შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი შოკოლადი. (1ნაწილი სრულად)


15-03-2019, 13:43
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 112

ტელევიზორში, ყველა არხზე, ერთი და იგივეს აჩვენებდნენ.
საქართველოს უშიშროების მინისტრის-ჯონი ბერაიას სახლი გაძარცვეს.
საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაბედო უშიშროების მინისტრის სახლის გაძარცვა.
ნატუკა სიცილით კვდებოდა, მაგას საკუთარი სახლის უშიშროება ვერ დაუცავს და საქართველოსას როგორ დაიცავსო.
ჯონი ბერაიას მეუღლე, თამარ შონია დედაჩემის ბავშვობის მეგობარი იყო. ოჯახებით ვმეგობრობდით და ხშირად მიწევდა მათთან სახლში სტუმრობა. ბატონი ჯონი დიდად გულზე არ მეხატებოდა იმდენად უხეში, ყალბი და ამპარტავანი პიროვნება იყო. პატარაობიდან იმდენად კარგად ვცნობდი ადამიანებს, ეს კაცი თავიდან ბოლომდე გაშიფრული მყავდა და ყველანაირად ვცდილობდი მასთან შეხვედრისგან თავის არიდებას.
ბერაიების ოჯახის ქონება მილიონებს აღწევდა, ამ ძარცვის შემდეგ კი 4-5 მილიონით ისე შემცირდა, როგორც არაფერი.
ბატონი ჯონი მინისტრობამდეც საკმაოდ მდიდარი პიროვნება გახლდათ. ჭორები დადიოდა, რომ ქონება სახარბიელო გზებით არ გაუზრდია და სულაც არ ეკუთვნოდა ეს ყველაფერი მას, მაგრამ უშიშროების მინისტრს ვინ შეეხებოდა აბა? მე პირადად, ამ ჭორების რეალურობაში ეჭვი არ მეპარება. ფიქრებიდან დედაჩემის ხმამაღალმა საუბარმა გამომიყვანა. 20 წლის განმავლობაში ასეთი განერვიულებული მას შემდეგ არ ყოფილა, რაც გამოვაცხადე, რომ ცალკე ცხოვრება მინდოდა, ბებიაჩემის სახლში.
-არა ხვდები უკვე რა ამბავია ქვეყანაში? ადამიანი საკუთარ სახლში აღარ არის დაცული. ნებისმიერ დროს შეიძლება მოგკლან ან გაგძარცვონ. ღმერთო შენ გვიშველე.- ნინო ქოთქოთებდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ჭკუიდან გადავყავდი. უკვე ვინანე სახლში, რომ არ დავრჩი.
-კარგი უშიშროების მინისტრი, რომ გვყავს მაგის ბრალია.- ჩავიფხუკუნე მე და დედაჩემის განმგმირავმა მზერამაც არ დააყოვნა. ისე მიყურებდა ვიფიქრე აქვე დამწვავს თვალებით მეთქი. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა დაინახა ნინომ ამ ოჯახში კარგი. მამაჩემ-გოგა ხვისტანსაც არ მოსწონდა ბერაიების ოჯახი, მაგრამ ნინოს ხათრით გვიწევდა აგვეტანა ისინი. ჩემი მშობლები 25 წელია ერთად არიან და მათი სიყვარული ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. ხანდახან მგონია ამაზე მეტად ვეღარ ეყვარებათ ერთმანეთი მეთქი, მაგრამ დღითიდღე მაოცებენ. რომ ვხედავ, როგორ ცდილობს მამაჩემი, რომ დედაჩემს ასიამოვნოს, გულში სითბო მეღვრება.
-ირინა! - საკმაოდ ხმამაღლა მოუვიდა დედაჩემს. -შესანიშნავი ოჯახია,შეძლებული, თბილი... ასეთი ლაპარაკი სამარცხვინოა შენი მხრიდან. კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ჩვენთვის. ჯონი ჰო იცი წამში დაიჭერს დამნაშავეებს და საკადრისად დასჯის.-ამაყად ჩაილაპარაკა ნინომ და თვალი-თვალში გამიყარა.
-ნინო, სულ არ მაინტერესებს, თავში ქვა უხლია ჯონისაც და მის ოჯახსაც.არც კარგი და არც ცუდი მათ ჩვენთვის არ გაუკეთებიათ. ჯონი კიდე ხალხის ჯიბიდან აღებული ფულით გამდიდრებული, ერთი გაბღენძილი ტიპია და ღირსიც არის, რომ გაძარცვეს.წავედი ახლა მე.- სიტყვით გამოსვლა დავასრულე. დედაჩემისთვის აღარ მომისმენია, ისე გამოვედი სახლიდან. დილიდან უკვე დაღლილი ვიყავი. ნინოსთან 5 წუთიანმა დიალოგმა ისე დამღალა თავი ამტკივდა. სასწრაფოდ ნატუკას დავურეკე და ჩვენს კაფეში დავიბარე. მე ცოტა ადრე მომიწია მისვლა. ჩემი საყვარელი ცხელი შოკოლადი შევუკვეთე და გარემო მოვათვალიერე. ზოგადად ეს კაფე იმდენად მყუდრო იყო, შემეძლო მთელი დღე ფანჯარასთან ვმჯდარიყავი და მეფიქრა. ჩემი სახლის შემდეგ, ჩემთვის მეორე საყვარელი ადგილი იყო. ნატუკამ დიდხანს არ მალოდინა და მალევე მოვიდა. თავისი საყვარელი კაპუჩინო შეუკვეთა და თვალებ აციმციმებულმა შემომხედა.
-რომ იცოდე რა მოხდა... გააფრენ. - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ტაში შემოკრა. ასე იცოდა, როცა რაღაცით აღფრთოვანებული იყო.
-რა მოხდა? - სიცილოთ ვუთხარი და ცხელი შოკოლადი მოვსვი. სიამოვნებისგან გავიტრუნე. ისე მიყვარდა ეს სასმელი, შემეძლო დღეში მინიმუმ 5 ჭიქა მაინც დამელია.
-იკაკო ჩამოვიდა. - ბედნიერმა შემომხედა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-ნატუკა ჰო იცი, როგორ ვერ ვიტან ამ დამახინჯებულ სახელებს. რა იკაკო? ირაკლი დაუძახე რააა. ჯერ ნატუკას, რომ გეძახი მაგას ძლივს შევეჩვიე. -გაბუსხულმა შევხედე და უკმაყოფილოდ თავი გადავაქნიე.
-აუ ირინა, მაგხელა წინადადებიდან მარტო ეგ გაიგე? - შემომიბღვირა ნატუკამ. ხელები გადაიჯვარედინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ლაპარაკს აღარ გააგრძელებდა.
-ჰო კარგი. - სიცილით ვუთხარი და საუბარი გავაგრძელე. - რაო მერე ირაკლიმ? მომენატრეო?
-მომენატრეო - ბედნიერმა შემომაბრწყინა თვალები და ჭინკები აუთამაშდა. -დღეს, საღამოს 8-ზე გელოდებით შენ და ირინას ჩემთან ამოდითო. თავისი ძმაკაცებიც იქნებიან.
-აუ მეზ...-სიტყვის თქმა არ დამაცადა ნატუკამ.
-უარს არ მივიღებ ირინა და მორჩა ლაპარაკი. გავიქეცი ახლა მე. უნდა მოვემზადო საღამოსთვის. -სათქმელი ერთმანეთს მიაყარა ნატუკამ, დარჩენილი კაპუჩინო დალია და სწრაფად წავიდა. მე ცოტა ხანს დარჩენა გადავწყვიტე და კიდევ ერთი ცხელი შოკოლადი შევუკვეთე. მიმტანმაც სწრაფად მომიტანა შეკვეთა და ღიმილით გაეცალა მაგიდას.
-ცხელი შოკოლადი? - საშინლად ცივი, ბოხი და ხრიწიანი ხმა მომესმა. თავი ავწიე და ღმერთო ასეთი სიმპატიური არსება ჯერ არ შემხვედრია. ჩემს ფიქრებზე გამეცინა და კითხვის ნიშნის მზერით ავხედე ბიჭს. მან სკამი გამოწია და ჩემ წინ, დაუკითხავად დაჯდა.სკამის საზურგეს მივეყუდე, ცალ ხელს ჭიქაზე ვათამაშებდი და უცნობს ვუყურებდი.
-ცხელი შოკოლადი რატომ გიყვარს? -ისევ იგივე ტემბრით მკითხა და კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო. რას ქვია რატო მიყვარს? საერთოდ რა კითხვაა? ან რატომ უნდა მინდოდეს საშინლად სიმპატიურ უცნობთან საუბარი? ვერ მოვიფიქრე რა მეთქვა. ამაზე არასდროს მიფიქრია.
-არ ვიცი. უბრალოდ.-იმდენად უინტერესო პასუხი გავეცი, წამით საკუთარი თავი შემზიზღდა.
-უბრალოდ არავის არაფერი და არავინ უყვარს.-გამომცდელად შემომხედა და სიგარეტიანი ხელი მაგიდაზე ჩამოდო. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რატომ ვიჯექი აქ და საუბარს ვაგრძელებდი. მე კარგი ჯანდაბას, მანამდეც აქ ვიჯექი, მაგრამ მას? მას რა უნდოდა ჩემს გვერდით? გამეღიმა. მე თვითონაც არ ვიცი რატომ. ჩემ წინ მჯდარმა შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მე და შენ ერთად ცხელ შოკოლადს დავლევთ, მაგრამ დღეს არა.-სერიოზული სახით შემომხედა და სკამიდან წამოდგა. წასვლას აპირებდა, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო ისევ შემოტრიალდა. - გიხდება ღიმილი. - ოდნავ გაიღიმა და მიტრიალდა.
-ბანალური დასკვნაა.- ხმამაღლა მივაძახე. არ შემოტრიალებულა, მაგრამ მივხვდი, რომ გაიგონა. ჩაეღიმა.

რვის ნახევარი იყო ნატუკამ, რომ გამომიარა და სასწრაფო წესით გამაქანა ირაკლისთან. მაღაზიასთან ნატუკას ვუთხარი წასულიყო და მე შიგნით შევედი ხელსახოცების საყიდლად. უკვე გამოსვლას ვაპირებდი, რომ დამირეკა და მითხრა წვენი ამოიყოლეო. მეც სამი ნატურალური წვენი ვიყიდე და ნატუკას სატრფოსთან ავედი. კარზე დავაკაკუნე და მალევე გავიგე ფეხის ხმა. კარი ირაკლიმ გამიღო და ყურებამდე გაიკრიჭა.
-ვა, ვაა ამაას ვის ხედავს ჩემი თვალები. -სიცილით მითხრა და გაიწია, სახლში რომ შევსულიყავი. მე გადავკოცნე და მისაღებ ოთახს მივაშურე, საიდანაც ხმაური გამოდიოდა.
ოთახში შევედი და გაოცებული თვალებით შევხედე დილის უცნობს. ისიც არანაკლებ გაოცებული იყო ჩემი ხელვით. წამში გამოვფხიზლდი, წვენი მაგიდაზე დავდე და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. უცნობი მზერას არ მაშორებდა, თავს უხერხულად არ ვგრძნობდი, პირიქით იმდენად მსიამოვნენდა არ მინდოდა თვალი მოეშორებინა. მეც მივტრიალდი და თვალებში ჩავაშტერდი, წამით არ მომიშორებია მზერა, ვუყურებდი და ისიც მიყურებდა. თითქოს მის თვალებში ვიკარგებოდი იმდენად უკიდეგანო და ღრმა იყო,იმდენად სევდიანი... ღმერთო ისეთი ლამაზი თვალები ქონდა... ამოუცნობი, ცივი... კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე ფიქრებიდან ირაკლის ხმას, რომ არ გამოვეყვანე.
-ვინც არ იცნობთ გაიცანით ქალაქის მშვენება ირინა ხვისტანი. -სიცილით კვდებოდა და ისე მაცნობდა მეგობრებს ირაკლი. -ირინა ესენი ჩემი ძმაკაცები არიან. გიორგის იცნობ მგონი, ეს ვახოა გაბუნია- თითი გაიშვირა საშუალო სიმაღლის, ქერა ბიჭისკენ, რომელიც ჩემი აზრით სულ იცინოდა, რადგან ამ ოთახში შემოსვლიდან სერიოზული სახით არ მინახავს. ბიჭი ადგა ხელი გამომიწოდა და სიცილით მითხრა სასიამოვნოაო. მეც გავუღიმე და ირაკლის შევხედე. ერთი სული მქონდა ჩემს უცნობს როდის გამაცნობდა.-ეს თორნიკე ბერიძეა,გოგოების გულთამპყრობელი.- სიცილით მანიშნა მაღალ წაბლისფერთმიან ბიჭზე. საკმაოდ სიმპატიური იყო, მაგრამ უცნობს ვერ შეედრებოდა. -ეს კი ბერდია არაბულია. ძაან დასტოინი გვყავს სასტავს.-ჩემი აწ უკვე უცნობი ნაცნობისკენ გაიშვირა ხელი და მისი განმგმირავი მზერაც დაიმსახურა. ბერდია... რა უცნაური სახელია, პატრონივით. იმდენად მომეწონა ასეთი განსხვავებული სახელი, რომ ჰქონდა სიამოვნებისგან ჩამეღიმა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ ამოვიჩემე ეს ბიჭი და რატომ მეგონა რომ საინტერესო პიროვნება იქნებოდა. მის თვალებში ჩამდგარ სიცივეს და სევდას აზარტში შევყავდი და მაინტერესებდა რამ განაპირობა ეს ყველაფერი.
-სასიამოვნოა.-ხელი გამომიწოდა. მეც გავუწოდე და ხელი ჩამოვართვი. ოდნავ მომიჭირა ხელი, ცერა თითი აათამაშა, გამიღიმა და ხელი შემიშვა.
-ჩემთვისაც.-ღიმილით ვუპასუხე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-მოკლედ გოგოებო, სანამ თქვენ მოხვიდოდით ვლაპარაკობდით და გადავწყვიტეთ არაბულთან წავიდეთ, სოფელში, 1 კვირით. ჰო წამოხვალთ? - ბედნიერად ჩაარაკრაკა სათქმელი ირაკლიმ და ნატუკას ხელი გადახვია.
-მე თანახმა ვარ. მთავარია ეს ქალბატონი დავითანხმოთ. - თავით ჩემზე ანიშნა ყველას ნატუკამ და საყვარელი კაცის მკლავებში გაიტრუნა. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის შუა რიცხვები იყო და ქალაქიდან გასვლა მინდოდა, მაინც ვყოყმანობდი არაბულითან წასვლას. საერთოდ ნატუკას გარდა არავის ვედაქალებოდი, უამრავი ნაცნობი მყავდა, მაგრამ მეგობარი 2-3 კაცი მხოლოდ. ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი, მაგრამ მაინც ვერიდებოდი სხვებთან ურთიერთობას. ყოველთვის ასე ვიყავი. არ მინდოდა ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და მაქსიმალურად ვცდილობდი ხალხმრავალი ადგილებისთვის თავი ამერიდებინა. მყავდა, რამდენიმე მეგობარი ადრე,მაგრამ როგორ უცბადაც გამოჩნდნენ ისე უცბად გაქრნენ.
-რომელ სოფელში?-მეც არ ვიცი რატომ ვიკითხე ან რატომ დავინტერესდი საერთოდ.
-მუცოში.-მიპასუხა ბერდიამ და გამომცდელად შემომხედა. ღმერთო, როგორ მიყვარს მთა,ლამაზი ბუნება. მიუხედავად დამაკმაყოფილებელი პასუხისა მაინც ვყოყმანობდი წასვლას.
-არ ვიცი, არამგონია წამოვიდე. მოვიფიქრებ.-მხრები ავიჩეჩე, ალუბლის წვენი ჭიქაში დავისხი და კომფორტულად მოვთავსდი სავარძლეში. ღამის თერთმეტ საათამდე ბევრი ვილაპარაკეთ. ძველ ამბებს ვიხსენებდით და ვკვდებოდით სიცილით. ჩემი და არაბულის მზერა რამდენჯერმე გადააწყდა ერთმანეთს. ცოტა ხანს ვაკვირდებოდით ერთმანეთს და თვალს ვარიდებდით. თერთმეტი საათი იყო, რომ წამოვდექი და გამოვაცხადე სახლში მივდივარ თქო. ნატუკა ირაკლისთან რჩებოდა და ვიცოდი მარტო უნდა წავსულიყავი.
-მოიცა გვიანია უკვე,დარჩი აქ. -შემომთავაზა ირაკლიმ, მაგრამ ბუდეში ჰო არ შევუვარდებოდი გვრიტებს, თანაც სხვის სახლში დარჩენა დიდად არ მიყვარდა.
-არა, სახლში მირჩევნია. თან პატარა ბავშვი ჰო არ ვარ ირაკლი. მოვახერხებ, როგორმე მშვიდობით მისვლას სახლში. -ყველას დავემშვიდობე და სახლის გზას ფეხით დავადექი. უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და შევტრიალდი. ბერდია მომყვებოდა უკან. მომიახლოვდა. მიყურა, მიყურა და გამომიცხადა.
-წამოდი, გაგიყვან. -მითხრა და თავით მანქაბისკენ მანიშნა.
-ფეხით მინდა გავლა, ღამით სეირნობა მიყვარს. -გულწრფელად ვუპასუხე და გავუღიმე.
-მანქანით არ გიყვარს? -მკითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ღამით თბილისის ქუჩებში სეირნობა ძალიან მიყვარდა. მამაჩემს საათობით დავატარებდი ხოლმე მანქანით ერთი უბნიდან მეორეში. ახლაც მანქანით ბერდიასთან ერთად სეირნობამ საშინლად მომხიბლა.
-კი, მიყვარს. -თავით მანიშნა გამომყევიო. მანქანის კარი გამიღო და ჩავჯექი. მანქანებში ვერ ვერკვევი, მაგრამ საკმაოდ კარგი მანქანა იყო, ალბათ ძალიან ძვირი ღირდა. თვითონაც მიუჯდა საჭეს, ღვედი გადაიჭირა და მანქანა დაძრა. რატომღაც საუბრის დაწყება მე მომინდა.
-მეგობრებთან ბევრად სხვანაირი ხარ, ვიდრე იმ დღეს კაფეში. -გამომცდელად შევხედე. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა.
-სხვანაირი როგორი? -ჩემთვის არ შემოუხედავს ისე მკითხა.
-ლაღი. -არ ვიცოდი გამერისკა თუ არა და მეთქვა ის რასაც ვფიქრობდი.გავრისკე. -მაგრამ მეგობრებში ბედნიერად მყოფსაც გეტყობოდა თვალებში სევდა. -რეტდასხმულმა შემომხედა. არ ელოდა ასე პირდაპირ, თუ ვეტყოდი.
-ყველა ბედნიერად არ ცხოვრობს.-ცივად მითხრა და რუსთაველისკენ აუხვია. საჭეს ისე ატრიალებდა თავისი გრძელი თითებით სერიოზულად დავჰიპნოზდი. მერე შემომხედა, მიხვდა მის თითებს, რომ ვაკვირდებოდი და გაეღიმა.ასეთი ლამაზი და გრძელი თითები არსად მინახავს. გონს მოვეგე და საუბარი გავაგრძლე.
-ყველას აქვს საკუთარი სევდა. მთავარია ეს სევდა სადმე სხვაგან ჩაკლა და გულში არ ჩაიტოვო. -სევდანარევი ღიმილით ვუთხარი და ქუჩას გავხედე. რა ლამაზია ღამის თბილისი. სუფთა.თითქოს ყველანაირი სიბინძურისგან არის დაცლილი.
-შენ რაში კლავ შენს სევდას? -ინტერესით მკითხა და სახეზე დამაკვირდა.
-მე ვწერ. -კითხვისნიშნის მზერით შემომხედა და საუბარი გავაგრძელე. -ჩანახატებს და ლექსებს ვწერ. მერე ჩემი გვერდი მაქვს გახსნილი და იქ ვტვირთავ ხოლმე. იცი რამდენი მკითხველი მყავს? -თვალები ამიციმციმდა ჩემი მკითხველების გახსენებისას.
-რატო გიყვარს წერა? -ღმერთო ისე ლამაზად მიღიმოდა ცოტაც და გავითიშებოდი. ფანჯარა ჩამოვწიე და ფილტვები ჰაერით ავივსე. ცოტა გამოვფხიზლდი და ვუპასუხე.
-როცა ვწერ ხოლმე იმას, რასაც სხვებს ვერ ვეუბნები და ვერ ვუხსნი, ჩემს განცდებს, ამ ნაწერებში ვდებ. თან ჩემი მკითხველები მყავს და იცი რა სასიამოვნოა როცა ვიღაც ელოდება, როდის დაწერ რამეს. უბრალოდ ვგრძნობ, არსებობს ვიღაც,
ვინც მელოდება, დაუთქმელ დროს, დაუთქმელ ადგილას
და მე მხოლოდ ასე შემიძლია მივიდე მასთან,
ვისაც იმაზე მეტად სჭირდება ამ ლექსის წაკითხვა,
ვიდრე მე მისი დაწერა.ხვდები?
დიდხანს მიყურა, მერე მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. სავარძელში გასწორდა და შემომხედა.
-არსებობს რაღაცები რასაც უბრალოდ ლექსში, სასმელში ან მუსიკაში ვერ ჩაკლავ გესმის? არსებობს რაღაც პრობლემები, რომელსაც იცი ვერ მოაგვარებ და საკუთარი უსუსურობა გულს გირევს. პირობითია ყველა ფიქრი და განცდა,
როცა გადაუჭრელი პრობლემა გჭრის ყელს. -ნაღვლიანად ამოილაპარაკა, მანქანა დაქოქა და გზა გავაგრძელეთ. ხმა აღარ ამოგვიღია. მე მის ნათქვამზე ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი რა აწუხებდა, რა სტკიოდა. იმდენად მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო და მის ბედნიერებაში წვლილი მე შემეტანა, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. მერე სახლის მისამართი ვუთხარი. 15 წუთში უკვე ჩემს კორპუსთან ვიყავით. მანქანა გააჩერა და ძრავი გამორთო. არ გავნძრეულვარ. ჩემი ხელი ისე უეცრად აიღო, შევკრთი. ბერდიას გაეღიმა. ხელის გულზე მაკოცა. თან ტუჩები იმდენ ხანს ქონდა მოწებებული ჩემს ხელზე, რომ ცოტაც და გული წამივიდოდა. ბუსუსებმა დამაყარე. ასეთი სასიამოვნო შეგრძნება არასდროს მქონია. მინდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ მალევე დააბრუნა ჩემი ხელი თავის ადგილას და გამიღიმა. წასვლის დრო იყო. კარის სახელურს მოვეჭიდე, უკვე გადასვლას ვაპირებდი, რომ დამიძახა.
-ირინა.- მეც გავჩერდი და მისკენ შევტრიალდი. -სოფელში წამოდი რა,გამიხარდება.- მე უბრალოდ გავუღიმე და მანქანიდან გადავედი. მერე, სანამ კარს მივხურავდი დავიხარე და ვუთხარი.
-ძილინებისა და მადლობა დღევანდელი დღისთვის.-კარი მივხურე და უაზროდ ბედნიერი ავედი სახლში. მივხვდი, რომ უკვე სერიოზულად დარხეული მქონდა და ბერდიასთან ურთიერთობით ან ხრამში გადავიჩეხებოდი ან მწვერვალზე ავიდოდი.


----------------
მოგესალმებით მეგობრებო.
წინასწარ გაფრთხილებთ,რომ ისტორია შეიცავს სხვადასხვა მწერლების ჩანახატებიდან ციტატებს და სიმღერების ამონარიდებს. იმედია მოგეწონებათ. ველი შეფასებებს. პირველ ნაწილში გამოყენებულია ციტატები ლაშა მარგიანის ჩანახატიდან.



№1  offline წევრი izabella

ძალიან მომწონს, იმედია ახალი თავი მალე იქნება.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგია❤️ მალე დადე შემდეგი თავი ,ეცადე ბევრი ამონარიდი არ იყოს სიმღერებიდან :დდ წარმატებები ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო თეო

ძალიან მაგარია.????????

 


№4  offline წევრი Rania

Ratom mgonia rom berdias ragac akavshirebs zarcvastan? Zalian kargiaaa. Yochagg. Imedia ar daagvianebb
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent