შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #10 (+18)


15-03-2019, 22:23
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 107

ელიზაბეტი*:

ჩემი თანაცხოვრება რაფაელთან ერთად იმდენად უაზრობის პიკი იყო, ცხოვრებაც აღარ მინდოდა.შესაძლოა რაიმე გარკვეული ‘მუღამი’ მამოძრავებდა, რაც დამიანესთან ურთიერთობას გულისხმობდა. მაგრამ რეალურად ამითაც დაღლილი ვიყავი.
-ყარხარ! სააბაზანოში შედი!
მივახალე რაფაელს, როგორცვე სახლის ზღურბლს გადმოსცდა. კაცის სასმლისგან აქოთებული სუნი მგუდავდა. მეზიზღებოდა!
-პრეტენზიული ხარ ელ…
- შენ გალეშილი. შედი დროზე.
-ხომ არ შემომიერთდები?
წარბები ამიწია და ბარბაცით სააბაზანოს კარები გამოხსნა.
-ვერ ეღირსები!
-მაგ საუბრით უფრო რომ მანდომებ შენ თავს ხომ იცი.
ღრმად ამოვისუნთქე და კედელს მივეყრდენი. როგორ მინდოდა ამ ყველაფრიდან გაქცევა. ქვეყნიდან გაქცევა! ნამდვილად კარგი იდეაა.
ერთი პატარა ზურგჩანთა და კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი სრულიად საკმარისი იქნებოდა.
სანამ გონებაში ჩემი აქედან გაქცევის გეგმას ვაწყობდი, რაფაელის ბოხმა ხმამ ჩემი ფანტაზია ნაწილებად გამიშალა.
-იცი ასე ძალიან რატომ დავთვერი?
-არვიცი. შენ როცა სვავ, სულ ასეთი ხარ.
მხრები ავიჩეჩე და რაც შემეძლო ნორმალური ტონით ვუპასუხე.
-ანას და შენს შემდეგ, დალევის მიზეზი მიასმაგდება.
ამოიბურტყუნა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. იმედი მქონდა, პირდაპირ სარეცხ მანქანაში შეუძახებდა და მე არ მომაჩეჩებდა ხელებში.
-იქნებ აცადო მაგ გოგოს იმ ქვეყნად მშვიდად ყოფნა!
-როგორ ლაპარაკობ! ჩაიგდე ენა!
ისე დაიღრიალა, მგონი მთელი სახლი შეზანზარდა. უკვე შეჩვეული ვიყავი. პატარა გოგოსავით ჩაფსმას შიშისგან არ ვაპირებდი. მასთან საკმაო იმუნიტეტი გამოვიმუშავე.
-ბევრ რამეს ერთიანად ეპოტინები, რაფაელ. სულ ამის თქმა მინდა.
-მაინც რას, ელიზაბეტ?
-ანას, შენს დას.. არ მოეწონებოდა ასეთი რომ ენახე.
ვეცადე მასში რაიმე ადამიანური გამეღვიძებინა. რაიმე, რაც შურისძიების გარდა სხვასაც მოიაზრებდა.
-იმ.. იმ ვირთხის სიკვდილის შემდეგ ანაც დაისვენებს იმ ქვეყნად და მეც.
-მე რაღატო მრევ, ვერ ვხვდები.
-უკან დახევა უკვე გვიანია. აღარ მინდა ამაზე საუბარი, უკვე მაბრაზებ. და ორივემ ვიცით როდესაც ვბრაზდებით, ამას რაც მოყვება ხოლმე.
-როგორც შენ იტყვი.
ვეცადე ესეც, შედარებით ნორმალური ტონით გამომსვლოდა, მაგრამ ნაკლებად გამომივიდა.
-ნახევარ საათში გამოვალ, მზად დამხვდი.
აბაზანის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.
ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა, არ მინდოდა ბრაზი ჩემზე ეყარა. არ მინდოდა საკუთარ სხეულთან მომეშვა. მაგრამ წასასვლელიც არსად გამაჩნდა. ვფიქრობდი დრო იყო, მუშაობა დამეწყო და აქედან სამუდამოდ წასვლაზე მართლაც მეფიქრა.
გარეთ გავედი, რომ როგორმე ნახევარი საათი სუფთა ჰაერზე გამეტარებინა. დავრჩებოდი, გარეთ დავიძინებდი, მაგრამ სავარაუდოდ გავიყინებოდი. გაჩერებაზე მივედი და ჩამოვჯექი. როგორი სიწყნარე იყო.ვგრძნობდი, შუაღამეს სიწყნარეს მხოლოდ ჩემი აფორიაქებული სუნთქვა როგორ ამღვრევდა. ჩანთაში ქექვა დავიწყე, მოვწევდი მაინც, ოდნავ დამამშვიდებდა ნიკოტინი. ‘ლომკისგან’ და ყველაფრისგან ერთიანად გართულს, ნაცნობი ხმა მომესმა.
- რამე დაგეკარგა?
დამიანე.. ეს ბიჭი ანგელოზივით რატომ დამაჯდა მხარზე ღმერთო! ასე არ შეიძლება! ახლა მითუმეთეს, ნამდვილად არ ვიყავი მის ხასიათზე. დავაიგნორე, ვიფიქრე პასუხს რომ არ მიიღებდა გზას გააგრძელებდა მაგრამ შევცდი. მით უმეტეს, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, თავს უხერხულად ვგრძნობდი. პატარა ისტერიჩკასავით გამომივიდა ეჭვიანობის სცენები…
-ნატალია, პატარა ბავშვივით ნუ მაიგნორებ ამხელა კაცს!
“რამხელას, დამიანე?”
პასუხი გასცა ჩემმა ქვეცნობიერმა.
თვალები ავატრიალე.
-არ გაიგნორებ, მგონი სახლის გასაღები დავკარგე.
არვიცი, რატომ ვიცრუე. ვიცოდი, მისთვის რომ სიგარეტი მეთხოვა, ჩხუბს დამიწყებდა. სერიოზული არაფერი, რა თქმა უნდა. მაგრამ დღეისთვის ერთი კაცის საყვედურებიც საკარისი იყო.
-ამიტომაც იქექები შუა ქუჩაში?
რატომ არ მეშვება, ღმერთო?! მივხვდი, რომ მართლაც უაზროდ ვიქექებოდი, უფრო სწორად კი არ ვიქექებოდი, ჩვეულად თითებს ვაწვალებდი ჩანთაში.
-არ იფიქრო რომ შენს დასანახად დავდივარ, აქვე ვცხოვრობ.
ჩანთას მოვეშვი და სახე გავასწორე. ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა. საკუთარი გაფუჭებული ნერვები სხვაზე არ უნდა მომეხვია, როგორც ამას რაფაელი აკეთებდა.
-იპოვე?
თავი დავუქნიე და გზას გავხედე.ერთ ადგილას პარალიზებული ვიდექი და არ შემეძლო, უბრალოდ თავის გატრიალებაც კი. გონებაში ვცდილობდი რაიმე მომეძებნა რაც ფიქრის საშვალებას მომცემდა და დამიანესგან გამოწვეულ ‘დისკომფორტს’ გადაფარავდა.
ვიგრძენი მხრებზე ხელები როგორ მომკიდა და მსუბუქად შემაჯანჯღარა. ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. ყველაფერთან ერთად, რურუა საშიში ნამდვილად არ იყო.
-ერთ დღეს ჩემთან ყოფნა გინდა, მეორე დღეს კი არაფრად მაგდებ. ამიხსნი ამ საქციელს?!
მართალიხარ, დიადო დამიანე! მართალი. საერთოდ არ უნდა გაგეცანი. ახლა შენი ცხოვრება ჩათვალე, დაწყევლილია.
- შენ რა..გრძნობები გაქვს?
- ნატალია!
უკვე აღარ მომწონს ეს სახელი.. ჯანდაბა ელიზაბეტ. რათქმაუნდა, ამით დადებითი პასუხი მივიღე ჩემს კითხვაზე.
“ გამეცალე დამიან, გთხოვ. გემუდარები, წადი ჩემგან.”
საკუთარ გონებაში საუბრით ვერაფერს ვაწყობდი. ვიცოდი უკვე საკუთარი თავიც ზედმეტად ღრმად მქონდა როლზე მორგებული. რაფაელის მიერ წამოწყებული თამაში კი, რეალობაში გადამეზარდა.
-რა? დამიანე.
არვიცი,რატომ. საშინლად მსიამოვნებდა ჩემი ხმის იოგებიდან წარმოთქმული მისი სახელის ძახილი.
-ყოველთვის ასეთი უნდა იყო?!
“ალბათ ოდესმე გაიცნობ ელიზაბეტს, თუ გაქაჩე..”
-არვიცი, ვნახოთ…
როგორ მინდოდა მხრებიდან ხელი გაეშვა. თავისუფლად სუნთქვის საშვალება მომცემოდა.
-არ იცი, ვნახოთ?! შენ სულ გააფრინე გოგო?
კარგი. ამ საკითხში მართლაც ყველა კაცი ერთნაირია. არ შეუძლიათ, სიბრაზისას ტონალობოს კონტროლი. სანახევროდ მოვშორდი. მის სიახლოვეს ვეღარ ვუძლებდი, ასე მეგონა მკლავებში ჩავეკეცებოდი და მოთქმას დავიწყებდი. ლამპიონს რამდენიმე წამით თვალი გავუსწორე და ჩემში გაჩხერილი დიდი ბურთი მუცელში როგორღაც გადავუშვი.
-მოიცა..რა ფერის თვალები გაქვს?..
ჩემსკენ გამოიწია. რა?! ჯანდაბა. “ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი შენი ნახვა, დამიანე. ამიტომაც საჭირო არ ჩავთვალე იმ ლურჯი შუშის თვალებში ჩათხრა, რომელიც ასე ძალიან გიზიდავს!”
უკვე საკუთარ თავზე ვბრაზობდი. თავი სწრაფად დავხარე და შედარებით მსუბუქად გავხედე. კიდევ კარგი, ღამე იყო.
-ხო, განათებაზე სხვა ფერი ჩანს ხოლმე.
-სახლში არ მიდიხარ?
-მივდივარ.
-რავი, რაღაც ორ მეტრ კვადრატულს არტყავ წრეებს და უხილავი სახლი თუ გქონდა, არ მეგონა.
დამცინავად გამოუვიდა, თუმცა იფიქრა რომ ვერ შევამჩნევდი. უკვე საკმაოდ მყავდაშესწავლილი რურუა.. საბოლოოდ დავნებდი. ‘სახლის’ ხსენებაზე და იმის გააზრებაზე, თუ რამდენად უბედური ცხოვრება მქონდა. იქვე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ადუღებული, მოხარშული ცრემლები ვგრძნობდი ლოყებს როგორ მიწვავდა. ერთიანად ვდუღდი. ვხვდებოდი, ჩემს გარემოცვაშო დამიანე, რომ არა მისი საქმიანობა ყველაზე ადამიანური პიროვნება იყო. ეს უფრო დამიდასტურა, როცა ვიგრძენი მხარზე როგორ მომხვია ხელი და მანუგეშა. ვიგრძენი როგორ შევწყვიტე ტირილი. მაშინვე რაფაელის სიტყვები გამახსენდა: “კაცებს არ გვაინტერესებს ქალების პრობლემები.”
რამდენიმე წამით სულ გადამავიწყდა ის რომ ვიყინებოდი, ისიც რომ ვტიროდი და ისიც, რომ სახლში მისულს რაფაელი კბილებ გალესილი დამხვდებოდა. რეალობას როგორცვე გავუბრუნდი ერთიანად გამაჟრიალა. ალბათ თავ-ბედს დავიწყევლიდი ამ ოქროს ბიჭს ჩემთვის გასეირნება რომ არ შემოეთავაზებინა.
სიმართლე რომ ვთქვა, სულაც არ მაინტერესებდა სად წავიდოდით. ვგრძნობდი მის გვერდით დაცული ვიყავი. ბანალურად რომ ვთქვა, მასთან ერთად ახლა სამყაროს დასალიერშიც სიამოვნებით წავიდოდი.
რაც არ უნდა რეალური ყოფიკიყო ჩვენი მომენტი, სიფრთხილე მაინც მმართებდა. წასვლაზე დავთანმხდი მაგრამ მანამდე სახლში უნდა შემეარა, რაიმე თბილი ჩამეცვა და ლინზები განეკეთებინა. ერთი სიტყვით, იმად უნდა ვქცეულიყავი, რაც დამიანეს გულს უჩქარებდა.
სწრაფად ჩამოვშორდი, ასევე სწრაფად ავირბინე კიბეები და კარი შევაღე.
-სად იყავი?
-მაღაზიაში.
ვიცრუე და ისე შევვარდი ოთახში რომ მისთვის არც შემიხედავს. მაგრამ თუ არ ვცდებოდი, სრულიად შიშველი იწვა სავარძელზე.ერთიანად მომაწვა გულის რევის შეგრძნება. ტყავის ქურთუკი მოვიცვი და თბილი ფეხსაცმელი ამოვიცვი.
ვეცადე,ასევე შეუმჩნევლად ამევლო მისთვის გვერდი და გავსულიყავი, მაგრამ ამაოდ.
- სი-სუ-ლე-ლე.- დამიმარცვლა. მისმა ხმის ტონმა მაიძულა თვალი გამესწორებინა. არც ვცდებოდი სრულიად შიშველი, ახლა მჯდომიარე პოზიციაში შემომყურებდა. მის შემხედვარე მინდოდა, რაც კი ტანსაცმელი მქონდა, ყველაფერი ზედ გადამეცვა.
-რაგინდა, რაფაელ?
-შენ, ელიზაბეტ.
თითქოს, ფეხზე ადგომა დააპირაო. მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
-ამისთვის არ მცალია.
ზურგი შევაქციე და კარისკენ გავიწიე. წამებში ვიგრძენი მისი მტევანი ჩემს მკლავზე.
-სად მიიჩქარი, პატარა ქალბატონო?!
-დამიანესთან.
-რა?!
თვალები თითქოს ჩაუსისხლიანდა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა. სავარაუდოდ, ახლა მაგრად დაიღრიალებდა.
-ასე ხო?! რა აქვს მაგ ბიჭს ასეთი?
-არაფერი არ აქვს. ორივეს გაბიათ ეგ თქვენი ღირსება.
თვალები ავატრიალე და მისი მარწუხებიდან თავი დავიხსენი.
-მასთან საჭიროზე მეტ დროს ატარებ.
-არ მოგწონს რასაც ვაკეთებ?! მაშინ მიდი, შენ მოირგე ნატალიას როლი, შენ აუბი მხარი და თუ საჭირო გახდება იქნებ ის ერთადერთი ხვრელი შესთავაზო, რაც უკანალზე გაგაჩნია!
ხმას ისე ავუწიე, ვერც გავიაზრე. ერთიანად ავდუღდი. ვერ მივხვდი, ამით საკუთარი თავი დავაკნინე, დამიანე თუ რაფაელი. ალბათ ყველა სხვადაახვანაირად გაიგებდა.
-არსად არ წახვალ.- კბილებში, ხმადაბლა გამოსცრა და თვალები დამიჭყიტა. ჩამეცინა, თავი გავაქნიე. რამდენად თავდაჯერწბული იყო. იმდენად სწრაფად გამოვტრიალდი და კიბეები ჩავიარე, თვითონაც ვერ მოვედი გონს. შეშლილი ნამდვილად იყო რაფაელი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი თუნდაც ღამით, სრულიად შიშველი ყველას დასანახად არ გამოვიდოდა.
გული ყველაფრისგან ერთიანად ჩქარებული მქონდა. კარგი ელიზაბეტ, იფიქრე. საკუთარი ტრ*კის გადარჩენაზე იფიქრე!
არ მაინტერესებდა, დამიანესთან უფრო მეტად დაახლოება მას გაანადურებდა თუ არა. მაგრამ ამ ღამეს საკუთარი თავი რაფოს მკლავებიდან უნდა მეხსნა.ვხვდებოდი, დამიანესთან რაც უფრო მეტი დროის გატარება მიწევდა, მე უფრო ვეჩვეოდი მას, ვიდრე ის მე. ამიტომაც ვცადე მასთან რამდენიმე დღიანი დისტანციის დაჭერა, და ალბათ ამ ღამის შემდეგავ ასე გავაგრძელებდი. ოღონდ რათქმაუნდა ეს რაფაელს არ ეცოდინებოდა. თორემ კიდევ ერთი მიზეზი დაემატებოდა რომ სიყვარულით კარგად ვეხმარე.
შორიდან დავლანდე, ბარდიულზე როგორ წამომჯდარიყო დამიანე რურუა და ხელში სანთებელას ათამაშებდა. დამინახა თუ არა, შეინახა და ფეხზე წამოდგა.
-მანქანა კორპუსთან მაქვს გაჩერებული.
-და სად.. მივდივართ?
-ნახავ, ზუსტად ვიცი მოგეწონება.
“ზუსტად არაფერი იცით კაცებმა, დამიან.”
-ანუ გენდო?
-როგორც გინდა.
მხრები აიჩეჩა და ჯელტმენივით მანქანის კარი გამიღო. უნდა ვაღიარო, ეს მის გარდა ჩემთვის არცერთ მამაკაცს არ გაუკეთებია. ალბათ ზუსტად ასეთი პატარა, თავაზიანი მომენტები ქმნიდნენ ცხოვრების ბედნიერ წუთებს. ესეც დიდი სიცრუე იყო, რადღან ჩემი ცხოვრება ბედნიერებისგან სრულიად შორს იყო ამჟამად.
ფიქრებში გართულს მისი ბაგეები ჩემსაზე ვიგრძენი. დავდნი, გადავეშვი უფრო დიდ ფანტაზიებში და მომავლის უაზრო ძიებაში, რომელიც არ არსებობდა. ამ ფიქრებს, მისი ენა უფრო და უფრო მიღვივებდა და მარტივად მიჩენდა სურვილს მისთვის ხელი დამევლო, ზედ შემოვჯდომოდი და ორივეს ჟინი კარგად დამეკმაყოფილებინა.
რომ მომშორდა, უსიამოვნებისგან ხმადაბლა ამოვიკრუტუნე და თვალები გავახილე. “ ეს რა ჯანდაბა იყო ელიზაბეტ?!”
მანქანაში ხმა არცერთს ამოგვიღია. როდესაც ძრავა გაჩერდა, მხოლოდ მაშინღა მოვედი აზრზე რომ გაურკვეველ ადგილას ვიყავი, ჩვენს წინ კი უსიამოვნო სახით, ნიკუშა იდგა. გაბრუებული ვიყავი, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, ან აქ რარომ მომიყვანა დამიანემ.
-დალევ?
მკითხა რურუამ. წარმოდგენა არ მქონდა რას აპირებდნენ, მაგრამ ყველაფერზე თანახმა ვიყავი. თავი დავუქნიე და ნიკუშამაც ლუდით სავსე ჭიქა გადმომაწოდა. ალკოჰოლი ნამდვილად ის იყო, რაც ახლა მჭირდებოდა.
-ანუ ასე, ნიკუშას ჯამბაზობას სთხოვ და ისიც პატარა ბავშვივით გამამხიარულებს?
ჩამეცინა და ოდნავ მოვწრუპე.
-ჯამბაზზე უკეთესია ამ საქმეში.- თვალი ჩამიკრა და ნიკუშას რაღაც ანიშნა. რა ჯანდაბა ხდებოდა?!
თვალები გამიფართოვდა. ვერ ვხვდებოდი რატომ ეჭირა აბესაძეს ხელში ცივი მეტალის, შავი, პატარა ცეცხლსასროლი. ადრენალინმა ერთიანად დამიარა სხეულში. ალბათ ეს, რამდენიმე წუთით ადრე, მთაწმინდაზე რომ მენახა, დაუფიქრწბლად ვთხოვდი რომ ჩემთვის ესროლა.
-დაწყნარდი არ დამივალებია, რომ მოგკლას.
ჩაიცინა დამიანემ. პირდაფჩენილი მივაშტერტი სანამ მისი ძმაკაცი ხმას ამოიღებდა.
-დაასრულე და წამო.
სწრაფად ჩავაბოლოვე, დიდ დიდი ყლუპებით სასმელი და ნიკუშას მივყევი. თან მინდოდა, დამიანესთვის გამეხედა. მაინტერესებდა ამ ყველაფერს რა სახით უყურებდა.
-ოდესმე გისვრია?
-არა.
-მარტივია,თითი მსუბუქად აქ უნდა გამოკრა.
ზურგიდან ამომიდგა და ირივე ხელში იარაღი დამაჭერინა. ცივი მეტალის შეგრძნებამ გული უარესად ამიჩქარა. ვცდილობდი ეს სუნთქვაზე მაინც არ დამტყობოდა. საჩვენებელი თითით ჩახმახზე მანიშნა. შემდეგ, მარტივი ხელის მოძრაობით, ზემოდან ქვემოთ რაღაც გადაწია და გადატენა. ხელი ოდნავ მომშორა და თვითონაც ნელნელა ჩამომშორდა. ნელნელა ყურები მიგუბდებოდა და მხოლოდ საკუთარი გახშირებული სუნთქვა მესმოდა.
-დაუმიზნე და ისროლე, შეიძლება ააცილო, მაგრამ მთავარი გასროლის მომენტია.რაც არუნდა გაწუხებდეს ამ ტყვიას გაატანე. მთელი ადრენალინი ამ ტყვიას გაატანე.
მისი სიტყვები შთამაგონებლად ჟღერდა. უფრო აღმიძრავდა რაიმეს ჩადენის სურვილს. “ანუ ეს არის შენი სურვილი დამიან? ასე გინდა, რომ გოგო ხასიათზე დააყენო?”
ზუსტადაც მიმიხვდა რურუა. ნამდვილად არ მომიყვანდა ხასიათზე შოკოლადები და ყვავილები, არც რომანტიული ფილმი და ელეგანტურად ღვინის სმა რესტორანში.
-ოღონდ არსად წამოგცდეს, რომ ეგ ხელში დაგაჭერინე. მაშინვე გამანთავისუფლებენ.
-გამოდის შენი მომავალი და კარიერა ამწამს ხელებში ჩამიგდე.
დავცინე ნიკუშას. ეს ბიჭი არაფერს მიშავებდა, მაგრამ ვგრძნობდი მის დამოკიდებულებას ჩემდამი, რაც სურვილს მიჩენდა მისთვის თავი უარესად შემეძულებინა. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ მისი ძმაკაცი სიმართლეს გაიგებდა და სამუდამოდ შემიძულებდა.
საშინელი ფიქრებისგან ხელი იმდენად მოვხვიე იარაღს რომ სახსრების სითეთრე, სიბნელეშიც კი დავინახე.
-რამდენი ტყვიაა?
-რავი, ექვსამდე იქნ..
არ მაინტერესებდა რას მოაყოლებდა, ანუ საკმარისი იყო. თვალწინ დამიდგა ანას სიკვდილის ღამე და გავისროლე. რაფოს ფათური ჩემს ხელებზე და მეორე ტყვიაც მოყვა. დამიანეს შესაძლო რეაქცია, როდესაც გაიგებდა რომ ქალი რომელზეც თითქმის გიჟდებოდა, არ იყო რეალური. არვიცი.. რამდენი ტყვია ვისროლე მაგრამ მხრები ერთიანად მქონდა დაჭიმული და შიგნიდან მაკანკალებდა. თითქოს ოდნავ მომეშვაო.. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და იარაღი დაბლა დავუშვი. დამიანე მომიახლოვდა, რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ წუილის მეტი არაფერი მესმოდა. თავი დავუქნიე რომ ზედმეტი კითხვებისგან თავი ამერიდებინა. ხელიდან იარაღი გამომართვა და ნიკუშას გადააწოდა. მკლავები მომხვია და მიმიხუტა. ახლა, საკუთარ გულისცემასთან ერთად მისიც მკაფიოდ მესმოდა. ყველაფერს ვესროდი, ყველას ჩამოვუკაწრავდი და დავუნგრევდი ცხოვრებას, დამიანეს გარდა. ეს გადამწყვეტი იყო.
ის საღამო არაჩვეულებრივად გავატარე. საკმაოდ ბევრიც დავლიე და ერთი სიტყვით ყველაფერი დავიწყებას მივეცი, რაც კი ოდნავ დისკომფორტს მიქმნიდა. იმდენად ნასვამი ვიყავი, ფეხს ერთი მეორეზე ძლივს ვდგამდი და სიცილსაც ვერ ვწყვეტდი. დამიანემ კორპუსთან შორიახლოს დამტოვა. იქამდე გავაყოლე თვალი, სადამ მისი მანქანა საბოლოოდ არ მიეფარა შენობებს. ღიმილით შევედი სადარბაზოში მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როგორცვე სახლის კარები შევაღე. სიგარეტის ჩაგუბებული ბოლისგან აქაურობა საშინლად ყარდა. მაშინვე გულის რევის გრძნობა განიჩნდა და კარი სწრაფად დავხურე. ფანჯარას ბარბაცით ვეცი და გამოვაღე.
-კარგ ხასიათზე ხარ, არა?!
-ჯანდაბა რაფაელ.. ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს.
ხელი ავუქნიე და მიდთვის ზედაც არ შემიხედავს ისე გავიარე გზა ჩემს ოთახამდე.
-სიამოვნებით უშლი მას ფეხებს არა?!
მაჯებში მეტაცა და საწოლზე დამახეთქა. თავბრუსხვევამ ინატა. ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. მათ შორის რაფაელის ჩაშავებულ თვალებს და მის ნერვიულად მოთამაშე წარბს.
-მიპასუხე!
-არაფერს არ ვაკეთებ! მომეშვი!
ძლივს ამოვიკრუსუნე და თავი გავატრიალე.
-განახებ, კარგად მოქცევას გასწავლი!
დავლანდე საკუთარ სპორტულ შარვალს როგორ დაეჯაჯგურა. მაშინვე შეძლებისდაგვარად ფეხი მოვიქნიე და ოდნავ გვერდით გადავაგდე. ხელი შემიშვა თუ არა გააფთრებული წამოვხტი. თავი საშინლად მტკიოდა, არაფრის თავი არ მქონდა. ვერც გავაანალიზე ისე წამოვიდა რაფაელის მუშტი ჩემსკენ. ჰაერში რამდენჯერმე დავბზრიალდი და ხის აიატაკზე ისე დავეხეთქე წამით სუნთქვაც კი შემეკრა. გავიგონე რაღაც ჩაიდუდუნა, მაგრამ არაფერი მესმოდა გაურკვეველი ბგერების გარდა.
როდესაც ძალა მომეცა ასადგომად, ჩემი ოთახიდან უკვე გასულიყო. სიმწრის ცრემლებმა დამსიველეს ლოყები, როდესაც შუბლიდან საფერთქლამდწ ხელი მოვისვი. სარკეში საკუთარ თავს გავხედე. ჩემს თავს საერთოდ არ ვგავდი. მით უმეტეს ცრემლებით. მარჯვენა მხარე საკმაოდ შესიებული მქონდა. მხარი კი დაცემისგან გაბუჟებული. არაფრის თავი არ მქონდა, სასწრაფოდ გავიხადე ტანსაცმელი და საწოლში შევწექი.
ფიქრებმა ერთიანად წამიღეს. თითქმის სულ გადამავიწყდა ის მშვენიერი საღამო, რომელიც რურუასთან და აბესაძესთან ერთად გავატარე. ახლა, ჩემი თამაშის გარდა, უფრო მეტი მიზეზი მეძლეოდა იმისთვის, რომ რაფაელის გვერდით დიდი დრო აღარ გამეტარებინა. იმდენად ზიზღით მქონდა ავსებული მოთმინების ფიალა მის მიმართ, რომ თავმოყვარეობას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ვეღარც მივიკარებდი. ის სიყვარული, რაზეც რაფაელი თავს დებდა და ის შურისძიების წყურვილი რაც საცოდავი გოგოს უბედურმა შემთხვევამ გაუჩინა, ავადმყოფობაში ჰქონდა გადასული. ამაზე, უკვე მეორე აზრი არ არსებობდა.
დღეები გადიოდა, რაფაელს თუ ვესაუბრებოდი, ისეც ისე რომ ზედაც არ ვუყურებდი. უბრალოდ ამაზეზენი იყო მისი ყოველი მოქმედება. მისი სუნთქვაც კი ამაზრზენი იყო. აქედან მალე უნდა წავსულიყავი და სანუდამოდ გავცლოდი ყველაფერს. მაგრამ შიში იმის რომ, რაფაელი მომძებნიდა და კარგი დღე არ მეწეოდა, ყველაფერს წყალში მიყრიდა. ბოლო ბოლო მე ვიყავი ერთადერთი ყალბი საბუთებით და არა ის. ამით ხელში ვეჭირე, როგორც დიდი კოზირი.
როდესაც, შესიებებმა ასე თუ ისე გამიარა უნივერსიტეტშიც აღვადგინე სიარული და დამიანესაც დავთანხმდი ბილიარდის სათამაშოდ წასვლაზე. ყველაფერმა კარგად ჩამიარა, როგორც ყოველ ჯერზე მასთან ერთად. ამ საღამოს გადაწყვეტილი მქონდა, მისთვის სიმართლე მეთქვა. რომც შევძულებოდი, ამას როგორეაც გადავიტანდი. მაგრამ საქმე ზედმეტად ღრმად შეტოპვამდე არ უნდა მიმეყვანა. საკუთარი თავისთვის უფლება არ უნდა მიმეცა რომ მის მიმართ რეალური გრძნობები გამჩენოდა.
ოდნავ გული დამწყდა, როდესაც ვკითხე მოვენატრე თუ არა, ან ჩემს მიმართ გრძნობა ჰქონდა თუ არა. და ორივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი მივიღე. ნელნელა ყველაფერი ნათელი ხდებოდა მის გვერდით. დაიდუმლოებებით მოცული, ნარკო დილერი, უნივერსიტეტის ერთერთი გამორჩეული სტუდენტი, კარტებს მიხსნიდა. ზუსტად იმ დღეს გავიგე რომ ღმერთოს არ სწამდა, რამაც გული გამალებით ამიჩქარა და სურვილი გამიჩინა ამ თამაშში, თუ ვთამაშობდი ისეთი რამ მაინც გამეკეთებინა ერთხელ, რაც დადებით შედეგს მოიტანდა.
ეკლესიაში წავიყვანე და ვაიძულე ელოცა. მიუხედავად იმისა რომ უფლის არ სწამდა, ეს მაინც გააკეთა. ვიდექი ანთებული სანთლით ხელში და ღმერთს ვევედრებოდი ამ ყველაფრიდან როგორმე თავი დამეძვრინა. დამიანეს დაეძვრინა თავი ამ ყველაფრიდან. ეკლესიაში ადამიანს უამრავ რამეზე შეუძლია ფიქრი. ერთადერთი რაც არ მომეტევებოდა, ვიცოდი რურუას ცხოვრების განადგურება იყო. მაგრამ ვატყობდი ამის გამო ნაადრევად ვისჯებოდი. მის ყოველ გამოხედვაზე, გაღიმებაზე ელიზაბეტს გული ულღვებოდა.აი ნატალია კი ამაყად დასცქეროდა და საკუთარი თავით ამაყობდა. რომ როგორც იქნა ბიჭს რომელსაც სიყვარულის არ სჯეროდა, შეაყვარა. ელიზაბეტს კი უხაროდა რომ მის ნებას დაყვა და უფლის სახლში ურწმუნომ ლოცვაც კი გაბედა.
ღიმილით და პირჯვრის წერით დავტოვეთ ეკლესია. იქვე ჩამოვჯექი. “ახლა დროა ელიზაბეტ! ან ახლა ან სამუდამოდ გაჩუმდები!”
საკუთარი თავი გავამხნევე.
-ნატალია, იტყვი რატომ გაქვს თვალები მუდამ წყლიანი?
-ალერგიაა.
ვიცრუე და თითები ერთმანეთს ავხლართე.
- ეგ შენს ღმერთს მოატყუე.
- ღმერთის რომ გჯეროდეს, მეც დამიჯერებდი.
გვერდით ჩამომიჯდა და ჩემი ხელები გავარვარებულ ტორებში მოიქცია.
-კარგი, სერიოზულად ნატალია. რა ხდება მითხარი?
-ღმერთო, ნეტავ შემეძლოს..
ამოვიხვნეშე და ცას გავხედე რომ როგორღაც მომდგარი ცრემლწბი შემეკავებინა. ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჭედა რის გადაყლაპვასაც ბერანაირად ვახერხწბდი და ერთიანად მახრჩობდა. სხეულში ვერ ნათქვამი სიტყვების ჟრუანტელმა დამიარა.
-უბრალოდ დამიანე დამიძახე.
გამიღიმა. მივხვდი თავისი უაზრო ხუმრობით ჩემს გახალისებას ცდილობდა. მის ქცევაზე გამეღიმა. არ გამოპარვია და მაშინვე გააგრძელა:
- გამოგიტყდები და ერთადერთი ხარ, ვინც ჩემს უაზრო ხუმრობებზე იცინის.
- ვიცი..
რათქმაუნდა ვიცი დამიანე.. ეს ხომ რაფაელის ერთერთ წესებში შედის…
მაგრამ საკუტარ თავთან ყველაზე მეტად იმის აღიარება მიჭირდა, რომ ამას წესების გამო აღარ ვაკეთებდი.
მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდე რომ არ მოგეშვები, სანამ ბოლომდე არ ამოღერღავ.
- რატომ, დამიან...
ძალა გამოცლილი მივეყრდენი მკერდზე და ცხვირი მის ქურთუქში ჩავრგე. ერთიანად შევისუნთქე მისი სურნელი და თვალები მივნაბე. მასთან თავს იმაზე დაცულად და კარგად ვგრძნობდი, ვიდრე უნდა მეგრძნო.
-არამგონია, ოდესმე მეგობრობა გამოგვივიდეს.
ისეთი ხმით, ისე უბრალოდ ამოიბურტყუნა, თითქოს სათითაოდ ყველა სიტყვა გრილ ნიავს გაატანა. გულის სიღრმეში ისედაც ვიცოდით, რომ მეგობრები არც არასდროს ვყოფილვართ. მეგობრიბას სექსით არ იწყებენ.
ვიცოდი, საშინლად ვიქცეოდი. საშინლად ვექცეოდი. სინდისის ქენჯვნა უკვე ყელში მიჭერდა.
- დამიან, საშინელების თქმას ვაპირებ. ამის შემდეგ ჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მოგინდება.- მხოლოდ ამის თქმა შევძელი. ამის შემდეგ მისმა ყველანაირმა მცდელობამ, რომ რაიმე ნამდვილი მეთქვა, აზრი დაკარგა. უაზრობებს და ტყუილებს ვესაუბრებოდი ისევ. იმას რაც ნამდვილი არ იყო. საბოლოოდ ჩავფლავდი და თავი ისევ მის სახლში ამოვყავი. ჩემისგან განსხვავებით, სისუფთავე იყო, რაც მსიამოვნებდა და კაცისთვის ნაკლებად დამახასიათებელი იყო. თუ სიგარეტის ბიჭოკებით გავსებულ საფერფლეს არ ჩავთვლიდით. ერთ ერთგვარ დეკორაციადაც კი მიმაჩნდა. სიგარეტს გავუკიდე და წვნიანის მომზადება დავიწყე. თვალებით მბურღავდა რურუა, გული გამალებით მიცემდა. მინდოდა მასთან მოვსულიყავი, კალთაში ჩავჯდომოდი, მის შიშველ მკერდზე თავი მიმედო და მექვითინა. იქამდე, სანამ საბოლოოდ არ დავიცლებოდი ამდენი ხნის ტვირთისგან და სიმართლის თქმასაც შევძლებდი. რამდენჯერაც სახელით მომმართავდა, ჩემი გათავისებული როლი, სადღაც იკარგებოდა და აქეთ იქეთ ვიწყებდი ყურებას, რომ ვინმე, სახელად ნატალია დამენახა. მაგრამ ხელში მხოლოდ ჩემი ანარეკლი მრჩებოდა.
დამიანემ უფრო დიდი პლიუსი დაიწყერა ჩემს თვალში და მეტად ამაღლდა, როდესაც მასთან გადასვლა შემთავაზა. ვუყვარდი.. რათქმაუნდა ეს უკვე აშკარა იყო. რაფაელის მონათხრობიდან გამომდინარე, ის უკარება დამიანე ვიზეც მიამბობდა უკვე აღარ არსებობდა. და ეგოუსტურად, მსიამოვნებდა კიდეც, რომ ეს უკარება ადამიანი მხოლოდ მე მეკუთვნოდა და პირიქით, მხოლოდ მას ვეკუთვნოდი მე.
მართლაც უნდა მეფიქრა რაფაელისგან შორს გადასახლებაზე, მაგრამ დამიანესთან საცხოვრებლად გადმოსვლა, უკვე ზედმეტი იყო.
დღეები გადიოდა, რაფაელს იშვიათად თუ ვხვდებოდი. უფრო მეტ დროს ახლა დამიანესთან ატარებდა, რაც შიშს მიასმაგებდა, რომ გეგმას გადაუხვევდა და ყველაფერს იმაზე ადრე დაფქვავდა ვიდრე დაგეგმილი იყო. ასე პოლიციასაც დაასწრებდა დამიანეს განადგურებას და ალბათ ჩემზეც იძიებდა შურს. ორი კვირის შემდეგ, ლექციაზე ვიჯექი დამიანესთან ერთად და მსუბუქად ვეყრდნობოდი მხარზე. უკვე ზაფხული დამდგარიყო და საშინელი სიცხე აუდიტორიას ერთიანად ხუთავდა. რაფაელისგან ტექსტური შეტყობინება მომივიდა, რომელიც მუქაროს შინაარსის იყო. თუ ლექციის შემდეგ პირდაპირ სახლში არ გამოვცხადდებოდი, მიპოვნიდა და ცემაში ამომხდიდა სულ.
“აბა გაბედე და ხელი დამაკარე, ამაზეზენო..”
ჩავილაპარაკე საკუთარ გონებაში და თვალები შეუმჩნევლად ავატრიალე. ბედის ირონიას რა ვუთხარი, რომ ზუსტად ლექციის დასასრულს დამიანემ მთხოვა, მასთან წავსულიყავი. თავის თაფლისფერებს ისე აცეცებდა ჩემს კანზე, შეუძლებელი იყო მისთვის უარი მეთქვა. ვიყოყმანე, ვიუარე კიდეც. შემდეგ, გვერძე გავდექი და რაფაელთან გადავრეკე.
-არ მოვალ და შეწყვიტე ეს ცარიელი მუქარები.
-არ გამომცადო, ელიზაბეტ! იცი რომ ამსრულებელი ვარ!
- რა?! რას იზამ მომივარდები და ასობით ხალხის წინაშე ცემას დამიწყებ?! არაკაცობაა ეგ მეტი არაფერი, რაფაელ.
-შენც და მაგ შენს საყვარელსაც მოვა დრო და კარგად გაგალამაზებთ!
- არ მაინტერესებს!
- გეგმას არ გადაუხვიო,’ ნატალია’ თორემ..
-დაწყნარდი, ვიცი ისედაც რომ ‘ნატალია’ ვარ..
თვალები ავატრიალე და ტელეფონი ჩანთაში დავაბრუნე. დამიანეს უხმოდ გავყევი მანქანამდე. შემდეგ სახლამდე. ალბათ, ჩემთვის იმაზე დიდი ტრაგედია არ არსებობდა, რომ საკუთარ თავში ვერ ვერკვეოდი. საკუთარ თავს ვერ ვუგებდი, ეს სულ უცხო ადამიანი იყო. დამიანეს მკლავებში დაკარგულს მხოლოდ საკუთარი კვნესის და მისი იხვრის ხმა მესმოდა. ცა ნაცრისფერი იყო, ისევე როგორც ჩემი აზრები. დამიანეს თვაკები კი თაფლისფერი და ტკბილად მომზინარი. ფერს ნამდვილად ამართლებდა. როგორ მინდოდა ასე ვწოლილიყავით, ვნების ალში გახვეულნი და რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ისევ და ისევ გვემეორა იგივე. სანამ საბოლოოდ არ გამოვეცლებოდით ამ ცხოვრებას ხელიდან. უკვე ოცნებებში გადავდიოდი.
ტალახით მოთხვრილს და ნეხვში ჩაძირულ ადამიანს, ოცნებები იშვიათად თუ შველის ხოლმე. მე კი, ამ იშვიათობას ნამდვილად არ მივეკუთვნები…


დამიანე*:

-კარგად ხარ?
ვკითხე, როდესაც გული ვიჯერე მისი ჩახუტებით და ოდნავ მოვშორდი. თავი დამიქნია. სახეზე მაცდური ღიმილი ჯერ კიდევ დაურბოდა, რაც დაბნეულობაშიც გადასცდიოდა. ხელსახოცი ჩამოხია და ტუჩსაცხის მთლიანად მოშორებას შეუდგა სარკეში.
-არადა, გიხდებოდა.
ჩავიცინე და საკუთარი პერანგის ღილები გავისწორე.
-შენს მეგობარსაც უხდება, მოწითალო ფერი.
წამით ვერ მივხვდი რას ამბობდა, თუმცა როდესაც თვალები ჩემი შარვლისკენ გააპარა, გონება გამინათდა. თავი უკან გადავაგდე და გადავიხარხარე.
- ეს პირველად გააკეთე?
- ასე შემეტყო?
უხერხულად ჩაიცინა და თვალებში ჩამაშტერდა. წითელ ტუჩსაცხს მის ბაგეებზე მეწამული ფერი მაინც დაეტოვებინათ. ახლა მხოლოდ მათ დაგემოვნებაზე მეფიქრებოდა. ზურგის უკანა ნაწილი ჯერ კიდევ გაბუჟებული მქონდა სიამოვნებისგან.
- საერთოდ არა. ნელ-ნელა დავხვეწავთ.- ბოლო წინადადებაზე გავეხუმრე და ლოყაზე ვუჩქმიტე. დამებღვირა, მაგრამ ნელნელა კოპები გახსნა და სიცილში ამყვა. როგორ უხდებოდა სიცილი…
კარები გავხსენით და კორიდორში გავედით. ერთმანეთის ცქერას და უაზრო სიცილ ღიმილებს ვერაფრით ვწყვეტდით.
-ეს სირენების ხმები რა უბედურებაა- სიცილით ამოილაპარაკა ნატალიამ.
-ალბათ, რომელიმეს ზედმეტი მოუვიდა დალევა.
აბესაძე შორიდანვე დავლანდე, დიდი მყარი ნაბიჯებით როგორ მოიწევდა.თან ცალი ხელით ჰალსტუხს ეჯაჯგურებოდა და იატაკს ხვნეშით მიშტერებოდა.
-ნიკუუშ.
-შენ გეძებდი. ამდენი ხანი დაგჭირდათ?
მე და ნატალიამ ერთმანეტს გაოცებულემბა გადავხედეთ. მაგრამ სადაც იყო თავს ვერ შევიკავებდით და კვლავ ვიხარხარებდით.
-რა მოხდა, რა გჭირს?
კითხვა დავუიგნორე ძმაკაცს.
-სასწრაფოდ გარეთ წამოდი. ზურია ცუდად.
-რა?!-რეაგირება ნატალიამ დამასწრო. სისხლი ერთიანად გამეყინა, როგორცვე ჩემი ძმის სახელი გავიგონე.
-რას გაშეშებულხარ ერთ ადგილას, დამიან! გონზე მოდი!
დამიღრიალა აბესაძემ, მკლავებში ხელი მომკიდა და შემაჯანჯღარა. ამ ქვეყანას დავუბრუნდი. თვალები მოვისრისე და მათთან ერთად ჩქარი ნაბიჯებით წავედი გასასვლელისკენ.
-ხო ვუთხარი, ბევრი არ დაელია არა?! არასრულწლოვანია, შარს ავიკიდებ ეხლა!!!
ერთიანად გავბრაზდი ჩემი ხმის დაუფიქრებელ საქციელზე.
-დალევა იქეთ იყოს, მაგაზე მერე ეჩხუბე. მეორე საპირფარეშოში სისხლის გუბეში იპოვეს.


პატიებას ვითხოვ დაგვიანებისთვის:დ
გელით!



№1  offline წევრი elene2619

როგორ მოუთმენლად ველოდი ახალ თავს heart_eyes
ზოგადად შენი წერის სტილი რომ მომწონს ეგ უკვე ბევრჯერ მითქვამს რაღაცნაირი არასტაბილური გიჟი გმირები გყავს და რა ვქნა მომწონს ძალიან confounded
რაც შეეხება ამ ისტორიას მომწონს და ძალიან მინდა რომ ნატალიამ (თუ ელიზაბეტმა რა მნიშვნელობა აქვს joy ) შეიყვაროს დამიანე.. მიუხედავად ყველაფრისა სასწაულად გიჟი წყვილი იქნეება რაღაც შენეული ( ნუ ეს ჩემი აზრია )
რაც შეეხება დამიანეს საქმიანობას ნამდვილად საშინელი "პროფესია" აქვს მაგრამ რაღაც არამგონია ვინმეს ძალით აძლევდეს ნარკოტიკს ნუ ესეც იქით იყოს ცუდი ბიჭია მაგრამ რა ვქნა ძალიან მომწონს relieved
ხო აი რაფაელი ნამდვილი ნაგავი მოძალადეა. რატომ გონია რომ დამიანეზე უკეთესია და უნდა დასაჯოს თანაც, თითონ მოძალადე როა მაგარი კიდია "კეთილი" რაფაელი rage
უხ რამდენი ვილაქლაქე joy scream
მოკლედ გელოდები ახალი თავით heart_eyes
მოუთმენლად heart_eyes

 


№2  offline მოდერი Moonlight17

დიდი დიდი მადლობები სიხარულოო❤️❤️ ვიცი ჩემეულ წყვილში რასაც გულისხმობ :დ ძალიან სწორად და ზუსტად მიგიხვდი სათქმელს.ვნახოთ როგორ მოგეწონება მოვლენების განვითარება ❤️
elene2619
როგორ მოუთმენლად ველოდი ახალ თავს heart_eyes
ზოგადად შენი წერის სტილი რომ მომწონს ეგ უკვე ბევრჯერ მითქვამს რაღაცნაირი არასტაბილური გიჟი გმირები გყავს და რა ვქნა მომწონს ძალიან confounded
რაც შეეხება ამ ისტორიას მომწონს და ძალიან მინდა რომ ნატალიამ (თუ ელიზაბეტმა რა მნიშვნელობა აქვს joy ) შეიყვაროს დამიანე.. მიუხედავად ყველაფრისა სასწაულად გიჟი წყვილი იქნეება რაღაც შენეული ( ნუ ეს ჩემი აზრია )
რაც შეეხება დამიანეს საქმიანობას ნამდვილად საშინელი "პროფესია" აქვს მაგრამ რაღაც არამგონია ვინმეს ძალით აძლევდეს ნარკოტიკს ნუ ესეც იქით იყოს ცუდი ბიჭია მაგრამ რა ვქნა ძალიან მომწონს relieved
ხო აი რაფაელი ნამდვილი ნაგავი მოძალადეა. რატომ გონია რომ დამიანეზე უკეთესია და უნდა დასაჯოს თანაც, თითონ მოძალადე როა მაგარი კიდია "კეთილი" რაფაელი rage
უხ რამდენი ვილაქლაქე joy scream
მოკლედ გელოდები ახალი თავით heart_eyes
მოუთმენლად heart_eyes

 


№3  offline წევრი ნანა73

უფრო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ნატალიას პირით მონათხრობი, მის პერსონაჟს მეტად წარმოაჩენს და ეს საჭირო იყო ამ მომენტისთვის. რაფაელისნაირი პიროვნებები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ ადამიანებს შორის... დამიანე კი, გაორებულ გრძნობებს იწვევს და არ ვიცი, დადებითიც და უარყოფითიც ერთმანეთის საპირწონე აქვს ამ ბიჭს. მთლიანად შენზეა დამოკიდებული რას შემოგვთავაზებ. კარგი გოგო ხარ! ❤️

 


№4  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️ყველანაირად შევეცდები, ნაკლებად დაბნეული დაგტოვოთ მკითხველი! ????
ნანა73
უფრო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ნატალიას პირით მონათხრობი, მის პერსონაჟს მეტად წარმოაჩენს და ეს საჭირო იყო ამ მომენტისთვის. რაფაელისნაირი პიროვნებები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ ადამიანებს შორის... დამიანე კი, გაორებულ გრძნობებს იწვევს და არ ვიცი, დადებითიც და უარყოფითიც ერთმანეთის საპირწონე აქვს ამ ბიჭს. მთლიანად შენზეა დამოკიდებული რას შემოგვთავაზებ. კარგი გოგო ხარ! ❤️

 


Imedi maqvs ROM axal tags male dadeb. Dzalian sasiamovnoa rodesac dzalian saintereso istorias kitxulob. Ketili survilebit


--------
Ailam

 


№6  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️
გროსმაისტერი
Imedi maqvs ROM axal tags male dadeb. Dzalian sasiamovnoa rodesac dzalian saintereso istorias kitxulob. Ketili survilebit


--------
Ailam

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent