შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი წილი ბედნიერება 5


14-03-2019, 10:50
ავტორი ankatuna
ნანახია 1 200

კოტე შოკირებული იყო ნიკოს მონაყოლით. ახლა უკვე ესმოდა ყველაფერი. შეიძლება ყველაზე მეტად სწორედ მაშინ სჭირდებოდა ლიზის მაგრამ არ უნოდა ტვირთად დაწოლოდა. საკუტარი თავის ძმას დაუთმო როდესაც სჭირდებოდა. წამითაც არ უფიქრია რომ თავი შეეცოდებინა კოტესთვის. თავად უმკლავდებოდა საკუთარ ტკივილს. ადრე თუ ლიზის ადანაშაულებდა ახლა მხოლოდ საკუტარ თავს ამტყუნებდა. უნდა მოეძებნა, უნდა ეკითხა, რა შეიცვალა ასე უცებ, მაგრამ არა, ვერ გადააბიჯა ღირსებას. ახლა კი აღარ აინტერესებდა ეს. უთქმელად ადგა და გაიქცა, ძალიან ბევრი ირბინა, რომ სალონამდე მიესწრო.
-რატომ? რატომ არ მითხარი? - პასუხად დუმილი მიიღო. -მე არაფერი ვიცოდი, ძალიან ვწუხვარ.-ძალიან უნდოდა ყველაფერი საკუთარ თავზე აეღი რომ მისი ბრალი იყო. წუხდა ამ ყველაფრის გამო, წუხდა ნიკოს გამო, ლიზის გამო. იმაზეც წუხდა რომ მის დასანახავადაც კი ლიზი საკუტარ თავს არ აძლევდა ტირილის უფლებას, თვალები აემღვრა მაგრამ წვეთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია. ხვდებოდა როგორ სტკიოდა ლიზის, ის კი ბოლომდე მაგრად იდგა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა რა ექნა, როგორ ენუგეშებინა. მისკენ გადადგა ნაბიჯი და მის ტუჩებს დაეწაფა, ეს ალბათ საუკეთესო საშუალება იყო მისთვის გრძნობები ეჩვენებინა, რომ კტესთვის არაფერი შეცვლილა ამ წლების განმავლობაში. ლიზისაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, მხოლოდ ახლაღა ჩამოიღვარა ცრემლი მის ლოყაზე. ეს ცრემლი უბედურების ბედნიერების შეცვლის ცრემლი იყო. -ესეიგი ეს ჩვენი პირველი დღეა როგორც წყვილის. -ლიზის გაეცინა კოტეს სიტყვებზე. ისტორია თავიდან იწყება ისვ იმ ადგილიდან, ისევ კოცნით.
-ჩვენი მეორე დღეა, რეალურად. მეორე დღე შვიდი წლის შესვენების შემდეგ.
-უფრო ზუსტად 6 წლის და 11 თვის შემდეგ. -კოტემ ლიზი სახლამდე მიაცილა. აივნიდან დაინახა ნიკომ როგორ მოდიოდნენ ერთად.
-ძვირფასო, ძალიან გთხოვ თავი დაანებე ამ სახიფათო საქმეს, მეშინია.
-სანამ არ დავიჭერ დამნაშავეს ვერ მოვისვენებ, შენ ნუ გეშინია მე დაგიცავ. არცერთმა იცოდა რომ აივნიდან სავი ლანდი უყურებდა მოსიყვარულე წყვილს. არემარეს მხოლოდ ცივი მთვარის შუქი ანათებდა. მომწომნს, მომწონს. ეს ორი მუზას მიხსნის.-გაეცინა ნიკოს და კომპიუტერს მიუბრუნდა, ახლახანს მოფიქრებული ტექსტი რომ დაებეჭდა და ამბავი გაეგრძელებინა. კოტემ ისევ მიიწია ლიზისკენ გამოსამშვიდობებელი კოცნისთვის. -თქვე უსირცხვილოებო უფროსი ძმა გიყურებთ. -სიცილი აუტყდა ნიკოს მათ დანახვაზე, ის ორი კი სირცხვილისგან გაწითლდა.
-კარგი, გავიგონეთ. ნახვამდის ლიზი. –ბენდიერი გამობრუნდა კოტე, თავს ისევ იმ 20 წლის ბიჭივით გრძნობდა. ლიზიმ უცებ არბინა კიბეები, სახლში შესულს ნიკო ისევ აივანთან დახვდა.
-ნიკო არ გაცივდე მანდ.
-ოჰ არ გაცივდე, თუ დამაცადე კოცნა უნდა გეთქვა.
-კარგი რაა, ნუ ხარ საძაგელი.
-ესეეგი გადაწყვიტეთ თქვენ ორმა რომ ისევ შეყვარებულები ხართ.
-იცი ჩვენ.
-ნუ მიხსნი ლიზი, კარგი ბიჭი ჩანს. იმსახურებ ბედნიერებას. ვიცი რომ ეს წლები მე დამითმე, ახლა განთავისუფლებ ჩემგან. მინდა რომ ისევ ისეთ მხიარულს და მომღიმარს გხედავდე. -ლიზიმ თავი დაუქნია. ძმის გამო გული ეტკინა მაგრამ კოტესაც ვეღარ დაკარგავდა. -წადი დაისვენე დაღლილი იქნები. შენ ბიჭს უთხარი რომ ხვალ საღამოს მოვიდეს ჩემს სანახავად. ეზოში დაველოდები.
.......
-კომფორტულად დაჯექი.
-მადლობა კარგად ვზივარ.
-ნება მომეცი რამდენიმე კითხვა დაგისვა. მომახსენე შენი ოჯახური მდგომარეობა.
-მყავს მშობლები და უმცროსი და.
-რას საქმიანობენ შენი მშობლები?
-დედა ჩემი სკოლის დირექტორის მოადგილეა და მამაჩემი მასწავლებელი.
-შენი და?
-უნივერსიტეტში სწავლობს და თან მუშაობს.
-სიმაღლეში რამდენი ხარ?
-1.84 სმ.
-რამდენს იწონი?
-71.
-ჰობი?
-მზარეულობა.
-რაში ხარ მაგარი?
-მზარეულობაში.
-კერძო სახლში ცხოვრობ თუ ბინაში.
-კერძო სახლში.
-საყვარელი საჭმელი.
-თითქმის ყველაფერს ვჭამ.
-და რას ვერ ჭამ?
-ცხარე საჭმელს.
-რაიმე დაავადება გაქვს ან გადატანილი გაქვს?
-არა, არანაირი.
-ალერგია რაიმეზე?
-არა.
-მერეამდენე ცდაზე ჩააბარე პოლიციის აკადემიაში.
-პირველივეზე.
-ახლა ჩემი ბოლო კითხვა.
-არის ვიღაცა ვინც მოკლა პოლიციის ოფიცერის შეყვარებული, რას ფიქრობ პოლიციის ოფიცრის შურისძიებაზე?
-უკაცრავად? -ყველა კითხვას თავდაჯერებულმა და დარწმუნებით უპასუხა კოტემ მაგრამ ბოლო კითხვას არც ელოდა და დაიბნა კიდეც.
-სცენარზე გეკითხები, სცენარზე. -უთზხრა ნიკომ და ხელში ნაბეჭდი ფურცლებია მიაწოდა. წინა გვერდზე ეწერა, „მომკალი ან მიმკურნალე“. -მე ცნობილი მწერალი არ ვარ რომ ჩემი ნაწერი კრიტიკოსებმა წაიკითხონ. მე კი მჭირდება ვინმე ვინც, რჩევას მომცემს.
-წავიკითხავ, და ჩემს აზრსაც გეტყვით.
-მადლობა. მადლობა რომ ლიზის ბედნიერების საშუალება მიეცი. -ესღა უთხრა კოტეს და სადარბაზოში შეაგორა ეტლი.
.....
-საღამოს კინოში წავიდეთ, ბილეთები უკვე ვიყიდე, სევდიანი ფილმია.
-არ მიყვარს ფილმები რომელიც მატირებს.
-ხომ დამპირდი წამოვალო.
-კარგი შენ როგორც იტყვი. დაიჭირეთ ქურდი?
-ველოდებით სახლთან, როგორც კი გამოჩნდება ავიყვანთ.
-კარგი უფროსი მოვია და უნდა გავთიშო.
-კარგი, მალე გნახავ.
-რაო ბოსს ვინმეს ხვდებით. -უცებ ფაჩნდა მანქანის ფანჯარასთან ლადო.
-ღმერთო, გული გამისკდა. არა, არავისაც არ ვხვდები, უფროსი იყო.
-უფროს ეგეთი სახით არ ელაპარაკებიან.
-კარგი ხოო, არის ერთი გოგო მაგრამ იცოდე არავის უთხრა, ჯერ-ჯერობით ჩვენი საიდუმლო იყოს.
-მაგაზე არ იდარდოთ. ჩემი ზედმეტსახელი იცით? „ბოქლომი“.
-ძალიან კარგი, მიდი საქმეს მიხედე. -ლადო წავიდა და მალევე კოტეს მანქანაში გამომძიებელი დავითი ჩაჯდა.
-დავიღალე რაა, სად არის ამდენ ხანს, ავიყვანთ და საქმეც მორჩება.
-ხო საღამომდე გამოჩნდება სად წავა.
-ისე რატომ არ გვითხარი შეყვარებული რომ გყავს. -კოტე მიხვდა როგორი „ბოქლომიც“ ყოფილა ლადო. -რა გაიკვირვე, ლადომ გვითხრა. შენ კიდე არ იცი მაინც მისი ზედმეტსახელი?
-კიი, ვიცი, „ბოქლომი“
-ჰოო, ოღონდ გატეხილი. -სიცილი აუტყდა ავოთს და რაციაში ბიჭებიც აყვნენ.
-აი ისიც. -ჩაილაპარაკა კოტემ და უცებ გადავიდა მანქანიდან. შენობის კუთხიდან ბიჭმა თვალი მოჰკრა კოტეს და თავქუდმოგლეჯილი გავარდა უკან. კოტეც დაედევნა. ცოტა ხანი ირბინეს ვიწრო ქუჩებში და მერე გზა მოუჭრა კოტემ. ძირს დააგდო და კანონის ტანახმად გამოუცხადა დაპატიმრებული, რომ იყო. -დანარჩენს თქვენ მიხედეთ ბიჭებო, მე წავალ კარგი?
-წადი ძვირფასო გოგო არ ალოდინო. -ენა მოუჩლიფა ლადომ.
-შენ მერე მოგხედავ. -მუშტი მოუღერა კოტემ მაგრამ მაინც გაეცინა. საათს დახედა და სწრაფად თუ არ წავიდოდა დააგვიანებდა და ლიზის ალოდინებდა. სირბილით მივიდა დანიშნულების ადგილას და ლიზი იქ დახვდა.
-დამაგვიანდა?
-არა, დროზე მოხვედი. -ლიზიმ შუბლთან პატარა ნაკაწრი შენიშნა კოტეს. -ეს რა არის კოტე, როგორ დაგემართა?
-რა, რა არის? -შუბლზე მიიდო ხელი და სისხლის დანახვაზე ლამის გული წაუვიდა. იქვე აფთიაქში შევიდნენ და პატარა ნაკაწრი მაგრამ კოტესთვის დიდი ჭრილობა დაყმუშავა ლიზიმ და „სანტავიკიც“ დააკრა.
-ესეც ასე, შენი ჭრილობა მალე შეხორცდება.
-მაგრამ ფილმზე დავაგვიანეთ. -შეწუხებულმა გახედა ლიზის. -მაგრამა არაუშავს მეორე სეანსზე შევიდეთ.
-არ მინდა, მშია და სადმე წავიდეთ ვჭამოთ. -ამ დროს კოტეს ტელეფონი აწკრიალდა და ნათიას მესიჯი. „საჭმელს ნურაფერს გააკეთებ, დედა და მამა თანამშრომლის დაბდების დღეზე მიდიან და მე ვმუშაობ.“უცებ კოტეს იდეალური აზრი დაებადა თავში.
-ლიზი რას იტყვი, საჭმელი და ფილმიც ერთად რომ შემოგთავაზო? -ლიზიმ გაკვირვებული სახით გახედა მაგრამ ჩაეღიმა როდესაც კოტემ მასთან სახლში წასვლა შესთავაზა. უარი არ უთქვამს. და აი კოტე სამზარეულოსთან დგას და გულმოდგინედ არჩევს და რეცხავს სოკოს, ზუჩინის და პომიდორს. ასევე გულმოდგინედ დაიწყო მათი დაჭრა და ლიზის სიამოვნებდა მისი ყურება. როგორ აკურატულად და მომხიბვლელად აკეთებდა ამ ყველაფერს. ნედლი ბოსტნეულის სუნი მალე გემრიელ რაღაცად იქცა. ქვაბს თავი ახალა კოტემ, ერთი ცალი სპაგეტი ამოიღო და ძალიან მატვრულად ესროლა მაცივრის გვერდით „კაფელიან“ კედელს. სპაგეტი მიეწება.
-ეს რატომ გააკეთე?- გაოცება ვერ დამალა ლიზიმ.
-ეს ნიშნავს რომ სპაგეტი მოხარშულია.
-ვაა, შენ რა მაგარი მზარეული ყოფილხარ. -შეიფერა კოტემ კომპლიმენტი და და მალე თეფშები უგემრიელესი საჭმელით გაავსო. ცოტა მორთოც კიდე და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. დივანზე მოკალატდნენ და ფილმიც ჩართეს. -ძალია გემრიელია მართალ.
-უფრო გემრიელი იქნებოდა საშინელებას რომ არ მაყურებინებდე.
-არა ის სჯობს, ათასი ჩხუბის და განშორების სემდეგ ისევ ჰეფი ენდით რომ მთავრდება ფილმი? -კოტეზე უცნაურად იმოქმედა ლიზის სიტყვებმა, მაგრამ არ შეიმჩნია. თუმცა ლიზის ვერ გამოაპარა ეს. -რა იყო გეწყინა რამე?
-არა არაფერი. -საყვარლად მოჭმუხნა ცხვირი კოტემ.
-რა საყვარელი ხარ. -თმაზე ხელი გადაუსვა ლიზიმ კოტემ კიდევ მის შეხებაზე მთელი სხეულით უცნაური მოძრაობა გააკეთა.
-გეყოფა.
-არაა....
-რა არა?
-ნუთუ ეროგენული ზონა თავი და თმებია შენთვის? -გაეცინა ლიზის.
-გეყოფა.
-მართლა გეუბნები. ბევრ კლიენტზე შემინიშნავს რომ იღგზნებიან როდესაც თავს ვბან.
-ხო და დღეიდან არცერთ მამაკაც კლიენტს არ დაბან თავს, გაიგე?
-მაშინ, შენც ნუ მოუგრიხავ ზურგს უკან მკლავებს ქალ ეჭვმიტანილებს ხელბორკილების დადების დროს.
-მე არ გეხუმრები. მართლა არ დაბანო მათ თავი. დამპირდი. -პატარა ბავშვივით გაუწოდა ნეკი ლიზის. ლიზიმაც გაუწოდა საპასუხოდ.
-ზოგადად მაინც არ ვბან მათ თავს, ჩემი ასისტენტი აკეთებს მაგას... კარგი, მაშინ მითხარი.
-რომელია შენი ეროგენული ზონები.
-ნუ მეკითები. -ლიზიზე მეტად კოტემ დაიმორცხვა. -აქ? მკერდთან მიადო ხელი ლიზიმ. -თუ აქ?-მერე მუცელთან მიადო თითი და კოტე ემბრიონივით მოიკეცა. -აქ არის, აქ. -და მუცელზე უღიტინებდა ლიზი, თან იცინოდნენ.
-გაჩერდი გთხოვ, ცუდად გავხდები. -როგორც იქნა დაუჭირა ლიზის ხელები კოტემ. უცნაურად შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს. მცირე პაუზა და კოტემ ლიზის ტუჩებისკენ აიღო გეზი არც უფიქრია ლიზის წინაღმდეგობის გაწევა, დაჰყვა კოტეს ნებას. ხელები გაინთავისუფლა და კისერზე მოხვია, კოტე მიეძალა და დივანზე დააწვინა, ვნება უკვე თავისას შვებოდა. წელზე აუცურა კოტემ თითები და იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი ლიზის. უცებ კარზე ზარია. კოტე შეშინებული მოწყდა ლიზის ტუჩებს, გაოცებულებმა შეხედეს ერთმანეთს, ახლა ცუდად იყო საქმე.
-კოტეე... გაგვიღე კარი.
-ვაიმე, ჩემი მშობლები დაბრუნდნენ.
-დაბრუნდნე? -დაბნეულები უყურებდნენ ერთმანეთს და გამოსავლის ძეებნაშ თვალებს აცეცებდნენ. -რა ვქნა ახლა?
-უნდა დაიმალლო, სასწრაფოდ.
-რას აკეთებ კოტე ამდენ ხანს? -დედა არ წყვეტდა ძახილს.
-არაა, მანდ არ შეხვიდე ეგ ჩემი ოთახია. -ლიზი ოთახის კარებს აღებდა და უმისამართოდ დარბოდა. -არც მანდ ეგ ჩმეი მშობლების ოთახია. აქ შედი, საკუჭნაოს კარი მიანიშნა კოტემ.
-ვაიმე, ჩანთა, დივანზეა.
-უცებ გამობრუნდა კოტე და ჩანთა ესროლა შუა ოთახიდან. თეფში და ჭიქა დივანის ქვეშ შეყარა. იფიქრა მოვრჩი უკვე და გავაღებო რომ შემოსასვლელში ლიზი ტუფლებს მოკრა თვალი. დაავლო ხელი რომ დაემალა მაგრამ კარის საკეტის ხმა გაიგონა.
-კიდევ კარგი სათადარიგო გასაღებს სულ ვტოვებტ ქოთანში. ალბათ ჩაეძინა კოტეს. -კოტემ ფეხსაცმელიც დივნის ქვეშ შეყარა და თვითონ ძირს დაჯდა და საჭმლის ჭამა დაიწყო.
-უკვე დაბრუნდით? -მშვიდი სახით ჰკითხა ოთახში შესულ მამას.
-კარებს რატყომ არ გვიღებდი?
-ტელევიზორის ხმაშ ვერ გავიგონე ალბათ ზარის ხმა.
-ასე ძალიან გაოფლიანებული რატომ ხარ? კარგად ხარ? -დედამ მაშინვე შენიშნა კოტეს მდგომარეობა.
-პომიდორის სოუსი ცოტა ცხარე იყო და ალბათ მაგიტომ.
-ოჰ, წითელ განთიად უყურებ? მიყვარს ეს ფილმი. მიდი ლუდი და ჭიქა მომიტანე. -დედამ შეკვეთა მისცა მამას და დივანზე მოიკალათა ადგილი. შავ დღეში იყო კოტე, რა ექნა არ იცოდა. კიდევ კარგი ნათია არ იყო სახლში თორე აი მაშინ კი ნამდვილად ვერ გადარჩებოდა. უკვე დამთავრდა ფილმი და ახალის მოლოდინში დედ-მამა დაწოლას არც ფიქრობდა. ნეტა ლიზი რას აკეთებდა ოთახში. ფეხებს შუა ჩაუდო ჩუმად ტელეფონი და მესიჯი აკრიბა.
-მალე წავლენ დასაძინებლად, ცოტაც მოითმინე.- საკუჭნაოდან ლიზის ტელეფონის ხმა გაისმა. -თქვენთვის მესიჯია. სიტუაცისი განსამუხტად კოტემ წამოიყვირა უცებ, -თქვენთვის მესიჯია.
-რა დაგემართა ბიჭო.
-რაფერი მამა, უბრალოდ მესიჯია. -ლიზისთვის მალე საუკუნედ იქცა, საშინლად უნდოდა ტვალეტში, ცოტაც და ალბატ შარდის ბუშტი გაუსკდებოდა. როგორც იქნა ფილმი დამთავრდა და კოტემ ცოტა ამოისუნთქა.
-კარგი იყო, ახლა წავიდეთ დავწვეთ ჩემო მოხუცო თორემ დილით ვეღარ ავდგებით. -ქმარს ხელი მოხვია კოტეს დედამ. ის ის იყო უნდა შესულიყვნენ საძინებელში, რომ მიძინებული ქარიშხალი ამოვარდა. კარი ნათიამ შემოაღო.აი ახლა კი ნამდვილად მიხვდა კოტე, რომ ცუდა იყო მისი საქმე.
-ასე ადრე რატომ დაბრუნდი? დღეს ხომ ღამის სმენა ხარ?
-ადრიანად მოვრჩით და წამოვედი, თქვენ რას აკეთებთ?
-სახლში რომ მოვედით კოტე ფილმ უყურებდა და ჩვენც შემოვრჩით.
-წითელი განთიადი? ძალიან უცნაურია...... ვინ არის? -გამოიჭირა კოტე, ამ გოგოს ვერაფერს გამოაპარებდა.
-რას გულისხმობ? ვინ ვინ არის?
-გამორიცხულია რომ შენ ექშენს უყურებდე. აღიარე, ვინ არის?
-სახლში ვინმე მოიყვანე? -საუბარში დედა ჩერთო და ეჭვის თავლით მოათვალიერა სახლი.
-არა, რას ამბობთ.
-ისევ ოფლმა დაგასხა. -მამაც არ ჩამორჩა საგამოზიებო საქმის მსვლელობას.
-სად მალავ? -ნათიამ ოთახების შემოწმება დაიწყო, ჯერ კოტეს ოთახი შეაღო, მერე სააბაზანოს კარი.
-მორჩი სისულეების ლაპარაკლს.
-ეს რა არის? -კედელზე მიწებებულ სპაგეტთან დაარტყა თითი ნათიამ.
-ასე სევამოწმე იყო თუ არა მოხარშული სპაგეტი.
-ასე მხოლოდ გამოუცდელები იქცევიან, შენ კი უკვე საკმაოდ დიდი ხარ ამისთვის, ან კიდევ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა გინდოდა,
-რა სისულელეა, რა გჭირთ ხალხო.
-მაშინ ეს ვისია? -ახლა დივნიდან თმის ღერი აიღო ნათიამ. -დამნაშავე ყოველთვის ტოვებს კვალს. გამოგიჭირე.
-კოტემ სახლში გოგო მოიყვანა..გვითხარი შვილო ვინაა ეს გოგო.
-შეუღებავი თმა, ექშენი, ნაძლევს ვდებ რომ ბიჭია. -ნათაის სიტყვებმა კოტეს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. აშკარად აბრაზებდა ძმას.
-რა სისულეებს ამბობ ნათია. -ოთახში გაიარ გამოარა კოტემ და საკუჭნაოს კართან გაჩერდა.
-ესეც ასე, ვიპოვე, აქ არის ხომ. -ნათიამ კოტესკენ აიღო გეზი. კოტემ თხოვნის თვალებით შეხედა ნათიას და თავი გადააქმნია. ანიშნა რომ ამ ერთხელ მაინც დახმარებოდა. ნათიას რარ დასჭირდა ზმაზე ზეწოლა.
-ძალიან დიდი ბოდიში, მოვკვდები საპირფარეშოში რომ არ შევიდე. -ოთახიდან სახეზე ჩანთააფარებული ლიზი გამოვარდა, და პირდაპირ სააბაზანოში შევარდა. გაოცებულმა მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს. ნათიამ კიდე კმაყოფილმა ჩაიცინა. მისი ინტუიცია არასოდეს ცდებოდა. გაუნძრევლად იყვნენ და ელოდნენ ლიზის გამოსვლას. კარი ფრხილად გააღო.
-საღამო მშვიდობისა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -უხერხულად და შერცხვენილი მიესალმა კოტეს მშობლებს.
-გოგოა. -გახარებულებმა გახედეს მშობლებმა ერთმანეთს და გაეღიმათ. კოტე ლიზისკენ წავიდა.
-გაიცანით ეს ლიზია.
-სასიამოვნოა ლიზი, თქვენი გაცნობა. -ხელი გაუწოდა კოტეს მამამ.
-სასიამოვნოა. -დედამაც მმორცხვად დაუკრა თავი. ნათიას არც უფიქრია მისალმება. -უკვე გვიანია შვილო, წაიყვანე ლიზი და სხვა დროს ისევ გვესტუმრება. -დედამ ქალურად გაუგო ლიზის. კარგა ხანს იცინოდა კოტე მანქანაში.
-გეყოფა რაა, ნუ დამცინი. მიწა რომ გამსკდომოდა ის მინდოდა, რა საშინელებაა, შეყვარებულის ოჯახის გასაცნობად ყველაზე საშინელი ვარაინტი ავარჩიე.
-მაპატიე, ჩემი დის ბრალია, ძალიან უცნაური ვინმეა.
-რატო? ძალიანაც საყვარელია.
-შენ საყვარელის მნიშვნელობა არ გცოდნია.
-შენი მშობლებიც ძალიან კარგი ხალხია. იშვიათად მენატრება ჩემი მშობლები მაგრამ დღეს ძალიან შემშურდა შენი და უსაზღვროდ მომინდა რომ ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ. კოტემ ლიზისკენ წაიღო ხელი და მისი თითები მოიმწყვდია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent