შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 11


17-03-2019, 14:10
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 288

კვირა საღამოს ჩამოვედით თბილისში. გზამ ძალიან გადამღალა და პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე. ბოლომდე ავავსე აბაზა წყლით და ცხელ წყალში გავინარე. არ მომწონდა ჩემი შიშველი სხეული, არც მკერდი მაკმაყოფილებდა და არც საჯდომი, თუმცა ორივე საკამაო ზომის იყო. ზოგადად ასეთი ვიყავი ბავშვობიდან, არასოდეს მომწონდა საკუთარი თავი. ამ ყველაფერმა შედეგიც გამოიღო და თვითშეფასება ნულემდე დამიყვანა.
მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ჰალუცინაციებივით მოდიოდნენ ჩემთან ფიგურები და სიუჟეტები და კვლავ სადღაც ქრებოდნენ. გაღვიძება მინდოდა და სიზმრებს თავს ვერ ვაღწევდი. ასე გაგრძელდა დილის ხუთ საათამდე. ხუთ საათზე გამეღვიძა. ძალიან მწყუროდა, ამიტომ სამზარეულოში გავედი და მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე. ყოველთვის ბოთლიდან დალევა მიყვარდა, ამიტომ მაშინაც პირდაპირ მივიყუდე ბოთლი და თითქმის გამოვცალე კიდეც, შემდეგ კი კვლავ ლოგინში დავბრუნდი, თუმცა ამაოდ. არასასიამოვნო შეგრძნება მთელს ტანში მოუსვენრად დაძრწოდა.
ჩამეძინა. არ ვიცი რომელი საათი იყო. ყველასათვის ნაცნობი მეთოდი გამოვიყენე, თუმცა ცხვრების მაგივრად ბოსტნეულის თვლა დავიწყე. ათას შვიდასი მახსოვს, შემდეგ კი ჩემი გონება ძილის ფაზაში გადავიდა და მეხსიერებაც შეაჩერა.
თერთმეტ საათზე გავიღვიძე საბოლოოდ. ბევრი ბრძოლისა და ვაი-ვიშის შემდეგ მცირეხნიანმა ჩაძინებამ ჩემი ნერვები საკმაოდ დაამშვიდა და დააოკა.
ლექცია ორ საათზე მქონდა, ამიტომ თორმეტ საათამდე საწოლში კოტრიალი გადავწყვიტე.
ორის წუთებზე კი უკვე მზად ვიყავი წასასვლელად. მოვიკიდე ჩანთა, მოვიმარჯვე ყურსასმენები და მხოლოდ მაშინღა მივწერე ვატოს დღის პირველი ესემესი.
"დილამშვიდობის, ჩემო სიყვარულო. ლექციებიდან დაბრუნებული შენთან შემოვივლი სამსახურში და ერთად წამოვიდეთ სახლში. წარმატებული დღე, ჩემს ყველაზე სიმპატიურ ბიჭს!"
არც მისმა ესემესმა დააყოვნა და მალევე შემოფრინდა ჩემს ტელეფონში.
"მეგონა აღარ იღვიძებდი და ჩემი კოცნა მოგევლინებოდა ხსნად. მიყვარხარ, მართა და საღამოს გელოდები."
ტელეფონში მუსიკა ჩავრთე და კიბეებს ღიღინით ჩავუყევი. სადარბაზოსთან ლევანი იდგა, უეცრად შევტრიალდი უკან და ზემოთ წასვლა დავაპირე, როდესაც დამიძახა.
-მართა, სად გარბიხარ, მომესალმე მაინც - ნელ-ნელა ჩემკენ მოიწევდა, მე კი ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა სახლში გავქცეულიყავი თუ მეყვირა. ლევანმა მკლავში მომკიდა ხელი და მისკენ შემატრიალა - ასე ცივად უნდა შეხვდე შენს ყოფილ საქმროს? - გადასაკოცნად წამოიწია, თუმცა თავი უკან გადავწიე და კოცნა მოვიგერიე.
-ლევან, გამატარე, არ მცალია. უნივერსიტეტში მეჩქარება - ვეცადე როგორმე დავსხლტომოდი, თუმცა ხელი უფრო მომიჭირა
-წამოდი, წაგიყვან. მანქანით ვარ - სადარბაზოდან ქუჩის მეორე მხარეს ვერცხლისფერი მანქანისკენ გამახედა - წამოდი
ხელს ისე მიჭერდა დალურჯება გარდაუვალი იყო. ასე მიმიყვანა მანქანამდე და კარი გამომიღო, მეც აღარ გავძალიანებივარ და ჩავჯექი.
-გეტკინა? - მკითხა ჩაჯდომისას, როდესაც დაინახა როგორ ვისრესდი ხელს - მაპატიე, არ მინდოდა
-შენ ბევრი რამ არ გინდოდა, ლევან, მაგრამ ასე გამოვიდა.
-ღვედი შეიკარი.
მეც დავემორჩილე, მაშინ კარებები ჩაკეტა ლევანმა და გაზის პედალს ბოლომდე მიაწვა.
-ცოტა ნელა, ხომ იცი არ მიყვარს სისწრაფე - ლევანი რბოლებშიც მონაწილეობდა. მიუხედავად სისწრაფის სიგიჟემდე სიყვარულისა, არასოდეს მოყოლილა ავარიაში და მეტიც, არც საავარიე სიტუაცია შეექმნა როდესმე.
სიჩქარეს უკლო და გადმომხედა.
-ისევ ისეთი ლამაზი ხარ, მართა. ხომ ხედავ, ვერ გივიწყებ. შენ კი დაგვიწყებივარ, ლამაზო და ძალიან მეწყინა - ლევანი მანქანას სრულიად უცხო მხარეს მიაქროლებდა
-ჩემი უნივერსიტეტი აქეთ არ არის!
-სამაგიეროდ ჩემი სახლია აქეთ - მის სახლში ნამყოფი ვიყავი, თუმცა იქ აშკარად არ მივყავდი. ლევანს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და აშკარად ჩემთვის უცნობ სახლს გულისხმობდა ის.
მივხვდი რამე უნდა გამეკეთებინა, ამიტომ კარების წვალება დავიწყე. ფრჩხილებით სალონს ვკაწრავდი და ორჯერ საჭისკენ წავიღე ხელი და მარცხნივ გადავწიე.
-მართა, ხომ არ გაგიჟდი, ავარიაში მოვყვებით - შეშფოთებული თვალებით მიყურებდა ის, თუმცა იმ მომენტში ავარია უკეთეს ვარიანტად მეჩვენებოდა.
-ახლავე გააჩერე მანქანა, ლევან! - ჩანთაში ჩაგდებული ტელეფონის ძებნა დავიწყე.
-ვის გინდა დაურეკო? - ჩანთა ხელიდან გამომგლიჯა და უკანა სავარძელზე მოისროლა - პატრულს ურეკავ თუ შენს პრინცს? - მაშინღა მივხვდი რამ გაამწარა და გადავწყვიტე მისთვის ტყუილი მეთქვა
-მე და ის ბიჭი ვქორწინდებით - სწრაფად დაამუხრუჭა ლევანმა და ღვედი რომ არა, საქარე მინაში გავერჭობოდი პირდაპირ თავით - ხო, ეს სიმართლეა. სამი დღის წინ მთხოვა ხელი და მეც დავთანხმდი. სხვათაშორის პირველი ადამიანი ხარ ვისაც ამას ვეუბნები.
-შენ მხოლოდ ჩემი ცოლი იქნები და ეს დაიმახსოვრე - გაზს მიაწვა და კიდევ ერთხელ დაატორმუზა, ამჯერად თავი ჩამოვარტყი და წარბი გავიხეთქე - არ მოგცემ უფლებას სხვას გაყვე ცოლად. შენ მე გიყვარდი და ახლაც გიყვარვარ.
ლევანის სიტყვები აღარ მაინტერესებდა, წარბი საოცრად მტკიოდა. ტირილი დავიწყე, ერთდროულად ორივე ამბავს ვგლოვობდი. ამასობაში ნერვებმა მიმტყუნეს და ლევანს გამწარებულმა რამდენჯერე ჩავარტყი მუშტი.
-მძულხარ, პირუტყვო. შენ როგორ შეგიყვარე ან სად მალავდი ამ სახეს. ახლა ვხვდები რატომ არის ჩვენს ქვეყანაში ამდენი ძალადობა. შენნაირი არაკაცები თავს კაცებად ასაღებენ და როგორც კი ქალს დაისაკუთრებენ, საკუთარ სახეს ამჟღავნებენ. მძულხარ, ლევან, მძულხარ!
-ამას ბრაზი გალაპარაკებს, ჩემო მართა. გავა დღეები და კვლავ ისე შემიყვარებ, როგორც უწინ.
***
პატარა სოფელში ამოვყავი თავი. ვერც კი შევხედე ტრაფარეტს, არც გზას დავკვირვებივარ სად მივდიოდით. იმდენად შემაშფოთა და გამაოცა ლევანის საქციელმა, რომ აზროვნების უნარი მთლიანად წამერთვა, თან ჩემი წარბი ისე ძლიერად ფეთქავდა, რომ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
-აქ შედი - მბრძანებლური კილოთი მითხრა ლევანმა და სახლში ძალით შემიყვანა. ჩემი ჩანთა და ტელეფონი მანქანაში დარჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლევანის ხელში აღმოჩნდებოდა - მე მივდივარ და მალე მოვალ. ყვირილსა და წივილს აზრი არ აქვს, არცერთი მეზობელი არ არის აქ. ყველა ქალაქშია წასული და აგვისტომდე არ ჩამოვლენ - კარი გადამიკეტა და სადღაც წავიდა.
მთელი სახლი დავიარე. ყველა ფანჯარა და კარი საგულდაგულოდ შევამოწმე. ფანჯრებზე გისოსები იყო, რაც საქმეს უფრო მირთულებდა, თორე ჩავამტვრევდი შუშას და ეგ იქნებოდა.
-ღმერთო, რა დავაშავე - საკუთარ თავთან საუბარი დამარცხებას ნიშნავდა - მე ხომ ერთი უბრალო გოგო ვარ, არაფრით გამორჩეული. ვცდილობ კარგი შვილი, შეყვარებული და მეგობარი ვიყო. ყველას გვერდით ვუდგავარ ვისაც კი სჭირდება. რატომ გადამეყარა ეს არანორმალური ცხოვრების გზაზე და რატომ არ მაცდის მშვიდად ცხოვრებას. მეშინია, ღმერთო. მეშინია რამე არ დამიშავოს და საბოლოოდ დაარტყას ბეჭედი ჩვენს ურთიერთობას.
გარეთ რაღაც ახმაურდა. სასწრაფოდ მივვარდი ფანჯრებს. ლევანი დაბრუნებულიყო. საკეტი გადაატრიალა და ოთახში გაღიმებული შემოვიდა. ხელში ვარდების დიდი ბუკეტი და სწრაფი კვების საჭმელი ეჭირა.
-სუშიც მოგიტანე - მითხრა და ორივე "საჩუქარი" გამომიწოდა. ადგილიდან არ გავნძრეულვარ - კარგი, აქ დავაწყობ და შემდეგ მიინახე, ყვავილებისთვის ლარნაკს სამზარეულოში იპოვი - მაგიდაზე დააწყო ყველაფერი, თვითონ კი სავარძელში ჩაჯდა.
-ლევან - დავიწყე და თან ცოტათი მივუახლოვდი - რატომ აკეთებ ამას?
-ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად, რა თქმა უნდა
-სიტყვა "ჩვენ" აღარ არსებობს უკვე რამდენი თვეა. ჩვენ მოვკვდით, გაიყო გზები და აღარც შეერთდება. მორჩა, უბრალოდ გაქრა ეს ყველაფერი. მე უკვე ვიპოვე ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. მიეცი შენს თავს უფლება სხვა შეიყვარო, ნუთუ გგონია, რომ მხოლოდ მე ვარ ამ ქვეყანაზე. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი გოგო სიხარულით შეგიყვარებს, ლევან - მეტი დრამისთვის ჩვენი ისტორიიდან რამდენიმე დეტალი გავახსენე - ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით. გახსოვს, მდინარეზე რომ წავედით სათევზაოდ მაშინ რა მითხარი? - თავი გააქნია - თუკი ოდესმე ჩვენი გზები გაიყრება და ეს სიყვარული დამთავრდება, მე ყველა შენს გადაწყვეტილებას ვცემ პატივს და კარგ მეგობრად მიგულე, რადგან შენ ჯერ მეგობარი ხარ, შემდეგ კი შეყვარებულიო. ახლა ეგ დღე დადგა, მე შენ აღარ მიყვარხარ. ხანდახან ასეც ხდება, დიდი სიყვარულები ქრება და იფერფლება. ნუთუ არ გინახავს როგორ შორდებიან ცოლ-ქმრები, თუმცა ისინი ეგუებიან უერთმანეთოდ ცხოვრებას, ამიტომ შენც უნდა შეეგუო.
-რთულია, მართა. ყოველ დილით შენზე ფიქრებში ვიღვიძებ, წარმოვიდგენ როგორ ივარცხნი თმას და იცვამ შენს საყვარელ ვარდისფერ პერანგს თეთრი კოპლებით. მე შენით ვიძინებ და ვიღვიძებ. ვერცერთი ქალი ვერ შეედრება შენს სილამაზეს, ვერც ვერავინ შემაყვარებს შენსავით თავს, ამიტომ ვერ დაგთმობ, ვერავის დავუთმობ შენს თავს, ძვირფასო. მე მინდა ცხოვრება მხოლოდ შენ ერთს დაგითმო და მხოლოდ შენ გერქვას ჩემი ცოლი!
-და მე რა ვქნა - იატაკზე მუხლებით ჩავჯექი - მე სხვა შემიყვარდა და ახლა შენ ვეღარ შეგიყვარებ. მე შენ მიყვარდი, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენე, მიღალატე და ამით ყველა ჩვენს გრძნობას და სამომავლო გეგმას გადაუსვი ხაზი. რომ არ გეღალატა, ვინ იცის, ახლა მუცლით შენი ბავშვიც მეტარებინა, მაგრამ მაშინ პირველად გამოავლინე შენი თავი და ახლა ყოველი შენი ეს არანორმალური საქციელი შენს ავადმყოფობაზე მიუთითებს, ლევან!
-ღალატი და ღალატი - ფეხზე წამოენთო ის და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო - რით ვერ გადაიტანე ჩემი ერთი სექსი ვიღაც ბოზანდარასთან? ერთხელ ვერ შევიკავე თავი, რა მოხდა, საყვარელი ხომ არ გამიჩენია. ოცდაათ ლარიანი ვიხმარე, ასეთი დიდი პრობლემაა?
-ვის სახლში იხმარე, არაკაცო? - ამჯერად ფეხზე მე წამოვდექი და წინ კლდესავით ავეტუზე - ჩემს საკუთარ ლოგინში გამიჩაღე სექსი, თან ვისთან, ბოზთან? ფულის გადახდა მაინც არ შეგრცხვა, შე არაადამიანო? ფუ, მეზიზღები და ვერ გიტან - შევაფურთხე და საპასუხოდ სილა მივიღე მარცხენა ლოყაში - მეზიზღება ყოველი წუთი, რაც შენთან გავატარე.
საძინებელ ოთახში წავედი და ლოგინზე დავემხე. ვტიროდი, რადგან მიყვარდა არაკაცი და მე თვეების განმავლობაში მეგონა ის ყველაზე კეთილი, საყვარელი და გულკეთილი ადამიანი.
რამდენად ველურია ზოგიერთი ადამიანი, რამდენი სხვადასხვა სახე იმალება მასში. როგორ უნდა გქონდეს ნდობა, როდესაც არ იცი რამდენად გულწრფელია ის შენ წინაშე.
ჩემი საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც სარეცელის გაყოფას ვაპირებდი, რომლის მეუღლის სახელიც უნდა მეტარებინა, მამაკაცი, ვისი შვილებისთვისაც დედობა უნდა გამეწია მომხდარი ფაქტის შემდეგ სინანულს მხოლოდ ასე გამოხატავდა. ძალადობით, დაშინებით, მოტაცებით.
ოთახში ლევანი შემოვიდა. მისი სუნთქვაც კი გულს მირევდა და მთელს ტანში მაკანკალებდა.
-მართა - როგორ მეზიზღებოდა მისი პირიდან ამოსული თითოეული ასოც - გძინავს? - პასუხი არ გავეცი - ვიცი არ გძინავს. მაპატიე, კარგი? - ბეჭზე ხელი დამადო და მაშინვე ფეხზე წამოვხტი - კარგი, დამშვიდდი, ნუ გეშინია, არ ვიკბინები. უბრალოდ ხელი დაგადე - ხელები ჰაერში ასწია და გააშეშა - მე მჯერა, რომ ბედნიერ ოჯახს შევქმნით და ჩემს სულელურ შეცდომას არ მივცემთ საშუალებას ხელი შეუშალოს ჩვენს ძლიერ სიყვარულს. წამოდი ახლა ვჭამოთ და შემდეგ რამე კინოს ვიყუროთ
-ნუთუ ასეთი შეუგნებელი ხარ. სად წავიდა ის ლევანი მე, რომ ვიცნობდი? როდემდე უნდა იცხოვრო ილუზიებში? შენ ექიმი გჭირდება, ფსიქიატრი, რომელიც დაგეხმარება, თორე თავს დაიღუპავ, მე კი მეცოდები, რადგან ოდესღაც მაინც მიყვარდი.
***
დაღამდა. ძილი არცერთი მხარიდან არ მეკარებოდა, ანდაც რა ძილზე იყო საუბარი, როდესაც შიშით საბანს ისე ვუჭერდი ხელს, რომ გავხიე კიდეც. ლევანმა დივანზე დაიძინა. მადლობა ღმერთს, სექსუალურად მაინც არ ძალადობდა ჩემზე, ყოველ შემთხვევაში იმ ღამეს არ უძალადია. მშვიდად ფშვინავდა მაორე ოთახში და არაფერზე დარდობდა. მთავარი სადარდებელი, ანუ მე გვერდით ვყავდი.
დასაწყნარებლად ყურადღება ვატოზე გადავიტანე. მასთან გატარებული ღამის ყველა დეტალს ვიხსენებდი. მაგონდებოდა როგორ ჩაეძინა და დილით მასთან გაღვიძება რამდენად დიდი ბედნიერება იყო.
-ნეტა ახლა რას აკეთებს, ჩემი სიყვარული - გონებაში ველაპარაკებოდი საკუთარ თავს - ნეტა თუ დაიძინა? სამსახურში რომ არ მივედი არ შეშფოთდა? მთელი დღე ტელეფონზე, რომ არ ვუპასუხე ჩემთან არ ავიდა? ნეტა რას ფიქრობს ახლა, იქნებ ჩემზე ფიქრობს და ერთმანეთს სადმე ფიქრთა გასაყარზე გადავეყაროთ, იქნებ სიზმრებს მოუხმო უკვე და მეც იქ ვარ, სადმე მობინინე მინდორში ან ყვავილნარში ჩორბენალი. ვინ იცის ახლა რას ფიქრობს ვატო, ვინ იცის რამდენად ნერვიულობს ჩემი გაუჩინარების გამო.
შემაძრწუნებელი სიჩუმე იდგა. საკუთარი გულის ხმა კი კარგს არაფერს მეუბნებოდა. ვცდილობდი აუტანელი სიჩუმისთვის მხარი ამება და უბრალოდ გავშეშებულიყავი ერთ პოზაში. ზედმეტ სუნთქვასაც კი ვერიდებოდი. უეცრად ძლიერი ხმა გაისმა და შევყვირე. ლევანი ოთახში შემოვიდა, ხმაური კიდევ უფრო გაძლიერდა და ლევანს მოვეხვიე.
-კარგი, დამშვიდდი - თავზე ხელს მისვამდა და მაწყნარებდა - ახლავე გავალ გარეთ და ვნახავ რა ხდება.
-არა, არ დამტოვო - ჩემდა უნებურად ეს სიტყვები აღმომხდა და კიდევ უფრო მივეკარი მის წელზემოთ შიშველ სხეულს - ძალიან მეშინია.
ლევანი ფეხაკრებით გავიდა გარეთ და დაახლოებით ათ წუთში შემობრუნდა.
-ფეხსაცმლის კვალი იყო ჭიშკართან, თუმცა სხვა კვალს ვერსად მივაგენი. სახლს წრე შემოვუარე, თუმცა უცნაური არაფერი შემიმჩნევია. გინდა აქ დავწვები?
-არა - მკვახედ მივუგე, თუმცა ჯერ კიდევ არ ჩაწყნარებულიყო ჩემი გულის ხმა.
-ნუ გეშინია, მართა - კვლავ თავზე გადამისვა ხელი - შენს საწოლში დაძინებას არ ვაპირებ, აქ შემოვიტან სავარძელს და დავიძინებ, შენც უფრო მშვიდად იქნები და მეც.
***
მძინარე პატარა ბავშვს გავდა ლევანი. ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდა ჭიანჭველას არ დააბიჯებს ფეხსი, მაგრამ ვაი, რომ მისი გული გაბოროტებულიყო. ლევანი ყოველთვის ზრდილობიანი, გაწონასწორებული ბიჭი იყო. ურთიერთობაში ცოტა ეჭვიანი ნამდვილად იყო, თუმცა შემაწუხებლად არა, ამიტომ არასოდეს გამჭირვებია მასთან ურთიერთობა.
-დილამშვიდობის - მითხრა ლევანმა და გაიზმორა - ხომ არ შეგეშინდა ღამით?
-კი - მოკლედ მივუგე და საბანი თავზე გადავიფარე.
-კარგი, ნუ დამინახავ, ნელ-ნელა შეეგუები ჩემს ყოფნას შენს ცხოვრებაში. ახლა ქალაქში მივდივარ და თუ რამე გინდა დამაბარე.
-დიდი თოკი წამომიღე, რომ თავი ჩამოვიხრჩო.
წავიდა. კვლავ ყველა კარი და ფანჯარა შევამოწმე, თუმცა კვლავ ამაოდ. მისაღებ ოთახში თაროზე წიგნების დიდი არჩევანი იყო, ამიტომ ერთ-ერთი მათგანი ამოვარჩიე. ხელში „სტამბოლელი “ შემრჩა. სტამბოლთან და თურქეთთან სიახლოვის გამო მისი კითხვა დავიწყე და ლევანის მოსლამდე თითქმის ნახევრამდე ჩავედი.
-ხომ არ მოიწყინე? - ამჯერად გვირილების თაიგული და შოკოლადი მომიტანა - შენი საყვარელი თეთრი შოკოლადი მოგიტანე.
-ნუთუ გგონი, რომ ყვავილების ბუკეტებითა და შოკოლადებით აზრს შემაცვლევინებ?
ყვავილები და შოკოლადი მაგიდაზე მიაგდო და კედელთან ამაყუდა.
-რა ნახე იმ ბიჭში განსხვავებული? როგორ შეძელი ჩემი დავიწყება და სხვა ადამიანის შეყვარება, ნუთუ ისე გიყვარს ის, როგორც მე? ნუთუ ისიც იმ გულით გიყვართ, რითაც მე შემიყვარე?
-დიახ, მე შენ დაგივიწყე, ლევან. ის მე არასოდეს გამიკეთებს იმას, რაც შენ გამიკეთე - ხელი ყელზე მომიჭირა - მირჩევნია მომკლა, ვიდრე შენთან ერთად დავრჩე, მიდი მომკალი და შენც დაისვენებ და მეც დავისვენებ შენი თავისგან - ხელი უფრო მომიჭირა, სუნთქვაც კი გამიჭირდა, აღარც სიტყვა ამომდიოდა.
უეცრად ლევანმა ხელი მიშვა და ატირდა. პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაეცა და ხელებს იატაკს ურტყამდა.
-ნუთუ ეს მე ვარ, რა მემართება? მართა, მიშველე, გთხოვ - ტიროდა და ფეხებზე მეხვეოდა. იმ მომენტში შემეცოდა კიდეც, თუმცა მისი დახმარება მხოლოდ ფსიქოლოგს შეეძლო - მოდი დავწვეთ და არაფერზე ვიფიქროთ, მოდი უბრალოდ წამოვწვეთ დ ყველაფერი ცუდი უკან ჩამოვიტოვოთ.
-ლევან, ნუთუ ამ ყველაფერს სერიოზულად მეუბნები, ნუთუ ფიქრობ, რომ გვერდით მოგიწვები და ყველაფერს დავივიწყებ, რაც თუნდაც ამ ორ დღეში გამიკეთე.
-თუკი ნებით არა, მაშინ ძალით დაწვები - ხელი მომკიდა, ჰაერში ამწია და საწოლზე დამაგდო - რა სირთულეს წარმოადგენს ჩემთან ერთად ერთ საწოლში დაწოლა? - ზემოდან დამაწვა და კოცნა დამიპირა.
-ლევან! არ გაბედო, გთხოვ არ გინდა - ვეცადე ყველაზე კარგი გამოსავალი მეპოვა და ჩვენი წარსული გავახსენე - მოდი, გვერდით დამიწექი და ჩვენი წარსული გავიხსენოთ - გაჭრა, გვერდით მომიწვა და ხელი ძალით ჩამკიდა - როდის შეიცვალე, ლევან?
-არ ვიცი - დაღონდა და თავი ისე შეატრიალა, რომ ვერ ვუყურებდი მის გამომეტყველებას - ადამიანის სახეს ვკარგავ. ყველა მეგობარი და ნაცნობი გზიდან ჩამოვიცილე. სრულიად მარტო დავრჩი, უფრო სწორად შენ დამრჩი.
-მე უკვე თვეებია შენს გზაზე აღარ ვდგავარ. ამისთვის ბევრი დღე და ბევრი ღამე დამჭირდა, თუმცა შევძელი და აღარ ვაპირებ შენ ცხობრებაში ადგილის პოვნას.
-აღარასდროს დამიბრუნდები? - გადმომხედა. აცრემლებული თვალები შემომანათა და ხელი უფრო მომიჭირა, ამჯერად ეს არ იყო ძალადობა, ეს გრძნობის გამოხატულება იყო მხოლოდ.
-არა - ვუთხარი და ჭერს ავხედე. ვერ გავუძელი მისი სევდიანი სახის ყურებას.
-გიყვარს? - მის ხმას სისუსტე შეეპარა
-ძალიან
-მაშინ ადექი და წადი მასთან - ხელი მიშვა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა - გასაღები პიჯაკის გულის ჯიბეშია, თუმცა სანამ წახვალ ერთი თხოვნა შემისრულე
-გისმენ - ლოგინიდან ავდექი და კართან შევჩერდი
-ისე მომეხვიე, როგორც გუშინ - კედელზე ერთ წერტის მისჩერებოდა და მთელი სხეულით კანკალედა.
მასთან მივედი, პლედი გადავაფარე და იატაკზე ჩავჯექი.
-მე შენ ძალიან მიყვარდი, ლევან - ჩუმად, მაგრამ გასაგონად დავიწყე - შენ ჩემი სახლი იყავი, ყველაზე თბილი და მყუდრო. სწორედ ამ სახლში გადავწყვიტე ბუდის აშენება და თითზე ბეჭედიც კი გავიკეთე, როგორც შენმა მომავალმა მეუღლემ. შენი ყოველი ნაწილი მიყვარდა, შენი წარსულიდან მყოლებული ყველაფერი შევიყვარე შენი, თუმცა ეს ყველაფერი ერთიანად გაანადგურე. ჩემს ყველაზე ძლიერ სახლს ბზარები კი არ შეაპარე, პირდაპირ გამოუღე საძირკველი და ნაცრად აქციე. მე ვერ ჩაგეხუტები ისე, როგორც ადრე გეხუტებოდი. აღარც გული ამიჩქარდება შენი ჩახუტებისგან. გუშინ შიშმა მძლია. დღეს კი აღარაფრის მეშინია შენ გარდა. ლევან, მიდი ექიმთან. ამით შენს თავსაც დაეხმარები და შენ ირგვლივ მყოფებსაც. ახლა კი წავალ და გთხოვ, უკან აღარასოდეს დაბრუნდე. მე შენ აღარ გეკუთვნი - ავდექი და წასასვლელად მოვემზადე.
-მოიცადე - ეზოში დამეწია ლევანი - მე წაგიყვან, ჩაჯექი - ეს უკვე ნიშნავდა, რომ იმ მომენტში მაინც დაუჯერა ჩემს სიტყვებს და ყურად იღო ის.



№1  offline წევრი Rania

Imedia avariashi ar moxvdebiann. Au eodis dadeb momdevnoss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი გაზაფხული

Rania
Imedia avariashi ar moxvdebiann. Au eodis dadeb momdevnoss

ხვალ <3

 


№3  offline წევრი DI ANA

ძლივს მოვიცალე და ახალი თავები წავიკითხე, ძალიან მომეწონა და გამიხარდა რომ ლევანი მართას საბოლოოდ დააანებებს თავს. იმედია ქორწილი მალე გაიმართება❤ ველოდები მოვლენების განვითარებას

 


№4  offline წევრი გაზაფხული

DI ANA
ძლივს მოვიცალე და ახალი თავები წავიკითხე, ძალიან მომეწონა და გამიხარდა რომ ლევანი მართას საბოლოოდ დააანებებს თავს. იმედია ქორწილი მალე გაიმართება❤ ველოდები მოვლენების განვითარებას

სულ რაღაც 3 თავი დარჩა მოთხობის დასრულებამდე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent