შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო /თავი 2/


16-03-2019, 19:25
ავტორი black qveen18
ნანახია 1 010

ნიკის გამოჩენა სამივეს გაგვიკვირდა.მემგონი ასე უცბად ვერავინ ვერ ემზადება,თან შხაპიც ხომ უნდა მიეღო და ასე უცბად ეს როგორ მოახერხა ვერ მივხვდი.მე და ლუი გავშეშდით, მაგრამ მიკი გონს დროზე მოეგო.
-ისე მხიარულად ლაპარაკობ თითქოს მე წავაგე თამაში!-დამცინავად უპასუხა.
-მომდევნო თამაში კიდევ წინაა ბატონო ბუშტო!
მიკი ბავშვობაში პუტკუნა იყო და მოფერებით ბუშტს ეძახდნენ ხოლმე.როდესაც გაიზარდა ბევრი ვარჯიშის შემდეგ საკმაოდ კარგ ტანზე დადგა.თუ ვინმე მას ამ სახელს დაუძახებდა, მის მოსისხლე მტრად იქცეოდა.
ვიცოდი,რომ მიკი მას ამას არ აპატიებდა,ამიტომ სიტუაციის განმუხტვას შევეცადე და ისე მოვიქეცი,თითქოს ნიკი იქ არც ყოფილიყოს.
-მე წავიდე თუ დაგელოდოთ?მე და სარა ბურგერების ჭამას ვაპირებთ და თუ გინდათ თქვენც წამოდით.
-ხომ იცი,რომ როდესაც საქმე საჭმელს ეხება მე ყოველთვის თანახმა ვარ!-მხიარულად მიპასუხა ლუიმ.
-მაშინ წავიდეთ.მე და ლუი ორ წუთში გამოვალთ,შენ კი ფრთხილად იყავი,არ ვიცით წინ რას შეიძლება შეგვხდე!-ნიკზე მიმანიშნა.
-შენ კიდე აქ ხარ?-ეს სიტყვები მამაცად ვუთხარი ნიკს,მაგრამ შინაგანდ ვცახცახებდი.
-ჩემს შარმს ვეღარ უძლებ ლამაზო?-ისე შემომხედა თითქოს მისი სათამაშო ვყოფილიყავი.
-არა უბრალოდ რაღაც ნაგვის სუნია და შევწუხდი!-ზუსტად იგივე ტონით ვუპასუხე.-ჩვენ გასასვლელში ვიქნებით და არ დაიგვიანოთ.
-ორ წუთში გარეთ ვართ!
მე გასასვლელისკენ წავედი,ლუი და მიკი კი გასახდელში.ნიკი უკან გამომყვა.არ ვიმჩნევდი, რადგან მეგონა,რომ ავტობუსთან მიდიოდა.უცბა წამომეწია და საუბარი დაიწყო.
-ჰეი!-მითხრა მაგრამ გზა ისე განვაგრძე თითქოს არაფერი უთქვია.
-მემგონი ჩემს თავს არ ველაპარაკები!-ახლა უკვე მკაცრი ტონით მომმართა.
-გირჩევნია შენს თავს ელაპრაკო,უფრო დიდი შანსია,რომ პასუხი დაგიბრუნოს.
-რა თქვი მიკის რა ვარო?
-არაფერი მითქვია.
-მაშინ ეხლა მითხარი.
-შენი საქმე არაა!
-ვითომ?
-რა ჯანდაბა გინდა?
-არაფერი!
-ხოდა დაახვიეთ აქედან გეთაყვა!
გასასვლელს მივუახლოვდი და სარასთან მივედი.
-ამასთან რაგინდა?-გამოცდილი სახით აათვალიერა ნიკი,როდესაც გვერდით ჩაგვიარა.
-არაფერი.
-აბა რატომ ელაპარაკებოდი?
-თვითონ დაიწყო.მიკი და ლუიც მოდიან ჩვენთან ერთად და უნდა დაველოდოთ.
-ოქეეი,მაგრამ იცოდე თავიდან ასე ადვილად ვერ მომიშორებ.
ლოდინი დიდხანს არ მოგვიწია,რადგან ბიჭები მალე გამოვიდნენ.
-დიდხანს ხომ არ გალოდინეთ?
-სულ რაღაც ორი წუთი.
-დავინახე,რომ ნიკი უკან გამოგყვა და რამე ხომ არ გითხრა?
-კი ელაპარაკა.-ჩემს მაგივრად სარამ უპასუხა მიკის.
-რა უნდოდა?
-არაფერი შენ და მიკის რა ურთიერთობა გაქვთო და მე ვუთხარი შენი საქმე არაათქო.
-რა ჯანდაბა უნდა?!-ლუს გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
-მე არაფრის უფლებას არ მივცემ ასე,რომ მშვიდად შეგიძლიათ იყოთ.
-გეტყობა ვისი მოსწავლეც ხარ!-მხიარულად მითხრა მიკიმ.
უკვე კაფესაც მივუახლოვდით.მიკი ჩემს გვერდით დაჯდა,ლუი კი სარასთან.სანამ შეკვეთა მოვიდოდა თამაშზე ვილაპარაკეთ.ფოტოები ავტვირთეთ და ბევრი ვიცინეთ მანამ სანამ ნიკი არ შემოვიდა კაფეში ვიღაც გოგოსთან ერთად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent