შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის შემდეგ


23-12-2018, 01:43
ნანახია 1 292

***

ბევრჯერ მიფიქრია, რა ხდება მას შემდეგ როდესაც ვიხოცებით? ამბობენ თეთრ გვირაბში გადიხარ, მერე იქიდან ან სამოთხის გზას გაუდგები, ან ჯოჯოხეთისასო.
მე მაინც მგონია, რომ ასე არ ხდება. მგონია, რომ როგორც კი ვიხოცებით, მაშინვე, იმ წამსვე, თავიდან ვიბადებით. უბრალოდ, სხვა ადამიანად, სხვა ქვეყანაში, სხვა სახელითა და გვარით. სხვანაირად ვიწყებთ ცხოვრებას. სხვა სახლში, სხვა მშობლები გვყავს, სხვა მეგობრები, სხვა გარემო, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვხვდებით, რადგან სიკვდილს ჩვენი წინა ცხოვრების თითოეული დეტალი მიაქვს, ჩვენ არაფერს გვიტოვებს. არც ის ხალხი გვახსოვს, ვინც იმ ცხოვრებაში გვიყვარდა, არც ის რა სახელი გვერქვა... საერთოდ არაფერი.
ჩვენ ვიბადებით. ვცხოვრობთ. ვიხოცებით. შემდეგ ისევ თავიდან და ასე დაუსრულებლად.
შესაძლოა, სასაფლაოზე მისვლისას საკუთარ სახელსა და გვარსაც ვკითხულობთ, თუმცა ეს ზუსტად ვინ იცის?
ამას ალბათ, ვერავინ ვერასდროს ვერ დაამტკიცებს. ჩვენ კი ამქვეყნად ვივლით ხან ერთი სახელითა და გვარით, ხან მეორეთი. ხან ლამაზი ვიქნებით, ხან ნაკლებად ლამაზი, თუმცა, ვფიქრობ, ყველა ადამიანი ოდესმე ყველანაირ სახეს მოირგებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent