ორი სხვადასხვა თვალი [თავი 3]
გავიქეცი. ვერ გავბედე მისთვის მეპასუხა. უძლური ვიყავი. სიყვარულმა ძალა ხელიდან მთლიანად გამომაცალა. უძლური ვარ, იმდენად უძლური, რომ ვეღარ გავბედე თვალებში ჩამეხედა მისთვის... ამომეკითხა ის, რაც მის თვალებში დამრჩენოდა ამოსაკითხი. გავრბოდი... უკან მოუხედავად გავრბოდი. ჭიშკარი მიჯახუნდა და უკვე აუჩქარებლად დავეშვი ბილიკზე. ის მომენტი გაქრა... ახლა ნაკლებად მეშინოდა. ის ჭიშკარს იქეთ დარჩა, მე-ჭიშკარს აქეთ. ცოტაც და დავიჯერებდი, რომ ეს ჭიშკარი სამუდამო ზღუდედ იქცა ჩვენ ორს შორის. - ელ! მაგრამ არა. ამ დროს განვაანალიზე, რომ ეს ხმა, რომელიც ჩემს სახელს იძახდა არასდროს დამავიწყდებოდა. - ელ მოიცადე, რატომ გამირბიხარ? ფეხები ადგილზე გაშეშდნენ. მოვტრიალდი და მოშორებით მდგომს გავხედე. - მე შენ არ გაგირბივარ. ერთ-ერთი დიდი ტყუილი რაც კი მითქვამს და ახლაც მრცხვენია... - მაშ რას, რას გაურბიხარ? აქ ჩვენს გარდა არავინაა. - სწორედ რომ მაგ არარაობას გავურბივარ... ტკვილის, რომელიც გულს მიჭკნობს. - ესეიგი... შენც... შენც მაგდებ, ზურგს მაქცევ, როგორც დანარჩენებმა. ხმა უკანკალებდა. თვალები ავაცეცე, რომ მისი სახე დამენახა. ტუჩებზე სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა... თვალები თვალებს გაურბოდნენ, მის მზერას ვერ ვიჭერდი. ძალა მოვიკრიბე, რომ სიყვარულით სავსე ჩემი გული არ ჩუფუშულიყო. ამ სიტყვებმა ყველაფრის უფლება მომანიჭა და მის გაშვებას არ ვაპირებდი. - ეს არასდროს მოხდება დილან, სანამ პირში სული მიდგას, სანამ ვარსებობ და ვსუნთქავ. ამ დროს ვამაყობდი საკუთარი თავით... ალბათ პირველად. მინდოდა უფრო მეტი ყოფილიყო, უფრო მეტი მეთქვა მისთვის, მაგრამ მიძნელდებოდა... უთქმელობაც ცეცხლს მინთებდა. გულის გატეხვას ისევ საკუთარ ცეცხლში დაწვა ვამჯობინე. ისევ შევხედე. შევამჩნიე ჩემთან უფრო ახლოს იდგა. - ელ, ნება მომეცი წარსულში დაშვებული შეცდომა გამოვასწორო. როგორ ფიქრობთ, რას ვიზამდი? ალბათ ნაწილი "კი"-ს აწვებით, ნაწილი კი "არა"-ს, მე კი ორივე აზრი ერთად მაწვებოდა. რა უნდა მეპასუხა მისთვის?! შევბრუნდი და სვლა განვაგრძე, მიუხედავად იმისა, რომ ეს უარესი იყო... უპასუხობა. რა უაზრობად ვიქეცი, რა საბრალო ვყოფილვარ, რა სასაცილო. ის კი... რეალურად მე მას არ ვიცნობდი. ჩემი გული მისი გულის ძგერას ყოველთვის შეიყვარებდა, ცნობდა, მაგრამ... ხელი მკლავში ჩამავლო და მოულოდნელად შემომატრიალა. - ახლა აშკარად გარბიხარ ელი, საკუთარ თავს გაურბიხარ, რატომ? გაბრაზდა თუ მეჩვრნებოდა. მისმა სწრაფმა რეაქციამ აშკარაა, რომ შემაშინა. ამ აღელვებულ თვალებს პირველად დავაცქერდი ასე ახლოდან. ის ლამაზი, თაფლისფერი თვალები ჩაფერფლილიყო, გამქრალიყო... თითქოს ვულკანმა ამოფეთქა მის თვალებში და მხოლოდ ნაკერჩხალივით გიზგიზებდნენ. ამ დღის შემდეგ თვალებს ვხუჭავ იმ იმედით, რომ ამ მოგიზგიზე თვალებს ისევ დავინახავ, მაგრამ წარმოსახვის უნარით ღმერთს ნამდვილად არ დავუჯილდოვებივარ. - მაპატიე... გამომარკვია მისმა მომთბარმა ხმამ ისევ და ისევ. - მე უბრალოდ მინდოდა... აგრძელებდა და ნაწილ-ნაწილ ტუჩებს ენით ისველებდა. - ნუ წუხხარ... მეც მდომებია... - მაგრამ... ხომ იცი, შეგიძლია მენდო. - ყველაფერი კარგად იქნება. არ დავაყოვნე, მაგრამ ვინანე. ახლაც ვნანობ. მის თავიდან მოშორებას ვცდილოვდი, იმ სიტყვებსა და წინადადებებს ვიყენებდი რაც მთელი ცხოვრებაა მეჯავრებოდა, და საერთოდ ვცდილობდი გამეჩუმებინა. ამას ვაკეთებდი მაშინ, როცა ყველაზე მეტად მინდოდა ჩემთან ყოფილიყო, არ გაჩუმებულიყო, ეყვირა, ეტირა, ელაპარაკა და ჩამხუტებოდა... ზოგჯერ იმას არ ვაკეთებთ, რაზეც ვფიქრობთ, არამედ ვაკეთებთ იმას, რაზეც არასდროს გვიფიქრია. ჩაის ვსვამ, მაგრამ არ ვიცი სად ვიპოვე ან რატომ ვსვამ. ხელები ფინჯანს ეწებებიან, ებღაუჭებიან და ვგრძნობ როგორ გაყინულან... ან იქნებ ჩაია ზედმეტად ცხელი. სასაცილოა, თუარა უცნაური, რომ ჩაი ცხოვრებაში არასდროს დამილევია, მხოლოდ ბავშვობაში. მაინც ვახსენე ხომ ასე? ბავშვობა... ღმერთო რა ტკბილი და ლაღი ბავშვობა მქონდა. მოგიზგიზე ცეცხლი ზამთარში სიყვარულისგან და სითბოსგან სულ წკაპა-წკუპი რომ გაჰქონდა. დედა, მამა, ბებო, ბაბუ ისეთი ბედნიერები იყვნენ. ყველა მე მიყურებდა, ყველას თვალებში მოციმციმე ბუხარი ელვარებდა, რომლის ირგვლივაც მოთამაშე, მხიარული ელი დარბოდა. მაშინ 5 წლის ვიქმებოდი. სასიამლვნო, ტკბილი და დაუვიწყარი ბავშვობა იყო. ეს მოგონებები ყოველთვის გააფერადებს ჩემს შავ-თეთრ ცხოვრებას, მაგრამ ყოველთვის ძალა ვერ მეყოფა ამის დასაწერად ჩემო მკითხველო. შევამჩნიე, რომ ჩაი არასდროს შემიყვარდება. მე "ყავის გოგო" უფრო მქვია. დედას კი ძალიან უყვარდა ჩაი... აი თურმე რას აკეთებდნენ ჩაის პაკეტები მის საყვარელ უჯრაში. საკუთარ თავს დავპირდი, რომ მასზე არავის არაფერს მოვუყვებოდი. ის ყველაზე წმინდაა, რაც კი ოდესმე ღმერთს ჩემთვის უბოძებია. მენატრება მისი ხმა, მისი ხმის გაგონება. ვზივარ სახლში, სიბნელესა თუ სინათლეში, მარტო, სიჩუმეში იმის იმედით, რომ ოდესმე მის ხმას გავიგონებ, მისი ხმის ძახილს, რომელიც თან მშთანთქავს. აქ გავჩერდები. არ ვიცი რას ვგრძნობ მის გახსენებისას ტკივილს, სევდას, თუ სრულიად მის სიყვარულში ვიძირევი, რომელიც სასუნთ ორგანოებს კეტავს გამჯდარი სითბოსა და მონატრების სუნით. 11-ის ნახევარია. დრო უცებ მიისწრაფვის, შორს გარბის სიახლეებისაკენ. თვალები უეცრად დამძიმდა, იქნებ იმოტომ, რომ ქუთუთუები ზედმეტად მოეშვნენ. ძილის დროა. ამ დროს ყოველთვის მძინავა-ხოლმე. დღეს ბევრზე მომიწია ფიქრი, ბევრი ლაპარაკიც და შეხვდრაც. ტკბილი ძილი დედა, მამა, ბებო, ბაბუ... და შენც დილან. შენ ერთადერთი მოკაშკაშე ვარსკვლავი ხარ მათ შორის... რომელიც მინდა მათზე დიდხანს კაშკაშებდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.