შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანჯვისთვის დაბადებული ( მეხუთე თავი)


12-03-2019, 11:51
ავტორი barbaresanti
ნანახია 1 288

კლუბის შესასვლელის კედლები. მოხატული იყო, მარჯვენა კედელზე ეხატა ფილმი "ტიტანიკის" პერსონაჟები როუზი და ჯეკი და ასევე ის სცენა როდესაც ტიტანიკი შუაზე გაიყო და ხალხი წყალში ცვიოდა.
მარცხენა კედელზე იყო "კარიბის ზღვის მეკობრეები"-დან რაღაც-რაღაც სცენები.
კედლების შუა გრძელი დერეფანი მიდიოდა. შესასვლელის ზემოთა კედელზე ეწერა კლუბის სახელი "იუვი".
დერეფანში სამი დაცვა იდგა, ლუკამ მათ თავი დაუკრა და შემდეგ წინ გაგვიძღვა.
დარბაზში ხალხი ირეოდა, წყვილები ცეკვავდნენ, ბრიტნი სპირსის "your body"(cat dealers) იყო ჩართული.
მეც მიყვარს ეს სიმღერა და ცეკვა დავიწყე, ლუკაც და მარიც ამყვნენ, პატარა წრე შევკარით, რიტმში ვცეკვავდით.
ცეკვა მალევე შევწყვიტეთ, როდესაც ლუკამ მე და მარის გვითხრა წამო ჩემს ძმაკაცებს გაგაცნობთო,და შუა ადგილისკენ გვიბიძგა, ცენტრში დავდექით.
ვხედავდი, როგორ ცეკვავდა ხალხი, დავინახე დიჯეიც და მაღალ სკამებზე შემომსხდარი სამი ბიჭი.
-აი, ისინიც. მათკენ გაიშვირა ლუკამ ხელი.
-წამო წავიდეთ ვნახოთ, დაამატა მარიმ.
-ჰო, წამოდით მე გადმომხედა, ლუკამ და გამიღიმა.
მე ძალიან მეზარებოდა წასვლა მაგრამ მაინც გავყევი.
დავინახე სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაც ჭიქები ეჭირათ და ვისკის სვამდნენ.
-სალამი ლამაზო ქალბატონებო. მოგვესალმა ერთი და სკამიდან წამოდგა, მარის ხელი აიღო და ეამბორა, შემდეგ მე მომიახლოვდა და იგივე გაიმეორა.
როდესაც კარგად დავაკვირდი, მივხვდი რომ არ იყო ცუდი გარეგნობის ბიჭი, მაგრამ არც სიმპათიური ეთქმოდა.მწვანე თვალები, ქერა თმა და კეხიანი ცხვირი.
-ლუკა, შენ ხომ ოთხი ძმაკაცი გყვს და სადაა მეოთხე?
-მალე შემოგვიერთდება, ახლა კი ამათ გაგაცნობთ.
-აბარა დაეთანხმა მარი და მაგიდიდან ორი ჭიქა წვენი აიღო და ერთი მე მომცა.
-ე.ი ეს ოთოა, ქერა ბიჭისკენ გაიშვირა ხელი, ჩემი განუშორებელი ძმაკაცი.
-ეს გიორგია- ჩემი ბიჭი.
გიორგიც სიმპათიური იყო.
-ეს კი ანდრია, წითური ბიჭისკენ გაიშვირა ხელი, მართალია წითურები არ მომწონს, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო, რაღაცნაირად მაჯადოებდა ეს ბიჭი.
-ჩემი ძმაკაცები გაგაცანით, ნუ ერთის გარდა და ახლა წამოდით ვიცეკვოთ.
-კი ბატონო. დაეთანხმა ოთოც და ჩარას მხარზე მეგობრულად ხელი დაჰკრა.
-ყველანი ცენტრისკენ წავედით საცეკვაოდ, გიორგიმ შემომთავაზა მასთან ერთად მეცეკვა.
მეც უარი არ მითქვამს.
ერთი ხუთი წუთი ვცეკვავდით, როდესაც თოფის გასროლის ხმა გავიგეთ, რომელიც კარიდან მოდიოდა.
ხალხი აქეთ-იქით ირეოდა, პანიკაში იყო. ერთმანეთს ეჯახებოდნენ, კიოდნენ. ლუკამ მარიამი მიიხუტა და ამშვიდებდა მეც საოცრად შეშინებული ვიყავი და აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. კიდევ ერთი წუთიც და...
კარებიდან შემოვიდა ერთი წითელ ლაბადიანი ბიჭი, რომელსაც თავზე წითელი კაპიუშონი ეხურა.
ჩვენ მოგვიახლოვდა, მე კი უკან ბიჭებისკენ ვიწეოდი გული გამალებით მიცემდა შუბლზე ოფლი მასხამდა, ფეხებიც ამიკანკალდა, დრო გაჩერდა...
არვიცი რას ვგრძნობდი, როდესაც ბიჭმა კაპიუშონი თავიდან გადაიძრო,ჩაღუნული თავი მაღლა ამოწია და არვიცოდი თუ გული არ წამივიდოდა.
"ის" იყო.



№1  offline წევრი izabella

რა პატარა თავი იყო, არადა ახლა იწყება რაც იწყება და ყველაზე საინტერესო მომენტში გაწყდა. "ის" სიზმარში რომ ნახულობდა ის არის? სულ ამერია თავგზა, ერთი დიდი ლაბირინთია, სულ უფრო და უფრო მეტად იხლართება სიტუაცია.

 


№2  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან პატარა თავი იყო და არ მომეწონა მაგრამ საინტერესოა ჩახლართული ისტორიაარასაც ქვია :დდ იმედია მალე დადებ და საკმაოდ დიდ თავსგვაღირსებ :დ

 


№3  offline წევრი barbaresanti

izabella
რა პატარა თავი იყო, არადა ახლა იწყება რაც იწყება და ყველაზე საინტერესო მომენტში გაწყდა. "ის" სიზმარში რომ ნახულობდა ის არის? სულ ამერია თავგზა, ერთი დიდი ლაბირინთია, სულ უფრო და უფრო მეტად იხლართება სიტუაცია.

დაელოდე შემდეგ თავს, დიდ თავს დავდებ და მალე kissing_heart კი "ის" არის.

მარტო სახლში
ძალიან პატარა თავი იყო და არ მომეწონა მაგრამ საინტერესოა ჩახლართული ისტორიაარასაც ქვია :დდ იმედია მალე დადებ და საკმაოდ დიდ თავსგვაღირსებ :დ

მალე დავდებ და დიდ თავსაც "გაღირსებთ" smiley მადლობა რომ კითხულობ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent