოგო, არც ვატოა ტიპიური შეყვარებული ბიჭი და არც სიუჟეტია ბანალური. მომწონს ის ფაქტი რომ მართა არაა გარემო პირობებზე დამოკიდებული, სხვა მის ადგილას სამსახურს არ მიატოვებდა და სიტუაციას მოერგებოდა, ვერ გააკრიტიკებ ასეთ ხალხს იმიტომ რომ ეს ერთგვარი გადარჩენის ინსტიქტია თუმცა მართა არ შეშინდა, საკუთარი სურვილი ფულზე წინ დააყენა და არასასურველი სამსახური დატოვა. ვზივარ ვკითხულობ, ვიღიმი და პერსონაჟის ქცევებს ვუკვირდები. მართამ არ იცოდა ინფორმაცია ვატოს შესახებ რომელსაც ნებისმიერი პოლიციელი ამოუბეჭდავს თუმცა არამგონია ჩვენ, შენი მკითხველები პოლიციელები ვიყოთ, შესაბამისად არც ინფორმაციის მიღება შეგვიძლია შენს გარეშე, ამიტომ გთხოვ მეტი ინფორმაცია ჩადე მართას შესახებ, სად არიან მშობლები და რატომაა მარტო. თუ სწორად მივხვდი 19 წლისაა და ამ ასაკში საქმროც ყავდა და ამ უკანასკნელის მიტოვებაც მოასწრო რაც დიდ ინტერესს იწვევს.

სათქმელი გამიგრძელდა ეს ჩვეულებრივი ამბავია თუმცა ვრცელ შეფასებას მხოლოდ ერთეულებისთვის ვიმეტებ და მხოლოდ მაშინ თუ ნაწარმოები ძალიან მომწონს, მე კი შენით აღფრთოვანებული დავრჩი❤ წარმატებები ქეთა, ველოდები გაზაფხულის თბილ დღეებს და მზარეულის ახალ ჩანაწერს❤


პირველ რიგში მადლობა ასეთი შეფასებითვის <3 რაც შეეხება მართას ისტორიას, შემდეგ ორ თავში ძალიან ბევრ რამეს გაიგებს მკითხველი მის შესახებ :* მადლობა, რომ ხართ ჩემი მკითხველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent