ხელს ნუ გამიშვებ 1
ოფისში ვარ,საქმე თავზე საყრელად მაქვს და არვიცი საიდან რა დავიწყო.წარმოება,იმპორტი,საბუთების გამზადება.ღმერთო არ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მიღმა ვყოფილიყავი და მამას ბიზნესში არ ჩავერთე,მაგრამ უცებ ენაზე ვიკვნიტე და გასუხი სწრაფად გავეცი საკუთარ თავს:რათქმაუნდა არ შეიძლებოდა იმიტომ რომ მე ჩემი ძმის დაწყებულს ვაგრძელებ,რადგან ის უკვე აღარ არის.ამ ფიქრების შემდეგ უფრო შემართებით შევუდექი საქმეს,რაც კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა. -შეიძლება ანა? -გისმენთ ბატონო ვახტანგ. -ანა სერიოზული საქმე მაქვს და საღამოს სახლში გელოდებით შენ და თორნიკეს. კარები გაიხურა და წავიდა,ისე რომ ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი.ეს კაცი ყოველთვის უცნაურ გრძნობას აჩენდა ჩემში,ვერ ვხვდებოდი მამა მასთან როგორ პოულობდა საერთო ენას.მისი სიტყვები ყოველთვის ორაზროვანია და ხასიათი არაპროგნოზირებადი. -თორკიკე რა ხდება?დაუკაკუნებლად შევედი მის კაბინეტში. -მამას გულისხმობ?არვიცი მითხრა რომ ჩემთან და შენთან სურს ლაპარაკი. -კარგი მაგრამ სანდროს უნდა შევხვდე საღამოს და იმედია მოვასწრებ. -არამგონია ანა რამე სერიოზული იყოს,ხო იცი უფროსები ჩვენგან განსხვავებით უფრო ყურადღებით ეკიდებიან წვრილმანსაც კი.მერე წადი სანდროსთან. -ხოო ეგრე მომიწევს.იცი გადავწყვიტე სანდროს მშობლები გავიცნო.ზუსტად მათთან ვაპირებთ საღამოს წასვლას.ვფიქრობ ორი წელი საკმარისია საიმისოდ რომ უკვე სერიოზულდ ვიფიქროთ ქორწინებაზე. -ვაა ანა,ნუთუ ამას შენ ამბობ,თქვენი შემხედვარე ვიცოდი ცალ-ცალკე ყოფნა დიდხანს არ გასტანდა მაგრამ როგორც ბქვშვობის მეგობარმა და მესაიდუმლემ უნდა გკითხო,ცოტას ხომ არ ჩქარობ? -კი არ ვამბობ ხვალვე უნდა გავთხოვდე თქო,უბრალოდ საამისოდ პატარ-პატარა სერიოზული საბიჯების გადადგმას ვიწყებ. -ანა ხომ იცი მინდა ძალიან ძალიან ბედნიერი იყო. -კარგი,კარგი მოვრჩეთ თორემ ძალიან გავიჭერი მომავალში. -რაიყო გოგო უკვე საპატარძლო კაბაც ხოარ გაცვია? -თორნიკე რა საზიზღარი ხარ,კარგი გავედი და გამომიარე შენი მანქანით წავიდეთ. ყოველთვის ისეთი სიახლოვე ჰქონდათ ჩემი და თორნიკეს ოჯახევს ერთმანეთთან,ვიფიქრე მამაც თავის-თავად გაფრთხილებული ეყოლებოდა ვახტანგს შეხვედრაზე,მამა დღეს სახლში დარჩა და იმის იმედით რომ მას და ვახტანგს ერთად შევხვდებოდით აღარ დამირეკავს თორნიკემ გამომიარა და წავედით. -შენი აზრით რა უნდა იყოს?ვკითხე ინტერესით. -აზრზე არ ვარ,ალბათ რომელიმე ახალი პარტნიორის წარდგენა სურს ჩვენთვის.დილით მითხრა ერთ საათში მნიშვნელოვან საქმეზე მაქვს შეხვედრაო და ალბათ ამის თაობაზე სურს ლაპარაკი. თორნიკეს დედა,ქალბატონი ლალი თბილად შეგვხვდა და შინ შეგვიპატიჟა.ბატონ ვახტანგს თითქოს თვითონ სურდა კარის გაღება და შეცბუნდა ლალისთან ერთად რომ დაგვინახა. -აქეთ მოდით!მკაცრად თქვა და ჩვენც კაბინეტში შევედით. -რა ხდება მამა?მშვიდობაა? იკითხა თორნიკემ. ამ კაცს სახეზე ისეთი კმაყოფილება დასთამაშებდა ვერ გავიგე რა სჭირდა ან მამაჩემი სად იყო ამდენ ხანს. -კარგი პირდაპირ დავიწყებ.ისე ამოისუნთქა პატიმარი რომ ხვდება თავისუფლების პირველ წამს გარეთ.იცით რომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველია ჩვენი ქვეყნის ბაზარზე და ამაში ჩემთან ერთად თქვენც დიდი წვლილი მიგიძღვით.(აქ ისევ ვერ მივხვდი სად იყო მამაჩემი).ბოლო ორი წელი ჩვენი კომპანიისთვის სრული კულმინაციაა,ვიცი ფიქრობთ რომ ესეც ჩვენი,ყველას დამსახურებაა:დაუღალავი შრომის,მონდომების,თეთრად გათენებული ღამეების,საბუთებში რამე ნიუანსი რომ არ გაგვპარვოდა,მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ასე სულაც არ არის ქალბატონო ანა.ამ კულმინაციის მთავარი წყარო მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ. -მამა ხუმრობ?რის თქმას ცდილობ?ირონიანარევი ხმით იკითხა თორკინემ. -ბიჭო დამამთავრებინე.შავი ფულის შესახებ თუ გსმენიათ რამე? -ბატონო ვახტანგ,ხუმრობთ?რა შავი ფული? -ხო ანა ზუსტად შავი ფული,რომელიც უკვე ბოლო ორი წელია აქტიურად ტრიალებს ჩვენს პატიოსან კომპანიაში. თორნიკეს სახეს გაოცება ისე შემოეკრა,გეგონება ამ წამს მისი გულის გავლით უჩინარმა არსებამ გაუარა სხეულშიო. -მამაა...მძიმედ ამოიოხრა.ნუთუ შენ ეს შეგეძლო. -რაო ანა პატიოსანი მამის შვილი ვერაფერს ამბობ? -მამაჩემი ამას არასოდეს დასთანხმდებოდა,თქვენ რა ჩვენ გვცდით?ეს რა მწარე ხუმრობაა? -მამაშენი არც დათანხმებულა,მეთიც მან ამის შესახებ არაფერი იცის და გაიგებს თუ ვერა ეს თქვენზეა დამოკიდებული.თუ გაიგებს იცი რომ ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასია,ამ ამბავს მისი გული ვერ გადაიტანს და ავადმყოფობაც ბოლოს მოუღებს,მაგრამ სხვა გამოსავალიც არსებობს. -მამა ესეთი ნაძირალა როგორ ხარ,როდის მერე გადააბიჯე ფულის გამი შენ ადამიანობას,ესე როგორ მოგვექეცი,სინდისის ხმა არასოდეს გაწუხებს? -ბიჭო მორჩი ლანძღვას და დამამთავრებინე.მოკლედ საქმე ისე წავიდა რომ კომპანიაში მარტო მე ვეღარაფერს ვხდები,ამიტომ საქმეში თქვენც მოგიწევთ ჩაბმა.ახლა ორ რაღაცას შემოგთავაზებთ.თევნი ამ საქმეში ჩართვით კომპანია აღმავლობის ხანას განაგრძობს და ბატონი ვატოც ბედნიერი იქნება თავია გულის დაავადებასთან ერთად,მაგრამ ამასაც აქვს კიდევ ერთი ქვეპირობა-თქვენ უნდა იქორწინოთ!ეს ჩემი პირადი გარანტიაა თავისუფლების,რომ ვიცი ანა არც ჩემ შვილს გაწირავ და არც მამაშენს.მეორე შემოთავაზება ასეთია:ახლა თქვენ აქედან ორივე წახვალთ პოლიციის განყოგილებაში და დამასმენთ,მოვლენ და დამიჭერენ,მაგრამ მე ვიტყვი რომ მარტო არ ვმოქმედებდი და ვატოც ჩემთან ერთად იყო ამ საქმეში.რომელი უფრო გამანადგურებელი იქნება ვატოსთვის თქვენ გადაწყვიტეთ,არჩევანი თქვენზეა ძვირფასო შვილებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.