შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი შოკოლადი. (თავი 2)


16-03-2019, 22:32
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 715

ჯონი ბერაიას სახლის გაძარცვა კვლავაც აქტუალური თემა იყო საზოგადოებაში. მძარცველებს ვერ პოულობდნენ. ისე გაძარცვეს სახლი კვალიც კი არ დაუტოვებიათ. მინისტრი ცოფებს ყრიდა კაბინეტში.
-უმაქნისი ნაბი*ვრები ხართ. ამდენმა კაცმა, როგორ ვერ გაარკვიეთ ვინ გამქურდა? მიწიდან ამოვთხრი იმ ახ*რებს.
რაიმე კვალს მაინც დატოვებდნენ, შანსი არ არის ისე. გაინძერით და ერთ კვირაში მომითრიეთ დამნაშავეები, თორემ დარწმუნებული ვარ განრისხებული ჯონი ბერაიას ნახვა არავის არ გინდათ. -ხელი მაგიდაზე დააბრახუნა და სავარძელში თავისი ღიპით ჩაესვენა. ვერ ხვდებოდა ვინ გაბედა მის სამფლობელოში ისე შეღწევა, რომ 15 მცველიდან, ვერცერთმა გაიგო. თავში უამრავი ადამიანი უტრიალებდა, ვისი ცხოვრებაც გაანადგურა, მაგრამ ზოგიერთი უკვე გარდაცვლილი იყო, ზოგიც საკმაოდ ასაკიანი და ფიქრობდა, რომ ამას ვერცერთი გაბედავდა. შეშინებული და სასოწარკვეთილი იყო. სეიფიდან ის საბუთები გაქრა, რომელსაც შეეძლო ჯონის გასაიდუმლოებული და ნაკლებად საამაყო წარსული გამოეშკარავებინა. ყველაფერს იზავდა, თუ საჭირო გახდებოდა საკუთარი ხელით მოკლავდა ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა და თავის მილიონებს პრობლემას შეუქმნიდა. სეიფი იმდენად ქონდა დაცული გონებაშიც არ გაუვლია, რომ ვინმე შეძლებდა მის გაღებას. ახლა, როცა თავისი იმედები თავზე ჩამოემხო ხვდებოდა, რომ საქმე სერიოზულ დამნაშავეებს ეხებოდა და უფრო მეტად ეშინოდა. კვალი არ ჩანდა...



სოფელში ჩვენი შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ წავედით. გზად იმდენად ლამაზი ბუნება იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილების სიზუსტეში დავრწმუნდი. მუცოში ჩასვლისას, მთელი ამ დიდებულების დანახვისას აღფრთოვანება ვერ დავმალე და აჟიტირებულმა დავიწყე აქეთ იქით სირბილი ხელებ გაშლილმა.
-ვაიმე,ზაფხულის სუნი დგას.-ბედნიერმა ამოვილაპარაკე, როცა ადგილს დავუბრუნდი.
-არ ვიცოდი ზაფხულს სუნი თუ ქონდა. -სიცილით მომიახლოვდა ვახო და თმა ამიჩეჩა. ვერ ვიტან, როცა თმაზე მეხებიან. ხელი უხეშად ჩამოვაღებინე და გაბრაზებულმა შევხედე.
-ვერ ვიტან თმაზე, რომ მეხებიან. და კი, აქვს ზაფხულს სუნი სიმწვანის და სიცოცხლის სუნი. -ახლა მე ავუჩეჩე ვახოს ოდნავ გრძელი თმა და სახლისკენ წასულებს მივყევი.
-მე მაღაზიაში უნდა წავიდე და თუ ვინმეს რამე გინდათ მითხარით და წამოგიღებთ.-გამოგვიცხადა ბერდიამ და ყველას გამოგვხედა.
-მეც წამოვალ, თუ შეიძლება.-იმდენად მინდოდა მუცოს დათვალიერება სახლში გაჩერებას არ ვაპირებდი და მეც შანსით ვისარგებლე.
-წამოდი, წავიდეთ. -ღიმილით მითხრა ბერდიამ და კარი გამიღო, რომ გავუსლიყავი. მანქანაში უხმაუროდ ჩავჯექით და მაღაზიისკენ წავედით, რომელიც ნახევარი საათის სავალზე იყო. მე ბედნიერი ვუყურებდი ბუნების შესანიშნავ ქმნილებებს, მთებს, რომლებიც ისე იყვნენ აწოწილნი, თითქოს ცას ეხებიანო. ფიქრებიდან ბერდიას ხმამ გამომაფხიზლა. მიყურებდა და მიცინოდა.
-როგორი ბედნიერი თვალებით უყურებ.
-იცი როგორ მიყვარს ბუნება? კიდევ კარგი წამოვედი, თორემ ნატუკა, რომ სურათებს მაჩვენებდა მთელი ცხოვრება ვინანებდი. -სიცილით ვუთხარი და შევხედე.
-ბავშვობაში სკოლაში დამითხოვდნენ თუ არა ეგრევე აქ გამოვრბოდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა აქ ჩამოსვლა. იცი რა ჯიგარი ბებია და ბაბუა მყავდა? ვძმაკაცობდით სამივე. მერე კანადაში წავედი და დიდი ხნით აღარ ჩამოვსულვარ. -ბოლო სიტყვები ნაღვლიანად ამოილაპარაკა და მაინც გამიღიმა.
-ასეთი სოფელი, რომ მქონდეს მეც სულ აქეთ გამომიწევდა გული. -ფანჯარა ჩამოვწიე და ხელი გავყავი. ჰაერში პეპლები დაფრინავდნენ და ლამაზად აფარფატებდნენ ფრთებს. გარშემო სიძველისგან ხავსმოკიდებული კოშკები იდგა. სოფელს გარშემო ულამაზესი მთები ერტყა და შორი ახლოს ტყეც მოჩანდა.
-მომიყევი შენზე რამე. -ისეთი ჩახრეწილი ხმით მითხრა, გამაჟრჟოლა.
-რა გაინტერესებს?-ხელი შემოვწიე, სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი და შევხედე.
-ის რაც მხოლოდ მე მეცოდინება შენს შესახებ.-წარბები აათამაშა და გამიცინა. უნდა ვუთხრა ხშირად აღარ გაიცინოს, თორემ იმდენად მომხიბვლელია ცოტაც და დავიფერფლები.
-ჰმმ. ძილის დროს ყურებზე რამე თუ არ მაფარია ან თმა არ მიფარავს ისე ვერ ვიძინებ, მგონია ყურში რამე შემიძვრება. -საერთოდ ვერ მივხვდი ეს რატომ ვუთხარი... ასეთი სისულელე რამ მათქმევინა. წამში ვინანე ნათქვამი. ბერდია სიცილს ვეღარ იკავებდა. -რატომ დამცინი?-ვითომ ნაწყენმა ამოვილაპარაკე და თავი ფანჯრისკენ გავატრიალე. ბერდიამ სიცილი შეწყვიტა.
-ირინა..-ხმა არ გამიცია.-ირინა არ დაგცინი შენ, უბრალოდ შენს ნათქვამზე გამეცინა. ბოდიში რა, არ მიფიქრია თუ გეწყინებოდა.-უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა არაბული და საწყალი სახით გამომხედა. მე სიცილი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი.
-კარგი, გეხუმრე. არ მწყენია არაფერი.-სიცლით ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე. თითქოს შეკრთაო ჩემს ხელს დახედა და მერე მე გამომხედა. ხელი გამოვწიე. ისიც აზრზე მოვიდა და გამიცინა. -ახლა შენ მითხარი რამე შენზე.-ბერდიამ კოლოფიდან სიგარეტი ტუჩებით ამოიღო და მოუკიდა.
-გოგოსთვის არ მაქვს ნაკოცნი.-სიცილით მითხრა და გიგოსავით დაიმორცხვა.შემომხედა. გამოვშტერდი.
-ოჰ. ბარემ ისიც მითხარი ვაჟიშვილი ვარო. - ხელი ჩავიქნიე და გამეცინა. მიყურა, მიყურა და ბოლოს გადაიხარხარა. -რეალური მითხარი რამე, ბერდია.
-მარტო ძილი არ მიყვარს და ჩემს ძაღლთან ერთად მძინავს ხოლმე. -სიცილით მითხრა და რეაქციას დაელოდა. მეც გამეცინა. რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ გააგრძელა. -კიდრ მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია მიყვარს. -არ ველოდი. განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ყოველთვის მიტოვებდა, მაგრამ არა ამ სფეროში. მიმიხვდა ფიქრს და გაეცინა.
-ვაუ, არ ველოდი. -გაოცებულმა, სიცილით ვუთხარი. ამასობაში მაღაზიაშიც მივედით. უამრავი სასმელი და საჭმელი ვიყიდეთ. სანამ გავიდოდით ჩუმად, რამდენიმე ცხელი შოკოლადისა და კაკაოს შეკვრა ვიყიდე და ბერდიას დავეწია. სახლში უკვე მოსაღამოვებულს მივედით. ნატუკას და ბიჭებს უკვე დაელაგებინათ სახლი და დივანზე დაღლილები იყვნენ მიყრილები. გოგოებმა საჭმელი გავაკეთეთ. ყველამ ერთად ვივახშმეთ. მგზავრობით და დალაგებით დაღლილები ოთახებში გადავნაწილდით. საწოლში იმდენხანს ვიწრიალე ბოლოს დავიღალე და დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე. ასე ვიცოდი ახალ გარემოში. ძალიან ძნელად ვეგუებოდი ჩემი საწოლის გარეშე ცხოვრებას. თანაც ღამე ვერასდროს ვიძინებდი იმდენად მიყვარდა. დღე ვიძინებდი(რამდენადაც უნივერსიტეტი მიწყობდა ხელს.) ღამე მეღვიძა. ღამის 2 საათი იყო. ეზოში გავედი და ჰამაკში ჩავჯექი. ბერდიას ოთახში შუქი ენთო. მერე 5 წუთში ჩაქრა. ალბათ დაიძინა მეთქი გავიფიქრე ჩემსკენ მომავალი, რომ დავინახე. გვერდით მომიჯდა. ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხებოდა. ჟრუანტელმა დამიარა. ისეთი სასიამოვნო შეგრძნება იყო. ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია.
-რატომ არ გძინავს? -ბოხი ხმით მითხრა და რაღაც ამოუცნობი მზერით შემომხედა. არაფერი მიპასუხია, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე.
-შენ რატომ არ გძინავს?-კითხვა შევუბრუნე.
-ღამის ადამიანი ვარ. - სიცილით მითხრა და გავოცდი, როცა მსგავსი თვისება აღმოვაჩინე. ძალიან მესიამოვნა. მე და ბერდიას უკვე გვქონდა ერთი საერთო და დარწმუნებული ვიყავი ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მერე რაღაც გამახსენდა.
-დამელოდე, ახლავე მოვალ.-უცბათ წამოვხტი და სამზარეულოში შევედი. ცხელი შოკოლადის ფხვნილი ჭიქებში ჩავყარე, წყალი დავასხი და გარეთ გავედი. არაბული ჰამაკში იჯდა და თვალები დახუჭული ქონდა. ნაბიჯების ხმა, რომ გაიგო გაახილა და ღიმილით შემომხედა.
-მშვენიერი ღამეა ცხელი შოკოლადისთვის.- მეც გავუღიმე და ჭიქა გავუწოდე.



№1  offline წევრი Rania

Zalian kargiaaaaa. Male dade gtxovvv
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent