შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი წილი ბედნიერება 4


12-03-2019, 11:43
ავტორი ankatuna
ნანახია 1 234

-ახლა მაგრად ვიცინებთ, ლიზი სტუდენტიც კი არ არის. ასე ამბობს, რომ სეძლებული ოჯახის შვილები აცდუნოს. -ლიზის ჩანტას ხელი დაავლო თამთამ და ამოაყირავა. ჩანთიდან, სავარცხლები, ბიგუთები და თმის მოვლის საშუალებები გადმოცვივდა. -აი ეს არის მისი რეალური სახე. ღარიბები არიან და სალონში მუშაობს. -ლიზიმ გადაყლაპა თავლზე მომდგარი ცრემლები, ჩანთას მივარდა და ნივთების უკან ჩატენვა დაიწყო. ყველა გახევებული იდგა მხოლოდ ეს ორი პერსონაჟი მოქმედებდა. -რა იყო რატომ არაფრით იმართლებ თავს. თუ შენი მშენებელი ძამიკო არაფერს გასწავლის. -ეს ბოლო წვეთი იყო, ყველაფრის მოთმენა შეეძლო ლიზის საკუტარ თავზე მაგრამ ნიკოს ხსენებას არავის აპატიებდა. ფეხზე წამოდგა და სილა უთავაზა თამთას. საპასუხოდ თამთა თმებში წვდა და ლიზიც არ ჩამორჩა.
-გეყოფათ. -ჩხუბში კოტე ჩაერია. -გეყოფათ მეთქი. -და როგორც იქნა გააცალკევა ერთმანეთის თმებში ცაფრენილი თამთა და ლიზი. ლიზის არც შეუხედავს კოტესთვის, ჩანთას ხელი დაავლო და შენობიდან გავარდა. მაშინვე გაყვა კოტე მაგრამ თვალი ვეღარსად მოკრა. როგორ უნდოდა ამ წავმს ლიზისთან ყოფნა. ეთქვა რომ ყველაფერი ესმის და მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. დიდხანს იჯდა ლიზი ავტობუსის გაჩერებაზე და თავში აზრების თავმოყრას ცდილობდა. რატომ დაემართა ასე, უნდა ეთქვა კოტესთვის ყველაფერი. თამთას სიტყვები არ ადარდებდა, ყველაზე მეტად იმ ადამიანის დაკარგვა არ უნდოდა ვისთანაც როგორ იქნა თავისუფლად იგრძნო თავი და ის იყო ვინც ნამდვილად არის. კოტემ იატაკზე დარჩენილი ლიზის ნივთები მოაგროვა და სალონში წავიდა, იმ იმედით რომ ლიზი იქ დახვდებოდა, ტყულად ელადა.
-ლიზი. -თვალი უქნია ლიზის სალონის მფლობელმა და ლიზიმ ისევ შერცხვენილად იგრძნო თავი კარის ზღურბლთან მისი ნივთებით ხელში კოტე რომ დაინახა. უხმოდ გამოართვა ისინი, ისე რომ არც მისალმებია და გამობრუნდა.
-ლიზი.
-მაპატიე საქმე მაქვს.
-დღეს რა დროს ამთავრებ? დაგელოდები, დაგელოდები სანამ არ მოხვალ. -შუაღამემდე ელოდა კოტე და რომ არ მივიდა მაინც მიაკითხა სალონში, დაკეტილი დახვდა. მთელი რამე მის თვალს ძილი არ მიჰკარებია, პოზაც არ შეუცვლია საწოლში, მხოლოდ გუშინდელი ამბავი უტრიალებდა თავში. ცხოვრებაში პირველად ლექციაზე დააგვიანა და არც ლექტორის არცერთ კითხვაზე ჰქონია პასუხი. მხოლოდ ტელეფონს ჩაჩერებოდა და ლიზისგან უპასუხო ზარებს ითვლიდა. იმ ღამეს ისევ მიაკითხა სალონში, ლიზი არსად ჩანდა, მხოლოდ ხანში შესული ქალი ემსახურებოდა კლიენტებს. -მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. -ისევ ნაცნობი ხმა ტელეფიონიდან. აქამდე რომ გარედან უყურებდა სალონში მიმდინარე ამბებს ამჯერად გაბედა და შიგნით შევიდა. - ახალგაზრდა გოგონა რომ მუშაობს აქ იცნობთ ხომ?
-დიახ ლიზის, როგორ არ ვიცნობთ, მაგრამ რამოდენიმე დღეა არ გამოჩენილა, არ ვიცით რა ხდება. კოტემ ლიზის მისამართი გამოართვა მათ და სახლში მიაკითხა, დააკაკუნა მაგრამ არავინ უპასუხა, იქვე ჩამოჯდა და დაელოდა, მალევე გამოჩნდა ლიზი.
-აქ რა გინდა?
-ტელეფონი გამორთე, ვნერვიულობდი შენზე. მითხრეს რომ სალონში მუშაობას შეეშვი, რა მოხდა?
-შენი საქმე არ არის. -კოტე დააბნია ამ პასუხმა მაგრამ არ მოეშვა.
-ეს ყველაფერი იმ ღამის გამო თუ ხდება, მაპატიე ძალიან გთხოვ.
-შენ რატომ იხდი ბოდიშს? ეს მე მოგატყუე.
-არ მადარდებს არც სენი ტუუილი და არც ის რომ უნივერსიტეტში არ სწავლობ. ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ეს არაფერს ცვლის.
-როგორ ფიქრობ ვინ ხარ? ხომ ნახე როგორ ვცხოვრობ. ხოო მე განსხვავებული ვარ შენნაირი ადამიანებისაგან. არ შემიძლია თქვენსავით წვეულებებზე ვიარო, მეგობრებთან გავერთო და დავლიო. მადლობა რომ ამ ყველაფრის გაცნობიერებაში დამეხმარე.
-ლიზი.
-ნუ მეძახი სახელს, ეგეც კი მრცხვენია და მძულხარ კიდეც რომ იმათ მაქციე ვინც არ ვარ. მძულს შენნაირი პათეტიკური და მგრძნობიარე ბიჭებიც. წადი. -დაიბნა კოტე, არ ელოდა ამ სიტყვებს. ნუთუ ეს ნამდვილად ის ლიზი იყო ვისაც ისნობდა და ვის გამოც ბევრი რამ შეცვალა საკუთარ თავში. ხმაამოუღებლად გამობრუნდა უკან. მექანიკურად მიაბიჯებდა სახლისკენ მიმავალ გზაზე და მის გონებაში გარდატეხა მოხდა, იცოდა რომ ხვალიდან ცხოვრება უნდა შეეცვალა, ყველაფერი ტკიოდა, ერთმანეთში ერეოდა ცხადი და ტყუილი, ნეტა ლიზი რას გრძნობდა ამ დროს. გადაწყვეტილება მიიღო, თუ ლიზის არ უნდოდა ვერაფერს დააძალებდა, ისწავლიდა ამასთან გამკლავებას. მიხვდა მამამისის სიტყვების მნიშვნელობას. „ყველასთვის ორი ტიპის ქალი არსებობს. ქალი რომელსაც ცხოვრებაში აუცცილებლად უნდა შეხვდე, ქალი რომელსაც ცხოვრებაში არასდროს არ უნდა შეხვდე და ჩემთვის მესამე კატეგორიაც არსებობს, ქალი რომელსაც აღარასოდის გინდა რომ მეორედ შეხვდე.“ ასეთად იქცა მისთვის ლიზი.
რამოდენიმე თვე გავიდა, მაინც მიაკითხა რამოდენიმეჯერ ლიზის მაგრამ არცერთხელ დახვდა იქ, აღარც ის იყო ამჯერად სტუდენტი, ჯარში წავიდა და პოლიციის აკადემიაში შეიტანა საბუთები. გაძ₾იერდა, როგორც არასდროს ისე გაძლიერდა, ცდილობდა დარდი გადაეფარა იმით რაც გაამწარებდა, თითქოს თავს ისჯიდა იმის კეთებით რაც მისთვის შეუძლებელი იყო.
.......
მაგრად დაიქნია დუბინკა რომ ბოლომდე გაეშალა და კლუბის დაცვას მისი ბიჭები შეასია.
-თქვენ შესვლის უფლება არ გაქვს.
-მე ვწყვიტავ რისი უფლება მაქვს და რისი არა. -ერთმანეთის მიყოლებით შეცვივდნენ ბიჭები კლუბში დიდი ხნის ნამზადები რეიდისთვის, ის ფაქტი რომ ახალი წელი იყო სულაც არ უშლიდა მათ ხელს. მოცეკვავეებს შეერივნენ და კოტემ განკარგულება გასცა. -ყველა დააპატიმრეთ ვინც წინააღმდეგობას გაგიწევთ. -და აი ისიც გაისმა საყვირის ხმა, ჭერიდან ათასობით ფერადი ფურცელი ცვიოდა და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.
-გილოცავ ლიზი ახალ წელს.
-შენც გილოცავ ქეთო...... -ლიზი? დაცნობი ხმა? კოტე ადგილზე გაიყინა, გასული 7 წლის განმავლობაში მისდაუნებურად არაერთხელ უფიქრია მასზე. ეგოისტ გოგოზე, რომლისტვისაც თურმე ყველაფერი სულერთი იყო. შიშით მიაბრუნა თავი ხმის მხარეს და კიი, ნამდვილად ლიზი იყო. როგორ შეეძლო ასე ბენიერი სახე ჰქონოდა და ასე მხიარულად იცინოდეს. მასინ როდესაც, კოტეს არც კი ახსოვდა ბოლოს როდის გაიცინა. ლიზიმ ჭერისკენ აიხედა რომ ფერადი ფურცლებისთვის ეყურებინა და სახეზე ღიმილი მიეყინა, ნელ-ნელა დასწია თავი და ლამაზად ჩაცმულ და კოხტად თმაგადავარცხნილ მამაკაცში, სათვალეებიანი და ბრეკეტებიანი კოტე ამოიცნო. კოტეს არც უცდია მასთან დალაპარაკება, ისე მოიქცა თითქოს არც დაუნახავს. გააგრძელა ის საქმე რისთვისაც იყო მოსული. ბიჭებმა ავტობული გაავსეს და განყოფილებაში წაიყვანეს ყველა ვინ იქ იყო. სათითაოდ შეუშვეს ნარკოტესტზე ქალები და კაცები. კოტე დაკითხვაზე შევიდა მაგრამ გონებით სხვაგან დაფრინავდა. ბოლოდ გვერდით მჯდომ დეტექტივს გადაულაპარაკა.
-დავით, ხალხი გაუშვით თუ კიდევ აქ არიან?
-ნაწილი წავიდა და შარდს ვინც ჩააბარებს ყველას ვუშვებთ. -კოტემ იმ იმედით დატოვა ოთახი რომ ლიზის არსად გადაეყრებოდა მაგრამ, ყველაფერი ბედის ირონიაა.
-კოტე. -დაძახებას ყურადღება არ მიაქცია. -კოტე. -კიდევ ერთხელ გაიონა და ვიღაცამ მკლავში მოქაჩა.-კოტე ხომ ხარ არ მეშლება. არ გახსოვარ? -კოტეს არც უფიქრია პასუხის გაცემა, ნუთუ ასე მარტივი აღმოჩნდა ლიზისთვის ყველაფერი, ან თვითონ იყო ზედმეტად შეპყრობილი წარსულით. -ვაა, როგორ შეცვლილხარ, გასიმპათიურებიხარ, სად წავიდა სათვალე და ბრეკეტები?
-შვიდი წელი გავიდა.
-ხოო შვიდი წელი საკმაოდ დიდი დროა. არ ველოდი აქ თუ სევხვდებოდით, გამიხარდა შენი ნახვა.
-მართლა? -ცალყბად უპასუხა კოტემ და ლიზი მიხვდა რომ კოტე სულაც არ იყო მისი ნახვით აღფრთოვანებული. იმ ღამეს არცერთს არ ეძინა, წარსულის მოგონებებმა ორივეზე თავისი გავლენა იქონია. არამარტო კოტესი, ლიზის ცხოვრებაც შეიცვა. აღარ იყო დამხმარე პატარა სალონის, უკვე დიდი და ქალაქის ცნობილ სალონში მუსოაბდა, მფლობელი მისი მეგობარი იყო და ერთმანეთს ბოლომდე ავსებდნენ.
-ლიზი დღესაც ხომ წამოხვალ?
-კარგი რაა ქეთო როგორ არ დაიღალე.
-ეგეთი უჟმური თუ იქნები შენც დარჩები ჩემსავით ბალზაკის ასაკს მიღწეული ქალიშვილობით და მერე თუ დაიღლები ვნახავ. -მკითხავმა რაღაც უცნაური სათამაშო აიღო და ააჟღარუნა. კალამი აიღო და ფურცელზე რაღაცეები დაჯღაბნა.
-ცუდია, ეს ძალიან ცუდია.
-ასეთი ცუდია?
-დიახ ძალიან ძალიან ცუდია. თქვენმა პირველმა სიყვარულმა როგორ გიღალატად.
-ესეც იცით? ხომ გითხარი მაგარიათქო. -გადაულაპარაკა ქეთომ ლიზის.
-1,2,3,4, ღმერთო ჩემო რამდენ ბიჭს ვხედავ და ყველამ გული გატკინათ.
-დიახ ასეა.
-ირგვლივ ათასი კარგი ბიჭია მაგრამ როგორც ცანს ჩაკეტილი კარმის გამო მხოლოდ ცუდ ბიჭებს ხვდებით.
-იქნებ დამეხმაროთ და ჩემს მომავალზე რაიმე მინიშნება მაინც მომცეთ.
-ისეთი მარტოსული ცხოვრება გელოდებათ.
-ნუთუ არ არსებობს რაიმე გზა ამის შესაცვლელად.
-ეწევით? -მაგიდის კუთხიდან უცნაურმა მკიტხავმა სიგარეტის კოლოფი ამოიღო და გოგონებს გაუწოდა.
-არა არ ვეწევით.
-ძალიან კარგი, ხო და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრეთ და თქვენც გაგიმართლებთ ოდესმე.
-წავიდეთ რაა ქეთო. -ლიზის უკვე ნერვები აღარ კმაროდა ამ სისულელის მოსმენის გამო. ქეთო გაბრაზებული წამოვიდა, რაში გადაყარა ამდენი ფული, ეს ყველაფერი მანამდეც იცოდა.-კარგი რაა უკვე იმდენ ბიჭს ხვდებოდი
-კი ვხვდებოდი მაგრამ არცერთი არ იყო კეთილი და გულწრფელი. უკვე 35 წლის ვარ ლიზიკო, მინდა ისეთი ადამიანი ვიპოვო ვინც წრფელი სიყვარულით მეყვარება და ცოლად გავყვები, ჩემსავით ლამაზ გოგონას გავაჩენ და მექნება ბედნიერი ოჯახი. ნუთუ ასე ბევს ვითხოვ.
-ხანდახან ხდება რომ იმას ვერ ვიღებთ რასაც ჩვენი ჭკუით ვიმსახურებთ, რეალურად კი იმაზე მეტიც გვაქვს ვიდრე გვეკუთვნის. .... კარგი აქ გამიჩერე სადმე.
-კარგი მაგრამ, დღეს ჩემტან წამოდი, ცოტა ღვინო დავლიოთ და ხვალ დილიტ სამსხურსიც ერთად წავიდეთ.
-რა მგრძნობიარე გახდი და მემგონი უფრო მარტოსულიც,...ან მენოპასუზა ხომ არ დაგეწყო?
-გამასწარი ახლა მანქანიდან თორე დაგახრჩობ.
-კარგი მეც მიყვარხარ.
-სულელი გოგო.

....
-არ მითხრა რომ ისევ იმ გოგოზე ფიქრობ? ის რომ 7 წლის შემდეგ გამოგეცხადა არაფერ არ ნიშნავს. შენ გგონია რომ ეგ ბედისწერაა? არა ჩემო მეგობარო. ასეთი რამეები მხოლოდ ფილმებში ხდება. შენნაირი ჩვეულებრივ ბიჭებს ბედისწერა არ გააჩნიათ. მაგ გოგოს ბრალი იყო თავის დროსზე უნივერიტეტს რომ შეეშვი და პოლიციელობა გადაწყვიტე.
-რაა ცუდად გამომდის თუ?
-რაო? სწავლა გოგოს გამო მიატოვე? შენს ცხოვრებაშ მხოლოდ ერთი გოგო იყო, ვის გამეც გრეთ ათევდი ღამეებს. -ნუკრის და კოტეს საუბარში ნათია ჩაერთო.
-რაა იმ გოგოსთან რჩებოდი და მე ახლა უნდა ვიგებდე ამას.
-არავისთან არ ვრჩებოდი, ნუ ბოდიალობთ რაღაცას. -კოტე ტავის მართლებისგან ტელეფონის ზარმა გადაარჩინა.
-ამჯერად გიხსნა სამსახურეობრივმა მოვალეობამ მაგრამ მერე სად გამექცევი. -გაბრაზებით მიაძახა ნუკრიმ.
...
-გამარჯობა. -პოლიციის შენობაში შეულმა მაშინვე დაინახა მკლავზე პერანგ ჩამოხეული ლიზი. ისევ ჩხუბისთავი ყოფილა.
-რით სემიძლია დაგეხმაროთ?
-პოლიციის ოფიცერი ვარ, საქმის გასარკვევად მოვედი. -კოტემ საქმე მოაგვარა და დარცხვენილი ლიზი ლეკვივით მიყვებოდა კუდში ქუჩაში. იქვე ბარში ჩამოსხდნენ. -საერთოდ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი მოუთმენელი ხარ. ახლა რატომ იჩხუბე?
-ჩემნაირების საქმეა ის რასაც შენნაირი კარგი პოლიციელები ვერ აგვარებენ. -არაყი დაისხა და გადაკრა. -შენ რატომ არ სვამ.
-მადლობა არ მინდა, უმჯობესია წავიდეთ.
-სანამ ამ ბოთლს არ გამოვცლით არავინ არსად წავა. -ჰაერში აწია ლიზიმ არაის ბოთლი. კოტემ წვენის ჭიქა გამოცალა, არაყი მთლიანად ჩაცალა ჭიქაში და ამოუსუნთქავად დალია.
-ვაა, რა მაგარია. აი სენ კი შეცვლილხარ, უფრო მაგარი ხარ და გაზრდილხარ.... ეს კომპლიმენტია.
-ასე მარტივია შენთვის ყველაფერი? -ბოლოს და ბოლოს ამოიღო კოტემ გულიდან სათქმელი. -რამდენჯერ დავაპირე შენთან დარეკვა, რამდენჯერ მოვედი შენ სახლთან. ბოლო 7 წლის განმავლობაშ ერთხელაც არ გაგხსენებივარ რომ დაგერეკა და ახლა როგორც კი დაგჭირდი მაშინათვე დამირეკე. იღიმი და ისე მეძახი სახელს თითქოს არაფერი მომხდარა. ვინ ვიყავი შენთვის, ან ახლა ვინ ვარ. -ლიზის არ ტკენდა კოტეს სიტყვები გულს, იცოდა რომ მისი საქციელი ზუსტად ასეთ გავლენას იქონიებდა კოტეზე მაგრამ თვითონახც არანაკლები ტკივილი განიცადა ამ წლების განმავლობაშ, უბრალოდ კოტეზე მეტად შეეძლო ალბათ გრძნობების გაკონტროლება. -რატომ იღიმი. -კოტე გააღიზიანა კიდეც რომ ლიზი პასუხსაც არ სცემდა, უსმენდა და იღიმოდა.
-გაცილებთ კარგად გამოიყურები სათვალეების გარეშე. როგორი ლამაზი და მეტყველი თვალები გქონია. კონტაქტურ ლინზებს ატარებ?
-დამცინი კიდეც ლიზი? ნუთუ სათვალეებს გამო დამშორდი. -ლიზიმ სიცილი ვერ შეიკავა. -აბა ბრეკეტების გამო? ალბათ გრცხვენოდა ჩემი.
-არა, ეგ მომწონდა, ძალიან საყვარელი იყავი.
-საყვარელი ვიყავი...მაშინ რატომ? იმ დღეს თვითონ მითხარი რომ პირველი დღე იყო ჩვენი როგორც წყვილის. რა გავაკეთე არასწორად.წლებია ამ კითხვებზე საკუთარ თავში პასუხებს ვეძებ.
-შენ არაფერი გაგიკეთებია არასწორად. ..... მაშინ.....არაფერი...უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა.
-საზიზრარო ეგოისტო გოგო. შენს გამო ყველაფერი თავდაყირა დავაყენე ჩემს ცხოვრებაში. შენს გამო ქალებს ვეღარ ვენდობი. საშინლად ვერ გიტან.
გზაზე ბანცალით მაგრამ მაინც ყოჩაღად მიდოდა კოტე და ფეხდაფეხ მიყვებოდა ლიზი. ფიქრობდა კოტეს სიტყვებზე პასუხებს გონებასი სცმედა. -მეც მტკიოდა გული, მართლა გგონია რომ ადვილი იყო ყველაფერი ჩემთვის? არაერთხელ გამახსენდი ამ წლების განმავლობაში.
ქუთუთუთოები როგორ დამძიმებოდა. რამოდენიმეჯერ სცადა და თავის ტკივილმა არ დაანება. არა უნდა გაეხილა თავლები.
-„პახმელიაზე“ ხარ? -ხმა მის წინ ეტლის სავარძელში მჯდარი თმაგაჩეჩილი 40 წლამდე მიტანებული მამაკაციდან მოდიოდა. რომელსაც მუხლებზე ლეპტოპი ედო და კლავიატურას უწკაპუნებდა.
-ვინ ხართ?
-არ იცი ვინ ვარ?
-არ ვიცი....
-მაშნ ჩემს სახლში რატომ ხართ?
-მართალი ხართ, ნეტამ ვიცოდე რატომ? -უცნაურად მოავლო უცხო გარემოს კოტემ თვალი.
-თვქენ გვერდით მაგიდასთან ყავა დევს რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ იმ ტკივილს რასაც დილით წინა რამის სიამოვნება იწვევს. -კოტემ ჭიქას ხელი დაავლო თან გონებას ძალა დაატანა, რომ გაეხსენებინა რა მოხდა წუხელ და სად არის ახლა. -წაიკითხე. -კომპიუტერი გაუწოდა კოტეს. კოტემაც მორჩილად გამოართვა და კითხვა დაიწყო, მაგბრამ სახეზე მიმიკები ეცვლებოდა.-აბა, როგორია?
-საშინელებაა.
-ძალიან კარგი, სწორედ ეგრე უნდა იწყებოდეს დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები. ესეიგი როგორც იქნა გასარებს მივაგენი. ამბავი სერიულ მკვლელზეა რომელმაც ჯამში 14 ქალი იმსხვერპლა. ეს რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. გახსოვს წლების წინ ასეთი მკვლელობები ხდებოდა სამხრეთის რეგიონში. გუშინდელი დრესავით მახსოვს მისი დაკავების დღე. იმ დღეს საბოლოოდ შეიცვალა ჩემი და ლიზი ცხოვრება.
-ლიზი? იცნობთ ლიზის?
-ლიზიმ მთხოვა რომ 8 საათზე გამეღვიძებინე. -კოტემ ოთას თვალი მოავლო ა კედელზე საათი იპოვა. უკვე ათის ნახევარია. უცებ წამოხტა, უცნობ მამაკაცს მადლობა გადაუხადადა სახლიდან გამოვარდა.
კოტესთან გუშინდელმა საუბარმა გონებაში საგულდაგულოდ მიმალული წარსულის ფიქრები გაახსენა ლიზის. სალონშ სასადილო ოთახში მარტო იჯდა და შვიდი წლის წინანდელ ამბავს თავიდან იხსენებდა, წვეულების მეორე დღეს კოტეს ემალებოდა და გვინობამდე იყო სალონში, ტელეფონის ზარმა სიმყუდროვე დაურღვია. ამის შემდეგ მხოლოდ საავადმყოფოს მოსაცდელში მტირალი თამუნას დანახვამ მოიყვანა გონზე. რა უბედურება ხდებოდა მის თავს. დიდხანს ელოდნენ ექიმის გამოსვლას. მის ტელეფონზე არ წყდებოდა კოტეს ზარები მაგრამ ახლლა მხოლოდ ერთადერთი საფიქრალი ჰქონდა. ძმა, რომელიც მისთვის დედაც იყო, მამაც და მთელი სამყარო. იმ საღამოს ნიკო მშენებლობიდან გადმოვარდა. ხერხემალმა ნერვები მოიყოლა და რამოდენიმე გაწყვიტა კიდეც. ექიმის ნათქვამი თითოეული სიტყვა ნახევრად ესმოდა, ვერ იგებდა ამ ყველაფერს. ნიკოს მოტორიკა მთლიანად დაეშალა. ქვედა კიდურები პარალიზებულია.



№1  offline წევრი დარინა

საერთოდ არ ველოდი ისტორიის ასე განვითარებას, მაგრამ ძალიან მომეწონა, ნიკოს ამბავმა კი გული საშინლად მატკინა.

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

მომეწონა ძალიან ისტორიის ასე განვითარება. მაგრამ ძალიან სწრაფად გადადიხარ ერთი ამბის თხრობიდან მეორეზე. იქნებ ფიფქებით ან ინტერვალით გამოყო ხოლმე. ცოტა არეულ ეფექტს აძლევს ისტორიას. უფრო მეტი დრამა მოუხდებოდა ამ წყვილის დაშორებას. ნიკო მართლა შემეცოდა, ახლა მესმის ლიზის.

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

კაი იყო მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent