შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი


12-01-2018, 13:40
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 603

ახლა დაიწყო ეს ყველაფერი
გუშინ მწერდი და დღეს? არაფერი
გუშინ ყვებოდი რაიმეს ახალს
დღეს?! "დაიკიდე"- ამბობ შენ ამას

იცი? ბევრს ვფიქრობ რა დაგიშავე
მხოლოდ ერთი რამ მე დაგიმალე
და დავიჯერო ამის გამოა?
ეს ტყუილია ეს უდავოა

მე შენ მიყვარხარ, მე შენ გითხარი
და გონება არს ჩემი მკითხავი
გუშინ საუბრები, დღეს კი თითო სიტყვა
ხვალ ალბათ იგნორი, მინდა მე ეს გითხრა

თუ ეს ასე იქნა
არის ერთი სიტყვა
მე სულ შენთან მინდა
თუმც არს ერთი რისხვა

წავალ, ხმას არ გაგცემ
თემად აღარ ვაქცევ
დაისვენებ ჩემგან
არ ვიქნები ყველგან

ოღონდ მერე არ თქვას ვინმემ ვინმეს მიმართ
რომ არვის უყვარხართ, მაგრამ ვინმე გიყვართ
ოღონდ ვინმემ არ თქვას, განსხვავებულია
მისი სიმართლე ხომ არარსებულია

შორიდან ყველა იდეალურია
სინამდვილეში ვირტუალურია
რეალურად ის სულ უდაბურია
ეს სიყვარული დაუმსახურია

სულ ამდენი იგნორით დასასრული იწყება
სიყვარულს კი აღარ აქვს მისი თავდავიწყება
მერე ალბათ გამლანძღავენ: არ უყვარდა არა
მე ეს სულ არ მეწყინება, გთხოვთ ნუ, კმარა კმარა

თქვენ არ გესმით არაფერი, ეს ამდენი იგნორი
არ გესმით თუ ეს რა არის, უსასრულო მინორი
სისულელედ მიგაჩნიათ ყველა ჩემი სტრიქონი
სულელები კი თვითონ ხართ, სულ რომ არ გაქვთ სინქრონი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent