უსუნო ზამბახში გაშლილი მიღიმი...
ჩემო ტკბილო და მურაბა მკითხველებო, როგორც იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით შევწყვიტე სიახლეების გამოქვეყნება. სამწუხაროდ, სექტემბრამდე ალბათ ვერც დაგიბრუნდებით, მაგრამ გამონაკლისის სახით მინდა გამოვაქვეყნო ეს ლექსი, რომელსაც ექსკლუზიურად მივუძღვნი ადამიანს, რომელსაც ჩემს კარგ მეგობრად ვთვლი და დანარჩენს, იმედი მაქვს თავად ლექსი იტყვის. მადლობელი ვარ ყურადღებისთვის) დიდი მონატრებითა და სიყვარულით, მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე კვირტად გადაიშლის მზისფერი ყლორტები, შენ რომ ჩახვალ და ის აქ რომ დარჩება.. უსუნო ზამბახში გაშლილი მიღიმი, ოქროს წალკოტიდან ცდუნების ვაშლებად... იტირებს მდინარე.. იმ ზღვისფერ ცრემლებით, შენ რომ ღვრი ყოველღამ, წყვდიადის ფოთლებში, იყივლებს ძოწივით, სისხლისფერ ბროწლებში, ნუგეშად ჩამდგარი თვალების სინათლე.. თვალები.. ერთია მინდა რომ იცოდე, რაიც არ მინახავს, უბრალოდ, მიგრძვნია, რაოდენ მამაცნი, უბრალოდ ლამაზნი, კვლავ შენად ყოფისთვის რა ნაზად იბრძვიან... და განა აზრი აქვს რაიმე ამ ქვეყნად, სურვილის გარეშე ცოდვათა შენდობას, სიბრაზით გადაღლილ ლამაზ ხმას მოვუსმენ, და გადავიფიქრებ უფრო ღრმად შეტოპვას.. ნუ დარდობ.. ნუ ფიქრობ.. ნუ ღელავ, არ გეტრფი, ან შენი დამხობის როდი მაქვს სურვილი, არ ვიცი, რადგანაც არ მძალუცს, მოვიკლა, შენი განკურნების უკვდავი სურვილი... რომ ჩემი ბრალია.. არ იცი.. მენდობი.. ოდესღაც, შემეძლო უკვდავად დარჩენა, მიყვარდა.. უმისოდ ყოფნა ვერ შევძელი და ახლა თქვენს ფასად მიჯდება დარჩენა.. ჰო.. მარტო არა ხარ.. მე ბევრი დავკარგე.. ისევე როგორც კვლავ აქ ყოფნის სურვილი.. და ვინც გაცნობამდე სიცოცხლით მომენდნენ, ჩემ გამო დაახრჩობთ სიცოცხლის წყურვილი.. არ მეპატიება.. თუ ღმერთი არ დამსჯის.. ხომ ვიცი რომ მე თავს დავისჯი უთუოდ.. ო, ნეტავ იცოდე.. ო, რარიგ რთულია, მეგობრის მილეულ სიცოცხლეს უყურო... ********* "არ არის საშველი.. აღარ ვარ მაშველი, გამირბის მკვდარი და გამექცა ნაშველი, დადნება სიმდიდრე აწ ვერ შენაშვენი, ხვალ იქ დამამშვენებ.. დღეს ისევ აქ მშვენი" ბალთაზარი "ეზელი და ზენაე" თავი 33 სიკვდილის სამშვენისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.