მეგობრები (6)
-რატომ არ მითხარი აქამდე? -არ ვიცი, მაგრამ ვაღიარებ მომეშვა რომ ვუთხარი. -ქეთას კალთაში ჩადო თავი. -თმაზე მომეფერე რა როგორც იცი ხოლმე. -მტევანში წაკიდა ხელი და თავზე დაადებინა. -დაველაპარაკე და შეიძლება გაშორდეს. -გჯერა მაგის? -სიმწრით გაიცინა. -რატომაც არა? -ხუთიწელია მე ვიცი და ეგ დაჟე კიდე ადრე მიხვდებოდა, ან ეს მამაჩემი რას ელოდება ვერ ვხვდები. -თვალები დახუჭა. -გიგას შევურიგდი. -შენ ბიჭს? -ხო, რომ მოვა გაგაცნობ. -აღარხარ… -არა. -ჩაიცინა. -აი ეხლა როცა გავიგე რომ ჩემი დეიდაშვილი ხარ ორმაგად ვბრაზობ, მაგრამ ჯერჯერობით სიხარული ფარას მაგ ბრაზს. -მიყვარხარ. -შუბლზე აკოცა. -მეც და მინდა ბედნიერი იყო. -ვარ უკვე. -რატომ არ მწერდი? -რაც ჩამოვედი ათჯერ დაგირეკე, ექვსჯერ არ მიპასუხე. -არ მეცალა. -რა იდიოტი ხარ. სახლი ვის დაუტოვე? -ჩავკეტე. -აპირებ ჩასვლას? -არ ვიცი. -მე აღარ მინდა იქ. -მე შენს გარეშე არ მინდა, დებილივით ვიყავი მარტო სახლში. -დავიჯერო არავინ აგყავდა? -როგორ არა, პროსტა *იმაობას რომ მოვრჩებოდი მერე აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა. ბიჭები ამოდიოდნენ ხანდახან მაგრამ მაინც უაზრობა იყო. -მამაშენს ფულს მართლა აღარ გამოართმევ? -არა. დავამთავრე უკვე უნივერსიტეტი, ასე რომ შემიძლია ჩემ თავს მივხედო. -გინდა გიგას ვეტყვი და გიშოვნის რამეს. -ვნახოთ. -მოვედით! -კარები შეაღო ელენემ. -წავიდა თათია? -ჰო, დასცხეს ამათმა და წავიდა. -აჰა ქეთუს, გყოლია დეიდაშვილი სულ მაგაზე რომ წუწუნებდი. -ისე ლიზა როდის უნდა გაგვაცნო? -როცა გინდა. -ლიზა შენი დაა? -გაღიმებული ჩაჯდა სავარძელში არჩვაძე. -ჰოო. -მიდი მოყევი წეღან ზუკაზე რომ ყვებოდი. -გოგო აი სად გამეჩითა პროსტა, ტაბიძეზე გავედი ნინასთან. -დაასვენე ცოტახანი ეგ ხალხი, იქნებ მთელი დღე საწოლში უნდათ ყოფნა. -თვითონ მითხრა ამოდიო. -თვალები აატრიალა. -რამაგარი ტიპია. -ლოყა ჩაეჩხვლიტა გაბუნიას. -გაკოცე მაგ ნაჩხვლეტში. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. -კაროჩე გზაზე გადავრბივარ და იმენა ფეხებთან დამიტორმუზა მანქანამ, რამის გამიტანა, ოდნავ შემეხო მუხლებზე და გავიშხლართე შუა გზაში. დავუწყე ლანძღვა, ნუ მერავიცოდი რომ ეგიყო, ხოდა გადმოდის, სათვალიანი აი ძაან ძერსკი როჟა და რას მეუბნება იცი? -რაო? -სიცილი ვერ შეიკავა ბოჭორიშვილმა. -ისე მოგენატრე მანქანას უხტები წიინო? რამის მივვარდი და გავაძრე ის სიმპატიური სახე. -კაი ტიპია მე დამევასა. -ძალიან! იცი რა გამიკეთა პირველივე დღეს? -რა? -ქვედა ტუჩზე იკბინა. -მდინარეში ჩამაგდო ღამით! -მაგიტომ დაგევასა. -საერთოდ არა! აი საშინლად მაღიზიანებს! -მაგრად გევასება. -ჩაიცინა და ქეთას ხელი ისევ თავზე დაადებინა. -დამეღალა ხელი რა. -გთხოვ. -თვალები მოჭუტა. -ამოგჩიჩქნი მაგ თვალებს. -სახეზე მოუჭირა თითები. -ისე ერთნაირი თვალები გვაქვს, ეხლა დავაკვირდი. -სახლში უნდა წახვიდე? -ვინმე გოგოს ავაგდებ და დღეს მაგასთან დავრჩები, ხვალ კიდე რამეს გავჩითავ. -დარჩი აქ თუ გინდა. -შენი ხმების მოსმენა ნამდვილად არ მინდა. -თვალი ჩაუკრა. -წადი შენი! -თავში წამოარტყა და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. -მოგენატრე? -მაცდურად ჟღერს. -ჩაეცინა ჯიქიას. -წავიდა დეიდაშენი? -ჰო, ძაან მაგარი რაღაც გავიგე, ასე რომ მალე მოდი. -რა ხდება? -რომ მოხვალ მერე გეტყვი. -კაროჩე შვიდისკენ მოვალ, მერე დედაჩემთან მივდივარ. -კაი მაშინ. -მარტო ხარ? -არა კოტე მოვიდა ელენესთან ერთად, დანარჩენებიც ამოვლენ ალბათ. -კაი დავაი მიდი. მალევე გაისმა კარზე კაკუნი, ჯერ ლუკა მივიდა მაშოსთან ერთად, მათ კი ახალ შეუღლებულებიც მიყვნენ. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ბოჭორიშვილმა, მამამისი გააფრთხილა რომ ხვალ აუცილებლად ნახავდა. თითქმის შვიდი ხდებოდა კარები რომ შემოაღო ჯიქიამ და სანახაობით გაოგნებული დარჩა. ქეთა უცხო ბიჭის კალთაში იჯდა და თმებზე ეთამაშებოდა. -მოხვედი? -ფეხზე წამოხტა და კისერზე მოეხვია. -არა გზაში ვარ. -მოწყვეტით აკოცა. -გაიცანი თოკა, მაშინ რომ გითხარი გახსოვს? -კი. -თურმე თათიას შვილია, ანუ ჩემი დეიდაშვილი, წარმოიდგინე ოთხი წელი ერთად ვცხოვრობდით და არ ვიცოდით რომ დეიდაშვილები ვიყავით. -აღტაცებით ყვებოდა უკვე მესამეთ, იგივენაირად. ერთმანეთი უკეთ გააცნო და ყველანაირი დაძაბულება გააქრო. ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, ყველა გვერდით ჰყავდა. -ქეთა წამომყევი რა. -მიხვალ და წამოხვალ მალე, მე კიდე უნდა გამოვირანჭო და მეზარება. -გაყევი გოგო, ვინმემ არ აგახიოს. იცი რა გოგოები იჩითებიან ეგეთ თემებში? -ხელი ჰკრა ელენემ. -ავახევ სიფათებს მერე. -პიჯაკი შეუსწორა, მოწყვეტით აკოცა და კარებამდე გააცილა. -მგონი ჯობდა არ შერიგებულიყავით. -დავაი რა. -ხელი აიქნია. -რა სიმპატიური ყოფილა, როგორ არ იწვები როცა ხედავ. -თმები აუჩეჩა თოკამ. -ნუ მიმატებ! ისედაც მთელი დღეა ვუძლებ მაგის გარეშე ყოფნას. -წარმომიდგენია სპორტულებში როგორი იქნება. -მოკეტე თორე მიგახრჩობ. -კუნთში დაარტყა ხელი. ყველას სიცილი აუტყდა ქეთას რიაქციაზე. -აღარც შენ გვყავხარ უმწიკვლო. -თვალი ჩაუკრა ელენემ. -ისე კოტიკ ის მარი ნახე იმის მერე? -არა, გაა*ვან ყველამ, სი*ები. ეგ ზუკაც დაიკიდე, ნახე რა კარგი ბიჭი შემოგვივიდა სახლში. -თორნიკეზე ანიშნა. -თოკა ვერ მიზიდავს. -რას მიწუნებ? -სამწუხაროდ ვერაფერს, მაგრამ ხო ხვდები რას ვამბობ, შენც არ გიზიდავ. -მხრებია იჩეჩა. -გინდათ ლიზა მოვიყვანო? -რამდენი წლის არის? -19 -მერე მოიყვანო რა არის? დაურეკე და მოვიდეს. -კარგი მაშინ. -ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერზე მიწერა მისამართი. ხუთ წუთში გაისმა კარზე ზარის ხმა, ფეხზე წამოხტა გაბუნია და შიგნით დასთან ერთად დაბრუნდა. -რა მალე მოხვედი? -მოპირდაპირე კორპუსში ვიყავი დაქალთან, რახდება? -უცებ ამოილაპარაკა და მასზე მიშტერებულ საზოგადოებას მოავლო თვალი. ყავისფერი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა, საშვალო სიმაღლის ძალიან ლამაზი გოგო იდგა ძმაზე მიკრული. -ეს არის ქეთა. -თითი გაიშვირა ბოჭორიშვილისკენ. -ამასთან ერთად ვცხოვრობდი ოთხი წელი. -გამარჯობა. -მოიცადე მთავარი გითხრა. დღეს გავიგე რომ დეიდაშვილები ვყოფილვართ. -როგორ? -თვალები გაუფართოვდა. -თათიას ტყუპი ყოლია, ქეთას დედა რა, დღეს შემთხვევით გავიგე, მოუნდა დედაშენს დიშვილის ნახვა, მე კიდე მოვედი ქეთას სანახავად. მეგონა გავექეცი შენს მშობლებსთქო და აქ დამხვდა. -ანუ დეიდაშვილები ვართ? -ყურადღება არ მიაქცია ძმის უაზრო საუბარს და გვერძე მიუჯდა ქეთას. -ჰო. -სულ მინდოდა დეიდაშვილი! -უეცრად მოხვია ხელები. -ჯერ სად ხარ, ერთი საათი დააცადე და გაგაფრენინებს. -აბა შენნაირი მუდო ხოარ ვიქნები. -ეს თუ მუდოა მაშინ მე რაღა ვყოფილვარ. -სიცილით ჩაილაპარაკა ელენემ. -მაგარი ძმა გყავს ძაან. -ხო მარტო ჩემთან არის მუდო, ყველა უყვარს ჩემს გარდა. -სიცილით იღაღადა სიმართლე. -უყურე ამას, რა აზრები აწუხებს თურმე. -ეგრე არ არის? -ბევრს ნუ ლაპრაკობ თორე გაგაგდებ ისევ შენს დაქალთან. -ქეთა უთხარი რამე. -სიცილით გახედა აქამდე ჩუმათ მჯდომ დეიდაშვილს. -არ მჯერა. შენი იდიოტი ძმა რომ ჩემი დეიდაშვილია კიდე ვერ ვიჯერებ. -წავედი მე რა, უხასიათოდ ვარ. -ყველას დაემშვიდობა და სახლიდან გავარდა. -ესეიგი ერთად ცხოვრობდით ოთხი წელი. -ჰო. -მე მეგონა შეუყვარდი და მაგიტომ არ მოდიოდა სახლში. -არაა, გაცნობის პირველი დღიდან დაძმასავით ვიყავით. -გიპოვნიათ ერთმანეთი. -უი გაიცანი, ელენე, ლუკა და მაშო, ნინა და იკა, ესენი ერთად არიან, და ბოლოს… ჩვენი განუმეორებელი კოტე! -ღიმილით გაიშვირა ხელი ფანგანისკენ, რომელიც ყურადღებით ათვალიერებდა ერთმანეთზე მიწებებულ გოგოებს. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც. -სიგარეტს მოუკიდა და თვალებ მოჭუტულმა აათვალიერა გაბუნია. მთელი საღამო ერთმანეთის გაცნობაში გაატარეს. აღმოჩნდა რომ ლიზა ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული იყო. უამრავი კითხვა დაუსვა თითოეულს, დაწყებული საყვარელი ფერიდან დამთავრებული საქმიანობით. ყველაფერი გამოკითხა, ენა არ გაუჩუმებია და დანარჩენებიც გაამხიარულა. -არ დაიღალე?-სიცილით ჰკითხა ფანგანმა. -ლაპარაკით არასდროს ვიღლები. -მხრები აიჩეჩა. -ლიზ შენი და თოკას ნომერი ჩამაწერინე რა, ისე გავარდა ვერ მოვასწარი გამორთმევა.-ტელეფონი მოიმარჯვა ბოჭორიშვილმა. -აუ მოიცა ვნახავ, ორი დღეა რაც მაქვს და ვერ დავიმახსოვრე. -სიცილით უკარნახა.-წავედი მე რა, თერთმეტი ხდება უკვე, მერე ტვინის ბურღვას დაიწყებს დედაჩემი. -მიდი. -ბედნიერი სახით გადაეხვია. -გამიხარდა შენი გაცნობა, ისიც რომ ჩემი დეიდაშვილი ხარ. -მეეც. -წამო გაგიყვან. -ფეხზე წამოდგა ფანგანი და ყველამ მას გახედა. -არმინდა მეტროთი წავალ, ისედაც რამდენი ხანია არ ვყოფილვარ. -მაშინ მეტროთი წავიდეთ. -არ შეწუხდე მარტო წავალ. -თუ ჩვენთან ურთიერთობას აპირებ ეგ მეორედ აღარ თქვა. -სიცილით გამოელაპარაკა ლუკა. -მარტო არ გაგიშვებს, ასე რომ წაყევი. -კარგი ხო. -პადრუშკ გაყრილი გავიდა სახლიდან ფანგანთან ერთად. -ეგრევე სახლში წავიდეთ? -სადაც გინდა წავიდეთ, სიარული არ მეზარება. -სწრაფად ჩაიარეს კიბეები და ქუჩას გაუყვნენ. -იცი… არ ვიცი კარგად აქაურობა, ნუ 15 წლის ვიყავი ამერიკაში რომ წავედით, თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი მაგრამ გამორჩეულად საყვარელი ადგილი არ მაქვს. -აღიარე თბილისი ყველა მაღალშენობიან ქალაქს ჯობია. -ხელი გაითავისუფლა და უცებ გადახვია. -ვაღიარებ! ყველა დაუნთაუნში ცივი შენობებია, მხოლოდ შუშები და სხვა არაფერი, აქ კიდე ყველაფერი სხვანაირია, ქალაქი, ქუჩები, ხალხი და ცხოველებიც კი. -წელზე მოხვია მსუბუქად ხელი. -ხალხი სულ სხვანაირია, მეგობრულები არიან, ზოგადად ყოველთვის იმას ვამბობ რომ, ჩვენ ქართველებმა ყველაფერი გადამეტებული ვიცით, სიყვარულიც, სიძულვილიც და მეგობრობაც. -მართალია. -ცხვირზე ჩამოკრა თითი. -ანუ არ გაქვს საყვარელი ადგილი ქალბატონო? -არა. -საბაგიროთი იქნები ასული ქართლის დედასთან. -თავისთვის ჩაილაპარაკა. -არ ვარ. -სერიოზულად? -გაკვირვებულმა გახედა. -იცი ეხლა ვაკეში რომ ვართ? -მაგდენი ვიცი. -თვალები აატრიალა. -ფეხით წავიდეთ თუ ტაქსით? -ფეხით რა. -თვალებგაბრწყინებულმა ახედა ერთი თავით მაღალს. -დარწმუნებული ხარ რომ გაუძლებ? -ჩემი კეტები თუ გაუძლებენ მე პრობლემა არ მაქვს. -სანტავიკი ვიყიდოთ, უკან მიიკარი და არ გატკენს. -შენ სულ ასეთი მხიარული ხარ? -რავი ისეთი არაფერი ხდება რომ დამამწუხროს, ან დამაფიქროს. -მხრები აიჩეჩა.-ვგულაობ და ვირგებ წლებს. -აი მე კიდე დავიღალე ცხოვრებით. -ნუ მაცინებ. -უცებ ახარხარდა მის ბავშვურობაზე. -რადროს შენი ცხოვრებისგან დაღლაა. -არეული ოჯახი მაქვს, თოკა მამაჩემს ვერ იტანს და არც დედა ეხატება გულზე, ერთადერთი მგონი მარტო მე ვუყვარვარ მაგ ოჯახიდან, ხუთიწელია სახლში დაძაბულობა არ გამქრალა, მარტო ჩემთვის იცინოდნენ და მხოლოდ ჩემს დაბადებისდღეზე იტანდნენ ერთმანეთს. ვიცოდი ქართველ გოგოსთან რომ ცხოვრობდა თოკა, მეგონა შეყვარებული იყო, თურმე დეიდაშვილი ყოფილა. -ქეთას რვაწელია ერთი როჟა უყვარს. -ეხლაც? -თვალები გაუფართოვდა. ეცინებოდა მის შეცხადებებზე, მწვანე თვალებს რომ ადიდებდა და აფახურებდა. -ჰო, ცოტახანიც რომ დარჩენილიყავი გაიცნობდი. -ხვალ გავიცნობ მერე რა. -ლაპარაკით ჩაიარეს ქუჩები, ბოლოს პარკში ამოყვეს თავი და მალე საბაგიროშიც მოთავსდნენ. როგორც კი დაიძრა მაშინვე ჩაეხუტა კოტეს და სახე მის ყელში ჩარგო. -მეშინია. -გაიხედე არაფერი არ არის საშიში. -რომ მოწყდეს და მტკვარში ჩავარდეთ? -შანსი ნული. -ყბის ძვალზე აკოცა. -ამოყავი თავი. ნუ თუ ჩემი სუნი დაგევასა მაშინ იყავი. -რაშუაშია? -უცებ წამოსწია თავი. -კაი ტო? ჩემი დუხი არ დაგევასა? -არა, რაღაცნაირი მძაფრია. -ცხვირი შეჭმუხნა. -კარგი მაშინ. -ჩაეცინა ლიზას გაშტერებულ სახეზე. -დარწმუნებული ვარ ახლა სწორედ მაგაზე ფიქრობ. -საიდან დაასკვენი? -ან არ გეშინია და სპეციალურად ჩაყავი ჩემს ყელში სახე, ან იმდენად გაგიტაცა ჩემზე ფიქრებმა სიმაღლე დაგავიწყდა. -ქვედა ტუჩზე იკბინა. -ფუ შენი! ცუდად ვხდები. -ხელი ჩაკიდა ფანგანს და თვალები დახუჭა. -მოიცა პატარავ შემომხედე. -მისი სახე ხელებში მოიქცია. -მიყურე, ნახე რა სიმპატიური სახე მაქვს, აესე ვაშტერებ ხოლმე გოგოებს. -ყურადღების გადატანას ცდილობდა. -ღმერთო რა დეგენერატი ხარ. -თავი გააქნია სიცილით. -ნახე მოვედით. -ცალი ხელი კისერზე მოხვია, მეორეთი თმები აუჩეჩა. -აქედან ვეღარ ჩავალთ საბაგიროთი. -რაა? რატო? -თორმეტზე იკეტება. -რაუნდავქნათ? -ფეხით ჩავალთ, თან ბიძინას სახლს განახებ არ გინდა? -აქ არის? -ისევ ისე დაამრგვალა თვალები. -რა პატარა ხარ. -სიცილი ვერ შეიკავა, ლოყაზე აკოცა, შემდეგ ქართლის დედისკენ წავიდა. -ხეები მეფარება რაა! -იცი რატომ უჭირავ ქართლის დედას ცალ ხელში ხმალი და ცალ ხელში ღვინის თასი? -რატომ? -თასი მოყვარეთათვის არის, ანუ მოყვარეს უმასპინძლდები, აი ხმალი კი მტრისთვის. -თურმე რაში ყოფილა საქმე. -თავი გააქნია სიცილით. -წამო გავიაროთ, იქიდან კარგად დაინახავ. -ხელი ჩაკიდა, სიცილით მიდიოდნენ ივანიშვილის სახლისკენ, ულამაზესი ხედით აღფრთოვანებული იყო გაბუნია, უცებ გაუშვა კოტეს ხელი, სადაც ბალახი ნახა იქით გაიქცა, დაიმუხლა და მიწას აკოცა. -გიჟიხარ გეფიცები. -ბოლო ხმაზე ხარხარებდა. -შენ ვერ მიხვდები შენი ქვეყნის ფასს თუ უცხოეთში არ გიცხოვრია. თვითფრინავი რომ ჯდებოდა იცი რა დამემართა? გული ისე ამიჩქარდა ცოტაც და ამოვარდებოდა, შეიძლება ყველაფერი “ტრა*ისკენ” მიდის მაგრამ მაინც ჩემი სამშობლოა, შენ არ იცი რა კარგია როცა ქართული ლაპრაკი გესმის, აეროპორტში ქართული ხმები რომ გავიგე რამის გავაფრინე, მაღაზიაში რომ შევედი და ქართულად დამელაპრაკნენ რამის იქვე ჩავიკეცე. -სიცილი აუტყდა. -არ მეგონა ასე ძალიან ვინმეს თუ უყვარდა საქართველო. -ყველა ემიგრანტს უყვარს, ნუ ყველას არა მარა უმეტესობას. -ესეც ჩვენი ბიძინას სახლი! -ეს ძაბრი რა პონტია? -აზრზე არ ვარ. -მხრები აიჩეჩა. -ეგ ყველას აინტერესებს. -ნაბი*ვარი კაცი. -ჩუმათ გოგო, აქ მიწასაც ყურები აქვს. -კამერებთან მივიდნენ, ბავშვივით დახტოდა ლიზა და ხელებს უქნევდა. კოტე კი სიცილს ვერ იკავებდა მისი შემხედვარე, ისედაც გიჟი იყო მაგრამ ამ ბავშვმა სულ გადარია. -კოტეე… -დაიღალე? -ხო… -ახლოს მივიდა ფანგანთან, შუბლი მკერდზე მიადო და ამოიოხრა. -ცოტაც მოითმინე და ჩავალთ მალე. -შუბლზე აკოცა. -გინდა გავიქცეთ? -აუ კი! -კბილები გამოაჩინა, ხელი ჩაკიდა და ტყაპატყუპით დაეშვნენ დაღმართზე. გზაში ერთი-ორჯერ შეისვენეს, ბოლოს როგორც იქნა ჩააღწიეს. რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ ტაქსი გააჩერეს, მისამართი უკარნახეს და სახლისკენ წავიდნენ. -საბურთალოზე ცხოვრობ გოიმო? -რას ერჩი საბურთალოს? -აუ ჩემი ცოლის დაქალებს არ უყურებ? -აა მე ბოდიში. -ხელი მისცხო. -კოტე… -მადლობა საჭირო არ არის. -შეიფერა ფანგანმა. -ძალიან მაგრად გავერთე, დარწმუნებული ვარ ხვალ ვეღარ ვივლი, მაგრამ ამად ღირდა. -შენ კიდე მარტო წასვლა გინდოდა. -მე რა ვიცოდი ესეთი საყვარელი თუ იყავი. -ნელნელა მაპარებ რომ დაგევასე? -ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს შენ არ დაგევასე. -წარბები შეკრა, ორივე გაჩუმდა მერე კი სიცილი აუტყდათ, მძღოლიც იღიმოდა მათთან ერთად. -კაი ეხლა ეგრეც არ მომწონებიხარ პირველივე დღეს რომ გაკოცო. -გაკვირვებულმა გახედა ფანგანმა. -თავს ყიდი პატარავ და ჯობია საერთოდ არ ილაპარაკო. -ჰო ჰო? დაღლილობოს ბრალი იქნება, ვბოდავ აშკარად. -შეყვარებული გყოლია? -არა. -კოტეს თვალებზე მიშტერებულმა გაუაზრებლად წამოიძახა. -ახლა გასაგებია. -რა არის გასაგები? -ყველანაირად გამოუცდელი ხარ პატარავ და ახლაც მაგიტომ ვერ აჩუმებ ენას. -არა პროსტა რას მკადრულობს გესმით? -მძღოლს გახედა დაბღვერილმა. -მართალს გეუბნებათ. -აი! ესეც მე ვარ? -მოვედით. -რამდენიმე წუთის შემდეგ იძულებული გახდა ლაპარაკი გაეწყვეტინებინა წყვილისთვის. უცებ გადახტა ლიზა, მას კი კოტეც მიჰყვა. -დამელოდეთ რა. -მძღოლს მიაპყრო მზერა, შემდეგ ისევ ლიზას გახედა. -აუ კიდევ ხო მანახებ სხვადასხვა ადგილებს? -რათქმაუნდა პატარავ. -თბილდ გადაეხვია. -კოტეე? -ნაცნობი ხმა მოესმა. მაშინვე შეხედა გოგოს. -კაი ტოო? ღადაობთ მგონი თქვენ ხო? -სიცილი ვერ შეიკავა. -რაზე ამბობ? -არაფერი დაიკიდე, როგორ ხარ მარიამ? -კარგად შენ? -საკაიფოდ, ეს ლიზაა გაიცანი. ლიზ ეს მარია. -ვინმე ისეთია ვისაც უნდა ვიცნობდე? -არა, პროსტა გაგაცანი. -ანუ არავინ ვარ? -წარბები ასწია მარიამმა. -მეღადავები ხო? ვინ უნდა იყო? -ცინიკურად ჩაიცინა. -შეიძლება მაგარი სექსი გვქონდა მაგრამ ყველაფერი ტყეში დარჩა. -თვალი ჩაუკრა. გაკვირვებულმა ახედა ლიზამ, თვალები დაუმრგვალდა, თვალს ვერ აშორებდა სრულიად განსხვავებულ კოტეს, თან ყურადღებით უსმენდა. -ისე შენი ძმაკაცი როგორ არის? -ისევ დალურჯებულია. -ღირსია. -როგორც ჩანს ახალი გასართობი გიპოვნია. -ხო დღეს ვიპოვნე. -ირონია შეური ხმაში. -კოტე! -თვალები დაუბრიალა გაბუნიამ. -მიდი პტარავ ადი სახლში და როცა გნახავ გნახავ. -შუბლზე აკოცა. -შეხვედრამდე. -ლოყაზე აკოცა ფანგანს, მარიამს დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა. -ყველა შენნაირი ნუ გგონია მარიამ. -ზიზღნარევი მზერა ესროლა ნახევრად შიშველ ქალს და მძღოლის გვერძე ადგილი დაიკავა. -ბედნიერი ვარ გიგა. -დაღლილ ჯიქიას კალთაში იჯდა, მთლიან სახეს უკოცნიდა და ნელნელა აშიშვლებდა. -ყველა ვინც მიყვარს ჩემს გვერდით არის. შენ მყავხარ და ესეც საკმარისია ჩემი ბედნიერებისთვის. -კარები დაკეტილია? -დავკეტე და კოტეს გასაღები წავართვი. -მის ტუჩებზე ამოილაპარაკა. -კოტე იჩაგრება, ცოტა მეტი ყურადღება დაუთმე. -შიშველ მკერდზე წაავლო თითები. -გავითვალისწინებ. -ქამრის შესაკრავს დასწვდა, სწრაფად გაუხსნა და მისი ა*ო ხელში მოიქცია. უფრო მეტი სიხარულით და ბედნიერებით ივსებოდა როდესაც საყვარელი კაცის პირიდან სიამოვნებისგან ამოსული ხმები ესმოდა. მის ღირსებაზე ნელა შემოჯდა, სიამოვნებისგან ორივეს მიელულა თვალები, კბილები მკერდზე ჩაავლო. დაუნდობლად კბენდა სხეულზე და გრძნობაარეულ ქალს საერთოდ ახელებდა. ბოლოს ათრთოლებული სხეულით გიგას მკერდზე მიესვენა. -ცუდად ვიქცევით გიგა. -რაზე ამბობ? -ასე თუ გავაგრძელეთ ბავშვს გავაგორებთ. -ჩაიცინა და ლავიწზე უკბინა. -გავაგოროთ მერე რა. -გაოფლილ ზურგზე ააყოლა ხელები. -შვილი გინდა? -გაიღიმა, თითები გადაატარა სახეზე და ნაზად აკოცა. -რატომაც არა? -რა ხდებოდა იქ? -ლანას გაუტყდა რომ არ წამოხვედი, რამდენი გოგოც ჩამომიდგა და ლაპარაკი გამიბა იმდენჯერ გამათრია ცალკე. -ვნახავ ამ დღეებში. -თქვენ რას შვრებოდით? -რასაც ყოველთვის. -თმებში შეუცურა თითები. -აუ შეგიძლია თოკას შენთან დააწყებინო სამსახური? თავისებთან ნაჩხუბარია, სამსახურის დაწყება უნდა რა. -დაველაპარაკები მერე. -მოიცა და გოგოებს რატომ ელაპარაკებოდი? -ეგ უკვე ზედმეტია. -ჩაიცინა. -მაგაზე ვაბშე არაფერი არ უნდა მითხრა. -რატომ? -ვგავარ კაცს რომელიც ჯერ სხვას გა*იმავს და მერე თავის საყვარელ ქალთან მივა? -ანუ შენი საყვარელი ქალი ვარ? -თავი უკან გადააწევინა გაღიმებულმა და ტუჩებზე აკოცა. ვერ წყდებოდა გიგას ბაგეებს, ორივე ერთმანეთს აგიჟებდა. ყველა თბილ სიტყვას ხვეტავდა გიგასგან, მართალია სიტყვების მაგივრად საქციელით გამოხატავდა ყველაფერს მაგრამ მაინც მოსწონდა მსგავსი სიტყვების მოსმენა. -კი ხარ, ამიტომ არ დამიწყო უაზრო ეჭვიანობები და ტვინის***ნები, თავს ნუ დაიმცირებ პატარავ, მაგრად არ მევასება მსგავსი რაღაცეები ხომ იცი? -კარგი. -მომწონს ყველაფერს ადვილად რომ იგებ ხოლმე. -დაიღალე? -მაგრად. -წამო დავწვეთ. -ჯერ გადავივლებ. -უცებ გადასვა თავის ღირსებიდან და რომ გაანალიზა აქამდე ისევ ქეთაში იყო სიცილი აუტყდა. -მაგიჟებ. -უკანალზე მიარტყა, მოწყვეტით აკოცა და სიცილით წავიდა აბაზანისკენ. -ჩემს გარეშე აპირებ ბანაობას? -როგორ გეკადრებათ. -ხელი ჩაკიდა და წყლის ქვეშ დააყენა. -ვგიჟდები ლოყები რომ გიწითლდება. -ცერა თითი გადაატარა აწითლებულ ადგილზე. -ისე მაკვირდები თავისით ვწითლდები. -სწრაფად გადაივლეს წყალი, შემდეგ საწოლზე ერთმანეთზე გადაწოლილებმა დაღლილი სხეულები, დაღლილ გონებასთან ერთად რამდენიმე საათით დაასვენეს. ****** დილით მარტომ გაიღვიძა ლოგინში, მთელი ბინა შემოიარა, მაგრამ ჯიქია არსად იყო. ბოლოს ტელეფონი აიღო და გადაურეკა, არცერთ ზარს არ უპასუხა, იფიქრა საქმე აქვსო და შეეშვა. მთელი დღე უაზროდ გაატარა, ბოლოს გარეთ გავიდა და მონატრებული ქუჩების თვალიერება დაიწყო, გზად მამამისთან გაიარა. ჩაკი ისევ ყეფით შეეგება ბოჭორიშვილს. -მამაა მოვედი! -ძაღლთან ერთად შევარდა სახლში. -როგორ მოხდა გვიკადრე. -კარებში შეეგება ნატალი. -მაპატიეთ რა, ყოველ დღე ჩემთან იყვნენ და ვერ გამოვდიოდი. მამა სადაა? -მისაღებში. -მაა… -მაგრად მოეხვია, მერე გვერძე მიუჯდა და გაღიმებული დააკვირდა საბუთებში თავჩარგულ ლაშას. -გისმენ. -იცოდი დედას რომ ტყუპი ყავდა? -წარბები შეკრა ლაშას გაკვირვებულ სახეზე, ენა ჩაუვარდა კაცს. -საიდან გაიგე? -გუშინ სასაფლაოზე ვიყავი და იქ ვნახე შემთხვევით, რომ დავინახე რამის გულმა დამარტყა. -ხო ძალიან გავდნენ, იმდენად რომ, რომ მოენდომებინათ მეც კი მომატყუებდნენ. -ოდნავ ზიზღი შეურია ხმაში. -რატომ არ კონტაქტობდნენ? -ეგ შენი საქმე არ არის პრინცესა. -შუბლზე აკოცა. -ძალიან ძველი ამბავია, არ ღირს გახსენება. -მაინტერესებს. -დაივიწყე! -მკაცრად თქვა. -თუ გინდა გქონდეს ურთიერთობა დეიდაშენთან, მაგრამ იმის ქექვას შეეშვი რაც მათ შორის იყო, აზრი აღარ აქვს ახლა. -კარგი ხო რაიყო. -ძალიან კარგი. -ანდრია სად არის? -არ ჩამოსულა, ბათუმშია ისევ. -დიდიხანია არ დამირეკი, ყველაზე საშინელი და ვარ. -საშინელი დისგან ყველაზე შორს ხარ პრინცესა. -შენ რას შვრები ნატა დედა? -გვერძე მიუჯდა ქალს და ლოყები დაუკოცნა. -შენ ძმას ჭკუიდან გადავყავარ, აღარ შემიძლია. -კარგი ქალო რაიყო, მაგას თავისი თავი ისე უყვარს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ არაფერი მოუვიდეს. -ჩაიფრუტუნა. -რა განერვიულებს ერთი, ნუ შეუკიკინებ სახლში მალე მიდიო, ძმაკაცებთან ერთად როა მაშინ მაინც. -აი დედა რომ გახდები და შენ შვილს ცხრა საათის მერე ზარებით აიკლებ, მერე შეგახსენებ მაგას! -რაიყო ბებიობა მოგინდა? -წარბები აუთამაშა ქალს. ლაშა კი გაღიმებული შესცქეროდა მათ საუბარს, ყოველთვის აბედნიერებდა ის ფაქტი რომ ნატალი დედასავით ექცეოდა ქეთას, უბრაზდებოდა კიდეც, ეფერებოდა, ესიყვარულებოდა, საყიდლებზე მასთან ერთად დადიოდა და ყველანაირად უფრთხილდებოდა. ამდენი წლის შემდეგაც კი ისე ლაპარაკობდნენ როგორც ადრე, პატარა ქეთას დაისვავდა და დიდი ქალივით ეჭორავებოდა ხოლმე. ამის გამოც უყვარდა, მართალია ისე ვერ შეიყვარა როგორც ნათია მაგრამ თავისებურად მაინც უყვარდა ეს ქალი. -პრინცესა ერთ კვირაში დიდ წვეულებას მართავს ჩემი პარტნიორი, შენი სამეგობროს მშობლებიც იქნებიან და დარწმუნებული ვარ შენებიც წამოვლენ, მინდა რომ შენ და ანდრია იქ იყოთ. -მამა ხომ იცი რომ ვერ ვიტან მსგავს რაღაცეებს, ვიღაც ღიპიანი მამიკო უნდა მომადგეს და დამიწყოს “რა ლამაზი გოგო ხარ, იცი ჩემი ბიჭიც შენი ტოლია, აუცილებლად გაგაცნობ” ბლა ბლა ბლა. -თვალები გადაატრიალა. -პატარა აღარ ხარ, თან გიგაც იქნება. -გიგა ყოველთვის იყო ხოლმე მამა. -ხოდა მოდიხარ, შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. -ანდრიას რაღა უნდა იქ? -რომ გაიზრდება მაგას უნდა გადავაბარო მთელი ჩემი ბიზნესი, ასე რომ ჯობია პატარაობიდან იცოდეს რა როგორ ხდება. -არ წამოგყვება, ვერ იტანს გაბღენძილ ხალხს. -წამოვა, ნუ ნერვიულობ მაგაზე. -კაი წავედი მე, თოკა უნდა მოსულიყო ჩემთან. -თოკა ვინაა? -ამერიკში ჩემთან ერთად ცხოვრობდა ოთხი წელი, ჩემი მეგობარი იყო, გუშინ ვნახე, თურმე თათიას შვილი ყოფილა. -ერთი და იგივეს მოყოლით იმდენად დაიღალა, უკვე უემოციოდ ყვებოდა, თითქოს ასეთი ამბავი ყოველ მეორეს ემართება. ბოლოს ორივეს დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა. რამდენჯერმე ისევ გადაურეკა გიგას, მაგრამ არცერთ ზარს არ უპასუხა. უკვე ენატრებოდა ჯიქიას ხმა, ნელნელა ცუდი ფიქრები იპყრობდნენ გონებას მაგრამ ქეთა უცებ შეიფერთხავდა თავს და გასაქანს არ აძლევდა ცუდ აზრებს. როგორც კი სახლში მივიდა მაშინვე თოკას დაურეკა, ისიც რამდენიმე წუთში გაჩნდა მასთან. ****** კორპუსის წინ იდგა, ფიქრობდა დაერეკა თუ არა, ბოლოს ტელეფონი ამოიღო, გადარეკა და მანქანაზე მიყრდნობილმა სიგარეტს მოუკიდა. -გისმენთ?! -რას შვრები პატარავ? -კოტე შენ ხარ? -ჰო. -ჩემი ნომერი საიდან გაქვს? -რა მნიშვნელობა აქვს? რას აკეთებ? -სახლში ვზივარ უაზროდ. -ჩამო სადმე გავიდეთ. -აქ ხარ? -ფანჯარასთან მივარდა, ფარდა გადასწია და მანქანაზე მიყრდნობილს თვალებგაბრწყინებულმა გადახედა. -სად წავიდეთ? -ჩამოდი და მოვიფიქროთ. -კარგი ეხლავე. -აუ გაპრანჭვები არ დაიწყო რა, ფეხზე ჩაიცვი და ჩამოირბინე. -კარგი. -გახარებულმა გაუთიშა ტელეფონი, უცებ გამოიცვალა ტანსაცმელი და სწრაფად გავარდა სახლიდან. -მანქანაზე მიყრდნობი ფანგანის დანახვაზე გული აუჩქარდა, თვალებ მოჭუტული ეწოდა სიგარეტის ვინ იცის მერამდენე ღერს და ხარბად ათვალიერებდა მოკლე შორტიდან მომზირალ გრძელ ფეხებს. -ძალიან გრძელი ხომ არ არის? ცოტა მოკლე ვერ ჩაიცივი? -არაა. -ვისთვის იპრანჭები ნეტა ვიციდე. -თავი გააქნია და კარები გაუღო. -არავისთვის. -ენა გამოუყო ბავშვურად და გაღიმებულმა დაიკავა ადგილი. -ლიზა მგონი ძალიან მოკლეა. -რა პრეტენზია გაქვთ ბატონო კოტე? -მთლიანი ტ*აკი გიჩანს, ახლა სადაც მივდივართ იქ ბევრი შემოგხედავს, მე კიდე მომიწევს თვალები დავთხარო. -სად მივდივართ? -ჯერ ნაყინს გაჭმევ, მერე ცოტა გავიტასაოთ და შემდეგ ბარში წავიდეთ. -ბარში? -ქართულ ბარში ნამყოფი ხარ? -არა. -ღმერთო საიდან გადმოაგდე ეს არსება? -15 წლის სად ბარში უნდა შევსულიყავი? -მაპტიე დამავიწყდა პატარა რომ ხარ. -საერთოდ არ ვარ პატარა. -საერთოდ არა. -სიცილი ვერ შეიკავა. ცოტახანში მანქანა გააჩერა იქიდან ფეხით გაუყვნენ ქუჩას და სანაყინეში შევიდნენ, ისე გემრიელად ჭამდა კარამელის ნაყინს სულ აშტერებდა ფანგანს. -ცუდი იდეა იყო ნაყინის ჭამა. -ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი როცა ენით ტუჩების ლოკვა დაიწყო. -არაა, აი ძაან გემრიელია! -ხოო მეც ეგრე ვფიქრობ. -ლიზას ტუჩებზე გაუშეშდა მზერა. უცებ წამოდგა, მისკენ გადაიხარდა და ტუჩთან ახლოს დარჩენილი ნაყინი, ტუჩებით მოწმინდა. -ნაყინი გქონდა.-თვალი ჩაუკრა. ადგილს მიეყინა გაბუნია, ვეღარაფერს ვეღარ ამბობდა, კოტეს კმაყოფილ სახეს უყურებდა და გული უარესად უჩქარდებოდა. -ამოისუნთქე პატარავ. -დაგიდნა. -თითით ანიშნა ნაყინზე ლოყებ აწითლებულმა და თავი ჩახარა. ქვედა ტუჩზე იკბინა, ნელნელა უფროდაუფრო გიჟდებოდა მასზე, მის ბავშვურობაზე. ყველასგან განსხვავებული იყო, პატარა, გიჟი, ყველაფერი აინტერესებდა, აქეთ იქით აცეცებდა თვალებს და ხალხს აკვირდებოდა. -რაზე ფიქრობ. -მომღიმარმა ჰქითხა და უარესად დააბნია გოგო. -მე… ხალხზე. -უცებ წამოაყრანტალა. -და რას ფიქრობ? -დაბოღმილები არიან, ყველა მოღუშული დადის. -ამერიკაში როგორ არის? -ყველა იცინის, უდნავ ხელიც რომ გაგკრან ბოდიშებს გიხდიან, აქ კიდე გუშინ ერთმა ვირმა რამის გადამთელა და წინიყურეო აქეთ შემომიტია, გამოვშტერდი. -აქ ზოგს იმის საშვალება არ აქვს რომ საჭმელი იყიდოს პატარავ, შენიაზრით გაღიმებულები ივლიან? -ხო მაგრამ… -ყველა თავის პრობლემებშია, სიარულის, ჯდომის და დგომის დროსაც თავის პრობლემებზე ფიქრობენ, ზოგს შვილი ჰყავს ცუდად, ზოგს ქმარი და როგორ გაიცინებენ? ჩვენ ვზივართ აქ მამიკოს ფულებით, არ გვადარდებს არაფერი, ყველა კარგად გვყვავს და ჩვენი ერთადერთი საფიქრალი ის არის, როგორ გავერთოთ დღეს, ხვალ, ან ზეგ. -მაგაზე მეც მიფიქრია. ზოგჯერ მინდა რომ დავეხმარო მაგრამ რომ ვუფიქრდები არ გამოდის. -ხალხი დაუნახავია პატარავ. გინდა რაღაც გითხრა რაც არავისთვის მითქვია? -კი. -მისკენ გადაიხარდა. -ერთი ბიჭი იყო, ახალგაზრდა, ბარიდან გამოსულმა ვიპოვე, ძირს ეგდო და მათხოვრობდა. ცოტა ნასვამი ვიყავი, მომინდა ვინმეს დავხმარებოდი, ენერგიით ვიყავი დამუხტული, ეს ბიჭი წავიყვანე სახლში, დავაბანინე, ჩემი ტანსაცმელი მივეცი, რამდენიმე დღეში სამუშაოც ვუშოვე, სახლი ვუქირავე, კაროჩე ფეხზე დავაყენე ტიპი რა, ბავშვები მეღადავებოდნენ გეი ხარო, დაგევასა და ბორდე*იდან გამოთრეული ძუ*ნასავით დააყენე ფეხზეო. -მერე? რამოხდა? -ფული მომპარა და მოტყდა. -სიმწრით ჩაიცინა. -რაა? როდის? -ორი წლის წინ. -მერე იპოვე? -არ მომიძებნია. -კი მაგრამ რატომ? -რავი. -მხრები აიჩეჩა. -აბა არავინ არ იცისო? -რომ მოტყდა ეგ არ იციან, მე ვუთხარი საზღვარგარეთ გავუშვითქო. -ნაყინის ფული გადაიხადა, ლიზას ხელი გადახვია და ისე გავიდა გარეთ. -მაგის მერე დავიკიდე სუყველა. -ტეხავს. -ჰო, კაი დაი*იდე, წამო ბარში. -რამდენიმე ნაბიჯში შევიდნენ ერთერთ ბარში, ბენდი უკრავდა, ხალხი გიჟივით ცეკვავდა. ყველა თავის სტიქიაში იყო. ბართან მიიყვანა ლიზა, სასმელი შეუკვეთა და იქვე ჩამოჯდა. -რა ლამაზი გოგოა. -ღიმილით გახედა ბარმენმა. -გვანცა! -ხელი გაუწოდა გაბუნიას. -ლიზა. -გაკვირვებულმა შეაგება წვრილი თითები. -გვანცა ჩემი დიდიხნის მეგობარია. -გასაგებია. -დამეთანხმები შენი ბიჭი მაგრად ჟ*მაობს. -თვალი ჩაუკრა ლიზას, სულ გადაწითლდა გაბუნია. -გვანცი რეებს ეუბნები ბავშვს? -თვალები დაუბრიალა კოტემ. -უი მაპტიე. -სიცილს ძლივს იკავებდა. -გვანცა ძალიან გარყვინილი ქალია პატარავ, არ მოუსმინო თორე გაგაგიჟებს. -ნუ ატყუებ! -მხარზე გადაკიდებულ პატარა პირსაწმენდს დაავლო ხელი და თავში გაუქანა.-მიდი დალიე, მოგეწონება. -თითით ანიშნა ჭიქაზე. ერთ ჭიქას ორი მიყვა, შემდეგ ოთხი და ხუთი. უცებ სიმღერას ააყოლა ხმა, კარგად შეზარხოშებული იჯდა, თავისთვის ღიღინებდა და ორივეს აშტერებდა. -ამას ნახე რა ხმა ჰქონია. ლიზა! -რაიყო? -წამოდი ლამაზო, მომღერლის შეცვლის დროა. -ხელი ჩაავლო გვანცამ, უცებ მიყვანა ბენდთან და სცენაზე ააგდო. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა გააზრება ვერ მოასწრო. აქეთ იქით აცეცებდა თვალებს, ხალხი ელოდებოდა, ის კი მიკროფონთან იდგა და კოტეს თვალს არ აშორებდა. ეშმაკურად უღიმოდა გოგოს. -დაიწყე და აგყვებით. -უკნიდა ჩასჩურჩულმა გიტარისტმა. -ამ სიმღერას ვუძღვნი აი იქ რომ ბიჭი ზის იმას! -კმაყოფილმა ჩაიცინა კოტეს გაკვირვებულ სახეზე, ყველა მას უყურებდა, თითქოს რაღაცას ელოდნენ. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ფანგანმა. ხალხმაც ყურადღება ლიზასკენ გადაიტანა. სიმღერა დაიწყო თოარა მაშინვე გაისმა შეძახილები. ისეთი ენერგიით მღეროდა ხალხიც აიყოლა, ცეკვავდნენ, მღეროდნენ და მხიარულობდნენ. თვალს ვერ აშორებდა კოტე, მომღიმარი უყურებდა და ვერაფერზე ფიქრობდა ლიზას გარდა. -ძალიან ლამაზია. -ხმამაღლა თქვა გვანცამ. -ცხრამეტი წლისაა. -სიცილით გააქნია თავი. -თავი პედოფილი მგონია. -ეგრეა ჩემო საყვარელო, პატარა გოგოები აგიჟებენ ბიძიებს. -ექვსი წელი მართლა ბევრია. -სიყვარულმა ასაკი არ იცის. მართალია შენგან სიამოვნებას ვეღარ ვეღირსები მაგრამ ისე მიყვარხარ შენი ბედნიერება მაინც მახარებს. -მხარზე მიარტყა ხელი. -მადლობა გადაგიხადო? -აი იმ გოგოს რომ აღირსებ იმას რასაც მაგის წყალობით ყველა ვკარგავთ, მაგით ვიქნები მადლობელი. -კარგი კარგი. -უცებ ახარხარდა. სიმღერა რომ მორჩა უამრავი აბლოდისმენტები მიიღო ქალბატონმა, ბედნიერი სახით წავიდა ფეხზე მდგარ ფანგანისკენ და კისერზე მოხვია ხელები. -ძალიან მაგარი იყო! -აღშფოთებას ვერ მალავდა. -საოცრება ხარ. -შუბლზე აკოცა. -წავიდეთ. -გვანცას ფული დაუტოვა და ხელგადახვეული გავიდა ბარიდან. ღიღინით მიუყვებოდნე ქუჩას. სიმღერასთან ერთად ცეკვადა კიდეც გაბუნია. -მეცეკვე რაა. -თითები ახლართა კოტე თითებში, ხელები მოხვია კოტემ წელზე და ქუჩაში მუსიკის გარეშე დაიწყეს ცეკვა. ერთმანეთის თვალებში იძირებოდნენ, ბოლოს ცეკვაცეკვით მივიდნენ მანქანამდე და სახლისკენ წავიდნენ. მთელი გზა აღტაცებით ლაპრაკობდა ყველაფერზე რაც დღეს ნახა და გააკეთა. ბოლოს სახლამდეც მივიდნენ, ერთმანეთის პირდაპირ იდგნენ ჩუმათ, არცერთ არ უნდოდა წასვლა და გამომშვიდობებას წელავდნენ. -ამ ორ დღეში ყველაფერი დამავიწყდა, უფრო გავმხიარულდი და გავბედნიერდი. ეს კი შენი დამსახურებაა. -არ გინდა ეხლა მადლობები რა. -წვრილი თითები თავის ტორებში მოიქცია. -ძალიან კარგად გავერთე დღეს. -მიხარია ეს რომ შევძელი. -თმა გადაუწია ყურზე. -ადი და დაიძინე, ჰო კიდე, ასეთი მოკლე შორტები მეორედ აღარ ჩაიცვა. -კარგად. -ლოყაზე აკოცა უცებ და სადარბაზოში შეირბინა, იქამდე იდგა გაღიმებული სანამ სახლში არ ავიდა გაბუნია, ფანჯრიდან არ გადმოხედა და ხელი დაუქნია. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და ქეთასთან წავიდა. ****** ვაკის პარკში იჯდა, აქეთ-იქით ახალგაზრები ირეოდნენ, წყლის ბოთლი ეჭირა ხელში და დროდადრო სვავდა. უცნობი ბიჭი მიუჯდა გვერდით, დაახლოვებით 20 წლის იქნებოდა, ყურადღებით ათვალიერებდა არჩვაძის ტანს, ბოლოს წყალი სთხოვა. -ვერა ბავშვი, სხვის ნაპირალს არ ვსვავ. -ბავშვი? -არც ისეთი ახლაგაზრდა ვარ როგორიც გგონია. -კარგი რა, მაგარ ტანზე ხარ მთავარია. -რამდენი წლის ხარ დედი მითხარი?! -თვალები მოჭუტა და სიგარეტს გაუკიდა. -23. -ანუ ოცის ხარ. -სიცილით აიქნია ხელი. -გამოცდილი ქალი ხარ გეტყობა. -ქვედა ტუჩზე იკბინა ბიჭმა, თან შეხსნილი პერანგიდან მომღიმარ მკერდს ვერაფრით აშორებდა თვალს. -აე*ესლე აქედან. -წარბშეკრული კაცი წამოადგათ თავზე. -წესიერად ილაპარაკე. -დავაი მეთქი ბიჭო. -ელენეს მომღიმარ სახეს უყურებდა და უარესად ბრაზდებოდა. როგორც იქნა ადგა ბიჭი. -აქ რა გინდა? -პერანგის ღილები შეუკრა და ფეხზე წამოაყენა.-ან ეს ბო*ურად ჩაცმა რა არის? -რა გინდა ზუზუ? -წესიერად რომ იქცეოდე ის მინდა. -შენთვის რა მნიშვნელობააქვს? -არ აქვს, პროსტა ნაცნობი ხარ და არ მინდა ჩემს ნაცნობზე უხამსი სიტყვები ილაპარაკონ. -სად მიგყავარ. -ჩემთან სახლში. -მანდ რა მინდა, გამიშვი ხელი! -ადგილზე შედგა. -ამ შუაღამისას რა გინდა პარკში ვერ ვხვდები. თან მთვრალი ხარ. -წარბები უფრო დაახლოვა და ცხვირი შეჭმუხნა. -არაყია. -სიცილით ანიშნა ბოთლზე. -ელენე ნუ იქცევი კა*პასავით! -ბოთლი გამოართვა და ბალახზე გადააქცია. -იქნებ ვარ? ხო ბო*ი ვარ, ვისაც მინდა იმას ვაძლევ. აქაც მაგიტომ ვარ რომ ვინმე ავაგდო! -გაჩუმდი ელენე! მოკეტე და წამოდი. -არ წამოვალ! -რა დავაშავე? -ღრმად ჩაისუნთქა, მხარზე გადაიკიდა არჩვაძე და მანქანისკენ წავიდა. -მიშველეთ! მიტაცებს! -ბოლო ხმაზე ყვიროდა. როგორც კი პოლიცია დაინახა, უარესად აფართხალდა და ხმის ტონსაც მოუმატა. -გაჩერდით ახალგაზრდავ და დასვით ქალბატონი. -მკაცრად თქვა პოლიციელმა. -რა ხდება? -მიტაცებს! თავის სახლში მივყავარ, მე კიდე არ მინდა! -გატყუებთ, ჩემი საცოლეა, ძმაკაცებმა ბიჭების წვეულება მომიწყეს, სამწუხაროდ ქალთან შემომისწრო, ხომ ხვდებით რა, ვიჩხუბეთ და მაგიტომ ამბობს ასე. -მართალია გოგონა? -დაეჭვებულმა გადახედა ელენეს. -რა სისულელეა? ამას რა შემაყვარებეს? წესიერად არც ვიცნობ. -ელენე გაჩუმდი გთხოვ, სირცხვილია. -მთვრალი ბრძანდებით? -ასე იცის ხოლმე, რომ ბრაზდება სვავს. მოტაცება რომ მინდოდეს პარკიდან ხომ არ მოვიტაცებდი? -კარგით მაშინ. -რაა? ამას მატანთ? -ქალბატონო დასვენება გჭირდებათ. -ორივე გადაამოწმა და გაუშვა. -შენ სულ გააფრინე ხო? -მაშინვე წამოიყვირა როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ. -ნუ წიკვინებ და შეიკარი ღვედი! -თვალები დაუბრიალა. -ხმა არ ამოიღო იცოდე! -ისიც დადუმდა, მთელი გზა გულხელდაკრეფილი იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა, მაგრამ ხანდახან მაინც აპარებდა თვალებს დევდარიანისკენ. შინაგანად აფორიაქებული იყო მასთან სიახლოვით მაგრამ არაფერს იმჩნევდა. მალევე გააჩერა მანქანა კორპუსის წინ, ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან, ელენეს კარები გაუღო ხელი მოკიდა და გადმოიყვანა. ასე ავიდა მეოთხე სართულზე, კარებს გასაღები მოარგო და სახლში შევარდა. ხელებში შეაჩეჩა პირსაწმენდი და აბანოში შეაგდო. -მალე გამოდი. -თხუთმეტ წუთში პირსაწმენდ შემოხვეული გავიდა აბაზანიდან, მხრებს ოდნავ ჩაცდენილი თმა მხრებზე ეყარა და წურწური გასდიოდა. -ეს ჩაიცვი. -თავის მაიკა მისცა საცვალთან ერთად. -რაკარგი შორტია. -სიცილით ამოიცვა, შემდეგ მაიკა გადაიცვა და ფანჯარასთან მივიდა სიგარეტის მოსაწევად. -აქ რატომ მომიყვანე ზუკა? -ზუკა? -პირველად გაიგო მისი პირიდან ნათქვამი თავის სახელი და ცოტა ეუცნაურა, მიხვდა რომ სერიოზულად ეკითხებოდა, ამიტომ თვითონაც სიმართლის თქმა გადაწყვიტა და გვერძე ამოუდგა. -რომ დაგინახე იმ ფორმაში ვიღაც ბიჭს როგორს სდიოდა დორბლი შენი ძუ*უების შემხედვარე, მაგრად არ მესიამოვნა. თან მარტო ვცხოვრობ, მოწყენილი ვიყავი და წამოგიყვანე. -რატომ აქვს შენთვის მნიშვნელობა ვინ დაიდორბლება ჩემი ყურებისას? -არ აქვს ქერა, არასასიამოვნო სანახავი იყო, ბო*ივით რომ იჯექი. თუ მაინცდამაინც სექსი გინდა ვინმე ზდაროვი როჟა მაინც გააძრე, ეს პატარა ბიჭები რაპონტია. -ჰო მართალი ხარ. -ნაღვლიანად გაუცინა, გული ეტკინა მის სიტყვებზე, უნებურად ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან, სწრაფად შეიმშრალა და საწოლისკენ შებრუნდა. -აქ ვიძინებ? -ჰო ვიძინებთ. -ჩაფიქრებული მიაშტერდა სახეზე. -მაგაზე არ გავკაპასდები, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მაინც ჩემს მხარეს მძინავს. -ძალიან კარგი. -ორივე ლოგინზე დაწვა, ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში და ხმას არ იღებდნენ, ფიქრებში გადაეშვა ელენე, ისევ გადმოსცვივდა თვალებიდან თითო ცრემლი. -რა გატირებს ელენე? -არაფერი. -სწრაფად გადაბრუნდა მეორე მხარეს, ზურგი აქცია დევდარიანს და ცრემლებს გასაქანი მისცა. -ელე... -ნუ მეკითხები გთხოვ. -ჩახლეჩილი ხმიშ შეევედრა. ცოტახანი უყურებდა ზუკა, მერე ხელი მუცელზე მოხვია, თავისკენ მოქაჩა და ზურგით მთლიანად მკერდზე აიკრო. სახე მის კისერში ჩარგო, ელენე კი ხმას არ იღებდა, თვალი გაშტერებული ჰქონდა, ცრემლები თავისით მიედინებოდნენ და ბალიშს ასველებდნენ. ყელში აკოცა ზუკამ, ელენეს სხეულმაც არ დააყოვნა, ჟრუანტელმა დაუარა ტანში. სიცხის მიუხედავად მაინც სიამოვნებდა ზუკას სიმხურვალე. -მადლობა. -დაიჩურჩულა და კისრის ქვეშ ამოდებულ დევდარიანის ხელს ტუჩები მიაკრო, საპასუხოდ კი ისევ ყელში კოცნა მიიღო. ****** -ლუკა გიგა სად არის? -ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით ტელეფონით ხელში, მთელი დღის მანძილზე ერთხელაც არ შეხმიანებია ჯიქია. თუ რამე შეცდომები მიპოვნეთ მაპატიეთ... მოუთმენლად ველოდები თქვენს შეფასებეებს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.