შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 6


12-03-2019, 14:03
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 377

წასვლა გადავწყვიტე. საკმაო დანაზოგი მქონდა, რომელიც თავისუფლად მეყოფოდა ერთკვირიანი დასვენებისთვის რომელიმე ახლო ქვეყანაში, ამიტომ სახლში მისულმა სასწრაფოდ მოვიძიე ბილეთები, მიმართულებები და შეთავაზებული ტურები.
-მართა, ძალიან ჩქარობ, რა მოხდა მითხარი, ვერ დამაჯერებ, რომ ასე ტყუილ-უბრალოდ მოგინდა საქართველოდან წასვლა - მეუბნებოდა ვატო და ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა - ისევ ლევანი გამოჩნდა? მოიცადე ერთი კვირა, ავიღებ შვებულებას და ერთად წავიდეთ სადაც გინდა.
პასუხი ყველაფერზე უარყოფითი იყო, მხოლოდ სიმშვიდე და მარტოობა მჭირდებოდა, ერთი კვირა კი სრულიად თავისუფლად მეყოფოდა განტვირთვისთვის. ვატო აქტიურად დამეხმარა მიმართულების შერჩევაში, ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნაში, ფაქტობრივად ყველაფერი მისი დამსახურებით მოხდა.
ასე რომ უკვე ხუთ დღეში ბარგს ერთობლივად ვამზადებდით იზმირში წასასვლელად.
იზმირი თურქეთის ერთ-ერთი პროვინციაა, ოთხ მილიონიანი მოსახლეობით, ზღვის ხედებით მდიდარი ქალაქი ჩემი დასვენებისთვის იდეალური მომეჩვენა. სასტუმრო წინასწარ დავჯავშნე და დილის ექვს საათზე ბარგით ხელში ავტობუსთან ვიდექი. წინ კი ოცდაშვიდ საათიანი მგზავრობა მელოდა.
***
კომფორტული ავტობუსითაც კი ოცდაშვიდ საათიანი მგზავრობა ძალიან დამღლელი მეჩვენებოდა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე საკუთარი თავისთვის კომფორტი მომეწყო. დავჯექი ავტობუსის მარჯვენა მხარეს და დრო მთლიანად საკუთარ თავს დავუთმე.
პირველი მოგონება სამი წლისას მაქვს მეხსიერებაში. ლურჯი კაბით, რომ წამიყვანეს პირველად ბაღში, დამტოვეს უცხო ბავშვებში და მასწავლებლებში, რომლებიც მიმითითებდნენ რა უნდა გამეკეთებინა. მაშინ პირველად ვიჩხუბე უფროსთან, რომელიც მარწმუნებდა, რომ საჭმელი ორ საათში უნდა მეჭამა, მე კი ძალიან მინდოდა ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური, ჩანთაში, რომ მეგულებოდა.
მას შემდეგ სკოლის პერიოდი მაგონდება, შიგადაშიგ ბევრი მოგონებით, რომლებიც ვერ გამირკვევია სიზმარი იყო, ცხადი თუ ჩემი გამოგონილი სიუჟეტები.
სკოლაში მთელ ყურადღებას სწავლას ვუთმობდი, ეს დედაჩემის დამსახურება იყო. მისი ცხოვრების მთავარ იდეას ხომ ჩემი განათლება წარმოადგენდა.
პირველი სიგიჟე ცამეტი წლის ასაკში ჩავიდინე:
სკოლიდან დაბრუნებისას მალევე მოვრჩი სამეცადინოს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეზოში ჩასვლის დრო ახლოვდებოდა. დედისგან ყოველთვის ვიღებდი ნებართვას სადმე წასვლაზე, იმ დღეს კი გადავწყვიტე ჩუმად გავპარულიყავი სახლიდან და ჩემი მეგობრის სახლში გამეთია ღამე.
გვერდით ახალგაზრდა გოგო მომიჯდა და ფიქრები დამიფანტა, ჩემზე ორი-სამი წლით უფროსი თუ იქნებოდა, მეტით არა. რაღაცნაირად შფოთავდა და ვერ ისვენებდა. რამე ხომ არ გჭრდებათქო მორიდებით ვკითხე და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო ისტორია, რომელმაც ბევრ რამეზე ჩამაფიქრა.
-სახლიდან გამოვიპარე და მეშინია არ მიპოვონ, ხომ არ იცი ზუსტად რომელ საათზე გადის ეს ავტობუსი? - თავის აქეთ-იქით ტრიალით მკითხა მან, ათ წუთში გავათქო ვუპასუხე და გააგრძელა - ძალიან მეშინია, სახლში წერილი დავტოვე, მაგრამ მგონი დედამ მალევე ნახა, ესეიგი უკვე მეძებენ და ვინ იცის, იქნებ მიხვდნენ კიდეც აქ რომ მოვიოდი, ან ვინმემ დამინახა.
-პირველ რიგში დამშვიდდი - ხელი მუხლზე დავადე - ეცადე ღრმად ისუნთქო და წუთებზე არ იფიქრო, წარმოიდგინე ბუნება, ერთმა ადამიანმა მითხრა ბუნება ყველაზე კარგი მკურნალიაო, საკუთარი გამოცდილებიდანაც შემიძლია ეს დაგიდასტურო, ამიტომ დამშვიდდი - ღრმად სუნთქვა დაიწყო და ცოტათი დამშვიდდა. პატარა ცხვირი და ლოყები მთლიანად აწითლებოდა, თვალებს ნაზად აფახურებდა და შიგადაშიგ გამომცდელად მიყურებდა - აი, უკვე მძღოლიც ჩაჯდა - წინა სავარძლისკენ გავახედე და კარებების დაკეტვასაც ერთად მივადევნეთ თვალი - მე მართა მქვია, შენი მეზობელი ვიქნები შემდეგი ოცდაშვიდი საათის განმავლობაში.
გოგონამ შვებით მხოლოდ მცხეთის შემდეგ ამოისუნთქა, მოეშვა და საზურგეს მიეყრდნო.
-მე ელენე მქვია და ცხოვრებაში ყველაზე გიჟური საქციელი ჩავიდინე, სახლიდან გამოვიპარე - ჩურჩულით თქვა და გადაიკისკისა - ნეტავ ახლა დედაჩემის სახე მანახა - საუბრის ტონით და სახის გამომეტყველებით ვერ მივხვდი უხაროდა თუ წუხდა ამაზე - დედაჩემი ყველაზე ნერვიული ქალია მთელს დედამიწაზე, მთელი ცხოვრება სახლში მკეტავდა, ახლა კი გამოვიქეცი და თავისუფლება შევიგრძენი, იცი ამ დღეს რამდენი ხანი ველოდი?
მაშინვე დავინტერესდი რას ნიშნავდა სახლში ჩაკეტვა და დედის ეს საქციელი.
-სკოლის ასაკიდან მოყოლებული დედაჩემი არსად მიშვებდა სკოლისა და რეპეტიტორების გარდა, რამდენჯერმე უკანაც გამომყვა და შემამოწმა სადმე ხომ არ დავიპარებოდი. ყოველ დღე მასწავლებლებს ურეკავდა და ამოწმებდა ხომ ნამდვილად დავესწარი მათ გაკვეთილს, სკოლაშიც თითოეულ არას ამოწმებდა და ითლიდა. არცერთ დაბადების დღეზე არ გავუშვივარ და არცერთი საკუთარი დაბადების დღე არ აღმინიშნავს, სამაგიეროდ ჩემი ძმა აქტიურად იღებდა მონაწილეობას გარე შეხვედრებში. ერთხელაც, უკვე თინეიჯერობის ასაკს რომ მივუახლოვდი დედაჩემს ვკითხე მიზეზი, თუ რატომ იქცეოდა ასე, პასუხი კი ასეთი იყო : შენ გოგო ხარ და უფრო მეტი მოგეთხოვება.
დედაჩემი გამახსენდა, მასაც ჰქონდა ეს გამოვლინებები, თუმცა უფრო მცირედ, თუმცა ისიც მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ გოგო უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო და გარეთ გვიანობამდე არ გაჩერებულიყო.
-თვრამეტი წლის იუბილეზე მეგონა ყველაფერი შეიცვლებოდა და იურიდიულად სრულწლოვანი, დედაჩემთან რამეს გავხდებოდი. მაშინვე დამისვა წინ და მითხრა - შენ უკვე თვრამეტი წლის ხარ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალიდან უფრო მეტის უფლება გექნება , ვიდრე გუშინ გქონდა. სანამ პატრონს არ ჩაბარდები ასე იცხოვრებ, მერე რაც გინდა ის გიქნია - თუმცა „პატრონის“ პოვნას ვინ მაცდიდა, მიკონტროლებდა სოციალურ ქსელებს და პირად დღიურსაც კი, ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ვერავინ გამოჩენილა.
ოცდაერთი წლის ელენემ კი მაშინ პირველად გადაწყვიტა დედის გავლენას გაქცეოდა და სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი.
***
საუბარ-საუბარში ისე მივუახლოვდით ბათუმს, ვერც გავიგეთ.
-ყოველთვის მინდოდა ზღვა გადამეცურა ირაკლის თქმის არ იყოს (ჯინსების თაობიდან), სულ მიკვირდა , როდესაც ამბობდნენ მთებშია თავისუფლებაო, როგორ შეიძლება მთებით შემოსაზღვრული, ჩაკეტილი სივრცე თავისუფლება იყოს, თავისუფლება ზღვაა, შეხედავ და უკიდეგანოა, არ იცი სად მთავრდება და სად იწყება - ამოიხვნეშა ელენემ და გადმომხედა - შენ გიყვარს ზღვა?
-რა თქმა უნდა, ეს მოლივლივე ტალღები და კენჭების ხმა ძალიან მიყვარს, შემიძლია საათობით ვიჯდე ნაპირზე და არც კი მომბეზრდეს მისი ყურება. ერთხელ ბებომ მითხრა ზღვას გავხარო, მშვიდი ხარ, თუმცა თუ აბობოქრდი ყველაფერს წალეკავო, იმ ზღვას გავხარ რომ გგონია ძალიან ცივია, ჩახვალ და თბილად მოგედება კოჭებზეო. რას ფიქრობ, გადაცურე ზღვა?
-ზღვა ჯერ ვერა, თუმცა მდინარეს კი მივუყვები ახლა. ყველა მდინარე ხომ ოდესმე ზღვაში ჩადის, ესეიგი მეც ოდესღაც ზღვაში აღმოვჩნდები და თუკი ვერ გადავცურავ დაე, მოვკვდე, ოღონდ ერთხელ მაინც ვიგრძნო მისი ტალღები.
გამეცინა და ფანჯარაში გავიხედე.
-ესეიგი ეს ავტობუსი მდინარეა, ჩვენ კი ლიფსიტები გამოვდივართ, თუმცა წინ რომ კაცი ზის სახელ „ლიფსიტას“ ვერ აკმაყოფილებს და „ვეშაპად“ მოვიხსენიოთ - ორივეს გაგვეცინა და კაცის მოტიტვლებულ თავს გავხედეთ უკვე საძილედ, რომ ჰქონდა გადაღერებული - მეც გავიქეცი - ჩუმად ვთქვი და ტელეფონში ჩავძვერი, ვატოს ესემესი მივწერე სარფს ვუახლოვდებითქო - მე საკუთარ ცხოვრებას გავექეცი, ელენე, ტკივილს და მგონი საყვარელ ადამიანსაც კი, რომელიც ამ წამსაც ჩემზე ფიქრობს და წუხს, რადგან აქ მარტო გამომიშვა. გაქცევა მომინდა, შეიძლება ხვალ-ზეგ ვინანო, თუმცა ახლა ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს.
-არასოდეს ინანებ იმას, რამაც ერთხელ მაინც გაგაღიმა, ხომ ასეა? - ალბათ კვლავ დედა გაიხსენა, რამდენჯერმე წამოსცდა ძალიან ინერვიულებს და მეცოდებაო, თუმცა ხანდახანს სჯობს სხვას ეტკინოს, რადგან შენ განვითარდე.
***
საზღვრის ერთ მხარეს ეკლესია, მეორე მხარეს კი მეჩეთი. ორი რელიგიის შერწყმა ერთ ადგილას, ორი ძალიან ძლიერი მრევლის ურთიერთობა და თანაცხოვრება ერთ პატარა მონაკვეთში. არასოდეს მქონია რაიმე სახის ცუდი დამოკიდებულება სხვა რელიგიის წარმომადგენლებს მიმართ და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამიჩენია სიბრაზის ან უარყოფის გრძნობა.
ჩემი ავტობუსის ქალთა უმრავლესობამ პირჯვარი გადაიწერეს, ოჯახები და შვილები შეავედრეს ღმერთს და თავდახრილები შეტრიალდნენ მეჩეთისკენ, სადაც მათ მონური შრომა მოუწევდათ იმისთვის, რომ გაზულუქებულ ქმრებს ერთი ადგილის აწევა დაეზარათ.
-ნეტავ რას ფიქრობს ახლა დედაჩემი, ალბათ მომკლავს როცა დავბრუნდები - ხელი გამიყარა და საქართველოს მხარეს გამახედა ელენემ - სადღაც იქ არის და ქოთქოთებს ალბათ, მლანძღავს და ყველა ჩემს მეგობარს ურეკავს, თუმცა წერილში დავუწერე მარტო მინდა ყოფნა და თუკი დაბრუნებულს არ მიმიღებ, მაშინ ცალკე გადავალ საცხოვრებლადთქო, ცოტა თავის შევაცოდე, თუმცა არამგონია რამემ გონება შეუცვალოს.
საზღვარზე გადასვლა გრძელი და ძალიან დამღლელი პროცესი აღმოჩნდა. პატარა კაბინიდან ულვაშებიანი თურქის კაცი ისე შემომაშტერდა, თითქოს ბანდის მეთაური ვყოფილიყავი და მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე. საზღვარი პატარა გვირაბივით მიუყვებოდა, გვირაბი თუნუქის ნაჭრებისგან იყო შეკერილი და ძირსაც რკინის იატაკი ეგო, ჩემი და ელენეს ჩემოდნის ბორბლების ხმა კი აუტანელს ხდიდა იქაურობას.
როგორც იქნა გულის წასვლამდე საშინელი გვირაბი დასასრულს მიუახლოვდა და ადამიანთა სრულ ქაოსში აღმოვჩნდით, ვინ ვის ეტაკებოდა, ვინ რას იძახოდა დღემდე არ მახსოვს. ავტობუსი თხუთმეტ წუთში მოვიდა და ჩვენ ჩვენი ადგილები დავიკავეთ.
-ამ წუთიდან მართა ჰანიმი ხარ - გადაიკისკისა ელენემ და ხელი მომარტყა - იქნებ კარგი, სქელ ულვაშებიანი ბიჭი ჩავიგდო ხელში და ისე დავბრუნდე საქართველოში, წარმოგიდგენია რა რეაქცია ექნება დედაჩემს? - ორივე წამიერად ჩავფიქრდით და გაგვეცინა - არა, ამის წარმოდგენაც კი მიფუჭებს ხასიათს, ამიტომ წინ მხოლოდ გართობისკენ!
***
ელენეს ისტორიას კარგად რომ ჩავუკვირდეთ ბევრ ნიუანსს აღმოვაჩენთ ჩვენი ცხოვრებიდან, განსხვავება კი ისაა, რომ ჩვენი დედები ამ ქცევათა ორმოცდაათ პროცენტს აკეთებდნენ, ელენეს დედა კი მთლიანად შებოჭილი იყო ამით, შიშით, რომ თავისი შვილი ცუდ წრეში გაერეოდა. ფაქტობრივად, ის მთელ ცხოვრებას ართმევდა ელენეს და იმ დღეს წართმეულ ბავშვობას იბრუნებდა ის, მხოლოდ ოცდაერთი წლის ასაკში მოუყარა თავი ამას.
მოგვშივდა, ელენეს მხოლოდ კრეკერი ეყიდა და ისიც ძალიან უგემური, ყველისა და მარილის გემო საერთოდ არ უხდებოდა პატარა, ხრატუნა ორცხობილებს. ჩემი ჩანთის ჯერი დადგა და აბა თუ გამოიცნობთ რა წავიღე საგზლად, სოკოს ღვეზელი.
-ოჰოო, მართა ჰანიმ, ეს გემრიელობა შენმა დასალოცმა ხელებმა გააკეთეს? - თვალები გააფართოვა მან - მოდი უნდა გაკოცო - ხელი გამომგლიჯა და ჯერ აკოცა, შემდეგ კი შუბლი მიადო მას.
მთელი ავტობული აფორიაქდა, ჩვენს სიცილზე ზოგმა საყვედურები მოგვაყარა, ზოგს ღვეზელის სუნზე საჭმელი გაახსენდა და ჩანთები დახსნეს, ზოგმა კი ჩვენსავით გადაიხარხარა.
მე და ელენე ორივე იზმირში მივდიოდით, თუმცა სხვადასხვა სასტუმროში. ამბის გარკვევა ვატოს ვთხოვე. იქნებ ისე მოხერხებულიყო, რომ ორივეს ერთი და იგივე სასტუმრო დაგვეჯავშნა.
გამოვიდა.
-დედაჩემს რომ ენახე ჯერ ბებია-ბაბუის ისტორიას გამოგკითხავდა, შემდეგ დედაშენ-მამაშენის, არც მათი სიყვარულის ისტორია გამორჩებოდა და ბოლოს შენ უამრავ შეკითხვას დაგაყრიდა თავს.შემდეგ მთელი ერთი კვირა იფიქრებდა და მხოლოდ მერე მეტყოდა შემეძლებოდა თუ არა შენთან მეგობრობა, თუმცა ეს საბოლოო ვერდიქტი არ იქნებოდა, შიგადაშინ გაგაკონტროლებდა ისე, რომ აზრზეც ვერ მოხვიდოდი. ახლა კი თითქმის შვის საათში ერთად გართობა გადავწყვიტეთ შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში.
უეცრად ვატო გამახსენდა და მასზე ფიქრებმა წამიღო. დაბადების დღეზე როგორი სუფთა და გულწრფელი იყო, მისი თვალები სიხარულისგან ელავდა და გულში ისე მიკრავდა, თითქოს მისი განძი ვიყავი. ვინ იცის როგორ ეწყინა ჩემი წამოსვლა, ვინ იცის რას ფიქრობდა მაშინ, იქნებ თავსაც კი იდანაშაულებდა, ან ეგონა, რომ კვლავ ლევანს მივტიროდი.
***
ჩამობნელდა, გზამ ძალიან იმოქმედა ორივე ჩვენგანზე და ძილიც მოგვერია. ძილის წინ მინდოდა ვატოსთვის მიმეწერა, თუმცა ნომერი კარგად არ იჭერდა და ვერ მოვახერხე.
წამიერად ლევანი შემომიძვრა გონებაში და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ფიქრები, ემოციები, სხეულიც კი მთლიანად ამიფორიაქა და სადავეები მთლიანად წამართვა ხელიდან. ლევანის ისტორიამ ჩემში წარუშლელი ტკივილი დატოვა და არ მინდოდა ამას ჩემს ახალ ურთიერთობაზე რაიმე სახის კვალი დაეტყო.
-მართა, გძინავს? - ჩურჩულით მკითხა ელენემ და ნაზად შემანჯღრია, არათქო ვუპასუხე და თავი მისკენ შევატრიალე - შენ მითხარი მეც გამოვიპარეო და რატომ, ვის ან რას გაექეცი, მომიყვები?
-ტკივილს, რომელიც ახლაც აქ არის - კვლავ ფანჯარაში გავიხედე - პირველ კურსზე, როდესაც დედაქალაქს ვესტუმრე ერთი ბიჭი გავიცანი, სახელად ლევანი, მეგობრის დაბადების დღე იყო და ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ მეც გადავწყვიტე მისვლა, ორივე წარმოშობით მეგრელები ვიყავით და ხომ გსმენია მეგრელობის ამბები, შორეული ნათესავიც კი ბიძაშვილია ჩვენი, ამიტომ მივედი. ლევანიც იქ დამხვდა, მაშინვე გამოვძებნეთ საერთო სასაუბრო და დავახლოვდით. ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა მეგობრობით, პირდაპირ გადავხტით შეყვარებულობის ეტაპზე. ის იდეალურად მეჩვენებოდა, ელენე, ძალიან განათლებული, ზრდილობიანი და ყველა მხრივ კარგი ბიჭი იყო. გაცნობიდან სამ თვეში გადაწყვიტა ჩემი მშობლების გაცნობა, ისინი ამჟამად ერთად არ ცხოვრობენ და ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, თუმცა რადგან დედასთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა მეც ის გავაცანი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი აზრი. ლევანის ზრდილობითა და დახვეწილი საქციელით დედაჩემიც მოიხიბლა და ნება დამრთო მასთან ურთიერთობა გამეგრძელებინა. ურთიერთობამ პიკს გაცნობიდან მეთერთმეტე თვის შემდეგ მიაღწია და ჩვიდმეტ აგვისტოს, თავის დაბადების დღეზე მუხლი მოიყარა ჩემ წინ და ოქროს ბეჭედი გამომიწოდა. მე სიხარულით დავთანხმდი და ჩამოვეკიდე კისერზე.
-დედაშენმა როგორ მიიღო ეს ამბავი? - საუბარი გამაწყვეტინა ელენემ
-ბევრი მიძახა ჯერ პატარა ხარ და მეშინია წლების მერე არ ინანოო, თუმცა ჩემსა და ლევანის სიყვარულში ბოლომდე დარწმუნებული იყო და მალევე დაყარა ფარ-ხმალი.
***
საუბარში ისე ჩაგვეძინა ვერც მივხვდით, თვალი რომ გავახილე უკვე თორმეტი საათი იყო და სულ რაღაც ცხრა საათი გვაშორებდა თბილ ლოგინს. კბილების გამოხეხვა და ხელ-პირის დაბანა ყველაზე მეტად მინდოდა იმ წუთებში, ელენე კი სავსე შარდის ბუშტზე ღელავდა. მძღოლმა მალევე გააჩერა ავტობუსი და სირბილ-სირბილით გავიქეცით საპირფარეშოსკენ.
-იცი ყველაზე მეტად რა მინდა, მართა? - სიმითით გამოტენილი პირით გავაგრძელეთ გზა ავტობუსამდე ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ- ყველა სიგიჟე ჩავიდინო, რაც აქამდე მაკლდა, თუმცა შემდეგ სინანულის მეშინია.
-შენ არ მითხარი არაფერს ინანებ, რაც კი ღიმილს გგვრისო? თუმცა ისეთი არ უნდა ჩაიდინო, რაც ზიანს მოგიტანს, თორე საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებ.
ვფიქრობ, ის უკვე ნანობდა გამოქცევას, ბოლომდე ვერ ისისხლხორცებდა მოგზაურობას, თუმცა ამან უფრო მეტი ჟინი მომცა მისთვის ბოლომდე დავხარჯულიყავი და საუკეთესო თუ არა, კარგი მოგონებები შემექმნა მაინც.



№1  offline წევრი DI ANA

მართაზე მართლაც ბევრი რამ გავიგე, საინტერესოა ახლა რა მოხდება, ყველაფერი კარგად მიდის თუმცა მაფიქრებს ის ფაქტი რომ მართა ლევანზე ფიქრებს ვერ ეშვება. ეს ბუნებრივიცაა თუმცა მაინც უცნაურია...

ელენეს ამბავმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. დაუჯერებელია მაგრამ ასეთი მშობლები მაინც არსებობენ, ისინი თვლიან რომ გოგონა ყველანაირად თავშეკავებული უნდა იყოს და ბიჭს კიდევ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს. გენდერული თანასწორობის აზრს ვოლომდე არ ვემხრობი თუმცა ასეთი აკრძალვები ნამდვილად ზედმეტია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია.

შენ კი ქეთა მართლა ძაან მაგარი ხარ . აზრს ძალიან კარგად გადმოსცემ. ველოდები ახალ ნაწილს ❤

 


№2  offline წევრი გაზაფხული

DI ANA
მართაზე მართლაც ბევრი რამ გავიგე, საინტერესოა ახლა რა მოხდება, ყველაფერი კარგად მიდის თუმცა მაფიქრებს ის ფაქტი რომ მართა ლევანზე ფიქრებს ვერ ეშვება. ეს ბუნებრივიცაა თუმცა მაინც უცნაურია...

ელენეს ამბავმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. დაუჯერებელია მაგრამ ასეთი მშობლები მაინც არსებობენ, ისინი თვლიან რომ გოგონა ყველანაირად თავშეკავებული უნდა იყოს და ბიჭს კიდევ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს. გენდერული თანასწორობის აზრს ვოლომდე არ ვემხრობი თუმცა ასეთი აკრძალვები ნამდვილად ზედმეტია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია.

შენ კი ქეთა მართლა ძაან მაგარი ხარ . აზრს ძალიან კარგად გადმოსცემ. ველოდები ახალ ნაწილს ❤


ელენე მართლაც საინტერესო პერსონაჟია. შემდეგი თავი ახლა იწერება და ხვალ უკვე შემოგთავაზებთ. წინ თურქეთის მოგზაურობა გველის და მკითხველს მთლიანად გადაისვრის იმ სამყაროში.
რაც შეეხება მართას, ის კვლავ ფიქრობს ლევანზე, თუმცა აზრებს შემდეგ თავში ბევრად კარგად აყალიბებს და ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს.
მადლობა, რომ ასე განიხილავ თითოეულ თავს, ჩემთვის მკითხველის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია და მადლობა, რომ შენი აზრის გაგების საშუალებას მაძლევ <3

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

აუ არმეყო პატარა იყო იმედია მალე დადებ მოუთმენლად ველი <3

 


№4  offline წევრი გაზაფხული

მარტო სახლში
აუ არმეყო პატარა იყო იმედია მალე დადებ მოუთმენლად ველი <3

დღეს საღამოს დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent