შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა თავი მეორე


12-03-2019, 18:31
ავტორი murachashvili
ნანახია 4 876

გულით რომ მდომოდა, დაძინებას მაინც ვეღარ მოვახერხებდი, როგორი დაღლილიც არ უნდა ვყოფილიყავი დილით სარბენად ყოველთვის დავდიოდი. ჩვეულებას არც ამჯერად ვუღალატე, შეძლებისდაგვარად ჩუმად, ისე რომ თიკო არ გამეღვიძებინა ჩავიცვი სპორტულად, თმა ისევ შევიკარი და სირბილით დავუყევი სადარბაზოს კიბეებს. მიუხედავად შემოდგომისა დილის სუსხნარევმა სიგრილემ ერთიანად დამიარა სხეულში, მოსაცმელის კაპიუშონი მყისვე მოვიხურე და ძუნძულით წავედი სტადიონისკენ. მოედანზე უკვე შეკრებილიყო ჯგუფი და ფეხბურთს თამაშობდნენ. კარგი ძმაკაცებივით ამიწიეს ხელი იქვე კუთხეში მოვარჯიშე უბნელებმაც. გაკრეჭილმა საპასუხოდ შორიდანვე დავუქნიე ხელი, ყურსასმენები მოვირგე და მოთამაშეებისთვის ხელი რომ არ შემეშალა, ძუნძულით დავუყევი სტადიონის ნაპირს.
სიმღერის ტექსტმა იმდენად ჩამითრია არც არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვამჩნევდი. თუმცა ჩემი იდილია დიდხანს არ გაგრძელდა, სულ რამდენიმე წამით დავიხარე კედებზე შეხსნილი თასმის შესაკრავად და ესეც საკმარისი აღმოჩნდა, იქვე მოთამაშე ფეხბურთელებმა მთელი ძალით დარტყმული ფეხბურთის ბურთი კარში შეგდების ნაცვლად პირდაპირ ცხვირპირში მითავაზეს. დედას გეფიცებით მსგავსი ტკივილი ცხოვრებაში არ განმიცდია. ბუნებით წუწუნა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სიმწრისგან ცრემლები ვეღარ შევიკავე.
- აუ, გეტკინა?! - თავზე დამადგა ბურთის მსროლელიც.
- დეგენერატო, სად მე და სად კარი. - ცრემლების ყლაპვით ავხედე თავზე წამომდგარ 18-19 წლის ვაჟს.
- დეა, კარგად ხარ? - უკვე ჩვენკენ მორბოდნენ იქვე მოვარჯიშე უბნელებიც.
- დედას გეფიცებით, განზრახ არ მიქნია!- შეწუხებული უხსნიდა გარს შემოხვეულებს ბიჭი.
იმდენად გულწრფელად შევეცოდე, ისე უსუსურად ცდილობდა ჩემს დახმარებას, რომ უნებურად საკუთარი სიბრაზისა და ტკივილის შემრცხვა კიდეც. გაღიზიანებული სწრაფად წამოვდექი, ბღვერით გავხედე შემოხვეულ ბიჭებს.
- ასე თუ უმიზნებთ კარს ბურთს, აღარ მიკვირს რატომ ვაგებთ თითოეულ თამაშს.
ხელით ერთხელ კიდევ უშედეგოდ მოვისრისე სახეზე მიბრტყელებული ცხვირი, შუბლშეკრულმა დავხედე სიხლით დასვრილ ხელისგულს.
ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, იქნებ გაჰკვირვებოდათ და უცნაურად მოსჩვენებოდათ უბნელებს მსგავსი ინციდენტი, თუმცა ჩემი ხიფათიანობის გადამკიდეს დიდად შეშფოთება აზრად არ მოსვლიათ.
- დედას გეფიცები, თარსი ხარ! - დარწმუნდნენ თუ არა, რომ საშიში არაფერი მჭირდა ფეხბურთელის ნაცვლად, მე დამტუქსეს.
- მე?!... - გაწიწმატებულს ტკივილი დამავიწყდა.
- დიახ, შენ. ვერ დაინახე რომ თამაშობდნენ?! - თითქოს განგებ არ ჩუმდებოდა ჩემივე უბნელი კახა.
- ამოგაძრობ მაგ ენას ერთხელაც იქნება! - საჩვენებელი თითი მუქარით დავუქნიე.
- თხა!
- ტუტუცო! - არ ჩამოვრჩი მეც და ენა გამოვუყავი.
- აწიკვინდა კიდეც, ესეიგი კარგადაა... - კმაყოფილმა შესცინა ახარხარებულ ბიჭებს.
- მეტკინა, დამასახიჩრეს, - სიხლით დასვრილი ხელისგული მეტი თვალსაჩინოებისთვის სახესთან მივუტანე - კიდევ მე ვარ დამნაშავე?! – განაწყენებულს თვალები ცრემლებით ამევსო.
- უკაცრავად, არ მინდოდა, - ისევ ბოდიშს მიხდიდა უხერხულად აწურული ვაჟი - ექიმთან წაგიყვანთ!
- ა, ბავშვი, ესმის თემა, პედოფილიაში თუ არ დაგდეს ბრალი, მგონი ბედი გეხსნება! - ჩუმად მიჩურჩულა ახარხარებულმა კახამ.
- კრეტინო! - იდაყვი ისე ვუთავაზე კუჭთან წარბიც არ შემხრია - არაა საჭირო! - ბურთის მსროლელს შეძლებისდაგვარად ნაზად გავუღიმე და თავი უკან გადავწიე სისხლის შესაჩერებლად.
- იქნებ მოტეხილია?! - გულწრფელად ღელავდა ბიჭი.
- მოტეხილი რომ იყოს, ამას ასე გააჩუმებდი?! - ჩემს ნაცვლად უპასუხა კახამ.
- კარგად ვერ გითავაზე?! - მუქარით დავხედე ჩაცუცქულმა, თუმცა ჩემი რეპლიკა არ შეიმჩნია.
- ნუ ღელავ ძმა, ამისთვის არც პირველია და არც უკანასკნელი, კიდევ ბევრჯერ გაგეჩხირებათ ფეხებში თამაშის დროს! - ახარხარდნენ ბიჭები.
- არანორმალურებო, სიტყვის თქმა მაინც დამაცადეთ! - ბღვერით გავხედე ვაი-მეგობრებს.
- კაი, ჰო ნუ გვებუტები, წადი სახლში, ცივი საფენები დაიდე, არ დაგისივდეს, ვინმეს ნაცემი არ ეგონო. - ირონიული ტონით რჩევა-დარიგებებს არ მაკლებდა კახა.
თუმცა მათი გათვალისწინება აზრადაც არ მომსვლია, ამ მცირე ინციდენტის გამო, ვარჯიშზე უარისთქმას არ ვაპირებდი, სისხლდენა შეჩერდა თუ არა, ძუნძულით დავუყევი სანაპიროსკენ. ის-ის იყო სასურველ მელოდიაზე მოვმართე „ფლეიერი“ და ისევ ყურსასმენების დამაგრებას ვაპირებდი, რომ ჩემი ყურადღება იქვე მდგომმა ავტომობილმა მიიპყრო.
მიუხედავად დაბურული მინებისა, მაინც ვხედავდი, ავტომობილში მსხდომ წყვილს. ქალი ემოციურად იქნევდა ხელებს, შემდეგ თითქოს დაიღალა და ატირდა. გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ერთი კი წაიღო ხელი მოსაფერებლად, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა.
ალბათ, ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო დამადანაშაულებთ, მაგრამ რა ვქნა, ხასიათს ხომ ვერ შევიცვლიდი?! ავტომობილს მივუახლოვდი და წყვილს დავაკვირდი. ჩემი მოქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. კოპებშეკრულმა მძღოლმა ბღვერით ამომხედა, თუმცა არაფერი უთქვამს, არც ავტომობილის ადგილიდან დაძვრა მოსვლია აზრად, ნერვიულად უჭერდა თითებს საჭეს და მალი-მალ გახედავდა აფორიაქებულ ქალს. მათი სიტყვები ვერ გავარჩიე, მაგრამ ტუჩების მოძრაობით იმდენს კი მივხვდი, რომ ქალი რაღაცას ეკითხებოდა. მამაკაცი მთელი ტანით შებრუნდა თანამოსაუბრისკენ, თვალებში ჯიუტად ჩააცქერდა პასუხის მოლოდინში გატრუნულს, თუმცა არაფერი უთქვამს.
დუმილმა აშკარად გააბრაზა, ის-ის იყო სალონი უნდა დაეტოვებინა, რომ მკერდზე გადაჭერილმა დამცავმა ღვედმა შეახსენა თავი. ბუზღუნ-ბუზღუნით, ორმაგად გაღიზიანებულმა მოიცილა ჯერ კიდევ მკერდზე შერჩენილი ფუნქცია დაკარგული ღვედი, ისე შეხედა საჭესთან მჯდომს, თითქოს ელოდა, რომ შეაჩერებდა, თუმცა გაკერპებულ მამაკაცს მისკენ არ გამოუხედავს, ქალი გადმოვიდა და კარი იმდენად ძლიერად მიაბრახუნა, რომ მოულოდნელობისგან მეც კი შევხტი.
არც მამაკაცმა დააკლო ბრაზის გამოხატვა, ავტომობილი ადგილიდან საბურავების ღრჭიალით ისე მოწყვიტა, რომ დამწვარი რეზინის სუნმა ცხვირის ნესტოები ამწვა. ქალმა ირონიული ღიმილით ერთხელ კიდევ გახედა, ქედმაღალი მზერით ამათვალიერა, თითქოს მე ვიყავი მის უბედურებაში დამნაშავე, შემდეგ ჩანთაში რაღაცას დაუწყო ძებნა, ხანგრძლივი ქექვის შემდეგ დიდი ზომის სათვალე მოირგო, სახეზე კმაყოფილების ღიმილი ნიღაბივით აიკრა, ზურგი შემაქცია და დამტოვა.
მიმავალს ვაკვირდებოდი. მასზე ახალგაზრდა არ ითქმოდა, თუმცა არამგონია ორმოც წელზე მეტის ყოფილიყო. უდაოდ ლამაზს წაბლისფერი საშუალო სიგრძის თმა მხრებზე ტალღოვნად ეფინებოდა, თვალებს, როგორც უკვე აღვნიშნე, მოზრდილი მზის სათვალე უფარავდა, მაღალი, გამხდარი, მხრებში გამართული ამაყად, იმდენად ლაღი ნაბიჯით მიაბიჯებდა, რომ იფიქრებდი ქვეყნად სადარდებელი არაფერი აქვსო. ნიავი უფრიალებდა თხელ მოსაცმელს და მისი სუნამოს სურნელიც მოჰქონდა, გემოვნება აშკარად კარგი ჰქონდა.
ალბათ, ავადმყოფი გეგონებით, გარწმუნებთ, გადახრები ნამდვილად არ მჭირს, მაგრამ ძალიან დამაინტერესდა რა იყო მათი კამათის მიზეზი, ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე, ფინია ძაღლივით ავედევნე მიმავალს. ვიცი, ესმოდა ჩემი ნაბიჯების ხმა. თუმცა უკან მოხედვა აზრადაც არ მოსდიოდა.
სწორედ ამ დროს შევნიშნე უკუსვლით მომავალი სულ წამდენიმე წუთის წინ წასული ავტომობილიც. მამაკაცმა როგორც დაძრა ავტომობილი, ზუსტად იგივე ფორმით გააჩერა, ძრავის გამორთვა აზრადაც არ მოსვლია, სალონიდან სწრაფად გადმოხტა და წინ აესვეტა. სათვალე მოჰხსნა, ჯიუტად უმზერდა თვალებში. მოულოდნელად ორივე ხელით მისკენ მიიზიდა და ერთიანად აცახცახებულს ტუჩებზე ვნებიანად დაეწაფა. ქალი გაუძალიანდა, აფართხალდა, მთელი ძალით ცდილობდა განთავისუფლებას, მიუხედავად წინააღმდეგობისა, მარწუხებივით უჭერდა მამაკაცი ხელებს, ძლიერად იკრავდა მკერდში, იმხელა ტკივილით კოცნიდა, თითქოს ეს მათი უკანასკნელი ამბორი იყო. იქნებ ეჩვენებოდა, იქნებ ცდებოდა? არამგონია. დანებდა ქალი, თითქოს შეეგუა, შემდეგ თავადაც მოჰხვია სუსტი ხელები კისერზე, რაღაც ეტაპზე კოცნაშიც აჰყვა პარტნიორს. დავინახე როგორ გაეღიმა ბედნიერებისგან მამაკაცს, თუმცა მიუხედავად წამიერი ვნებისა, ქალი მალევე მოეგო გონს, ისევ სცადა განთავისუფლება, არ გამოუვიდა. კიდევ უფრო ძლიერად, მთელი სხეულით მიიკრა კაცმა.
- გამიშვი, გთხოვ! - ცრემლებმა გაუბზარა ხმა, თითქმის დანებებულ ქალს.
- იმისთვის არ გეძებდი, ასე რომ დაგთმო! - ვნებისგან დაბრმავებული პარტნიორისგან თავისდაღწევა სულაც არ იყო ასე მარტივი.
- გამიშვი, ნუ მაწამებ!... - ხმას აუწია ქალმა.
- არა! - ალერსს არ წყვეტდა გახელებული მამაკაცი.
- მძულხარ, მეზიზღები! - ტკივილით ამოიტირა ქალმა.
- რა თქვი?!
- მძულხარ! - წარბი არ შეუხრია ისე უპასუხა.
დავინახე მღელვარებისგან როგორ გაუმუქდა საფეთქელთან არსებული ლურჯი არტერია კაცს.
- სერიოზულად მეუბნები? - ქალმა სცადა სახე აერიდებინა, თუმცა პარტნიორმა მიბრუნების საშუალება არ მისცა და თვალებში ისე ჩააცქერდა, თითქოს იქიდან სურდა პასუხის გაგება.
აზრადაც არ მოსვლია საკუთარი ნათქვამის უარყოფა, უსიტყვოდ, მხოლოდ თავის დაქნევით დაუდასტურა რამდენიმე წამის წინ წამოსროლილი სიტყვების სისწორე.
- ინანებ, მერედა როგორ ინანებ! - კბილებში მუქარით გამოცრა მამაკაცმა.
- არამგონია! - ირონიულად უღიმოდა ქალი.
- მაგასაც ვნახავთ! - ცივად გაუშვა ხელები, კოპებ შეკრულმა მამაკაცმაც ისე გამომხედა, თითქოს ისიც მე მადანაშაულებდა ქალის მსგავს ქცევაში. ავტომობილში ჩაჯდა და ორმაგად გაავებულმა მოწყვიტა ადგილიდან.
აშკარად კადრები გამეორდა, გაკერპებული, ისევ გაფითრებული უმზერდა სწრაფი სიჩქარით მიმავალ ავტომობილს ქალი. თვალს მიეფარა თუ არა, მოეშვა, თითქოს უჭირდა წონასწორობის შეკავება. აცახცახებული დაეყრდნო ჯებირს.
- უკაცრავად, კარგად ხართ, დახმარება ხომ არ გჭირდებათ?! - აქამდე ჩუმად მდგომმა, როგორც იქნა გავბედე დუმილის დარღვევა.
გვერდულად გამომხედა, წუთების წინანდელი სიამაყე, გამქრალიყო, მის თაფლისფერ თვალებს ირონიის ნატამალიც აღარ შერჩენოდა, ახლა მხოლოდ ტკივილსა და სევდას დარჩენოდა ადგილი. ტუჩები ერთმანეთს იმდენად ძლიერად დააჭირა, რომ სისხლმა გამოჟონა. სულ ერთი წამით თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო.
- კარგად ვარ!. - უცებ აიკრა გულგრილობის ნიღაბი. კბილებში ცივად გამოცრა, თუმცა მისი გაფითრებული სახის შემხედვარეს ნამდვილად გაგიჭირდებოდათ მისი ნათქვამის დაჯერება.
- თქვენ... - ოდნავ შებარბაცდა, თუმცა ხელის შეშველება მოვასწარი და წონასწორობაც შეინარჩუნა.
- რას გადამეკიდე?! - უხეშად ამიკრა ხელი - რა ვერ გაგაგებინე? საკუთარ თავს შეხედე, აქეთ ხარ დასახმარებელი, მე რა უნდა მიშველო?! - ირონიულად ახარხარდა.
- უარესის ღირსი ვარ! - ცივად შემოვბრუნდი - ტყუილად, ხომ არ მეძახიან არამკითხე მოამბეს? - საკუთარ თავს ვედუდუნებოდი უცნობის უმადურობით განაწყენებული. მოვდიოდი და რაც უფრო ვშორდებოდი, უჩვეულო შფოთი მიპყრობდა.
ერთმანეთს ენაცვლებოდა მისი ირონიითა და ცინიზმით გაჟღენთილი და ტკივილით სავსე თაფლისფერი თვალები. ორი სრულად ერთმანეთის გამომრიცხავი ემოცია. რომელი იყო ნამდვილი, რომელი იყო რეალური? გულმა არ მომითმინა, მოვბრუნდი, ისევ გავხედე უკან დარჩენილს და მოულოდნელობისგან გავშეშდი, თვალები რამდენიმეჯერ დავაფახუნე, თითქოს ნანახის სისწორეში მსურდა დარწმუნება, სულ რამდენიმე წუთის წინ ასფალტზე მდგომი ქალი ახლა ხიდის მოაჯირთან იდგა, ხელები ისე გაეშალა თითქოს გადასახტომად ემზადებოდა.
- ღმერთო, მიშველე! - წამითაც არ დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი მისი მიმართულებით. ქარი სახეში ისე ურტყავდა აწეწილ თმას, თითქოს ასე ცდილობდა ქალის გონზე მოყვანას, მაგრამ არ ესმოდა, არაფრად დაგიდევდათ ბუნების ძახილს - არ გადახტე, ეგ არ ქნა! - როგორც იქნა მივაღწიე, სასოწარკვეთილი ორივე ხელით წავეპოტინე ლაბადაზე და ჩემკენ დავქაჩე. იმდენად არ ველოდი წინააღმდეგობის გარეშე დანებებას, რომ წონასწორობის შეკავება ვერ მოვახერხე და ორივენი ასფალტზე გავგორდით.
- აშკარად მაგარი დღე მაქვს! - გაბრაზებულმა ძლივს მოვახერხე წამოდგომა - ეს რამ გაფიქრებინა, ნორმალური ხარ?! - დასვრილი ტანისამოსიდან უშედეგოდ ვცდილობდი ტალახის მოშორებას.
- გადახტომა არც მიფიქრია.
- რა თქმა უნდა, უბრალოდ გრილდებოდი! - ღრენით გავხედე ასფალტზე მჯდომს, რომელსაც თითქოს არც ესმოდა ჩემი სიტყვები, აცახცახებული გულამოსკვნილი ტიროდა.
- ეი, - მხარზე მსუბუქად შევეხე - ადექი, გაცივდები! - წამოსადგომად ხელი გავუშვირე. ოდნავ მომეჭიდა, წამოიწია კიდეც, თუმცა უშედეგოდ. სანახევროდ წამომდგარი მოწყვეტით ისევ ასფაკტის საფარზე დაეშვა.
გაოგნებული დავაცქერდი გაფითრებულ, თვალებ დახუჭულ, გრძნობა დაკარგულ ქალს.
- ამის დედაც.... - კაცივით უწმაწურად ვიგინებოდი - შარში ვარ, ახლა რაღა ვქნა? -პანიკაში მყოფმა, როდის-როდის მოვისაზრე ტელეფონით 112-ზე დარეკვა.
არ ვიცი დრო გადიოდა ნელა, თუ მე მეჩქარებოდა ზედმეტად, ფაქტია სასწრაფო დახმარება არადა არ მოდიოდა. იქვე დავარდნილ მისივე მობილურს დავწვდი, საბედნიეროდ გამიმართლა და აპარატი დაბლოკილი არ იყო, უკანასკნელად აკრეფილ ნომერზე დავაჭირე ხელი და გულისფანცქალით დაველოდე როდის მიპასუხებდნენ.
- არ მითხრა, რომ ასე უცებ გადაიფიქრე?! - რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხეს ღრენით.
მამაკაცის ირონიული ხმის ცნობა ნამდვილად არ გამჭირვებია.
- ქალბატონი ცუდად გახდა, დახმარება მჭირდება!
- ამის დედაც!... - უწმაწური გინება მოსწვდა სმენას, არც კი უკითხავს ადგილმდებარეობა, ისე გამითიშა ტელეფონი.
არ ვიცი თავად სად იყო, მაგრამ ფაქტია სასწრაფოს ეკიპაჟს მოსვლა მან დაასწრო. გონება დაკარგული ქალი ციმ-ციმ აიყვანა ხელში და ავტომობილის უკანა სავარძელზე დააწვინა.
- წამომყვები?! - უხერხულად აწურული აშკარად არ ველოდი მსგავს კითხვას, თუმცა თავპატიჟი ნამდვილად არ დამიწყია, უკან შევხტი.
- თავი დაუჭირე, რამეს არ მიარტყას! - გასცა ბრძანება მამაკაცმა.
წაბლისფერი თმა უკან გადავუწიე და ყურადღებით დავაკვირდი კალთაში მწოლიარე ქალს, დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა, რკალივით გამოყვანილი წარბები. გრძელი წამწამები.
- ლამაზია ხომ? - თითქოს ფიქრებს მიმიხვდა მამაკაცი.
გვერდულად გავხედე წინ მჯდომს. დაძაბული უჭერდა თითებს საჭეს. უკანა ხედვის სარკიდან სევდიანი, ტკივილით სავსე თვალებით უმზერდა კალთაში მწოლიარეს.
- ლამაზია,მაგრამ კიდევ აქვს რაღაც, რაც ანდამატივით გიზიდავს, გინდა გაიქცე, მაგრამ ვერ შორდები. უბრალოდ არ შეგიძლია.
ის-ის იყო უნდა მეკითხა, რა იყო მათი კამათის მიზეზი, რომ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეზოშიც შევედით, ავტომობილი პირდაპირ მიმღების კიბეებთან მიაყენა, სწრაფად გადმოხტა, საკაცით მომავალ სანიტრებს არ დაელოდა, ქალი აიყვანა ხელში და შენობაში შევარდა.
ფეხდაფეხ მივყევი წინ წასულს. თუმცა ქალბატონი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში შეიყვანეს თუ არა, მიმღებისკენ მიგვითითეს და კარი ცხვირწინ მოგვიკეტეს. სხვა რა გზა გვქონდა?! ბრძანებას დავემორჩილეთ და მორიგე ექიმის მოლოდინში იქვე ჩამოვჯექით.
მიუხედავად იმისა, რომ მიმღების კარი საკმაოდ ხშირად იხსნებოდა, ხალხით სავსე მიმღებში სუნთქვა მაინც ჭირდა. ისედაც მძიმე ჰაერს წამლებისა და ქლორის სუნიც ემატებოდა. ვიღაც საავადმყოფოში შემოყავდათ და არეგისტრირებდნენ, ვიღაცას პირიქით - წერდნენ, უცნობი მანდილოსანი მთელი მონდომებით უხსნიდა ლიფტთან მდგომ დაცვის თანამშრომელს, რომ საავადმყოფოში მწოლიარე ავადმყოფის ოჯახისწევრი იყო და შეეძლო ნებისმიერ დროს მოენახულებინა. გაბეზრებული მამაკაცი, ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა, რომ მიღების საათები თექვსმეტიდან თვრამეტ საათამდე გახლდათ.
- კაცი ხარ ახლა შენ?! ამხელა გზა გამოვიარე, ოთხ საათამდე აქ ხომ არ ვიჯდები?! მიუხედავად ქალის გაბზარული ხმისა და ცრემლებისა დაცვის თანამშრომელს წარბი არ შეუხრია, რიგგარეშე მნახველის შეშვება აზრადაც არ მოსვლია, ეგ კი არადა, დაძაბულმა ისე მოგვავლო თვალი იქვე მსხდომთ, თითქოს გვაფრთხილებდა მსგავსი მოთხოვნებზე თავს ნუ შეიწუხებთო.
მე და მამაკაცი კარგი ჭირისუფლებივით გვერდი-გვერდ ვისხედით. გაღიზიანებულსა და განერვიულებულს თავი კედელზე მიედო, თვალები დაეხუჭა. მძინარე გეგონებოდათ, რომ არა მისი პერიოდულად შეჭმუხნილი შუბლი. მარჯვენა ხელი მკერდზე მიიჭირა. მარცხენა რამდენიმეჯერ გაავარჯიშა, ერთიანად გაფითრდა.
- კარგად ხართ?!
- კი, კი, გაივლის ნელ-ნელა... - სუნთქვა შეკრულმა ძლივს მიპასუხა.
- ახლა ესეც თუ ცუდად გახდა! - შეშინებულმა დამხმარის დასაძახებლად მიმოვიხედე, თუმცა საბედნიეროდ განგაშის ატეხვა არ დამჭიდა, ნელ-ნელა სუნთქვაც დაურეგულირდა და სახეზე ფერიც დაუბრუნდა- გული გაწუხებთ?!- ერთი კი შემომხედა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ხელი ჩაიქნია - ექიმიც აღარ გამოვიდა.... - ავწუწუნდი ლოდინით გაბეზრებული.
სწორედ ამ დროს დაბარებულივით გამოჩნდა ექთანი.
- ელენე ახვლედიანს ვინ ახლავს? - მკაცრი ხმით მოგვავლო თვალი მიმღებში მჯდომთ.
- ჩვენ. - მკერდის ტკივილი აღარ გაახსენდა სხარტად წამოდგა მამაკაცი.
- ქალბატონის დასარეგისტრირებლად დოკუმენტებია საჭირო.
- დოკუმენტები? - ადგილზე გაშეშებულმა მამაკაცმა, ისე შემომხედა თითქოს ხსნას ჩემგან ელოდა.
- იქნებ აქ ჰქონდეს? - ახლაღა გამახსენდა მისი ხელჩანთა, რომელიც აქამდე ხელში მეჭირა - როგორ არის ქალბატონო ელენე? - ექთნისთვის არც შემიხედავს ისე დავიწყე ძებნა ჩანთაში.
მოლოდინმა გაამართლა, საფულე გავხსენი თუ არა უამრავ სავიზიტოსა და პლასტიკურ ბარათებს შორის მისი პირადობის მოწმობა და სადაზღვევო პოლისიც აღმოვაჩინე და კმაყოფილმა მივაწოდე. სულ რამდენიმე წამით ცნობისმოყვარედ დავხედე თბილისის საქალაქო სასამართლოს საშვს, ფოტოდან მოსამართლის ბორდოსფერი მანტიით შემოსილი ქალბატონი ელენე მკაცრი სახით ისე მიზერდა, თითქოს სამარცხვინო ფაქტზე გამომიჭირა, შევცბი, მოწმობა მის კუთვნილ ადგილას ჩავდევი და მყისვე ჩავაბრუნე საფულე ჩანთაში. რამ დამაბნია ვერ მივხვდი, თუმცა საკუთარ რეაქციაზე მეც კი გამეცინა.
- როგორ გითხრათ, მის მდგომარეობაში მსგავსი რამ გასაკვირი ნამდვილად არაა. - ჩემი ყურადღება ამჯერად თვალებაციმციმებულმა ექთანმა მიიპყრო.
- ვერ მიგიხვდით?! - გვერდულად გავხედე ჩემზე არანაკლებად დაბნეულ მამაკაცს.
- არ იცოდით?! თქვენი მეუღლე ორსულადაა.
ბევრჯერ მიფიქრია როგორი რეაქცია ექნებოდა, ჩემს მეუღლეს, როცა გაიგებდა რომ შვილს ველოდებოდით, თუმცა ამისთვის მეუღლის თუ არა, მინიმუმ შეყვარებულის ყოლა მაინც ხომ იყო საჭირო. რატომღაც მჯეროდა, რომ პატარას დაბადება ყოველთვის სიხარულსა და ბედნიერებასთან ასოცირდებოდა, თურმე ვცდებოდი. მამაკაცის გაფითრებულსა და გაოგნებულ სახეს სიხარულით გაბრწყინებულს ნამდვილად ვერ უწოდებდი.
- დარწმუნებული ხართ?! - ხმაჩამწყდარი ჩაეკითხა ექთანს.
- დიახ, რა თქმა უნდა, - მისი კითხვა აშკარად პირად შეურაწყოფად მიიღო გოგონამ - ექოსკოპია ოცდათორმეტი დღის ორსულობას ადასტურებს.
- ანუ რამდენი თვისაა? - ისევ ჩაეკითხა მამაკაცი.
- ოთხი კვირის და ოთხი დღის, - გაღიზიანება შეეტყო - რაიმე გენეტიკური დაავადედები ხომ არ აწუხებს, მსგავსი ჩივილები ხშირად აქვს? - კითხვები დააყარა სკამზე მჯდომს გოგონამ.
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი! - გაღიზიანება ხმაშიც შეეტყო მამაკაცს, თავში ხელები ისე ჩაერგო, თითქოს არავისი დანახვა არ სურდა და ასე ცდილობდა რეალობისგან გაქცევას.
- ანკეტაა შესავსები.- თითქოს განზრახ არ ჩუმდებოდა ექთანი.
-ამის დედაც... - გაავებული მამაკაცი გინებით წამოხტა და მიმღებიდან ისე გავარდა არცერთისთვის არ შემოუხედავს.
- ეს, ეს... - გაოცებული აფახუნებდა თვალებს - ამან ახლა ჩვენ შეგვაგინა? - სულ ცოატც და აშკარად ატირდებოდა გოგონა.
- ეგ არაფერი, რაც ამას ვიცნობ სულ ასე იგინება. - სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მართალია ნაცნობობის დიდიხნის სტაჟით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ ტყუილიც ხომ არ მითქვამს?!
- ანკეტა? - პადში მოთავსებული დოკუმენტები მაინც არ ავიწყდებოდა.
- მოდი მოვიცადოთ. დარწმუნებული ვარ ქალბატონი ელენე ოდნავ უკეთესად გახდება თუ არა, ანკეტასაც თავადვე შეგავსებინებთ.
- იმედია... - უხალისოდ ჩაიქნია ხელი.
- მისი ნახვა შემიძლია?
- კი ბატონო.
ექთნის დანახვაზე, რატომღაც აღარ გაახსენდა დაცვის თანამშრომელს მიღების საათების არსებობა და უპრობლემოდ გამატარა, მეც მეტი რა მინდოდა, უკან ავედევნე ინტენსიური თერაპიის განყოფილებისკენ დაძრულ გოგონას. ის-ის იყო პალატაში უნდა შევსულიყავი, ჩემმა მობილურმა ტელეფონმაც დარეკა.
- მოღალატევ, გაგახსენდა დაქალის არსებობა? - მისალმების ნაცვლად, პირდაპირ საყვედურზე გადავედი.
- მე სულ მახსოვხარ, - აკისკიდა თიკო - თუმცა მომშივდა კიდეც, გავალ ჩემთან და რომ დაბრუნდები დამირეკე.
- მუცლის მონავ, მოვალ მალე! - ავდუდუნდი და ტელეფონიც გავთიშე.



№1  offline წევრი Rania

Au zalian sainteresoa anaa. Darcmunebuli var saocari ragac gvelodebaa. Jer ver mivxvdi sait midis siujeti. Tumca amati gzebi aramgonia tyuilubralid gadaikvetosss. Moutmenlad veli gagrzelebass
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი დარინა

გადარეულია ეს გოგო ანუ მისგან შარში გახვევებს და ასეთ ამბებს ალბათ უნდა მივეჩვიოთ, საინტერესოა როგორ განვითარდება აწი დეას და ელენეს ურთიერთობა, რაღაცნაირად უკვე მომწონს ელენას შემოსვლა ისტორიაში, უკვე ისე საშინლად მომწონს ისტორია არანაირი პრეტენზია არ მაქვს კვირაში ერთი თავი რომ დაიდება.

 


№3 სტუმარი stumarii

Bბავშვებო იქნებ დამეხმაროთ პრეზიდენტის მრჩეველი ასე ერქვა თუ არ ვცდებიი დევს კიდე სადმე ან ავტორი აგრძელებსბწერას თუ როგორც სხვებიი აქ შუა გზაზე დაგვტოვაა

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Rania
Au zalian sainteresoa anaa. Darcmunebuli var saocari ragac gvelodebaa. Jer ver mivxvdi sait midis siujeti. Tumca amati gzebi aramgonia tyuilubralid gadaikvetosss. Moutmenlad veli gagrzelebass

ძალიან მიხარია ასეთი სიტყვები. ვნახოთ, იმედი მაქვს ელენესგან ცუდი პერსონაჟი არ გამოვა და მკითხველსაც შეაყვარებს თავს.

დარინა
გადარეულია ეს გოგო ანუ მისგან შარში გახვევებს და ასეთ ამბებს ალბათ უნდა მივეჩვიოთ, საინტერესოა როგორ განვითარდება აწი დეას და ელენეს ურთიერთობა, რაღაცნაირად უკვე მომწონს ელენას შემოსვლა ისტორიაში, უკვე ისე საშინლად მომწონს ისტორია არანაირი პრეტენზია არ მაქვს კვირაში ერთი თავი რომ დაიდება.

როგორ გამახარე არ იცი kissing_heart ცოტა ახლოს გავიცნოთ ელენე და ვნახოთ, რამდენად მოგეწონებათ. რაც შეეხება დეას, მგონი უკვე ჩანს რა "მძიმე" შემთხვევაცაა smile

stumarii
Bბავშვებო იქნებ დამეხმაროთ პრეზიდენტის მრჩეველი ასე ერქვა თუ არ ვცდებიი დევს კიდე სადმე ან ავტორი აგრძელებსბწერას თუ როგორც სხვებიი აქ შუა გზაზე დაგვტოვაა

მოგესალმებით. ეს კითხვა ფეისბუქ გვერდზე დასვით და ჯგუფში უფრო გიპასუხებენ

 


№5  offline მოდერი მარტო სახლში

ცოტა უფრო მალე თუ დადებ კარგი იქნება ძალიან მომწონს ეს ისტორია და ველი ახალ თავს <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მარტო სახლში
ცოტა უფრო მალე თუ დადებ კარგი იქნება ძალიან მომწონს ეს ისტორია და ველი ახალ თავს <3

სამწუხაროდ მალე დადება არ გამომივა და ტყუილად ვერც დაგპირდებით

 


№7  offline წევრი Maia G.

როგორც თქვენი ყველა ისტორია,ესეც არაჩვეულებრივია❤ ჩამითრია❤❤❤❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ცუცუნა
როგორც თქვენი ყველა ისტორია,ესეც არაჩვეულებრივია❤ ჩამითრია❤❤❤❤

სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუმცა ისტორიას ეხლა ვიწყებთ, იმედია იმედს არ გაგიცრუებთ kissing_heart

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

Რა საინტერესოა...

 


№10  offline წევრი ანუკიანკა

საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent