შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 7


13-03-2019, 16:52
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 398

საღამოს ათის ნახევარზე ჩავედით იზმირში. ავტობუსმა პირდაპირ მიგვიყვანა სასტუმროსთან, თვითონ კი გზა განაგრძნო. სასტუმროს მისაღები ლურჯ ფერებში მოეწყოთ, სამი დივანი და ექვსი სავარძელი იდგა, წინ პატარა მინის მაგიდებით. იქვე იდგა როიალი და უფრო ძვირადღირებული და მოჩუქურთმებული უზარმაზარი მაგიდა რვა სკამით.
ადმინისტრატორი ღიმილით შეგვეგება, ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი და ოთახის ნომერიც მოგვცა - 516. ბარგი პატარა ბიჭმა აგვატანინა და ოთახში შესვლისას ელენემ აღტაცება ვეღარ დამალა.
-ოჰო, უყურე თურქებს რა სასტუმროები ჰქონიათ - ჯერ ფანჯარასთან მივიდა, შემდეგ აბაზანაში შეყო თავი და ბოლოს სასურველი საწოლიც ამოირჩია და ზეგ გაგორდა.
ოთახი საკმაოდ დიდი იყო, ხედით ზღვაზე, მარჯვენა კედელთან ორი საწოლი იდგა, ორივეს თეთრი, ფითქინა თეთრეული ეკრა, საწოლებთან კი პატარა კომოდები იდნენ ზედ დიდი ლამფებით. ლოგინების თავზე გამოეფინათ მეჩეთებისა და ლამაზი ბუნების სურათები. საწოლების მოპირდაპირე კედელზე კი ტელევიზორი და კონდენციონერი იყო ჩამოკიდებული.
ოთახი ძალიან ნათელი იყო, დიდი ფანჯრები ამის ბუნებრივი, ხოლო ჭერში დამონტაჟებული ხუთი ნათურა ამის ხელოვნური გარანტი იყო.
ოთახში ასევე იდგა პატარა მაცივარი, მაგიდა და სარკიანი დიდი კომოდი პატარა სკამითურთ.
ელენემ სასწრაფოდ ამოალაგა ბარგი, სარკის წინ კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები გაამწკრივა, გარდერობში, რომელიც კედელში იყო ჩაშენებული ფერად-ფერადი კაბები შეკიდა. მე კი ოთახში შესვლისთანავე აბაზანაში ამოვყავი თავი, დიდი და თეთრი აბაზანა ცხელი წყლით ავასე, ცოტა ქაფის გელიც ჩავასხი (რომელიც ძლივს გავიგე რა იყო, რადგან მხოლოდ თურქული წარწერა ჰქონდა) და თავს დასვენების საშუალება მივეცი ოცდაშვიდ საათიანი ავტობუსით მგზავრობის შემდეგ.
***
-ჯანდაბა და ამოწყვეტა შენ თავს - დილით ელენეს ხმამ გამაღვიძა, მოლას ლანძღავდა დილის ექვს საათზე ლოცვის დაწყებისთვის - გავიგეთ, გავიგეთ, ალაჰ, ალაჰ, რად უნდა ამხელაზე ყვირილი - ბუტბუტებდა და ბალიშს თავზე იფარებდა - ვაიმე, ახლა მეორე აყვა, ერთი არ მეყოფოდა, ახლა მეორე კაცი გადმოდგა და დაიწყო ყვირილი, დამაძინეთ, დამაძინეთ - თქვა და მგონი მართლა ჩაეძინა, რადგან ხმა აღარ ამოუღია.
ეგზოტიკური და განსხვავებული აღმოჩნდა ჩემთვის ის ხმა, თითქოს სულიც კი გამიყინა მისმა შეძახილმა, რომელსაც არც კი ვიცი რა ქვია ისლამურ ენაზე, თუმცა ძილის დაფრთხობა სრულიადაც არ მაწყობდა სისხამ დილით, განსაკუთრებით მჯდომარედ გატარებული ოცდაშვიდი საათის შემდეგ.
მალევე მომლოცველის ხმა მიწყდა და ჩემი ძილის ანგელოზებიც დაბრუნდნენ ჩემთან.
თერთმეტ საათზე, თითქმის ერთდროულად გაგვეღვიძა მე და ელენეს. თავი მოვიწესრიგეთ, ჩავიცვით და რადგან საუზმე მომსახურებაში შედიოდა სასწრაფოდ ჩავირბინეთ ხუთი სართული (ელენეს ლიფტის ეშინოდა). ყველაზე ბოლოს შემოვუსხედით მაგიდას, თუმცა უხერხულობის შეგრძნება მთლიანად გაგვიქვრეს მომსახურე პერსონალმა. თეფშზე შემოვიდე სამი სახეობის ძეხვი, ორი ნაჭერი პური, რძეში ათქვეფილი და შემწვარი კვერცხი, ორი ნაჭერი ყველი და რა თქმა უნდა, ჩაი.
-კულინარიის ქალღმერთო - კვლავ გატენილი პირით დაიწყო ელენემ საუბარი - რა განსაკუთრებული კერძები უნდა დავაგემოვნოთ თურქეთში?
-აუცილებლად შევჭამთ ზღვის პროდუქტებს, თუკი მოლუსკები და რვაფეხები შენს გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ თევზიც შეიძლება, მე ასევე ძალიან მაინტერესებს დურუმი, ცხვრის ხორცის და ბრინჯის კერძი, ასევე მაინტერესებს მანტი და თურქული ლაჰმაჯუნი. დანარჩენი უკვე ყველასთვის ცნობილი შაურმა, შემწვარი წაბლი, თუქული ვაფლი და კიდევ ბევრი კერძი და მაიმუნობა, რაც ჩვენს თვალსა და გულს მოეწონება, ლახათ-ლუხუმი ყველა ეჭვისა და ფიქრის გარეშე.
წინ ექვსი სრული დღე გვქონდა, ამიტომ აუცილებელი იყო სიის შედგენა თუ სად და როგორ წავიდოდით, რას მოვინახულებდით და რას ვერ მოვასწრებდით.
პირველი დღის გეგმა კი ასე გამოიყურებოდა :
• აგორა სმირნი
• კადიფეკალეს ციხე-სიმაგრე
• კონაკის მოედანი
თავისუფალ დროს კი ქუჩებში ხეტიალში გავატარებდით და არც მაღაზიებს დავტოვებდით გულგრილს.
***
ჩვენი განსაკუთრებული ყურადრება კადიფეკამეს ციხე-სიმაგრემ მიიპყრო და ძირითადი სურათებიც იქ გადავიღეთ, ეს ციხე-სიმაგრე განსაკუთრებით ჰგავდა ჩვენს რაბათს, რამაც ორმაგად უფრო დაგვაინტერესა და მთელი საათი ვიბოდიალეთ მის ნანგრევებში.
ვინ იცის საუკუნეების წინათ რამდენს გაუძლო ამ კედლებმა, რამდენი ადამიანი აფარებდა თავს მის ძლევამოსილ კედლებს და რამდენი ადამიანის სისხლს ინახავს ის.
ჩვენმა პირველი დღის ხეტიალმა და მოსანახულებელმა ძეგლებმა სულ რაღაც ხუთი საათი წაიღო და ტურის ბოლოს მუცელში სიცარიელეც ვიგრძენით.
ირგვლივ რესტორანი ვერ ვნახეთ, ამიტომ ქუჩაში მდგომი ბაბუასგან ორი სიმითი ვიყიდეთ და გზას ფეხით გავუყევით.
-შენი ცხოვრების შეცდომად თვლი ლევანს? - წინ გადამიდგა ელენე და თვალი თვალში გამიყარა
-არა, რა თქმა უნდა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო, ადრე თუ გვიან რაღაც მთავრდება და ეს გრძნობაც დამთავრდა, ელენე.
-რომ დაბრუნდეს აღარ მიიღებ? -არ მეშვებოდა ყველაზე ცნობისმოყვარე არსება
-არა, ის უკვე დაბრუნდა და მე მასზე უარი ვთქვი, მითუმეტეს ჩემს ცხოვრებაში უკვე გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც მას დამავიწყებს, გული მიგრძნობს.
-ანუ ვატოს მის დასავიწყებლად იყენებ?
ლუკმა ყელში გამეჩხირა. ეს კითხვა მანამდე არასოდეს დამესვა ჩემი თავისთვის, ამიტომ პასუხისთვის დაფიქრება მჭირდებოდა, ნუთუ იმიტომ მივეჯაჭვე ვატოს, რომ ლევანის ვივიწყებდი ამით, არა, არა, არა.
-არა- უკვე ხმამაღლა და ამაყად ვთქვი - მე ვატოსთან იმიტომ ვარ, რომ მისი თვალები მომწონს, დიდი და თაფლისფერი თვალები, მისი ღიმილი მომწონს, კუთხეში ოდნავ ლოყაც, რომ ეჭუტება, მისი ხმა მომწონს, მისი სიარულის მანერა. ლევანიზე ფიქრები არამცთუ მასთან ერთად, არამედ თითქმის აღარც მარტოობისას მოდის.
***
ჩვენს სასტუმროსთან მყოფი მეჩეთი ყოველ დღე დილის ექვს საათზე იწყებდა ლოცვას, შემდეგ სამ საათში კიდევ ერთხელ შემოსძახებდა ალაჰს, კიდევ სამ საათში და ასე, უკვე ზეპირად ვიცოდით როდის უნდა დაეწყო მას შემოძახილი.
იზმირის ხედებით დამტკბარ გოგონებს უფრო მეტი მოგვინდა და მეორე დღეს სტამბოლის ბილეთები დავჯავშნეთ, გზას ექვსი საათი სჭირდებოდა, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, დილით ხუთზე გადიოდა პირველი ავტობუსი, ბოლო რეისი კი საღამოს ათზე იყო, ამ დროში კი თავისუფლად მოვასწრებდით ქალაქის ისტორიული მონაკვეთის ნახვას და იქნებ შოპინგსაც კი.
დილით კვლავ ელენეს ხმამ გამაღვიძა.
-ხომ ხარ ღირსი ახლა მე ვიყვირო ალაჰ, ალაჰთქო და დაგირღვიო ძილი, თუმცა შენ ისეთი ჩანხარ არც გძინავს ალბათ - ფანჯარასთან გადამდგარიყო და ხელების ქნევით ეჩხუბებოდა ვიღაცას - ახლა ჩვენ მივდივართ და რომ დავბრუნდებით აქ აღარ დამხვდე, დაიკარგე აქედან!
-რა დაგმართნია ახალგაზრდა, რა დღეში გაქვს ნერვები? - საწოლიდან წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე - დაანებე მაგ კაცს თავი, იყვიროს და იყოს, ეგაა მაგის მოვალეობა.
პატარა ზურგჩანთები გავიმზადეთ და მისაღებში ჩავედით, ადმინისტრაციას ჯერ კდიევ ეძინათ და ჩვენს ჩასვლაზე უეცრად ასწიეს თავები მაგიდიდან.
-Günaydın bayanlar - მოგვესალმნენ ჩვენი თურქი მეგობრები, რაზეც ანალოგიური პასუხი დავუბრუნეთ და სასტუმროდან გავედით.
ციოდა. წელზე შემორტყმული პერანგები ბეჭებზე მოვიგდეთ და გზას გავუყევით. ექვს საათში კი უკვე სტამბოლში ვიყავით.
სტამბოლი უფრო ცოცხალი ქალაქი აღმოჩნდა, არც იზმირია მიძინებული, თუმცა იქ სხვანაირად ჩქეფდა სიცოცხლე.
ტელეფონში რუკა ჩავრთეთ და პირველად აია-სოფიასკენ გავუყევით გზას.
***
გალათას კოშკი, აია-სოფია, ცისფერი მეჩეთი და უძველესი ბაზრობა ლამის სირბილში შემოვიარეთ, რადგან სავაჭრო ცენტრში გავლისთვის დრო დაგვრჩენოდა. ათობით მაღაზიის შემოვლა, ხომ ქალის სუსტი წერტილია, თუმცა ამ დროს ყველაზე მეტ სიძლიერეს იჩენს და თითქმის არც იღლება. განსაკუთრებით თუ საკმარისზე მეტი ფული აქვს.
მე და ელენემ კი გეზი პირველად ფეხსაცმელების მაღაზიებისკენ ავიღეთ. ვიყიდეთ ერთი, ორი, სამი წყვილი ფეხსაცმელი, ვიყიდეთ შარვლები, მაისურები, კაბები, მოსაცმელები, ვიყიდეთ საჩუქრებიც და ვიყიდეთ შემდეგი სეზონის ტანსაცმელიც, ვიყიდეთ ფასდაკლებული მოდელებიც და ახალი კოლექციის ცხელ-ცხელი ტანსაცმელიც. ვიყიდეთ თითო-თითო ჩანთა და სიარულისგან დაღლილები შენობაში არსებულ სავარძლებზე ჩამოვჯექით.
-ვატოსთვის მინდა რაიმე წავიღო, ხომ არაფერი იდეა მოგფიქრებია? - დაღლილმა ფეხსაცმელი ოდნავ გავიძვრე და შვებით ამოვისუნთქე
-ერთ კონკრეტულს ნუ წაუღებ. ხომ იცი როგორ სტილს იცვამს, წაუღე მაისურები, პერანგები, შარფები, სუნამოც შეიძლება, თუმცა არა, სუნამო მაინც პრეტენზიულია - ჩაფიქრდა და ამოიხვნეშა - მეც მინდა დედას რამე წავუღო, თუმცა არც კი ვიცი მნახავს თუ არა.
-ელენე, ძვირფასო, ის დედაა შენი, არცერთი დედა არ გააგდებს შვილს იმის გამო, რომ თავისუფლება აირჩია, შეიძლება გეჩხუბოს, ხმა არ გაგცეს, თუმცა მონატრებულს რომ დაგინახავს გულში ჩაგიკრავს, იქნებ სწორედ ეს გახდეს თქვენი ურთიერთგაგების მიზეზიც, ამიტომ თუკი აზრს მე მკითხავ, სჯობს დედაშენსაც წაუღო რაიმე საჩუქრები და ჩასვლის დღეს თუ არა ერთ თვეში მაინც გადასცემ, მე ამის მჯერა.
ჩემმა სიტყვებმა მხნეობა შეჰმატა და ახალი ენერგიით სავსემ დაიწყო დედისთვის საჩუქრების შეგროვება.
ზუსტად სამოცდასამი ნივთი გვქონდა ნაყიდი მე და ელენეს ერთობლივად, ესეც იმიტომ, რომ ბოლოს ძალიან დავიღალეთ და ავტობუსის გასვლის დროც ახლოვდებოდა. სამოცდასამი ნივთიდან კი თითქმის არცერთი გვიყიდია ერთსა და იმავე მაღაზიაში, ამიტომ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
ავტობუსში კვლავ მოიწყინა ელენემ.
-ნეტავ რაიმე მაინც თუ მომწერა, ან როგორ არის. მგონი მეილზე მომწერა რაღაც, თუმცა არ მინახავს, შემეშინდა.
გავამხნევე და შევპირდი, რომ როგორც კი სასტუმროში მივიდოდით მე წავიკითხავდი და თუკი უსიამოვნო წერილი დამხვდებოდა სამუდამოდ გავაქრობდი მისი ტელეფონიდან.
***
„ელენე, ჩემო ძვირფასო და გამორჩეულო შვილო. შენი დაბადების დღე ახლაც თვალწინ მიდგას, რამდენი ტკივილი გადავიტანე იმ დღით, თუმცა რამხელა ბედნიერება იყო შენთან შეხვედრა. მამაშენი სულ მეუბნებოდა თუკი გოგო გვეყოლება პრინცესასავით გავზრდიო, თუმცა ვერ მოესწრო შენს პრინცესობას, ექვსი წლის იყავი, როდესაც დაგვტოვა და მთელი პასუხისმგებლობა მე დამეკისრა. ყოველ დღეს შიშში ვატარებდი, დე, რადგან სწორი გზიდან არ გადაგეხვია. უამრავ ისტორიას ვისმენდი გოგონებზე, რომლებიც შეცდნენ, არასწორი ნაბიჯები გადადგეს და თავი დაიღუპეს, ყოველთვის ეს იყო ჩემი საქციელის მიზეზი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შეცდომები უნდა დაგეშვა, უნდა გტკენოდა, რადგან საკუთარ ტყავზე გამოცდილება უფრო ზრდის ადამიანს, ვიდრე მონათხრობი. შენგან ეს საქციელი არ გამკვირვებია, მეტიც ის უფრო მიკვირს ამდენ ხანს, რომ არ გაიქეცი, თუმცა ვიცი დაბრუნდები და შენი წერილიც ამას ამბობს. მამიდაშენი ჭკუიდან გადავიდა, პოლიციის გამოძახებაც უნდოდა, მე კი გამეღიმა, რადგან ვიცი შენ ცუდს არაფერს ჩაიდენ და კვლავ დაბრუნდები. არასდროს მითქვამს, თუმცა მამაშენს გავხარ, შენი ძმა არა, შენ გავხარ მამას, ისიც შენსავით მომთმენი იყო, თუმცა ზოგჯერ ფრთებსაც შლიდა და ყველა წესს არღვევდა. საბა კი ჩემნაირია, ყველაფრის ეშინია, ერთხელაც არ უთქვამს ელენე სადმე გაუშვიო, რადგან ეგონა შენი დაცვისთვის მას მოხვდებოდა.
კარგად გაერთე და არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან მიყვარხარ. მე მჯერა შენი და ვინც არ უნდა გაგლანძღოს, მამიდაშენი კი არა სულ რომ პრეზიდენტი იყოს, მე მხარს დაგიჭერ, რადგან კარგი შვილი აღვზარდე შენი სახით.
ვიცი ახლა თურქეთში ხარ, შენს ჯინსის ქურთუკში ვიპოვე ბილეთი. ვარდისფერი შარვლის უკანა ჯიბეში კი ფული ჩაგიდე დამატებით. თუკი ფული მოგრჩება საბას თურქული ჩაი ჩამოუტანე და ყურსასმენებიც, თუკი ძვირი არ ეღირა, რა თქმა უნდა.
გკოცნი და გელოდები. შენი დედიკო“
***
ტირილში გაატარა ელენემ მთელი დილა, ეს ბედნიერების ცრემლები იყო, დედამისის ამგვარი საქციელით ორივე სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, შარვალიც შევამოწმეთ და ასი დოლარი მართლაც ჩაედო პატარა ბარათთან ერთად. „მიყვარხარ, ელენე“.
იმ საღამოს განსაკუთრებით ვიგრძენი დედაჩემის მონატრება, რომელიც ორი თვის წასული იყო საფრანგეთში დის მოსანახულებლად. მეც გავამზადე დიდი, სასიყვარულო წერილი და ცრემლმორეულმა გავგზავნე შორეულ საფრანგეთში.
დედაჩემს სიყვარულში არ გაუმართლა. ჩემზე პატარა იყო, როდესაც პირველად შეუყვარდა. თხუთმეტი წლის ასაკში ნამდვილი სიყვარული ეწვია, როგორც თავად ამბობს. ორი წელი სამეგრელოს ქუჩებში დახეტიალობდნენ, ჩვიდმეტი წლის ასაკში კი მამაჩემის ბიძის სოფელში გაიპარნენ. ბაბუაჩემს თოფი გაუსვრია, შვილი გამითხოვდაო, ბებიაჩემი კი თმებს ბღუჯა-ბღუჯად იძრობდა შვილის ასეთი გადაწყვეტილების გამო.
მამაჩემი შეძლებული ოჯახიდან იყო, ამიტომ ორივე სასწლავლებლად გაუშვეს ქალაქში. ორ წელიწადში კი მე გავჩნდი და დედაჩემის განათლება მალევე შეწყდა. ოთხი წლის ვიყავი მამაჩემი რუსეთში, რომ წავიდა და თხუთმეტ წლამდე თვალითაც არ მენახა. ამ პერიოდში დედაჩემი მეორედ გათხოვდა და ბედნიერი ოჯახიც შექმნა. მამინაცვალმა სიყვარულით მიმიღო და ვერც კი ხვდებოდნენ მისი ღვიძლი შვილი, რომ არ ვიყავი. საკუთარი შვილი არ ყავდათ, თუმცა ამაზე არასოდეს გაუსვამს ხაზი, მისთვის მეც ისეთივე შვილი ვიყავი, როგორიც იქნებოდა სხვა. მამაჩემის ჩამოსვლის წელს კი ჩემი მამინაცვალი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ორი ფაქტი ძალიან ცუდად დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა ერთმანეთთან კავშირი ნამდვილად არ ჰქონია.
ამის შემდეგ დედაჩემი მთლიანად კარიერისტად იქცა. მივიწყებული საქმიანობა გაიხსენა და ახლა ერთ-ერთი ცნობილი მკერავია მთელს სამეგრელოში.
***
იზმირში ყოფნის მეოთხე დღე თენდებოდა, როდესაც უკვე ყველა ღირსშესანიშნაობა ნანახი გვქონდა, მუზეუმებიც შემოვლილი და ახლოს მდებარე ყველა ქუჩაც, ამიტომ გადავწყვიტეთ დრო სასტუმროში, საწოლში კოტრიალში გაგვეტარებინა, ამიტომ დღე ვატოს დავუთმე.
ქუთაისში ყოფილა ფილიალის გახსნაზე, გამომკითხა როგორ მომეწონა თურქეთი, რამ დატოვა შთაბეჭდილება და რამ იმედი გამიცრუა, რადენიმე კითხვა ელენეზეც დამისვა, ღელავდა სრულიან უცხო ადამიანთან ერთად რომ უნდა გამეტარებინა დრო ასევე უცხო ქვეყანაში, თუმცა დავამშვიდე და ვუთხარი, რომ ისეთი გოგოა მას, რომ მოეწონება.
„მართა, ერთი კითხვა გულს მიღრღნის, ვიფიქრე, სანამ ჩამოვა მოვიცდითქო, მაგრამ ვეღარ ვძლებ, ყოველ ღამით გველივით შემოსრიალდება ჩემს გონებაში და არ მასვენებს. თურქეთში წასვლა ლევანის გამო გადაწყვიტე თუ მე გამექეცი?“
ჩემი წასვლის მიზეზი ნაწილობრივ ორივე იყო, თუმცა არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა და სიმართლე ცოტათი შევალამაზე.
„საყვარელო, ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ საკუთარი თავი იყო. დასვენება მეც დავიმსახურე, თან ახლა უმუშევარი ვარ და წასვლა, რომ დამეგვიანებინა და გადამეწია საერთოს ვეღარ მოვაბამდი თავს, ამიტომ ასე სჯობდა. იმედია არ მიწყენ და გაიგებ ჩემსას.“
ვატოს ნამდვილად ესმოდა ჩემი და მამხნევებდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღებისას. ყოველთვის ცდილობს პრობლემურ საკითხს ჩემი თვალითაც შეხედოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. არც აფეთქება იცის, დინჯად დაფიქრდება, გამოიტანს დასკვნას და თუკი არ დაეთანხმები კვლავ თავიდან დაიწყებს მასზე ფიქრს.
საღამოს მოწყენილობისგან ლამის გავგიჟდით, ისევ იზმირის ქუჩებში ხეტიალი სჯობდა პენსიონრებივით სასტუმროს ოთახში ყოფნას, ამიტომ ქვემოთ ჩავედით და ჩვენი თურქის მომღიმარ ბიჭებთან მოღუშული სახით გამოვცხადდით.
-საღამომშვიდობის ქალბატონებო, როგორ ატარებთ საღამოს? - ინგლისურად აჭიკჭიკდა ერთ-ერთი ბეი.
-ძალიან მოვიწყინეთ, ვერ გვეტყვით სად შეიძლება კარგი დრო გავატაროთ? - ელენემ თითით თმის წვალება დაიწყო და ამაღლებულ მაგიდაზე გადაწვა
-რა თქმა უნდა, შეგვიძლია. ქალაქიდან ას მეტრში კუშადასის ზღვის კურორტია, ამინდებიც უკვე მშვენიერია, შეიძლება გვიანობამდე ვერ გაჩერდეთ ზღვაში, თუმცა ერთს მაინც შეცურავთ, ტაქსის მომსახურებაც გვაქვს და ორას ლირად მოივლით კურორტს, ბოლოს კი მადლობას გადამიხდით - დაიმორცხვა ალი ბეიმ, რომელიც აშკარად ეკეკლუცებოდა ელენეს და შიგადაშიგ გამომწვევად უღიმოდა.
-იქნებ ჩვენი მეგზური გახდე და ხვალ შენც გამოგვყვე კურორტზე - კვლავ ინგლისურად მიუგო ელენემ და გადმომხედა - მგონი ვიპოვე ჩემი თურქის კაცი - მითხრა ქართულად და გადაიკისკისა - აბა რას იტყვი, წამოგვყვები?
ალიმ თანხმობა გამოგვიცხადა და თავის მეგობარ მურათსაც შესთავაზა წამოსვლა ჩვენი ნებართვის შემდეგ.
-სულ გადაირიე, ელენე? - ქუჩაში გასვლის შემდეგ ვუთხარი სიცილით - რადგან დედაშენმა წამოსვლის ნება დაგრთო არამგონია თურქ სიძესაც შეეგუოს, ამიტომ დაფიქრდი - ჩავფიქრდი და სადღაც ორ წუთში სრულიად სერიოზული სახით მივუტრიალდი - ისე მშვენიერი ბიჭია ალი, საერთოდაც არ ჰგავს თურქს, ლამაზი ნაკვთები და ღიმილი აქვს, არა რა, დედაშენი შეცდა, ნინო უნდა დაერქვა შენთვის
ელენემ გვერდებში მომიღიტინა და კისკისით გავუყევით ქუჩებს, სადაც საცურაო კოსტუმი უნდა გვეყიდა შემდეგი დღისთვის.
-კიდევ კარგი წამოსვლის წინ მთლიან სხეულზე ეპილაცია გავიკეთე, თორე შევრცხვებოდი ალისთან. ნეტავ, რამდენია იმის შანსი, რომ მე და ალი ერთად ვიყოთ - საცვლების მაღაზიისკენ გაიქცა და პირველივე, ყველაზე სექსუალურ, წითელ კოსტიუმს დასტაცა ხელი - აბა რას იტყვი? - გამომცდელად შემომხედა და თვითონვე გასცა საკუთარ თავს პასუხი - არა, ეს ძალიან ზედმეტია, უფრო სადას და მოკრძალებულს ჩავიცვამ, თურქეთში მაინც სხვანაირად ხდება ყველაფერი.
ელენემ შავი, ძალიან ელეგანტური საცურაო კოსტუმი შეიძინა, მე კი მწვანე, ერთიან კოსტუმზე შევაჩერე არჩევანი.
***
დილით რვა საათიდან დაიწყო ელენემ მზადება. თმებს ხან აიწევდა, ხანაც გაიშლიდა, შემდეგ ისევ ზემოთ აიწევდა, აღარც მოლას ხმა უშლიდა ნერვებს, ახლა საკუთარი თმა აღიზიანებდა.
-თმა კი არა ნამდვილი ჩალაა, კერატინით მაინც დამესწორებინა წამოსვლის წინ, გაპუწულ თხას ვგავარ. მართა - ლოგინზე ჩამოჯდა - მირჩიე რამე, გთხოვ.
-ჩემი დიდფარფლიანი შლაპა დაიხურე, ელენე, მზე იქნება - თავიდან მოშორების მიზნით ვუთხარი და მეორე გვერდზე გადავბრუნდი, რასაც ელენეს ყვირილი მოყვა და ქება, თუ როგორი ჭკვიანი გოგო ვიყავი.
ალი და მურათი სასტუმროსთან გველოდებოდნენ. ალის მოკლე შორტი და მოკლესახელოიანი მოტკეცილი მაისური ჩაეცვა.
-ვუალაა - წამოიყვირა ელენემ და ხელი მკრა - ხედავ რა ბიჭია? -აღფრთოვანება ვერ დამალა და ბიჭებისკენ კეკლუცით წავიდა.
კურორტმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე. ოქროსფერზე ოქროსფერი ქვიშა და თვალუწვდენელი ლურჯი ზღვა. ჯერ სეზონი არ იყო, ამიტომ პლაჟზე აქა-იქ თუ მოეყარა ჯგუფ-ჯგუფებად ხალს თავი. ჩვენც გავშალეთ პლედები, გადავიძრეთ ტანსაცმელი და ზღვაში შესასვლელად მოვემზადეთ.
პირველი ალი შევიდა ზღვაში და ყვირილი დაიწყო, თუმცა თურქულად, რაზეც მურათი მიყვა და ჩვენ დაგიძახეს. ყველანი ზღვაში ვიყავით, ძალიან თბილი და სასიამოვნო ტალღები იყო, თუმცა მალე ამოვედით და პირსახოცებშიც გემრიელად გავეხვიეთ.
თავგადასავალი ძალიან ლამაზი იყო, თუმცა მზის ჩასვლისას ვატო გამახსენდა. ბიჭი, რომელმაც კვლავ დამარწმუნა, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის და არსებობენ განსაკუთრებული მამაკაცებიც.
„ვატო, ყველაზე ძვირფასო ამ ქვეყანაზე. რამდენიმე თვეში ჩემი ცხოვრება ყვავილებით მორთე. ძვირფასო, ყველაზე ტკბილო, რა მალე დამავიწყე ზამთარი და გულში გაზაფხული მოიყვანე. დიდთვალება ბიჭო, ნეტავ აქ იყო, ნეტავ შემეძლოს მხარზე თავი დაგადო და გაგიღიმო. ვატო, ყველაზე მამაკაცურო, ძალიან მინდა აქ იყო.“



№1  offline წევრი Rania

Zalian kargiaaaa. Yocagg
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი გაზაფხული

Rania
Zalian kargiaaaa. Yocagg

მადლობა <3

 


№3  offline წევრი DI ANA

მეგონა რომ ელენეს დედას გაცილებით უფრო მძაფრი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ კარგია რომ ზედმეტი პრობლემები არ შეუქმნია, მართას მშობლბის ისტორიაც ძალიან საინტერსო იყო, თუმცა ამ თავში რეცეპტები დამაკლდა.

ერთ რჩევას მოგცემ, მოთხრობას უფრო მეტი ტემპი მიეცი, უფრო ცოცხალი სიუჟეტი შექმენი....

ხვალ გელოდები ახალი თავით❤

 


№4  offline წევრი გაზაფხული

DI ANA
მეგონა რომ ელენეს დედას გაცილებით უფრო მძაფრი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ კარგია რომ ზედმეტი პრობლემები არ შეუქმნია, მართას მშობლბის ისტორიაც ძალიან საინტერსო იყო, თუმცა ამ თავში რეცეპტები დამაკლდა.

ერთ რჩევას მოგცემ, მოთხრობას უფრო მეტი ტემპი მიეცი, უფრო ცოცხალი სიუჟეტი შექმენი....

ხვალ გელოდები ახალი თავით❤

ერთი კვირა დაისვენა ვაპატიოთ მართას <3 ხვალ დაგიბრუნდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent