შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო


12-03-2019, 14:05
ავტორი black qveen18
ნანახია 1 086

გამარჯობა,ჩემი სახელია კრისი და ჩვიდმეტი წლის ვარ.სან-ფრანცისკოში ათი წლიდან ვცხოვრობ და საშინლად მიყვარს ეს ადგილი.აქ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ გადმოვედით მე და დედაჩემი.ერთი ძმა მყავს,რომელიც ახლა ჯარშია,ამიტომ სახლში მხოლოდ ორნი ვარ.
თერთმეტი წლის ვიყავი,როდესაც აღმოვაჩინე,რომ ტელეპორტაცია შემეძლო. დაახლოებით ერთი თვე შოკში ვიყავი და არ ვიცოდი ეს „სუპერ-ძალა“ როგორ მეკონტროლებინა,თუმცა ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ,ჩემი თავის კონტროლი ვისწავლე და როდესაც სადმე წასვლა მინდა უბრალოდ თითის დატკაცუნებაც საკმარისია.სხვათაშორის ძალიან კომფორტულია როდესაც ერთ საათიან გზას,ერთ წუთში გადიხარ.
ეს ამბავი არავისთვის მითქვამს,არც ჩემს ბავშვობის მეგობარ სარასთვის.ჩემი ეს ერთთვიანი „დეპრესია“ იმას დავაბრალე,რომ სერიალში ჩემი საყვარელი პერსონაჟი მოკვდა.
ჩემი ისტორია დაიწყო მაშინ,როდესაც მე და სარა კალათბურთის მატჩზე წავედით.ჩვენი კოლეჯის გუნდი საკმაოდ ძლიერია და მათი ყურება სამოთხეში ყოფნას გავს.ჩვეულებრივად შევედით დარბაზში და ჩვენი ადგილებიც დავიკავეთ.ყველაფერი ნორმალურად იყო იყო,მანამ სანამ მოედანზე ერთი ბიჭი არ გამოჩნდა.
მაღალი, დაახლოებით 6.1 ფუტის სიმაღლის.დაკუნთული სხეული ჰქონდა და საკმოდ მიმზიდველიც იყო.მის თვალებში სევდა იგრძნობოდა,თუმცა მუდამ ცდილობდა მომღიმარი სახე შეენარჩუნებინა.მის ამ სევდას ვერ შემაჩნევი,თუ კარგად არ დააკვირდებოდი,ისე კი ჩვეულებრივი ნარცისის მზერა ჰქონდა,რომელსაც თავისი თავი ზედმეტად უყვარს.მთელი თამაში მისთვის თვალი არ მომიცილებია,რადგან ეს შეუძლებელი იყო.ჩუმად ფოტოებიც გადავუღე და საიდუმლოდ შევინახე.ბოლომდე იხარჯებოდა იმისდა მიუხედავად,თუ რამდენად აგებდა მისი გუნდი.მისი ღიმილი,ის,ის ისეთი მომაჯადოვებელი იყო,რომ როდესაც იღიმოდა,ჩემი გული რაღაც უცნაურად თბებოდა.
-მაგ ბიჭთან ურთიერთობას არ გირჩევ.-მითხრა სარამ,როდესაც მიხვდა,თუ ვის ვუყურებდი ასე დაჟინებით.
-რა მითხარი?-მისი კითხვა ვერ გავიგე,რადგან მაშინ არავის ხმა არ მესმოდა.
-ნიკ ჰელმტონი,18 წლის ლოს-ანჯელესიდან.დამამთავრებელ კლასშია.სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია და თუ მასთან ურთიერთობას თუ გადაწყვეტ,ჯერ სარკეში ჩაიხედე და გახსოვდეს,რომ მისთვის გოგოები უბრალოდ სათამაშოები არიან და სხვა არაფერი.
სარკეში ჩაიხედეს მნიშვნელობას ვერ მივხვდი,რადგან არც ისე ცუდი აღნაგობა მქონდა. 5.7 ფუტის სიმაღლის,სწორი თმითა და ასევე სპორტული აღნაგობის,ოდნვ მუქი ფერის კანით.
-დეტექტივი როდის აქედან გახდი?
-მეღადავები ხო?!-გაკვირვებული სახით შემომხედა.
-უნდა ვიცოდე ვინაა ეს ტიპი?
-მთელი კალიფორნია ამ ბიჭს აღმერთებს და შენ მემგონი აქ არ ცხოვრობ.
-ეს იქიდნ დაასკვენი,რომ მისი სახელი არ ვიცი?
-იმ გოგოებს ხედავ?-მოპირდაპირე ტრიბუნებისკენ მიმანიშნა,რომლის პირველი სამი რიგი მხოლოდ გოგოებით იყო სავსე.
-კი?!მერე.
-მერე ის,რომ ეს გოგოები ან მისი ყოფილი შეყვვარებულები არიან ან მომავალი.თუ მას უბრალოდ მიესალმები ან ის მოგესალმება,დილით უჩვეულოდ მოკლე თმით ან უბრალოდ უწარბოდ გაიღვიძებ.
-ხომ არ გადავიწყდა,რომ...(მინდოდა მეთქვა ტელეპორტაცია შემიძლია და სანამ ამას იზავენ იქიდან გავქრებითქო,მაგრამ არ შემეძლო.მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო,მაინც არ ვიცოდი ამას როგორ შეხვდებოდა).
-რა?
-არაფერი დაიკიდე.ჩემსა და მას შორის მაინც ვერაფერი მოხდება.ჯერ მხოლოდ იმიტომ,რომ ჩვენს სახლებს შორის დიდი მანძილია და მხოლოთ თამაშებზე ნახვა მე არ მეყოფა.ამას პლიუს მისი „ფანები“.
-სწორი დაგაწყვეტილებაა დამიჯერე.
ჩემი სიტყვებისდა მიუხედავად,მასზე ფიქრს მაინც ვერ ვწყვეტდი.მუდამ მისი სახე მელანდებოდა.
თამაში ჩვენმა გუნდმა მოიგო.გუნდის ბიჭებს ყველას ვიცნობდი ასე,რომ გასახდელთნ დაველოდე თამაშის შემდეგ.დერეფანში ჯერ მოწინააღმდეგე გუნდი შემოვიდა.წინ ნიკი მოდიოდა,როგორც კაპიტანი.მიუხედავად მარცხისა,მაინც ამაყად მოაბიჯებდა.როდესაც გვერდით ჩამიარა,წამიერად მომხედა-„ეს ვინ ჩემი *ლეა“-სახით.მისი თვალების დანახვა მაინც მოვასწარი,მუქი შავი თვალების.მალე ჩვენი ბიჭების გამოჩნდნენ.
-ოჰოოო!კრის ვხედავ დროს ტყუილად არ კარგავ.-თავისი ბანძი ცინიზმით მომესალმა სანი.
-შენგან განსხვავებით „ზამენას“ მაინც არ ვხეხავ.
-როგორც ყოველთვის ჩვეულ ფორმაში არა?!გამარჯვებულებს არაფერს გვაჩუქებ?-სანისგან განსვავებით მიკი სიხარულით შემხვდა.
-როგორც გუნდის კაპიტანს ერთ სურვილს შეგისრულებ!
-და მე?-ნაწყენი ხმი მკითხა ლუიმ.
-შენ ყოველთვის ყველაფერს ჩემო „სულის წიაღო“.
-„სულის წიაღო“?თქვენ მართლა ესეთი დებილები ხართ თუ თავს იდებილებთ?-ისევ სანი.
-შენი დედაც სანი!-სამივენ სინქრონში ვთქვით ეს სიტყვები.
სანის ამ სიუჟმურის მიზეზებს ვერასდროს ვხვდებოდი.მუდამ ყველაფერს აკრიტიკებდა და არევის საშინელი ნიჭი ჰქონდა.მიუხედავად იმისა,რომ კარგი მოთამაშე იყო,მწვრთნელი არასდროს ენდობოდა და ამიტომ მუდამ „ზამენაში„ იყო.
-გასასვლელთან სარა შემხვდა და დროზე გამოვიდესო და კიდე ნიკზეც მოამბო.-მითხრა მიკიმ.
-სერიოზულად?
-მართლა არ გირჩევ მაგ ბიჭთან ურთიერთობას კრის,შენთვისვე აჯობებს!
-უბრალოდ ვუყურებდი კარგი?მხოლოდ შევხედე.
-მხოლოდ შეხედვიდან იწყება ყველაფერი.-ლუიც ჩაერთო საუბარში.
-გეყოთ რაა!
-არ გეგონონოს,რომ ამას რაიმე სხვა მიზეზის გამო გეუბნებოდე.უბრალოდ შენ და ის ძალიან განსხვავდებით.ის შენ გამოგიყენებს და გულს გატკენს დამიჯერე.
არ ვიცოდი რა მეთქვა.ჩემი ერთი ნაწილს სჯეროდა,რომ ნიკი კეთილი ადამიანი იყო,ხოლო მეორეს მეგობრების სჯეროდა.
-არ ვიცოდი ბიჭებშიც ასეთი პოპულარული თუ ვიყავი!-არ ვიცი ნიკი იქ საიდან გაჩნდა თუმცა ფაქტია იქ იყო და ჩვენი საუბარიც გაიგონა.
მიუხედავად იმისა,რომ ტელეპორტაცია შემეძლო და იქიდან გაქრობაც,იმ მომენტში ყველაფერი დამავიყწდა.



№1  offline წევრი Gemini mood

Sasiamovnod daiwko istoroa imedi maqvs sainteresodac gagrdzeldeba..veli axal tavs❤

 


№2  offline წევრი black qveen18

Gemini mood
Sasiamovnod daiwko istoroa imedi maqvs sainteresodac gagrdzeldeba..veli axal tavs❤

მიხარია რომ მოგეწონა ❤ახალ თავს მალე დავდებ ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent